რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქრისტემ არ განგვიკითხოს და შეგვინდოს ცოდვები
რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქრისტემ არ განგვიკითხოს და შეგვინდოს ცოდვები
გვესაუბრება არქიმანდრიტი ილია (თოლორაია):

-წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ყველა სათნოებას, ყველა ცოდვას აქვს თავისი მიზეზი და შედეგი.
პირველი ცოდვა, რომელიც ანგელოზმა ჩაიდინა, იყო ამპარტავნება, მან მოინდომა ღმერთზე მაღლა დგომა: "ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდები" (ეს.14.13,14). მეორე ცოდვა, რომელიც შედეგია პირველი ცოდვისა, იყო ცილისწამება. როდესაც ადამსა და ევას უთხრა ეშმაკმა: "იცის ღმერთმა, რომ, როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობლები" (დაბ.3.5), ამით ეშმაკმა ცილი დასწამა ღმერთს, თითქოს ღმერთს არ სურდა, რომ ადამი და ევა მას მიმსგავსებოდნენ. როგორც ვხედავთ, ცილისწამების მიზეზი ამპარტავნებაა. როდესაც გინდა, სხვაზე დიდი გამოჩნდე, მაშინ სხვას ცილს სწამებ, გინდა დაამცირო, და ვერ ხედავ, რომ ამ დროს თვითონ ხარ დამცირებული. ეს არის პირველი ცოდვა, ეშმაკის მიერ აღსრულებული. მეორე ცოდვა, უკვე ადამიანის მიერ სამოთხეში აღსრულებული, იყო ის, რომ ადამმა ცილისმწამებელ ეშმაკს დაუჯერა და შემდეგ თავის გასამართლებლად სხვა განიკითხა. ღმერთი ადამთან მივიდა და ჰკითხა: "ადამ, სადა ხარ?" (დაბ.3.9). ამით მოუწოდა აღსარებისკენ, საკუთარი თავის განსჯისა და განკითხვისკენ. ადამი ევას აბრალებს დანაშაულს, ევას განიკითხავს, ხოლო ევა - გველს, და საბოლოოდ სხვაზე გადაბრალებითა და სხვისი განკითხვით ორივე მოშორდა ღმერთს. განკითხვის თვისება, რომელიც შეიძლებოდა მათთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყო, თუკი საკუთარი თავის განკითხვას დაიწყებდნენ, მათთვის მავნებელი აღმოჩნდა. როგორც ვხედავთ, განკითხვა არის ცოდვა, როდესაც გინდა, თავი გაიმართლო და სხვა დაამცირო.
წმინდა მამა აბბა დოროთე ამბობს: "სხვა არის აუგის თქმა, სხვა არის განკითხვა და სხვაა დამცირება, როცა კაცი ხმას ავრცელებს ახლობელზე, რომ "მან იცრუა, ან გაბრაზდა, ან იმრუშა", ან სხვა რაიმე მსგავსი. ეს არის აუგის თქმა, ანუ მან მის საწინააღმდეგოდ, მის ცოდვაზე თავგამოდებით ისაუბრა. ხოლო განკითხვაა, როცა კაცი ამბობს: ის მატყუარაა, ან მრისხანეა, ან მრუშია, რადგან ამით მან განსაჯა მისი სულის მდგომარეობა და შეაფასა მთელი მისი ცხოვრება. რადგან ამბობს, რომ ის ასეთია, რაც მძიმე ცოდვაა. რადგან სხვა არის იმის თქმა: "ის განრისხდა" და სხვა არის: "ის მრისხანეა", და წინასწარ განაჩენის გამოტანა, როგორც ვთქვი, მთელი მისი ცხოვრებისთვის. ხოლო დამცირებაა, როდესაც ვიღაც არა მხოლოდ განიკითხავს, არამედ ისე ამცირებს ახლომყოფს, როგორც მოძულე, ეზიზღება ის, როგორც საძაგელი რამ, რაც განკითხვაზე უარესია და გაცილებით უფრო დამღუპველიც".
წმინდა ანასტასი სინელი ამბობს, რომ, ვინც თავის ძმას განიკითხავს, ანტიქრისტეა, რადგან ქრისტეს ადგილს იკავებს მეორედ მოსვლამდე, როცა მაცხოვარმა უნდა განიკითხოს ყველა.
ამდენად მძიმეა განკითხვის ცოდვა, მაგრამ ქრისტე გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ თავი ცოდვებისგან, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქრისტემ არ განგვიკითხოს და შეგვინდოს ცოდვები.
"ნუ განიკითხავთ, რათა არ იყოთ განკითხულნი; რადგან, რა განკითხვითაც განიკითხავთ, იმითვე განიკითხებით და, რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვებათ თქვენ" (მათ.7.1,2). "ნუ განიკითხავთ, რათა არ იყოთ განკითხული" - ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი, ვინც სხვას არ განიკითხავს, ვისაც სხვისი შეცდომა არ ახარებს, ღმერთს მიემსგავსა და ღმერთს მიმსგავსებულს ღმერთი არ განიკითხავს, არამედ პირიქით, განადიდებს მას. წმინდა იერონიმე სტრიდონელი ამ სიტყვების განმარტებისას ამბობს, რომ მაცხოვარი განკითხვას კი არ გვიკრძალავს, არამედ გვასწავლის სწორად განკითხვას. რაც შემდეგ მუხლში ჩანს: "რადგან, რა განკითხვითაც განიკითხავთ, იმითვე განიკითხებით და, რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვებათ თქვენ". აქ მაცხოვარი გვასწავლის, რომ, რა საზომითაც განვიკითხავთ სხვას, იმ საზომითვე განვიკითხებით ჩვენც. ყოველი განკითხვა არ არის ცოდვა. განკითხვა ცოდვაა მაშინ, როდესაც თავად ბრმები ვართ და სხვას ისე განვიკითხავთ, რომ სამუდამო სასჯელს განვუწესებთ, მაგრამ განკითხვა სიყვარულით, სხვაზე ზრუნვით, პირიქით, ცოდვა კი არა, სათნოებაა. როცა ექიმი სნეულში ეძებს სნეულების მიზეზს იმისთვის, რომ განკურნოს ის, ასეთი ექიმი საქებია. ასევე სულიერ ცხოვრებაში სხვისი ცოდვის განკითხვა იმ ადამიანის კურნებისთვის, სიკეთეა. პავლე მოციქული კორინთელებს მიმართავს: "თქვენდა სარცხვენელად ვამბობ: ნუთუ არ არის თქვენს შორის ბრძენი, რომელსაც შეუძლია თავისივე ძმათა განსჯა?" (1კორ.6,5). პავლე ბრძენს უწოდებს იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვისი განსჯა, განკითხვა, მის სასიკეთოდ. როგორც ვხედავთ, ასეთი განკითხვა არ არის ცოდვა. ბიბლიაში ვხედავთ დიდი მამების მიერ სხვების განკითხვას, რის გამოც ღმერთს არცერთი არ დაუსჯია, არამედ პირიქით, ქების ღირსნი იყვნენ. მამამთავარმა ნოემ ქამი განიკითხა დაცინვისთვის (დაბ.9.25), მოსემ განიკითხა შაბათ დღეს შეშის შემგროვებელი, რომელმაც რჯული დაარღვია (რიცხ.15.33,36), წინასწარმეტყველმა ილიამ - ცრუ წინასწარმეტყველები (3 მეფ.18.40), ახალ აღთქმაში პეტრემ განიკითხა ანანია, რომელმაც იცრუა ( საქ.5.1,10). მათ განიკითხეს ცოდვის ჩამდენები არა იმიტომ, რომ სძულდათ, არა იმიტომ, რომ მათი დაღუპვა სურდათ, არამედ შეაგონებდნენ მათ და სხვებსაც ასწავლიდნენ მათ მაგალითზე, რომ მოუნანიებელი ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანებს ღვთისგან ჰქონდათ მინდობილი სხვათა განკითხვის ხელმწიფება, მაგრამ, როცა ადამიანი, რომელსაც ღვთისგან არა აქვს მიცემული ეს უფლება, განიკითხავს უპირატესს ან უმდაბლესს, მაშინ ის ჭორაობს და ხარობს სხვისი ცუდით. მაცხოვარი ამბობს: "ამოიღე პირველად დირე შენი თვალიდან და მაშინ დაინახავ ამოსაღებ ბეწვს შენი ძმის თვალიდან" (მათ.7.5). როგორც შეუძლებელია, რომ ბრმამ ბრმას გზა უჩვენოს, ასევე შეუძლებელია, თავად ცოდვით შეპყრობილმა ადამიანმა, თავად ცოდვის მონამ სხვა განკურნოს. სხვისი განკურნება მხოლოდ მათ შეუძლიათ, რომლებიც ჯერ თვითონ განიკურნენ და მოყვასი იმდენად უყვართ, რომ თუ განიკითხავენ, თუ განსჯიან სხვის საქციელს, ამას მხოლოდ მათი სარგებლობისთვის აკეთებენ. სხვაგვარად სხვისი განმკითხველი აუცილებლად დაისჯება. თუ სნეული სხვა სნეულს განიკითხავს სნეულების გამო, თუ მისი გონება დაკავებულია სხვა სნეულ ადამიანებზე დაკვირვებით, მაშინ საკუთარი სნეულებები უყურადღებოდ დარჩება და ვერ განიკურნება. თუ ბრძოლის ველზე მხედარი სხვის ბრძოლას აკვირდება, მეტოქეს კი უყურადღებოდ ტოვებს, ის აუცილებლად დამარცხდება. ამიტომ სხვისი განკურნება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც თვითონ არის განკურნებული, და სხვისი განკითხვის უფლება მას აქვს, ვინც თვითონ უცოდველია. სახარებაში წერია მრუშობაზე წასწრებული ქალის ამბავი, რომელიც მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მიიყვანეს ქრისტესთან და უთხრეს: "მოძღვარო, ეს დედაკაცი დაიჭირეს მრუშობისას, ხოლო სჯულში მოსემ გვიბრძანა ასეთების ჩაქოლვა; და შენ რას იტყვი?" (ინ.8.5,6). ქრისტემ უპასუხა: "ვინც უცოდველია თქვენგან, პირველმა ესროლოს მას ქვა". სინდისისგან მხილებულებმა დატოვეს იქაურობა და წავიდნენ, რადგან მაცხოვარმა სხვის ცოდვებს დადარაჯებულ ადამიანებს საკუთარი ცოდვები შეახსენა, საკუთარ ცოდვებზე დაფიქრებისკენ მოუწოდა. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ მაცხოვარს არ უთქვამს, არ ჩაიქოლოს ან არ დაისაჯოს, არამედ უთხრა, დაისაჯოს ცოდვილი, მაგრამ არა ცოდვილთაგან, აღსრულდეს რჯული, მაგრამ არა რჯულის დამრღვევებისგან. დედაკაცი, რომელიც ვერ დასაჯეს მისმა განმკითხველებმა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, ბოლოს მარტო დარჩა ქრისტესთან. ქრისტემ უთხრა დედაკაცს: "არც მე განგსჯი შენ; წადი და ამიერიდან ნუღარ სცოდავ". მრუშობაზე წასწრებული დედაკაცი თავს არ იმართლებდა, იდგა მდუმარედ ქრისტეს წინაშე და ამიტომაც მონანული დედაკაცი ქრისტემაც არ განიკითხა, მაგრამ უთხრა: "ამიერიდან ნუღარ სცოდავ". ამ ქალის ცოდვა ქრისტემ ცოდვად შერაცხა, მაგრამ მისი სინანულის გამო ცოდვა შეუნდო.
აქედან ჩანს, რომ არავინ იცის, ღმერთი ვის შეუნდობს ცოდვებს და ვის არა. ამიტომაც ყოველი ქრისტიანი ღვთის სამსჯავროს უნდა დაელოდოს და არავის უნდა განსჯიდეს, თუ ამას ღვთის წინაშე ვალდებულება არ მოითხოვს. ჩვენ ცოდვები უნდა უნდა განვსაჯოთ, თუ რა არის სწორი და რა - არასწორი, და არა ცოდვილი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat