მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე
მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე
ვინც თავაწეული დადის, ამ გზაზე ვერ გაივლის, თუ თავს არ მოხრის და არ დამდაბლდება
ფსალმუნში ვკითხულობთ: "მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი" (ფს. 142).

"მარადიული ცხოვრება - ეს მარადიული გასხივოსნებაა ღვთაებრივი ნათელით. ეს არის მზარდი ინტენსივობით ღმერთთან ურთიერთობა. ეს უსასრულო დასასრულია, რადგანაც თვით უფალი არის მარადიული. წმინდა წერილში ქრისტე მოგზაურ ადამიანთანაა შედარებული, რომელიც დგას სახლის დაკეტილ კარებთან და მასზე აკაკუნებს, ეს კარები სიმბოლურად ადამიანის გულია და სახლის პატრონზე - ადამიანზე, ანუ მის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, გაუღებს თუ არა იგი უფალს კარს".

რელიგიური ცხოვრების ორი ფაქტორი არსებობს; პირველი - ღვთაებრივი ყოფიერების ცნობა, ანუ ღვთის რწმენა, და მეორე - ადამიანის პირადი ძალისხმევა, დაუღალავი ბრძოლა საკუთარ თავთან, ეგოცენტრიზმთან, დაცემულ ბუნებასთან.

რას გულისხმობს ღვთის გზის შემეცნება, რა დაბრკოლებები შეიძლება არსებობდეს ამ გზაზე... რატომ უნდა აირჩიოს ქრისტიანმა "იწრო" და არა "ფართო" გზა... სად იწყება და აქვს თუ არა უფლისაკენ სავალ გზას დასასრული? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებენ ძველი და თანამედროვე საეკლესიო მამები...

რას ეწოდება, ზოგადად, გზა?

წმინდა ბასილი დიდი:
"ნეტარია ის, ვინც არა დადგა გზასა ცოდვილთასა. გზა ცხოვრებას ეწოდება, რადგანაც დაბადებულთაგან ყოველი აღსასრულისკენ მიისწრაფვის. ისევე როგორც ხომალდზე მსხდომნი ქარის მიერ ძალდაუტანებლად მიექანებიან ნავსადგურისაკენ, თუმცა ვერ გრძნობენ, რომ ხომალდის სრბოლა მიზანთან აახლოებთ, ასევე ჩვენც ჩვენი სიცოცხლის დროის მდინარებით, თითქოსდა რაღაც უწყვეტი და შეუჩერებელი მოძრაობით ცხოვრების შეუმჩნეველ სრბოლაში საკუთარი ზღვრისკენ მივექანებით. მაგალითად, გძინავს? დრო კი მიედინება! მღვიძარე ხარ და გონება შენი განსჯითაა დაკავებული? მაგრამ სიცოცხლე მაინც გაკლდება, თუმცაღა ამის შეგნება გონებიდან გვისხლტება. ყოველი კაცი თავის სარბიელზე დარბის და ყოველი ჩვენგანი საკუთარი მიზნისაკენ მიისწრაფვის, ამიტომაც ჩვენ ყველანი გზაში ვართ, ხოლო ეს გზა შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ: ამ ცხოვრებაში შენ მგზავრი ხარ, ყოველს გვერდით ჩაუვლი, ყოველივეს უკან იტოვებ. შეგვხვდება გზაზე მცენარე, ბალახი, წყალი თუ სხვა რამე ღირსი შენი შეხედვისა, მცირე ხანს დატკბები, შემდეგ კი ისევ გზას გააგრძელებ. კვლავ შემოგხვდებიან ცხოველები, ქვეწარმავალნი, ეკალნი ან სხვა რამე უსიამოვნო, ცოტა ხნით შეწუხდები, შემდეგ კი დატოვებ; ასეთია სწორედ ცხოვრება: არც მხოლოდ მუდმივი ტკბობა და არც მხოლოდ დაუსრულებელი მწუხარება. არც ეს გზა და არც მასზე მყოფნი არაა შენი. მოგზაურებს ასეთი ჩვევა აქვთ, როგორც კი პირველი ნაბიჯს გადადგამს, მყისვე მის შემდეგ ფეხს ასწევს მეორე, მერე - მომდევნო. დაუკვირდი, ჰგავს თუ არა ამას ცხოვრება? დღეს შენ ამუშავებ მიწას, ხვალ - სხვა, მის შემდეგ - კიდევ სხვა. ხედავ ამ მინდვრებსა და დიდებულ სასახლეებს? თითოეულმა მათგანმა თავისი არსებობის მანძილზე სახელი უკვე მრავალგზის შეიცვალა. თუ ერთ დროს ამისა და ამის საკუთრებად ითვლებოდა, შემდეგ სხვისი სახელი დაერქვა, ახალი მფლობელის ხელში გადავიდა, მერე კიდევ ახალი პატრონის სახელი ეწოდა. ასე რომ, ჩვენი ცხოვრება გზაა, რომელსაც ხან ერთნი და ხან მეორენი ადგებიან და რომელზეც ყველანი ერთმანეთს მისდევენ.Aამიტომ ნეტარია ის, ვინც "გზასა უღმრთოსასა არა დადგა".

რას ნიშნავს "გზასა უღმრთოსასა არა დადგა?"

წმინდა ბასილი დიდი:
"ადამიანები ყრმობის ასაკში არც ბიწიერნი არიან და არც სათნოებით შემოსილნი, მაგრამ რაჟამს ჩვენში გონება მომწიფდება, მაშინ აღსრულდება დაწერილიც; "ოდეს მოიწია მცნებაი იგი, ცოდვაი განცოცხლდა და მე მოვკუედ" (რომ. 7,9-10), რადგანაც აღმოცენდებიან ბოროტი ზრახვანი, რომელთაც ჩვენს სულში ხორციელი ვნებები შობს. მცნება მაშინაა ჩვენთან, როცა სიკეთის შემეცნებას მოვახერხებთ. ხოლო თუ მზაკვარ ფიქრებს ვერ ჩავახშობთ და გონებას მივუშვებთ, რომ ვნებებს დაემონოს, ცოდვა გაცოცხლდება, გონება კი მოკვდება, იქცევა რა იგი გვამად ცოდვით დაცემისა გამო. ამიტომაც ნეტარია ის, ვინც არ გაჩერდა "გზაზე უშჯულოთა", არამედ კეთილგონიერების წყალობით ღვთისმოსავის ცხოვრებას შეუდგა".

***
რა იგულისხმება რელიგიური შემეცნების გზაში და რა დაბრკოლების გადალახვა უხდება ადამიანს ამ გზაზე?

ამ საკითხზე გვესაუბრება წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- ღვთის გზის შემეცნებისათვის, რა თქმა უნდა, დაბრკოლებებიც არსებობს:
1. სულიერი ამპარტავნება, რომელიც როგორც კედელი, ისე დგას ადამიანის სულსა და ღმერთს შორის; 2. ზრუნვა, ანუ საერო ცხოვრებაში ჩაძირვა, მიწიერი ცხოვრების აბსოლუტიზაცია, როდესაც ადამიანს "დრო არა აქვს, რათა ზეცისკენ აიხედოს". უფალი კი ადამიანს ეცხადება, როგორც შინაგანი სულიერი ცხოვრების ფაქტი. ღმერთი ყოველივეა ყოველივეში; ღმერთი ყოველივეზე მაღლაა; ის ყოველივეში აღწევს, მის არსებაში კი ვერაფერი აღწევს, იგი ყველაფერს შეიცავს, მას კი არაფერი შეიცავს. უფალი ყოველივეს დასაწყისია, მას კი დასაწყისი არა აქვს. ღმერთი არ არის სივრცული, - სივრცე და დრო - ეს ჩვენი, ქმნული ყოფიერების კატეგორიებია. უფალი ყოველივეშია, რამეთუ ღმერთი აბსოლუტური სულია. უკეთუ უფალი კოსმოსის რომელიმე წერტილში არ იქნებოდა, მაშინ იგი ამ სივრცით ან ამ წერტილით შემოზღუდული იქნებოდა.

ღვთის არსში ვერავინ აღწევს, თვით ანგელოზებიც კი, და ძალიან ძნელი და რთულია ვილაპარაკოთ ადამიანის სულის მისტიკურ შეხვედრაზე ღმერთთან.

მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის ღვთის ორ ასპექტს:

1. ღმერთი თავის თავში; ღმერთი თავის არსში, ღმერთი როგორც პიროვნება.

2. ღმერთი თავის გამოვლინებებში, ღმერთი თავის მარადიულ, ხელთუქმნელ ენერგიებში; იმაში, რასაც მისტიკოსები ზოგჯერ "თაბორის სინათლეს" ეძახიან.

ამ სინათლის, ამ მარადიული ენერგიების მეშვეობით, რომელნიც ღვთის არსებისგან გამოდიან, ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა თანაეზიაროს უფალს.

ღმერთთან ურთიერთობა არის მასთან, ღვთაებრივ, სულიერ სინათლესთან მიახლება მისი ღვთაებრივი ენერგიების მეშვეობით; როდესაც ადამიანი, როგორც პიროვნება, საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით თავის სულში ადგილს აძლევს ამ ენერგიების მოქმედებას.

არსებობენ აბსოლუტური და ფარდობითი ფასეულობანი. აბსოლუტური მნიშვნელობით სიკეთე ერთია - ეს უფალია. ბოროტებაც ერთია, იგია დემონი, - მარადიული სიკვდილი. ყოველივე დანარჩენი, რაც დედამიწაზე ხდება, ავადმყოფობები, ტანჯვები და სხვა, ეს არის ბოროტება ფარდობითი მნიშვნელობით. ჩვენი ცხოვრების პერიოდი - ეს არის გამოცდებისა და თვითგამორკვევის პერიოდი, პიროვნების მაფორმირებელი გარემო. სულიერი სიკვდილი - ეს ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირის გაწყვეტაა, როდესაც ადამიანის სული თავისი მისწრაფების მიზანს კარგავს, - საკუთარი ცხოვრების ცენტრალურ აზრს, მოძრაობას ღმერთისაკენ, როგორც ყოველგვარი ყოფიერების ცენტრისაკენ".

ორი გზა
სახარებაში უფალი ბრძანებს: "შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზა, და მრავალნი ვლენან მას ზედა... ხოლო იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას!" (მათე 7, 14-17). როგორ გავიგოთ ეს სიტყვები?

წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: "გზა ორია - ერთმანეთის საპირისპირო. ერთი ფართოა და გაშლილი, მეორე კი ვიწრო და ნაღვლიანი. ორია აგრეთვე მეგზურიც და ორივე ცდილობს მისკენ წაგიყვანოს. სწორი და დაფერდებული გზის მეგზური ცრუ და ბოროტი დემონია, ვინც ტკბობის მეშვეობით მიმდევართა მისთა დაღუპვისაკენ მიაქანებს, ხოლო უსწორმასწორო და ციცაბო გზისა - კეთილი ანგელოზი, რომელსაც სათნოებათა ქმნით ნეტარი აღსასრულისაკენ მიჰყავს მიმდევარნი მისნი. ვიდრე ყრმანი ვართ, ყოველი ჩვენგანი ტკბობას ესწრაფვის და ოდნავადაც არ ზრუნავს მომავალზე, მაგრამ როდესაც დავაჟკაცდება და გონებრივადაც დასრულდება ზრდა მისი, თითქოს ხედავს, რომ მის წინაშე ცხოვრება ორად იყოფა: ერთს სათნოებისაკენ მიჰყავს, ხოლო მეორეს - ბოროტებისაკენ. ხშირად მიმართავს რა მათკენ სულიერ მზერას, დახასიათებით სათნოებისა და ბიწიერებისა, მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს. ცხოვრება ცოდვილთა გვაჩვენებს ყოველგვარ ტკბობას აწმყოთი, ცხოვრება მართალთა კი მომავალი დროის სიკეთეს წარმოაჩენს. გადარჩენილთა გზა მომავალში იმდენ სიკეთეს გვპირდება, რამდენიც ჯაფა ჩანს აწმყოში. ხოლო ტკბობით აღსავსე და თავშეუკავებელი ცხოვრება არა მომავალში მოსალოდნელ, არამედ აწმყოსეულ სიამოვნებას გვთავაზობს. ამიტომაც ყოველი სული აქეთ-იქით აწყდება და არ შეუძლია აზროვნების სიმყარე შეინარჩუნოს. როცა აზრს მარადიულისაკენ წარმართავს, სათნოებას ირჩევს, ხოლო რაჟამს მზერას აწმყოს მიაპყრობს, უპირატესობას ტკბობას ანიჭებს. აქ ხორციელ ტკბობას ხედავს, იქ - ხორცის დამონებას, აქ - მემთვრალეობას, იქ - მარხვას, აქ - თავშეუკავებელ სიცილს, იქ - ცრემლების სიუხვეს; აქ - ცეკვა-თამაშს, იქ - ლოცვა-ვედრებას; აქ სალამურის ხმა ესმის, იქ - ოხვრისა; აქ მრუშობაა, იქ - ქალწულება. ამიტომაც გონებისთვის ჭეშმარიტი სიკეთე მხოლოდ რწმენის გზითაა მისაწვდომი (რადგანაც იგი დაშორებულია ჩვენგან, თვალი ვერ ხედავს და ყურსაც მასზე არაფერი ესმის). ცოდვათა სიტკბოება კი ხელთა გვაქვს და ყოველი ჩვენი გრძნობიდან ჩვენში ცდუნება მოედინება. ნეტარია ის, ვინც დაღუპვისკენ კი არ მიიქცა ტკბობათა საცდურით, არამედ ხსნის იმედი მოთმინებით შეინარჩუნა და ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევისას არ დაადგა გზას, რომელსაც ბოროტებისაკენ მივყავართ".

რა იგულისხმება, "ვიწრო და ფართო ბჭეში"?

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს: "ვიწრო ბჭეს, ანუ კარს, უფალი უწოდებს განსაცდელებს, როგორც ნებაყოფლობითს (მაგალითად, მარხვა, მღვიძარება, უპოვარება ან სიღარიბე და სხვა), ასევე არანებაყოფლობითს, როგორიცაა: საპყრობილე, დევნა, ქონების, დიდების ან შვილების დაკარგვა, ასევე ავადმყოფობანი, ჭრილობები და სხვა, რაც იობმა დაითმინა, თუმცა ეს მას არ სურდა. როგორც მსუქანი და გათქვირული კაცი, ანდა დიდი ტვირთის მქონე, ვიწრო ადგილზე ვერ გაივლის, ასევე გემოთმოყვარენი და მდიდარნი მიემართებიან ფართო გზით. ამ ფართო გზიდან მორიდებას გვთხოვს უფალი, როცა გვეუბნება: "რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზა" ცოდვილი ცხოვრებისა, "რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად" დამღუპველი ვნებების მონობამდე და საუკუნო დაღუპვამდე - "და მრავალნი ვლენან მას ზედა!" ბევრნი ცხოვრობენ უზრუნველად, არაფერში არ ზღუდავენ თავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სჩადიან ცოდვას, და ატყუებენ რა თავიანთ მთვლემარე სინდისს, ამბობენ: "მარტო ჩვენ ხომ არა ვართ, ყველანი ასე ცხოვრობენ" - უსუსური გამართლებაა! წარღვნამდელ ხალხსაც შეეძლო ასე ემართლებინა თავი, ისინი ყველანი სცოდავდნენ, მართალი ნოეს ოჯახის გარდა, ყველა სცოდავდა და ამიტომაც ყველა დაიღუპა საშინელი წარღვნით. ასევე სცოდავდნენ სოდომის მკვიდრნიც, ლოთის გარდა, და ყველა დაიწვა ზეციური ცეცხლით! საშინელია სწორედ ის, რომ რაც უფრო მეტია ჩვენს შორის მოუნანიებელი ცოდვილი, მით უფრო ახლოა ჩვენთან ღვთის სასჯელი: და თუ უფალი მაინც გვიბრალებს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს შორის ჯერ კიდევ მოიპოვებიან ისეთი ერთეულებიც, რომელნიც ღვთის წინაშე არიან მართალნი და ღვთის მადლით გამორჩეულნი; ცოდვისადმი სიყვარული ჩვენ გვიბიძგებს ცოდვის ფართო გზისა და დაღუპვისაკენ. თვით მაცხოვარი მწუხარებით ამბობს: "ვითარ იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა", როგორი ვიწროა კარიბჭე და ძნელია გზა, "რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა" მარადიულსა! ეს არის გზა საკუთარი ზრახვების ლაგამის ამოდებისა, ღვთისათვის საკუთარი სურვილებისაგან განდგომისა, გზა მწუხარებისა და სიამეთაგან განშორებისა, სამაგიეროდ მას მიჰყავს ადამიანი წმინდა და ღვთისათვის სათნო ცხოვრებასთან, სისუფთავესთან და უვნებელობასთან, შემდეგ კი მარადსანეტარო ცხოვრებასთან! "ეს გზა იმდენად ვიწროა, - ამბობს წმინდა ბასილი დიდი, - რომ საშიშია ყოველგვარი გადახრა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს, როგორც ბეწვის ხიდზე, რომელზეც საითაც უნდა გადაიხარო, ყველგან ჩავარდები წყალში, ამიტომ, ვინც მიდის ამ ვიწრო და მძიმე გზით, იგი ყოველმხრივ უნდა ერიდოს ყოველგვარ გადახრას და გადახვევას უფლის მცნებებიდან, როგორც არის დაწერილი: "არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიო სიტყვას" (მეორე 17,11).

"ეს გზა, - მღვდელმთავარ ფილარეტის გამოთქმით, - ცრემლების წყაროზე გადის: "ნეტარ იყუნენ მგლოვარენი", - აქ, სულიერი სიღარიბის უდაბნოში: "ნეტარ იყუნენ გლახაკნი სულითა" - დამდაბლების უღრანში; "ნეტარ იყუნენ დევნულნი" - ამ გზაზე ჩვენ გველის დამღუპველი საფრთხეები: "რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან ჰპოვოს იგი" (მთ. 16,25), ზოგჯერ კი საჭიროა უახლოეს ადამიანებთან განშორებაც კი: "რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა" (მთ. 10,35). ვიწროა და მძიმე ეს გზა: წმინდა მოღვაწეებმა დაალტვეს იგი თავიანთი ოფლით, ხოლო წმინდა მოწამეებმა - თავიანთი სისხლითაც კი". "ამრიგად, - ამბობს მღვდელმთავარი ილია მინიატისი: ვინც თავაწეული დადის, ვინც სხვების წინაშე არის ამაყი, იგი აქ ვერ გაივლის, თუ თავს არ მოხრის და არ დამდაბლდება: "იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა". ვინც გამაძღარია ქვეყნიური სიკეთით, იგი ამ გზაზე ვერ გაივლის, თუ ლაგამს არ ამოსდებს თავის სხეულს მარხვითა და შრომით: "იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა!" ვისაც აქვს ყოველგვარი ზედმეტი სიკეთენი, და მათ არ უნაწილებს ახლობლებს, იგი ამ გზაზე ვერ გაივლის, თუ ქონებას უპოვართ არ გაუნაწილებს: "იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა!" ბევრი უნდა დაღვარო ოფლი, ძალუმად უნდა გაისარჯო შრომით, ბევრი უნდა მოითმინო და იტანჯო, რომ შეხვიდე სამოთხეში: "მრავლითა ჭირითა ჯერ არს ჩუენდა შესლუად სასუფეველსა ღმრთისასა" (საქ. 14,22). ვის სხეულსაც უყვარს განცხრომა და მოსვენება, ვისაც არ შეუძლია ერთი საწყენი სიტყვის მოთმინებით გადატანაც კი, იგი ვერ შევა სამოთხეში.

"იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა!" - "და მცირედნი არიან", - ამბობს მაცხოვარი; როგორი ცოტანი არიან, "რომელნი ჰპოვებენ მას"! ხოლო მათგან, რომელნიც პოულობენ, ზოგი - გზის დასაწყისში, ზოგიც - შუაში, სხვები კი თითქმის ბოლოს იღუპებიან. ჭეშმარიტად ვიწროა ეს გზა, მაგრამ აუცილებელია მისი გავლა მათთვის, ვისაც სურს დამკვიდრება ცათა სასუფეველში. იქ არავის შეუშვებენ ცოდვის სამოსით: საჭიროა მოვიცილოთ ეს სამოსი. რა გზით? ნეტარი ავგუსტინე გვპასუხობს: "მაგალითისათვის გამოიყენე გველის მოხერხება: იმისათვის, რომ მოიცილოს ძველი ტყავი, იგი ძვრება მეტად ვიწრო ხვრელში. ალბათ იტყვი: სად მოვძბენო მე ასეთი ვიწრო ხვრელი? ჰოდა, სწორედ მწუხარებათა ვიწრო კარიბჭეებს შევყავართ ცხოვრებაში". ღირსი დედა თეოდორა ამბობდა: "როგორც ხეებს არ ძალუძთ გამოიღონ ნაყოფი, თუ არ დაითმენენ ქვეყნიურ ქარიშხლებსა და წვიმებს; ასევე ჩვენთვის ეს ცხოვრება არის ზამთარი, და ჩვენ სხვაგვარად ვერ შევძლებთ გავხდეთ ზეციური სასუფევლის მკვიდრნი, თუ არ გადავიტანთ უამრავ მწუხარებასა და განსაცდელს".

მაგრამ თუ ცათა სასუფევლის გზა ვიწროა, მაშინ რატომ ამბობს სხვაგან უფალი: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მთ. 11,30)? როგორაა ეს გზა ერთდროულად ვიწროც და მოსახერხებელიც? - კითხულობს წმინდა იოანე ოქროპირი და თავადვე პასუხობს: "მოსახერხებელი ეს გზა იმიტომ არის, რომ იგი არის გზა და კარიბჭეც: მასზე არაფერი ჩერდება, არამედ ყველაფერი მოძრაობს, - როგორც მწუხარებანი, ისე სიხარული - ცხოვრებისეული". "ვინც წყენას ითმენს, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, იგი თითქოსდა გვერდს უვლის სხვა კარიბჭეებს: ასევეა გემოთმოყვარეც, მიძალებულია რა გემოთმოყვარეობას, გადის მხოლოდ გარკვეულ გზას. მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი, ამიტომ აირჩიე უკეთესი". "სასუფევლის კარნი თავისთავად კი არ არიან ვიწრონი, ამბობს ნეტარი ავგუსტინე, ჩვენ ვავიწროებთ მათ ჩვენივე სიამაყით, შემდეგ კი ვწუხვართ, რომ ვერ ვახერხებთ შესვლას იქ წინააღმდეგობების გამო. ვჭმუნავთ და ვღიზიანდებით. როგორ უნდა მივცეთ შვება სულს? თავმდაბლობის სასმისიდან უნდა შევსვათ, თუმცა მწარე, მაგრამ სამკურნალო სასმელი". "როგორც შევიწროებული წყალი მაღლდება ზევით, ასევე სულიც, უბედურებებით შევიწროებული, სინანულით ღმერთამდე ადის და გადარჩება" - ამბობს ღირსი იოანე კიბისაღმწერელი. აი, ამიტომაც, ერთმა მწარედ მტირალმა ღვთისმოშიშმა ქალმა, მოხუცი ბერის კითხვაზე, თუ რა ატირებდა, ასე უპასუხა: "იმიტომ ვტირი, რომ დავივიწყე ღმერთი, და ღმერთმაც დამივიწყა მე: აი, უკვე მესამე წელია ჩემი ცოდვების გამო, ღმერთს ერთი დარდიც კი არ გამოუგზავნია ჩემთვის". მწუხარება და დარდი მას მიაჩნდა ღვთის დიდ წყალობად. "პავლემაც მწუხარებას უწოდა მსუბუქი, - ამბობს წმინდა ოქროპირი, - მაგრამ, ასე მოიხსენა არა იმიტომ, რომ მწუხარებას ამგვარი თვისება აქვს, არამედ მოღვაწეები ნებაყოფლობით იღებენ მსხვერპლს მომავალი სიკეთის იმედით. ასე რომ, ნუ ვიდარდებთ, თუკი ცხოვრების გზაზე შეგვხვდება უბედურებანი. უფალმა იმიტომაც უწოდა ამ გზას მძიმე, რათა ძილისაგან გამოაღვიძოს მასზე მავალი. მაგრამ, დაე, იყოს ეს გზა მწუხარე და დარდიანი და მისი ბჭენი - ვიწრონი, - სამაგიეროდ, ის ქალაქი არ არის ასეთი, საითკენაც ამ გზას მივყავართ!"

გზა ცხონებისა
თავად ღმერთმა დაგვისახა გზა ცხონებისა და ამასთანავე იმგვარად, რომ სხვა გზა არც არსებობს და არც იარსებებს. ანუ სხვაგვარად სწავლება სწორი გზიდან გადახვევას უნდა ნიშნავდეს და ადამიანის სულის დაღუპვასაც... ჩვენს თანამედროვეობაში როგორ წარმოჩნდება ფართო გზით სვლა და უნდა აუწყოს თუ არა ქრისტიანმა ნაბიჯი დროის სულისკვეთებას?

წმინდა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: "ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძიოთ შეღავათები... დღეს ყველამ თავისებურად დაიწყო ფილოსოფოსობა და მკითხაობა - ღმერთზე, სამყაროზე, ადამიანზე, და იმდენი მოძღვრება ჩამოაყალიბეს, რომ მარტო იმათი ჩამოთვლით გონება აგერევა და ახლა ასე დადგინდა: როგორც ფიქრობ, ისე ირწმუნე; როგორც გსურს, ისე იცხოვრე; დატკბი, რითაც მოგეგუნებება. არ ცნობენ არანაირ კანონებსა და შეზღუდვებს, ღვთის სიტყვას არ ემორჩილებიან - სიფართოვეა: ყველა ზღვარი წაშლილია. მაგრამ, როგორც უფალმა ბრძანა, "ფართო არს გზაი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად". აი, სადამდე მიგვიყვანა სწავლების შემსუბუქებამ. ღმერთო, დაგვიფარე ამგვარი სიფართოვისაგან! სჯობს ყოველგვარ სივიწროვეს ვიყვარებდეთ, ჩვენივე ხსნისათვის რომ გვირჩია უფალმა. ვიყვარებდეთ ქრისტიანულ დოგმატებს, მათით შევავიწროვოთ ჩვენი გონება და სხვაგვარ აზროვნებას გადავაჩვიოთ. ვიყვარებდეთ ქრისტიანული ცხოვრების წესს და ამით შევავიწროვოთ ჩვენი ნება. ვაიძულოთ, სიმდაბლით და მოთმინებით ატაროს ეს ტკბილი უღელი. ვიყვარებდეთ დამმოძღვრავ, გამოსასწორებელ და განმწმენდელ განწესებებსა და მსახურებებს, ამით შევავიწროვოთ ჩვენი გული და ვაიძულოთ, ჩვენი გულისთქმა მიწიერობიდან და ხრწნადობიდან ზეციურამდე და უხრწნელობამდე აიყვანოს. შევიკეტოთ თითქოსდა გალიაში, ანდა იწრო ბჭესთან მივათრიოთ ჩვენი თავი. დაე, იყოს იწრო, რომ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ გადახრა არ შეიძლებოდეს; სამაგიეროდ, ეს ვიწრო გზა სასუფევლამდე მიგვიყვანს - ღმერთის სასუფევლამდე. უფალმა ეს ვიწრო გზა დაგვიდგინა და გვიბრძანა: ამ გზით იარეთ და სასუფეველში შეხვალთ - როგორღა შეიძლება დავეჭვდეთ, რომ ამ გზით მიმავალი ბოლომდე მიაღწევს? და ვინ ჭკუათმყოფელი ისურვებს რამენაირ გადახვევას, როცა ამით იმწამსვე გზას ასცდება და დაიღუპება?

მყარად დადექით ამ აზრზე და ნუ წუხხართ, თუკი ჩვენს სწავლებაში რაიმე მკაცრად მოგეჩვენებათ, და იმაში დასარწმუნებლადღა იზრუნეთ, ღვთისაგანაა ეს თუ არა. როცა დარწმუნდებით, რომ ღვთისაგანაა, მთელი გულით მიიღეთ, როგორი მკაცრი და შემავიწროებელიც არ უნდა იყოს. სწავლებასა და ცხოვრების წესში შეღავათებსა და შერბილებებს ნუ ეძიებთ, არამედ განერიდეთ, როგორც გეენიის ცეცხლს".

***
დაბოლოს, ჩვენი ცხოვრების გზაზე სვლისას სულ ვჩქარობთ. განსაკუთრებით ეს ეხება თანამედროვე საზოგადოებას. არასდროს ყოფილა ადამიანის ცხოვრება ისეთი ამაო და მშფოთვარე, როგორიც დღეს. ერთნი, მართლაც, საქმეებით შთანთქმულან, მეორეთ უბრალოდ არ იციან დროის ფასი და სულ ჩქარობენ, თავქუდმოგლეჯილნი სულმოუთქმელად სადღაც მიისწრაფვიან, ყველა რაღაც ზნეობრივ ციებ-ცხელებას შეუპყრია. რამდენად გამართლებულია ღვთისკენ სვლაში სიჩქარე?

ამის შესახებ წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: "ჩვენს დროში ადამიანები არამარტო მიდიან, არამედ დარბიან სხვადასხვა მხარეს, და ყველაზე მშვიდთაც კი გადაედებათ ხოლმე აჩქარება; შესაძლოა, არასდროს ჩაფიქრებიან ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: "სიმყუდროვესა და სასოებაშია სიმტკიცე თქვენი". ამ სიმტკიცით და სასოებით გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი უფრო მეტ სარგებლობას მოგიტანთ, ვიდრე ადამიანური ამაოებიდან და თვითნებობიდან მომდინარე ასობით ნაბიჯი. მრავალი უნაყოფო საქმიანობის, იმედგაცრუების, სულის გათანგვის შემდგომ, როდესაც ადამიანი ამაში დარწმუნდება, მერე ის თავისი ნებისაებრ აღარ ჩქარობს, არამედ მინებდება იმ მწყემსს, რომელმაც, როცა "თვისნი იგი ცხოვარნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის" (იოანე 10,4) და არ აძლევს მათ გასწრების საშუალებას. თანაბარი, მტკიცე, ურყევი ნაბიჯებით გაჰყვება ადამიანი თავის ზეციურ ბელადს, და მიაპყრობს მას მზერას, ისწავლის, თუ რას ნიშნავს არა გზის ამორჩევა, არამედ მიყოლა. არ ეგების შეჩერება, არ ეგების აჩქარებაც, გვმართებს მორჩილება და მივიღებთ მისგან მომდინარე სამარადჟამო ნაყოფს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat