თუ უფლის მორჩილებაში ხარ და სწორად ცხოვრობ, საკუთარ გენს წმენდ
თუ უფლის მორჩილებაში ხარ და სწორად ცხოვრობ, საკუთარ გენს წმენდ
უნდა გვეშინოდეს, არ დავეცეთ, მაგრამ დაცემისას არ უნდა შევშინდეთ
ადამიანები ვცდილობთ ეკლესიაში სიარულს, მაგრამ ორმაგი სტანდარტები ჩვენი ცხოვრების წესად რჩება. ეს ორმაგი ცხოვრებაა: ერთი - რომლითაც ეკლესიის, მოძღვრის წინაშე წარვდგებით, მეორე კი - რომლითაც ოჯახში, მშობლების, შვილების, მეუღლეების, მოყვასის წინაშე წარმოვაჩენთ ჩვენს ნამდვილ სახეს. ხშირად ეს ორი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ვაბარებთ აღსარებას, ვეზიარებით, საკუთარ თავზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა გვაქვს, მაშინ როცა მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტი, უფროსების უპატივცემულობა, მოყვასისთვის გულის ტკენა, სიყალბე ჩვენი დროის სენი გამხდარა. რა არის ამის მიზეზი? რატომ არის ეს საშიში? ამ საკითხებზე გვესაუბრება შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).

წმინდა შიო მღვიმელის მიძინების დღესასწაულს ვულოცავთ მონასტრის წინამძღვარს, მონასტერში მოღვაწე ბერებსა და მორGილებს და სრულიად საქართველოს. გვეწეოდეს წმინდა შიო მღვიმელის ლოცვა.

- ადამიანი სულიერად სუსტი და ცოდვილია. ის ღვთისგან ძლიერდება - ძალასა და მადლს მისგან იღებს. თუ უფალთან ახლოს ვიქნებით და მის რჩევა-დარიგებებს აღვასრულებთ, მხოლოდ მაშინ გავძლიერდებით და მივიღებთ მადლს, რომელსაც ღმერთი თავის ქმნილებებს აძლევს. ამ მადლის გასამრავლებლად შექმნა მან ხილული და უხილავი სამყარო, ცა და ქვეყანა, და ქმნილებათა შორის საუკეთესო - ადამიანი... მაგრამ ყველა ადამიანზე თავად არის დამოკიდებული, როგორ მიიღებს ღვთისგან ბოძებულ ნიჭებს: მორჩილებას, მოთმინებას, თავმდაბლობას, რომელიც ასე გვაკლია.

- მადლი ლოცვით მოგვეცემა?

- ზოგი რამ მოგვეცა, მაგრამ ზოგიც უნდა ვითხოვოთ. პირველ რიგში უფალს უნდა ვთხოვოთ, გვაცხოვროს ისე, როგორც თავად ნებავს. ჩვენ კი უფალზე მიყრდნობა, მისი მორჩილება უნდა ვისწავლოთ. სახარება, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მის კალთას შეფარებულ ადამიანს უფალი არ ტოვებს განსაცდელში, ნებისმიერი მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს და ფეხზე დააყენებს. ადამმა და ევამ დაივიწყეს შემოქმედის მათდამი უდიდესი პატივისცემა, ეურჩნენ მას და დაკარგეს სამოთხე. ამის შემდეგ ბოროტი ძალებისგან აღძრული მანქანებით ადამიანი მუდამ ღალატობდა ღმერთს. კაცმა უფლისგან მონიჭებული თავისუფალი ნებით დემონებისგან ვნებები შეიძინა, მიიღო სიამოვნება და დროებით სიამეთა გამო სულიერ ფასეულობებს მატერიალური არჩია. თუმცა ამას განსაცდელის სახით ყოველთვის იმკიდა კაცთა მოდგმა. სწორედ მატერიალურად და არა სულიერად განსაზღვრა კაენმა ღვთის მიერ აბელისგან შესაწირის მიღება. მისი გული ღმერთს არ ეკუთვნოდა და ამიტომ ვერ გულისხმაყო, რომ შესაძლოა უფალმა, როგორც მამამ, დღეს ერთ შვილს მეორეზე მეტი ყურადღება მიაქციოს. შემოქმედი ყოველივეს ისე იძლევა, როგორც მის ქმნილებას სჭირდება. კაენის სულიერმა სიბრმავემ ვერ შეაფასა ადამიანისადმი შემოქმედის სიყვარული და შურით მოკლა ძმა.

ადამიანის ღვთისადმი უმადურობის მიუხედავად, უფალს არასდროს შეუწყვეტია მისი სიყვარული. ამ სიყვარულის გამო მან თავისი საყვარელი ძე შესწირა კაცობრიობას. თავისი ადამიანური ბუნებით ძე კაცისამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი ცხონებისთვის: ევნო, დაეფლა, ადამიანს კი უკვდავება აჩუქა. ამით ის თავად გახდა მაგალითი იმისა, რომ თუ სული არ გადარჩა, ხორცი ვერაფერს მოგიტანს. ხორცი უნდა დაიკრძალოს, მიწაა და მიწად იქცეს. სული კი მარადიულია. უკვდავებას სული ღმერთის მორჩილებით მოიპოვებს. რას ნიშნავს ეს? - უფლის მორჩილება მისი სიყვარულით იწყება. გიყვარს, ე.ი. გჯერა, ბოლომდე ენდობი და მიილტვი მისკენ. ადამიანი თავისთავად ვერ შეძლებს ამას. უფლისადმი მორჩილების აღსრულებაში კი მას ეკლესია ეხმარება. მღვდელი, რომელმაც, ზოგის აზრით, შეიძლება ბევრი არ იცოდეს, უდიდესი შემწეა - თავის ნებას ღმერთი მისი საშუალებით გამოხატავს. მოძღვრის სიყვარული და მორჩილება აუცილებელია. წუთისოფლიდან მარადიულ სიცოცხლეს მისი დახმარებით ვეზიარებით. მთელი ოჯახი გაერთიანებული უნდა იყოს მის ირგვლივ, რადგან უფლის მორჩილება მოძღვრის მორჩილებით გამოიხატება.

- როგორ ავხსნათ, როცა ადამიანი სწორად საზღვრავს, რა არის კარგი და რა - ცუდი, მაგრამ არასწორ არჩევანს აკეთებს?

- "მოვიდა იგი ჭეშმარიტი და მოგვცა გონება ჭეშმარიტი", - ამბობს იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში. თვისუფალ ნებასთან ერთად ღმერთმა ადამიანს გონება მისცა. გონებით ხდება თავისუფალი ნების გამოყენება. როდესაც ადამიანი განსაზღვრავს ცუდსა და კარგს, მაგრამ მისი არჩევანი ღმერთის მორჩილებაზე (კარგზე) არ შეჩერდება, ცხადია, ასეთ ადამიანს აკლია რწმენა, რომელიც მხოლოდ ღმერთის აღიარებით არ გამოიხატება და ჩვენგან ქრისტიანულ საქმეებს ითხოვს. ადამიანი რწმენაში ეკლესიური ცხოვრებით, ღვაწლით ძლიერდება. სარწმუნოებამან შენმან გადაგარჩინოს და გიხსნას შენ.

- რწმენის უკმარისობა და მორჩილების დეფიციტია, ალბათ, ამქვეყნიურ განსაცდელთა, მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტის მიზეზი...

- უფლის წინაშე ცოდვებს ვაგროვებთ და ამიტომაც არ მოგვეცემა ხოლმე ის, რასაც ვითხოვთ. განსაცდელებიც არ აყოვნებს. ყველა ადამიანს განუცდია უფლის მისდამი განუსაზღვრელი სიყვარული, მაგრამ მალევე ავიწყდებათ და სახარების განრღვეულივით, აღარ ახსოვთ, ვისგან მიიღეს სიკეთე. ადამიანმა რომ წუთისოფლის საცდურებზე გაიმარჯვოს, დაამარცხოს მტერი და თავიდან აიცილოს განსაცდელი, უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს უფლისგან. როგორც გლეხი ინახავს შემოდგომაზე მოსავალს გასუფთავებულ ბეღელში, ჩვენც ჩვენი სულიერი ბეღელი სულიწმინდის მადლით უნდა ავავსოთ, თორემ სწორი ცხოვრებისთვის ძალა არ გვეყოფა. შეიძლება ნიჭიერიც იყო, სწავლულიც, ერთი შეხედვით, წესიერი მოქალაქე, მაგრამ თუ მადლით არ გაძლიერდი, ამქვეყნიური ბედნიერებაც და ცხონებაც (ყველაზე მთავარი) ძნელად მისაღწევია.

ღვთისადმი მორჩილების უქონლობაა ოჯახური კონფლიქტების მიზეზიც. მამაკაცი, ოჯახის თავი, თავის სიმაღლეზე მაშინ დგას, როცა თავად არის უფლის მორჩილი. მან უნდა იცოდეს, რომ მისი ძალა მეუღლისა და შვილებისადმი მოსიყვარულე, თბილ დამოკიდებულებაშია და არა სისასტიკეში. როგორც უფალი, ისიც თავად უნდა იყოს ყველაფერში მაგალითის მიმცემი.

ოჯახურ კონფლიქტს, შვილების მშობლებისადმი ურჩობას ხშირად იწვევს მამის ბილწსიტყვაობა, სიმთვრალე. მამაკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჩაგროს მეორე ნახევარი - ქალი. ხშირად ჰგონიათ, რომ ქალის დაშინება სისასტიკითაა შესაძლებელი, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ქალის დაშინება შეუძლებელია. ცივ და უსიყვარულო ურთიერთობას შესაძლოა ქალის ღალატი მოჰყვეს, და ოჯახიც ინგრევა. მაგრამ თუ ქალს ქრისტიანულად, სიყვარულით მოეპყრობი, მამაკაცსაც და ქალსაც ღვთის მადლი დაიფარავს და ვერც ერთი დემონი ვერ დაამარცხებთ. იქნებიან ერთმანეთის ერთგულნი მთელი ცხოვრება და ბედნიერებიც. მეუღლეებმა არავითარ შემთხვევაში შვილების თვალწინ არ უნდა მისცენ ერთმანეთს შენიშვნა, არ იკამათონ. შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი მოძღვარს უნდა მიმართონ. შესაძლოა მამაკაცი განრისხდეს და ბილწსიტყვაობაც დაიწყოს, მაგრამ თუ ეს მისთვის ცხოვრების წესი არ არის და გულწრფელი სინანულით მოინანიებს, ღმერთი დაფარავს მშობლის უარყოფით მხარეს და შვილს ამით არ ევნება. დადებითს კი აუცილებლად დაანახებს. სხვაგვარად შვილებს მემკვიდრეობით გადაუვათ ცოდვა.

შვილები მხოლოდ მაშინ იქნებიან ზნეობრივები, თუ მშობლებისგან, პედაგოგებისგან, მოძღვრისგან დაგროვებული მადლი დახვდებათ ბოროტი ძალებისგან დასაცავად. მადლი მათ გააძლიერებს. ჩვენ ხომ წინაპრებისგან შთამომავლობით გადმოგვეცემა ვნებები და უკეთურებანი, ამიტომ მშობელი უნდა ეცადოს, წინაპრებისგან მიღებული ცოდვებისგან განიწმინდოს თავი. ამას წლები სჭირდება. თუ უფლის მორჩილებაში ხარ და სწორად ცხოვრობ, საკუთარ გენს წმენდ, უკეთესი შთამომავლობის წინაპარი ხდები. სულთან ერთად ხორციც იწმინდება. ამიტომ აქვთ წმინდა მამებს გარდაცვალების შემდეგ უხრწნელი, ხანაც მირონმდინარე სხეული. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სულმა ხორცზე იბატონა. როდესაც ხორცზე გამარჯვებული სული სხეულს გაეყრება, სხეულიც და სულიც ერთმანეთს დალოცავენ, ასეთი სული კი სასუფევლის მკვიდრი ხდება. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, თავიდათავი ყველაფრისა.

- ხომ არ არის უფლისადმი ურჩობის შედეგი ის, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე რეალობას სცილდება? რა ემუქრება ასეთ ადამიანს?

- ყველაზე რთული საქმეა, იცნობდე საკუთარ თავს. ძალიან დიდი სულიერების მქონე ადამიანები იცნობდნენ თავიანთ თავს და ამის გამო ჰქონდათ სიმდაბლე. მაკარი დიდი გარდაცვალების შემდეგაც არ იყო დარწმუნებული, რომ ცხონების ღირსი გახდებოდა. მის სასუფეველში შესვლამდე ცდილობდა ეშმაკი, ამპარტავნებაში ჩაეგდო, რათა მაკარის თავისი სულიერი წინსვლა საკუთარი თავისთვის მიეკუთვნებინა და არა უფლისთვის. "მაჯობე, მაკარიო", - რამდენჯერმე უმეორებს ეშმაკი წმინდა მამას. მაკარი კი მხოლოდ მაშინ პასუხობს, - "ახლა კი მართლა გაჯობეო", - როდესაც სასუფევლის კარს შეაღებს. პირიქითაც მომხდარა - სულიერ მწვერვალს მიღწეული ადამიანიც კი დაცემულა ამპარტავნებით, როცა თვითკმაყოფილება განუცდია. მეტადრე საშიშია ეს მათთვის, ვინც ეკლესიის მორჩილებით არ ცხოვრობს. ადამიანი გადაცვალების შემდეგაც, სანამ ორმოცი არ გავა, ვერ გაიგებს, დაიმსახურა თუ არა თავისი ცხოვრებით ცათა სასუფეველი. ღმერთია მხოლოდ სიყვარული. ადამიანს კი ლოცვისა და ღვაწლის შესაბამისად ეძლევა. ამიტომ ჩვენი ნებისმიერი სულიერი წარმატება მხოლოდ უფლისადმი მადლიერების გრძნობას უნდა იწვევდეს და არა თვითკმაყოფილებას: "მადლობა უფალს, რომ შევძელით მორჩილება".

ხშირად ადამიანი კვებავს თავის ვნებებს და არა სულისკვეთებას, მაგრამ ვერ ამჩნევს ამას. ასეთი ცხოვრებით ეურჩება ღმერთს. ურჩობა შობს ამპარტავნებას, ამპარტავნებით კი ჩვენს თავზე მცდარი წარმოდგენა შეგვექმნება. როცა უფალი დაინახავს, რომ ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ თავს, ცოდვებს (თუმცა ჰგონია, რომ ხედავს) და ამით წარწყმედისკენ მიდის, შესაძლოა მასთან ბოროტის შებრძოლებაც დაუშვას, ხელი არ შეუშალოს დემონს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი უკეთ გაიცნობს თავის სისუსტეებს. ღმერთი გიჩვენებს, რომ ბოროტის თავდასხმა შენი არასწორი ცხოვრების, ურჩობის ნაყოფია. მაგრამ ამას იმისთვის კი არ უშვებს, რომ წარწყმდე, არამედ იმისთვის, რომ მშობელს - შემოქმედს დაუბრუნდე. მან გულში ჩაგიკრას, კალთა გადაგაფაროს, გაგაძლიეროს და განგწმინდოს. ადამიანი ხვდება, რომ თვინიერ ღვთის მადლისა, უძლურია. ხშირად ადამიანურად ერევიან მოყვასის საქმეში და მკაცრად განსჯიან, ღმერთს არ უტოვებენ ადგილს, რომ ჩაერიოს. ზედმეტი სიმკაცრე ადამიანის მოგონილია, ღმერთი კი ძალიან მოწყალეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალუძს, პირისაგან მიწისა აღგავოს ყველაფერი, სიყვარულიც განუზომელი აქვს. მის სიდიადეს წმინდა მამებიც ვერ აღწერენ და მხოლოდ ხოტბას ასხამენ. უნდა გვეშინოდეს, არ დავეცეთ, მაგრამ დაცემისას არ უნდა შევშინდეთ. სულის საკურნებელი წამალი მუდამ აქვს უფალს. ის აუცილებლად დაგვაყენებს ფეხზე და არათუ საკუთარ თავს, დაცემულ მოყვასსაც შევეწევით ჩვენი ლოცვით. ჩვენ შეგვიძლია, ფეხზე დავაყენოთ ოჯახის წევრები, ადამიანები, რომელთაც უფალთან მისვლის ძალა არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში, უნდა მივიდეთ მოძღვართან და ვუთხრათ მოყვასის განსაცდელის შესახებ. მოძღვარი ღვთის ნებას გამოგვიცხადებს. კურთხევას რომ შევასრულებთ, დაცემული ადამიანის სულში ღმერთი უხილავად აღძრავს ადგომის სურვილს.

- მორჩილებას მატერიალური სურვილების უარყოფამდე მივყავართ. ეს არის თავის უარყოფა?

- მორჩილებისას ადამიანი საკუთარ ნება-სურვილებს, ვნებებს კი არ იკმაყოფილებს, არამედ ასრულებს იმას, რაც უფალს ნებავს. ეს არის თავის უარყოფა. თავის უარყოფა მორჩილებაა. ეს ნებაყოფლობით ხდება. უფალი არაფერს გვაძალებს. ის ბრძანებს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, რომელსა უნდეს შემოდგომა ჩემდა, უარყავნ თავ თვისი... და შემომიდეგი მე".

ადამიანი თავს უარყოფს, როდესაც ღვთის ნებას არ დაუპირისპირებს ადამიანურ გრძნობებს. პეტრე მოციქულმა უფლის ბრძანებით წყალზე ფეხით თავისუფლად გაიარა, მაგრამ რაწამს ეჭვი შეეპარა და უფლის კურთხევას ადამიანური გრძნობები დაუპირისპირა, ჩაძირვა დაიწყო. ასევეა ცხოვრებაშიც. ადამიანებს შორის ურთიერთობაშიც მნიშვნელოვანია მორჩილება. შესაძლოა მლოცველი და მმარხველი იყო, მაგრამ თუ ადამიანს გულს ტკენ, რაღა სარგებელი ექნება ლოცვას ან მარხვას? მორჩილება ლოცვასა და მარხვაზე აღმატებულია. მორჩილებისას გამორიცხულია, ვინმეს აწყენინო. მორჩილ სულთან სიმდაბლე და სიმშვიდე მოდის. "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა", - ამბობს უფალი. თუ ადამიანთან სიმდაბლე და სიმშვიდეა, რაც მორჩილების ღვაწლით მიიღწევა, ამის შემდეგ მისი თავისუფალი ნება ღვთის ნებას ემთხვევა. ადამიანი თავისუფალი ხდება - თავის თავს უფლობს და ბოლოს სრულყოფილად ეზიარება სიყვარულს, განიღმრთობა, როგორც წმინდა შიო მღვიმელი. ანტონი დიდი ბრძანებს: "მე ღმერთის მეშინია, მისი მეგობარი ვარ. მე მიყვარს ღმერთი და ღმერთს მე ვუყვარვარ". ეს ის მაღალი რანგის ურთიერთობაა, რომელსაც ტკივილისა და სულიერი განსაცდელების მორჩილებით მიაღწია წმინდა მამამ. ჯილდოდ კი უფლის სიყვარულის გვირგვინი მიიღო.

დღეს ათასნაირად ეჯიბრებიან ადამიანები ერთმანეთს, ვინ უფრო ნიჭიერია, ვინ მეტს შეძლებს, მაგრამ ეს ყველაფერი მატერიალურზე, ამაოებაზეა აგებული. იმაზე მეტს რას უნდა მიაღწიო, რწმენით უბრძანო მთებს, გადადექითო და მთებმაც გადაადგილება დაიწყონ? მხოლოდ მატერიალურზე ზრუნვა დამღუპველია, რადგან მოულოდნელად დადგება ჩვენი გარდაცვალების დღე და ვერც სიმდიდრეს, ვერც ამქვეყნიურ წარმატებას იმქვეყნად ვერ წავიღებთ; უფალთან მხოლოდ ჩვენი ცოდვებითა და იმ მადლით წარვდგებით, რომელიც ჩვენს სულიერ ბეღელში დავაგროვეთ.

თუ სიტყვა გამიგრძელდა, შენდობას ვითხოვ ღვთისა და მკითხველის წინაშე. უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, გააერთიანოს და გააძლიეროს მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ამინ!

ესაუბრა
ბელა ბარკალაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat