მშვიდნი და მშვიდობისმყოფელნი
მშვიდნი და მშვიდობისმყოფელნი
სიმშვიდე ღვთაებრივი ნიჭია, გულგრილობა კი - სიყვარულის ნაკლებობა
ათ მცნებასთან ერთად ქრისტიანებს მოცემული გვაქვს ცხრა ნეტარება , რომელთა მეშვეობითაც გვმართებს სულიერი ცხოვრების წარმართვა, განღმრთობისკენ, ღვთის მსგავსებისკენ სწრაფვა. ერთ-ერთი სათნოებათა გახლავთ სწორედ სიმშვიდე და მშვიდობისმყოფელობა.

მამა იოანე კრესტიანკინი ბრძანებს: "სხვისთვის მშვიდობის მოფენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საკუთარ თავში დაამყარა მშვიდობა. სწორედ ამიტომ გვმართებს ქრისტიანებს ყოველი ძალით სულიერი მშვიდობის შენარჩუნება. რით ირღვევა მშვიდობა გულისა? - ვნებებით! მათ შორის უპირველესია მრისხანება. სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად ვალდებულნი ვართ თავი იმ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, რომ ვერაფერმა შეგვიშფოთოს სული. თუ ქრისტესმიერი ცხონების გზით სიარული გვსურს, ყოველგვარი მწუხარების, გინების, ცილისწამების, შევიწროების მიმართ გვმართებს ვიყოთ ყრუ, ბრმა და უგრძნობელი. ხოლო თუ შეუძლებელია აუღელვებლად დათმენა განსაცდელისა, მაშინ ენას უნდა ამოვდოთ ლაგამი, როგორც ამას დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე" (ფს. 76,5). სულის მშვიდობა რომ შეინარჩუნო, უნდა განდევნო დარდი და შეეცადო გქონდეს სული მხიარული. ზირაქის ბრძენი ვაჟი ამბობს: "მრავალი არს მოწყლული დარდისაგან, მაგრამ სარგებელი მათი არა რაი არს" (ზირაქ. 30,25)".

ამ საკითხზე გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი.

- რატომ იწოდებიან მშვიდობისმყოფელნი ღვთის ძეებად?


- მშვიდობისმყოფელს განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქცია ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლაში. ასეთი ადამიანი მშვიდად და მყუდროებით ცხოვრობს, ცდილობს, არა მხოლოდ თვითონ იქონიოს კეთილგანწყობილი და უშფოთველი ურთიერთობა მოყვასთან, არამედ თავისი კეთილგონიერი და სამართლიანი შუამდგომლობით ურთიერთშუღლსა და მტრობაში მყოფთ შორისაც აღმოფხვრას უთანხმოება და სიმშვიდე და სიყვარული დაამყაროს.

ვიცით, რომ ძე ღვთისა დედამიწაზე უპირველესად იმისთვის მოვიდა, რომ ადამიანი ღმერთთან შეერიგებინა. მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით ადამის მოდგმას გაეხსნა სასუფევლის კარი და სამარადისო სიმშვიდე და მშვიდობა დამყარდა. ასე რომ, ვინც მშვიდობას ჰყოფს სიტყვით, საქმითა თუ სხვა სახის ქმედებით - ყველაზე მეტად ემსგავსება უფალს. ამიტომაც იწოდებიან ასეთნი ღვთის შვილებად. "უფალი იმიტომაც უწოდებს მშვიდობისმყოფელს ძეს ღვთისას, რომ ადამიანთა საზოგადოებისათვის ასეთი სიმშვიდის მომტანი ხდება ჭეშმარიტი ღმერთის მიმბაძველი" (გრიგოლ ნოსელი).

- მართალია, გამოხსნის შემდეგ ადამიანებსა და უფალს შორის კვლავ დამყარდა მშვიდობა, მაგრამ ალბათ იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი სურვილი აქვს თითოეულს ღვთის ამ უდიდესი მადლისა და წყლობის მოპოვებისა და გამოყენებისა...

- თქვენი ნებართვით მოვიხმობ ამგვარ შედარებას: მაცხოვრის ნათლისღებით მთელმა კაცობრიობამ ნათელიღო, მაგრამ თითოეული ადამიანიც პირადად უნდა მოინათლოს, ნათელღებულ კაცობრიობას ყველა ჩვენგანი პირადად ჩვენზე აღსრულებული ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობითაც უნდა შეუერთდეს.

- წმინდა წერილიდან ვიცით, რომ პირველი შფოთი და განხეთქილება ზეცაში, ანგელოზთა სამყაროში მოხდა...

- ზეცაში ასეთი რამ ერთადერთხელ მოხდა, ამის შემდეგ ზეციურ სამყაროში მშვიდობა აღარავის დაურღვევია. პირველად წინააღმდეგობის სული ერთ-ერთ მთავარანგელოზში შევიდა, რისი მიზეზიც ამპარტავნება გახლდათ - მან ისურვა ღმერთისთვის გაეტოლებინა თავი, მისი სულიერი მდგომარეობა ღვთაებრივ სიყვარულსა და სიმართლეს ასცდა და უდიდესი პატივმოყვარეობით განიმსჭვალა. ბრწყინვალე ქერუბიმი იქცა სატანად ანუ წინააღმდგომად - ღვთის მოწინააღმდეგედ. დაცემული მთავარანგელოზი და მისი მომხრე ანგელოზები ზეციდან განიდევნენ და, როგორც მოგახსენეთ, ზეცაში კვლავ მშვიდობა დამყარდა.

როცა უფალმა ადამი და ევა შექმნა, ეშმაკს შეშურდა მათი - ისინი ხომ სამოთხეში სრულ ნეტარებაში ცხოვრობდნენ, რომლის მიზეზიც ღმერთთან ერთობა და ღვთაებრივი მადლი იყო. ახლა უკვე ადამიანს დაუწყო ბრძოლა, რათა ისიც სამოთხის გარეშე დაეტოვებინა. მიაღწია კიდეც მიზანს, ადამიანი თავისი ნებისკენ მიდრიკა - ადამი დაეცა და სამყაროშიც ყველაფერი შეიცვალა.

ზოგადად, ეკლესია ნაკლებად საუბრობს ზეცაზე; იგი გვაუწყებს, თუ როგორ ვიცხოვროთ დედამიწაზე, რათა ზეციური სასუფეველი მოვიპოვოთ. ზეციური სამყარო ენით აღუწერელია, ადამიანის გონება მას ვერც წარმოიდგენს. სასუფეველი, სულიერი, კეთილი სამყარო სათნოებებითაა აღსავსე.

- რამდენად აუცილებელი პირობაა სასუფევლის მოსაპოვებლად მშვიდობისმყოფელობა?

- მცნებების დამრღვევი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. თუნდაც თვითონ პიროვნება არ იყოს შფოთისა და მტრობის ჩამომგდები, თუკი სხვებს შორისაც არ ცდილობს იგი მშვიდობის დამყარებას - ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. აღარაფერს ვიტყვი ძმათა შორის მტრობის მოსურნეებზე...

- მშვიდობისმყოფელი რომ გახდე, უპირველესად ალბათ საკუთარ სულსა და გულში უნდა მოიპოვო სიმშვიდე... შეიძლება, თავად არ გქონდეს სიმშვიდე და იყო მშვიდობისმყოფელი?

- თუ დავუკვირდებით, მშვიდი ადამიანის გარშემო მუდამ სიმშვიდე იმკვიდრებს. სიმშვიდე უძლიერესი იარაღია ქრისტიანისა. ამ სათნოების მფლობელი თვით დაცემული ანგელოზის წინაშეც კი მშვიდია და ამ სიმშვიდით ამარცხებს ბოროტ სულს. ერთ-ერთი წმინდა მამა თავის სენაკში შევიდა და საწოლზე მწოლი ეშმაკი იხილა. ადგა და მშვიდად შეწვა საწოლის ქვეშ. ბოროტი მაშინვე გაეცალა - მან სწორედ მისი სიმშვიდე ვერ დაითმინა. მრისხანებითა და შფოთით ვერავითარ კეთილ საქმეს ვერ ვიქმთ: "მრისხანებამან კაცისამან სიმართლე ღვთისა ვერა ქმნეს", - ბრძანებს პავლე მოციქული. მრისხანებით გაკეთებული სიმართლე ღვთაებრივი სიმართლე არ იქნება, რადგან მას საფუძვლად ყოველთვის ბოროტება უდევს.

საზოგადოდ კი, გაცილებით ძნელია, შინაგანად მოიპოვო ესა თუ ის სათნოება, ვიდრე გარეგნულად აღასრულო, მაგრამ თუ გარეგნულად არ დავიწყეთ, შინაგანად ვერც ერთს ვერ მოვიპოვებთ. სათნოების გარეგნულად გამოხატვა ვარჯიშია სათნოებაში. შეუძლებელია სათნოებებში გამოწრთობა, წარმატების, სრულყოფილების მიღწევა, თუ ჯერ ამ სახით არ ვივარჯიშეთ. არ ვამბობ, კარგია-მეთქი, როცა გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, შინაგანად კი შფოთითა და მრისხანებით ვართ აღსავსე, მაგრამ ეს იმას მაინც სჯობია, როცა კაცი შინაგანადაც მრისხანებს და ამას გარეგნულადაც გამოხატავს.

სიმშვიდის მოპოვება კი მაჭირვებელთათვის ლოცვით უნდა დავიწყოთ, მტრების სიყვარული ვისწავლოთ.

- როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას?

- ეს მართლაც ძნელია, მაგრამ თავის იძულებით ყველაფერი მიიღწევა. შესაძლოა, ვმრისხანებთ და ვბრაზობთ მაჭირვებელთა მიმართ, მაგრამ თავი უნდა ვაიძულოთ და ლოცვად დავდგეთ. ღმერთს ვთხოვოთ მტრების სიყვარულის უნარის მონიჭება.Uუფალი შეგვეწევა. მრისხანებისთვის გონებას ბოროტი ძალა აღძრავს, შემდეგ კი ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით ვარდება მრისხანების მდგომარეობაში, მაგრამ როცა ლოცვას ვიწყებთ, ჩვენს გონებას ბოროტი აზრებისგან უფლის ანგელოზები იცავენ და თავისთავად ვმშვიდდებით. ჩვენი ლოცვის სანაცვლოდ თავად მაჭირვებელთაც დაიცავს უფალი კაცთა მაჭირვებელი საქციელისგან.

- ბუნებრივი თვისებაა თუ არა ადამიანისთვის სიმშვიდე?

- ადამიანისთვის სიმშვიდე ბუნებრივი მდგომარეობა გახლდათ. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ღვთის საფარველს შეფარებული, ბოროტს არ განიზრახავდა და ამიტომაც მშვიდად გრძნობდა თავს - იცოდა, რომ ღმერთი მუდამ მასთან იყო, მაგრამ როგორც კი მცნება დაარღვია და უფალთან კონფლიქტში შევიდა, სიმშვიდეც დაკარგა. უფსკრული, რომელიც მცნების დარღვევით ადამის მოდგმასა და ღმერთს შორის გაჩნდა, მაცხოვრის მოვლინებითა და ღვთის მცნებების შესრულებით ამოივსო. ადამიანი ღმერთს კვლავ დაუახლოვდა.

- ზოგისთვის სიმშვიდის წყარო მატერიალური კეთილდღეობაა, ზოგისთვის - ჯანმრთელობა, ოჯახური ურთიერთობები... საიდან მოდის ჭეშმარიტი სიმშვიდე?

- მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ სიმშვიდე მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის შედეგია, მოციქული ამბობს: სიყვარული ამა სოფლისა მტერობაა უფლისაო, - ხოლო ვინც უფალს მტრად გაუხდება, რა თქმა უნდა, სიმშვიდეს ვერასოდეს პოვებს. ასე რომ, მატერიალური კეთილდღეობა არამც და არამც არ არის სიმშვიდის წყარო. პირიქით. წმინდა მამათა ცხოვრება უამრავი ისეთი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ვრცელ პალატებში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ უსაზღვრო ძალაუფლება, ჰყავდათ უამრავი მონა-მოსამსახურე, მაგრამ ყველაფერი მიატოვეს, უდაბნოებში, მონასტრებში, განმარტოებულ სენაკებში დასახლდნენ და მხოლოდ იქ პოვეს ჭეშმარიტი სიმშვიდე.

თუნდაც დიოკლეტიანეს ცხოვრება გავიხსენოთ... მას შემდეგ, რაც უამრავი მართლმორწმუნის სისხლი დაღვარა, ტახტზე უარი თქვა, თავისი სამფლობელო ოთხ მთავარს გაუყო, თავად კი ქალაქგარეთ დასახლდა და მიწის დამუშავებას მიჰყო ხელი. როცა მემკვიდრეებს ქვეყნის მართვა გაუჭირდათ, ეახლნენ ყოფილ იმპერატორს და დაბრუნება სთხოვეს. მან საუბარი შეაწყვეტინა: წამოდით, გაჩვენოთ, როგორი კომბოსტო მოვიყვანეო. ამა სოფლის დრტვინვისა და შფოთისაგან დაღლილმა სიმშვიდე შრომაში იპოვა და მისი დატოვება აღარ უნდოდა... მით უფრო, ვერაფერი შეცვლის ჭეშმარიტ სიმშვიდეს, რაც უფალთან ყოფნით ეძლევა ადამიანს - ვერც მატერიალური კეთილდღეობა, ვერც ოჯახური მყუდროება, ვერც განათლება და ვერც სხვა რამ ამსოფლიური სიკეთე. ღმერთი თავად სიყვარულია, ყველაფერი ღვთის სიყვარულს ეფუძნება და მისით საზრდოობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ უამისოდ მოიპოვებს სიმშვიდეს, თავს იტყუებს.

- ადამიანები ტემპერამენტით ერთმანეთისგან განსხვავდებიან და სიმშვიდის მოსაპოვებლად ყველას განსხვავებული საწყისი აქვს... ყველას სხვადასხვაგვარი ძალისხმევის გამოჩენა მართებს სიმშვიდის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად...

- ყველაფერი ღვთის ნებაა. "საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს, რომ ვიდრე ქრისტიანებს დევნიდა, პავლე მოციქული ფიცხი ბუნებისა იყო, მაგრამ უფლის შემეცნების შემდეგ შეიცვალა და ღვთის მადლითა და წყალობით სიყვარულის მქადაგებლად და მოციქულთა თავად შეიქმნა. მან შეიცნო უფალი, ჭეშმარიტება იწამა და აღარასდროს დაშორებია მას. რა თქმა უნდა, ხასიათსაც აქვს მნიშვნელობა - ზოგი ადვილად მოიპოვებს სიმშვიდეს, ზოგი - ძნელად, მაგრამ ყველაფერი მაინც ღვთის კურთხევაზე, მადლსა და წყალობაზეა დამოკიდებული... თუ მოვლა-პატრონობა დავაკელით, მოსავალი ნოყიერ მიწაზეც არ მოვა. თუ ჩვენი სარწმუნოების ძირი, ფესვი ღრმა არ იქნა, რაგინდ კეთილ ნიადაგზეც არ უნდა იყოს თესლი დათესილი, ამა სოფლის საზრუნავი მოაშთობს.

- ზოგჯერ ადამიანის გულგრილობას სიმშვიდედ მივიჩნევთ...

- სიმშვიდე ღვთაებრივი ნიჭია, გულგრილობა კი - სიყვარულის ნაკლებობა. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია სახარებაში. თუ ადამიანი სიყვარულით აღასრულებს საქმეს, მაშინ იგი ამ მცნების მიხედვით მოქმედებს და გულგრილობა ძნელად მოერევა, ხოლო თუ ფარისეველივით ათეულსაც სწირავს, ტაძარშიც შედის, მაგრამ მოყვასს განიკითხავს და მადლობას სწირავს უფალს, მას არ ვგავარო, - მას ჭეშმარიტად კი არა, მოჩვენებითად უყვარს ღმერთი.

- ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანი ცდილობს, მოსპოს შუღლი და მტრობა, მაგრამ მისი შეგონება არ ჭრის. ასეთ დროს რას გვირჩევენ წმინდა მამები?

- ასეთ დროს წმინდა მამები მოშუღართათვის ლოცვას გვირჩევენ. თუ უფალს მივანდობთ, ის ყველაფერს კეთილად მოაგვარებს.

- სიმშვიდისა და მშვიდობისმყოფელობის მაგალითი, რაღა თქმა უნდა, უპირველესად განკაცებული უფლისგან უნდა ავიღოთ. მMაცხოვარი ბრძანებს: "აღიღეთ უღელი ჩემი და ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"... როგორ განიმარტება ეს სიტყვები?

- როდესაც იესო მოციქულებს მოძღვრავს - "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" და მომბაძეთო, არა მხოლოდ სიმშვიდესა და სიმდაბლეში მიბაძვას გულისხმობს, არამედ ასწავლის, ყველაფრის მაგალითი მისგან აიღონ. ცხადია, ეს ყველა ქრისტიანს ეხება.

უფალი ჩვენი ყველაფერს უდრტვინველად ითმენდა, არა მხოლოდ იუდეველთაგან, თავის მოწაფეთაგანაც კი. გავიხსენოთ პეტრეს მიერ მაცხოვრის გაცემა. ჯვარცმა ხომ სიმშვიდისა და სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინებაა.Mმოწამეობა, მარტვილობა გმირობაა, გმირობას კი ყველას ვერ მოვთხოვთო, - ბრძანებს წმინდა ილია მართალი. მოწამეობა უმაღლესი საფეხურია ქრისტიანობისა, თუმცა უფლის მსგავსებას მარტვილობითYყველა ვერ შეძლებს. ეს არც მოგვეთხოვება. "წვრილმანებით" კი, რომელთა არაერთი მაგალითი გვხვდება სახარებაში, უფრო იოლად შეგვიძლია ვემსგავსოთ უფალს.

- ხშირად ადამიანს სურს, მოიპოვოს სათნოებები, მათ შორის სიმშვიდეც, გახდეს მშვიდობისმყოფელი, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, სათნოებათა შესაბამისად მოქმედება უჭირს... რატომ ხდება ასე?

- უმთავრესი მიზეზი მისი დაცემული ბუნებაა. სწორედ დაცემული ბუნება საჭიროებს ვარჯიშს, რათა ადამიანი სულიერებაში განმტკიცდეს. ვნებებსა და ცოდვებთან ბრძოლას შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეს. მთავარია, ბრძოლა არ შევწყვიტოთ. ანგელოზთა ბუნებაა არდაცემა, ან - დაცემა და არაღდგომა; ხოლო კაცთა ბუნებაა დაცემა და კვლავ აღდგომა, - გვასწავლიან წმინდა მამები. ადამიანი განუწყვეტლივ შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში, მაგრამ განუწყვეტლივ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მშვიდი კაცი თუ მოულოდნელად დაკარგავს სულის მშვიდობას, კვლავ სიმშვიდის დაბრუნებას უნდა ეცადოს.

როცა ადამიანი დაცემულ ბუნებას სძლევს - მიაღწევს სრულყოფილებას, აღარავითარი ვნება აღარ ექნება.

- დღევანდელი ცხოვრება შფოთითა და კონფლიქტებითაა აღსავსე. ეს, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანზე ახდენს უარყოფით გავლენას და მართლაც ხშირად ვკარგავთ სიმშვიდეს. სამწუხაროდ, არათუ უცნობ ადამიანებს შორის შფოთი და მტრობა, ახლობლების უთანხმოებაც ნაკლებად გვადარდებს...

- ქრისტიანობის ისტორიას გადავხედოთ. სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ქრისტიანები ტოვებდნენ ამა სოფელს და უდაბნოში გადიოდნენ. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანი გაცილებით ნაკლებინფორმირებული იყო, ვიდრე დღეს არის. თანაც, თუ დავაკვირდებით, ჩვენამდე მოსული ინფორმაცია უმეტესწილად უარყოფითია, სკანდალურია, რადგან ასეთი ამბები უფრო მომგებიანია. ჩვენ კი ისეთ სულიერ სიმაღლეზე არ ვდგავართ, ეს ყველაფერი სიმშვიდით რომ მივიღოთ. ზოგჯერ თვითონაც უკვირს ადამიანს, რატომ მრისხანებს, როცა ამის მიზეზი არ აქვს. მიზეზი კი უარყოფითი ინფორმაციით დატვირთული გონებაა, რომელიც ვეღარ აკონტროლებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ასე რომ, თუ სიმშვიდის შენარჩუნება გვსურს, ვეცადოთ, მიწიერი ინფორმაცია ნაკლებად მივიღოთ.

ეს სოფელი ადამიანს ყველა საშუალებით ებრძვის. სადაც ჩვენი სულიერი წონასწორობა ირღვევა, სჯობს, არ მივიდეთ. მანამდე კი, სანამ განსაცდელი დაგვიდგება, გულმოდგინედ ვილოცოთ, სახარება ვიკითხოთ, ეკლესიურად ვიცხოვროთ, აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ, რათა შფოთს მომზადებულნი შევხვდეთ, მსგავსად იმ მეომრებისა, რომლებიც მშვიდობიან ჟამს ომისთვის მზადებაში ატარებენ.

- როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე განსაცდელისას?

- ამაში, უპირველესად, ლოცვა შეგვეწევა. ლოცვა უძლეველი იარაღია ბოროტის დასაძლევად. ყველაზე დიდი ძალა "იესოს ლოცვას" შესწევს. ამიტომ შფოთის მდგომარეობაში ჩავარდნისას იგი გულში განუწყვეტლივ უნდა ვიმეოროთ, ვიდრე უკეთურ აზრებსა და სურვილებს არ მოვერევით. ამის შემდეგ კარგია გახსენება იმისა, თუ რა დაითმინა სრულიად უდანაშაულო უფალმა ჩვენი ხსნისთვის. წმინდა მამები სიმშვიდის მოსაპოვებლად მუდამჟამს სიკვდილისა და პირადი სამსჯავროს ხსოვნასაც გვირჩევენ, როცა ჩვენ მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვისა და ქმედების სანაცვლოდ მოგვიხდება პასუხისგება უფლის წინაშე.

- როგორც ვიცი, მამები ამბობენ, რომ ერთნაირი სიმშვიდით უნდა შევხვდეთ განსაცდელსაც და სიხარულსაც. რა იგულისხმება ამაში?

- მამები გვასწავლიან, რომ ქების მიმართაც და ლანძღვის მიმართაც ერთნაირი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს; თუ ქებას დავიჯერებთ, გაამაყებულნი აუცილებლად დავეცემით, ხოლო შეურაცხყოფით დათრგუნულნი, შესაძლოა, სასოწარკვეთილებაში ჩავცვივდეთ და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვათ.

საკუთარი სიკეთე არ უნდა ვითვალოთ - ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, გარდა ცოდვებისა, - ხოლო აუგი, რაკი დამსახურებულად ვიღებთ, არც უნდა გვწყინდეს. მაგრამ ეს ყველაფერი მორჩილებით, მოთმინებით რომ მივიღოთ, უზარმაზარი სულიერი ღვაწლია საჭირო. ერთი წმინდა მამა ფულს იხდიდა, რათა მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. რომ ჰკითხეს, რატომ აკეთებო ამას, უპასუხა, თქვენ არ იცით, ამ გროშების სანაცვლოდ თქვენგან რამხელა სიკეთეს ვიღებო.

- ეკლესია რამდენად ეხმარება ადამიანს სულის სიმშვიდის შენარჩუნებაში? სხვა რა საშუალებები არსებობს კიდევ ამისათვის?

- ბევრს შევხვედრივარ ისეთს, ბუნების წიაღისკენ რომ მიილტვის, მოგზაურობს ან სხვაგვარად პოულობს სულიერ სიმშვიდეს. ესეც ღვთისგან ბოძებული სიკეთეა, გარემოს მშვენიერებით ღმერთი გვანუგეშებს. ბუნების წიაღში ყოფნა უფალთან ერთი ნაბიჯით მიახლოებაა, მაგრამ ზოგი გრძნობს ამას, ზოგი - ვერა და ისეთივე რჩება, როგორიც მანამდე იყო. სამყარო ღვთის ქმნილების ხილული ბეჭედია, ხილული სამყაროს შეცნობით ადამიანი აუცილებლად უნდა მივიდეს მისი შემოქმედის აღიარებამდე.

ბუნებაში, ღვთის სამყოფელში, ადამიანის აფორიაქებული სული მართლაც მშვიდდება, მაგრამ ეს სიმშვიდე დროებითია. ეკლესიის გარეთ ჭეშმარიტი სიმშვიდე არ არის. თუმცა ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, არც ისაა შფოთისგან თავისუფალი. ამიტომაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა. უფალი ამბობს, უკეთუ მე მდევნეს, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენც გდევნიან, ცილს დაგწამებენ, დაუმსახურებელ შურაცხყოფას მოგაყენებენ; ვინც დაითმინოს, იგი ცხონდესო. ალბათ, ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, თორემ რაც მათ ჭირი, დევნა და განსაცდელი შემთხვევიათ, აქამდე ქართველობას აღარ უნდა ეარსება. წყარო და ძირი ჭეშმარიტი სიმშვიდისა მხოლოდ ღმერთი და მის მიერ დაარსებული ეკლესიაა.

- მშვიდი ადამიანებიც კარგავენ ზოგჯერ წონასწორობას. როდისაა ღვთისთვის სათნო განრისხება?

- მამები ამბობენ, რომ განრისხება მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ცოდვებზე შეიძლება. ასე რომ, ადამიანი ოდენ თავის ცოდვათა გამო უნდა მრისხანებდეს, სხვის მიმართ კი მომთმენი და ლმობიერი იყოს. თუმცა სახარებიდან გვახსოვს, რომ თავად უფალიც კი განრისხდა, როცა დაინახა, სალოცავი სახლი სავაჭროდ გადაექციათ; შეჰქმა შოლტი საბლისა და მით გამოასხა, გამოაძევა ყოველიო, - მოგვითხრობს მახარებელი. ასევე განრისხდა წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი მწვალებელ არიოზზე და კვერთხი დაჰკრა, რის გამოც ეპისკოპოსთა კრებამ მღვდელმთავრობიდან გადააყენა, მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მოძღვარმა იხილა ჩვენება, რომ დედა ღვთისმშობელი და მაცხოვარი წმინდა ნიკოლოზს ომოფორსა და სახარებას აძლევდნენ, დაასკვნეს, რომ არიოზს მისი რისხვა ღვთის განგებულებით დაატყდა და ისევ აღადგინეს ხარისხში.

- საგალობელი, რომელიც შობისას აღავლინეს ანგელოზებმა, - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", - თითქოს მშვიდობის მოპოვების გზას გვიჩვენებს...

- რა თქმა უნდა, ასეა - ღვთის მადიდებელ, თავმდაბალ ადამიანზე გადმოდის მისი მადლი და შედეგად - სიმშვიდე. მშვიდ ადამიანთან მოსაუბრე შფოთისა და მრისხანებისაგან იცლება. ღვთისმოყვარე, მდაბალი სულის განწყობა სხვასაც ეფინება.

- საუბრის დასასრულს რას გვეტყოდით, მამაო?

- საუბარს დავასრულებ ლოცვის სიტყვებით: "უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, დაგვიმშვიდე ცხოვრება, მოგვანიჭე სიყვარული, რომელიც დაძლევს ყოველ წინააღმდეგობას. დაე, ამ სიტყვების მორჩილება - ეძიე მშვიდობა და ისწრაფე მისკენ - იმარჯვებდეს ყოველგვარ განხეთქილებაზე, რომელიც გვიშხამავს ცხოვრებასა და გულს. "ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინისცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშვიდობასა ჰყოფდით და ღმერთი სიყუარულისაი და მშვიდობისაი იყავნ თქვენ თანა" (2 კორინ. 13,11). ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat