მოწყალების საქმეები
მოწყალების საქმეები
ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა მოწყალების საქმეების აღსრულებაა. ქრისტიანი კაცი დღენიადაგ უნდა ზრუნავდეს გაიმრავლოს მოწყალების საქმეები. მოწყალების საქმეთაგან ზოგი ხორცს განეკუთვნება, ზოგი - სულს. ე.ი. არსებობს ხორციელი და სულიერი მოწყალების საქმეები. როგორც ხორციელი, ასევე სულიერი მოწყალების საქმე არის შვიდი.

ხორციელი მოწყალების საქმეები
როგორც ვთქვით, არსებობს ხორციელი მოწყალების შვიდი საქმე. პირველი და მეორე საქმენი ხორციელი მოწყალებისა არის მშიერთა დაპურება და მწყურველთა სმევა - ანუ იმ ადამიანთა შეწევნა, რომელთაც მატერიალური თუ ხორციელი უძლურების გამო არ შესწევთ უნარი შიმშილი და წყურვილი მოიკლან. მათ შეიძლება შევეწიოთ საკვების მიწოდებით, გარკვეული თანხის გაღებით... მთავარია, ამგვარი მოწყალება გავიღოთ პატიოსანი შრომით მიღებული შემოსავლიდან.

მესამე საქმე ხორციელი მოწყალებისა არის შიშველთა შემოსვა. ფაქტობრივად მოწყალების ეს საქმეც უპოვართა და ღატაკთა შეწევნას გულისხმობს. ასეთ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ არა მარტო საზრდელის მიწოდებითა და თანხის გაღებით, არამედ შესამოსლის მიწოდებითაც, რათა შეძლონ თავიანთი სიშიშვლის დაფარვა.

მეოთხე საქმე ხორციელი მოწყალებისა არის საპყრობილეში, პატიმრობაში მყოფთა მონახულება. მოწყალების ეს საქმე ადამიანისგან ითხოვს, ისე ინახულოს და იზრუნოს პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე, რომ არ გამოიძიოს, რა დანაშაულისთვის იხდის იგი სასჯელს. ჩვენი მოვალეობაა მივიდეთ, მოვინახულოთ და ვანუგეშოთ ისინი, რათა სასო არ წარეკვეთოთ. ამასთან, არავინ იცის, ხვალ რა ელის, შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს მათ ადგილას ნებსით თუ უნებლიეთ. ნებისმიერ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი იმსახურებს თანადგომას, გამხნევებასა და პატივისცემას.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ცოდვილების მიმართ ეკლესიაშიც არსებობს სხვადასხვა საეკლესიო სასჯელი კანონის სახით, ეკლესიის დამოკიდებულება ნებისმიერი დამნაშავისა და ცოდვილის მიმართ ერთგვარია - ყველას იწყალებს, ყველას გულში იკრავს.Yყველა ადამიანი ხომ ღვთის შვილია და ეკლესია ერთნაირად ზრუნავს ყველა მათგანზე, ერთნაირად ცდილობს ყველას დახმარებას და ხსნას. ჯვარცმული ავაზაკის მაგალითი გავიხსენოთ, რომელიც პირველი შეიყვანა უფალმა სასუფეველში, რადგან ჯვარზე გაკრულმა შეიმეცნა თავისი სულიერი, ცოდვილი მდგომარეობა, სინანული გაუჩნდა და უფალისკენ მიაპყრო მზერა. ბევრი პატიმარი სწორედ პატიმრობის პერიოდში აცნობიერებს თავის ცოდვებს, თავისი არასწორი ცხოვრების წესს და მიდის ჭეშმარიტებამდე, მეტიც, მადლობენ უფალს, რომ ამგვარი განსაცდელი დაუშვა მათზე, რათა ღმერთამდე მისულიყვნენ.

მეხუთე საქმე ხორციელი მოწყალებისა არის სნეულთა მიხედვა. არა მხოლოდ ჩვენს ახლობლებსა და ნაცნობებს უნდა შევეწიოთ, დავეხმაროთ სნეულებაში ყოფნის ჟამს, არამედ სრულიად უცხო ადამიანებსაც. თუკი სადმე მოგვიხდება ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან შეხვედრა, უპირველესად უნდა ვანუგეშოთ იგი საუბრით და გულითადად თანავუგრძნოთ. ამასთან სნეულებაში მყოფ ადამიანს უნდა შევახსენოთ, რომ სნეულება უფლისგან მიცემული წამალი - წყალობაა მისი სულის საცხოვნებლად, ამიტომ მადლერებით უნდა დაითმინოს და ადიდოს უფალი. შევახსენოთ, რომ ავადმყოფობის მოვლინებით უფალი ზოგჯერ უფრო დიდი განსაცდელისგან გვიცავს და გვიფარავს. გარდა ამისა, მოვალენი ვართ ვილოცოთ სნეულებაში მყოფი მოყვასისთვის პირადი ლოცვების დროს თუ ეკლესიის მიერ დაწესებული კერძო და საზოგადო მსახურებების გზით - მის სახელზე ჯანმრთელობის პარაკლისის შეკვეთით, წირვაზე მოხსენიებით... ვიზრუნოთ მიიღოს წმინდა ზიარება და მათზე აღესრულოს ზეთისკურთხევის საიდუმლო, რაც ყველაზე მეტად დაეხმარება თავი დააღწიოს სულიერ და ხორციელ უძლურებებს.

მეექვსე საქმე ხორცელი მოწყალებისა არის უცხოს (მწირის) შეფარება საკუთარ სახლში, თუკი ამის საჭიროება დადგება. ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანი მოგვადგება კარზე და ჩვენგან თავშესაფარს ითხოვს. განსაკუთრებით სიყვარულით უნდა მვიღოთ საკუთარ სახლში ჩვენთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც წმინდა ადგილების მოსალოცად მოგზაურობენ და მოსასვენებლად დასახლებულ ადგილებში ჩერდებიან.

მეშვიდე საქმე ხორციელი მოწყალებისა არის მიცვალებულთა დამარხვა. მოწყალების ეს საქმე ჩვენგან ითხოვს ვიზრუნოთ მიცვალებულის სხეულის მოვლაზე, გაპატიოსნებასა და დაკრძალვაზე, თუკი ამის საჭიროების წინაშე დავდგები, ისე, რომ არ გამოვიძიოთ, რომელი აღმსარებლობის, მიმდინარეობის მიმდევარი იყო გარდაცვლილი. შესაძლოა ამგვარი ფაქტის წინაშე დავდგეთ ბრძოლის დროს, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს გვერდით გარდაიცვლება უპოვარი ადამიანი, რომელსაც ახლობელი არ ჰყავს... თუკი ვიცით, რომ გარდაცვლილი მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო, უნდა ვიზრუნოთ, რომ მასზე აღესრულოს ყველა ქრისტიანული წესი.

სახარების თანახმად, უფალი არაერთგზის გვაუწყებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამანის სულის ცხონებისთვის, სასუფეველში დამკვიდრებისთვის მოწყალების - ქველი, კეთილი საქმეების აღსრულებას. "ცხვრებისა და თიკნების" იგავით პირდაპირ გვეუბნება, რომ საყოველთაო განსჯა სწორედ ჩვენ მიერ ქმნილი ხორციელი მოწყალების საქმეების აღსრულება-არაღსრულების მიხედვით მოხდება. ის ადამიანები, რომლებიც აღასრულებდნენ ხორციელი მოწყალების საქმეებს, დადგებიან მარჯვნივ უფლისა, დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ისინი კი, ვინც არ შეეწეოდა უპოვართ და უძლურთ, არ ზრუნავდა სნეულებზე, პატიმრობაში მყოფებზე, სამუდამო სატანჯველში აღმოჩნდებიან.

ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი ქველი საქმეებით ცხონდება. მაცხოვნებელი არის მხოლოდ უფალი, მაგრამ ჩვენი ქველი საქმეები უნდა იქცეს ღვთის წინაშე ჩვენი ცხონების საბაბად, მიზეზად. თუკი ჩვენ კეთილ საქმეებს ვაკეთებთ, აღვძრავთ უფალს იმისათვის, რომ შეგვიწყალოს და გვაცხოვნოს. უფალი ხომ ყველა ადამიანის ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას.

სულიერი მოწყალების საქმეები
პირველი საქმე სულიერი მოწყალებისა არის ცოდვილის ცოდვისგან ჩამოშორება, მისი ჭეშმარიტებისკენ შემობრუნება, თუმცა მოწყალების ამ საქმის აღსასრულებლად ადამიანი, უპირველესად, თავად უნდა განიწმინდოს ცოდვებისგან და იცხოვროს ჭეშმარიტად ეკლესიური ცხოვრებით, რათა მისი ცხოვრების წესი ცოდვაში მყოფთათვის მისაბაძ მაგალითად იქცეს.

მეორე საქმე სულიერი მოწყალებისა არის უსწავლელთა და უბირთა დამოძღვრა. მოწყალების ამ საქმეს ის ადამიანები აღასრულებენ, რომლებმაც კარგად იციან ქრისტიანული სჯული.

მესამე საქმე სულიერი მოწყალებისა არის კეთილი რჩევის მიცემა მათთვის, ვინც ამას საჭიროებს, რაც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებას, მათთვის გამოსავლის პოვნას გვავალდებულებს.

მეოთხე საქმე სულიერი მოწყალებისა არის ლოცვა მოყვასისთვის. მოწყალების ეს საქმე ერთურთისთვის ლოცვას, ლოცვით შეწევნას გვავალდებულებს. კაცთმოყვარეობის ეს მოვალეობა უპირველესად სასულიერო პირებს ევალებათ, შემდეგ კი ერისკაცებსაც.

მეხუთე საქმე სულერი მოწყალებისა არის დამწუხრებულის ნუგეშისცემა. მოწყალების ეს საქმე უპირველესად იმას გვავალდებულებს, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი ადამიანის მწუხარებაში ჩავარდნისა. ამასთან, უნდა შევეწიოთ და ნუგეში ვცეთ ცოდვათა, მძიმე სნეულებისა თუ სხვა გასაჭირის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანს და ვეცადოთ მათ ამ მდგომარეობიდან გამოყვანას, ლოცვით, შეგონებითა თუ სხვა სახის შეწევნით, რასაც ისინი საჭიროებენ.

მეექვსე და მეშვიდე საქმეები სულიერი მოწყალებისა არის წყენის მოთმინებით გადატანა და მაწყინართა მიტევება. მოწყალების ამ საქმეებს მაშინ აღვასრულებთ, როდესაც უფლის გამო დავითმენთ წყენას - მოყვასისგან მოყენებულ შეურაცხყოფას და გულით მივუტევებთ მოყვასს, ნებისმიერ ადამიანს ჩვენ წინაშე ჩადენილ შეცოდებებს. გავიხსენოთ, რას ეუბნება მაცხოვარი პეტრე მოციქულს, როდესაც მან ჰკითხა: "უფალო, რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს მიმართ რომ შესცოდოს? შვიდჯერ?" უფალი მიუგებს: "არა გეტყვი შენ, ვიდრე შვიდ გზამდია, არამედ სამოცდაათშვიდგზის". ეს ნიშნავს, რომ მოყვასს წყენა უნდა მივუტევოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო გახდება. როდესაც ჩვენ ყოველდღიურად წარმოვთქვამთ "მამაო ჩვენოს", რომელიც მაცხოვარმა ასწავლა მოციქულებს, უფალს ერთ-ერთ მუხლში შევთხოვთ - მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთაო. დანარჩენი მუხლები ლოცვისა არის თხოვნა უფლისადმი, მხოლოდ ეს ერთი მუხლია მოვალეობა ადამიანისა, სადაც მართალია უფალს შევთხოვთ მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები, მაგრამ შემდეგ მივმართავთ - ისე მოგვიტევოს, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვებს. ე.ი. თუკი შევთხოვთ, ყველაფერს მოგვცემს უფალი, მხოლოდ ცოდვებს, ბრალეულობებს არ მოგვიტევებს, თუკი ჩვენ არ მივუტევებთ და ვაპატიებთ ადამიანებს ჩვენს წინაშე ჩადენილ დანაშაულსა და წყენას. უფალი მაშინ იქნება გულმოწყალე და მიმტევებელი ჩვენ მიმართ, თუკი ჩვენ თვითონვე არ გამოვავლენთ ამ თვისებებს. როგორც მამები ბრძანებენ, ყველაზე მოკლე გზა სასუფევლისკენ არის "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები", "მიუტევე და მოგეტევება". ამ მდგომარეობას რომ მივაღწიოთ, შემცოდე მოყვასის სიყვარული, მაწყინართათვის ლოცვა უნდა ვისწავლოთ. ამის მიღწევა ძნელია, მაგრამ თუ კაცი მოინდომებს და უფალს მოუხმობს შემწედ, შეუძლებელი არაფერია. შესაძლოა ვბრაზობდეთ კიდეც შემცოდე მოყვასის მიმართ, მაგრამ თავი უნდა ვაიძულოთ და ლოცვად დავდგეთ. ღმერთს შევთხოვოთ მაწყინართა და ჩვენს წინაშე შემცოდეთა მიტევების უნარის მონიჭება. უფალი აუცილებლად შეგვეწევა. როდესაც ლოცვას ვიწყებთ, ჩვენი გონება თავისუფლდება ბოროტი აზრებისგან უფლის ანგელოზების შეწევნით და თავისთავად ვმშვიდდებით. ჩვენი ლოცვის წყალობით თავად მაჭირვებელთაც დაიცავს უფალი კაცთა მაჭირვებელი საქციელისგან.

წყენის დათმენა და ჩვენ წინაშე შემცოდე მოყვასის მიტევება რომ ვისწავლოთ, ამ მდგომარეობამდე ავმაღლდეთ სულიერად, ამისათვის საუკეთესო საშუალებაა გარდაცვალებისა და საშინელი სამსჯავროს ხსოვნა, როდესაც ჩვენ მიერ ქმნილი ყველა საქმე და წარმოთქმული თითოეული სიტყვა მოგვეკითხება. კარგია საკუთარი ცოდვებისა და სულიერი უძლურების გახსენებაც, ასევე იმ კეთილი საქმეების გახსენება, რომელიც მაწყინართ ჩვენთვის გაუკეთებიათ და შესაძლოა მომავალშიც მრავლად გაგვიკეთონ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat