"ნუ გეშინინ!"
"ნუ გეშინინ!"
ვისაც სურს მიიღოს ღვთის შემწეობა საფრთხის ჟამს, უნდა ჰქონდეს სწორი სულიერი მდგომარეობა
მაცხოვარმა ამ სიტყვებით გაამხნევა მოწაფეები: "სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე, 16,33).

"ადამიანს სამი მთავარი მტერი ჰყავს: ბოროტი, წუთისოფელი და ხორცი"
ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი:

- ცისთვის წუთისოფელი საცდურია. უფრო ზუსტად კი, სავსეა საცდურით. როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ამა სოფლის ბოროტებას სამი საწყისი აქვს: სხეულებრივი ვნებები, თვალთახედვითი ცოდვა და ამქვეყნიური ამპარტავნება. თავისთავად, ღმერთმა კეთილად შექმნა ეს ქვეყანა, წუთისოფელი, მაგრამ უფლის მიერ შექმნილი რეალობის ჩვენეული აღქმაა დამახინჯებული. არსებული რეალობა თავისთავად ბოროტება არ არის, ჩვენ მიერ მისი ფუნქციის აღქმაა ზოგჯერ დაზიანებული. სამწუხაროდ, რეალობას ხშირად ისეთად კი არ აღვიქვამთ, როგორიც ჭეშმარიტად არის, არამედ ისეთად, როგორიც გვსურს იყოს. ამიტომ ჩვენი შეხება რეალობასთან ილუზიურია. როდესაც ადამიანს არასწორი, არამართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და მსოფლშეგრძნება აქვს, მისი გონება სინამდვილეს მცდარად აღიქვამს.

ადამიანის ხორცის, სხეულის მიჩნევა ბოროტების საწყისად, ცხადია, შეცდომაა. უფალმა კეთილად შექმნა ჩვენი სხეულიც, სულიც და სამშვინველიც. ადამიანის სხეული, როგორც ღვთის ქმნილება, ტაძარი უნდა იყოს სულიწმინდისა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენივე ხორცი ჩვენს წინააღმდეგ გემოთმოყვარეობითა და სიძვის ვნებით აღდგება, ხორციელი კომფორტისა და სიამოვნებისაკენ სწრაფვით, სნეულებითა და მცონარებით გვთრგუნავს. ზოგჯერ ყოველნაირად ცდილობს, სულზე თავისი უპირატესობა დაგვიმტკიცოს, გვაიძულოს, მთელი ჩვენი სულიერი ძალები ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოვახმაროთ. წმინდა მამები გვასწავლიან: სხეული მარხვით, მღვიძარებით უნდა დავაცხროთ. ხორცი მღვიძარებაშიც გვიშლის ხელს. არადა, უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, გამუდმებით მღვიძარებაში უნდა ვიყოთ. მღვიძარება საოცარი მდგომარეობაა ცოდვიდან გამოსვლისა. გული, ადამიანის ცენტრი, მღვიძარების გარეშე არ ფორმირდება. აუცილებლად უნდა გამოვიღვიძოთ ცოდვისა და უცოდინარობის ძილისგან.

ბოროტი თავისი თანამებრძოლების - წუთისოფლისა და ხორცის საბრძოლო საშუალებებით სარგებლობს. ეშმაკის თავდასხმის ძირითადი ობიექტი ჩვენი უძლური მხარეებია.

"ამ სამი საცდურის დასაძლევად წარმართული უხილავი ბრძოლა"
ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი:

- არსებობს რეალობის ორი მხარე - ხილული და უხილავი. სინამდვილის უხილავი მხარე გულისხმობს იმას, რასაც ვერ ვხედავთ, და ზოგჯერ კარგია კიდეც, რომ ვერ ვხედავთ. საერთოდ, უამრავ რამეს ვერ ხედავს ადამიანი, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს უამრავი რამ არ არსებობს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ ის უფრო არსებულია, რასაც ვერ ვხედავთ, ვიდრე ის, რასაც აღვიქვამთ. უხილავი ბრძოლაც ხშირად უფრო მწვავე, დრამატული და ძლიერია, ვიდრე ხილული. ბრძოლის დროს ადამიანი ვიღაცას ებრძვის, ან პირიქით, ვიღაც ან რაღაც ებრძვის მას. ბრძოლა, ძირითადად, მიმდინარეობს ადამიანის გულში, სულში, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ სულიწმინდის ტაძარი იყოს.

ხანდახან ადამიანზე ფიზიკურად ხორციელდება უხილავი ბრძოლა - სხეულებრივი უძლურებანი, ავადმყოფობები, რომლებიც ხილული სახით წარმოგვიდგება, ხშირად უხილავი ბრძოლის შედეგია. სწორედ უხილავი ბრძოლის შედეგია ის განსაცდელები, რომლებსაც პერიოდულად ვაწყდებით არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, არამედ ერებიც. ეს ბრძოლა უხილავად მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურად იწოდება, რადგან თითქმის ყოველთვის ის ხილულზე უფრო ხილულია.

უხილავი ბრძოლა სულიერი დრამაა, დაპირისპირებაა, რომლის დროსაც ადამიანზე სულიერი, ფსიქიკური, სამშვინველისეული, ხორციელი ზეწოლა ხდება.

ღვთის შემწეობა
ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი:

- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ფუჭი შიშისგან და შევიმოსოთ ნამდვილი, ჯანსაღი შიში. ეს არის შიში ცოდვისა. მხოლოდ ეს შიში უნდა გააჩნდეს ადამიანს. თუკი კაცი მართალი ცხოვრებით ცხოვრობს და არ ემონება ცოდვას, ღვთის განგება და მფარველობა ვლინდება მასზე. მაშინ რისღა უნდა ეშინოდეს მას?! ჩვენი ცხოვრება აღსავსეა განსაცდელებით, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია შეჭირვება, მწუხარება. მთავარია, ადამიანმა თავი არ დააძაბუნებინოს ამ შიშებს. რით უნდა სძლიოს კაცმა ეშმაკის საფრთხეს, თუ არა რწმენით, ღმერთზე მინდობით, სულიერი ცხოვრებით, ცოდვებთან ბრძოლით?! საფრთხეთა მოგერიების თვალსაზრისით ღვთის შემწეობის მნიშვნელობას ფსალმუნებში არაერთგან ესმება ხაზი. 30-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: "რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ, და სახელისა შენისათვის მიძღვე მე და გამომზარდო მე. და გამომიყვანო მე საფრთხისა ამისგან, რომელ დამირწყეს მე. რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო, და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი". წმინდა პაისი ათონელი წერს: "ღვთის შემწეობას ვერავინ დააბრკოლებს - ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. არც ღმერთისთვის და არც წმინდა ადამიანისთვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. ჩვენი მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვუშლით ხელს. ჩვენს გვერდით ესოდენ დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენში მაღალ დონეზეა ადამიანური საწყისი და არ შეგვიძლია მივაღწიოთ საღვთო საწყისს, რომელიც მთელი სამყაროს ადამიანურ ძალებს აღემატება, ვინაიდან საღვთო ძალები ყოვლისშემძლეა". ღმერთი არასდროს გვტოვებს, მას ჩვენ ვტოვებთ. თუკი ადამიანი სულიერად არ ცხოვრობს, მას არა აქვს საღვთო შემწეობის უფლება. "დამირწყეს მე ცოდვილთა მახე და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ", - ვკითხულობთ მე-17 კანონში. უფლის მცნებების დაცვა საღმრთო შემწეობას მოიზიდავს. ასე რომ, მას, ვისაც სურს მიიღოს ღვთის შემწეობა საფრთხის ჟამს, უნდა ჰქონდეს სწორი სულიერი მდგომარეობა, იგი უნდა იყოს განწყობილი ღვაწლისადმი და მხოლოდ საკუთარ ძალებსა და მონდომებას არ უნდა ეყრდნობოდეს, არამედ ღმერთზე უნდა ამყარებდეს სასოებას: "რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან, და ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა" (ფს. 17, 18).

"შიში უფლისა წმინდა არს"
ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე:

- შიში უფლისა არის მაცხოვნებელი გზა. თუ ადამიანი ისწავლის და გაითავისებს ამ სიბრძნეს, იგი მიუახლოვდება უფალს და მისგან ჯილდოდ მიიღებს ბევრ სხვა ნიჭსაც, ხოლო თუკი ადამიანი ვერ შეიძენს ღვთის შიშს, მას არ ექნება წილი ღმერთთან. ოღონდ არ შეიძლება ყველა შიში გავაიგივოთ ღვთის შიშთან. ერთი მხრივ, არის შიში, რომელსაც შობს სულის უძლურება, ურწმუნოება და სასოწარკვეთილება. იგი თრგუნავს ადამიანს და მისთვის არ მოაქვს სიკეთე. და არის ღვთის შიში, რომელიც ღვაწლის შედეგად იშვება. იგი მხსნელი და განმწმენდელია ადამიანის სულისა. ეს შიში არის ერთგვარი თერაპია, რომელიც ადამიანში იწვევს დაფიქრებას, გამოსწორებას. იგი შობს სიმშვიდეს. პარადოქსია, მაგრამ სწორედ შიშს მოაქვს სიმშვიდე. ამიტომ აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ეს ორი შიში. ერთი ღვთისგან არის მოვლენილი, მეორე კი - ეშმაკისგან. ეს უკანასკნელი თრგუნავს კაცს, გარემოებების, მოვლენების, ადამიანების მონად ხდის მას. ღვთის შიშს კი უამრავი სიკეთე მოაქვს. იგი განაპირობებს გონების სიმტკიცეს. როდესაც ჩვენ ღვთის შიშით, მისი ხსოვნით ვართ აღჭურვილნი, მაშინ ჩვენი აზრები იწმინდება, ღვთისკენ მიმართული, მასზე მიმსჭვალული ხდება და აღარ მიმოიფანტება. ეს შიში განწმენდს სხეულსაც, საქმეებსაც. წმინდა მამები ამას ასე განმარტავენ: როგორც ჯვარზე გაკრულ სხეულს ერთმევა მოძრაობის საშუალება, ასევე ღვთის შიშითა და მადლით ხდება ჩვენი ცოდვების ჯვარზე გაკვრა, მათი მოთოკვა და ალაგმვა.

ღვთის შიში ეტაპობრივადაც განიყოფება: ერთი მხრივ, არის შიში, რომელიც დამახასიათებელია დამწყებთათვის და, მეორე მხრივ, - შიში, რომელიც მოქმედებს სრულყოფილების გზაზე შემდგარ მოსაგრე ადამიანებში. ალბათ ყველას განგვიცდია, რომ თავიდან ღვთის შიში განსაცდელებით მოქმედებს ადამიანზე. ადამიანს უჩნდება შიში თავისი ცოდვილი და დანაშაულებრივი ცხოვრებისა გამო, რომელსაც შედეგად უამრავი განსაცდელი, ტკივილი, მწუხარება მოსდევს თან. ტკივილის შიში აიძულებს ადამიანს თავი დააღწიოს ამ ტკივილის წყაროს - ცოდვას. ეს შიში სულიერი ცხოვრების საწყისი ეტაპია. რაც შეეხება სასჯელის შიშს, ეს უფრო სრულყოფილი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. იგი მოდის ხანგრძლივი სულიერი მოღვაწეობის, ლოცვის, გონიერი ღვაწლის შედეგად. წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს შიში მოდის მასთან, ვისაც მუდმივად ახსოვს და განუწყვეტლივ თავის თვალთა წინაშე აყენებს აღსასრულისა და განკითხვის ჟამს, როცა იგი წარდგება თვალუხვავი მსაჯულის წინაშე. მას შიში ეუფლება, როდესაც წარმოიდგენს იმ სატანჯველს, რომელიც ცოდვილებისთვის არის იმქვეყნად განკუთვნილი. სამწუხაროდ, დღეს ადამიანს ატროფირებული აქვს სულიერი ცოდნა, ხედვა, სიფაქიზე. ამიტომაც ამგვარი შიში ყველა ჩვენგანს არ გვახასიათებს. ადამიანის გონება ისხლეტს ამ სულიერ ცოდნას, გონება ეჯაჭვება ამქვეყნიურს და მას აღარ ეუფლება შიში რაიმე არაამქვეყნიურისა, მარადიულისა. რადგანაც აღარც სჯერა მისი არსებობის, აღარც მისი ნამდვილი ცოდნა გააჩნია. სამწუხაროდ, ეს ეხება არა მხოლოდ ურწმუნოებს, არამედ ჩვენი დროის ქრისტიანებსაც. დღევანდელი ადამიანის ცნობიერება ისეა მოწყობილი, რომ მას მატერიალური სიკეთეების დაკარგვისღა ეშინია. ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო შეიმჩნევა. პატერიკებში ამოკითხული სიბრძნე კი გვკარნახობს: ,,მოიხსენე შენი უკანასკნელი დღე და აღარ შესცოდავ". წმინდა მამები საგანგებოდ მიმართავდნენ გონიერ ვარჯიშებს, რათა ღვთის შიში მათ გონებასა და ცნობიერებაში ღრმად გამჯდარიყო. სამოთხეში ადამს ბუნებრივად ჰქონდა ღვთის შიში, რომელიც მისი ცნობიერებიდან დაცემის შედეგად ამოიძირკვა. ამიტომ სჭირდება ადამიანს დიდი შრომა, გონიერი ღვაწლი, რათა კვლავ დაამკვიდროს თავის ცნობიერებაში შიშის ცნება. ამ ღვაწლმა უნდა ჩაუნერგოს მას ცოდვების გამო მოვლენილი სასჯელის შიში. რაც უფრო მეტად იქნება ადამიანში ღვთის შიში, მით უფრო მეტად გაიზრდება მასში სათნოება, საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი. ღვთის შიში ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ იგი თავის შიგნით შევიდეს. თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენს თავს, აღმოვაჩენთ, რომ სულ ჩვენი თავის გარეთ ვცხოვრობთ - პრობლემებით, წინააღმდეგობებით ვართ გარემოცულნი. არა გვაქვს ღვთის ხსოვნა და შიში. ღვთის ხსოვნას იწვევს ლოცვა. ეს უკანასკნელი კი იწვევს ღვთის შიშს. როგორც ვხედავთ, მთელი ეს მოღვაწეობა ერთმანეთზეა გადაბმული. უმთავრესი სათნოება არის ლოცვა. როდესაც ვლოცულობთ, გვაქვს ღვთის ხსოვნა, ესე იგი გვაქვს ღვთის შიშიც, რომელიც არის შეზავებული კეთილკრძალულებასთან, ღვთის წინაშე დგომასთან, ღვთის სიყვარულთან. ანუ ეს შიში არ არის დამთრგუნველი, ჟრჟოლისა და კანკალის მომგვრელი, არამედ იგია სულიწმინდის მადლი, ნიჭი, წყალობა, რომელიც გვმოძღვრავს, ცოდვისაგან განგვაყენებს და გვანიჭებს დიდ ნუგეშსა და ბედნიერებას. ადამიანის ამქვეყნად მოღვაწეობის მთავარი საგანი ღვთის შიშის მოპოვებაა. თუკი ადამიანს არ ექნება ღვთის შიში, მაშინ, როგორც ფ. დოსტოევსკი იტყოდა, ,,ყველაფერი ნებადართული" იქნება. მარადიული სამყაროს არსებობის, ღვთის შიშისა და ხსოვნის გარეშე ვერც პიროვნება შედგება და ვერც საზოგადოება აშენდება. ასეთი საზოგადოება იქნება დემორალიზებული, რომელსაც არ ექნება ზნეობრივი პრინციპები და მისწრაფებები. მისთვის ყოველგვარი ბოროტმოქმედება ნებადართული და გამართლებული იქნება, წაიშლება ზღვარი ადამიანსა და ცხოველს შორის. ღვთის შიში ადამიანს უნარჩუნებს ,,ხატებასა და მსგავსებას", ყველა სხვა არსებებზე ამაღლებულ მდგომარეობას. ხოლო როდესაც ადამიანი კარგავს ამ შიშს, იგი უკვე ეშვება იმ სახიფათო ფსკერზე, რომელსაც პირუტყვებრივი მდგომარეობა ჰქვია. ამ დროს იგი მარტოოდენ ინსტინქტების ამარა რჩება (,,კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ"). ასე რომ, არა მარტო ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის ღვთის შიში არის ყველაზე ძლიერი სტიმული, რომელიც ასწავლის მას მორალური კანონის მორჩილებას. ამ კანონის გარეშე საზოგადოება უკვე აღარ არის საზოგადოება, არამედ იგი ემსგავსება ბრბოს, რომელსაც მხოლოდ ინსტინქტები, მღვრიე და ბუნდოვანი იმპულსები ამოძრავებს. ყველა სახელმწიფოებრივი კანონი, სჯული, სამოქალაქო კონსტიტუცია სათავეს ღვთაებრივი სამართლიდან იღებს და მის ანარეკლს წარმოადგენს. წმინდა წერილში პირდაპირ არის მითითებული, რომ სრულყოფილებს არ სჭირდებათ კანონი, რადგან მათ აქვთ შინაგანი კანონი, რომელიც იდეალურად მოერგება ნებისმიერი სახელმწიფოს კონსტიტუციას. პავლე მოციქული ბრძანებს: ,,ეგევითართათვის არა სძეს სჯულიო". მაგრამ სამოქალაქო კანონი, რომელიც აწესებს გარკვეულ ჩარჩოს, საჭიროა იმისათვის, რომ სახელმწიფოში იყოს წესრიგი, რაღაც დონეზე მაინც აილაგმოს, ზღვარი დაედოს დანაშაულსა და ბოროტებას. რადგანაც ყველას არ გააჩნია შინაგანი სინდისი, ამიტომაც დაინერგა საზოგადოებაში კანონის წინაშე მორჩილება და შიში. რა თქმა უნდა, ეს არ არის მაცხოვნებელი შიში, მაგრამ ამქვეყნიურ ცხოვრებაში იგი მაინც სასარგებლო და აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი. რადგან, როდესაც ადამიანს მხოლოდ სამოქალაქო კანონის წინაშე ეუფლება შიში, ამ შემთხვევაში იგი აღარ არის თავისუფალი. აქ უკვე იკარგება ადამიანის შემოქმედებითობა. იდეალურ შემთხვევაში არც სახელმწიფო, არც ადამიანის ცნობიერება არ უნდა იყოს აგებული მხოლოდ დამთრგუნველ შიშზე, არამედ კარგად გაცნობიერებულ თავისუფალ ნებაზე, სპეტაკ სინდისზე, რომელიც ადამიანს უკარნახებს ღვთისთვის სათნო და მოსაწონ ცხოვრების წესს. მხოლოდ ეს მიანიჭებს ადამიანს ბედნიერებას. ,,ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და სჯული თვისი აუწყოს მათ" (ფსალმ. 24, 12).

"სრულმან სიყვარულმან განდევნოს შიში"
ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე:

- სრულყოფილ ეტაპზე, როდესაც ადამიანი წარემატება სულიერ მოღვაწეობაში, შიშის ადგილს მხოლოდ სიყვარული იკავებს.

დავით წინასწარმეტყველი არაერთგან აღნიშნავს თავის ფსალმუნებში; ,,მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა" (ფსალმ. 13,15). სხვაგან ამბობს: ,,შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი" (ფსალმ. 63,2). ეს ნიშნავს, რომ არსებობს ფუჭი, ამაო შიში. როგორ უნდა დაიძლიოს იგი?

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ფუჭი შიშისგან და უნდა შევიმოსოთ ნამდვილი, ჯანსაღი შიში. ეს არის შიში ცოდვისა, რომელიც მიიღწევა რწმენით, გონების განვითარებით, სულიერი ამაღლებით. მამები ამბობენ, რომ მხოლოდ ეს შიში უნდა გააჩნდეს ადამიანს. ეს შიში არის მიზეზი ყოველგვარი სათნოებისა. ადამიანი უნდა ეცადოს, გათავისუფლდეს მიწიერი შიშისგან, ავადმყოფობა იქნება ეს, ტანჯვა თუ მწუხარება. თუკი კაცი მართალი ცხოვრებით ცხოვრობს და არ ემონება ცოდვას, ღვთის განგება და მფარველობა ვლინდება მასზე. მაშინ რისღა უნდა ეშინოდეს მას. ამიტომაც ამბობს წინასწარმეტყველი: ,,არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა იგი გარე მომიცვეს მე" (ფსალმ. 5, 8)... ,,ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ ჩემთანა ხარ" (ფსალმ. 22, 30). და კიდევ იტყვის: ,,უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს. უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?" (ფსალმ. 26,1). ცხოვრება აღსავსეა განსაცდელებით, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია შეჭირვება, მწუხარება. მთავარია ადამიანმა თავი არ დააძაბუნებინოს ამ შიშებს, რომლებიც ტალღებივით არიან. ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც ხომ ზღვასთან არის შედარებული: ,,სოფლისა ზღვა აღძრულ არს, საშინელად დამნთქავს მე, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად", - ვკითხულობთ საეკლესიო საგალობლებში. რით უნდა სძლიოს ადამიანმა ამ შიშებს, თუ არა რწმენით, ღმერთზე მინდობით, სულიერი ცხოვრებით, ცოდვებთან ბრძოლით? ამ სათნოებების მოხვეჭასთან ერთად ადამიანი თანდათან მშვიდდება, მხნეობას, ვაჟკაცობას იძენს. მთელი ჩვენი ცხოვრების აზრი ამ შიშებისაგან განთავისუფლებაში მდგომარეობს.

სიკვდილის შიში
ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე:

- მთავარია, რომ ადამიანმა შეიგნოს, - ჭირში, განსაცდელში, მწუხარებაში, ყველგან და ყოველთვის ღმერთი მასთანაა და არასოდეს ტოვებს მას. როდესაც ადამიანი გრძნობს უფლის სიახლოვეს, უფრო მეტად ენდობა მას, შიში და ეჭვიც ნელ-ნელა ქრება. გოლიათების დამარცხება ხდება ღვთის მადლითა და წყალობით და ასევე თავდაუზოგავი მოღვაწეობით. სადაც ღმერთია, იქ არ არის შიში, იქ არ არის სიკვდილი და არც არაფერი სხვა, რაც ადამიანს ემუქრება. მთავარია, რომ ადამიანი მიხვდეს ამას, დაიჯეროს. რატომ არ ეშინოდათ წმინდა მამებს სიკვდილისა და ტანჯვის? - პასუხი ამ კითხვაზე ნათელია: ისინი გრძნობდნენ ღმერთთან სიახლოვეს. მათი სულები ქრისტეს შეხვდნენ. ღრმად სწამდათ, რომ სიკვდილი იყო გარდაცვალება და შეხვედრა ღმერთთან. თუკი ადამიანის სულიერი ცხოვრება სწორად მიმდინარეობს, მაშინ ხდება ადამიანის შინაგანი სამყაროს ფერისცვალება. ადამიანის სული შედარებულია სასძლოსთან, სიძე კი არის ქრისტე. ეს არის ყველაზე ინტიმური, ღრმა და მჭიდრო ურთიერთობა ადამიანის სულსა და უფალს შორის. ამ ურთიერთობის განხორციელებით ეს არის მდგომარეობა, რომელზეც წინასწარმეტყველი დავითი წერს: ,,შთათუვიდე ჯოჯოხეთსა, მუნცა ხელი შენი მეუფებს".

"ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა"
ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე:

- ღვთის შიში ადამიანში ალაგმავს ცოდვების ტირანიას, გულნამცეცობას, პატარაკაცობას, სილაჩრეს, მუდმივ დათრგუნულ მდგომარეობას. ის არის უზარმაზარი სიკეთის მომტანი - ადამიანი დგება სრულყოფილების გზაზე. უზენაესის წინაშე ამ შიშის გამო ჩვეულებრივი მოკვდავი ეხება სულიერ ენერგიებს. და ეს შეხება სრულიადაც არ არის წარმოსახვითი, ილუზიური. ამ დროს ხდება სინერგია: ღვთაებრივი და ადამიანური ენერგიების შეერთება. ეს არის უზარმაზარი აფეთქება, სიყვარული და მადლი, რომელიც ადამიანს ანიჭებს ნეტარებასა და ბედნიერებას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ წმინდა მამები ტოვებდნენ სასახლეებს, დიდებას, პატივს. ისინი შეეხნენ ისეთ ძალას და ისეთი მადლი იგრძნეს, რომ ამ ნეტარების ფასი არაფერი მიაჩნდათ ამქვეყნად.

მთელი ეკლესიური ცხოვრება, ლოცვა, ღვთისმსახურება განმსჭვალულია ამით. ეკლესიური ცხოვრება მუდმივად ასწავლის და აჩვევს ადამიანს ყველა სათნოებას, მათ შორის ღვთის შიშსაც. ადამიანი არ უნდა დაიკარგოს. მან თავისი ნიჭი, გონება, ტვინი არ უნდა ჩაფლას მიწაში. ანუ მიწიერ კეთილდღეობასა და ინტერესებს, ანგარებას და ა. შ. არ უნდა შესწიროს თავისი ამქვეყნიური არსებობა, არ უნდა მოსწყდეს სულიერ ფასეულობებს. ხოლო თუკი ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს ახერხებს სულიერ მოღვაწეობას, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც, მაშინ ეკლესია ნელ-ნელა გადასცემს მას ამ სათნოებებს. ასე რომ, სერიოზულად უნდა მივუდგეთ სულიერ ცხოვრებას. საუკეთესო მასწავლებელი არის ლოცვა, განსაკუთრებით კი - იესოს ლოცვა. სხვათა შორის, ძველ ქრისტიანებში არსებობდა ტრადიცია: მამები იესოს ლოცვასავით გარკვეული დროის მანძილზე იმეორებდნენ ფსალმუნიდან ამოღებულ სხვადასხვა ფრაზებს. ღვთის შიშის მასწავლებელია მოუკლებელი ლოცვა, სისტემატური იძულება საკუთარი თავისა. ასე რომ, ლოცვა ადამიანს ღვთის ხსოვნას უღვივებს, ღვთის ხსოვნა კი ასწავლის ღვთის შიშს, რომელიც მოუტანს მას ყველა სათნოებას. ,,დაიბანაკებს ანგელოზი გარემოს მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი" (ფსალმ. 33, 7).

"ჩვენი ერის ხსნა მართლმადიდებლობაშია"
ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი:

- ეს აზრი და იდეა შესანიშნავად აქვს გამოხატული წმინდა ილია მართალს: "ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთ-მომქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდით არის მოსილი, რომელიც "ძელმა ჭეშმარიტებისამან", წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესი ყოველს სხვა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა; იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს-აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თითონ ქართველიც. ამ კაცთმოყვარე ღმერთისთვის იწამა ჩვენი ქვეყანა, მას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც-კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზე, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა, ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა... ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის, ჩვენ კი - ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის და ამ ერთმა მუჭა ერმა შევინარჩუნეთ ყველაზე ძვირფასი სამი საუნჯე: "ენა, მამული, სარწმუნოება".

წმინდა მეფემ - დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომის წინ მიმართა თავის ლაშქარს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღმერთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით". მეფე დავითის ასეთმა რწმენამ და გასაოცარმა საბრძოლო შემართებამ დიდი გავლენა იქონია მეომრებზე, უკან დახევა არავის უფიქრია და აღსრულდა "ძლევაი საკვირველი" - ქართველთა მცირერიცხოვანმა ჯარმა, უფლის წყალობით, სძლია მტრის ნახევარმილიონიან ლაშქარს. საქართველოს და მის ღვთივკურთხეულ მეფეს ღმერთი შეეწია ამ უთანასწორო ომში. ისტორია ასე მოგვითხრობს ამ ომის შესახებ: "ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმინდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა".

ღმერთი შეეწიოს "ღვთივდაცულ" ჩვენს ერს, მოანიჭოს მას: "ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა"... "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით". ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat