-მამაო, განსაცდელი ძველი ცოდვების გამო გვეძლევა?
-განსცდელები ხშირად მართლაც ძველი ცოდვების შედეგია, მაგრამ თქმა იმისა, რომ ღმერთი მსჯის განსაცდელებით, ძველი ცოდვების გამო არასწორია. ადამიანი რასაც სთესავს, იმას იმკის. დავით მეფსალმუნეს აქვს იგივე 72-ე ფსალმუნში საოცარი სიტყვები: "აჰა ესერა, რომელთა განიშორეს თავნი თვისნი შენგან, იგი წარწყმდენ", მაგრამ გვწამდეს, მათ, ვინც სამყარო სიყვარულით შექმნა, არც ერთი ჩვენგანის დაღუპვა არ სურს, რა წამშიც ადამიანი შეიგნებს თავის შეცდომას და შეინანებს, ამავე დროს ემადლიერება შემოქმედს, რომ უარესისგან დაიფარა. განსაცდელი იქვე წყდება. ცნობილია რჩეული ერის ისტორიაში, როგორცკი ღმერთს დაივიწყებდნენ და კერპთაყვანისმცემლობისაკენ მიიდრიკებოდნენ, წარმართი ხალხის მონობით ისჯებოდნენ, მაგრამ შეინანებდნენ და კვლავ თავისუფალნი იყვნენ. გავიხსენოთ ასევე ჩვენი ისტორია, ოქროს ხანის შემდეგ, როგორი დაცემა ვიწვნიეთ და როგორც ჟამთააღმწერელნი ამბობს, ეს იყო შედეგი მეფის ხელისუფლების, კერძოდ, რუსუდანის და ზოგადად ერის უღმერთო ცხოვრებისა.
თუკი ვამბობთ, რომ განსაცდელები ხშირად უღმერთო ცხოვრების შედეგია, მაშინ რატომ არის ის ღირსეული, წმინდა ადამიანთა ხვედრიც? გავიხსენოთ ბიბლიური იობი, უამრავი წმინდანი, რომლებიც ამქვეყანაზე ტკივილს ატარებდნენ, ზოგი სულიერს, ცხოვრებისეულს, ზოგიც კიდევ ფიზიკურს. ქრისტეს სახარების ქადაგებისათვის დამაშვრალი პავლე მოციქული, ამბობს: "რაითა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქენჯნოს, რათა არ გავმედიდურდე. სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი და მითხრა: "გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ კამყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, მაშინ ვარ ძლიერი". (2 კორ. 12, 7-10).
-ვისაც განსაცდელის თავიდან აცილება სურს ლოცვით უნდა შეარიგოს თავისი საქმეები ღმერთთან?
-გააჩნია აქაც რას ვიგულისხმებთ განსაცდელში. თუკი ქრისტიანს ბოროტის მახეებისაგან თავის დაცვა უნდა, ერთადერთი საშუალება ამისა, ღმერთთან განუშორებლობაა, მაგრამ თუ ჩვენი მიზანი მხოლოდ პრობლემებისაგან თავის არიდებაა, ეს არ მიმაჩნია სწორად, რადგან, როგორც აღვნიშნეთ ამქვეყნიური განსაცდელები, რომლებიც ხშირად ღვთისგან არის დაშვებულნი აღმზრდელობითი დანიშნულება გააჩნიათ. ძველი მამები, რომლებიც ჭვრეტდნენ ბოლო ჟამის ქრისტეანთა სულიერ მდგომარეობას ამბობდნენ, მათ აღარ ექნებოდათ იგივე ღვაწლი, როგორც პირველად, მაგრამ ბოლო ჟამის ქრისტიანები მართალი სარწმუნოებით და დათმენით გადარჩებიანო". რა გავაკეთოდ, როდესაც ხშირად შიში გვიპყრობს, თუნდაც რაღაც ცუდის წარმოდგენით, რომელიც შეიძლება ჩვენც შეგვემთხვეს? არაფერი. აქაც ღმერთს მივენდოთ და ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და თუკი რაიმე მძიმე დაეშვება ჩვენზე, ძალებს, ჩვენი ბრძოლის მხედარმთავარი ქრისტე მოგვცემს. პირადად მე მინდა გაგიმხილოდ, თუკი ოდესმე ღმერთის ხელი ჩემს ცხოვრებაში მკაფიოდ მიგრძვნია, ეს ყოფილა განსაცდელების დათმენისას. როგორი ბედნიერებაა, როცა საშუალება გეძლევა არათუ გწამდეს ის, ვისაც ცხოვრება დავუმორჩილედ, არამედ ჭვრედტე. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
-მოსახლეობის უმეტესობა მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარეა განსაცდელში, ეს თანამედროვეობის განსაცელია?