საფეხური XXIV-XXV - XXIV. სიმშვიდისა და სიწრფელისთვის; XXV. სიმდაბლისთვის
საფეხური XXIV-XXV - XXIV. სიმშვიდისა და სიწრფელისთვის; XXV. სიმდაბლისთვის
ვინც ეს საფეხური დაძლია, იმედიანად იყოს, რადგან ქრისტეს მიმბაძველი გახდა - ცხონდება
სიმშვიდე, სიწრფელე და უმანკოება თანდაყოლილი კი არ არის, არამედ გულმოდგინებით და შრომით მოიპოვება , - ამგვარად შეგვაგონებს ღირსი მამა იოანე სინელი და 24-ე საფეხურის სიმშვიდესა და სიწრფოებაზე საუბრის ბოლოს ამბობს: ვინც ეს საფეხური დაძლია, იმედიანად იყოს, რადგან ქრისტეს მიმბაძველი გახდა - ცხონდება.

25-ე საფეხური სიმდაბლისთვის არის მიძღვნილი. ღირსი მამა ამის შესახებ გვმოძღვრავს: წყლისა და წყაროს დედა უფსკრულია, ხოლო გულისხმიერებისა - სიმდაბლე.

მამა ვიტალი (სიდორენკო) პირადი მაგალითით გვასწავლიდა თავმდაბლობას, მოყვასის არგანკითხვას და ბევრ სხვა სათნოებას. მამა ვიტალი იმდენად ზრუნავდა თავის თავზე, რომ სხეულსაც კი სჯიდა. მაგალითად, სერაფიმე საროველი სიმძიმის ტარებით თავის სხეულს თრგუნავდა. ბერულ ცხოვრებაში ბევრია ასეთი მაგალითი. მამა ვიტალის ტანზე ეკლიანი მავთული ჰქონდა დახვეული. იღუმენთან საუბრის დროს თურმე სუნი იგრძნო წინამძღვარმა და ჰკითხა, - რა გაქვსო. გახსნეს და დაინახეს, მავთული ხორცში შესვლოდა და დაჩირქებოდა. თან მორჩილებას ასრულებდა და არ წუწუნებდა. თავის სულიერ შვილებს არიგებდა - იყავით თავმდაბლები, მორჩილები და უბრალო რამეზე არ იწუწუნოთ, თავი არ გაიმართლოთ და სხვა არ დაადანაშაულოთო. საკუთარ თავში უნდა ეძებოთ, რა წინააღმდეგობასაც ცხოვრებაში ხვდებითო. თავადაც უთქვამს - სადაც წამიყვანთ, ყველგან კარგად და მშვიდად ვიქნებიო. იმიტომ, რომ მამა ვიტალი ყველაფერში ღვთის ნებას ემორჩილებოდა. ყველა ადამიანში კარგს ხედავდა.

გვესაუბრება ბორჯომის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, დედა ნინო (ჩიტაძე):

- "სიმშვიდე მორჩილების დამხმარეა, ის ღვთის შიშის წინამძღვარია, გულისწყრომის აღვირი, მრისხანების დამაცხრობელი, სიხარულის მომნიჭებელი, ქრისტეს მიმსგავსებულობა, ანგელოზებრივი თვისება, ეშმაკთა ბორკილი და ვნებათა საწინააღმდეგო იარაღი", - ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი.

ჭეშმარიტი სიწრფელე და სიმშვიდე დიდი შრომით და ძალისხმევით უნდა მოვიპოვოთ და ეს მხოლოდ იმ ადამიანს ძალუძს, ვისაც გააზრებული და გაცნობიერებული აქვს, რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი აღმსარებელი. ამ ორი სათნოების მოპოვებაში მეტად მნიშვნელოვანია, გვქონდეს მოძღვართან წრფელი ურთიერთობა, სწორი აღსარება და იმედი იმისა, რომ უფალი განუზომლად მწყალობელია ადამის მოდგმისა. უფალი ამბობს: "ისწავლენ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ამითGგვახსენებს, რომ იგი უამრავი უსამართლო ტანჯვის დამთმენია, მშვიდი და გულით მდაბალია. უფლისგან მოწეული სამართლიანი განსაცდელი, რომელიც ჩვენივე სულის გასაწმენდადაა მოწეული, ისე გვაშფოთებს, რომ გვეკარგება სიმშვიდე და მოუთმენლობა გვიპყრობს.

ადამიანი, რომელიც ეკლესიაში დადის, მაზიარებელი და ჭეშმარიტი აღმსარებელია, გულში ყოველთვის ატარებს დიდ სიმშვიდეს, სიყვარულს, თუნდაც მრავალი განსაცდელი ჰქონდეს. ხოლო არაეკლესიური ფიქრობს და უკვირს, - რა უხარია და რა აძლევს ამ ადამიანს სიხარულისა და სიმშვიდის მიზეზსო; ან შეიძლება არც სჯერა მისი გულწრფელობა. მიუხედავად ამისა, მაინც გულის სიღრმეში მოსწონს და აინტერესებს, როგორ მოიპოვა სიმშვიდე. მშობლების, შვილების, ახლობლების სიყვარულით? უფლის რწმენა, სასოება და სიყვარული აქცევს მათ ასეთებად. სიმშვიდისა და სიწრფელის საწინააღმდეგო სულის მომაკვდინებელი ვნებები - მრისხანება და მზაკვრობა - ვერ მიიყვანს ადამიანს სასუფევლის კარამდე.Mმრისხანება არის ყველა ბოროტების საწინდარი. მრისხანე და მზაკვარი ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ. მათი საუბრისას არც ერთი გულწრფელი სიტყვა არ თქმულა. გულწრფელობა და სიყვარული ადამიანს ავალდებულებს, იყვნენ არა სხვების განმკითხველნი, არამედ საკუთარი თავისა. დავფიქრებულვართ იმაზე, თუ რატომ იყვნენ დიდი წმინდანები მოწამეობის ჟამს ასე მშვიდად? რატომ იყო წმინდა დიდმოწამე ეკატერინე მტარვალი იმპერატორის დაკითხვისას ასეთი აუღელვებელი და რატომ შეძლო ამ პატარა, ფიზიკურად სუსტმა ადამიანმა ამდენი სიცრუის დამარცხება? იმიტომ, რომ მან სრულად შეიგრძნო უფლის მადლი და დარწმუნდა, რომ უფლის ერთგულს და მოსიყვარულეს სამუდამო ნეტარება ელოდა და ამის გამო მზად იყო, ყოველგვარი სატანჯველი უდრტვინველად გადაეტანა. ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მისი უპირველესი მოვალეობა და მიზანი ცათა სასუფევლის დამკვიდრებაა. უფალმა ამქვეყნად მხოლოდ დიდი გამოცდილებისთვის მოგვავლინა, მოგვცა მცნებები და თავისუფალი ნება, უფლება იმისა, რომ ვიცხოვროთ უფალთან სიხარულით თანამყოფობაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრებით მოვიპოვოთ საუკუნო სიმშვიდე. ხშირად ვკითხულობთ სასულიერო ლიტერატურას, მოგვწონს, ლამაზად გვესახება და გვიყვარდება ესა თუ ის წმინდანი, ვინც დიდი შრომითა და ოფლით მოიპოვა სულის უკვდავება, მაგრამ რატომღაც ეს ძნელად მისაღწევი გვგონია. ეკლესიაში შესულები უფლის ამ უკვდავების მიღწევის სანაცვლოდ ვევედრებით ამქვეყნიურ ნუგეშს, რომ ვიყოთ ეკონომიურად ძლიერნი, ჩვენი შვილები სწავლობდნენ უმაღლეს სასწავლებლებში და ასე შემდეგ. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ამან არ უნდა დაგვავიწყოს მთავარი მიზანი - "ეძიებდით სასუფეველსა ცათასა და ყოველივე მოგეცეთ".

ღმერთს ვთხოვ, ჩვენს ერს მისცეს მრავალი ჭეშმარიტი ქრისტიანი მამულიშვილი, რათა თითოეულმა ქართველმა შეიგრძნოს, რომ გადაგვარჩენს მხოლოდ უფლის მიმართ სასოება, მოყვასის სიყვარული, სიმშვიდით დათმენა ყოველგვარი განსაცდელისა. საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანების გასაღები თითოეული ქართველის გულშია. ნუ მოვცილდებით დედაეკლესიას და ნუ მივეჯაჭვებით წუთისოფელს, ნუ ვიქნებით ზარმაცნი სიკეთის ქმნაში. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ზეცის გასაღები - სიკეთე, სიმშვიდე, სიწრფელე და სიყვარულია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat