დისპუტისა და დისკუსიის სენთა შესახებ
დისპუტისა და დისკუსიის სენთა შესახებ
თანამედროვე ჩვენებურებს კამათისა და დისკუსიისაკენ მიდრეკილება ახასიათებს, ამიტომ მოწოდება: "დექით მტკიცედ და შეურყევლად!" ხშირად სულ სხვა შინაარსს იძენს და ასე ჟღერს: - მტკიცედ და ურყევად ის დგას, ვინც უკეთ ფლობს საკუთარი, თუნდ აბსურდული პოზიციის გასამყარებელ უნარებს, ხერხებს ან თავხედობას და საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ყველა ღონეს ხმარობს.

თუ რა ანატომია აქვს ამ მძიმე სნეულებას, გვესაუბრება არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი:

- დისკუსიის მონაწილეებმა თავიდანვე მტკიცედ უნდა განსაზღვრონ თემა, რომელსაც შემდგომ აღარ გადაუხვევენ.
უცილობლად უნდა მოიძებნოს საერთო პლატფორმა, რასაც ყველა ეთანხმება, მტკიცებათა წყაროები ორივე მხარისთვის ავტორიტეტული უნდა იყოს და ამ წყაროთა აქსიოლოგიური სკალაც აიგოს.

ყველაზე უტყუარი - ბიბლიაა, საეკლესიო კრებათა დოგმატური კანონიკური განჩინებანი, შემდეგ კი - ლიტურგიკა და პატრისტიკა.

თავად პატრისტიკაში ის სწავლებანი, რომელთაც ყველა ან მამათა უმრავლესობა ეთანხმება, კერძო მოსაზრებებისაგან უნდა განვასხვავოთ, რომელთაც პირობითი მნიშვნელობა აქვთ. შემდგომ კი, თემის შესაბამისად, უნდა გაირკვეს შეცდომათა და არაზუსტ ფორმულირებათა არეალი, რომელნიც რჯულის საფუძვლებს ეწინააღმდეგებიან, რათა ისინი დისკუსიაში არ გამოვიყენოთ.

ქრისტიანული დიალოგი ძირეულად განსხვავდება სოფისტურისაგან, ამ დროს ორივე მხარე მოწინააღმდეგის შეუსაბამობათა ხლართებში გაბმას და გამარჯვების ნებისმიერი გზით მიღწევას ცდილობს, ქრისტიანული დიალოგისას კი გულწრფელი სურვილია ჭეშმარიტების ძიებაში ურთიერთდახმარებისა, ამის გარეშე დისკუსია ნაყოფიერი ვერასოდეს იქნება.

დისკუსიას, მსგავსად ლოგიკისა, თავისი კანონები აქვს, თუმცა მათ უკეთ გასაგებად ის შეცდომები უნდა განვიხილოთ, რომელთაც დისკუსიისას ვხვდებით, ანუ დისკუსიის პათოლოგია.

შევეცადეთ, რამდენიმე დამახასიათებელი სინდრომი გამოგვევლინა:

ოსტაპ ბენდერის სინდრომი
დიდი მაქინატორი, როგორც მეცნიერების სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გაბედულად ერთვება კამათში და იმისათვის, რომ მკითხველი თავის ერუდიციაში დაარწმუნოს, სხაპასხუპით წარმოთქვამს ლათინურ ზმნებს არასაუღლებელ ფორმაში, რომელთაც გიმნაზიაში სწავლისას იზუთხავდა. ცხადია, ამგვარი ზმნები ყველასათვის გაუგებარი იყო და არც დისპუტთან ჰქონდათ კავშირი, მაგრამ სხვებზე მაინც დიდი შთაბეჭდილება დატოვეს და ოსტაპის სიმართლეში დაარწმუნეს. კამათი ამით დასრულდა და გამხიარულებულმა მეგობრებმაც მყის ლუდხანას მიაშურეს.

ბენდერის მიმდევრებმა ბეჯითად შეითვისეს მისი ფანდები და დისპუტს ამგვარი სიტყვებით იწყებენ: "მეცნიერებამ დაამტკიცა", "სავსებით ნათელია", "ამას მხოლოდ ბრიყვები თუ ვერ მიხვდებიან", "ყველა დიდი ადამიანი ჩვენ გვეთანხმება", "ეს უეჭველი ფაქტია" და ასე შემდეგ, ამასთან, წამდაუწუმ ლათინურ ზმნებს იხმობენ და საკუთარ თავს გამარჯვებას ულოცავენ.

სკუნსის სინდრომი
ეს მცირე ზომის ლამაზბეწვიანი მხეცი გახლავთ, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ თავდასაცავად მყრალ სითხეს გამოყოფს, ამიტომ ლეოპარდები და დათვებიც კი ერიდებიან და ნანადირევის წაღების ნებასაც კი აძლევენ.

როგორც წესი, სკუნსი თავს პირველი არასოდეს ესხმის, მაგრამ თუ უცაბედად შეეხებიან, უკანალით სწრაფად უბრუნდება მოწინააღმდეგეს და საშინლად მყრალი სითხის ნაკადს მიუშვებს.

გირჩევთ, მოერიდოთ სკუნსის მოდგმის წარმომადგენელთან კამათს, რათა მყრალი სითხით არ გაილუმპოთ.

იუდას სინდრომი
ზოგი მას ცნობილი პროვოკატორის, კრასნიცკის სინდრომადაც მოიხსენიებს. გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ეკლესიას სისტემატურად არბევდნენ, ეს "წითელი იუდა" მეტოქეებსა და არასასურველ პირებს ხალხის მოღალატეებად, ფარულ კონტრრევოლუციონერებად და შეთქმულებად ნათლავდა, სასამართლო პროცესებზე მოწმედ გამოდიოდა, რომლებიც, ჩვეულებრივ, უდანაშაულო ადამიანების დახვრეტით სრულდებოდა.

იუდა-კასნიცკის სინდრომი - იდეურ მოწინააღმდეგეთა დაბეზღება და ცილისწამებაა.

აღსანიშნავია, რომ თვით უღმერთო ხელისუფლებაც კი, რომელიც ამგვარი ადამიანების სამსახურით სარგებლობდა, უდიდესი ზიზღით ეპყრობოდა მათ.

ჰებელსის სინდრომი
ჰებელსი იდეოლოგიური აპარატის მუშაკებთან საუბრისას ამბობდა, რომ მცირე ტყუილმა, შესაძლოა, ეჭვი აღძრას, დიდი ტყუილი კი - სიმართლედ აღიქმება. გარდა ამისა, სიცრუე მუსირებას და ხშირ გამეორებას საჭიროებს. ფსიქოლოგიურად ადამიანს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ის, რაც მოისმინა, სრული სიცრუეა. რაც უფრო დიდია ამგვარი ტყუილის მასშტაბები, მით დამაჯერებლად გამოიყურება.

ამიტომ ჰებელსი გვირჩევს: - ისე იცრუეთ, რომ არაფრის შეგეშინდეთ და არც არაფრის შეგრცხვეთ, იცრუეთ რაც შეიძლება მეტად და გაბედულად და მერწმუნეთ, წარმატებაც არ დააყოვნებს".

სინდრომი "დემონის ნაღრძობი"
შუა საუკუნეთა სქოლასტები ხუმრობით ამბობდნენ, რომ როდესაც დემონი ზეციდან ჩამოვარდა, მიწაზე თავით დაეცა და ლოგიკური აზროვნების უნარი დაკარგა. როგორც წესი, დემონი ყბედია, მაგრამ მუდამ იბნევა დასკვნებში და მიზეზსა და შედეგს შორის კავშირის პოვნა უჭირს. იმის მიუხედავად, რომ დემონი უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს, ერთი სწორი სილოგიზმის აგებაც კი არ ძალუძს.

"ნაღრძობის" სინდრომი - თანმიმდევრული და მკაფიო აზროვნების უქონლობა ან შეგნებულად გამოყენებული ფანდია ოპონენტის შეცდომაში შესაყვანად, ანუ სიტყვიერი შულერობა, რომელიც არა ხელის, არამედ - ენის სიმარჯვეზეა გაანგარიშებული.

პროკურორის სინდრომი
დიალოგის მონაწილე ისე ეპყრობა თანამოსაუბრეს, როგორც პროკურორი - დამნაშავეს, ბრალდებებს უყენებს, ანგარიშს სთხოვს და განაჩენიც გამოაქვს. ამგვარი ადამიანი გამუდმებით კარგავს ზომიერებისა და საკუთარი უფლებების შეგრძნებას, აღარაფერს ვამბობ ეთიკაზე და გამუდმებით ივიწყებს, რომ ბრალდებულს კი არა, თანამოძმეს ესაუბრება.

ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომი
საქმე გვაქვს ზღვარდაუდებელ ფანტაზიასთან, რომელიც ოპონენტს სწორედ იმას მიაწერს, რაც არასოდეს ჩაუდენია და აზრადაც კი არ გაუვლია. მაგალითად, თუ თქვენი ოპონენტი გაბედავს და იტყვის: "მზე შუბისტარზე დგას", პასუხად უნდა აღშფოთდეთ: "ესე იგი, მზეს შეუძლია დაწვეს და დაჯდეს?!" იგი ხომ ურცხვად ქადაგებს, რომ მზე ცოცხალი არსებაა, რომელსაც ფეხები და ხელები აქვს, ნუთუ არ წაუკითხავს მეხუთე მსოფლიო კრების ეპისტოლე, რომელიც ანათემას გადასცემს ყველას, ვინც ციურ მნათობებს ცოცხალ არსებებად ჩათვლის?! საბეიზმის ფორმით იგი აშკარად წარმართობას ქადაგებს. შემდეგ მიმოიხილავთ მსოფლიოს ხალხთა მითოლოგიას და ერუდიციასაც წარმოაჩენთ, იტყვით, რომ ძველი ეგვიპტელები მზის ღვთაებას "რას" უწოდებდნენ, ახალი სამეფოს პერიოდში კი - "ამონს", ელინნი - "ჰელიოსს", ხოლო სპარსნი - "მიტრას" და ასე შემდეგ. შემდეგ კი წამოიძახებთ: "ო, რა საშინელებაა, იგი ცეცხლთაყვანისმცემელია და მას გამოვააშკარავებთ! დაე, მიწამ უყოს პირი!" შემდგომ კი გაოგნებულ მსმენელს იუკატანის მკვიდრი ტომების შესახებ მოუთხრობთ, რომელნიც თავიანთი პირამიდების ბაქნებზე მზის ღვთაებას ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათ შორის, ზოგჯერ რამდენიმე ათასამდე ტყვეს, შემდეგ თითი თქვენი ოპონენტისკენ მიმართეთ და საზეიმო, თანაც ნაღვლიანი ტონით აღმოთქვით: "აი, თურმე რა ედო გულში ამ ადამიანს!", შემდეგ ხმას დაუწიეთ და დასძინეთ, რომ ცეცხლთაყვანისმცემლები მსხვერპლშეწირვას განსაკუთრებული სისასტიკით აღასრულებდნენ: - ქურუმი მსხვერპლს გულის ფიცარს უპობდა, ჯერაც მფეთქავ გულს ამოჰგლეჯდა და თავისი სასტიკი ღვთაების კვარცხლბეკთან აგდებდა. შემდეგ კვლავ ოპონენტს მიუბრუნდით და შესძახეთ: "ჰოი, უკეთურო! თუკი თანამონაწილეებთან ერთად ჩაიფიქრე ამ რიტუალის აღსრულება ჩემს ხალხზე, მაშინ, აი, ჩემი მკერდი, პირველად მე გამგმირე!" (მერწმუნეთ, აპლოდისმენტები გარანტირებული გაქვთ!).

მეძებრის სინდრომი
თქვენ ოპონენტს გამოუცნობი ღიმილით ჰკითხეთ: "ვინ იყო თქვენი დიდი ბებია?!" და თუ არ იცის, განაგრძეთ: "შენ არ იცი, ჩვენ კი - ვიცით და ამის შესახებ მალე ყველა გაიგებს!"

ამგვარი არგუმენტი საუცხოო მეთოდია ყურადღების გასაფანტად და მსმენელს აიძულებს, ეჭვით შეხედოს ინკოგნიტო ბებიის შთამომავალს.

მტრის სინდრომი
იგი ერთ-ერთი ატრიბუტი გახლდათ ბოლშევიკთა საშინაო პოლიტიკისა. თავიანთ ღვარძლიან პლაკატებზე, გაზეთებსა და ჟურნალებში "ხალხის მტრებს" გამოსახავდნენ. ყურადღების გასაფანტად ხალხს არწმუნებდნენ, რომ მტრებით იყვნენ გარემოცულნი და ისინი ოჯახის წევრებიც კი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, რომ მტრები უნდა აღმოეჩინათ და გამოეაშკარავებინათ. M

მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთ პროფესორებს "კლასობრივი თვითშეგნების უკმარისობის" ბრალდებით ასამართლებდნენ, სცენაზე გამოჰყავდათ და ამ უკანასკნელთ დამსწრეთა წინაშე პატიება უნდა ეთხოვათ და ეღიარებინათ, რომ ჯერ ისევ ატარებდნენ "ბურჟუაზიულ გადმონაშთებს", ამასთან, პირობა უნდა დაედოთ, რომ ამგვარ მანკიერებას დაძლევდნენ... თუმცა ეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი გახლდათ: - ინტელიგენციის უმრავლესობა რეპრესიებს შეეწირა. ცნობილი მეცნიერი, შალვა ნუცუბიძე მეუღლეს ეუბნებოდა: "საშინელება ის კი არ იყო, რომ ნაძირლები გვასამართლებდნენ და მათ კვერს ჩვენი დაშინებული კოლეგები უკრავდნენ, არამედ ის, რომ ხალხმა, რომელსაც ჩვენი ცოდნა და ამაგი მივეცით, ასე ადვილად დაიჯერა ეს".

რაღა თქმა უნდა, იმ დრომ გაიარა, მაგრამ სურვილი იგივეა: - ადამიანი კვლავაც ესწრაფვის ოპონენტის კაცობრიობის, ხალხის, პროგრესის, კულტურის მტრად წარმოჩენას... აქ ერთვება ემოციები, რომელნიც ცნობიერებაზე დამათრობლად მოქმედებენ... ეს ძველი იარაღია, უკვე ჟანგმოკიდებული, თუმცა მისი გამოყენება კვლავაც შეიძლება.

ჭორიკანას სინდრომი
ცილისწამებისას პირდაპირი ბრალდებების ასარიდებლად ოპონენტზე იერიში ამგვარად ხდება: "მე ეს მეზობელ კუპეში მოვისმინე", "ეს ტელეფონით ანონიმურად მაცნობეს და ნუთუ არ იცით, რომ ყველა ამაზე საუბრობს?!" და ასე შემდეგ. მსგავსი ჭორები შეიძლება ძალზე ფანტასტიკურიც იყოს, მაგრამ თუ ამგვარ ცილისმწამებელს სიცრუეში გამოიჭერენ, იტყვის: "მე ხომ ამას არ ვამტკიცებდი? მხოლოდ მოვისმინე..."

როგორც წესი, ამგვარი მეთოდი ეფექტურია, მხოლოდ ბრალდებები საზეიმო ტონით და ხმამაღლა უნდა წარმოითქვას, ხოლო სიტყვები - "ვიღაცისაგან მოვისმინე", - იდუმალი ჩურჩულით, რაც დიდ ინტერესს აღუძრავს მსმენელს და რამდენადაც ცილისწამება ნაკლებად ისჯება, მისი ავტორი ფაქტზეც რომ დაიჭირონ, ამ უკანასკნელს შეუძლია, არ ინაღვლოს, პირიქით, - შეურაცხყოფილადაც კი მიიჩნიოს თავი და ბრალმდებელიც გამოლანძღოს.

ლიბერალის სინდრომი
ლიბერალს არაჩვეულებრივად ფართო შეხედულებანი ახასიათებს და ამას გამუდმებით უკეთებს აფიშირებას. ასეთნი ერთდროულად დემოკრატნიც არიან და მონარქისტნიც, მართლმადიდებელნიც და კათოლიკენიც, თეოსოფოსნიც და ანთროპოსოფოსნიც... და რა ფერს მიიღებს მოცემულ მომენტში ეს ქამელეონი, მართლაც ძნელი წარმოსადგენია. ლიბერალი ერთნაირად საუბრობს ჰომოსექსუალისტების, სექტანტების, ჩვილთა მკვლელების თუ ნუდისტების პოზიციებიდან და ყოველგვარი ზნეობრივი ხასიათის შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს, სიბილწისა და გარყვნილების დემონსტრირებას სინდისისა და სიტყვის თავისუფლებით ამართლებს. ასეთნი თავისუფლების უფლებას მხოლოდ მართლმადიდებლებს ართმევენ, რომელთაც სარწმუნოებისა და ტრადიციების შენარჩუნება სურთ. მზად არის, კათოლიკეებიც დაიცვას, იეღოვას მოწმენიც, კრიშნაიტებიც და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი საქმე მართლმადიდებლებს შეეხება, პაროქსიზმის შეტევები ეწყება, დიდსულოვნების ნიღაბს იხსნის და მართლმადიდებელ ოპონენტებს იმგვარი სიტყვებით ამკობს, როგორიცაა: "ობსკურანტი", "ფანატიკოსი", "უვიცი" და ა.შ.

მაჩვზღარბა თევზის სინდრომი
ეს მცირე ზომის თევზი როგორც კი მოახლოებულ საფრთხეს იგრძნობს, მაშინვე იბერება და ფეხბურთის ბურთისხელა ხდება, ხოლო მათზე მსხვილი თევზები, რომელთაც ეს მდგომარეობა მათი ნამდვილი ზომა ჰგონიათ, ამ "მრისხანე" მოწინააღმდეგეს მყის ეცლებიან.

ამგვარი ადამიანი დისკუსიას აპოკრიფულ სტილში იწყებს, - საკუთარ ბიოგრაფიას, წოდებებს და დამსახურებებს ხოტბა-დიდებით ჩამოთვლის და არც იმის თქმა დაავიწყდება, რომ ბიძა გენერალი ჰყავს, დეიდა - პროფესორი, დედა - ექიმი, მამა - ლაურეატი და ა.შ. შემდეგ საიდანღაც გამოაძრობს რაღაც საბუთებს, როგორც ოსტაპ ბენდერი - ქვითრებს და თან მოჰყვება, როგორ მიულოცა მღვდელმთავარმა რამდენიმე წლის წინ დაბადების დღე წერილობით, რადგან კარგად უწყოდა მისი დიდი ღირსებები და საუბრის ბოლოს დასძენს, რომ ყველაზე უკეთ იცის, თუ ვინ რა უნდა აკეთოს და საზოგადოების რადიკალური გარდაქმნის პროექტსაც გვთავაზობს.

ამრიგად, გონივრულ, კორექტულ და მიზანშეწონილ დიალოგს თანხმობამდე თუ არა, ურთიერთგაგებამდე მაინც მივყავართ, არაგონივრულს - კიდევ უფრო დიდ განხეთქილებამდე და გაუცხოებამდე, ამიტომ უნდა შევეცადოთ, დიალოგისა და დისპუტის კულტურა ვისწავლოთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat