სულიერი სიბრმავე
სულიერი სიბრმავე
ბრმები არიან ისინი, ვინც რელიგიაში მხოლოდ წესებს ხედავს
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) ბრძანებს: "თვალები სულთა შეხვედრის წერტილია. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი. როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრო სახლი. მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავს მიაჯაჭვავს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახეებით აღიქვამს, ისინი განაცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს, თვითონვე აღფრთოვანებულია ამ ერთადერთი ელემენტით, მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასაწყისია".

ნათელი სულიერებას გამოხატავს. ადამიანს აქვს უნარი, განიცადოს სულიერი ნათელი. "სული სინათლეა. იგი ჩვენი გონების სიხარულია. არ შეიძლება იგი ემსგავსოს მწუხარებას. მწუხარება ნათლის მოკლებაა, ანუ ნათლის მწუხრია" (რ. სირაძე). მათ, ვინც "ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა" ზის, მეფსალმუნე მრავალგზის შეაგონებს: "მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს" (ფსალმ. 33,6). ჭეშმარიტებით განათლება მხოლოდ უფალთან მიახლების შედეგად არის შესაძლებელი, მაგრამ ამ ნათელს, როგორც უფლის წყალობას, ყველა ერთნაირად როდი იტევს თავის თავში. ამასთან დაკავშირებით ბასილი დიდი ბრძანებს: "ისევე, როგორც გრძნობადი ნათელი ყველასთვის ერთნაირად არ ბრწყინავს, ასევე მზე სინათლისა, ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად (იოანე 1,9), ყველას როდი ახარებს ნათელსხივოსნობით, არამედ იმათ, რომელნიც ამას თავიანთი ცხოვრებით იმსახურებენ, რადგანაც ნათქვამია, რომ "ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა" (ფსალმ. 96,11) და არა ცოდვილსა. ისევე როგორც მზე ამოდის, მაგრამ არა ღამურებისა და სხვა ცხოველებისთვის, რომელნიც საკვებისთვის ღამით ნადირობენ, ასევე, თუმცაღა ნათელი თავისი ბუნებით ბრწყინვალეა და სხივოსანი, ყველას როდი შეუძლია მის ბრწყინვას ეზიაროს. მსგავსად ამისა, "ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა არა ემხილნენ საქმენი მისნი" (იოანე 3,20).

რით განსხვავდება ფიზიკური სამყაროს ნათელი მხოლოდ სულიერი ინტუიციით შესამეცნებელი, ემოციაზე ღრმა და ცნობიერზე აღმატებული "უჩრდილო ნათლისაგან"; როგორ შეიმეცნება ეს ნათელი; რას ნიშნავს სულიერი სიბრმავე... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება კანადაში მოღვაწე მღვდელმსახური, მამა პავლე ზაქარაია.

- საზოგადოდ, როგორ უნდა გვესმოდეს სიტყვა "ნათლის" მნიშვნელობა?

- თუკი ამ სიტყვას საღვთო ნათელზე ვამბობთ, ის დაუსაბამო და დაუსრულებელ, შეუქმნელ საღვთო ენერგიას, ღვთიურ ნათელს ნიშნავს, რომელიც მარადის უფალშია, მაგრამ თუკი ბიბლიის დასაწყისში მოხსენებულ სიტყვა "ნათელს" განვმარტავთ, ეს არის შექმნილი ნათელი, რომელიც უფალმა თავისი დიდებით, მრავალმოწყალებითა და სიყვარულით შექმნა. შექმნილ ნათელს არავითარი საერთო არა აქვს შეუქმნელ, ღვთიურ ნათელთან, გარდა იმისა, რომ სწორედ საღვთო ნათელი იქმნა მიზეზი შექმნილი - ხილული თუ უხილავი ზეციური ნათლისა. მოციქულებმა თაბორზე ხელთუქმნელი, ღვთიური ნათლის ნაწილი იხილეს.

- რატომ ჩათვალა მაცხოვარმა საჭიროდ, თავისი ღვთაებრივი დიდება, საღვთო ნათელი სწორედ მთაზე გამოევლინა?

- ამას მიწიერი მიზეზიც ჰქონდა და სულიერიც. დედამიწაზე ყოფნის ჟამს განკაცებულ უფალს მუდამ თან ახლდნენ ადამიანები. გავიხსენოთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის დაპურების სასწაული, ეშმაკეულთა და დავრდომილთა კურნების შემთხვევები... სწორედ ადამიანთაგან განსარიდებლად აირჩია მაღალი მთა ფერისცვალების - ამ უდიდესი სასწაულის მოსახდენად. სამად სამი მოციქულიც, ერთი მხრივ, იმის გამო გაიყოლა, რომ დანარჩენი მოწაფეები დაბლობზე დარჩენილიყვნენ, რათა ადამიანებს თვალში არ მოხვედროდათ, არ ეგრძნოთ, რომ იესო ქრისტე მათ შორის არ იმყოფებოდა.

რაც შეეხება მთის, სიმაღლის სულიერ მნიშვნელობას, მისი არჩევით მაცხოვარმა მიგვანიშნა, რომ ადამიანი ამქვეყნიურზე უნდა ამაღლდეს, ავიდეს სულიერების მთაზე ლოცვით, მარხვით, მღვიძარებით, სინანულით... რათა გახდეს ღირსი საღვთო ნათლის, უფლის ბრწყინვალების ხილვისა.

წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს: "უფლის ფერისცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ემორჩილება... უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს, გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაებრივი სულის ძალამ - ამ ენით აღუწერელმა ნათელმა. ჩვენც, უფლის მოწაფეთა მსგავსად, უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათლით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და მშვენიერებისაკენ; სულიერნი თვალნი ქვენა, მიწიერი ზრახვებისგან განვიწმინდოთ, დავუტევოთ ფუჭი, წუთიერი სიამენი, რომელნიც ჩირქს გვცხებენ და სულს გეჰენიის წყვდიადისკენ მიაქანებენ".

- სწორედ ღვთაებრივი ნათლის ხილვისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანი.

- ამის მისაღწევად, როგორც ვთქვით, ადამიანი "სულიერების მთაზე" უნდა ავიდეს, მაგრამ არა თვითნებურად, არამედ ეკლესიისა და მოძღვრის მორჩილებით. ვინც ამქვეყნიურობას მოსცილდება, მაქსიმალურად შეიზღუდავს თავს მიწიერ სიამეთაგან, ეცდება ცოდვილი ჩვევების დათრგუნვას და იგლოვებს ჩადენილ ცოდვათა გამო, მოახერხებს კიდეც სულიერების მთაზე ასვლას, იქ ასული კი საღვთო ნათლის ხილვის ღირსი შეიქმნება. მარადისობაში გადასული მას განუშორებლად იხილავს.

- მადლმოსილ მოღვაწეთა, უმაღლესი სულიერების მქონე მამათა ცხოვრებაც ხომ დასტურია იმისა, რომ ადამიანი მიწიერ ცხოვრებაშივე შეიძლება გახდეს ღირსი ღვთიური ნათლის ხილვისა?

- ეს მოღვაწენი ღირსნი შეიქმნენ ღვთის დიდების, უფლის ნათლის ხილვისა ღვთისთვის დაუღალავი მოშურნეობით, მიწიერებას მოსცილდნენ და თავიანთ თავზე ამაღლდნენ - "ხორცითა ანგელოზნი" შეიქმნენ, როგორც ამას წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა მიმართ წარმოთქმულ ლოცვებში ვკითხულობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ხორცშივე ანგელოზებრივად მოღვაწეობდნენ. წვრილი ძაფიღა აკავშირებდათ მიწასთან. ხორცი ხელს აღარ უშლიდათ ამ ნათლის მოპოვებაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაცმა ხორცი ტანჯოს ან რაიმე ზიანი მიაყენოს - ის სულის საცხოვნებლად უნდა გამოიყენოს, თორემ როცა სული და ხორცი ერთმანეთს გაეყრება, სულის ცხონების შესაძლებლობა აღარ დარჩება, სული თავის თავს ვერ იცხონებს. სწორედ ხორცის სულის საცხოვნებლად გამოყენებას მიაღწიეს წმინდა მამებმა და "სულიერების მთაზე" ავიდნენ.

- სულიერად ბრმას ხომ არც გაახსენდება და არც მოუნდება ამ ნათელთან ყოფნა?

- ფსალმუნი გავიხსენოთ: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ..". (ფს.48). ეს იმ დაცემული კაცის მდგომარეობაა, რომელიც ნათელს არად თვლის. როგორც იოანეს სახარება გვაუწყებს: "და ნათელი იგი მას ვერ ეწია..". (იოანე 1,5). სწორედ ეს არის მიუაჩრდილებელი ნათელი, მზიანი ღამე და კაშკაშა წყვდიადი. ადამიანის გზა ისეც ბნელითაა მოცული, მას მხოლოდ უფალი გვინათებს და მუდამ ჩვენთან ერთად ევნება ჯვარს. ქართულ საეკლესიო საგალობლებში ქრისტეს ხშირად მზეს უწოდებენ, წმინდანებს კი - ამ მზის სხივებს. ყოველი მათგანის ცხოვრება ხომ ეშმაკზე გამარჯვებაა. ასე რომ, ყველაფერი ბნელი ჩვენში უნდა წავშალოთ ღვთაებრივი ნათლის ძალით.

- რას ნიშნავს ნათლის ძეობა?

- ჩვენ, ყველანი, ღვთის შვილები ვართ. როგორც ტერტულიანე ამბობს, ყოველი ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია, რადგან ღვთის ხატებას ვატარებთ, მაგრამ ღვთის მსგავსნი რომ გავხდეთ და ნათლის შვილებად აღვდგეთ, გოლგოთის გზა უნდა გავიაროთ. უძღები შვილი გავიხსენოთ, მამის წიაღს რომ განეშორა, მაგრამ მონანული უკან დაუბრუნდა, მამამ კი სამოსელი პირველით შემოსა და კვლავ ნათლის ძედ აღადგინა. თავად უნდა ავირჩიოთ, გვსურს თუ არა ნათლის ძეობა.

ზეციური იერარქია, ანგელოზთა დასნიც ამ ნათლის გამოვლინებაა.

მიუაჩრდილებელ ნათელს იტევენ წმინდა ხატები და ამ ნათელს დანახვა უნდა, დანახვა კი სიყვარულის ინტუიციაა, დანახვა ბურუსში. თუ სიყვარული არ გაქვს, ამ ნათელს ვერ იხილავ, სწორედ სიყვარული წარმოშობს ნათელს და წყვდიადშიც კი ამ ნათელში ვგიებთ. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. "ღმერთი - ნათელია და თავისი საღვთო ნათლით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება და თანაეზიარება საზომისაებრ მისი განწმენდისა... და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც, ანუ მთელი არსებით უერთდება შემოქმედ ღმერთს" (წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).

- ფსალმუნთა ავტორი სულის სასოწარკვეთილსა და შეშფოთებულ მდგომარეობას ხშირად გამოხატავს შემდეგი სიტყვებით: "გარე მიაქციე პირი შენი ჩემგან და შევძრწუნდი" (ფსალმ. 29,7); "შეშფოთნა გულისწყრომითა თვალნი ჩემნი" (ფსალმ. 30,9); "განმეგდებულ ვარ მე პირისაგან თვალთა შენთასა" (ფსალმ. 30,22); "მოაკლდა თვალთა ჩემთა, სასოებითა ღვთისა მიმართ ჩემისა" (ფსალმ. 68,3); "ვემსგავსე მათ, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა" და ა.შ. ღვთის "პირის მიბრუნება" ადამიანისაგან ამ შემთხვევაში მეტაფორაა. რას გამოხატავს იგი?

- ღმერთი პირს მაშინ იბრუნებს ადამიანისგან, როდესაც უბედურების ჟამს მიატოვებს მას, რათა ცხადი გახდეს სიმტკიცე მოღვაწისა. ანტონი დიდს ეშმაკები დაესხნენ თავს და საშინლად გვემეს. როდესაც გონს მოეგო, ღმერთს შესჩივლა: უფალო, სად იყავი მაშინ, რატომ მიმატოვე ასეთი განსაცდელის პირისპირო? უფლის ხმამ უთხრა: მე შენთან ვიყავი, ანტონი, და ვუყურებდი შენს მოთმინებასო. რამდენადაც პირის მიბრუნება ღვთის ნებას უპირისპირდება, ხოლო მღელვარება - სიმტკიცესა და ძლიერებას, ამდენად შეძრწუნება განსაცდელის ჟამს სულის სიმახინჯე და უძლურებაა, რომელსაც ღვთისგან გაუცხოება წარმოშობს. ის, ვისაც უნათებს სახე უფლისა, მშვიდი და უშფოთველია და გამზადებული სიკეთისთვის, რადგანაც ნათქვამია: "განვემზადე და არა შევძრწუნდი" (ფსალმ. 118,60). რას გულისხმობს წინასწარმეტყველი ამ სიტყვებში: "გამოჩნდა ნათელი პირისა შენისა, უფალო" (ფსალმ. 4,6)? - თუკი სხვები უბედურების ჟამს სასოს წარიკვეთენ, მე სხვაგვარად ვიქცევი, რადგან შენ გამომიჩნდიო. გამოჩენაში იგულისხმება რწმენა, რომელიც განდევნის სასოწარკვეთილების წყვდიადს. ეს რწმენა არის "ნათელი სოფლისა" - ქრისტე ("მე ვარ ნათელი სოფლისა") - "რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, გამნინათლო ბნელი ჩემი" (ფსალმ. 17,29). სადაც უფალია, იქ მოჩქეფს: "წყარო ცხოვრებისა" და "ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩვენ ნათელი" (ფსალმ. 35,10). სადაც ნათელია, იქ სიბნელე ძალას კარგავს: "ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს და ღამე, ვითარცა დღე, განათლდეს, ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი". თვალთა განმანათლებელი უფლის მცნებებია: "მცნება უფლისა ბრწყინვალე არს და განმანათლებელ თვალთა" (ფსალმ. 18,8). მთელი ქვეყანა ცოდვითაა დაბნელებული, - ეუბნება მაცხოვარი თავის მოციქულებს: - თქვენ უნდა განანათლოთ იგი ჩემი სინათლით, ამიტომაც თქვენ ხართ "ნათელი სოფლისა". როგორც მზე აძლევს თავის ნათელს მთვარეს, ასევე უფალი ანათლებს მოციქულებს და მათი მეშვეობით მთელ ქვეყანას, თავისი მადლის ნათლით ანათლებს ხალხებს. "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?" (ფსალმ. 26,1). ეს ის ნათელია, რომელიც ბრმებსაც განაბრძნობს. ეს ის ნათელია, რომელზეც ფილიპემ უთხრა ნათანაელს: "მოვედ და იხილე". არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის ერთ-ერთ ქადაგებაში ვკითხულობთ: "არსებობს სამი სახის ნათელი: პირველი - გრძნობადი ნათელი, რომლითაც ადამიანი აღიქვამს ფერებს, ხაზებს, ნაკვთებს, ანუ ხილული სამყაროს რეალიებს. ეს ნათელი ხელმისაწვდომია არა მარტო ადამიანისთვის, არამედ სხვა, უფრო ნაკლებად განვითარებული არსებებისთვისაც. მეორე - ინტელექტის, გონების, ჩვენი აზრების და წარმოდგენების ნათელი, რომელიც განსაკუთრებულ ინტენსივობას აღწევს ფილოსოფოსებთან, სწავლულებთან, მხატვრებსა და პოეტებთან. ეს არის ლოგიკური მსჯელობისა და შემოქმედებითი ფანტაზიის ნათელი, მშვინვიერი, შექმნილი ნათელი, რომლისთვისაც მიუწვდომელია მარადისობის რეალიები. მესამე - საღვთო გამოცხადების, სულის, თაბორის ნათელი, რომლის სუფევაში შეღწევა შეუძლებელია ლოგიზაციის ან განხურვებული წარმოსახვის საშუალებით. იგი ცხადდება ადამიანის წინაშე, ვითარცა ახალი სიცოცხლე, ვითარცა სულის მზერა, ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან კავშირი. სული მას აღიქვამს, როგორც მყოფობის სავსებას, გნოსისის სავსებას და ბედნიერების სავსებას". მათ, რომელნიც შორს არიან ჭეშმარიტების სიტყვებისგან, ფსალმუნი მოუწოდებს, შეცნობის გზით მიუახლოვდნენ: "მოვედით და იხილენით საქმენი ღვთისანი, რომელ ჰქმნა ნიშები ქვეყანასა ზედა" (ფსალმ. 45,8). შემდეგ ამბობს: "მოიცალეთ და გულისხმა-ჰყავთ, მე ვარ უფალი". როგორც ხორციელი თვალებისთვის დიდი სიშორე ბუნდოვანს ხდის დასანახ საგნებს, მიახლოება კი ნათლად შეაცნობინებს მაყურებელს დასანახს, ასევეა გონებრივ განჭვრეტათა დროსაც: ვინც ღმერთს არ მიუახლოვდება თავისი ცხოვრებით, იგი ვერ შეძლებს იხილოს უფლის საქმეები გონების წმინდა თვალით. ამიტომაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სათხოვარი უნდა იყოს: "ერთი ვითხოვე უფლისაგან... ხილვად ჩემდა მშვენიერება უფლისა და მოხილვად ტაძარი მისი" (ფსალმ. 26,4).

- ვის ეწოდება სულიერად ბრმა?

- რაც მზეა გრძნობისმიერი არსებებისთვის, იგივეა ღმერთი - გონებისმიერთათვის. პირველი ხილულ სამყაროს განანათლებს, მეორე - უხილავ სამყაროს. სხეულებრივ ხედვას მზე ნათლისმჭვრეტელად აქცევს, ღმერთი კი თავის მსგავსებად შექმნის გონიერ ბუნებებს.

სულიერად ბრმების შესახებ არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი ბრძანებს: "ჩვენ გვაბრმავებს ბოროტება. აკი წერია სახარებაში: "მოძულე ძმისა თვისისა ბნელსა შინა ვალს". სანამ ჩვენს გულში მტრობას და ბოროტებას აქვს ადგილი, ბრმები ვართ. ბოროტება ადამიანის გულზე დადებული ლოდია. რამდენადაც არ უნდა ვიმართლოთ თავი და გავაშავოთ ჩვენი შეურაცხმყოფელი, ამით მაინც ვერ დავმშვიდდებით, პირიქით, ჩვენს გულში თითქოს ცხელი, აზვირთებული მარილიანი ზღვის დუღილს შევიგრძნობთ. და თუ მივუტევებთ მოძულეს, მივუტევებთ მთელი გულით, საბოლოოდ, ისე, რომ, აღარ გავიხსენებთ უწინდელ წყენას, მაშინ დავმშვიდდებით, გავთავისუფლდებით და თითქოს ეს დიდი ლოდი, გულზე რომ გვაწევს, დაიფშვნება და დაცვივა. მაშინ ჩვენი გულიც აღდგება, როგორც მიცვალებული, რომელიც საფლავის წყვდიადიდან აღდგა და ნათელი იხილა". ჩვენ მორწმუნეები ვართ, ქრისტიანები, მაგრამ შეიძლება ჩვენც ვიყოთ ბრმები. ადამიანს აბრმავებს ამპარტავნება. იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაში" სულიწმინდა ამპარტავნებაში ამხელს ლაოდიკიის ეკლესიის ეპისკოპოსს: "შენ ვერ გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ შიშველი და ბრმა ხარ". ამპარტავნება ადამიანს ღვთისგან აუცხოებს. აგრეთვე: "ბრმები არიან ისინი, ვინც რელიგიაში მხოლოდ წესებს ხედავს. მათ, თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წესები, საეკლესიო მღვდელმსახურება - ეკლესიის სიმბოლური ენაა, ის სულიერი არხებია, რომელთა საშუალებით გადმოდის ღვთის მადლი და ენერგია. მაგრამ წესებს არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მორწმუნედ გახდომა. ამისათვის საჭიროა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, გავხდეთ სხვა ადამიანი, მახარებლის სიტყვით - "ახალი ქმნილება".

- როგორ და სად არის შესაძლებელი სულიერი სიბრმავისგან განთავისუფლება?

- იოანეს სახარებაში არის აღწერილი ბრმის განკურნების ამბავი. იერუსალიმელი ბრმა ტაძართან იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. უფლისაა მთელი დედამიწა, იგი ყველგან მყოფია, მაგრამ უფალი განსაკუთრებით ეკლესიაში უახლოვდება ადამიანს. ეკლესიის საიდუმლოებებში ადამიანი თავისუფლდება სულიერი სიბრმავისაგან და სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს ჭვრეტს. "სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია: შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათ წიაღ შეღწევა მოუსურვებიათ" (ნეტარი ავგუსტინე).

- რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, თუნდაც ბნელში და თუნდაც დღის სინათლეზე, გვახსოვდეს, რომ უფლის თვალი მუდამ ზემოდან გვიყურებს?

- "ვიდრემდე ვიდე სულისა შენისაგან, და პირისა შენისაგან ვიდრემდე ვივლტოდი" (ფსალმ. 138,7). "ცისკიდიდგან არს გამოსვლა მისი, და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისადმდე და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა" (ფსალმ. 18,7). უფალი ხშირად იწოდება "მზედ სიმართლისა". ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მზეს გაურბის, მზე მაინც უყურებს მას. უბრალოდ, ადამიანი ზურგს აქცევს ნათელს და სიბნელეში ყოფნას ამჯობინებს ("იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცდომელ"). ასეთ ადამიანებზე მეფსალმუნე ამბობს: "დაუბნელდნენ თვალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ და ზურგი მათი მარადის შედრიკე" (ფსალმ. 67,23). "რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა ზედა განმზადო პირი მისი" (ფსალმ. 20,11). ნათელი ყოველივეს ავლენს და ასაჩინოებს. "განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმანათლებელ მისთანა" (ფსალმ. 18,19). ნეტარია ის, ვინც ღვთის სამართლიანი სამსჯავროს დღეს, რაჟამს მოვიდეს უფალი, რომელმანცა "განანათლოს დაფარული იგი ბნელისა და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი" (1 კორ. 4,5), ამ მამხილებელ ნათელში შესვლას გაბედავს და უკან შეურცხვენელი დაბრუნდება, რადგანაც სინდისი წაუბილწველი ექნება ბოროტ საქმეთაგან, ხოლო ისინი, რომელნიც უკეთურ საქმეებს სჩადიოდნენ, გაკიცხვისა და სირცხვილისათვის აღდგებიან, რათა თავიანთ თავში სისაძაგლე და ჩადენილ ცოდვათა ანაბეჭდი დაინახონ. "და გამოაბრწყინვოს, ვითარცა ნათელი, სიმართლე შენი, ვითარცა დღე შუა" (ფსალმ. 36,6). წმინდა მამების თქმით, ცოტანი არიან ისინი, რომელთაც შეუძლიათ მიუახლოვდნენ ჭეშმარიტ ნათელს, გაიხსნან და დაფარულთა გამჟღავნების შემდეგ შეურცხვენელი პირით გამობრუნდნენ. "როცა ადამიანი შინაგანად შეიგრძნობს მარადიულ ნათელს, გონება უსუფთავდება და გრძნობისმიერი წარმოდგენები არაწმინდა კი არ ექნება, არამედ სიკეთით სავსე. მაშინ ის უკვე მზად არის მიწის გულშიც კი ჩავიდეს, ოღონდ არ დაკარგოს ჭეშმარიტი სიკეთე - ღმერთი", - ბრძანებს ღირსი სერაფიმე საროველი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat