არა მხოლოდ პურითა...
არა მხოლოდ პურითა...
"მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ"
წმინდა ილია მართალი წერდა: "ადამიანი და მით უმეტეს ერი არა მარტო "პურითა ერთითა ცოცხალ არს". მართალია, მშიერი დიდ მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორი დიდი ტოტისა: ერთს რომ ხორცისთვის მოაქვს საზრდო, მეორეს - სულისთვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, - გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსთვის მაინც. ამიტომაც, ვინც ჩივის და ღაღადებს სახორციელო პურისათვის, ის ამდენადვე, თუ არა მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისთვისაც. ადამიანი თუ მთელი ერი, იმისთვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს იმიტომ ჭამს, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავისი შთამომავალი". "პური არსობისა" - შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც სულიერად, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით: "ჩვენს პურს, - გვიხსნის წმინდა კიპრიანე, - ჩვენ ვუწოდებთ ქრისტეს, რადგან ვღებულობთ და ვჭამთ მის ხორცს, როგორც ამას თავად ამბობს: "მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჰხედ; უკეთუ ვინმე ჰსჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე" (ინ. 6,51) და გვაფრთხილებს სიტყვებით: "უკეთუ არა ჰსჭამოთ ხორცი მისა კაცისა, და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრება თავთა შორის თქუენთა" (ინ. 6,53). რა იგულისხმება "არსობის პურში" და რატომ ვითხოვთ მას ღვთისგან; რატომ დასაჯა ადამის მოდგმა ღმერთმა: "პიროფლიანი ჭამდე პურსა შენსაო"; და საერთოდ, რის სიმბოლოა ქრისტიანობაში პური, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი.

- მამაო, რა იგულისხმება "არსობის პურში", რას ვითხოვთ ამით უფლისგან და რატომ ვითხოვთ მხოლოდ დღევანდელი დღისთვის?

- "პური არსობისა" სხვადასხვა მამის მიერ სხვადასხვანაირად განიმარტება. ზოგი ყოველდღიურ საზრდოდ მოცემულ პურად თვლის, ზოგი არსობრივ, სამარადჟამო პურად მიიჩნევს. ადამიანი, თავისი ბუნებით, ხორცისა და სულის მქონედაა შექმნილი, ამიტომ ხორცს, როგორც წარმავალს, ყოველდღიური საზრდო ესაჭიროება, რათა იცოცხლოს, სამარადჟამო საზრდელი კი სულისთვის აუცილებელია დაუსაბამო ცხოვრებისთვის. მაცხოვარი თავის თავს პურს უწოდებს: "მე ვარ პური არსობისა" (იოანე 16-48), "ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოხდა, უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგან, არა მოკუდეს. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე და პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხოვრებისთვის სოფლისა" (იოანე 6,50-51). სწორედ ამიტომ ადამიანი უნდა იღებდეს ქრისტეს, როგორც ცხოვრების არსს, არა მარტო სარწმუნოებით, არამედ საეკლესიო საიდუმლოებების მიღებით, მასთან მუდმივი თანაზიარყოფით.

"მამაო ჩვენოში" რომ პურს ვითხოვთ, ეს ერთი მხრივ ზეციური პურის - ქრისტეს ხორცის თხოვნაა, რომელსაც მორწმუნეები ეზიარებიან, მეორე მხრივ - ევლოგიისა, ნაკვეთი სეფისკვერისა, დაბოლოს, ეს არის ჩვეულებრივი პური, რომელიც ასევე გვეძლევა ღვთისაგან. ამ თვალსაზრისით, არსობის პურში საზოგადოდ საზრდელი იგულისხმება, მაგრამ მისი უპირატესი მნიშვნელობა - ეს არის ხორცი უფლისა. სახარებიდან გვახსოვს: როცა უფალი პურს განტეხს და მისცემს მოწაფეებს, ამით თავის ხორცს აძლევს, რომელზეც იტყვის: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მოსატევებელად ცოდვათა".

ლოცვაში "მამაო ჩვენო" ზეციური სათხოვარის შემდეგ, ანუ ღვთის დიდებაზე, ზეციურ სასუფეველსა და ღვთის ნებაზე ვედრების შემდგომ, ღვთაებრივმა სიბრძნემ ადგილი მიწიერ საჭიროებებზე თხოვნასაც დაუთმო. სულიერ საზრდოსთან ერთად ჩვენ ვითხოვთ ხორციელ საზრდელსაც, ყოველდღიურ საკვებს. "მაცხოვარმა, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი - დაგვიდგინა ლოცვა არა სიმდიდრისათვის, არა განცხრომისათვის, არა მდიდრული შემოსვისათვის, არამედ მხოლოდ პურისათვის, და ამასთან მხოლოდ დღიური გამოკვებისათვის, - რათა ჩვენ არ ვიზრუნოთ ხვალისათვის. ამიტომაც დასძინა: "არსობისა", ანუ დღიური საზრდელი. იგი ამ სიტყვითაც კი არ დაკმაყოფილდა, არამედ შემდეგ დასძინა: "მომეც ჩვენ დღეს", რათა ჩვენ ზედმეტად არ შეგვაწუხოს დამდეგი დღისათვის ზრუნვამ. მართლაც, რა საჭიროა ხვალინდელი დღისათვის ზრუნვა მისთვის, ვინც შესაძლოა ვერც შეესწროს მას? ის, რომელმაც მოგცა შენ სხეული, შთაგბერა სული, გაქცია გონიერ არსებად და შენს გაჩენამდე შენთვის ყველა სიკეთე შეამზადა, - განა დაგივიწყებს შენ, თავის ქმნილებას? მას მინდობილმა, შესთხოვე საზრდელი მხოლოდ დღევანდელი დღისათვის, ხოლო ხვალინდელისათვის ზრუნვა მასვე მიანდე, როგორც ამბობს ნეტარი დავითი: "მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ" (ფს. 54,22).

წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტავს: "სიტყვით "პური" უფალი თითქოს ამბობს: "გეყოფათ, ხალხო, საკუთარი თავის წამება ამაო სურვილებისათვის. შეწყვიტეთ საკუთარი თავის გარჯისათვის მიზეზების გამრავლება. ბევრი არ სჭირდება შენს ბუნებას, შენ გევალება სხეულისათვის საზრდელის მოძიება; ეს არ არის დიდი და მძიმე საქმე, თუ იმდენს დასჯერდები, რამდენიც გჭირდება. რატომ იდგამ უღელს ზედმეტად და გსურს ამოდენა სიმძიმის ზიდვა? ითხოვე შენთვის მხოლოდ ერთი პური: ამაში შენ ბუნებამ მოვალე გაგხადა სხეულისა. თუ შენ ეშმაკი დაგიწყებს ჩაგონებას, რა არის თვალისათვის უკეთესი დასანახი და სასიამოვნო გემოვნებისთვის, - იცოდე, ნამდვილად გაებმები გემოთმოყვარეობის ხლართებში. აუცილებელი საზდელიდან გადახვალ გემრიელ საჭმელებზე, იქიდან კი ფუფუნებასა და მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე. ამიტომ შემოიზღუდე ლოცვა მხოლოდ პურის თხოვნით".

- "პური ჩვენი არსობისა მოგ-ვეც ჩვენ" - ვითხოვთ ლოცვაში. რატომ "ჩვენ" და არა "მე"?

- "როცა ვლოცულობთ საარსებო პურზე, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - გამოვითხოვთ სხვა დანარჩენსაც, რაც კი ესაჭიროება ჩვენს სხეულს დედამიწაზე. ჩვენთვის აუცილებელია: საზრდელი და სასმელი, ჩასაცმელი და საცხოვრებელი. ასევე ღვთის სიტყვა, რომელიც თქვენ ყოველდღიურად გეუწყებათ - არის პური არსობისა. მასზე გონება ისევეა მოშიებული, როგორც ჩვეულებრივ პურს არის დახარბებული მუცელი კაცისა. ამიტომ ვითხოვთ მას ლოცვისას ღვთისაგან. ამრიგად, არსობის პურში იგულისხმება ყველაფერი სულისა და სხეულისათვის აუცილებელი". "როცა ვამბობთ: პური ჩვენი მოგვეცი, - შენიშნავს მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი, - ამით ვაჩვენებთ, რომ ვითხოვთ იმავეს სხვებისთვისაც. ქრისტიანული სიყვარული გვავალებს, რომ მარტო ჩვენს თავზე კი არა, მოყვასისათვისაც უნდა ვზრუნავდეთ".

ღმერთი, თავისი უხვი სიკეთით, აძლევს ყოველივე აუცილებელს იმათაც, რომელნიც მას არ ცნობენ; მაგრამ ქრისტიანებმა რწმენით უნდა გამოითხოვონ მისგან ეს სიკეთენი, როგორც პატარებმა - მამისაგან, რათა აჩვენონ, რომ ისინი ყოველივე საჭირო სახმარს ცხოვრებაში თვლიან ღვთის წყალობად და მას მადლიერებით იღებენ ღვთის ხელიდან. ასე რომ, ამ თხოვნის აზრი შეიძლება გამოითქვას შემდეგი სიტყვებით: მამავ, ზეციურო! შენ ხედავ ჩვენს საჭიროებებს ჩვენზე უკეთ: "თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა. აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ" (ფს. 144,15-16). ჩვენ არა გთხოვთ ფუფუნებას, არც სიმდიდრეს და არც ოქროს სახურავს; არ გთხოვთ ტკბილეულობას განსაცხრომელად; ნუ მოგვაკლებ ყველაზე აუცილებელს: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს". პური - საკვებად, წყალი სასმელად, ჰაერი - შესასუნთქად, ტანსაცმელი - ჩვენი ცოდვილი სხეულის დასაფარად, საცხოვრებელი - სადაც შეგვეძლება თავის შეფარება - აი, ყოველივე ის, ურომლისოდაც თავს ვერ გავიტანთ, ვიდრე ცხოვრება დედამიწაზე გვიხდება. შენი წმინდა სიტყვა, შენი მადლი, ეკლესიის საიდუმლოებებით რომ მოგვცემ, უფრო კი "პური ცოცხალი", ზეციური პური - ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი შენი კურთხეული ძისა - აი, ის არსობის პური, ურომლისოდაც ჩვენი სული შიმშილით კვდება, მოგვეცი, მამაო ჩვენო, ყოველივე ეს, მოგვეც ძალა, რომ თუნდაც ოფლით, მაგრამ მაინც ჩვენით მოვიპოვოთ პური მართალი შრომით! მოგვეცი ეს დღევანდელი დღისათვის - მრავალ წელს ბეღელში შესანახად კი არა, არამედ მხოლოდ დღევანდელი დღისათვის, რადგან თვითონაც არ ვიცით, ვიცოცხლებთ კი ხვალამდე და რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, ხომ შეიძლება, ხვალ აღარც კი ვიყოთ ამ ქვეყანაზე; და როცა დაგვიდგება ეს ხვალინდელი დღე, გვექნება რწმენა, რომ რადგან შენ მოგვეცი დღე, მოგვცემ საზრდელსაც.

- მამაო, ბიბლიური ისტორიაც გავიხსენოთ. გთხოვთ განგვიმარტოთ სიტყვები, რომელიც ღმერთმა წარმოთქვა ადამის მისამართით: "მიწა დაიწყევლოს შენ გამო... ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე..."

- "მიწა დაიწყევლოს"... ამ ფაქტის ზუსტი ახსნა მოცემულია თავად წმინდა წერილში. წინასწარმეტყველ ესაიასთან ვკითხულობთ: "დაჭკნა, დაღონდა სოფელი, დაჭკნენ ქვეყნიერთა დიდებულნი. წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ფეხქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა" (ესაია 24,5-6). ამ სიტყვებში გადმოცემულია ზოგადბიბლიური აზრის კერძო გამოხატულება. მიწის მიმართ ღმერთის ეს რისხვა გამოიხატა მისი ნაყოფიერების დაკნინებაში, რაც თავის მხრივ ყველაზე უფრო ადამიანის მდგომარეობაზე აისახება, რადგანაც იგი ამ შემთხვევაში განწირულია მძიმე და შეუპოვარი შრომისათვის, რათა მოიპოვოს პური არსობისა. "ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს"... "პიროფლიანი ჭამდე პურს"... ამ ორ მუხლში უფრო ვრცლადაა გაშლილი წინამავალი აზრი - მიწის ნაყოფიერების დაკნინებასა და ადამიანის მძიმე და მცირედშედეგიან შრომაზე. ამ საღვთო განაჩენით ადამიანის მთელი მიწიერი არსებობა მუდმივ შრომით გმირობად იქცევა და განწირულია ტანჯვისა და სევდისათვის.

- და მაინც, ჩვენ ღვთისაგან არსობის პურს ვითხოვთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას უშრომლად მივიღებთ?

- ღმერთმა იმისათვის ჩაგვაბარა მიწა-წყალი, რომ ვიმუშაოთ. მას ჩვენ მხოლოდ ის უნდა ვევედროთ, რომ ჩვენი შრომა კეთილად წარმართოს. ამასთან, კაცი ღვთისაგან საარსებო პურს უნდა ითხოვდეს, ანუ იმას და იმდენს, რაც ცხოვრებისთვისაა საჭირო და არა სიმდიდრეს, პატივსა და დიდკაცობას. სახარებაში ვკითხულობთ: "ისმინიან სიტყვა და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან" (ლუკა 8,14). ყოფითი ამაოების მორევში არანაირი ადგილი აღარ რჩება ამაღლებული გრძნობებისთვის. ამ ნიადაგზე ღვთის სიტყვას ზრდა და მატება არ ძალუძს. ყოფითი ხშირად სულიერს აფერხებს. ღვთის სიტყვის ზეგავლენა ქარწყლდება ხორციელი ტკბობით, ამსოფლიურ თავშექცევათა და სიამოვნებათა მიმართ ლტოლვით. შეუძლებელია, ერთდროულად ღვთის სასუფეველსაც ეძიებდე და მიწიერ მეფობასაც. ვიდრე ჩვენ "ვზრუნავთ და ვშფოთავთ მრავლისათვის" (ლუკა 10,41-42), გარდაუვლად ვივიწყებთ, რომ "აქ ერთისა არს სახმარ". "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი" (ფსალმ. 33,9), - ამბობს წმინდა წერილი. და ყველა, ვინც კი ეს განიცადა, დარწმუნდა, რომ ვერანაირი მიწიერი სიამტკბილობანი ვერ შეედრებიან იმ სიხარულის სიუხვესა და იმ მშვიდობის სიღრმეს, სიცოცხლის იმ სისავსეს, რომელსაც უფალი თავის მოყვარულებს ანიჭებს.

- მამაო, ვიცით სახარებიდან, რომ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ხუთი პურის სასწაულს...

- უფალმა თავისი ღვთაებრიობის დადასტურება ამ სასწაულითაც ინება. კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძე ღვთისაა ზეციური პურის, მანანას მომავლინებელი ღმერთი და აქაც აკურთხა ხუთი პური, რომლითაც ხუთი ათასი განაძღო. დღესასწაულებზე, მწუხრის შემდეგ, ცისკრის დაწყებამდე, ხუთი პურის კურთხევა სრულდება ხოლმე. ამ მსახურების ლოცვაში ნათქვამია, რომ ვინც ამ პურს სარწმუნოებით მიიღებს, მას იგი ექცევა საკურნებლად სულისა და ხორცისა, ანუ მიეცემა სულიერი და ხორციელი კურნება.

- რა იყო ზეციური მანანა, რომლითაც უფალი ჯერ კიდევ ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს აპურებდა? რატომ მისცა უფალმა საკვები თავის რჩეულ ერს სწორედ ამ სახით?

- ზეციური მანანა პურს ჰგავს, იგი ზომიერი, ღვთიური საკვებია. მისცა ებრაელებს ღმერთმა მწყერი და ისინი მათი უზომო ჭამით მოიწამლნენ. ამგვარად მიიღეს ნიშანი, რომ არ შეიძლებოდა თხოვნა და წუწუნი ხორცისათვის. მანანას სახით კი უფალმა ზომიერი საკვები მისცა მათ, ზეციური, სამარხვო პური. უფალი 40 წლის განმავლობაში ყოველდღიურად აძლევდა მანანას რჩეულ ერს, რათა ისინი განწმენდილიყვნენ არა მხოლოდ უდაბნოში მოგზაურობით, არამედ საკვების შეზღუდვის გზითაც. ჩვენც, როდესაც ვმარხულობთ, საკვებისგან თავშეკავებით ვიწმინდებით.

- მამაო, ახლოვდება წინასააღდგომო მარხვა. რას ურჩევდით მრევლს, ქართველ მორწმუნე საზოგადოებას?

- წინასააღდგომო მარხვას "დიდი" ეწოდება თავისი მნიშვნელობის გამო. იგი ორმოცდაცხრა დღეს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში ადამიანი ნელ-ნელა ამზადებს სულს, გონებას, გულს, სხეულს უფლის ბრწყინვალე აღდგომასთან შესახვედრად. საზოგადოდ, მარხვა დიდი დღესასწაულების წინ მათ ღირსეულად შესახვედრად არის დაწესებული. მარხვა ხომ ცოდვების მონანიებისა და შემუსვრის საუკეთესო საშუალებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა, პირველ რიგში, საკუთარ სულში ჩაღრმავება და იქ უფალთან პირისპირ ყოფნაა. ეს თვითანალიზის დროა, საკუთარი ცხოვრების ყურადღებით გადახედვის, მეტ-ნაკლებად აქტიური სულიერი ღვაწლის პერიოდია, რაც ცოდვების აღმოფხვრას, სხეულისა და სულის განწმენდას ემსახურება.

უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევაა, მორწმუნე ყოველ კვირას ეზიაროს. ეს შემთხვევითი სულაც არ არის. დღევანდელი ადამიანის ცხოვრება საკმაოდ მძიმეა. მძიმეა ის სულიერი თუ ფიზიკური სამყარო, რომელშიც ვიმყოფებით. ირგვლივ უამრავი საცდური და დამაბრკოლებელი საშუალებაა. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ცხოვრობს ქრისტიანულად. ბევრს, შესაძლოა, ამის დიდი სურვილიც აქვს, მაგრამ ვერ ახერხებს. ჩვენ ხომ სამოცდაათწლიანი უღმერთობის შედეგებს დღემდე ვიმკით. ამიტომ საჭიროა, მორწმუნე წმინდა ზიარების მიღებით გაძლიერდეს. ეს ძლიერება კი მას განსაკუთრებით მარხვაში სჭირდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat