გახსოვდეს, ტაძარში შედიხარ არა იმიტომ, რომ შესცოდო უფალს და დაისაჯო, არამედ საცხოვნებლად
გახსოვდეს, ტაძარში შედიხარ არა იმიტომ, რომ შესცოდო უფალს და დაისაჯო, არამედ საცხოვნებლად
როცა ეკლესიაში მიდიხარ, უნდა წარმოიდგინო, რომ მიდიხარ არა რომელიმე უბრალო სახლში, არამედ ღვთის სახლში, დიდების მეფის სახლში, სადაც სრულდება დიდი საიდუმლოებები და ამიტომ შიშით და კრძალვით უნდა შეხვიდე ტაძარში , ვინაიდან ანგელოზები იწერენ ტაძარში შემსვლელთა და გამომსვლელთა სახელებს.

როცა წმინდა ტაძარში ამორჩეულ ადგილზე დადგები, გონება აღაპყარი ზეცისადმი, თაყვანი ეცი უფალს, მაცხოვარს ჩვენსას, და ეამბორე მის წმინდა ფერხთ, როგორც მეძავი, ისე შეევედრე მას ცოდვათა მოტევებას; უთხარი: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილს". როგორც მეზვერე, დადექი ერთ ადგილზე, ყურადღებით და ერთგულად მოისმინე კითხვა და გალობა.

როცა დგახარ ტაძარში მწუხრზე, ცისკარზე ან წირვაზე და მთავარდიაკვანი ან მღვდელი ამბობს: "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ", იცოდე, რომ ყველა იქ მდგომს ამ სიტყვებით იგი აცნობებს: ერთსულოვნად შეევედრონ უფალს; ამიტომ არც შენ უნდა ჩამორჩე სხვებს, ყურადღებით გაიმეორე თავადაც: "უფალო, შემიწყალე". ისმინე, რასაც მღვდელი შესთხოვს უფალს და შენც იგივე სთხოვე იმავე სიტყვებით: "უფალო, შემიწყალე". სადაც საჭირო იქნება, თავად თქვი შენთვის: "მომმადლე, უფალო".

როცა კითხულობენ: "მოვედით თაყვანი ვსცეთ" ან "წმინდაო ღმერთო" - სამგზის თაყვანი ეცი და გულში ჩუმად იმეორე იგივე ლოცვები.

როცა კითხულობენ ან გალობენ "ალილუიას" სამგზის, შენც ამ დროს სამჯერ თაყვანი უნდა სცე და გულშივე იმეორო ეს ლოცვა.

როცა მღვდელი ან მთავარდიაკვანი წარმოთქვამს: "თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკეთ", მაშინ შენც მოიხარე ქედი ლმობიერად და იგივე ლოცვა გულში წაიკითხე: "შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, თავსა ჩემსა მოვიხრი და ვაღიარებ: უფალო, ვცოდე შენს წინაშე და არა ვარ ღირსი შეგევედრო ცოდვათა მოტევება. მაგრამ შენ, როგორც კაცთმოყვარემ, მომიტევე მე, როგორც უძღებ შვილს. როგორც მეზვერე, გამამართლე მეც, და როგორც ავაზაკი ღირს მყავ შენსა სასუფეველსა".

როცა იტყვის მღვდელი: "მშვიდობა ყოველთა", მაშინ თაყვანი ეცი და საიდუმლოდ თქვი: "სულისაცა შენისათანა".

როცა მიდიხარ ეკლესიაში წირვის მოსასმენად, აუცილებლად საჭიროა განსაკუთრებული ყურადღებით აღიჭურვო, ვინაიდან წირვაში გამოხატულია მაცხოვრის ქვეყნად მოსვლა ჩვენს საცხოვნებლად, ე.ი. ქრისტეს განხორციელება, მისი მოგზაურობა საქადაგებლად, მისი სწავლა, მისი ვნებანი, დასაფლავება, აღდგომა და ამაღლება. ამიტომ როცა მღვდელი იტყვის: "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა", რამდენადაც შეგიძლია, თაყვანი ეცი განხორციელებულ ქრისტეს და მადლობა შესწირე მას იმისათვის, რომ მისი განხორციელებით ჩვენ შევიცანით სამების წმინდა საიდუმლო; ხოლო როცა გალობენ: "მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა" და სხვ., მაშინაც სიხარულით და მადლიერი გულით თაყვანი ეცი ქრისტეს, ვინაიდან ამ სიტყვებში გამოხატულია ქრისტეს ამქვეყნად მოსვლა.

როცა მღვდელი მარტო ან მთავარდიაკვანთან ერთად საკურთხევლიდან გამოდის წმინდა სახარებით ხელში, აქაც ლმობიერებით თაყვანი ეცი ქრისტეს და მტკიცედ გქონდეს გონებაში სახარების სიტყვები, ვინაიდან საკურთხევლიდან ეკლესიაში სახარების გამოსვენება მოასწავებს ქრისტეს საქადაგებლად გამოსვლას; სანთელი, რომლითაც სახარებას მოუძღვიან წინ, გვიჩვენებს სახარების წიგნისადმი პატივისცემას, ამავე დროს ეს სანთელი მოასწავებს იოანე წინამორბედს, რომელზედაც თვით ქრისტე ამბობს: "იგი იყო სანთელი აღნთებული და საჩინო". სანთელი ასევე მოასწავებს იმას, რომ სჯული ღვთისა და სახარება ჩვენთვის არიან ლამპრები, რომლებიც ცხოვრების გზაზე მიგვიძღვიან და გზას გვინათებენ.

სამოციქულოს კითხვა მოასწავებს წმინდა მოციქულთა ქადაგებას, რომლებიც იესო ქრისტემ წარგზავნა საქადაგებლად, როგორც ეკლესიაშიც იგალობება: "წარვგზავნე მე ისინი საქადაგებლად და მათ მშვიდობა შენი მოუთხრეს ქვეყანას".

როცა სამოციქულოს წაკითხვის წინ გალობენ "წმიდაო ღმერთოს" და სხვ., შენც ლმობიერებით ევედრე ყოვლადწმიდა სამებას, რათა ღირსი გაგხადოს, რომ სასარგებლო იყოს შენი სულისთვის წმინდა მოციქულთა ქადაგება, რადგან მოციქულებმა გვამცნეს ჩვენ მშვიდობა და ყოველივე კეთილი.

სამოციქულოსა და სახარებას შორის კმევა ნიშნავს, რომ სიტყვა ღვთისა არის სუნნელება, რაზედაც წმინდა პავლე მოციქული იტყვის: "რამეთუ ქრისტეს სუნნელებანი ვართ ღვთისა მიერ" (2 კორ. 2,15). როდესაც წმინდა სამოციქულოს წაკითხვის შემდეგ გალობენ "ალილუიას", შენც უნდა მადლობდე უფალს, რომ ღირსგყო წმინდა მოციქულთა ქადაგების მოსმენისა (სიტყვა "ალილუია" არის ებრაული და ნიშნავს: "აქებდით უფალსა"). სამოციქულოს შემდეგ იკითხება სახარება მსგავსად იმისა, როგორც იესომ წარგზავნა მოციქულნი საქადაგებლად და თვითონაც ქადაგებდა და სასწაულებს აღასრულებდა.

ამასთან, იმასაც მიაქციე ყურადღება, რომ ტაძარში ღვთისმსახურების დროს იკითხება სხვადასხვა ადგილი საღვთო წერილიდან იმისათვის, რომ მორწმუნეებმაც არ დაივიწყონ საღვთო წერილის კითხვა და შიშით და კრძალულებით მოისმინონ ის, რაც იკითხება.

როცა სახარების წაკითხვის წინ ან შემდეგ გალობენ: "დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა", შენც მადლობა შესწირე უფალს და იგივე იგალობე.

როცა "რომელი ქერუბიმთას" საგალობლის წინ მთავარდიაკონი ან მღვდელი იტყვის: "კათაკმეველნო, განვედით", შენს თავს დაუფიქრდი, შენც ხომ კათაკმეველთა შორის არა ხარ, თუმცა ნათლისღებით განათლებული ხარ; აქ კათაკმევლებს უბრძანებენ ტაძრიდან გასვლას, რადგან ისინი ღირსნი არ არიან იყვნენ ტაძარში იმ დროს, როცა აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა. "კათაკმეველი" ნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც სწავლობს მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატებს, მაგრამ ნათლისღების საიდუმლო ჯერ არ არის მასზე აღსრულებული. ამიტომ ადრინდელ დროში, მთავარდიაკვანი "რომელი ქერუბიმთას" საგალობლის დაწყებამდე წარმოთქვამდა: "კათაკმეველნო, განვედით", ისინიც გადიოდნენ ტაძრიდან. შენც შენს თავზე იფიქრე. შენც ხომ კათაკმეველი არა ხარ? იქნებ შენც კათაკმევლებთან ერთად უნდა გახვიდე ტაძრიდან? უსათუოდ უნდა გააკეთო ეს, თუ რაიმე მომაკვდინებელი ცოდვა ჩაიდინე ღვთის წინაშე; ამიტომ როცა არ გადიხარ ტაძრიდან, თავი მოიხარე უფლის წინაშე, ამოიოხრე გულით და ცრემლით შეევედრე უფალს, რომ თავისი მართლმსაჯულებისამებრ არ დაგსაჯოს წმინდა ტაძარში უღირსად მდგომი. როცა იწყებენ "რომელი ქერუბიმთას" საგალობელს, ლმობიერებით წაიკითხე დავით წინასწარმეტყველის მოსანანიებელი ფსალმუნი: "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა" (ფს. 50).

თუ ამ ფსალმუნის წაკითხვას ადრე დაამთავრებ, მაშინ შეგიძლია წაიკითხო შემდეგი: "ღმერთო, განმწიდე მე ცოდვილი, რადგან არას დროს მიქმნია კეთილი შენს წინაშე, მაგრამ მიხსენ მე ბოროტისაგან და იყავნ ჩემს შორის ნება შენი, რათა არა დასასჯელად განვაღო ბაგენი ჩემნი უღირსნი, და ვაქებდე წმიდასა სახელსა შენსა, მამისა და ძისა, და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!"

როცა იქნება დიდი გამოსვლა, დახარე თავი, თუკი წირვა პირველშეწირული არ არის. ხოლო თუ პირველშეწირულია და წმინდა ნაწილებს მოასვენებენ, მაშინ მეტანია გააკეთე და გულში თქვი: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა; მომიხსენე მე, მეუფეო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა; მომიხსენე მე, წმიდაო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა", ვინაიდან ეს გამოსვლა მოასწავებს ქრისტეს შედგომას გოლგოთის მთაზე ჯვარზე სავნებლად; და აქ მოიგონე ის, თუ როგორ ევნო იგი ჩვენთვის, და გონება მიაპყარ მაცხოვარებით მოქმედებას, იფიქრე ისე, თითქოს ქრისტე შენს თვალწინ მიდიოდეს, აღიმაღლე გონება და თაყვანი ეცი მას; ტანსაცმლის ნაცვლად მის წინაშე დააგე შენი გული, რათა თავისი მოსვლით მოარბილოს იგი და იქიდან წარმოდინდეს ცრემლთა წყარო, რომელიც მოგვანიჭებს ჩვენ საუკუნო ცხოვრებას.

როცა მღვდელი იტყვის: "და ყოველნი თქვენ მართლმადიდებელნი ქრისტიანენი მოგიხსენოთ უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე" და შევა საკურთხეველში, კვლავ თაყვანი ეცი, რამდენადაც შეგიძლია, ვინაიდან ეს მოქმედება მოასწავებს ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნას და საფლავში დადებას.

როცა კითხულობენ: "მრწამს ერთი ღმერთი" და სხვ., შენც შენს გულში ლმობიერად წაიკითხე ჩუმად იგივე ლოცვა; როცა დაამთავრებ, თაყვანი ეცი ლმობიერებით, და შემდეგ დაიწყე: "დამამკვიდრე მე, უფალო, ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა და მომეც მე ძალა, დასრულებამდე ვიდგე მას შინა".

როცა მღვდელი იტყვის: "ზე გვაქვნდინ გულნი" და მგალობელნი გალობენ: "გვაქვს უფლისა მიმართ", შენ შენი გონება აამაღლე ზეცისაკენ და მადლობდი უფალსა ყველა მისი სიკეთისათვის, რომლითაც ყოველ დღეს, საათსა და წამს სარგებლობ.

როცა მღვდელი იტყვის: "მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი", ხოლო მგალობელნი გალობენ: "წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ" და სხვ., შენც უგალობე ეს საგალობელი იესო ქრისტეს, რომელიც აღსდგა მკვდრეთით, და სძლია სიკვდილსა და ჯოჯოხეთს. საფლავიდან მომავალს მას უთხრეს: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა".

როცა მღვდელი იტყვის: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებლად ცოდვათა, და სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული, მისატევებლად ცოდვათა", მოიგონე შენც საიდუმლო სერობა და ქრისტეს ვნებანი და წარმოთქვი ეს ლოცვა: "მრწამს, უფალო, და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვნებად, რომელთაგან პირველი მე ვარ".

როცა მღვდელი იტყვის: "შენი შენთაგან, შენდა შემწირველი ყოველთა და ყოვლისათვის", აღიმაღლე გონება ზეცისაკენ, და ლმობიერებით ევედრე უფალს, რათა მოგივლინოს მადლი სულისა წმიდისა და სამგზის გაიმეორე ეს ლოცვა: "უფალო, რომელმაც ყოვლადწმიდა სული შენი მესამესა ჟამსა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე, ამავე კეთილს ნუ მოგვაკლებ ჩვენც, არამედ განგვაახლე ჩვენ, მვედრებელნი შენნი" და როცა ამ ლოცვას წაიკითხავ, სამჯერ გააკეთე მეტანია, რადგან ამ დროს სრულდება დიდი საიდუმლო.

როცა გალობენ: "ღირს არს ჭეშმარიტად" და სხვ., შენც იგალობე იგივე ლოცვა და გულში წაიკითხე: "ღვთისმშობელო, ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა" და თაყვანი ეცი.

როცა კითხულობენ "მამაო ჩვენოს", შენც ყურადღებით წაიკითხე, და როცა დაამთავრებ, თაყვანი ეცი უფალს, რომელიც საიდუმლოდ იქ იმყოფება და რასაც გალობენ, შენც ის წაიკითხე.

როცა მღვდელი ან მთავარდიაკვანი იტყვის: "შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით", დაიჩოქე შენი მაცხოვრის წინაშე, რომელიც ამ წმინდა ევქარისტიაში საიდუმლოდ იმყოფება. ვინაიდან ბარძიმში არის ჭეშმარიტი ხორცი ქრისტესი და ჭეშმარიტი სისხლი ქრისტესი და ამავე სიტყვებით: "შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით" უწოდებენ მორწმუნეებს საზიარებლად. ხოლო როცა მცირედნი არიან მაზიარებელნი, ან სრულებით არ არიან, შეწუხდი, რომ ადამიანთა გულები, მათ შორის შენიც, გაქვავებულა. აღსავლის კარებიდან წმინდა ნაწილთა ჩვენება მოასწავებს ქრისტეს გამოცხადებას აღდგომის შემდეგ და შენც, როგორც მენელსაცხებლე დედები, გონებით მიუახლოვდი მაცხოვრის ფერხთ და ეამბორე მათ.

როცა მღვდელი კვლავ გამოვა წმინდა ნაწილებით და იტყვის: "აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე" და წმინდა ნაწილებს სამსხვერპლოზე დაასვენებს, ეს მოასწავებს ქრისტეს მეორე და მრავალგზის გამოცხადებას აღდგომის შემდეგ და ამაღლებას ცათა შინა; შენ აქაც მიწამდე თაყვანი ეცი აღდგომილ ქრისტეს, გონებით გაჰყევი ცათა შინა მიმავალს და ამავე დროს ევედრე, რათა არ დაგტოვოს უმწეოდ, ეშმაკის საფრთხეთა შორის მცხოვრები.

აი, ამ სახით სრულდება ჩვენი მაცხოვნებელი საიდუმლო. რაც შეეხება ევლოგიას, არც ეს არის მოკლებული საიდუმლოებას. როცა ქრისტე ამაღლდა ზეცად, ქალწული მარიამი დარჩა ქვეყნად მორწმუნეთა სანუგეშოდ; სეფისკვერიდან ამოღებული ტარიგი იესო ქრისტეს სხეულის სახეა და იგი მოასწავებს იესო ქრისტეს დაბადებას, ხოლო სეფისკვერი ნიშნავს თავად ქალწულს, ამიტომაც ამ სეფისკვერის ნაწილებს ეწოდება ანტიდორი; ეს სიტყვა ბერძნულია და ჩვენებურად ნიშნავს ნაცვლად წმინდა ზიარებისა, ვინაიდან ეს ნაწილები ეძლევა მათ, რომლებიც ღირსნი ვერ გახდნენ ზიარებისა. ნაცვლად ზიარებისა ისინი იღებენ ევლოგიას, რათა ამით მაინც არ მოაკლდნენ ქრისტესთან სიახლოვეს.

როცა იტყვის მღვდელი: "კურთხევა უფლისა თქვენზედა" და სხვ., დახარე თავი და გულში თქვი: "ღმერთო, მოგვხედე ჩვენ და გვაკურთხენ ჩვენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალე ჩვენ".

ყოველივე ეს ჩაიბეჭდე გულსა და გონებაში და თავმდაბლად გამოდი ტაძრიდან, რომელიც მსგავსია ცისა, სადაც ანგელოზნი პირისპირ ხედავენ ღმერთს და კრძალვით ადიდებენ მას, მათთან ერთად - წმინდა მამები, რომლებიც თავიანთი წმინდა ცხოვრებით სათნო ეყვნენ უფალს. მსგავსად ამისა, აქაც საღმრთო ტაძარში უფალი იდიდება და გონებით იხილვება ყველა ადგილზე მეტად, რადგან ღვთისმსახურთაგან აღსრულებული საღმრთო წესები მოასწავებენ ღვთის საქმეებს, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ტაძარში საიდუმლოდ იმყოფება ქრისტე; კითხვა და გალობა მოასწავებს ანგელოზთაგან ქება-დიდებას: წარმოიდგინე, თითქოს ცად აღიტაცე და დადექი ღვთის ტაძრის წინ მრავალ ანგელოზს შორის, რომლებიც შიშით დგანან ყოვლისმპყრობელი ღვთის წინაშე, როგორ მდგომარეობაში ჩავარდებოდი მაშინ და როგორი კრძალულებით იდგებოდი? როცა ღვთის ტაძარში შედიხარ, იგივე წარმოიდგინე და რამდენადაც შეგეძლება, ყოველივე გულისთქმა განიშორე და დააცხრე. გახსოვდეს, ტაძარში შედიხარ არა იმისთვის, რომ შესცოდო უფალს და დაისაჯო, არამედ საცხოვნებლად. "რომელიც იქმს ღვთის საქმეს უდებებით, წყეულ არს", ხოლო "კურთხევა უფლისა არს კეთილის მომქმედთა მისთა ზედა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat