სძლიე სიხარბესა შენსა
სძლიე სიხარბესა შენსა
ადამიანს ევალება განუწყვეტელი სწრაფვა ღმრთისკენ, სულიერი სრულყოფილებისკენ, ცათა შინა საუნჯის დაგროვებისკენ
სახარებაში უფალი ბრძანებს: "ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი" (მათე 6.19-21). სიტყვა "საუნჯე" ძვირფას განძს ნიშნავს. ყველაზე ძვირფასი განძი კი ზეციური სასუფეველი - სამოთხეა. სწორედ ამ უმთავრესი საუნჯის მოპოვებაზე ზრუნვა უნდა იყოს ადამიანის მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანი. მიწიერი საუნჯეც, ღმერთისგან რომ ებოძება, "ცათა შინა" საუნჯის დაუნჯებას უნდა მოახმაროს... გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი.

- საუნჯეში იგულისხმება ყველაზე დიდი განძი, რაც ადამიანს აბადია. მაცხოვარი ბრძანებს, - თქვენი საუნჯე, უდიდესი განძი იყოს ცათა შინა, სადაც ვერც მოგპარავენ და არც გაფუჭდება. ასეთ განძს მარადიული დანიშნულება აქვს. სხვა დანარჩენი, რასაც დედამიწაზე მიწიერი კეთილდღეობისთვის ვიუნჯებთ, შესაძლოა უბედურების მიზეზადაც იქცეს, დაიკარგოს ან მოგვპარონ. თუკი მიწიერსაც ვიუნჯებთ და ზეციურსაც, მათი შეერთებით მრავალ კეთილ საქმეს ვიქმთ, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ზეციურს, უხრწნელს - მარადიული საუნჯის მოპოვებისკენ სწრაფვას უნდა მივანიჭოთ.

- უმეტესობა მაინც მიწიერი საუნჯის მოსაპოვებლად უფრო ვისწრაფვით...

- ადამიანი მიწაზე ცხოვრობს, მიწისგანაა შექმნილი, მაგრამ ამასთანავე აქვს ღვთაებრივი სული, ამიტომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, უკვდავების შეგრძნებითაა გამსჭვალული. ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასოდეს მოვკვდებით. მიწაზე ვიუნჯებთ, ვაგროვებთ, თითქოს ეს განძი სამუდამოდ გამოგვადგება. ესეც კი უკვდავების შეგრძნებითაა გამსჭვალული. მაგრამ როდესაც კაცი ღრმად ჩაიხედავს საკუთარ თავში, ღრმად ჩაიხედავს სარწმუნოებაში, დაფიქრდება ცხოვრებაზე, დაფიქრდება მარადიულობაზე, აუცილებლად უკვდავს აირჩევს.

რადგან კაცი მარტო მიწა არ არის, ამიტომ ყველაზე მიწიერ ადამიანშიც კი არის რაღაც ამაღლებული: შეუძლებელია ის ისე დაეცეს, რომ მასში ღვთის ხატება და მსგავსება აღარ დარჩეს.

- ადამიანმა სულიერი საუნჯე რომ დააგროვოს, სული ქრისტიანული სათნოებებით უნდა ჰქონდეს შემკული. რომელია უპირველესი სათნოება, საფუძველი სხვა ქრისტიანულ სათნოებათა?

- სახარების თანახმად, უფალთან ერთ-ერთი სჯულისმეცნიერი მიდის და ეკითხება: რაი არს ყველაზე დიდი მცნება? უფალი პასუხობს: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". ყოველივე ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული. უმთავრესი სათნოება ღმერთისა და მოყვასის სიყვარულია. ღვთის შემეცნება, ღვთის სიყვარული განაპირობებს მოყვასის სიყვარულს. შესაბამისად, მოყვასის სიყვარული შეუძლებელია უფლის სიყვარულის გარეშე. თუ მოყვასის სიყვარულს ღმრთის სიყვარული არ ახლავს, აუცილებლად გააბოროტებს ადამიანს - როდესაც მოყვასს შევეწევით, მისგან სანაცვლოს ველით, მან კი შესაძლოა იმ ფორმით ვერ გვიპასუხოს, ისე ვერ მოიქცეს, როგორც ჩვენ დავგეგმეთ, როგორც ჩვენ გვსურდა. ეს კი ხშირად უთანხმოების მიზეზი ხდება.

- საკმარისია თუ არა სულის ცხონებისთვის ღვთისკენ, სულიერი საუნჯის დაგროვებისკენ განუწყვეტელი სწრაფვა?

- ამ კითხვას საუკეთესოდ პასუხობს სახარების იგავი ტალანტების შესახებ. უფალმა, ვისაც რამდენი ტალანტი მისცა, იმის მიხედვით მოსთხოვა. ერთ-ერთმა ბოძებული ტალანტი მიწაში დაფლა, მიზეზად კი დაასახელა: ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი. აჰა, შენი შენვე გქონდესო. უფალმა სწორედ ამ სიტყვებით ამხილა: შენ სავაჭროდ უნდა ჩაგედო, გამრავლებაზე გეზრუნა, ამოღებით მე ამოვიღებდი. თუკი იქ შემიძლია მოვიმკა, სადაც არ დამითესავს, მოსაგებად ჩადებული ტალანტის ამოღებაზეც მე ვიზრუნებდიო. ამრიგად, ადამიანს ევალება მცდელობა, განუწყვეტელი სწრაფვა ღმრთისკენ, სულიერი სრულყოფილებისკენ, ცათა შინა საუნჯის დაგროვებისკენ.

- მამაო, რა არის ვერცხლისმოყვარეობიდან წარმოშობილი ანგარება?

- როდესაც ფასეულობები იცვლება და ხორციელი სულიერზე მნიშვნელოვანი ხდება, როცა მატერიალური სიკეთის მოსახვეჭად ადამიანი აღარაფერს ერიდება, იგი ანგარებას ემონება. წმინდა ამბროსი მედიოლანელის თქმით, ყველა ცოდვა ძველდება ადამიანთან ერთად, მხოლოდ ანგარება ახალგაზრდავდება ყოველდღიურად. წმინდა ნილოს სინელი კი ბრძანებს: "საშინელი ვნებაა ანგარება, ყველაფრის მკადრებელი და ყოვლად უსირცხვილო. თავის მიერ მოპოვებულ სულს ის ბოროტების უფსკრულში იტაცებს. ამიტომ დასაწყისშივე განვაგდოთ ეს ვნება, რადგან თუ გაძლიერდა, დაუმარცხებელი გახდება".

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ანგარება იგივე სიხარბეა, ეს კი სულის ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა გახლავთ. მოციქული გვაფრთხილებს, რომ ამ ცოდვაში მყოფი ადამიანი სასუფეველში ვერ შევა: სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის... რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, უწმინდურს ან ანგარს... არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში ან ღვთის სასუფეველში" (ეფ. 5:3-5).

- რა და რა სახის ანგარება არსებობს ან რა ცოდვები გამოდის მისგან?

- ყოველი ცოდვა ერთმანეთზეა გადაბმულ-გადაჯაჭვული. ერთი მეორეს შობს.Aანგარებიდან იღებს სათავეს ვერცხლისმოყვარეობა - უსამართლოდ და უნამუსოდ ქონების შეძენა; ღადრობა - მოყვასის დაუნდობლობა; ცილისწამება - რისამე დაბრალება ანგარების მიზნით; ტაცება - სხვისი ქონების ძალით მითვისება; კაცის კვლა - ქონების შეძენის მიზნით მკვლელობის ჩადენა; ძმაცვა - რჩევის მიცემა ბოროტი საქმის საკეთებლად; ტყვის სყიდვა - ადამიანის მოტაცება გამოსასყიდის ასაღებად; პარვა - სხვისი საკუთრების მალულად აღება ან საზიარო ქონებიდან ზედმეტის ხარჯვა; მოხვეჭა - გამორჩენა ქრთამით ან სხვა უსამართლო ქმედებით; კერპთაყვანისმცემლობა - როცა ადამიანი ივიწყებს ღმერთს და მის მცნებათა დარღვევას არ ერიდება.

- თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე მეტად რა სახის ანგარებაა გავრცელებული?

- ყველაზე უფრო - ვერცხლისმოყვარეობა. ეს ცოდვა დღეს მეტისმეტად გავრცელდა, წმინდა იოანე ოქროპირი კი გვასწავლის, რომ "შეუძლებელია ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც".

- ყოველთვის ანგარებად ითვლება თუ არა ქონების შეძენა?

- ანგარებად არ ჩაითვლება ქონების შეძენა კანონიერი, სამართლიანი გზით, თუნდაც ეს ქონება დიდძალი იყოს, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ადამიანს ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად სჭირდება. ანგარებაში მყოფი არ არის ის ადამიანი, რომელმაც ეს ქონება ფიზიკური თუ გონებრივი შრომით, კანონიერი ბიზნესით ან მამკვიდრეობით მიიღო, თუ ის ქონებას არ აგროვებს გადასახადების გადაუხდელობის, საზოგადოების ან ბუნებისათვის ზიანის მიყენების ან სხვების გაკოტრების ხარჯზეAანტონ ჭყონდიდელის ერთ ქადაგებაში ნათქვამია: "ჰანგაარი შეკრებასა ჰგონებს, გარნა არათუ შეიკრებს - უფროისად განაბნევს. ამისთვის რომ ჰანგაარებით შემკრები ქრისტესაგან შორს არის; და რომელიც ქრისტესაგან შორს არის, მისთვის უფალი იესო ასე ბრძანებს: "რომელი არა შეჰკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს... ჰანგაარი არა შეჰკრებს ქრისტესთანა, არამედ ეშმაკისა თანა, მაშასადამე, არათუ შეიკრებს ჰანგაარი, არამედ განაბნევს". ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ანგარებით იძენს მატერიალურ დოვლათს, ეშმაკისათვის, ბოროტისთვის და თავის დასასჯელად აგროვებს. ასეთი ქონებით ის სიკეთეს ვერ მიიღებს, ვერც წარმატებას მიაღწევს.

პატიოსანი გზით შეძენილ ქონებას კი ანგარებასთან არაფერი აკავშირებს.

- მაგრამ უფალი ხომ ამბობს, მდიდარი ძნელად შევაო სასუფეველში. როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები?

- სწორედ რომ ძნელად შევაო. ვერ შევაო კი არა, შესვლა გაუჭირდებაო.Aაქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევაო სასუფეველში. მაგრამ უფალი იქვე გვანუგეშებს, რომ კაცისგან შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელია. გარდა ამისა, ნემსის ყუნწში მართლა ნემსის ყუნწს კი არ გულისხმობდა უფალი; ასე რქმევია იერუსალიმის კედლის ერთ-ერთ ჭიშკარს, რომელიც ძალიან დაბალი ყოფილა და აქლემი თუ არ დაიჩოქებდა, სხვაგვარად ვერ გაძვრებოდა მასში. ასე რომ, თუ მდიდარი თავს დაიმდაბლებს, მუხლს მოიდრეკს ღვთის წინაშე, მოწყალე, ქველმოქმედი იქნება, ისიც შეიძლება გახდეს ცათა სასუფევლის მოქალაქე. გავიხსენოთ ძველი აღთქმის მამამთავარი აბრაამი; ის ნივთიერისთვისაც ზრუნავდა, საკმაოდ მდიდარი იყო - მრავალი ცხვარ-ძროხა ჰყავდა, მაგრამ უსამართლოდ და ანგარებით არაფერი ჰქონდა შეძენილი. ვისაც სურს, მატერიალური ქონება შეიძინოს და აბრაამივით ღვთისნიერიც იყოს, ანგარებით არაფერი უნდა მოიხვეჭოს.

ქონების უსამართლო გზით მოხვეჭა ქრისტეს მოწაფეებისთვის უცხოა. ვინც ანგარებით მდიდრდება, მის სიმდიდრეს სიღატაკე სჯობია, რადგანაც ბოროტმოქმედებით გამდიდრებულს საუკუნო ვაება ელის. ბრძანებს უფალი: "ვაი თქვენდა, მდიდარნო, რათა მიგიღებიეს ნუგეშისცემა თქვენი!" თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, ნივთიერზე დიდად რომც არ იზრუნო, უფალი არაფერს მოგაკლებს. ქრისტემ მოციქულებს უბრძანა: "ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვერცხლსა", - მაგრამ რაკი ისინი ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები იყვნენ, არაფერი აკლდათ.

- მეორე უკიდურესობაც არსებობს: ხშირად უფლის სიტყვები, ხვალინდელი დღისათვის ნუ იზრუნებთო, ისე ესმით, თითქოს ადამიანმა მატერიალურზე საერთოდ არ უნდა იფიქროს. როგორი დამოკიდებულება გვმართებს მომავლის მიმართ?

- ზრუნვა ოჯახზე, მუშაობა, რათა საარსებო წყარო გვქონდეს, სახარებას, ქრისტეს მცნებებს სრულებით არ ეწინააღმდეგება. ადამიანმა თავისი შრომით უნდა მიიღოს ის მატერიალური სახსარი, რაც სჭირდება, მაგრამ ცხოვრების მთავარი მიზანი ცათა სასუფევლის დამკვიდრება უნდა იყოს და არა ქონების დაგროვება.

ერთიც უნდა ვთქვათ: ანგარებით მხოლოდ მდიდრები როდი არიან შეპყრობილნი; ეს ცოდვა მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანებშიც ხშირია. როგორც წმინდა ამბა ევაგრე ამბობს: შესაძლოა, გლახაკის გულიც ისე იყოს მიდრეკილი ერთი ლარის მიმართ, როგორც მდიდრისა - მთელი ათასისკენ.

- მაღალი თანამდებობისთვის ბრძოლა, არსებითად, ქონების მოსახვეჭად ბრძოლაც არის. კარიერაზე ზრუნვა ანგარების ცოდვას ხომ არ უახლოვდება?

- სახელისა და სიმდიდრის მოხვეჭა მიწიერად, არაეკლესიურად მცხოვრები ადამიანის მიზანია. ზოგს შეიძლება თანამდებობის მიღება სწორედ იმისთვის სურდეს, რომ სხვაზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს, ზოგისთვის კი მიზეზი შეიძლება ამპარტავნება იყოს.

ბასილი დიდი ამბობს: "ჯოჯოხეთი არ იტყვის, მეყოფაო და ანგარებიანიც არასდროს ამბობს: საკმარისია!" ანგარებით შეპყრობილი ბევრს შრომობს, მაგრამ მის ჯაფას უფლის თვალში დიდი ფასი არ აქვს, რადგან ის ანგარებით ან ამპარტავნებით საზრდოობს.

- როცა გამორჩენის მიზნით ეპირფერები ვინმეს, თუნდაც საკუთარ უფროსს, ეს თუა ანგარება?

- თუ ადამიანი გამორჩენის მიზნით მლიქვნელობს, ეს, რა თქმა უნდა, ანგარებაა.

- მამაო, ცხადია, ქრთამის აღება ანგარებაა. ქრთამის მიცემა თუა ანგარება?

- გააჩნია, რა შემთხვევაში. ქრთამის აღება რომ ანგარებაა, აქ საკამათო ნამდვილად არაფერია, მაგრამ ქრთამის მიცემაც ხშირად ანგარებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს სურს, დიდმოხელემ მის სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანოს.

სხვა შემთხვევაა, როცა მოქალაქეს სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აიძულებენ ქრთამის მიცემას, თანხის გამოძალვის მიზნით აფერხებენ მის სასარგებლო განაჩენს, თუმცა კანონიერად ეკუთვნის. ასეთ შემთხვევაში, როცა ადამიანი კანონიერი გზით ვერაფერს ხდება და სხვა გზა არ რჩება, ქრთამის მიცემა ანგარებად არ ჩაეთვლება.

ანგარების ერთ-ერთი სახეა მევახშეობა. დღევანდელ საზოგადოებაში ეს ცოდვა ფართოდ არის გავრცელებული. გაზეთები აჭრელებულია განცხადებებით: "გავასესხებ თანხას ამდენ და ამდენ პროცენტად, ბინის ან სხვა ქონების მყარი გარანტიით". უამრავი ბინა იყიდება და ვინ იცის, რამდენი - მხოლოდ იმიტომ, რომ გარანტიაშია ჩადებული.

- რატომ ითვლება მევახშეობა ცოდვად?

- საღვთო წერილი გვასწავლის: "ნუ აიღებ მისგან (მოყვასისგან) სარგებელს და ვახშს, შენი ღვთისა გეშინოდეს" (ლევ. 25:36). აქედან გამომდინარე, სჯულის კანონიც კრძალავს მევახშეობას: მრავალნი "ანგაჰარებისა და სარგებლის შეძინებისა სურვილითა დაივიწყებენ სიტყუასა მას საღმრთოისა წერილისა, რომელი იტყვის, ვითარმედ: "ვერცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად, არამედ ვახშსაც მიჰხდიან მოსესხეთა თვისთა", ჯერ-იჩინა წმინდამან და დიდმან კრებამან, რაითა ვინცა ვინ იპოოს შემდგომად საზღვრისა ამისა მიმღებელად ვახშისა ვასხებისა მიერ, ...განიკვეთოს" (I მსოფლიო კრების მე-17 კანონი). ამგვარად, ასეთი ცოდვის ჩამდენნი ეკლესიიდან იკვეთებოდნენ. დღეს კი მევახშეობა ჩვეულებრივ საქმიანობად იქცა. მიმოიხედეთ, ამ ცოდვამ რამდენი ხალხი გააუბედურა: დაანგრია ოჯახები, მოვალეები მევალეებს საზღვარგარეთ ემალებიან, მრავალი უსახლკაროდ დარჩა და თვითმკველობამდეც არაერთი მივიდა.

ანგარების გამოვლენაა აზარტული თამაშებიც კაზინოებსა თუ ტოტალიზატორებში, რომლებსაც განსაკუთრებით ახალგაზრდები ეტანებიან. სამორინეში მიდიან იმისთვის, რომ მოიგონ ფული, რომელიც არ ეკუთვნით, არ არის მათი შრომის საზღაური, არამედ თამაშით, უშრომლად იღებენ. მოიგებენ თუ წააგებენ, მაინც ცოდვაში ცვივიან, რადგანაც ერთ შემთხვევაში ვინც აგებს, მას ართმევენ, მეორეში კი საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს აცლიან ხელიდან.

- ზოგჯერ დახმარების თხოვნაც ხომ არ არის ანგარება?

- არ არის ანგარება, როცა გიჭირს და ითხოვ, მაგრამ ანგარებაა, თუ ვინმესგან იძულებით ცდილობ რამის მიღებას, მით უფრო, როცა იმ ადამიანს, ვისგანაც ითხოვ, საარსებო საშუალება ნაკლები აქვს.

ბოლო დროს კერძო პირებისა თუ ორგანიზაციების მატერიალური შენაწირით საქართველოს ყველა კუთხეში შენდება ეკლესიები. აბსოლუტური უმრავლესობა ამას უანგაროდ აკეთებს. აშენებულ ტაძარს გადასცემენ საპატრიარქოს და მრევლის რიგითი წევრები ხდებიან. სამწუხაროდ, არის ზოგიერთი გამონაკლისი, რაც ძალიან მტკივნეულია ეკლესიისთვის: პიროვნება, რომელიც თაობს ტაძრის მშენებლობას, მოიძიებს სპონსორებს, მშენებლებს და სხვა, ტაძრის დასრულების შემდეგ ვერ ელევა მას და ცდილობს, მისი "დირექტორი" გახდეს, ერევა საღვთისმეტყველო საქმეებში, ეკლესიის ფინანსურ-სამეურნეო საკითხებში, სურვილი აქვს, ტაძართან "ოფისი" მოიწყოს.

ასეთი ადამიანები ტაძრებს იმისთვის აშენებენ, რომ შემდეგ მისი შემოსავლით იხეირონ, მათ განკარგულებაში იყოს სანთლის საფასური თუ ტაძრის სხვა მოგება. სხვას რომ აღარ გამოვეკიდოთ, იმაზეც არ ფიქრობენ, რომ ეკლესია ხალხის ფულით აშენდა.

- როგორ გავუმკლავდეთ ვერცხლისმოყვარეობასა და ანგარებას?

- ამ ცოდვების ძირითურთ აღმომფხვრელი და განმაქარვებელია მოწყალება, ქველმოქმედება, რაც გამოიხატება შეჭირვებულთა მატერიალური ან სულიერი დახმარებითა და მხარდაჭერით, მოწყალებით, შეწირულობით, სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებათა და საზოგადოებათა დაარსებით. ამ მადლიანი საქმიდან გამოდის: მშიერთჭმევა - ღარიბ-ღატაკთათვის საზრდოს მიცემა და კეთილი სიტყვით ნუგეშისცემა; მწყურვალთსმევა - წყლისა და ყოველივე იმის გამეტება ადამიანისთვის, რაც მას არგებს; ობოლთზრდა - ობლის აყვანა, გაზრდა, მისთვის ღვთის მცნებისა და სჯულის სწავლება; ავადმყოფის მოვლა - ავადმყოფზე ზრუნვა, მისთვის ხელის გამართვა (აქვე ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დიდი მადლია სულით ავადმყოფის მოვლა); შიშველთშემოსვა - ღატაკისთვის ტანსაცმლის ან ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთის მიცემა; პყრობილთნახვა - პატიმართა მონახულება, სიტყვით ნუგეშისცემა, მოთმინების სწავლება, მოწყალების მიცემა; უცხოთშეწყნარება - უცხო მგზავრის შინ შეყვანა, გამასპინძლება და სულიერად დასვენება; ტყვეთა ხსნა - ტყვეობიდან გამოსასყიდის გადახდა ან ვალის დაფარვა. დიდად მადლიანი საქმეა ასევე ლოცვა მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც.

- დღეს მატერიალურად ბევრს უჭირს. მოწყალებას არ გასცემენ - მე რა მაქვს, შენ რა მოგცეო. რა უნდა ქნას ხელმოკლე ადამიანმა, რომ მოწყალების მადლიან საქმეს არ მოაკლდეს?

- იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ მოწყალების გარეშე ცათა სასუფევლის კართანაც კი ვერ მივალთ, ამიტომ ყველანაირად უნდა დავეშუროთ მოწყალების საქმეს. მოწყალების გაცემა ღარიბსაც შეუძლია, რადგანაც მოწყალების რაოდენობა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ წრფელი გულით გაიღო იმდენი, რამდენიც შეგიძლია. წმინდანთა ცხოვრებაში ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ქველმოქმედების საშუალებები და ხერხები ამოუწურავია. თუ არ გვაქვს მატერიალური საშუალება, შევეწიოთ ლოცვით, ნუგეშისცემით და სხვა. თუ კაცს მოწყალების გაღების საშუალება მიეცა, ეს ღვთის წყალობაა, განსაკუთრებით - შეძლებული ადამიანისთვის, რადგანაც ამით სასუფეველს უახლოვდებიან. წმინდა იოანე ოქროპირს დავესესხოთ - მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღმერთი კი მათ - ცხონების საშუალებას.

- ზოგჯერ ადამიანი ქველმოქმედებას ეწევა და საკუთარი საქციელით ფრთაშესხმული ამის შესახებ დიდი აღფრთოვანებით საუბრობს.

- უფალი კი ბრძანებს: "შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა" (მათე 6:2-4). წმინდა მამებიც იმავეს გვასწავლიან: როცა მოწყალებას გავცემთ, ნუ გავახმაურებთ - "სიტყვას ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ, მაგრამ ჩუმად ნუ იქნები, როდესაც სხვები გიკეთებენ სიკეთეს".

მოწყალების გაცემით ადამიანი არ უნდა ამაყობდეს, ამპარტავნებაში არ უნდა ჩავარდეს, ამ საქმით საკუთარ თავს რეკლამა არ უნდა გაუწიოს. ღმერთმა ყველაფერი იცის, ვინ რა გააკეთა, ცაში ყველაფერი აღნუსხულია და გაცხადდება მეორედ მოსვლის ჟამს. მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა თავად იღებ მოწყალებას, მადლიერება უნდა გამოხატო.Uანდა მადლობდე ჯერ ღმერთს და შემდეგ იმ ადამიანს, ვინც მოწყალება გაიღო.

- ზოგჯერ მოწყალების გამღები დიდ უმადურობას აწყდება მათი მხრიდან, ვისაც სიკეთეს უკეთებს და გული სწყდება. რა ვქნათ, ვაძლიოთ თუ არა მოწყალება უმადურ ადამიანს?

- არაფერია უმადურობაზე საძაგელი. უმადური სხვისი ქონების მიმტაცებელს ჰგავს. მაგრამ უმადურობასთან შეხვედრამ არ უნდა შეგვაჩეროს, მოწყალების გაცემისაგან არ დაგვაბრკოლოს. თავად უფლის მიმართ გამოიჩინეს უმადურობა მრავალგზის. გავიხსენოთ ათი კეთროვნის განკურნება - მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად.

- ბრძანეთ, მრავალი ეკლესია შენდებაო, მადლობა უფალს ამისათვის, მაგრამ ისიც გვსმენია, ამ ადამიანის გაღებულს ღმერთი როგორ შეიწირავსო. ერთნაირად სათნოა თუ არა ღვთის თვალში პატიოსანი შრომით შეძენილი და უსამართლო გზით მოპოვებული ქონებიდან გაღებული მოწყალება?

- ზოგჯერ ადამიანები მოწყალებას არიგებენ, მაგრამ სხვებისგან წართმეული ფულით, და ჰგონიათ, მოწყალება გაიღეს. უსამართლოდ, უკანონოდ, ბოროტმოქმედებით შეძენილი ქონებიდან გაღებულ მოწყალებას ღმერთი არ შეიწირავს. იოანე ოქროპირი წერს: "ჯერ ტაცებას დაანებე თავი, შემდეგ კი მოწყალება დაიწყე. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი", - ხოლო წმინდა ნილოს სინელი ამბობს: "ბრმაა მოწყალების გამღები, თუ ის უსამართლოა; ამუშავებს ყანას, საიდანაც მოსავლის აღება არ შეუძლია". მოწყალების სანაცვლოდ კაცი ღვთისგან ვერაფერს მიიღებს, თუ ეს ქონება უპატიოსნო გზით აქვს შეძენილი.

ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ერთ რამესაც ვიტყვი: მიუხედავად განვლილი მძიმე პერიოდისა, საქართველოს ეკლესია ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.Gგვაქვს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები, ბავშვთა სახლები, სამშობიარო სახლები, პოლიკლინიკები, უფასო სასადილოები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. ყოველი ცალკეული სამრევლო ეკლესია და მონასტერიც ეწევა ქველმოქმედებას, მათთან მრავალი გაჭირვებული მიდის დახმარების მისაღებად.

მუდამ გვახსოვდეს, "როცა ჩვენ დახმარებაზე უარს ვეუბნებით გაჭირვებულს, ამ დროს თვითონ უფალს ვეუბნებით უარს".

- "მამაო ჩვენოს" ყოველდღე წარმოთქვამს ქრისტიანი ადამიანი. რას ნიშნავს; "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს"? რა იგულისხმება "არსებობის პურში", რას ვითხოვთ ამით უფლისგან და რატომ ვითხოვთ მხოლოდ დღევანდელი დღისთვის?

- "მამაო ჩვენოში" რომ პურს ვითხოვთ, ეს, ერთი მხრივ, ზეციური პურის - ქრისტეს ხორცის თხოვნაა, რომელსაც მორწმუნეები ეზიარებიან, მეორე მხრივ - ევლოგიისა, ნაკვეთი სეფისკვერისა, დაბოლოს, ეს არის ჩვეულებრივი პური, რომელიც ასევე გვეძლევა ღვთისაგან. ამ თვალსაზრისით, არსობის პურში საზოგადოდ საზრდელი იგულისხმება, მაგრამ მისი უპირატესი მნიშვნელობა - ეს არის ხორცი უფლისა. სახარებიდან გვახსოვს: როცა უფალი პურს განტეხს და მისცემს მოწაფეებს, ამით თავის ხორცს აძლევს, რომელზეც იტყვის: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მოსატევებელად ცოდვათა".

ლოცვაში "მამაო ჩვენო" ზეციური სათხოვარის შემდეგ, ანუ ღვთის დიდებაზე, ზეციურ სასუფეველსა და ღვთის ნებაზე ვედრების შემდგომ, ღვთაებრივმა სიბრძნემ ადგილი მიწიერ საჭიროებებზე თხოვნასაც დაუთმო. სულიერ საზრდოსთან ერთად ჩვენ ვითხოვთ ხორციელ საზრდელსაც, ყოველდღიურ საკვებს. "მაცხოვარმა, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - დაგვიდგინა ლოცვა არა სიმდიდრისთვის, არა განცხრომისათვის, არა მდიდრული შემოსვისათვის, არამედ მხოლოდ პურისათვის, და ამასთან მხოლოდ დღიური გამოკვებისათვის, - რათა ჩვენ არ ვიზრუნოთ ხვალისთვის. ამიტომაც დასძინა: "არსობისა", ანუ დღიური საზრდელი. იგი ამ სიტყვითაც კი არ დაკმაყოფილდა, არამედ დასძინა: "მომეც ჩვენ დღეს", რათა ჩვენ ზედმეტად არ შეგვაწუხოს დამდეგი დღისათვის ზრუნვამ. მართლაც, რა საჭიროა ხვალინდელი დღისათვის ზრუნვა მისთვის, ვინც შესაძლოა ვერც შეესწროს მას? ის, რომელმაც მოგცა შენ სხეული, შთაგბერა სული, გაქცია გონიერ არსებად და შენს გაჩენამდე შენთვის ყველა სიკეთე შეამზადა, - განა დაგივიწყებს შენ, თავის ქმნილებას? მას მინდობილმა, შესთხოვე საზრდელი მხოლოდ დღევანდელი დღისათვის, ხოლო ხვალინდელისათვის ზრუნვა მასვე მიანდე, როგორც ამბობს ნეტარი დავითი: "მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ" (ფს. 54,22).

წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტავს: "სიტყვით "პური" უფალი თითქოს ამბობს: "გეყოფათ, ხალხო, საკუთარი თავის წამება ამაო სურვილებისათვის. შეწყვიტეთ საკუთარი თავის გარჯისათვის მიზეზების გამრავლება. ბევრი არ სჭირდება შენს ბუნებას, შენ გევალება სხეულისათვის საზრდელის მოძიება; ეს არ არის დიდი და მძიმე საქმე, თუ იმდენს დასჯერდები, რამდენიც გჭირდება. რატომ იდგამ უღელს ზედმეტად და გსურს ამოდენა სიმძიმის ზიდვა? ითხოვე შენთვის მხოლოდ ერთი პური: ამაში შენ ბუნებამ მოვალე გაგხადა სხეულისა. თუ შენ ეშმაკი დაგიწყებს ჩაგონებას, რა არის თვალისათვის უკეთესი დასანახი და სასიამოვნო გემოვნებისათვის, - იცოდე, ნამდვილად გაებმები გემოთმოყვარეობის ხლართებში. აუცილებელი საზრდელიდან გადახვალ გემრიელ საჭმელებზე, იქიდან კი ფუფუნებასა და მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე, ამიტომ შემოზღუდე ლოცვა მხოლოდ პურის თხოვნით".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat