საქმიანობა აუცილებელია, მაგრამ საპატიო მიზეზი არ არის მაშინ, როცა ღმერთი გვიხმობს
საქმიანობა აუცილებელია, მაგრამ საპატიო მიზეზი არ არის მაშინ, როცა ღმერთი გვიხმობს
ეკლესია არის ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანთა მოდგმისადმი
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს: "გასული საუკუნის მეორე ნახევარში ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში უცნაური შემთხვევა მოხდა: ტექნიკის ყველა წესისა და კანონის დაცვით აგებულმა პარლამენტის მრავალსართულიანმა შენობამ უეცრად, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე, ჩაწოლა დაიწყო. თავიდან მეცნიერები ვერაფერს მიხვდნენ: ვერც გრუნტის წყლები აღმოაჩინეს, ვერც სეისმური რყევები, მაგრამ შენობა ნელ-ნელა მაინც ინგრეოდა. ბოლოს გაირკვა, რომ მისი ფუნდამენტის ქვეშ ტერმიტების უზარმაზარი არმია დაბანაკებულიყო და მრავალი წლის მანძილზე ძირს უთხრიდა ნაგებობას. რაღაც ამდაგვარი ხდება ჩვენს ეკლესიურ სამყაროშიც. გამოჩნდნენ უხილავი ძალები, რომლებმაც მიზნად დაისახეს (შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც კი) ნელ-ნელა, ჯიუტად დაამახინჯონ და დისკრედიტაცია უყონ ეკლესიის სწავლებას - ისინი შეუმჩნევლად ცვლიან და სხვა ფორმებს უნაცვლებენ მართლმადიდებლურ მენტალიტეტს. დამანგრეველი ძალები მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ისინი პირდაპირ მართლმადიდებლობის დოგმატებსა და კანონებს კი არ ებრძვიან, არამედ ცდილობენ, საკუთარი ინტერპრეტაცია მოახვიონ თავს, სხვა მნიშვნელობა მისცენ, შექმნან ადოგმატური რელიგია - ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ეკლესია - კანონების გარეშე და თანდათანობით დაარწმუნონ ადამიანები, რომ მთელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მხოლოდ გვიანდელი ზედნაშენია სახარების სწავლებაზე, რომ მთავარი და ძირითადია სიკეთე და მოწყალება, სხვა ყველაფერი კი უმნიშვნელოა. ჩნდება რეალური შიში იმისა, რომ მთელ მსოფლიოში სურთ შექმნან ახალი, ლიბერალური ქრისტიანობა, რომელშიც თვით ქრისტე წარმოდგენილია არა როგორც სოფლის მაცხოვარი, არამედ ზნეობის მასწავლებელი, რომელმაც გოლგოთის მსხვერპლის გზით კაცთა ცოდვები კი არ გამოისყიდა, არამედ მხოლოდ თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენა. მათ სურთ თავის ისტორიულ ფესვებს მოსწყვიტონ ქრისტიანობა, მოსპონ მისი მისტიკური სიღრმე და მთავარი მიზნის ღმერთთან თანაზიარების ნაცვლად სხვა მიზანი დაუსახონ: კაცთა მსახურება, სინამდვილეში კი კაცთა ვნებების მსახურება. სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები, რომ არ არის საჭირო სახარების სიტყვასიტყვით გაგება, რომ ასკეტიზმი - ესაა კაცის ბუნებაზე ძალადობა, საუკუნო სატანჯველისა და დემონების არსებობის რწმენა ავადმყოფური ფანტაზიის შედეგია; თვით სინანულსაც კი რაღაც გაუკუღმართებად, უაზრო თვითგვემად მიიჩნევენ, ხანგრძლივ ლოცვებს - დროის დაკარგვად, რომლის გამოყენებაც მოყვასის სამსახურში შეიძლებოდა და ა. შ. განსაკუთრებით მკვეთრად ეს ტენდენციები პროტესტანტიზმში გამოვლინდა. მისმა მწარე გაკვეთილმა მაინც უნდა გამოგვაფხიზლოს და გონს მოგვიყვანოს!

მართლმადიდებლობა სულიერი ჭეშმარიტებაა. ლიბერალებს არავითარი ჭეშმარიტება არ სჭირდებათ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანს უნდა შეუქმნან პირობები, რომლებშიც ყველაზე სრულად განხორციელდება მისი სურვილები, მათ შორის ვნებებიც. სახარება ის ნათელია, რომლის ატანაც უჭირთ გარყვნილებაში ჩაფლულ ადამიანებს, ამიტომ ისინი ცდილობენ ან ძალადობის გზით ჩააქრონ ეს ნათელი, ანდა ქრისტიანობის მნიშვნელობა გააუკუღმართონ. სანამ ქრისტეს სწავლება არსებობს, იგი ამა სოფლის მსაჯული და მამხილებელი იქნება. და თუ ასეა, მაშ, რომელ ცოდვილს სურს სარკეში თავისი მახინჯი სახის დანახვა, ან იმის გაგება, რომ ამქვეყნიური ფილოსოფია საღორის ფილოსოფიაა, სადაც მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ღორს ჰქონდეს სალაფავიან ვარცლთან მიახლოების საშუალება?! იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლეში ნათქვამია, რომ "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (1 ინ. 5,19). ჭეშმარიტი ეკლესია და ჭეშმარიტი სარწმუნოება მუდამ დევნილნი იქნებიან. წარმართებიც ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის პოზიციებიდან აწყობდნენ ქრისტიანების სისხლიან დევნას. ისინი ამბობდნენ, ქრისტიანები კაცთმოძულეები არიან, საკუთარ თავსაც და სხვებსაც ცხოვრების სიხარულს უსპობენო. ქრისტიანების ერთგულებას დოგმატებისადმი წარმართები ფანატიზმად თვლიდნენ. ზოგიერთ წარმართ კეისარს სურდა ქრისტეს გამოსახულება პანთეონში (ყველა ღმერთის ტაძარში) შეეტანა და დაეწესებინა მისი თაყვანისცემა, როგორც ერთ-ერთი ღმერთისა - ეს ქრისტიანობის წარმართობასთან შეერთების მცდელობა იყო. ყველაზე სასტიკი დევნის პერიოდში ქრისტიანების წინააღმდეგ, დიოკლეტიანეს დროს, ბითვინიის მმართველმა, ფელიქსმა დაწერა წიგნი, სადაც ქრისტიანებს არწმუნებდა, რომ მათსა და წარმართებს შორის არც ისე დიდი განსხვავებაა და კომპრომისულ გადაწყვეტილებას სთავაზობდა: დაე, ქრისტიანებმა თაყვანი სცენ ქრისტეს, ოღონდ მასთან ერთად სხვა ღმერთებსაც. როდესაც ფელიქსი დარწმუნდა, რომ ამ წამოწყებიდან არაფერი გამოვიდოდა, მაშინ იგი ქრისტიანთა ერთ-ერთ ყველაზე მძვინვარე მდევნელად იქცა, იქამდე, რომ თვითონ იგონებდა წამების ახალ-ახალ, დახვეწილ სახეებს და დიოკლეტიანეს კიდევ უფრო მეტი სისასტიკისკენ აქეზებდა. მოწამეთა სისხლზე დაფუძნებულმა ეკლესიამ არამცთუ გაუძლო დევნას, გამარჯვებულიც გამოვიდა. ამის შემდეგ ეკლესიის მთავარი მტრები გნოსტიკური მწვალებლობები გახდნენ. ზოგი მათგანი უკიდურეს ასკეტიზმს მოითხოვდა, რომელიც კაცის სხეულს ბოროტ საწყისსა და დემონის ქმნილებასთან აიგივებდა, ზოგი კი მეორე უკიდურესობაში ვარდებოდა: ამბობდა, რომ კაცის სული ღმრთაებრივია, ამიტომ ხორციელი ცოდვა ადამიანისთვის არსებითი არ არის. ეს იყო მოწოდება ყველაფრის ნებადართულობისკენ. ყოველგვარი სექტა მოციქულთა თავდაპირველი გარდამოცემის დამახინჯებაა, ესაა ახალი ქრისტიანობის აგების სურვილი საკუთარი წარმოდგენების საფუძველზე, სულიერის მშვინვიერში გადასვლა. რაციონალისტური სექტები თავიანთ შეზღუდულ გონებას წმინდა გარდამოცემაზე მაღლა აყენებენ; ფსევდომისტიკური სექტები სულიწმიდის მადლს მშვინვიერი, ემოციური მდგომარეობით, ფსიქიკური აღგზნებითა და ექსტაზით ანაცვლებენ. შემდეგ ჩნდება ახალი მტერი - თეოსოფია, რომელიც ამბობს, რომ ყველა რელიგია ერთი ცენტრისაკენ მიმართული რადიუსებია. თეოსოფიისთვის არ არსებობს ერთი ჭეშმარიტება და წარმართულ მრავალღმერთიანობას იმეორებს. ქრისტე ზარატუსტრასა და ბუდასთან ერთად ერთ რაკურსში განიხილება; ქრისტიანობა ცხადდება რეგიონულ რელიგიად და არა ჭეშმარიტებად ყველა ხალხისათვის. თანამედროვე ეკუმენიზმი თეოსოფიის კერძო სახეა, სადაც ტოლობის პრინციპი ჯერჯერობით მხოლოდ კონფესიებზე ვრცელდება და არა ყველა რელიგიაზე. შეიძლება გვითხრან: "გნოსტიკოსებისა და თეოსოფოსების აზრები არ არის დამახასიათებელი ჩვენი ეკლესიისათვის; ჩვენ გვწამს ქრისტე, როგორც ძე ღმრთისა და სოფლის მაცხოვარი". მაგრამ ჩვენ სხვა რამეზე გვინდა მივუთითოთ: ეკლესიის საძირკველქვეშ ტერმიტები აფუთფუთდნენ. ეკლესიური აზროვნების კოროზია უკვე დაიწყო და ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე შეიძლობა პერსპექტივად იქცეს, ჯერჯერობით შორეულ, მაგრამ მაინც პერსპექტივად, რომელიც უკიდურეს პროტესტანტულ სექტებში უკვე რეალიზებულია. როდესაც ტერმიტები შენობას ანგრევენ, თავი იმით არ უნდა დავიმშვიდოთ, რომ სრული დაქცევა ჯერ შორს არის, რომ ეს მწერები ძალიან პატარები არიან, ეკლესიის კედლები კი ძლიერი და ურყევი. დიახ, თვითონ ეკლესიას ტერმიტები ვერ მოერევიან, რადგანაც იგი ქრისტეს აღთქმებზეა დამყარებული. მაგრამ რამდენი საცთური მოვა მათი მეშვეობით ეკლესიაში? რატომ სურთ ლიბერალებს ასე დაჟინებით საეკლესიო ტრადიციის შეცვლა, გარდამოცემისგან გადახვევა, იმის შეერთება, რისი შეერთებაც შეუძლებელია: ქრისტეს სულისა და ამა სოფლის სულისა? თუ კედლიდან ერთი ქვა გადმოვარდა, უმჯობესია მეორეც გამოიღო. ამიტომ მართლმადიდებლობა არ შეიძლება შეიცვალოს ისეთ დეტალებშიც კი, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელოდ რომ გამოიყურება. მოდერნიზმი და ლიბერალიზმი ქრისტიანობის მტრები არიან, მათთან მორიგება შეუძლებელია. ყოველ დათმობას ისინი აღიქვამენ, როგორც გამარჯვებას და კიდევ უფრო გააძლიერებენ ეკლესიაზე ზეწოლას. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ლიბერალური იდეების ქადაგება ანაფორებით შემოსილმა ადამიანებმაც დაიწყეს. უკვე თვით მართლმადიდებელ სამღვდელოთა შორის იწყება პოლემიკა იმის შესახებ, რომელი სჯობს - მართლმადიდებლობა თუ კათოლიციზმი, ცხონდებიან თუ არა მაჰმადიანები, შეიძლება თუ არა ზეცათა სასუფევლის დამკვიდრება ნათლობის გარეშე და ა. შ. ეს იგივე თეოსოფიაა, ოღონდ უფრო შენიღბული ფორმით. ვინც დღეს გაცხარებით ამტკიცებს, რომ ცხონება ნათლისღების გარეშეც შეიძლება, იმან ადრე თუ გვიან ისიც უნდა თქვას, რომ შესაძლებელია ცხონება ქრისტეს გარეშე, საკუთარი სათნოებების მეშვეობით. ასე ფარისევლებსაც მიაჩნდათ, თითქოს მათ უკვე გაიმზადეს ცხონება თავიანთი კეთილი საქმეებისა და აბრაამისაგან წარმომავლობის გამო, ბოლოს კი იმით დაასრულეს, რომ არა მარტო უარყვეს, არამედ ჯვარს აცვეს კიდეც ქრისტე.


* * *
გვესაუბრება დაბა კაზრეთის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი.

KARIBCHE- ეკლესია არის სხეული ქრისტესი. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეკლესია არის ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანთა მოდგმისადმი. როგორც იუსტინე პოპოვიჩი ამბობს, ქრისტე, ღმერთკაცი, თავად არის ეკლესია. ეკლესია არის საიდუმლოდ ქრისტეს სხეული. ეკლესია არის იესო ქრისტეს, ღმერთკაცის სახელოსნო, სადაც ის კაცთა სულებს ჭედავს და ასწავლის, თუ როგორ უნდა გადარჩნენ, როგორ შეიცვალონ უკეთესობისკენ, როგორ აღადგინონ პირველქმნილი ცოდვის შედეგად დაკარგული ურთიერთობა ღმერთთან.

ჩვენ ვიცით, რომ ადამიდან მოყოლებული ვერც ერთი ადამიანი ქრისტეს ჯვარცმამდე, მის აღდგომამდე სასუფეველში ვერ შევიდა. რატომ მოხდა ეს? რადგან ადამიანი საკუთარი ძალებით უძლურია ცხონეს და გადარჩეს. ღმერთმა თავისი მოწყალებით ადამიანებს აჩუქა გადარჩენის იარაღი - ეკლესია. სწავლება გადარჩენის, ცხონების შესახებ ქრისტემ მოგვცა. უფლის მცნებები ადამიანმა საკუთარ თავზე კი არ უნდა მოირგოს, არამედ ჩვენ უნდა მოვერგოთ უფლის მცნებებს. ამ ყველაფერს კი ეკლესიაში ასწავლიან. სამწუხაროდ, დღეს ადამიანი გაამაყდა და ფიქრობს, რომ მოძღვრის გარეშე შეუძლია ცხოვრება. არადა, უმასწავლებლოდ განა შეიძლება ადამიანმა ყველაფერი ისწავლოს?

- მამაო, რა იგულისხმება გარდარჩენაში?

- გადარჩენაში იგულისხმება ღმერთთან დაკარგული ურთიერთობის აღდგენა. თუ ადამიანი არ იქნება მორწმუნე, ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის (მართლმადიდებელ ეკლესიას ვგულისხმობ) წევრი, ის უეჭველად დარჩება ღვთის გარეშე ანუ დაიღუპება. ჩვენ ვართ დაცემულები, დაღუპულები, ღვთის გარეშე ვართ და შველა გვჭირდება. ეს შველა კი ეკლესიის წიაღშია. დაკარგული ბავშვებივით ვართ. როგორც დაკარგული ბავშვი ყვირის და დედ-მამას უძახის, ასე უნდა ვყვიროდეთ. ყვირილი არის ლოცვა და უფალს უნდა ვთხოვდეთ, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს.

- რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა სრულყოფილების მისაღწევად?

- ქრისტეს გზა, ეკლიანი გზა, ჯვარცმის გზა. უფლის სავალ გზაზე ხელს ყოველთვის ღმერთი წაგვახმარს ხოლმე. პირველი ნაბიჯებისკენ უფალი თავად გვიბიძგებს. ზოგ ადამიანში ეს არის განსაცდელი, ზოგიერთში, პირიქით, სიხარული. ამას ყოველთვის ღმერთი აკეთებს. პირველი ნაბიჯები აუცილებლად ღვთისგან მოდის, დანარჩენი - ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად ყურადღებით მოეკიდება უფლის დახმარებას, იმ მადლს, რომელსაც ღმერთი ყოველგვარი სასყიდლის გარეშე გვჩუქნის. ამიტომაც არის, რომ ზოგიერთი პიროვნება დიდ სულიერ წარმატებას აღწევს, ზოგი - ნაკლებს. ზოგმა ღვთისგან მიღებული ეს პირველი ბიძგი ბოლომდე გამოიყენა, ზოგმა - არა. ყველა ადამიანი ცოდავს, მაგრამ ქრისტიანული ვაჟკაცობა ისაა, რომ საკუთარ თავში იპოვოს წამოდგომის ძალა და არ გაბოროტდეს. სცოდვით ყველა ეცემა, მაგრამ საკუთარ თავში წამოდგომის ძალა უნდა მოიძებნოს. როდესაც ღმერთი ხედავს, თუ როგორ სცილდება ადამიანი უფალს ამა თუ იმ ცოდვით, მასზე განსაცდელებს დაუშვებს მის გამოსაფხიზლებლად, რათა თავიდან დაიწყოს სწორი სულიერი ღვაწლი. ბოროტება ღვთისგან არ მომდინარეობს. ღვთის დაშვებით ამას ეშმაკი აკეთებს. სასჯელს ღმერთი იმიტომ უშვებს, რომ ეს ადამიანს სულიერად წაადგეს. ღმერთი არის სიყვარული. უფალს ყველა ადამიანი უყვარს და თუ სჯის, იმიტომაც, რომ ეს ადამიანი გონს მოეგოს, დაფიქრდეს, რისთვის არის გაჩენილი, დაფიქრდეს ცხონებაზე.

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებაში, "შეგონება ეკლესიაში სიარულის შესახებ", ვკითხულობთ: "როგორც ქარისა და ტალღებისგან დაცული ნავსაყუდელი სრულ უსაფრთხოებას ჰპირდება შეფარებულ ხომალდებს, ისე სახლი ღვთისა მასში შესულთ განარიდებს საქვეყნო საქმეთა ქარიშხალს. აძლევს საშუალებას იდგნენ მშვიდად, უსაფრთხოდ და ისმინონ სიტყვა ღვთისა. ეს სახლი არის სკოლა სათნოებისა, სასწავლებელი სიბრძნისა, მოდი ამ სახლში არა მხოლოდ მაშინ, როცა კითხულობენ წმინდა წერილს, ქადაგებენ და იკრიბებიან პატიოსანი მამანი, არა, ნებისმიერ დროს მოდი. დადექი შესასვლელთან და უმალვე ჩამოიხსნი ყოფით საზრუნავს. შეაბიჯე სტოაში და შინაგანად სულიერი ნიავის ქროლას შეიგრძნობ. ეს სიჩუმე შიშს ჩაგინერგავს და სიბრძნეს გასწავლის, გონებას გამოგიფხიზლებს და დღევანდელობაზე ფიქრის ნებას არ მოგცემს. მიწიდან ზეცაში აგიყვანს. თუ აქ მარტო ყოფნაც კი ასე სასარგებლოა, რაოდენ სიკეთეს ვიღებთ ტაძარში მოსულნი მაშინ, როცა წინასწარმეტყვენი ღაღადებენ, მოციქულნი გვახარებენ, როდესაც ჩვენ შორის მყოფობს ქრისტე და მამა ღმერთი იწონებს, რაც აქ ხდება, როდესაც სულიწმინდა გვხდის თავისი სიხარულის თანაზიარს და რამდენს კარგავენ ისინი, ვინც ამას არ ესწრებიან. მსურს ვიცოდე, ახლა სად არიან კრებულიდან განრიდებულნი, ანუ ისინი, ვინც ტაძარში არ არიან, რამ დააბრკოლა და ჩამოაშორა ამ წმინდა ტრაპეზს, ან რაზე საუბრობენ. მე კარგად ვიცი პასუხი - ისინი ან საუბრობენ უშვერ და სასაცილო რამეზე, ან გადაჰყვნენ ყოფით საზრუნავებს. ერთიც და მეორეც მიუტევებელი საქციელია და იმსახურებს ყველაზე მკაცრ სასჯელს. პირველთა შესახებ საუბარი და რაიმეს მტკიცება არც ღირს, ხოლო ისინი, რომლებიც თავს იმართლებენ საოჯახო საქმეებით, როგორც აუცილებლობით, რასაც თავს ვერ აღწევენ, ვერ მიიღებენ მიტევებას. აქ მოსასვლელად მათ კვირაში ერთხელ მოუხმობენ და ამ დროსაც არ სურთ სულიერი ამჯობინონ მიწიერს. ეს ნათლად ჩანს სახარებაში - სულიერ საქორწინო ლხინზე მიწვეულებმა მიუსვლელობის გამო მოიბოდიშეს, თურმე ერთმა იყიდა ხარები, მეორემ - მიწა, მესამემ შეირთო ცოლი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ისინი დაისაჯნენ. საქმიანობა აუცილებელია, მაგრამ საპატიო მიზეზი არ არის მაშინ, როცა ღმერთი გვიხმობს. ნეტავ ჩაგახედათ იმათ სინდისში, ვინც არ დადის ეკლესიაში. აშკარად დაინახავდით, რამდენი ჭრილობა და ეკალია მათ სულში. მიწა, რომელსაც არ ამუშავებს მიწათმოქმედის ხელები, გავერანდება და ეკალ-ბარდებით დაიფარება, ასეა სულიც - თუ ის არ სარგებლობს სულიერი რჩევებით, აღმოაცენებს ვნებების ეკლებსა და კუროსთავებს. ნეტავ შემეძლოს რამენაირად გადაგიშალოთ მათი სული - ნახავდით, რაოდენ არაწმინდა, წაბილწული, მორღვეული, დამცირებული და იმედგადაწურულია იგი. თუ ჩვენ, რომლებიც ყოველდღე ვუსმენთ წინასწარეტყველებსა და მოციქულებს, ძლივს ვიკავებთ გულისწყრომას, მძვინვარებასა და გულისთქმას, ძლივს ვიშორებთ გულიდან შურის შხამს, საღვთო წერილის მუხლების გამუდმებული გალობით ვებრძვით ვნებებს, მაგრამ მაინც ძლივს ვაოკებთ ამ მხეცებს, მითხარი, ხსნის რა იმედი შეიძლება ჰქონდეთ მათ, რომლებიც არასდროს მიმართავენ ასეთ მკურნალობას, არ უსმენენ საღვთო სიბრძნეს".

ღმერთმა მიიღო ადამიანის ბუნება. 33 წელი ჩვენს შორის იცხოვრა, როგორც უბრალო ადამიანმა, გაჭირვებასა და სიღარიბეში. მრავალი ტანჯვა დაითმინა, რათა ჩვენთვის ესწავლებინა გზა ღვთისკენ, დაეარსებინა ეკლესია, ადგილსამყოფელი, სადაც გვასწავლიდნენ გადარჩენას. ეს ყველაფერი აღასრულა ღმერთმა ადამიანებისთვის. როდესაც ადამიანი ამ ყველაფერზე უარს ამბობს და მას არაფერი სურს, განა ეს არ არის უმადურობა ღვთისადმი?

- ცხონება მონასტერში უფროა შესაძლებელი თუ საერო ცხოვრებაში?

- წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს: "მონაზვნებიც ხომ ქრისტიანები არიან და შეუდგებიან რა ამ ცხოვრების გზას, სხვა არაფრისთვის ზრუნავენ და იღვწიან გარდა იმისა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ. ასევე ერის ადამიანებიც ქრისტიანები არიან და მათაც უნდა იშრომონ იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ. ასე რომ მონაზვნები და ერის ხალხი ერთნი არიან ამ ძირეულ საკითხში". რა თქმა უნდა, მონაზვნური ცხოვრება სრულყოფილი ქრისტიანული ცხოვრებაა და ადამიანმა, რომელსაც სურს იყოს სრულყოფილი ქრისტიანი, უნდა დატოვოს ყოველივე ამქვეყნიური საზრუნავი და მხოლოდ ღმერთს მიუძღვნას თავი, ოღონდ უნდა იცოდეს, რომ ამას შეძლებს, ეს მთელი არსებით უნდა სურდეს. მართლაცდა სრულყოფილი სულიერება მონაზვნობაშია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერის ადამიანს სრულყოფილება არ მოეთხოვება. ჩვენც იგივე მოგვეთხოვება, ოღონდ ჩვენი ძალების შესაბამისად. თუ ჩვენ, ერში მყოფებს, ერთი ეშმაკი გვებრძვის, მონასტერში მყოფებს - ათასი. მათ უფრო მეტი სულიერი ბრძოლა აქვთ, ვიდრე ერის ადამიანებს, თუმცა ხილული საცდურები ერში უფრო მეტია. ცხონება კი ორივეგან თანაბრად არის შესაძლებელი.

ჩემი სურვილი იქნება, რომ ყველა ადამიანი დაფიქრდეს, რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე. არ გავაჩუმოთ შინაგანი ხმა, რომელიც ღმერთისკენ მოგვიწოდებს. ვიფიქროთ, რატომ შეგვქმნა ღმერთმა და რა გველის გარდაცვალების შემდეგ. კარგი იქნება, თუ ადამიანები კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდებიან მაცხოვარს და უფლის წიაღში იცხოვრებენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat