ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ სჭირდება და მხოლოდ თავისი თავის იმედი აქვს
ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ სჭირდება და მხოლოდ თავისი თავის იმედი აქვს
ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
- ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ სჭირდება და მხოლოდ თავისი თავის იმედი აქვს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი. ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, მას ეშმა ამარცხებს. ვისაც უფლის ნების შეცნობა სურს, უპირველესად საკუთარი ნება უნდა ჩაიკლას, ილოცოს და რწმენით, არამზაკვრული უბრალოებით, შემუსვრილი გულით, უყოყმანოდ ჰკითხოს მოძღვარს და ძმებს და მათი რჩევები ღვთის მიერ წარმოთქმულად მიიღოს, თუნდაც მისი განზრახვის საწინააღმდეგო იყოს ან მოპასუხე სულიერებით არ გამოირჩეოდეს, რამეთუ უფალი უსამართლო არ არის და არ დაუშვებს, რომ სულები, რომელებიც რწმენით და თავმდაბლობით დაემორჩილნენ მოყვასის რჩევას და მსჯავრდებას, შეცდნენ. მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას. თუ თავშეუკავებელი ხარ და ავხორცობისკენ მიდრეკილი, მაშინ მასწავლებელი შენი მოსაგრე და საკვების მიღებაში ულმობელი უნდა იყოს და არა სასწაულთმოქმედი და ისეთი, რომელიც მზადაა, ყველა შეარიგოს და ტრაპეზი გაუშალოს. თუ ქედმაღალი ხარ, მაშინ მოიძიე მკაცრი მოძღვარი. არ უნდა ვეძებდეთ წინასწარმეტყველ და ნათელმხილველ მოძღვარს, არამედ უწინარეს ჩვენი ზნის და სულიერი უძლურების შესაბამის თავმდაბალ და ბრძენ მასწავლებელს. თუ შენთვის უცნობ მკურნალთან და უცნობ სამკურნალოში აღმოჩნდი, ფარულად დააკვირდი იქ მყოფთა ცხოვრებას და სულიერ გამოცდილებას. თუკი იგრძნობ შენი უძლურებისთვის სასარგებლოს, ან თუ იპოვი მათ შორის, რასაც ეძებ, ანუ სულიერი ამპარტავნების მკურნალობას, მაშინ დაემორჩილე მათ და ანგელოზების თანდასწრებით გაანადგურე შენი ნების ქარტია. ჭეშმარიტი მწყემსი ისაა, ვისაც ძალუძს დაღუპული სიტყვიერი ცხვრების დასჯა და გამოსწორება გულმოდგინებით, გულკეთილობითა და ლოცვით. ჭეშმარიტი მასწავლებელი ისაა, ვინც ღვთისგან უშუალოდ მიიღო სულიერი გონების წიგნი, ჩაიბეჭდა გონებაში და სხვა წიგნები არ სჭირდება. როცა სულიერი მკურნალი ასეთ სიბრძნეს ღვთისგან შეიცნობს, ის ამარცხებს ვნებებს, რომლის განკურნება ბევრმა ვერ შეძლო.

მკაცრი სიტყვით მიმართავს მწყემსი იმ ცხვრებს, რომლებიც სიზარმაცის ან ნაყროვანების გამო ჩამორჩნენ ფარას, რადგან ესეც კეთილი მწყემსის თვისებაა.

რამდენადაც მოძღვარი თავის თავში ხედავს როგორც მორჩილთა, ასევე საერო ადამიანების რწმენას, იმდენად ის მოვალეა სიფრთხილით მოეკიდოს ყველაფერს იმას, რასაც აკეთებს ან ამბობს, რადგან იცის, რომ ყველა მას უყურებს, როგორც მაგალითს, და მისგან ყველაფერს იღებს, როგორც წესსა და ჭეშმარიტებას.

ღვთის სამსაჯავროზე მოძღვრის ფიქრში გავლილი ცოდვა მიიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე მორჩილის მიერ საქმით ჩადენილი ცოდვა, მებრძოლის მიერ ჩადენილი დანაშაული ხომ უფრო მსუბუქია, ვიდრე მხედართმთავრის ბოროტმზრახველობა.

ჭეშმარიტ მოძღვარს სიყვარული გიჩვენებს, რადგანაც სიყვარულის გამო იტვირთა ჯვარცმა უდიდესმა მწყემსმა.

***
ვისაც სურს მოძღვრის მიმართ ურყევი რწმენა შეინარჩუნოს, არ უნდა დაივიწყოს და გულში შეინახოს მისი სათნოებები, რომ მათი გახსენებით ეშმაკებს ბაგეები დაუხშოს, როცა შთაგვაგონებს მათდამი ურწმუნოებას. რამდენადაც გულში რწმენა ბუდობს, იმდენად სხეული მსახურებაში წარმატებას აღწევს, ხოლო ვინც რწმენაში დაბრკოლდა, ის უკვე დაეცა, რადგან "ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს" (რომაელთა 14,23). თუ გულისთქმა გაცდუნებს, გამოსცადო ან განიკითხო შენი მოძღვარი, მაშინვე უკუაგდე ასეთი გულისთქმა, უთხარი: "ჰეი, მაცდუნებელო! მოძღვარი ჩემი განმსჯელია და არა მე მისი: მან მიიღო ეს უფლება და არა მე".

ვინც თავის მოძღვარს დღეს ემორჩილება და ხვალ არა, მსგავსია იმ ადამიანისა, რომელიც თავის სნეულ თვალს ხან საკურნებელ მალამოს უსვამს, ხან კირს.

წმინდა მამები ფსალმუნებს იარაღს უწოდებენ, ლოცვას - კედელს, უბიწო ცრემლებს - განბანას, ხოლო ნეტარ მორჩილებას აღმსარებლობას, რომლის გარეშე ვერც ერთი ვნებებით აღსავსე ადამიანი უფალს ვერ იხილავს.

როცა მოძღვარი გამუდმებით გამხელს და შენ შეიგრძნობ, რომ მეტად გიყვარდება და მეტი რწმენა გიჩნდება მისდამი, იცოდე, სულიწმინდა შეუცნობლად დამკვიდრდა შენში და ძალი მაღლისა გეწვია.

***
ნუ იფიქრებ, რომ უხერხულია აღსარების ჩაბარებისას შენი სულის მხსნელის, მოძღვრის, როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მინახავს, რომ მსჯავრდადებულებს თავიანთი მწუხარე და საცოდავი იერით, გულწრფელი აღიარებით და დაბეჯითებითი თხოვნით შეურბილებიათ მოსამართლის სიმკაცარე და მისი რისხვა შეწყნარებით შეუცვლიათ. ამიტომაც იოანე ნათლისმცემელი მასთან მოსულებისგან ნათლისღებამდე ითხოვდა აღსარებას, რომელიც მას კი არ ესაჭიროებოდა, არამედ ადამიანების გამოხსნას.

ეშმაკი ხშირად შთაგვაგონებს, ან არ ჩავაბაროთ აღსარება სულიერ მამას, ან საკუთარი ცოდვა სხვას გადავაბრალოთ.

ვინც თავის მოძღვარს გულახდილად განუცხადებს ყველა ცოდვას, ის მის მიმართ ჭეშმარიტ რწმენას ავლენს, ხოლო ვინც რაიმეს ფარავს, ის ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაეხეტება.

ვინც სინდისი განიწმინდა თავისი მოძღვრის მორჩილებით, მას უკვე სიკვდილის არ ეშინია და ყოველდღე, როგორც ძილს ან, უკეთ რომ ვთქვათ, როგორც სიცოცხლეს, ელოდება მას და ზუსტად იცის, რომ სხეულიდან სულის გასვლისას მოძღვარს და არა მას მოეთხოვება პასუხი. ეს კარგადაა ცნობილი მათთვის, ვინც გადაუხვია ამ მორჩილების გზას და მოგვიანებით მიხვდა, სად იმყოფებოდა.

***
გვესაუბრება კიკეთის წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია ჯაღმაიძე:

- შინაგანი მორჩილება მოძღვრისადმი ხდება სწორედ ის საშუალება, რომლითაც უფალმა შეიძლება ადამიანი არასწორი გზიდან სწორ გზაზე გადაიყვანოს. მოძღვრისადმი მორჩილებას შეუძლია ადამიანი სწორ გზაზე დააყენოს და ადამიანმა ახალი ცხოვრების დაწყება შეძლოს. მოძღვარს ძალიან დიდი როლი აკისრია. მეგობარი გვყავდა სქემარქიმანდრიტი ანტონი (რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა). როცა სასულიერო საემინარიისა და აკადემიის სტუდენტები ვიყავით, დავით წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იღუმენი მაკარი გახლდათ. მამაოს საუბრიდან მნიშვნელოვანი სიტყვები დამამახსოვრდა - უფალი ცდილობს, რომ გზასაცდენილები ეკლესიას დაუბრუნოს. უფალს არავინ ემეტება დასაღუპავად, ამიტომ ადამიანს არასწორ გზაზე სიარულის ჟამს უფალი უქმნის წინააღმდეგობას და თუკი ეყო გულისხმიერება და გამოიცნო ღვთის განგება, ის აუცილებლად ეკლესიაში მოხვდება, არ ასცდება ეკლესიის გზას. აქაც მოძღვრის სიტყვას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. უანგაროდ, სიყვარულით ნათქვამი სიტყვა მადლის მატარებელია. ის ღვთის ნებასთან არის თანაზიარი. ადამიანის გულში მოხვედრილი სიტყვა აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს. უპირველესია, მოძღვარმა სწორი მიმართულება მისცეს მრევლს, ყველაზე უმთავრესი რამ ასწავლოს - უფალთან ურთიერთობა და რომ ადამიანი ღვთისგან არა ამქვეყნიურ კეთილდღეობას ელოდოს, არამედ მოთმინებითა და ღვთის ნების ძიებით, მარხვით, ლოცვით ცდილობდეს სულიერ სრულყოფას. სრულყოფილებისკენ სვლა კი ქრისტიანისთვის ნიშნავს ვნებებისგან განკურნებას და მადლის მიღებას.

იგივე მამა ანტონის სიტყვები მახსენდება, რომ მოძღვრის მისია გახლავთ, რომ ეკლესიის წიაღში მოსული ადამიანი ეკლესიის წიაღში უნდა შეინარჩუნო, რადგან შემთხვევით არ ჩაგიგდო ღმერთმა ეს ადამაინი და მოძღვარმა ბოლომდე უნდა მიხედო, აღსარებისა და ზიარებისკენ წარმართო მისი შემდგომი ეკლესიური ცხოვრება. როცა ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, უნდა შეეცადოს განთავისუფლდეს მავნე ჩვევებისგან, ვნებებისგან.

- მომავალი თაობის აღზრდაში დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვარს...

- მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი მოძღვრობა დაიწყო ინტენსიური მუშაობით ნარკოტიკების და ალკოჰოლის, აზარტული თამაშებით დაზიანებული ადამიანების მოჭარბებული მოსვლით. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარში დავიწყეთ ღვთისმშობლის შეუსმელი ბარძიმის ხატის პარაკლისის შესრულება. ვფიქრობ, ადამიანის შველა, რომელიც ჩაძირული არის რაღაც მანკიერ ვნებებში, ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმითაც, რომ მისი მიბაძვით სხვები არ დაზიანდნენ. კარგად აღზრდილი ბავშვიც შეიძლება მოხვდეს ამ საცდურში. ჩვენ ვნახეთ რეალურად ეს ყოველივე. ამ კერების აღმოფხვრა პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. შეიძლება უფრო მეტი ინტენსიურობით.

მოძღვრის როლი სწორედ ის არის, რომ უნდა განკურნოს ადამიანის სული და ადამიანის ცხოვრება ისე უნდა წარმართოს, რომ ღმერთმა განკურნოს მისი დაზიანებული სული. მოძღვარი ამ შემთხვევაში ერთგვარი შემსრულებელი და ღვთის ნებისა და მადლის გამტარებელია.

ქციის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ხარიტონი (არეშიძე):

KARIBCHE- მოძღვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოძღვარი აქაურებისთვის ნუგეშისცემა, სიბნელეში ნათლის სხივის გამოჩენაა.

მოძღვარი არის მრევლის მწყემსი, რომელიც მათ მიუყვება ღვთის გზაზე. მრევლს ნდობა და რწემა აქვს მოძღვრის მიმართ. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც არ ჰქონდათ ასეთი დამოკიდებულება, ღმერთის სწამდათ, სჯეროდათ, მაგრამ მოძღვართან ყოველთვის პრობლემა ჰქონდათ. როგორც მოძღვარს, მიმაჩნია, რომ ჭირშიც და ლხინშიც ჩემი მრევლის გვერდით უნდა ვიყო. ვცდილობ, ბობოქარი ზღვიდან მშვიდ ზღვაში გადავიყვანო. მოსახლეობაში მოძღვრის სახით სიახლე შემოვიდა. მათში ახალი ცხოვრება დაიბადა და ახალი ცხოვრება დაიწყეს. ნებისმიერი ასაკის, რჯულის წარმომადგენლებთან მიწევს ურთიერთობა. ადამიანებს ბევრი რაღაცები გვაქვს ისეთი, რითიც მოგვაქვს თავი. როდესაც მოგვაქვს თავი, ნაკლებად ვხედავთ საკუთარ პრობლემებს და საკუთარ მდგომარეობას. ბევრ სისუსტეს ვხედავ საკუთარ თავში. მადლობა მინდა შევწირო ღმერთს ყველაფრისთვის, მადლობა ჩვენს მრევლს, სოფელს, თვითოეულისგან ცხოვრებას ვსწავლობ და დიდ გამოცდილებას ვიძენ.

ლოცვა მიყვარს და ვცდილობ, მრევლსაც შევაყვარო. ლოცვიდან უკვე სულიწმინდის მადლი, სიყვარული შემოდის. ღვთის თესლი ქვასაც კი გაადნობს და გაალღვობს. ამის მწამს და მჯერა და მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ხელით, მწირი ცოდნით ამხელა პასუხისმგებლობაც დამაკისრა ღმერთმა და ამხელა ნდობა გამოამჟღავნა ჩემ მიმართ. მადლობა მინდა გადავუხადო მამა დიონისეს (გვიმრაძე), რადგან ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. მადლობა თქვენ, რომ ჩამობრძანდით, ძალიან დიდი შრომაა და ღმერთმა შეგიწიროთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat