როცა ღვთისმოშიში ადამიანი უფლის მცნებების დაცვით ცხოვრობს და ესრეთ აღასრულებს ქრისტეს სჯულს, მის სულში მუდამ სიმშვიდეა დავანებული.
ასეთი ცხოვრების წესით მცხოვრებნი გვერდით მყოფი მოყვასისთვისაც მშვიდობისმყოფელია. მშვიდ ადამიანში უფალი სუფევს... გვესაუბრება იღუმენია ეკატერინე (სადათერაშვილი):
-სასიამოვნო სანახავია მშვიდი ზღვა, მაგრამ უფრო სასიამოვნოა სულის სიმშვიდე. უფალმა ჩვენი გული იმიტომ შექმნა, რომ მის სავანედ იქცეს, მაგრამ რადგან ღმერთი ყოველგვარ გონებაზე აღმატებული მშვიდობაა აუცილებელია, რომ გული რომელსაც ღვთის მიღება სურს მშვიდი და ყოველგვარი ფორიაქისგან თავისუფალი იყოს, რადგან იქმნა მშვიდობით ადგილი მისი (ფს 75,2) როგორც ამბობს დავით მეფსალმუნე ყველაზე მეტად იზრუნე, რომ გულში სიმშვიდე დაიმკვიდრო და განამტკიცო. შეეცადე ყველა შენი სათნოება და ღვაწლი მშვიდობის მოსახვეჭად მიმართო მდუმარებაში მყოფი წმიდა არსენი გვასწავლის "მხოლოდ იმისთვის იზრუნე, რომ შენი შინაგანი წყობა ღვთით იყოს მართული და დაამარცხებ გარეგნულ ვნებებს".
გულის სიმშვიდეს ვნებები არღვევენ, ნუ მიუშვებთ მათ გულამდე, რომელიც მერე სულს აფორიაქებს, ვიდრე გული მშვიდია ის ყველა ვნებას ამარცხებს, მხოლოდ მაშინ დავეუფლებით ლოცვას , როდესაც ისწავლი დაიცვა საკუთარი სულის სიმშვიდე აქეთკენ მიმართე გულისყური, იფიქრე როგორ შეიძლება ნებისმიერი საქმის მშვიდი გულით და სიხარულით აღსრულება. რაც შეეხება მონასტერში სულიერ სიმშვიდეს, ის დიდი ბრძოლის შედეგია. რასაც მოძღვრის გარეშე ვერ მიაღწევ, რადგან დღეს არ ვართ სულიერად ისეთი ძლიერნი, რომ ჩვენი თავი ვამხილოთ. აღსარებას ვალამაზებთ, სხვას ვაბრალებთ ცვენს მრისხანებას, თუ გაბრაზებას.
სულში ცეცხლი ტრიალებს, რომელსაც მარტო ვერავინ ჩააქრობს. თავი უნდა ვაიძულოთ სიხარულით შეხვდეს შეურაცხმყოფელ სიტყვას, განკითხვასა და სიძულვილის ამგვარ ლანძღვა-გინებაში და უპატიობაში უდიდესი განძი იფარება და თუ ხალისით მიიღებ მათ მალე სულიერად გამდიდრდები და ეს მასაც არ ეცოდინება ვისი დამსახურებაცაა, ანუ ვინც უპატიოდ მოგექცა. ამ ცხოვრებაში ვინმეს სიყვარულსა და პატივისცემას ნუ ისურვებ, რათა თავისუფლად თანაევნო ჯვარცმულ ქრისტეს. არავინ და არაფერმა არუნდა დაგაბრკოლოს, უფრთხილდი საკუთარ თავს, როგორც უბოროტეს მტერს და ნუ იცხოვრებ საკუთარი ნების, გონების, გრძნობისა და გემოვნების მიხედვით, თუ არ გსურს დაიბნე. მზად გქონდეს იარაღი, მოძღვრის ლოცვა-კურთხევა, სიმდაბლე, მორჩილება და სიყვარული.
ესაა გზა ცხონებისა. თითქმის ყოველ დღე გვეუბნება ამას ჩვენი მოძღვარი, მაგრამ გვიჭირს ადამიანებს. თუ დავაკვირდებით ისეთ პატარა მიზეზს შეუძლია სული ააფორიაქოს, რომ დამშვიდებულზე გვიკვირს, ეს როგორ დაგვემართა. მონასტერში ხარ თუ ერში ამას მნიშვნელობა არა აქვს, თუ სულში სიმშვიდე ვერ მოიპოვე ვერსად ვერ იპოვი სამოთხეს, სამოთხე გულშია, მონასტერი კედლები არ არის, მონასტრის გულშია, ეს ყველაფერ ღმერთთან არის. ღმერთი სიყვარულია, ყველაზე მეტად მონასტერში განკითხვა არღვევს სულიერ სიმშვიდეას. განსაკუთრებით ახლებს ემართებათ, რომლებიც ჯერ არ არიან მოძღვარს მინდობილნი.
გონიათ თვითონ დაალაგებენ სულს, შინაგან აფორიაქებას, რაც პირველი დიდი შეცდომაა სულის მტერი განკითხვაა. ყველას გვავიწყდება, რომ სამსჯავროზე ჩვენი სულის მოგვეკიტხება და არა მოყვასის, "ცხონება შესაძლებელია მხოლოდ მოყვასის სიყვარულით "მიუტევეთ და მოგეტევებათ" და ეს არის სჯულის აღსრულება" (მაკარი დიდი). ნუ მიუშვებთ ბოროტს, რომ სულიერად დაგვანგრიოს ( ჩვენმა მოძღვარმა გვითხრა) უბედურება ის კი არარის, ჩემთან შენზე ცუდს რომ ამბობენ და შენ უსმენ, უბედურება ის არის, რომ მე და შენ ვდგავართ და ვუსმენთ ამას და გვიხარია, ესაა უბედურება, რომ არ ვიცით რაა სიხარული და რაა უბედურება ბედნიერება კი სიყვარულია. ამაზე დიდი უბედურება კი ისაა, ამ ვიღაცის ნათქვამზე, რომ ადამიანს აითვალისწუნებ და ურთიერთობას შეცვლი.
ჩვენ რომ კარგი ქრისტიანები ვიყოთ და სულიერება გაგვაჩნდეს სიყვარული დაამარცხებდა ყველაფერს, სულს არ ააფორიაქებდა. რომ გიყვარს სული დაფრინავს, მღერის, რაღაცას ვერ იტევს, თავს გაწირავს სიყვარულისთვის, ღმერთია სიყვარული. სიყვარული ბოროტებას არ იხსენებს და არც სულს აფორიაქებს. თქვენ გულში ეძებეთ სიმშვიდეც და სიყვარულიც. საკუთარი დირე დაინახეთ სხვისი ბეწვის დანახვას, ყველამ თავისი მკვდარი დამარხოსო გვასწავლის სახარება. მონასტერში სიმშვიდეა იმიტომ, რომ ღვთის შიშია. შეიძლება რაღაცაზე აფორიაქდე, მაგრამ იცი, რომ მიუტევებ და მოგეტევება.
იცი, რომ ისიც ნერვიულობს და შენც გტკივა, რომ სიმშვიდე დაგერღვა. ჩვენმა მოძღვარმა გვასწავლა, როცა აფორიაქდები არაფერი თქვა სანამ არ დამშვიდდები, ჯვარცმული ქრისტე გაიხსენე და იფიქრე რამდენი მოითმინა, რამდენი გვაპატია "ნეტარ იყვნენ მშვიდნი რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა".
სიმშვიდე არის ისეთი მდგომარეობა სულისა, როცა ქრისტიანი არავის აბოროტებს, არ აწყენინებს და თვითონაც ერიდება განრისხება გაბოროტებას, მშვიდი ადამიანი მზად არის მოითმინოს და აიტანოს სხვისგან შეურაცხოფა, ცდილობს მოსპოს მტრობა და ბოროტება, თუნდაც რომ შეილახოს მისი უფლებები, ეს არ ნიშნავს ხასიათის სისუსტეს, ამისთანა ადამიანს ყოველთვის შეუძლია ეძიოს თავისი, მხოლოდ სიყვარულით, განუბოროტებლად უდიდესი მაგალითია ქრისტე მაცხოვარი.
მშვიდთა, უფალმა აღუთქვა დამკვიდრება ქვეყანისა, ანუ სრული დიდება მომავალ საუკუნეში, სიხარული და ცხოვენა ორთავ სოფელსა შინა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი