"უბედურია ის ერი და ქვეყანა, რომლის ქალებიც ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ"
"უბედურია ის ერი და ქვეყანა, რომლის ქალებიც ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ"
ქალწულება ქორწინებაზე მაღლა დგას, მაგრამ ის აუცილებლობა კი არ არის, არამედ უმაღლესი შესაძლებლობაა

აკაკი წერეთელი წერდა: "თუ რომელიმე ხალხის გაცნობა გინდა, იმ ქვეყნის ქალები უნდა გაიცნო, შეისწავლო... ისინი არიან თავისი ქვეყნისა და ხალხის მაჩვენებელი, როგორც ბარომეტრი ტაროსისა". და დასძენდა: "თუ ქალები მაღალ საფეხურზე დგანან ამ თუ იმ ერის ცხოვრებაში, მაშინ იმ ხალხსაც ფარი უდგას და თუ დაბლად არიან, ხალხის ცხოვრებაც იცარება და ეს უეჭველად ასეც უნდა იყოს, რადგანაც ქალია ბურჯი და ქვაკუთხედი როგორც კერძო ოჯახის, ასევე საზოგადოსიც, ე. ი. მთელი მისი ქვეყნის, მისი სამშობლოსი. ნეტავი იმ ერს, რომელსაც კარგი ქალები ჰყავს".

ქალის ზნეობრივი სახე, ყოფაქცევა, აღზრდა-განათლება უძველესი დროიდანვე განსაზღვრავდა ერისა და, ზოგადად, სამყაროს მომავალს. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) ბრძანებს: "ნეტარ არს ის ქვეყანა და ერი, რომელსაც წმინდა ზნეობის დედაკაცნი ჰყავს. ასეთი ქვეყანა ყოველთვის წარმატებული და ბედნიერი იქნება; წინააღმდეგ ამისა, სატირალი და უბედურია ის ერი და ქვეყანა, რომლის ქალებმა თავისი მნიშვნელობა დაივიწყეს და ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ; ასეთი ქვეყანა და ერი მალე წახდება და დაეცემა".

დღეს ბევრს მიაჩნია, რომ "ქალწულობის ინსტიტუტმა" დრო მოჭამა - 21-ე საუკუნეს სხვა ნორმები აქვს, დროს თავისი გამოწვევები აქვს... ფასეულობათა გადაფასება ყველაფერზე აისახა, რაღა თქმა უნდა, ქალის ზნეობრივი იერ-სახეც არაა გამონაკლისიო. ამ თემაზე გვესაუბრებიან ზემო ბეთლემის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი და ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.

- მამა ზურაბ, რას ნიშნავს ქალწულობა და როგორ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი თავის სიწმინდეს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით?

- ქალწულობა პატიოსნების, ერთგულების, უბიწოების, ვნებისკენ მიუდრეკელობის, ანუ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის, მასში ღვთის ხატებისა და მსგავსების გამოვლინების სახეა. ქალწულობის დამცველი წარმოაჩენს, თუ როგორი სულიერი ცხოვრებაა მისთვის ღირებული. მამაკაცისთვის ქალწულობა არა მარტო პატიოსნების ნიშანია, არამედ შემდგომში მის დამმარხველთან ღირსეული თანაცხოვრების, შვილების, შთამომავლობის აღზრდის, ნდობის, პატივისცემის, ოჯახის სიმყარისა და სიმშვიდის გარანტიაა. ასეთი ღირსებების მქონე ქალი შვილებსაც ასეთივე ღირებულებებით აღზრდის, რაც ადამიანისთვის არსებითია, მისი ღირსების შემამკობელია.

- რამდენად მნიშვნელოვანია ქალწულობის ქორწინებამდე დაცვა?

- ქორწინებამდე ქალწულობის დაკარგვა შეურაცხმყოფელია ქალის ღირსებისა. ქალწულობის დაკარგვასთან ერთად ის კარგავს ადამიანისთვის არსებით ღირებულებას. დღევანდელი მანკიერი ცნობიერებით მისი ჩამორჩენილობად აღქმა და ქალის "თავისუფალ" არჩევანთან დაკავშირება მხოლოდ ცოდვის ნამდვილი არსის შენიღბვაა, ნაცადი ხერხია, რათა ამ გზით დაფარონ მისი სიმცდარე.

- ჩვენს სინამდვილეში ცდილობენ დაამკვიდრონ ე.წ. "თავისუფალი სიყვარული"... "ბოიფრენდისა" და "გელფრენდის" ინსტიტუტები. როგორ აისახება სიძვა და მრუშობა ადამიანის სულზე, ცნობიერებაზე, ცხოვრებაზე?

- სიძვისა და მრუშობის ცოდვას მრავალი ტკივილი მოაქვს, მძიმე ტვირთად აწვება სინდისს და ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით მიჰყავს: ერთნი ფსიქიკური აშლილობით ამთავრებენ სიცოცხლეს, სხვანი სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და შესაძლოა, უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღონ. მძიმე განცდა ეუფლება იმათაც, ვინც ამ შეცოდების გამო პატიებას ითხოვს ღვთისგან, რადგან, დავით მეფსალმუნის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის". მათ სიკვდილამდე აწუხებთ საკუთარი წარსული. ხოლო ის, ვინც ამ ცოდვაში რჩება, ნელ-ნელა რიყავს თავს საზოგადოებისგან, Pპატიოსნებას ვეღარ აღიქვამს, ყველა ადამიანს საკუთარი საზომით საზღვრავს და უბიწო ქალი მის თვალში მხოლოდ პოზიორია. სულიერად გამოფიტული ადვილად იმეტებს შვილებს აბორტისთვის და შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე ცოდვა დაიდოს - სანაგვეზე მოისროლოს ახალშობილი. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად ეკლესია ცდილობდა აღეკვეთა ან მაქსიმალურად შეემცირებინა ამ მძიმე ცოდვის მიზეზები და მაპროვოცირებელი ფაქტორები. სამწუხაროდ, დღეს მრავალი მანკიერი გადაცემითა და მეტიც - სკოლაში სასწავლო პროგრამაში შეტანით ცდილობენ უკეთურებათა დანერგვას, რასაც ებრძვის ეკლესია და უფალი.

- ე.წ. სიყვარულის თავისუფლება, პარტნიორების ხშირი ცვლა რამდენად ახშობს ადამიანის სულში წრფელ გრძნობას, ნამდვილ სიყვარულს, თავდადების უნარს?

- ქალისა და მამაკაცის სიყვარულს ქრისტიანობა სულიერი კუთხით განიხილავს, რაც ასე არსებითია ადამიანისთვის, რადგან მისი ბუნება სულისა და ხორცის ნაზავია. როცა ერთ ადამიანს მეორე უყვარს, ის პირველ რიგში პიროვნული თვისებებით, ღირსებებით აფასებს რჩეულს და შემდეგ - ფიზიკურად. ამ დროს არა მარტო გრძნობადი სფერო მოქმედებს, არამედ გონებრივი. არჩევანს აკეთებ ადამიანზე, რომელსაც უნდა დაუკავშირო მომავალი, მიანდო შვილის ღირსეული აღზრდა, მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნო ურთიერთნდობა, პატივისცემა, ოჯახური მყუდროება.

ფიზიკურ ლტოლვაზე დაფუძნებული ოჯახი ხშირად იშლება, რაც ადამიანის სულს მტკივნეულ დაღს ასვამს. ამიტომ მოგვიწოდებს ეკლესია, ასეთი მძიმე შედეგის თავიდან ასაცილებლად არ ვიგემოთ აკრძალული ხილის მწარე გემო, რაც მთელ სიცოცხლეს მტკივნეულად გაგვატარებინებს. ამის მრავალი მაგალითი აქვს ადამის მოდგმას.

- წმინდა მამათა შეგონებებში გამოსჭვივის აზრი, რომ ქალმა სხეულის მორთულობაზე მეტად სულის მშვენიერებაზე უნდა იზრუნოს. რამდენად ვლინდება ჩაცმულობასა და მოკაზმულობაში ადამიანის ზნეობრივი მხარე, სულიერი კულტურა და რას იტყოდით ამ მხრივ დღევანდელი ქართველი ქალის ზნეობრივ სახეზე?

- ადამიანი ფასდება სულიერებით. როცა რაიმე ნივთს, თუნდაც ძალიან ფასეულს, უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, ეს შენს სულმდაბლობაზე მეტყველებს, ეს ნივთი გიმონებს, მასზე ხარ მიჯაჭვული. ღირსეულია ადამიანი, რომელიც დიდ ქონებას ფლობს, მაგრამ ეს სიმდიდრე არ ბატონობს მასზე. ჩვენს ისტორიას უხვად აქვს ამის მაგალითები. წმინდანად შერაცხული მეფე-დედოფლები, დიდგვაროვნები, რომლებიც ყველაფერზე უარს ამბობდნენ, გაურბოდნენ დიდებასა და პატივს, მონაზვნურ ცხოვრებას იწყებდნენ, მოწამებრივად აღასრულებდნენ ხორციელ ცხოვრებას. ჩვენამდე ჭეშმარიტი სარწმუნოება სწორედ მათმა თავდადებამ მოიტანა.

ადამიანის სულიერი მდგომარეობა, შეგნება, განათლება ჩაცმულობაზეც აისახება. დღეს, სამწუხაროდ, ხელოვნურად ხდება გადმოღება უცხო აზრისა და "კულტურისა", მათ შორის - ჩაცმულობისაც. არ გაიაზრება, ამ თუ იმ ადამიანს რა სახეს აძლევს ჩაცმულობა. განმტკიცებულია აზრი, რომ ადამიანს აქვს უფლება, სურვილისამებრ იცხოვროს და შეიმოსოს, მის არჩევანს კი პატივი უნდა ვცეთ. სინამდვილეში თანამედროვე ჩაცმულობა საკუთარი აზრის უქონლობის შედეგია, რაც შინაგანი სიცარიელიდან მომდინარეობს.

გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.

- დამკვიდრდა შეხედულება, თითქოსდა სექსუალური თავშეკავება ადამიანში ახშობს სექსუალურ ენერგიას და ამსხვრევს მის ცხოვრებას.Qქრისტიანულ სამყაროში უამრავი მაგალითი წარმოაჩენს იმას, თუ როგორ ჯილდოვდება ქალწულებრივი ცხოვრება და რამდენად სათნოა იგი უფლისათვის. ომიდან დაბრუნებულ ერთ-ერთ რუს საერო პირს, ნიკოლოზს, ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენ მარტო იმიტომ გადარჩი ომში, რომ არასოდეს აჰყოლიხარ უხამს და ბილწ გულისთქმებს და არ გაგიზიარებია სარეცელი მრუშ ქალთანო. ამის მერე ნიკოლოზმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და ქალწულების აღთქმა დადო, რომელსაც სიკვდილამდე ურყევად იცავდა. ამ გამოცხადებამ მას ნათლად დაანახა და აგრძნობინა, თუ რა არის სათნო უფლისათვის და რა - არა. სახარებისა და მოციქულთა სწავლებით, ქალწულება ქორწინებაზე მაღლა დგას, მაგრამ ის აუცილებლობა კი არ არის, არამედ უმაღლესი შესაძლებლობაა. განგრის საეკლესიო კრებაზე საგანგებოს არის აღნიშნული, რომ თუკი ვინმე ცხოვრობს უქორწინებლად და ხორციელ თავშეკავებას ირჩევს არა ქალწულების სილამაზისა და სიწმინდის, არამედ ქორწინების მიმართ ზიზღის გამო, ანათემირებულ იქნესო. კარგია ქალწულებრივი ცხოვრება, მაგრამ თუკი იგი ეძღვნება მიწიერსა და ამასოფლიურს, მაშინ ის ცოლქმრობაზე უარესია; რამდენადაც ქალწულება უმჯობესია ცოლქმრობაზე, იმდენად ზნეკეთილი ქორწინება აღემატება საეჭვო ქორწინებას; "დაე, ნუ გაკიცხავს უმანკოებას ის, ვისაც თავისთვის ქორწინება აღურჩევია; და ქორწინებასაც ნუ დაგმობს, ვინც კეთიკრძალულებას შესდგომია", - გვასწავლიან წმინდა მამები.

მე-20 საუკუნის დასაწყისში პროლეტარი ღვთისმბრძოლები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ სექსი ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც ჭამა და ძილი, რომ ქალწულების დაცვა მავნეა ჯანმრთელობისთვის, რადგანაც იგი იწვევს ისტერიას, სხვადასხვა სახის ფსიქიკურ აშლილობას, ამიტომ ქალებს უნდა ებრძოლათ სექსუალური თავისუფლებისთვის. მათ წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ბერმა ალექსი შუშანიამ. იგი ამბობდა, - თუკი რამე წარმოადგენს სხეულებრივი და სულიერი ავადმყოფობის წინაპირობას, ეს სწორედ თავშეუკავებელი და აღვირახსნილი ცხოვრებაა, ხოლო სიწმინდის დაცვა სწორედაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.Bბერ-მონაზვნები 80-90 წლის ასაკამდეც ჯანმრთელად და უვნებლად ცხოვრობენო, - აცხადებდა წმინდა მამა.

სხვათა შორის, დღევანდელ სექსოლოგებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთივე პოზიცია აქვთ.

- საზოგადოებაში რატომღაც დამკვიდრდა შეხედულება, თითქოს უბიწოების დაცვა მოეთხოვება მხოლოდ ქალს. მამაკაცისთვის კი ეს სულაც არ წარმოადგენს აუცილებლობას, პირიქითაც ხდება, როგორც ზემოთაც აღნიშნეთ, მავანნი იკვეხნიან კიდეც თავიანთი ამურული თავგადასავლების სიჭარბით. მაგრამ მცნება ხომ ყველასთვის ერთია?

- როგორც წესი, ქრისტიანული და, საერთოდ, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ორივე სქესს მოეთხოვება სიწმინდის დაცვა. ნიშანდობლივია, რომ საერთოდ ბერები ქორწინების საიდუმლოს აღსრულებას არ ესწრებიან. მაგრამ წმინდა მამა ლავრენტი ჩერნიგოველი საგანგებოდ დაესწრო ერთ-ერთი ჯვრისწერის მსახურებას. როდესაც მას ჰკითხეს მიზეზი, თუ რატომ მოიქცა ასე, წმინდა მამამ უპასუხა: "მე ვხედავდი, რომ ორივენი - ნეფეც და დედოფალიც უბიწონი იყვნენ და სულიწმინდა ერთიდან მეორეზე გადადიოდა; მე კი იმდენად ბედნიერი ვიყავი ამ ხილვით, რომ არ შემეძლო, დავკლებოდი ამ უჩვეულო სანახაობას".

- ქალწულება უდიდესი სათნოებაა და მას მრავალი წახნაგი აქვს. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ამ სათნოების აღსრულება მხოლოდ სხეულებრივი სიწმინდის დაცვით არ შემოიფარგლება და რომ უბიწოების დაკარგვა გამოიხატება არა მხოლოდ საქმით აღსრულებაში ცოდვისა, არამედ იგი ჩვენს აზრებთან და გულისთქმებთანაც არის დაკავშირებული?

- ამის შესახებ სახარებაში წერია: "ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მანვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათე 5,28). საეკლესიო სწავლების მიხედვით, ჩვენ ყველანი ვცოდავთ უმანკოების დაკარგვით: საწინააღმდეგო სქესთან მეტისმეტად თამამი მოქცევით, ბილწი შეხებით, ლამაზ სახეთა ავხორცული მზერით, ბილწსიტყვაობით, ურცხვი მიმოხვრით, მაცდუნებელი სანახაობების ყურებით, გამომწვევი ჩაცმულობითა და ა.შ. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ გულისთქმებითაა განმსჭვალული. ისინი ხან აშკარად მოქმედებენ, ხანაც - ფარულად. წმინდა მამები გვირჩევენ: "ვინც დაუქორწინებელია და თავისი გონებრივი ან სულიერი სიდუხჭირის გამო უარყოფს წმინდა ქორწინებას და თავს წარმოადგენს ჭეშმარიტ ქალწულად, თავის გულში ჩაიხედოს და სინდისს ჰკითხოს, ხომ არ გაუხრწნია თავისი ქალწულება ბიწიერი აზრებით? ხომ არ დაუპყრია მისი სული ვნებათაღელვის ცოდვას?" კვლავ სახარებას მოვიხმობ: "არა ყოველთა დაიტიონ სიტყვა ეგე, არამედ რომელთადა მოცემულ არს. რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თვისისად საჭურისნი იშვნეს" (მათე 19,11-12); ამგვარ ადამიანებს არა აქვთ სიწმინდის სათნოება, არამედ - ოდენ ბუნებითი აუცილებლობა. "და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს. და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფევლისათვის ცათასა", ანუ საკუთარი სურვილით, და არა იძულების, აუცილებლობის გამო. ამიტომაც დიდია ასეთ ადამიანებში თავშეკავების ნიჭი; სწორედ იმიტომ, რომ ნებელობა წარმოშობს მათში თავშეკავებას და არა სისუსტე. ქალწულება, რა თქმა უნდა, გულისხმობს როგორც სხეულებრივ, ასევე სულიერ სიწმინდეს. წმინდა მამების სიტყვებით: "თუკი ქალწულებრივად მცხოვრების სხეული ღმერთის ტაძარია, მაშინ რა უნდა იყოს მისი სული, რომელიც სხეულის განხრწნად ნაშთთა მოცილების შემდეგ, გათავისუფლებული თითქოსდა ზეციური მღვდლის ხელით, საღმრთო ცეცხლის ალს გამოავლინებს". სწორედ ასეთი საღვთო ცეცხლის ალის გამოვლენა იყო ნეტარი მასტრიდიას ცხოვრება. მან სიყრმის ასაკშივე ქალწულების აღთქმა დადო. მისდამი უსაზღვრო ვნებით განიმსჭვალა ერთი ყმაწვილი, რომელიც ნეტარ ქალწულს დღენიადაგ მოსვენებას არ აძლევდა და მისგან საპასუხო გრძნობას ელოდა. ერთხელაც ნეტარმა მასტრიდიამ მას ჰკითხა, თუ რა მოსწონდა და იზიდავდა მასში ასე მომეტებულად. ყმაწვილმა მიუგო, რომ ქალწულის თავალები აღუძრავდა მას ვნების ცეცხლს. ამ ვნების ცეცხლის ჩასაქრობად ნეტარმა ქალწულმა მაქო აიღო და ორივე თვალი გამოითხარა. მასტრიდიამ მთელი ცხოვრება უსინათლოდ განვლო, თუმცაღა მისი სული უჩვეულო ნათლით ბრწყინავდა. ნეტარი ქალწულის მაგალითმა საოცარი გავლენა მოახდინა მისადმი გამიჯნურებულ ყმაწვილზე. ამის შემდეგ ისიც ბერად აღიკვეცა და ქალწულებრივი ცხოვრებით ემსახურა უფალს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. მართლმადიდებელი ეკლესია შემკული და გაბრწყინებულია უამრავი ქალწულმოწამის ღვაწლით, რომელთაც უარი განაცხადეს მიწიერ საქმროებზე და შეუერთდნენ ზეციურ სიძეს.

- საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდან ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობის რაც შეიძლება მეტი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, რათა შემდეგ მიეცეთ შესაძლებლობა, ამოირჩიონ მეუღლე. რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა ამ შემთხვევაში?

- როდესაც ვესაუბრებით ახალგაზრდებს სქესთა შორის ურთიერთობებზე, მათ არ უნდა შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ გარკვეული გრძნობები და სურვილები, რომლებიც მათ უჩნდებათ, თავისთავად ცოდვისმიერია. ისინი ბუნებრივია და ღვთის მიერ იმიტომ არის ჩვენს ბუნებაში დანერგილი, რომ გაგვაერთიანოს მეორე ერთადერთ პიროვნებასთან ერთობლივი ცხოვრებისათვის. შეიძლება ვურჩიოთ შვილებს, საკუთარი გრძნობების გამო სხვებს საცდურს ნუ დაუგებენ. შეიძლება, აგრეთვე, ავუხსნათ, რომ წმიდა მამათა სწავლებით, ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული მღვიძარება ამ ჩვენი ბუნებითი ლტოლვის მიმართ, რადგან ასეთ გრძნობებს უფრო მეტად შეუძლიათ ჩვენი დატყვევება, ვიდრე სხვა ბუნებრივ გრძნობებს, როგორიცაა, მაგალითად, შიმშილის გრძნობა.

ქრისტიანებს არ გააჩნიათ სხეულის შესახებ იმაზე უფრო ამაღლებული სწავლება, ვიდრე ის, რომელიც მოციქულმა პავლემ მოგვცა: რომ ის არის ტაძარი სულისა წმიდისა. უბიწოების ჩვენს იდეას პირდაპირი კავშირი აქვს ამ სწავლებასთან.

როდესაც აფრთხილებთ შვილებს ქორწინების გარეშე ვინმესთან ინტიმური ურთიერთობისაგან თავი შეიკავონ, დაეხმარეთ მათ გააცნობიერონ, რომ ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს (და განსაკუთრებით ერთზე მეტ ადამიანთან), შეიძლება დაკარგოს უნარი ნამდვილი და ხანგრძლივი სიყვარულისა. "და იყვნენ ორივენი იგი ერთ ხორც", - ერთ პარტნიორზე მეტის ყოლა, ანდა ღვთივკურთხეული ქორწინების გარეშე ურთიერთობანი შლის პიროვნებას. ურთიერთობანი, რომელთაც მრუშობამდე მიჰყავთ ადამიანი, - არ არის ისეთი, რომლებსაც ბედნიერი ერთობლივი ცხოვრებისაკენ მივყავართ.

- და მაინც, როგორ უნდა განვასხვაოთ ვნებიანი ლტოლვა ჭეშმარიტი სიყვარულისაგან?

- ამასთან დაკავშირებით ზენკოვსკი ბრძანებს: "თუმცა სიყვარულის გრძნობადი განცდა და სექსუალობა ერთი ფესვებიდან არიან ნასაზრდოები და მოგვიანებით წარმოიშობა მათი შერწყმის მოთხოვნილებაც, თავიდან ისინი მოძრაობენ არათუ ცალ-ცალკე, არამედ, არცთუ იშვიათად, ერთმანეთის უგულებელყოფით. სიყვარულის მოძრაობა უცხოა სექსუალობისათვის. სექსუალობა მხოლოდ ტრანსკრიფციაა სხეულის სფეროში იმისა, რაც სიყვარულის ძიებიდან მომდინარეობს. რამდენადაც ღრმაა სიყვარული, იმდენად მცირეა სექსუალობა. სიყვარული იფარავს ადამიანს სექსუალობისაგან. მას მოაქვს კეთილსურნელება, რომელიც წმენდს, ასპეტაკებს ადამიანს და ათავისუფლებს მას სექსუალური ფორიაქისაგან. ხოლო როდესაც წინა პლანზე არის წამოწეული ვნებითი გახელებები, ჩათვალეთ, რომ იქ სიყვარულს ხელი არა აქვს". თუკი ორ ადამიანს შორის არსებობს სულიერი ერთობა და მათი ურთიერთობის განმსაზღვრელი უპირველესად არის სიყვარული, შესაბამისად, ოჯახიც ჯანსაღი, მტკიცე და ერთსულოვანია. ოჯახის სიჯანსაღეზე კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია საზოგადოებისა და ქვეყნის სიჯანსაღე და წინსვლა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat