ჰმონებდით უფალსა და არა კაცთა
ჰმონებდით უფალსა და არა კაცთა
ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - მარადიული სიცოცხლე
სახარებაში უფალი თავის მოწაფეებს ეუბნება: "ხოლო გეტყვი თქვენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქვს უმეტესი, რაი გიყონ თქვენ" (ლუკა 12,4). ასევე: "თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქვენ. არღარა გეტყვი თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ. არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენით თქუენ..." (იოანე 15,14-16).

ვინ არიან ის ნეტარნი, ვინც ღვთის მეგობრობა დიდი ღვაწლით მოიმუშაკეს? რა არის ის, რაც ურთიერთობას მეგობრობად აქცევს, რა გზა უნდა განვვლოთ ღვთის მონობიდან მეგობრობამდე, ან ვის უნდა დავემგზავროთ წუთისოფლის უძნელეს გზაზე?

ამ საკითხზე გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი.

- მამაო, ვინ იწოდება უფლის მეგობრად და როგორ უნდა დავუმეგობრდეთ ღმერთს?

- ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები, ასევე, ყოველი კეთილმსახური კაცი ადამიდან დღემდე უფალთან სამეგობროდაა შექმნილი, თუმც, სამწუხაროდ, ხშირად ცოდვასთან მეგობრობას ვირჩევთ ხოლმე.

მართალთა გზა - რწმენის, ღვთის ნების ძიების და აღსრულების გზაა. ამ გზით სიარული მართალი სარწმუნოებისა და უფლის მცნებათა აღსრულებითაა შესაძლებელი. სწორედ ეს ორი რამ - მართალი სარწმუნოება და უფლის მცნებათა აღსრულება აქცევს ადამიანს უფლის მეგობრად; ამიტომ, თუ ღმერთთან სიახლოვე გვსურს, ღვთის დიდ სათნომყოფელთ უნდა მივბაძოთ და მათგან კეთილმსახურება, ცოდვასთან ბრძოლის ხერხები, სიმდაბლე, სინანული და სიყვარული ვისწავლოთ. თუ სწორად ვიმოღვაწებთ, ღვთისგან კურთხევასაც მივიღებთ. იმის თქმა მსურს, რომ ეს ქარიზმა უფალთან სიახლოვისა თავის დროზე სწორად მოღვაწეს მიენიჭება.

შესაძლოა, ადამიანთა აღიარებაც მოვიხვეჭოთ, პოპულარობაც და სიყვარულიც, მაგრამ უფლის კურთხევა არ გაგვაჩნდეს. უფლის კურთხევა სხვაგვარია, მას სხვა გავლენა და ძალა აქვს. ხშირად ადამიანი თავის ეპოქაში დევნილი და დამცირებულია, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში უფლის დიდი სათნომყოფელი და მეგობარი ყოფილა და უზარმაზარი გავლენა ჰქონია არა მხოლოდ თანადროულობაზე, მომავალზეც.

ღვთის კურთხევა ადამიანს ყველაზე სანატრელ სიახლოვეს აუწყებს უზენაეს სულთან, მაგრამ მისი მფლობელი მაინც უკიდეგანო სიმდაბლეს ინარჩუნებს.

ცნებების პრაქტიკულ შესრულებას მათი თეორიული შესწავლა უძღვის ხოლმე წინ, რაც დაუღალავ და უწყვეტ შრომას ითხოვს და ამაში ადამიანის სიყვარული ჩანს უფლისადმი, მისკენ სწრაფვაც, რაც ღვთის ლოცვა-კურთხევით გვირგვინდება ხოლმე.

- ღვთის მეგობრებს რწმენასთან ერთად ცოდნაც სჭირდებათ... ეს მახასიათებელი ასხვავებს ალბათ ყველაზე მეტად მონას მეგობრისგან...

- უნდა განვასხვავოთ განყენებული ცოდნა, რომელიც არ რეალიზდება, დაცემული ადამიანის საკუთრებად რჩება ხოლმე და ცოდნა, რომელიც დაცემულ ადამიანს სულიერ ადამიანად აქცევს. ცოდნას უცილობლად სულიერებისაკენ უნდა მივყავდეთ, რაც სიმდაბლეში, გარშემომყოფთა სიყვარულსა და თანალმობაში გამოვლინდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოდნა საზიანოა. თუ კონფლიქტი იზრდება (ამპარტავნებიდან წარმომდგარ კონფლიქტს ვგულისხმობ, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ განსაკუთრებულ უნარებს ფლობს, ვერავინ უგებს და ყველას სძულს), ესე იგი, არასწორ გზას ვადგავართ და სასწრაფოდ თავს უნდა ვუშველოთ.

- რა გზაა გასავლელი უფლის მონობიდან უფლის მეგობრობამდე?

- უფლის მონობა ცუდი არ არის, ცუდი - ცოდვის მონობაა.

არსებობს ცოდვის მონობა და უფლის მონობა და კიდევ, ყველაზე აღმატებული - უფლის მეგობრობა. ცოდვასთან ბრძოლის უმძიმესი გზა უნდა განვვლოთ, რომ უფლის მონობის სტატუსი მივიღოთ.

ადამიანი განღმრთობისკენაა მოწოდებული, სრულყოფა და განღმრთობა კი - უკვე უფლის მეგობრობაა. ეს სრული ცოდნა და იმ დიდი საიდუმლოს ფლობაა, რომელიც განწმენდილ, ნაკურთხ სულს ეძლევა, ეს იშვიათი ნიჭია, რომელსაც ადამიანები მოსაგრე ცხოვრების მიწურულს თუ აღწევენ ხოლმე.

ღვთის მეგობრობა - უდიდესი საოცრება, საუნჯე და მართლაც მოვლენაა, მასთან შეხებით უხილავ სამყაროს, მარადიულ ფასეულობებს, მარადიულ ნათელს და ცხოვრების ნამდვილ საზრისს ვეზიარებით, რადგან ყოველივე ეგოიზმმა, ეგოცენტრიზმმა, სახმართმოყვარებამ, ფარულმა ამპარტავნებამ, სულიერმა მსახიობობამ და თეატრალურმა სიწმინდემ წალეკა, ძნელად საპოვნია ყველაფრისგან თავისუფალი, ნამდვილი სულიერება. მაშინ ვხვდებით, თუ რაოდენ სნეულია ადამიანი და რომ ეს სნეულებაა მისი გაჭირვების, განსაცდელის, მწუხარების და უბედურების მიზეზი და მხოლოდ ამ ეკლიან გზაზე სვლა თუ მოგვიშუშებს სულიერ იარებს.

- ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნების მქონე არსებად შექმნა. Eეს მახასიათებელიც ჰყოფს ადამიანს ღვთის მეგობრად და არა მონად...

- თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციაში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია.

ადამიანს ღვთის მეგობრად ჰყოფს შემდეგ კითხვებში ჩაღრმავება: თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლებაა აუცილებელი? რას მაძლევს მე თავისუფლება, რატომაა იგი საჭირო? განსხვავებული მსოფლაღქმის ადამიანებს, ბუნებრივია, ამ კითხვებზე სხვადასხვა პასუხი ექნებათ. ყველაზე სრულყოფილი სწავლება კი ქრისტიანობაშია: "ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენ თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ. როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან, გათავისუფლდით ცოდვისგან, და სიმართლის მონები გახდით... ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, ხოლო ბოლო - მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - მარადიული სიცოცხლე" (რომ. 6,16-23).

- ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებელი. ღვთის ხატად, ღვთის მეგობრად ყოფნაც, პირველ რიგში, ხომ პიროვნულ, თავისუფალ და ზნეობრივ არსებად ყოფნას ნიშნავს?

- რასაკვირველია, ადამიანებს შეიძლება გააჩნდეთ თვითნებური წარმოდგენები და სცადონ ღვთის გარეშე ახსნან ეს, მაგრამ ისინი ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდიან იმ ფაქტებთან და მოვლენებთან, რომლებიც უხვად გვხვდება ჩვენს გარშემო.

უფალი, მოსე წინასწარმეტყველის პირით, გვაუწყებს, რომ ადამიანი შექმნა მან თავის ხატად და მსგავსად. წმინდა მამები განმარტავენ, ხატება ადამიანისა მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც თვისებებით მასში აისახა ღვთის თვისებები. უპირველესად, ღმერთი სულია და ადამიანს მიანიჭა სული; ღმერთი შემოქმედია და შემოქმედების ნიჭი (შესაბამისად, გონიერება, მეტყველება და ა.შ.) მიანიჭა ადამიანს; ღმერთს აქვს თავისუფალი ნება და ადამიანსაც მიანიჭა ის.

ღმერთში თავისუფალი ნება ერთობაშია სიბრძნესთან, ჭეშმარიტებასთან, სიყვარულთან, მოწყალებასთან. ღმერთში თავისუფალი ნება მუდამ სიკეთისკენ არის მიმართული, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ემსახურება სიკეთეს, რადგან მან თავისუფალი ნება არასწორად გამოიყენა ანუ ღვთის საწინააღმდეგო მოქმედებით დაარღვია ერთობა უფალთან და, შესაბამისად, მისი ყველა სულიერი ძალა გაუკუღმართდა და ცოდვისკენ მიიდრიკა. ადამიანის თავისუფალი ნება ხშირად ემსახურება ეგოისტურ მიზნებს. ის არ ითვალისწინებს მოყვასის მდგომარეობას, უფრო სწორად, ვერ ითვალისწინებს, რადგან ადამიანი მოაკლდა სიყვარულს და ამდენად, ვერ იტევს სხვა ადამიანების საფიქრალს. დღეს ადამიანს, ბუნებრივია, უნდა სიკეთე, მაგრამ ის ესმის ეგოისტურად - სიკეთე ჰგონია მხოლოდ ის, რაც მისთვის არის კარგი. ქრისტიანის ცხოვრების მიზანი არის თავის თავში აღდგენა იმ პირვანდელი მდგომარეობისა.

- სამოთხის მცნებაც ადამიანს თავისუფალი ნების გამოსაცდელად მიეცა...

- დიახ. უფალმა სამოთხეში, შუაგულ ბაღში დარგო ორი ხე: კეთილისა და ბოროტის შეცნობისა და ცხოვრების ხე (იგივე სიცოცხლის ხე). სიცოცხლის ხე - ესაა ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან. ღვთისგან არის სიცოცხლე, ღმერთია ცხოვრება და მის გარეშე ცხოვრება ამაოა. ხოლო კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე არის ზნეობრივი კანონი, რომელიც ღმერთმა დაუდგინა სამოთხეში ადამიანს. ზნეობრივი კანონით გამოიცდება ადამიანის თავისუფალი ნება - შეასრულებს იმას, რაც უფალმა ასწავლა თუ საპირისპიროდ იმოქმედებს. ამიტომაც დასაწყისშივე ითქვა, რომ ამ ხის ნაყოფი ადამიანმა არ უნდა მიიღოს, არ უნდა დაარღვიოს ღვთის მცნება. რადგან უფალმა უთხრა, ამ ხის ნაყოფი არ ჭამოო, არ უნდა ეჭამა. რა არის კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფი? სრულ სიკეთეში მყოფი ადამიანი ცდილობს შეიმეცნოს, რა არის ბოროტება - ის, რაც უფალს არ შეუქმნია და რაზედაც ღმერთმა უთხრა, არაკეთილია შენთვის ამის შეცნობაო. ბოროტის შეცნობა ხდება ერთადერთი გზით - ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედებით, ღმერთისგან დაშორებით. ასეთი გზა შემეცნებისა ადამიანისთვის საზიანოა. ასე რომ, სამოთხეში უკვე ყველაფერი აქვს მიცემული ადამიანს და რჩება შესაძლებლობა, რომ ღვთის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. უფალი თავისუფალ ნებას არ ართმევს ადამიანს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უფალმა დაცემისთანავე განაგო ადამიანის ხსნა, რადგან წერია სახარებაში, ისე შეიყვარა ღმერთმა ეს ქვეყანა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა მისი ხსნისთვის. ეს განუზომელი სიყვარული უფლისა არის საფუძველი ჩვენი გადარჩენისა, მაგრამ არა ჩვენს გარეშე. თუ უფლის სიყვარულმა, მოწყალებამ, კაცთმოყვარებამ არ აღძრა ჩვენში საპასუხო სიყვარული და დავრჩით უგულისხმო, მაშინ იმ ცხოვრების ხის ნაყოფს ვეღარასოდეს მივიღებთ.

- მამაო, მართლმადიდებლობაშიც ხომ უმთავრესი სწორედ ღვთის ნებისა და ადამიანის ნების თანხვედრა ანუ სინერგიაა?

- ხსნის შესახებ უფალი ორ სიტყვას ეუბნება მოწაფეებს. როდესაც შეეკითხებიან მას მოციქულები - ვინღა ცხონდებაო, უფალი პასუხობს, კაცთათვის ეს შეუძლებელია და ღვთისთვის ყოველივე შესაძლებელიაო. მეორე სიტყვაში ამბობს, რომ სასუფეველი ღვთისა იძულებით მიიღწევა და ვინც თავს აიძულებს, მოიპოვებს მას. ესე იგი, ღვთის გარეშე ვერ მოიპოვებ სასუფეველს, მაგრამ შენც თუ არ ეცადე, უფალი მოძალადე არ არის, რომ ძალით შეგიყვანოს სასუფეველში. საკუთარი თავის იძულება გულისხმობს ღვთის მცნებებით ცხოვრებას, თავშეკავებას, საკუთარი ნების შეზღუდვას, ღვთის ნების ძიებას და მის აღსრულებას, ანუ მცდელობას ღმერთთან ერთობის აღდგენისა. ღვთის ნებისა და ადამიანის ნების თანხვედრა, მათი შერწმა აუცილებელია. ღვთის ნება არის ყველა ადამიანის გადარჩენა, მაგრამ გადარჩება ის, ვინც თავისი თავისუფალი ნებით უფალთან ერთობაში მოვა.

- უფლის მეგობრებზე - წმინდა მენელსაცხებლე დედებზეც ვისაუბროთ. რა ღვაწლი მიუძღოდათ მათ?

- ამ დედათა ღვაწლი მართლაც განსაკუთრებულია, Yმაშინ, როდესაც უფალი ყველამ, მათ შორის ყველაზე მტკიცე მოციქულებმაც კი, მიატოვა, მენელსაცხებლე დედებმა საკვირველად უერთგულეს.

ხშირად ამბობენ, რომ ეს სენტიმენტალური, ქალური ბუნების "ბრალია", რაც, ცხადია, არასწორია. უბრალოდ, ქალურ ბუნებას აქვს სულიერებისა და სიწმინდის აღქმის თავისებური უნარი, რომლითაც ხშირად მამაკაცურ სულიერებასაც აღემატება. ქალის ბუნებას სწორედ ჭეშმარიტებისადმი თავგანწირვა და მისი სიყვარული აკეთილშობილებს და აღამაღლებს. ამის გამო უფალი უძლურ ჭურჭელს უდიდეს შესაძლებლობებს ანიჭებს, რისი თვალნათელი მაგალითებიც ეკლესიის ისტორიას უამრავი აქვს და რაოდენ სავალალოა, რომ ჩვენს დროებაში ჭეშმარიტების შემეცნების ამ საოცარ, უნიკალურ უნარებს ქალი ან ანადგურებს, ან სხვა მიზნებს ახმარს.

მენელსაცხებლეთა ღვაწლი ეკლესიაში გრძელდება. უნდა ითქვას, რომ სწორედ დედებმა შეინარჩუნეს დევნის დროს ეკლესია. კომუნისტური ტერორის ერთ-ერთი მემატიანე იგონებდა, რომ ეშელონები, რომლებსაც ე.წ. სინდისის პატიმრები ციმბირული "გულაგებისაკენ" მიჰყავდა, სავსე იყო მოხუცი ქალბატონებით, რომლებმაც საკვირველად უერთგულეს ეკლესიას, რწმენა შეინახეს და შემდეგ შთამომავლებს გადასცეს. მრავალი ეპისკოპოსი, სასულიერო პირი და მორწმუნე სწორედ ამ ბებიების მადლმა აღზარდა. კომუნისტურმა რეჟიმმა სარწმუნოება ოჯახებიდან და ქალის გულიდან ვერაფრით განდევნა. ბევრი დეკანოზი, მღვდელი, ბერი, ეპისკოპოსი თუ მორწმუნე ერისკაცი დააბრკოლა იმ შავმა დროებამ, მაგრამ ამ ქალების უბრალო და უმტკიცესმა რწმენამ შეინარჩუნა ეკლესია.

- მამაო, რას გულისხმობს მეგობრობა, რა მისია და მოვალეობანი აკისრიათ ერთმანეთის მიმართ მეგობრებს?

- მოდით, ამ ფენომენის კლასიკური განმარტება მოვიშველიოთ: მეგობრობა ადამიანებს შორის უანგარო ურთიერთდამოკიდებულებაა, რომელიც ნდობას, გულწრფელობას, ურთიერთსიმპათიებს, საერთო ინტერესებსა და მისწრაფებებს ეფუძნება. მეგობრობის უდავო ნიშნებია: ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის პატივისცემა და, რაღა თქმა უნდა, ნდობა.

ვფიქრობ, მეგობრობა საღვთისმეტყველო მცნებაა. ჩვენ ხომ ერთი ოჯახიდან მოვდივართ, ამიტომ ვალდებულნიც ვართ, ერთურთის მოყვასნი და მეგობარნი ვიყოთ. ნებისმიერი ურთიერთობა, თუ მეგობრობას არ ეფუძნება, სახეს კარგავს და მახინჯდება.

ეკლესიაში იერარქიული ურთიერთობა ორ პრინციპს ემყარება: იერარქიულსა და ძმურს. თუ აქედან ერთ-ერთი ირღვევა, ირღვევა ურთიერთობებიც.

როდესაც ორი ადამიანის ურთიერთობაში მეგობრობისა და თანასწორობის ბალანსი ირღვევა, მათ შორის მყის დაპირისპირება და ბრძოლა იწყება.

მეგობრობა რთულად მიიღწევა. ამ ურთიერთობის იდეალური ვარიანტი ეკლესიის ისტორიის ქარიზმატული პერიოდია. თუმც ადამიანური სისუსტე იქაც ვლინდება (მაგალითად, ბარნაბა მოციქულსა და პავლე მოციქულს შორის მომხდარი უთანხმოება). ღმერთთან ვერ ვიქნებით, თუ ადამიანებთან ვერ მოვახერხებთ ურთიერთობას. მეგობრობა ადვილი რომ იყოს, მაშ, რატომ ჰყავს მდიდარს ბევრი მეგობარი, ღატაკს, დევნილსა და სნეულს კი - ცოტა?! რატომ ტოვებენ ძველ მეგობრებს ისინი, ვინც პატივს, ძალაუფლებას და ქონებას მოიხვეჭს? ან რატომ არის დღეს ასე მარტო ადამიანი? იმიტომ, რომ სიყვარულის და სულიერების დეფიციტია. ყველამ უნდა გამოვიღოთ ხელი, რომ უსიყვარულობისა და სიცივის ამ უმძიმეს ეპიდემიას როგორმე ვუწამლოთ.

რა განაშორებს ურთიერთისგან ადამიანებს? - რაღა თქმა უნდა, ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი, სახარების მოწინააღმდეგე სული, რომელსაც თუ არ შევებრძოლეთ, ბოროტებას ვერ გადავურჩებით. ბოროტება ჩვენშია და გამალებით იბრძვის, რომ ერთურთს დაგვაშოროს, დაგვაცალკევოს და ამის მაგალითი უამრავია. ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, მეგობრდებიან და შემდეგ რატომღაც სამუდამოდ შორდებიან. ერთმანეთის შენარჩუნებას იშვიათნი თუ ცდილობენ და ახერხებენ. ხშირად ერთურთის ღირსებას ვერ ვხედავთ და არც ვუფრთხილდებით. ჭეშმარიტებას თავისი ენა აქვს - გულის ენა. ჭეშმარიტების გარეშე ნამდვილი მეგობრობა შეუძლებელია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ანგარებისა და ეგოიზმისაგან გათავისუფლება. მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს ნამდვილი მეგობრობა.

- წმინდანებთან, მფარველ ანგელოზთანაც ხომ აქვს ადამიანს უხილავი ურთიერთობა. შეიძლება ამას მეგობრობა ვუწოდოთ?

- სრულიად შესაძლებელია ამ კავშირის მეგობრობად სახელდება. ყოველ ჩვენგანს განსაკუთრებულად გვესათნოება ესა თუ ის წმინდანი და ეს ჩვენგან არ მომდინარეობს. ყოველ რელიგიურ გრძნობას ზეციური წარმომავლობა აქვს. წმინდანთა მფარველობაც მეგობრობაა, ოღონდ ცოტა სხვაგვარი.

მფარველი ანგელოზი უფლისაგან გვყავს დადგენილი და ყოველი კეთილი აზრი და ზრახვა მის მიერ აღიძვრის. იგი მხოლოდ მაშინ განგვეშორება, როდესაც ჩვენს გულში სიბილწე იწყებს ცხოვრებას. მფარველი ანგელოზი თავგანწირულია, მუდმივად თან გვდევს, გვიცავს, მოკლედ თუ ვიტყვით, ნამდვილი მეგობარია. მეგობარი კი მეგობარს ჯოჯოხეთში არ მიჰყვება, არც საროსკიპოში... მეგობარს ცოდვაში არ უნდა თანავეზიაროთ. მავანნი ხშირად იტყვიან: თუ ჩვენი მეგობარი ხარ, მოდი და შენც ჩვენსავით იცხოვრეო, მაგრამ ყველაზე დიდი მეგობრობა ის არის, ჩვენი ცხოვრების წესით უკეთესი გზა ვუჩვენოთ მოყვასს.

- როგორ უნდა ვირჩევდეთ მეგობარს და რამდენად თანამონაწილეობს ამ არჩევანში უფლის ნება?

- აქ გადამწყვეტი ადამიანის არჩევანია... მართალია, უფალი გვაძლევს, მაგრამ არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ. როგორც აღვნიშნე, კეთილგანწყობა ყოველი ადამიანისადმი გვმართებს, მაგრამ ყველასთან მჭიდრო და მეგობრული კავშირი ალბათ შეუძლებელია, რადგან ამ ურთიერთობას სხვა საფუძველი სჭირდება: შინაგანი მსგავსება, სიყვარული, სულიერი ერთობა... ყველაფერი ის, რაც ერთურთისადმი მსგავსებას გვაგრძნობინებს და გვაერთიანებს.

თუმცა ერთია გამორჩევა, მეორე, უფრო რთული კი - შენარჩუნება. სქემიღუმენ საბას (ოსტაპენკოს) ცხოვრებიდან ერთი შთამბეჭდავი მაგალითი გამახსენდა: მის ორ სულიერ შვილ გოგონას შორის უთანხმოების გამო მეგობრობა დაირღვა, რის გამოც ორივე იტანჯებოდა. Mმამა საბა აღსარებისას ერთ-ერთს დაეკითხა: შვილო, თუ ემთხვევი ხოლმე შენს გულსაკიდ ჯვარს და შენი მტრადქცეული მეგობრისთვის თუ ლოცულობ? თუ არა, დღეიდან შეუდექი და რამდენჯერაც მისი ხსოვნა გაგიელვებს, რაც გირჩიე, აღასრულეო. მეორე მათგანსაც იგივე კურთხევა მისცა.

გამოხდა ხანი. მამა საბას ამ კეთილმა რჩევამ ნაყოფი გამოიღო და გოგონები კვლავ დამეგობრდნენ.

ხშირად ხელს ჩავიქნევთ ხოლმე, ძალიან იოლად და თან სამუდამოდ ვცილდებით მეგობრებს და ისე ვჭრით და ვანადგურებთ ხიდებს, რომ ერთმანეთთან მისასვლელ ბილიკებსაც აღარ ვიტოვებთ. არაფერი გამოვა, თუ პირველ ნაბიჯს სხვისგან დაველოდეთ. მხოლოდ ორივე მხარის კეთილი ნებით, ძალისხმევითა და ლოცვით დამარცხდება დემონი და გაიმარჯვებს ქრისტე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat