შენი ხვედრი მთლიანად მიანდე უფალს, სრული მზადყოფნით მშვიდად შეხვდი ყველაფერს, რასაც ღმერთი მოგმადლის
შენი ხვედრი მთლიანად მიანდე უფალს, სრული მზადყოფნით მშვიდად შეხვდი ყველაფერს, რასაც ღმერთი მოგმადლის
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ყოველთა უკუე უწყოდეთ, საყუარელნო, რამეთუ დასაბამი უფლისა კეთილისა - ლოცვაი არს, რამეთუ ყოველი, რომელი ილოცვიდეს, ღმრთისა თანა მზრახველობს. ესე პატივი ლოცვისაი და დიდად-შუენიერებაი ანგელოსთაცა აღემატების.

ლოცვაი საზოგადო (საერო) საქმე არს ანგელოსთა და კაცთა, (ხოლო ანგელოსნი) შიშით ლოცვასა შესწირავენ ღმერთსა, დამფარველნი პირთა და ფერხთა თვისთა მრავლითა კრძალულებითა, რომელთა არა ძალუძსთ დადუმებად მრავლისათვის შიშისა...

ამისთვის გევედრებით, ძმანო, ყოველსა შინა ადგილთა და ჟამთა ვისწრაფოთ ღმრთისა მიმართ ლოცვაი. დღითიდღედ შეკრბებოდეთ წმიდა ეკლესიასა შინა ლოცვად და სმენად საღმრთოთა სიტყუათა. გაუწყებთ ნებასა ღმრთისასა, რომლის მყოფელნი სცხონდეთ, რამეთუ მლოცველნი მარადის ღმრთისა თანა არიან ლოცვისა მიერ და მისთანავე იდიდებიან საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, მადლითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

როგორ უნდა ვილოცოთ? ამას წმინდა თეოფანე დაყუდებული საუკეთესოდ გვასწავლის: - ყოველთვის, ვიდრე ლოცვას შეუდგებოდე, მცირე ხნით დადექი ან დაჯექი. ამ დროს შეეცადე, გამოაფხიზლო აზრი და განარიდო იგი ყოველგვარ მიწიერ საქმეს და საგანს. შემდეგ გულისხმა-ჰყავ, ვინ არის ის, ვისაც შენ მიმართავ ლოცვაში და ვინ ხარ შენ, რომელიც ახლა აპირებ აღავლინო მისადმი ლოცვის სიტყვები და ეცადე აღძრა შენს სულში მისადმი შესაბამისი განწყობა თავმდაბლობისა და უღირსებისა, ღვთის წინაშე წარდგომილი განიმსჭვალე კრძალვითა და შიშით. ამგვარი შინაგანი განწყობით დადექი ხატების წინაშე. გამოისახე პირჯვარი, მოიდრიკე ქედი და შეუდექი ჩვეულ ლოცვას. იკითხე აუჩქარებლად, ჩასწვდი ყოველ სიტყვას, თითოეულის არსი მიიტანე გულის სიღრმემდე: გაიზიარე და შეიგრძენი ყველაფერი, რასაც კითხულობ.

უკეთუ კითხულობ: "განმწმინდე მე ყოვლისაგან ბიწისა" - შეიგრძენი ბიწიერება შენი, ინატრე სიწმინდე და სასოებით შესთხოვე იგი ღმერთს. რაჟამს კითხულობ: "იყავნ ნებაი შენი", გულში შენი ხვედრი მთლიანად მიანდე უფალს, სრული მზადყოფნით მშვიდად შეხვდი ყველაფერს, რასაც ღმერთი მოგმადლის. რაჟამს კითხულობ: "და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა", გულში შეუნდე ყველას ყველაფერი და ამის შემდეგ შესთხოვე უფალს ცოდვათა მოტევება. თუ ასე მოიქცევი მთელი ლოცვის განმავლობაში, მაშინ შენი ლოცვა იქნება წრფელი და მართებული. ხოლო იმისათვის, რომ შეძლო მისი წარმატებით აღსრულება, შემდეგი რამ არის საჭირო:

1. გქონდეს გარკვეული არცთუ დიდი წესი ლოცვისა, რათა შენს ჩვეულებრივ საქმეებს შორის შეძლო მისი აუჩქარებლად აღსრულება.

2. თავისუფალ დროს ყურადღებით წაიკითხე ეს ლოცვები, რომ გაიგო და განიცადო ყოველი სიტყვა, რათა წინასწარ იცოდე, რა უნდა შეიგრძნოს გულმა და სულმა ცალკეული სიტყვის წარმოთქმისას, რომ ლოცვის ჟამს უფრო ადვილად გულისხმაყო ისინი.

3. თუკი ლოცვისას გონება გეფანტება და აზრი გადაგაქვს სხვა საგნებზე, დაიძაბე, შეინარჩუნე ყურადღება და დაუბრუნე შენი ფიქრი ლოცვას. კვლავ გაგეფანტება, კვლავ დაუბრუნე; იმეორებდე, ვიდრე ლოცვით ყოველ სიტყვას საჭირო გაგებით და გრძნობით არ წაიკითხავ.

4. თუკი ლოცვის რომელიმე სიტყვა შენს სულზე ძლიერად იმოქმედებს, განსაკუთრებული გულისყურითა და გრძნობით შეჩერდი მასზე. აღავსე სული შენი იმ განცდით, რომელსაც იგი აღძრავს. ნუ დაარღვევ ამ მდგომარეობას, ვიდრე თვითონ არ გაივლის.

როდესაც დაასრულებ ლოცვას, ნუ ესწრფვი სხვა საქმეზე გადასვლას, მცირე ხნით მაინც დადექი და იფიქრე, რა გააკეთე და რას გავალებს ეს...

როდესაც ლოცვანის საშუალებით მიეჩვევი გულითა და გონებით მიმართო ღმერთს, შემდეგ აუცილებელია ხშირად აღავლინო ლოცვა უფლისადმი - მიაღწიო იმას, რომ თვით სული შენი ლოცვით ესაუბრებოდეს უფალს, მაღლდებოდეს მასთან, იხსნებოდეს მის წინაშე და აღიარებდეს საკუთარ შინაგან მდგომარეობას. რა არის საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიო ამ საქმეში? რაჟამს დაამთავრებ ლოცვას, განსაკუთრებით დილით, დაჯექი და გაიაზრე უფლის ღვთაებრივი ბუნება და მოქმედება და შეეცადე სული ღვთის მოშიშებით განაწყო... იფიქრე ღვთის მადლზე და დაინახავ, რომ შენ ფიზიკურად და სულიერად გარემოცული ხარ მისი წყალობით, და ქედს მოიდრეკ ღვთის წინაშე უსაზღვრო მადლიერების გრძნობით; იფიქრე ღმრთის ყველგან სუფევის შესახებ და გულისხმაყავ, რომ შენ მუდამ ღვთის წინაშე ხარ და ღმერთი შენ წინაშეა და შეუძლებელია, არ განიმსჭვალო მოკრძალებითა და რიდით. იფიქრე ღვთიურ სამართალზე და დარწმუნდები, რომ არც ერთი ბოროტი საქმე არ დარჩება დაუსჯელი და აუცილებლად განიზრახე, განიწმინდო შენი ცოდვებისაგან ღვთის წინაშე შემუსვრილი გულით აღვლენილი სინანულით. იფიქრე ღვთის ყოვლადმეცნიერების შესახებ და შეიცნობ, რომ არაფერია შენში ღვთისათვის დაფარული და აუცილებლად განიზრახე იყო მკაცრი საკუთარი თავის მიმართ და ყურადღებიანი ყველაფერში, რათა რაიმეთი არ შეურაცხყო უფალი, რომელმან იცის ყოველი. ყოველი დღის მანძილზე მრავალჯერ მოვუწოდოთ მთელი გულით უფალს მოკლე სიტყვებით, შესაბამისად სულიერი მდგომარეობისა და ყოველდღიური საქმეებისა, იწყებ რაიმე საქმიანობას - წარმოთქვი - "მაკურთხე, უფალო", დაასრულებ საქმეს - არა მხოლოდ ენით, არამედ გრძნობით წარმოთქვი: "დიდებაი შენდა, უფალო!" როცა ვნება მოგეძალების, თქვი: "მიხსენ, უფალო, წარწყმედისაგან!" თუკი ბნელი ზრახვების წყვდიადი მოგეძალოს, - მოუწოდე: "იხსენ ჭირისაგან სული ჩემი". თუკი მოგელის უმართებულო საქმეები, რომელთაც ცოდვა ახლავს თან, - ილოცე: "მასწავე მე, უფალო, გზაი", თუკი ცოდვები გამძიმებენ და სასოწარკვეთილებაში გაგდებენ, - ღაღად-ჰყავ ტანჯული ხმით: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე!" ამგვარად ყოველი შემთხვევისას, ანდა უბრალოდ ხშირად გაიმეორე: "უფალო, შეგვიწყალენ", "ღმრთისმშობელო ქალწულო, მაცხოვნე", "წმიდაო ანგელოსო ღმრთისაო, მცველო და მფარველო სულისა ჩემისაო, შემიწყალე მე" - ან სხვა რომელიმე სიტყვებით ევედრე უფალს. რაც შეიძლება ხშირი იყოს ეს მოწოდება, მხოლოდ შეეცადე, იგი გულიდან მოდიოდეს, როგორც მისგან ერთგვარი გამონაწური. თუკი ასე მოვიქცევით, მაშინ ხშირი იქნება ჩვენი გონებრივი ამაღლება ღმერთთან, ხშირი იქნება ვედრება ღვთისადმი, ხშირი იქნება ლოცვა და ყოველივე ეს გახდება საფუძველი უფალთან ჩვენი გონებრივი საუბრისა.

გვესაუბრება ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით გეგეშიძე:

- მართლმადიდებელ ეკლესიაში ლოცვის წესდება ოდითგანვე არის დადგენილი. როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე დედამიწაზე მობრძანდა, მან გვასწავლა ლოცვა, თავად უფლის მოვლინება და მისი ცხოვრების წესი ლოცვას ნიშნავს. შრომით ადამიანი სასწაულებს ვერ მოახდენს, თუ მას არ ახლავს გულწრფელი ლოცვა. ლოცვას იმიტომაც აქვს დიდი ძალა, რომ უფლის მიერ არის დაწესებული. ლოცვის გარეშე დედაეკლესიაში არ აღესრულება ღვთისმსახურება. ლოცვა აუცილებელია ყოფით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოძღვარი ლოცვით აკურთხებს ტრაპეზს. ნაკურთხი ტრაპეზი და საზრდელი, საკურნებლად მიეცემა მართლმადიდებელ ადამიანს. ლოცვით შესთხოვს უფალს სასულიერო პირი მიცვალებულის სულის დამკვიდრებას მართალთა შინა წიაღში.

როცა ადამიანი დილით ადგება სარეცლიდან, ხელ-პირი უნდა დაიბანოს, მოწესრიგდეს და შეუდგეს ლოცვას. ზოგიერთს უჭირს შეიქმნას შესაბამისი ლოცვითი განწყობა. როგორც ეკლესია გვასწავლის, ასეთ დროს მლოცველს შეუძლია მცირედად დაისვენოს, გამოფხიზლდეს და მშვიდი განწყობით ილოცოს უფლის წინაშე. როგორც ბუნება, ისე იცვლება ადამიანის შინაგანი სამყაროც. საკუთარ ოჯახში და ცხოვრების წესშიც განიცდის ცვალებადობას. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ დავიძინებთ, როგორ გუნებაზე გავიღვიძებთ. მიუხედავად ამისა, თავს ძალა უნდა დავატანოთ და შევძლოთ ფხიზელი, მშვიდი განწყობით, მოწესრიგებულები შევუდგეთ უფლის დიდებას. მოვალეობის მოხდის მიზნით არ შეიძლება ილოცო - მერე ეს მავნე ჩვევაში გადავა. უფალი წრფელი გულით ნათქვამ მცირე ლოცვასაც შეიწირავს.

არსებობს ადამიანის შინაგანი განწყობილება. ჩემს სამღვდელო პრაქტიკაში მინახავს მრავალი ადამიანი, რომელიც მოსულა ტაძრში და ხატების წინაშე წრფელი გულით, ცრემლით ილოცა და გათავისუფლდა ყოველგვარი ამაოებისგან.

მადლობა ღმერთს, რომ ნიკორწმინდის ეპარქიაში შენდება ეკლესია-მონასტრები, მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით ბარაკონის ტაძართან დაფუძნდება დედათა მონასტერი, რაც დიდი მადლი იქნება ჩვენი ეპარქიისთვის, რაჭის მოსახლეობისთვის. დედები ილოცებენ ღვთის სადიდებლად ჩვენი ქვეყნის საკურთხებლად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat