დამიფარე საფრთხეთაგან...
დამიფარე საფრთხეთაგან...
"უფლის ნების ნაცვლად ხშირად საკუთარ ნებას ვეყრდნობით და ამიტომაც იზიდავს ასე ჩვენი გზა საფრთხეებს"
სასულიერო პირთა საფრთხეებთან შედარებით ერისკაცთა საფრთხეები იოტისოდენაა


ღვთისგან განდგომილ ჩვენს დროებას ხანდახან თავად სიცოცხლეც ერთი დიდი საფრთხე ჰგონია და დღემუდამ ცდილობს, ცრუ სამოთხეებით და ბედნიერების სუროგატით ამოუქოლოს შიშს თვალები, თუმცა ხშირად სწორედ იმ უმთავრეს საფრთხეებს ივიწყებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა ეკრძალოს. ხიფათის არდამნახველ, უზრუნველ კაცს კი უწმინდური უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისდევს დასაცემად. ეს ომი ძალზე მრავალფეროვანია და არც მტრები ჰგვანან ერთმანეთს...

გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

- მამა გიორგი, რას უნდა გულისხმობდეს ქრისტიანისთვის საფრთხე?

- ამის შესახებ არაერთგზის გვაფრთხილებს წმინდა წერილი, კერძოდ კი, პავლე მოციქული: თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი, როგორც მბრდღვინავი ლომი, ღრიალით დაძრწის და ეძებს, ვინ შთანთქასო.

მოგეხსენებათ, საფრთხე ბოროტისგან მომდინარეობს და თუ მისი კლანჭებიდან, ეშმაკის კაკანათისა და ყოველგვარი საფრთხისგან თავის დაღწევა გვსურს, ძველ აღთქმაში, სოლომონის იგავებში მოქცეული სიბრძნე უნდა გავიხსენოთ: დაემორჩილეთ უფალს, წინ აღუდექით ეშმაკს და იგი უკუიქცევაო. რას ნიშნავს ეს? თუ შვილს სურს, მომავალი ჰქონდეს, მამის ნება-სურვილს უნდა დაემორჩილოს. ათი მცნებიდან ერთი გავიხსენოთ: "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა", რაშიც მხოლოდ ხორციელი და სულიერი კეთილდღეობა კი არა, დღეგრძელი და მშვიდი ცხოვრებაც იგულისხმება.

ნებისმიერი ქრისტიანი, ვისაც მშვიდი ყოფა სურს, უფალს უნდა ჰმორჩილებდეს და მისი ცხოვრებაც უცილობლად მოწესრიგდება.

აქვე უნდა დავძინოთ, რომ არსებობს უფლის ნება, უფლის დაშვება და უფლის განგებულება. ბევრი, როდესაც თავისი უგნურებითვე უამრავ განსაცდელსა და საფრთხეს მოიწევს, ხშირად ასე ჩივის: ღმერთმა ასეთი ბედი მარგუნა და რა მეშველებაო... ერთი ქართული ანდაზაც გავიხსენოთ: ბრიყვი განსაცდელს შემთხვევითობას აბრალებსო. ძალზე შთამბეჭდავად გვმოძღვრავს ამის შესახებ მეოთხე საუკუნის დიდი მოღვაწე ამბა დოროთე: ყოველგვარ ვითარებაში საკუთარ თავს დასდე ბრალი და სულიერ სიმშვიდეს ამით იპოვიო. ვინც არ ასრულებს უფლის კურთხევას, მცნებებს და ეკლესიურად არ ცხოვრობს, რა გასაკვირია, თუ სიცოცხლე საფრთხეებითა და განსაცდელებით ექნება სავსე. ვინც უფალს ერთგულებს, მათაც კი თან სდევს განსაცდელი და, წარმოიდგინეთ, რაოდენი საფრთხის წინაშე დგანან ამ მადლისგან განშორებულნი.

ბევრმა არ იცის და ვერ გაურკვევია, რა ხდება მის ცხოვრებაში და ამიტომ უნდა განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ზემოთ ნახსენები უფლის ნება, განგებულება და დაშვება. მოდით, მაგალითებს მოვუხმოთ:

უფლის დაშვებით შეიძულეს ძმებმა იოსები და იგი ეგვიპტეში გაიყიდა;

უფალმა აბრაამს თავისი ნება განუცხადა, როდესაც აუწყა, რომ მისთვის შვილი უნდა შეეწირა;

უფლის განგებულება იყო იობზე, რომელმაც მრავალი ვნება დაითმინა და უფლის ერთგულება წმინდად შეინახა.

ვინც დიდ საფრთხეებსა და განსაცდელებშია და უფალს, ბედსა და ეკლესიას ჰყვედრის და განიკითხავს, ზემოთ მოყვანილი ბიბლიური სწავლებებით და ანალოგიებით უნდა იხელმძღვანელოს და გაარკვიოს, ღვთის ნებაა მასზე, განგებულება თუ დაშვება და ყოველ ჟამს სარწმუნოებით წარმოთქვას საუფლო ლოცვა "მამაო ჩვენო". ყოველდღიურად კი ვიმეორებთ - "იყავნ ნება შენიო", მაგრამ უფლის ნების ნაცვლად საკუთარ ნებაზე დაყრდნობით ვცხოვრობთ და ამიტომაც იზიდავს ასე ჩვენი გზა საფრთხეებს.

განსაცდელები ჩვენივე სულიერების პირდაპირპროპორციულია და თუ უფალთან თანაქმედებით ვიცხოვრებთ (რაც სინერგიად იწოდება), ნაკლებად შევიმთხვევთ ვნებას, ხოლო თუ შევიმთხვევთ, უფლის შეწევნით, თავსაც დავაღწევთ.

რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი საფრთხე სასუფევლის დაკარგვა და სულის წარწყმედაა, მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მარადიულად გარდაიცვლება, უფალს განეშორება და ცხონების საშუალებას კარგავს. ხომ ბრძანებს უფალი: ყოველივეს დაკარგავთ, თუ მთელ სამყაროს შეიძენთ, სულს კი წარიწყმედთო.

თანამედროვე ადამიანი ადამსა და ევას ემსგავსება, რომელთაც საკუთარი უგუნურება უფალს დააბრალეს. ხშირად მავანნი ოჯახს ისე ქმნიან, არავის არაფერს ეკითხებიან, გარკვეული ხნის შემდეგ კი, როდესაც ერთურთს ამოწურავენ, შორდებიან და ამას საკუთარ თავს კი არა, მოძღვარს, მშობლებსა და ნათესავებს აბრალებენ. იგივე ხდება, როდესაც შვილი მშობელს ეურჩება, მშობელმა კი თავისი პირმშოს ცხოვრების შესახებ არაფერი იცის. ბუნებრივია, უფალი მათ საფრთხეს იმიტომ უგზავნის, რომ ცოდვას განაშოროს და გამოასწოროს, ამიტომ საფრთხემ არ უნდა შეგვაშინოს.

სამწუხაროდ, როდესაც საკუთარი უგუნურებით საფრთხეს მოიწევენ, ნაცვლად იმისა, რომ მუხლი მოიდრიკონ, შეინანონ და რჩევა სულიერ მოძღვარს ჰკითხონ, უარეს უგუნურებაში ვარდებიან და ჭაობში უფრო ღრმად ეფლობიან. ამ დროს, უპირველესად, ლოცვა გვმართებს, შემდეგ კი - ქადაგება. ბევრს გვესათნოება სხვებისთვის რჩევის მიცემა - ეს არ ივარგებს, ეს გააკეთეო, მაგრამ ხშირად ამას სულით და გულით კი არა, ზედაპირულად და უსიყვარულოდ აღვასრულებთ, რასაც კეთილი ნაყოფი არასოდეს გამოაქვს.

"ღმერთმა დაგლოცოთ", "ღმერთმა გაკურთხოთ", "ღმერთს ებარებოდეთ" - ძალზე კარგი სიტყვებია, მაგრამ თუ უსიყვარულოდ, მხოლოდ ენით წარმოვთქვამთ, მათი ადრესატი არ დაგვიჯერებს და კვლავ და კვლავ მრავალ საფრთხეს შეიმთხვევს.

მოციქულთა მხოლოდ ქადაგება კი არა, ჩრდილიც კურნავდა ადამიანებს, რადგან ყოველივეს სიყვარულით აღასრულებდნენ. სწორედ ამიტომ შეადარა პავლე მოციქულმა ჩვენს გამოსაფხიზლებლად და თვალის ასახელად კაცთა მოდგმის მტერი მბრდღვინავ ლომს, რადგან წერია: თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურნი ასხიათ და არ ესმითო.

ებრაელი ერი გავიხსენოთ: განკაცებული ღმერთი იხილეს, რომელმაც ჭეშმარიტება იქადაგა, უამრავი სასწაულიც აღასრულა, მაგრამ ჯვარს აცვეს და იცით, რა ხვედრიც ერგო ებრაელობას იმ დროიდან დღემდე. 1948 წელს სახელმწიფოსთან ერთად ძველებრაული - იმ დროს მკვდარი ენაც აღადგინეს, მაგრამ სინანულმა მაინც არ გაიღვიძა მათში. მთავარი კი სინანული და საფრთხის დანახვაა, თორემ შესაძლოა, ადამიანმა შეუძლებელიც კი შეძლოს, ფერფლიდან აღადგინოს ოჯახი და სახელმწიფო, მაგრამ ვერ მიხვდეს, რომ სინანული და სულის ცხონებაა მთავარი, რომ ყოველი საფრთხე და განსაცდელი გამოსაწრთობად სჭირდება და ლუარსაბივით არ ჰყვედრიდეს უფალს: ამდენი და ამდენი აბაზი შემოგწირე, ამდენი სანთელი დაგინთე, საკლავი დაგიკალი და შვილი მაინც არ მაჩუქეო. მერწმუნეთ, ბევრი ჩვენგანია ამ მდგომარეობაში. უფალს ამგვარი მსხვერპლი კი არა, ჩვენი შემუსვრილი და დამდაბლებული სული და გული სჭირდება და არაფერი გვეშველება, სანამ ამ ნებამდე არ მივალთ.

ერთმა თანამედროვე მოძღვარმა იქადაგა: ივერია გაბრწყინდება; თუ ნებით არა, მაშინ სისხლში გაბრწყინდებაო, რაშიც ომები და განსაცდელი იგულისხმა. უფალს არ სურს, ჩვენზე ძალით იმოქმედოს, ამიტომ სწორედ ამ ჯვრის მტვირთველობით - განსაცდელებითა და საფრთხეებით სურს ჩვენი გადარჩენა. უნდა დავინახოთ, რა ნაკლოვანებანი აქვს ჩვენს ცხოვრებას, რატომ ვვარდებით იმ მბრდღვინავი ლომის კლანჭებში და რატომ დაუშვა უფალმა ჩვენზე ესა თუ ის განსაცდელი. მოგეხსენებათ, ეშმაკს რომ უფალი არ აკავებდეს, შეუდარებლად მეტ ბოროტებას ჩაიდენდა, მაგრამ ჩვენს ზეციურ მამას სურს, ადამიანმა საკუთარი ნებით, გონიერებითა და თავმდაბლობით შეაკავოს ეშმაკი, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ცხოვრება უფრო მძიმე და დახლართულია, ამ კვანძთა ავტორი კი ხშირად ჩვენვე ვართ. შედეგი - პესიმიზმი და სასოწარკვეთილებაა... სწორედ ამის ნაყოფია ბოლო დროს ასე მომრავლებული თვითმკვლელობანი.

- რამდენად განსხვავდება ერთურთისგან საერო და სასულიერო პირთა საფრთხეები?

- სასულიერო პირთა საფრთხეებთან შედარებით ერისკაცთა საფრთხეები იოტისოდენაა. რაღა თქმა უნდა, ამ უკანასკნელთ ნაკლები პასუხისმგებლობა და ჯვარი აქვთ. თუმცა ამ ჯვრის გარდა არსებობს ადამიანის გამოგონილი, თვითნაკეთი ჯვარიც. ერისკაცთათვის მთავარი ვალი იმათი მორჩილებაა, ვისაც მეტი მადლი და სულიერი გამოცდილება აქვს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად მოძღვარს რჩევას მხოლოდ მაშინ ეკითხებიან, როდესაც საკუთარი თვითნებობის ნაყოფს იმკიან და საფრთხისგან თავის დაღწევას ცდილობენ. ამ მდგომარეობაში მყოფი ყოველი ერისკაცი უძღები შვილივით უნდა დაუბრუნდეს ღმერთსა და ეკლესიას.

რასაც ვიტყვი, უპირველესად, მე მეხება და იმედია, თანამოძმენი არ მიწყენენ: თუ სასულიერო პირს განსაცდელი შეემთხვევა, ხშირად ეს ზედმეტი თვითდაჯერებულობის ბრალია. სასულიერო პირთაც ისევე მართებთ იერარქიული მორჩილება, როგორც ერისკაცთ. ზედმეტი თვითდაჯერებულობის წყალობით ხშირად ცრუ სწავლებაშიც შეიძლება შთავვარდეთ და მოგვეჩვენოს, რომ ყველაფერი ვიცით. ყოველი დიდი მამა კი სწორედ საკუთარ უმეცრებას, ცოდვებსა და ნაკლს დასტიროდა და თუ მათ არ ვემსგავსეთ, უარეს საფრთხეებს მოვიწევთ და ძველი აღთქმის ეკლესიის მღვდელთმთავრებსა და მწიგნობრებს მივემსგავსებით. მოგეხსენებათ, ფარისეველნი თავიდან სჯულსაც ზედმიწევნით აღასრულებდნენ და თავიანთი ხალხიც ძალზე უყვარდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ სამეუფო გზას ასცდნენ. ხომ შეიძლება, თანამედროვე მღვდლებსაც იგივე დაგვემართოს? თუ მრევლს ძალიან მკაცრად ვუქადაგებთ, მაგრამ თავად არ აღვასრულებთ, ერთს ვიტყვით, მეორეს კი გავაკეთებთ, მრევლი ჩვენდამი ნდობას დაკარგავს.

ჩემთვის ძალზე საყვარელ იოანე კრონშტადტელს ერთხელ დაეკითხნენ, ამგვარ სულიერ სიმაღლეს როგორ მიაღწიეთ ან რით ხართ გამორჩეულიო. უპასუხა: მე ყოველთვის გულწრფელი ვიყავი უფლისა და ჩემი მრევლის წინაშეო. ადამიანებმა თავად უნდა შეგვაფასონ, თუ რაოდენი სულიერებისა და ცოდნის პატრონნი ვართ. მოჩვენებითობა, რიგორიზმი და ის, რაც ფარისეველთათვის იყო ნიშნეული, უნდა მოვიკვეთოთ, თორემ ხშირად მაგონდება უფლის სიტყვები ძველაღთქმისეული ეკლესიის მხილებისას: მოსეს ტახტზე ფარისეველნი და მწიგნობარნი დასხდნენო. თუ საკუთარ სიბრძნეს დავეყრდნობით და მეტისმეტად თვითდაჯერებულნი ვიქნებით, შესაძლოა, სწორ გეზს ჩვენც ავცდეთ და ბრმებივით უფსკრულს შთავცვივდეთ.

სასულიერო პირთათვის საფრთხეა, როგორც ვთქვი, ზედმეტი თვითდაჯერებულობა და ის, რომ ადამიანების პატივისცემამ და სიყვარულმა არ განგვალაღოს. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ცოდნა ადამიანს განალაღებს, სიყვარული კი აღაშენებს. მეტი სიყვარული გვმართებს, მეტი თავმდაბლობა და გულწრფელობა და ნაკლები საფრთხე და განსაცდელი მოგვეწევა.

რაც შეეხება შავ სამღვდელოებას, ისინი წინა ხაზის მებრძოლნი არიან. ვფიქრობ, მათი ღვაწლი ჯერჯერობით უფრო ხორციელია - ისინი უდაბნოს რწყავენ, აშენებენ, რგავენ, რომ მომავალმა თაობებმა უფრო სულიერად იღვაწონ. საქართველოში არ დარჩა ადგილი, სადაც მონასტერი არ სუნთქავდეს, რაც ძალზე მისასალმებელია. მრავალი ატარებს მარხვას მათ წიაღში. ჩვენ ამ მამებს მატერიალურს ვუგზავნით და გვსურს, მათ სულიერი გამოგვიგზავნონ. დიდი თარგმანება, დიდი ლიტერატურა სწორედ მონასტრებში იქმნებოდა. ბერს პირუტყვი რომ ჰყავს მოსავლელი და მიწა აქვს დასამუშავებელი, ცხადია, სულიერი საქმისთვის ჯეროვნად ვერ მოიცლის, ამიტომ ჩვენ მათ ისე უნდა დავუდგეთ გვერდით, როგორც გრიგოლ ხანძთელს, დავით გარეჯელსა და იოსებ ალავერდელს დაუდგნენ იმდროინდელი დიდებულები და მონასტრები ააგებინეს. მათ ფიზიკურად მარტოებს რომ ეშრომათ, ამხელა სულიერი ღვაწლისთვის ვერ მოიცლიდნენ და ჩვენც ბევრ რამეს მოვაკლდებოდით, ამიტომ, ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს: ვისაც დიდი შემოსავალი აქვს, - რაღა თქმა უნდა, კანონიერი, - უმჯობესია, ხელი გამოიღოს და ეს სახსრები მონასტრების აღშენება-გამშვენებას მოახმაროს. იმედი მაქვს, მონასტრები უახლოეს მომავალში სულიერი სიბრძნის მომუშაკებით დაიტვირთებიან და ჩვენ, თანამედროვე თეთრი სამღვდელოება, სწორედ მათგან ვისწავლით ძალზე ბევრს, პირველ რიგში კი - ცოცხალ სწავლებას და მაგალითს.

მოგეხსენებათ, თანამედროვე სასულიერო ლიტერატურა დღეს ძალზე მწირია, ორიგინალური ნაშრომები ნაკლებად იქმნება, ძირითადად, უცხო ენიდან ითარგმნება. ძალზე კარგია ძველ ღვთივგანბრძნობილ მამათა ნაშრომების კითხვა, მაგრამ მსურს, თანამედროვეობაშიც ვხედავდე მათ მსგავს მოღვაწეებს. მადლობა უფალს, რომ გაბრიელ ბერის (ურგებაძე) და ბეთანიელი წმინდა ბერების, იოანე მაისურაძისა და გიორგი მხეიძის, აგრეთვე დაფარულში მოღვაწეთა მსგავსი მამები ისევ გვყვანან.

ჩემი თხოვნაა, განკითხვის ნაცვლად მონასტრებში მოღვაწე მამებს ძალისაებრ შევეწიოთ, რადგან ჩვენი უსაფრთხო და მშვიდი ძილი მათი ლოცვის წყალობაა.

- ეკლესიის წინაშე იდგა და კვლავაც დგას საფრთხე ე.წ. განმაახლებლობისა...

- ეს ცალკე თემაა. სოლომონ ბრძენი ეკლესიასტეში ბრძანებს: ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. რა საფრთხეებიც თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის წინაში დგას, არახალია. მაგალითად, გასულ საუკუნეში, კომუნისტური რეჟიმის დროს გარკვეულ პირებს გაუჩნდათ სურვილი ე.წ. ცოცხალი ეკლესიის ("ჟივაია ცერკოვ") ჩამოყალიბებისა, რომლის მიზანიც, - ვითომდა, ხალხზე ფსევდოზრუნვით, - ლიტურგიკის გამარტივება, შემოკლება (შემდგომ კი, ცხადია, მისი გაუქმება) და თანამედროვე კალენდარსა და დამწერლობაზე გადასვლა იყო, რაც უფალმა არ დაუშვა და მაშინდელმა ქართველმა სამღვდელოებამაც დიდი სიმტკიცე გამოიჩინა.

მსგავს გამოხდომებს, თუმც ფორმანაცვალს, ახლაც აქვს ადგილი. ლიბერალებად წოდებული ადამიანები ისევ ხალხზე ზრუნვის მომიზეზებით დიდ მოდერნიზაციას უპირებენ ეკლესიას. ჩვენს სარწმუნოებას მოდერნიზაცია სულაც არ სჭირდება და ეკლესიაში ახალ დოგმატთა, ტრადიციათა და სწავლებათა შემოღება შერყვნაა მართლმადიდებლობისა. მეოთხე საუკუნის წმინდა მამის სიტყვებს შეგახსენებთ: ჩვენ გვწამდა ის, რაც ყოველთვის ყველგან და ყველას სწამდაო.

მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ მსგავსი კრება აღარ გამართულა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც სათქმელი იყო, ღვთივგანბრძნობილ მამათაგან ყოველივე ითქვა და შესანიშნავად ჩამოყალიბდა. ასე რომ, როდესაც ახალ მწვალებლობას წავაწყდებით, ისტორიას უნდა გადავხედოთ და დავრწმუნდებით, რომ იგი ახალი კი არა, უბრალოდ, ძველი, მაგრამ მოდერნიზებული მწვალებლობაა.

მაგალითად, იეღოვას მოწმეები ბევრს ახალი მწვალებლობა ჰგონია, მაგრამ მსგავსი "მოძღვრება", რაც, ფაქტობრივად, არიოზელობაა, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში დაგმო პირველმა საეკლესიო კრებამ.

ჩვენ, მოძღვრებსაც და მრევლსაც, გვევალება, ზედმიწევნით ვიცოდეთ მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველი დოგმატი და სწავლება. როდესაც მოძღვარი კარგად იცნობს დოგმატიკას, ეკლესიის ისტორიას, ტრადიციასა და მამათა ცხოვრებას, ახოვანებით უმკლავდება ყოველგვარ "მოდერნიზაციას". წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბრკოლდება და, შესაძლოა, ვერც კი მიხვდეს, ისე გაებას ეშმაკის მახეში.

ყოველგვარი ცრუ სწავლების წარმატება ჩვენი უმეცრების შედეგია. რატომ ერთიანდებიან ამა თუ იმ სექტაში ადამიანები? იმიტომ, რომ ცრუ ცოდნით იხიბლებიან და სულებს იღუპავენ, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი ბრალიცაა, რადგან მრევლს საკმარისი ცოდნა არ მივეცით. დღეს იმდენი საშუალებაა ქადაგებისა, თავის გასამართლებლად და დასამშვიდებლად იმ არგუმენტის მოყვანა, "არცოდნა - არცოდვააო", ყოვლად უადგილო და უსარგებლოა. ფხიზლად უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს, რომ უფალმა თავისი ეკლესია კლდესა ზედა დააფუძნა და მას ჯოჯოხეთის ბჭენიც ვერ მოერევიან. ეს მარადიული და უცვალებელი სწავლებაა.

- მამა გიორგი, რამდენად შეიძლება საუბარი დროზე როგორც საფრთხეზე? რა სულიერი და ფიზიკური საფრთხეები მოაქვს მას?

- პავლე მოციქული შესანიშნავ სიტყვებს ბრძანებს: გამოისყიდეთ დრო, რამეთუ ბოროტ არიან დღენიო. ჩვენ დრო მცონარებისა და გართობისთვის კი არა, სულის ცხონებისთვის მოგვეცა და თუ ვინმე დაამოწმებს, რომ დღევანდელობას მეტი ბოროტება მოაქვს, ვიდრე ძველად, მართალი არ იქნება. რატომ მოვიდა ქრისტე სწორედ პირველ საუკუნეში და არა სხვა დროს? იმიტომ, რომ მაშინ ბოროტებამ ზენიტს მიაღწია და იგი უფალმა თავისი განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით დაამხო.

როგორც ზემოთ ვთქვი, ახალი არაფერი ხდება, უბრალოდ, ბოროტებამ სახე იცვალა. მაგალითად, თუ პირველ საუკუნეებში რომელიმე იმპერატორს ან არისტოკრატს გარყვნილებაში ჩაძირვა სურდა, ამას საკუთარ სამყოფელში აღასრულებდა. უბრალოდ, დღეს ამის პროპაგანდის მეტი საშუალებაა და ბოროტებასაც მეტი ასპარეზი მიეცა.

ადამიანი, რომელიც საკუთარ ნებას ვერ იმორჩილებს, იმ სიბინძურეს ემსხვერპლება ხოლმე, რითიც სავსეა ჩვენი ცხოვრება. უნდა ვიცოდეთ, რომ ამდენი საცთური იმიტომაა დაშვებული, რომ მოახლოებულია ბოლო ჟამი, აპოკალიფსი, რასაც უკვე მეცნიერებიც ადასტურებენ. დედამიწის ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა და დრო დაჩქარდა. მამები კი განმარტავენ, რომ დროის აჩქარება ბოროტების სიმძლავრემ და არნახულმა აყვავებამ გამოიწვია. როგორ უნდა გავიგოთ ეს? უფალი პირდაპირ გვეუბნება მათე მახარებლის პირით, რომ ეს დღეები წმინდანთა ლოცვით შემოკლდებიან. უფალს სურს, მალე დასრულდეს ეს დრო და რაც შეიძლება ნაკლები სული შთაიძიროს ცოდვის მორევში. იოანეს გამოცხადება კი გვამცნობს, რომ მართალთა სულები ღმერთს ევედრებიან, რათა მალე აღსრულდეს მეორედ მოსვლა, რადგან პატიოსანი ქრისტიანები, ცოდვილთაგან განსხვავებით, მუდამ ესწრაფვიან, რაც შეიძლება მალე შეხვდნენ თავიანთ მაცხოვარს, რასაც, ცხადია, სულიერი მომზადება და შესაბამისი სულიერი მდგომარეობა სჭირდება. ასე რომ, დრო, რომელიც ასე სწრაფად გადის, ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ, სასუფეველი დავიმკვიდროთ და უფალს ვევედროთ, რომ ბევრმა ადამიანმა მოახერხოს გადარჩენა. უნდა გვაწუხებდეს სხვათა დაცემა და ის, თუ რამდენი "პაციენტი" ჰყავს ეშმაკს. უფალი ბრძანებს: როცა მოვალ, ვპოვებ კი რწმენას დედამიწაზეო?! დღეს ბევრი მოდის ეკლესიაში, მაგრამ იმიტომ ხომ არა, რომ სოციალურად უჭირს ან მატერიალური სიკეთე სჭირდება? სულის საცხოვნებლად მოვიდა ტაძარში თუ ხორციელმა ინტერესებმა მოიყვანა? ცრუ მორწმუნენი მრავლად არიან, ჭეშმარიტ რწმენას კი ერთეულნი თუ ატარებენ. თუმც კარგ მართლმადიდებლობასა და კარგ ქართველობაზე ბევრს გვაქვს პრეტენზია და გვგონია, რომ ქართველები ყველაზე უკეთესი მართლმადიდებლები ვართ, რაც არასწორია. უფალს ყოველ ერში ჰყავს თავისი ხალხი, ვინც სწორად ცხოვრობს, დროს სწორად იყენებს და საცთურებს არ ემონება.

- ჩვენი ეროვნულობის შესანარჩუნებლად უამრავი საფრთხის გადალახვა გვიწევს...

- ზემოთ ე. წ. ლიბერალები ვახსენე, რომელნიც მართლაც არაფრად აგდებენ ეროვნულობას და ფიქრობენ: რა მნიშვნელობა აქვს ნაციას, მთავარია, ღმერთის მწამდეს და მსოფლიოს მოქალაქე ვიყოო, მაგრამ ყველა ეროვნება ღმერთმა გააჩინა და საზღვრებიც ყველას მან დაუსაზღვრა, ამიტომ ვისაც ეროვნებათა ცრუ ერთობა ესათნოება, ღვთის მოწინააღმდეგეა. ისიც ღვთის წინააღმდეგობაა, როდესაც მეზობელი თუ შორეული სახელმწიფო სხვათა საზღვრებს დაარღვევს, რადგან მოციქულთა საქმეში ლუკა მახარებელი პირდაპირ ბრძანებს: ყოველ ერს უფალმა საზღვარნი დაუწესაო. უფალი ყოველ ეროვნებას იწყნარებს, თუმცა ქრისტეში ყველანი ერთნი ვართ. ყოველი ერი დასაფასებელი და გასაფრთხილებელია, მით უფრო, ჩვენსავით პატარა ერები, რომელთაც მეტი საფრთხე აქვთ. ფარისეველთა პარტია თავის დროზე იმიტომ შეიქმნა, რომ ებრაელობა ელინიზმის საფრთხის წინაშე იდგა.

თუ უფალთან ახლოს ვიქნებით და ეროვნულობას სარწმუნოებაზე მაღლა არ დავაყენებთ (ფაქტია, რომ ქართველობა ბევრს მართლმადიდებლობაზე მეტად უყვარს, თუმცა ქართველობა მართლმადიდებლობის თვინიერ წარმოუდგენელია), მივხვდებით, რომ დაკარგული ტერიტორიებიც და გაუსაძლისი ყოფაც ჩვენივე ურწმუნოებისა და უფალთან განშორების შედეგია.

ჩვენი ეროვნული მოძრაობის კრახიც გავიხსენოთ. უფალთან ახლოს ნაკლებად ვიყავით, არც პატრიარქის თხოვნა შევისმინეთ და შედეგიც თვალსაჩინოა.

ეროვნულობა სულიერებას უნდა დაეფუძნოს და მაშინ უფალს არც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გაუჭირდება, არც კურთხევა, დალოცვა, დაპურება და ცხონება. მხოლოდ ძახილი - ივერია გაბრწყინდებაო, - არაფერს ნიშნავს. ივერია სულიერებით, სიყვარულით, ლოცვით, თავმდაბლობით, გულწრფელობით, მუშაკობით, მოსაგრეობით, პატიოსნებით, ოჯახთა სიმრავლითა და ღვთის დიდებით უნდა გაბრწყინდეს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat