ლოცვაში ერთმანეთის მოხსენიებით ადამიანები ერთიანდებიან
ლოცვაში ერთმანეთის მოხსენიებით ადამიანები ერთიანდებიან
როცა მორწმუნენი გულიდან ამოსულ ლოცვას ამბობენ და უფალს საკუთარ კეთილდღეობას შესთხოვენ, იხსენიებენ შეჭირვებულ ნაცნობ-უცნობებსაც. ამ დროს ლოცვაში გამოიკვეთება ერთობა, ერთსულოვნება და თანადგომა ერთმანეთისადმი.

ჩვენთვის, ცოდვილთათვის, ყველაზე ძლიერი საეკლესიო ლოცვაა. მას შეუძლია ადამიანი ცეცხლისგან დაიფაროს, ამოიყვანოს ზღვის ფსკერიდან. ეს ლოცვა ცასაც სწვდება და მისი შეძვრაც კი შეუძლია. ასეთივე ძალა აქვს დედის ლოცვასაც. ზოგი ეკლესიაში წასვლას შინ ლოცვას ამჯობინებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი "უფალო, შემიწყალე" გაცილებით ძლიერია, ვიდრე შინ წაკითხული მთელი ფსალმუნი. ეკლესიაში შესრულებული ერთი მეტანია შინ გაკეთებულ ათას მეტანიას უდრის. ლიტურგიისას გულმხურვალე ლოცვა კი შინ 6000-ჯერ წარმოთქმულ იესოს ლოცვის ტოლია, - ვკითხულობთ წიგნში "ჩვენთან არს ღმერთი". ლოცვა არის ღმერთთან საუბარი, რისი დახმარებითაც უფალთან ერთობაში ვართ. გულში ყოველთვის უნდა გვქონდეს ლოცვა. ეს არც ისე ადვილი მოსაპოვებელია და ისევ ღმერთს უნდა შევთხოვოთ დახმარება. წმინდა მამათა გადმოცემით, ვინც ღვთისმშობლის ლოცვას ყურადღებით დღეში 150-ჯერ წაიკითხავს, ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იქნება.

ზოგჯერ უფალი არ გვისრულებს თხოვნას. ეს იმის მანიშნებელია, რომ მისი შესრულება ჩვენთვის საზიანოა, ან შესაძლოა უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჯერ არ უნდა ჩვენთან განშორება, რადგან როცა ადამიანი ლოცულობს, იგი ღმერთთანაა. ღმერთს ძალიან უყვარს, როცა ვესაუბრებით. იგი მაშინვე რომ გვისრულებდეს თხოვნას, ჩვენ მყისვე დავივიწყებდით მას. ადამიანი არც ერთ დღეს არ უნდა ტოვებდეს შრომისა და ლოცვის გარეშე, მაგრამ ყველას როდი აქვს შეგნებული ეს.

კაცი ნავში იჯდა და თევზაობდა. მასთან მივიდნენ ორნი და სთხოვეს მეორე ნაპირზე გაყვანა. შუა მდინარეში ერთმა შეამჩნია ნიჩბებზე წარწერები: ერთზე ეწერა - ილოცე, მეორეზე - იშრომე. ჩვენ არ უნდა ვივიწყებდეთ ლოცვას, ერთმანეთსაც უნდა ვაშველებდეთ ხელს. მხოლოდ ასე არ ავცდებით უკვდავების გზას. ლოცვით ადამიანი ისეთ ძლიერებას აღწევს, რომ თვითონაც შეუძლია სხვა ადამიანის სულის გამოხსნა ჯოჯოხეთიდან. ასეთი ძალა ჰქონდა წმინდა სერაფიმე საროველის ლოცვას.

ერთხელ მას ერთმა ქალმა სთხოვა, ელოცა მისი გარდაცვლილი შვილის სულისათვის. წმინდა სერაფიმე ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, ჯერ იუარა, რომ ვერ შეძლებდა ამას. არადა ლოცვისა ისეთი მადლი ჰქონდა მინიჭებული, მიწიდან ამაღლდებოდა. ქალი არ მოეშვა. წმინდანმა დაიწყო ლოცვა. ქალმა იგრძნო, როგორ გამოსტაცა წმინდანის მხურვალე ლოცვამ ეშმაკს კლანჭებიდან იმ ჭაბუკის სული.

გვესაუბრება თბილისის ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა და ავჭალის ნათლისღების სახელობის მონასტრების იღუმენი იოანე (გვაჯაია):

- როცა ოჯახში ერთსულოვნება არ არის, დარღვეულია ცხოვრების წესი. ადამიანს ნათლობის დროს სულიწმინდის მადლი ენიჭება, მაგრამ მას გაგრძელება სჭირდება ეკლესიური ცხოვრებით, ეკლესიის წიაღში. ეკლესიური ცხოვრება და აზროვნება ერთსულოვანს ხდის ადამიანს ყველგან და ყველაფერში. როდესაც ოჯახის თითოეული წევრი მაზიარებელი და აღმსარებელია, მათზე უამრავი განსაცდელი მოდის. ამ განსაცდელებს სწორედ ერთსულოვნებით, ერთი გაგებით ხვდებიან ისინი და უფრო ადვილად უმკლავდებიან. ერთსულოვნებით ნებისმიერი განსაცდელი და გაჭირვება უფრო ადვილი დასაძლევია. მაცხოვარი ამბობს, რომ ერთი ან ორი ადამიანიც რომ შეიკრიბოს ჩემი სახელით, იქ მე ვარო. ეს არის სული ჭეშმარიტებისა, სული სიყვარულისა, რომელიც ენიჭება ადამიანს. უფალმა ადამსა და ევას შთაბერა სული და ისინი ღმერთს ხედავდნენ. სამოთხეში ერთსულოვნება იმიტომ დაკარგეს, რომ ღვთისკენ ჭვრეტა სხვა მიმართულებით გადავიდა. ერთსულოვნება ადამიანს ღმერთთან დასაკავშირებლად მიენიჭა. როცა ადამიანის სასულიერო პირად კურთხევა ხდება, იკითხება ასეთი ლოცვა - "სულიწმინდა მოვიდეს მასზე და ძალი მაღლისა ჰფარვიდეს მას. უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი". ბერად აღკვეცისას სწორედ სულიწმინდის მოხმობით, ღვთის წყალობის მოიმედენი იძლევიან აღთქმას, რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ ქრისტეში იმ სულიწმინდის ძალით, რომელიც მოქმედებს ჩვენში. ერთსულოვნება ხდება ღვთის სულის დანახვით. სულიწმინდის მადლი, რომელიც ნათლობის შემდგომ ყველა ადამიანს ეძლევა, აუცილებლად უნდა იყოს შემდეგ მოქმედებაში ადამიანების და ეკლესიის დახმარებით, წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობით, მშობლებთან კეთილი ურთიერთობით, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრებით, ნათლულებთან ურთიერთობით, ლოცვაში ცოცხალთა და მიცვალებულთა მოხსენიებით.

სულიერ კავშირზე, ერთსულოვნებაზე შეიძლება ითქვას ისიც, რომ ჩვენში თუ ერთსულოვნება, სულის ურთიერთობები არ არის, მაშინ მეხსიერებაშიც დაიკარგება ამ ქვეყნიდან გასულებთან ურთიერთობა. მისი სული ჩვენს მეხსიერებაში რჩება და გვამახსოვრდება მუდამ. როდესაც სული ჩვენი ხორციდან გავა, იმ სულთა თანხვედრა და ერთსულოვნება ხდება მარადიულ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში არის უდიდესი სიხარული და ნეტარება.

ქრისტიანობაშია მხოლოდ ერთსულოვნება. თუ ჩემი სული ქრისტეს ეძებს, არასდროს განმეშორება. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთსულოვნება გადაარჩენს. რამ უნდა დაუბრუნოს ჩვენს ქვეყანას დაკარგული ტერიტორიები? რამ უნდა დააბრუნებინოს წინაპართა ფასეულობები? სწორედ ქრისტეში ერთსულოვნებამ. სწორედ იმან, რომ ჩვენ არასდროს არ უნდა ვიფიქროთ - მე ვიყო კარგად, ჩემი სული ხარობდეს და ყველაფერი ჰქონდესო.

თუ ამქვეყანაზე ერთი ადამიანი მაინც გვძულს და ერთ ადამიანზე არ ვლოცულობთ, ჩვენს ლოცვას ფასი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ადამიანი და ღმერთი უკვე ერთობლიობაა. ჩვენ ერთმანეთის დაუხმარებლად ღმერთთან ვერ მივალთ. გოლგოთაზე ჯვარმოკიდებულ უფალს სვიმონ კვირინელი იმიტომ შეეშველა, რომ მასში ღვთისგან ბოძებული სული იყო. დიდი ადამიანური სიყვარულის გამო მიეშველა... ჩვენ მარტოებმა როგორ შეიძლება მივიტანოთ ჯვარი გოლგოთამდე, თუ ვინმე არ წამოგვეშველება? სწორედ ამ ერთსულოვნების, ერთი სიყვარულის და ერთი გულის, ერთმანეთის გარეშე ვერ გავძლებთ. უერთმანეთოდ შეუძლებელია რამის დაძლევა, ეს იქნება ძალიან დიდი ეგოიზმი, ძალინ დიდი ამპარტავნება, კაცთა და ყველაფრის მიმართ უსიყვარულობა. ასეთი ადამიანი თვითკმაყოფილია, მხოლოდ მატერიალური ცხოვრებით ცხოვრობს, არა აქვს სულიერი ხედვა და აზროვნება.Aამ ქვეყნიდან ისინი ვერაფერს წაიღებენ. ერთსულოვნებაში და ერთ დიდ ბუნებაში ანუ ღვთაებრივ ბუნებაში, ღვთაებრივ მადლში საგზალი არის ერთმანეთის სიყვარული, მოფერება. ამის მოპოვება მხოლოდ დედაეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.

ლოცვას ძალიან ბევრი რამ შეუძლია. ლოცვაში ერთმანეთის მოხსენიებით ადამიანები ერთიანდებიან. თუ მთელი დღე პარაკლისები და დაუჯდომლები ვერ წავიკითხე, მაგრამ ერთი სიტყვა ვთქვი - ღმერთმა გაახაროს ეს ადამიანი, ღმერთმა დალოცოს-მეთქი, ეს უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა. ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა თქვა - ერთხელ გამოვედი შინიდან და რაღაც სიხარულმა შემიპყრო, არაფერი მომმატებია ფიზიკურად, მატერიალურად და მიკვირდა, რა მახარებს-მეთქი. მერე უცბად გამახსენდა, რომ ვიღაცამ ჩემზე ილოცა და ამან გამახარაო. მართლაც ასეა, რაღაც გაგიხარდება, რაღაც მოგენიჭება, რაღაც მოგეცემა - ვიღაცამ შენზე კარგი თქვა. როგორ უნდა გააკეთილშობილო ადამიანი, თუ მას არაფერი კარგი არა აქვს ამ ქვეყანაზე გაკეთებული? არ არსებობს ადამიანი, ერთი კარგი ჩვევა რომ არ მოუძებნო, ერთი თუნდაც ნაცარში დამალული ნაპერწკალი. ეს ერთი სიკეთე გაახსენე მას ყოველდღე და გაკეთილშობილდება. როგორც კი სულს შეუბერავ ამ ნაპერწკალს, გაღვივდება და ცეცხლად დაენთება. სწორედ ეს არის ლოცვა. კეთილი განწყობა და კეთილი გული ერთობაშია, ერთსულოვნებაში და ერთ დიდ სიყვარულში.

ჩვენი ცხოვრების წესია მხოლოდ მარტომყოფობა, მონაზვნობა, უქორწინებლობა, აღთქმის დადება. ჩვენი ადგილსამყოფელი არის მონასტერი და ვალდებულები ვართ, მორჩილებით ვიცხოვროთ. მორჩილება გვაქვს წინამძღვრისა და ღვთის წინაშე ლოცვა-კურთხევის აღსრულება გვაკისრია. მაგრამ მარტო მონაზონი ვერაფერს გახდება, თუ არა ის ძმა, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს, ის წინამძღვარი, რომელიც მარადის მღვიძარებს ჩემთვის, ის მოძღვარი, რომელიც ჩემთან ერთად ლოცულობს, ბერი, რომელიც ჩემთან ერთად დგას, მორჩილი, რომელიც ჩენმთან ერთად ლუკმას იყოფს. ჩვენ ერთი ცხოვრება გვაქვს, ერთი გული, ერთი სული, ერთი აზროვნება, ერთი გასაჭირი. ანგელოზებრივი სქემა მუდმივ მსახურებას, მუდმივ ლოცვას გვავალდებულებს. ბერს შეიძლება ლოცვის წიგნი არ ეჭიროს, სხვა მორჩილებას ასრულებდეს, მაგრამ იგი მუდმივ ღმერთთან ერთობაშია. მას ერთი წამით არ გამორჩება ღმერთზე ფიქრი, უფლისთვის აქვს თავი გადადებული. ერში უკვე სხვა საზრუნავებია, რომლისთვისაც ლოცულობს მონაზონი.

მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ძალიან ბევრი მონასტერი გაიხსნა. ჩვენს მონასტერში უკვე ერთი დიაკვანი, ხუთი ბერი და ორი მორჩილი გვყავს. ვცდილობთ, ჩვენი ერთსულოვნება უფალმა შეიწიროს.

***
უწმინდესმა შვიდგზის ლოცვა საქართველოს ეკლესიაში დიდი სიყვარულით და სიხარულით შემოიტანა. როგორ განიდევნოს ბოროტი?Oოდენ ლოცვითა და მარხვით. ჭეშმარიტმა მმარხველმა და მლოცველმა იცის, რაოდენ დიდი სიხარული შემოდის ადამიანში, როდესაც ერთი მეორისთვის ლოცულობს და როდესაც მთელი ჩვენი ქვეყანა გარკვეული საათის განმავლობაში იკვრება და ერთმანეთისთვის ვლოცულობთ. "დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა, უფალო, გადაარჩინე, გაამთლიანე სრულიად საქართველო", - ასე სრულდება შვიდგზის ლოცვა, რომელიც არის უწმინდესის სიტყვები. ღმერთმა ყველას მისცეს ძალა, რომ შვიდგზის ლოცვების წაკითხვა იყოს უპირველესი მათ ცხოვრებაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat