დედამ დამწყევლა და ოჯახში ყველაფერი ცუდად მიმდის, ერთიანად ავად ვართ, არც სამუშაო გვაქვს
დედამ დამწყევლა და ოჯახში ყველაფერი ცუდად მიმდის, ერთიანად ავად ვართ, არც სამუშაო გვაქვს
მამა პაისი ათონელის დარიგებანი
პატარა ბავშვს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ მის კვებაზე, ჩაცმა-დახურვასა და აღზრდაზე დედ-მამა ზრუნავს. ისინი შვილს სიყვარულს არ აკლებენ, მხოლოდ იოლ საქმეს ავალებენ, ეს კი ძალზე უმნიშვნელოა მშობლების ღვაწლსა და ხარჯებთან შედარებით. თუ ზრდასრული ადამიანი ვერ მიხვდება, რა ამაგი დასდეს მშობლებმა, ნამდვილად დიდი უმადურობა იქნება. ძველად მშობლები ბავშვებს ფიზიკურად სჯიდნენ და ისინი ამას წყენის გარეშე იღებდნენ. ხშირად არც კი იცოდნენ ამის მიზეზი, მაგრამ დღევანდელი ბავშვი ხომ კამათის სულით და კითხვებით არის აღსავსე: "რატომ, რისთვის?" მასში აღარ არის უბრალოება. თუ ბავშვი მამას მამად ვერ გრძნობს და მამის სასჯელს თავს არიდებს, მაშინ ის, მოციქულის სიტყვისამებრ, "მწირი ვიდრემეა და არა შვილი".

ზოგიერთ შვილს მშობლებმა მცირე შენიშვნაც რომ გაუბედონ, იმუქრება, "ვენებს გადავიჭრიო" და სხვა რა გზა დარჩენიათ მშობლებს, უთმობენ. საბოლოოდ, ბავშვი ფუჭდება და იღუპება.

ბავშვს უნდა შევაგნებინოთ, რომ მშობლები მას სჯიან არა ბოროტებით, არამედ სიყვარულის გამო, რათა გამოსწორდეს, უკეთესი გახდეს და ბედნიერი იყოს. როცა პატარები ვიყავით, ერთნაირად ვიღებდით მშობლების მოფერებას, ცემას თუ ამბორს. ვხვდებოდით, გვწამდა, რომ ისინი ამას ჩვენი სიკეთისთვის აკეთებდნენ. ხშირად ასეც ხდებოდა, რომ დამნაშავე ერთი ძმა იყო, დედა კი, ვითარების გამოუკვლევლად, მეორეს უჯავრდებოდა. დამნაშავე რომ დაინახავდა, ჩემს მაგივრად სხვას სჯიანო, აღიარებდა დანაშაულს და მერე სინდისიც აღარ ქენჯნიდა...

ოჯახში უმცროსები პატივს უნდა სცემდნენ მშობლებს და უფროს და-ძმებს, უნდა იყვნენ მათდამი მორჩილებით და მადლიერებით. უფროსები კი უნდა დაეხმარონ მათ და დაიცვან. როცა უმცროსი პატივს სცემს უფროსს, ხოლო უფროსს უყვარს პატარა, მაშინ ოჯახში სიმშვიდეა. მამა გვეუბნებოდა ხოლმე, - დაემორჩილეთ უფროს ძმასო. ვიცოდით, რომ მამას ვუყვარდით და მასთან უფრო თავისუფლად ვიქცეოდით. უფროს ძმას კი, რაკი მისგან მამობრივ სიყვარულს ვერ ვგრძნობდით, უფრო ვემორჩილებოდით.

როცა ცოლ-ქმარი პატივისცემით ექცევა ერთმანეთს, შვილებიც პატივს მიაგებენ მათ. ასეთ ოჯახში ცხოვრება საათივით მიდის. ასეთ ოჯახში უფროსი ვაჟი ვერასოდეს გაუბედავს დედას მბრძანებლურად საყვედურს, არც მამა შეჰკადრებს დედას ამგვარ ტონს. უფროსები შეიძლება გაეხუმრონ პატარებს გასახალისებლად, მაგრამ უმცროსები მათ ამის გამო უზრდელად არ უნდა მოექცნენ.

როცა შვილები ოჯახს ქმნიან. სახიერმა ღმერთმა ამგვარად განაწესა: ცოლი და ქმარი ისეთი სიყვარულით შეერთდებიან ხოლმე, თვით მშობელსაც დაუტევებენ. ეს სიყვარული რომ არ იყოს, კაცნი ოჯახს ვერ შექმნიდნენ. მშობლების ამოცანა შესრულებულია მას შემდეგ, რაც შვილები საკუთარ ოჯახს შექმნიან (ან მონაზვნად აღიკვეცებიან). ამის შემდეგ შვილებს მშობლების მიმართ ორი რამ მართებთ: განუზომელი პატივისცემა და სიყვარული. ცოლ-ქმარს პირველ რიგში დიდი სიყვარული ერთმანეთის მიმართ უნდა ჰქონდეს და მხოლოდ შემდეგ უნდა უყვარდეთ თავიანთი მშობლები. ცოლ-ქმარს ისე ძლიერ უნდა უყვარდეს ერთმანეთი, რომ ეს გრძნობა ნაპირიდან გადმოდიოდეს. ამ გარდამოდინებული ცოლქმრული სიყვარულის გამო ისინი შვილებს მეტი პატივისცემით და მადლიერებით უნდა მოექცნენ. ცოლ-ქმარს შორის სიყვარული უნდა იყოს კეთილშობილური; თითოეული მათგანი რაც შეიძლება მეტად უნდა ზრუნავდეს ერთიმეორის მშობლებზე. ოჯახში რომ სიმშვიდე და თანხმობა იყოს, ამისთვის საჭიროა ქმარს ცოლი საკუთარ დედაზე მეტად უყვარდეს. ამქვეყნად შინაურთა და ნათესავთაგან არავინ უნდა იყოს მისთვის მასზე ძვირფასი, მშობლებს კი სიყვარული თავისივე ცოლის სიყვარულის მიერ უნდა მოჰფინოს. რა თქმა უნდა, ცოლიც ასე უნდა იქცეოდეს.

მე ვიცნობდი ისეთ ოჯახებს, სადაც ცოლქმრული ცხოვრების დასაწყისში პრობლემები ჰქონდათ. ეს იმიტომ, რომ ერთ-ერთ მეუღლეთაგანს საკუთარი დედა უზომოდ უყვარდა. ეს სიყვარული კი იწყება იმ დიდი მადლიერების გრძნობიდან, კეთილზნიან ძეს თუ ასულს რომ აქვს მშობლის მიმართ. თუმცა ცოლ-ქმარი მიეჯაჭვება ერთმანეთს და ეს პრობლემაც ნელ-ნელა ქრება.

თუ სიძე სიდედრსა და სიმამრს პატივს სცემს, ეს მას მატებს ღირსებას, ასევე რძალს - დედამთილ-მამამთილისადმი პატივისცემა და სიყვარული, სიყვარული დედამთილისა - ქალისა, რომელმაც შობა მისი ქმარი, მისი საყვარელი მეუღლე. ცოლ-ქმრის ასეთი განწყობა და ფიქრები უჩუმრად მოძღვრავს მათივე შვილების სულებს.

დედა დიდ ნუგეშს იღებს ვაჟის სიყვარულისგან, მაგრამ როცა შვილს დააქორწინებს, ბავშვივით ხდება, თავს გრძნობს იმ უფროსი შვილივით, რომელიც დედის მკლავებში ახალშობილ დას ან ძმას ხედავს და ეჭვიანობს. თუ იგი თავის ვნებებს სიყმაწვილეშივე არ მოიკვეთს, წლების გასვლასთან ერთად ნება უსუსტდება და ვნებები ძლიერდება. რძალს ეს არ უნდა ეწყინოს. და თუ ის უვლის კიდეც თავის მოხუცებულ დედამთილს, დაე, დაითმინოს, რათა საზღაური არ დაკარგოს, რომელიც მას ამ შრომისთვის მიეცემა. რა თქმა უნდა, დედამთილს რძალი ღვიძლი ქალიშვილივით უნდა უყვარდეს. ჩემს ბებიასა და პაპას თავიანთ შვილზე, მამაჩემზე, მეტად რძალი უყვარდათ. როცა ჩემმა ძმამ ცოლი შეირთო, მეზობლები დედაჩემს ნიშნს უგებდნენ: აი, ნახავ, რძლები თავს მოგაბეზრებენო. მან კი უპასუხა: ასე რატომ ამბობთ, დედამთილს მე თავის ქალიშვილზე მეტად ვუყვარდი, მე რატომ აღარ უნდა მიყვარდეს რძლებიო?

მოხუცის მოვლის საფასური. სადამდე დაეშვა სამყარო. ძველად ფარასსა და ეპირში ბებერ ცხოველებსაც კი უვლიდნენ. ჯორის ხორცი არ იჭმევა და რომ არ დაეკლათ, გასაგებია, მაგრამ საჭმელად ვარგის ოთხფეხსაც არ კლავდნენ. მაგალითად, ბებერ, ნაამაგარ ხარებს პატრონი პატივს მიაგებდა, ზრუნავდა მათზე - ესენი ხომ ჩვენი მარჩენლები არიანო. მუშა საქონელს "კეთილი სიბერე" ჰქონდა. დღეს ადამიანები არათუ ბებერ ცხოველებს, მოხუცებულ ადამიანებსაც აღარ უვლიან!

ჩემს სიცოცხლეში არასოდეს ისე კარგად არ მიგრძნია თავი, როგორც იმ რამდენიმე დღეს, მორჩილების გამო მოხუცებულ მონაზონს რომ ვუვლიდი. მოხუცებულთა მომვლელს ღვთისგან დიდი საზღაური აქვს. მიამბეს ათონის მთის ერთ მორჩილზე, რომელიც ეშმაკისგან იყო შეპყრობილი. მას მონასტრის თავშესაფარში ექვსი მოხუცი ბერის მოვლა დაავალეს. საშინელი დრო იდგა მაშინ, ადამიანები ცხოვრების პირობებს ვერ იმსუბუქებდნენ. მორჩილი კი აიკიდებდა მოხუცთა თეთრეულით სავსე ტომარას, სადღაც შორს, ტბორში ნაცარტუტით რეცხავდა. გავიდა მცირე დრო. განთავისუფლდა მორჩილი ეშმაკისგან და ბერად აღიკვეცა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის თავს სხვებს მსხვერპლად სწირავდა და ამასთანავე, მოხუცებული ბერები მას აკურთხებდნენ ხოლმე.

ოჯახში ბებია - ღვთის დიდი კურთხევაა, მაგრამ ხშირად ადამიანები ამას ვერ ხვდებიან. როგორც წესი, მამაკაცი ადრე ბერდება და მას ცოლი უვლის. ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილებს დედა შინ მიჰყავთ, რათა შვილიშვილებს მიხედოს და თავი უსარგებლოდ არ იგრძნოს. კარგია, როცა შვილები ასე იქცევიან. მათთან მოხუცებული სიმშვიდეს პოვებს და ოჯახსაც შეეწევა. უამრავი საქმის გამო, დედა შვილებისთვის სათანადო სიყვარულისა და სითბოს მიცემას ვერ ასწრებს. ამას ბებია აანაზღაურებს, რადგან ის ახლა სიყვარულისა და სითბოს ასაკშია. აბა, ერთი შეხედე: როცა ბავშვი ცელქობს, დედა უბრაზდება, ბებო კი ეფერება. როცა ბავშვებს თვალყურს ბებია ადევნებს, დედა ასწრებს თავისი საქმეების გაკეთებას, ბავშვებიც სითბოთი და სიყვარულით არიან გარემოცულნი, ბებიაც შვილიშვილების სიყვარულითაა გამთბარი.

კაცი, რომელიც მშობლებზე ზრუნავს, ღვთისგან დიდად დალოცვილია. ერთი ახალგაზრდა კაცი დაქორწინდა, მოვიდა ჩემთან და გეგმები გამიზიარა: - მამაო, სახლი მინდა ავაშენო და პირველ სართულზე ორი პატარა ოთახი მოვაწყო მშობლებისა და სიდედრ-სიმამრისთვისო. მისმა ნათქვამმა შემძრა. უთვალავი ლოცვა გავატანე იმ ადამიანს! საკვირველია, ეს ბევრ ცოლ-ქმარს რატომ არ ესმის.

ერთმა ქალმა შემომჩივლა: - მამაო, დედაჩემი რვა წელია დავრდომილია. ძალიან დავიღალე მისი ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნებითო. გესმით, რა ხდება, ქალიშვილი დედაზე რა ტონით ლაპარაკობს? ვუთხარი, - შენი პრობლემა ადვილად გადაწყდება. ვილოცებ, რომ რვა წელიწადს ლოგინს მიეჯაჭვო, დედაშენი კი გამოჯანმრთელდეს და შენ გივლიდეს-მეთქი. ოჰ, არა, არაო, - იყვირა ქალმა. უკიდურეს შემთხვევაში, ოთხი წელი პარალიზება მაინც საჭიროა შენთვის, - ვუთხარი, - როგორ არა გრცხვენია, არ სჯობს, ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყო, ავადმყოფს უვლიდე და ღვთისგან საზღაურს ელოდე, ვიდრე ფეხის განძრევაც არ შეგეძლოს და სხვას სთხოვდე: "ქოთანი მომიტანე, გეთაყვა, მეორე მხარეს გადამაბრუნე, კედლისკენ მიმწიე"?.. ჩემმა საყვედურმა ქალი ცოტათი შეარცხვინა.

ოჯახში ასეთი პრობლემები არ იქმნება, როცა შვილები საკუთარ თავს მოხუცებული მშობლების ადგილას აყენებენ ანდა რძალი დედამთილის ადგილას დგება და ფიქრობს: - ერთ მშვენიერ დღეს დედამთილი გავხდები და განა მომეწონება რძლის უყურადღებობაო?

მშობლების კურთხევა. მშობლების დალოცვა - ეს ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა, რომელსაც შვილებს უტოვებენ. ამიტომ შვილებმაც უნდა იღვაწონ, რომ მშობლების კურთხევა მოიპოვონ. წმინდა იაკობი, მამის კურთხევა რომ აეღო, ცხვრის ტყავში შეძვრა.

განსაკუთრებით დიდია დედის კურთხევა! ერთი კაცი მეუბნებოდა: დედის ყოველ სიტყვას ჩემთვის ოქროს ფასი აქვსო. ერთი იოჰანესბურგელი ბერძენი მეწვია. იცით, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე? დედა ავად გამიხდა და სანახავად ჩამოვედიო, - მითხრა. არ გასულა სამი თვე და შობას ისევ ჩამოვიდა. მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: - გავიგე, რომ დედა ისევ ავადაა. ასაკოვანიც არის და შეიძლება გარდაიცვალოს. ჩამოვედი, რომ ხელზე ვეამბორო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე დედაჩემის დალოცვააო. 60 წლის კაცი სამხრეთ აფრიკიდან საბერძნეთში ჩამოდის, რათა მშობელ დედას ხელზე ეამბოროს! ღმერთმა ეს კაცი იმდენი სიმდიდრით დააჯილდოვა, რომ მოხუც ღვთისმსახურთათვის თავშესაფარი სახლიც კი ააშენა და ეკლესიას აჩუქა. შეიძლება ითქვას, ეს კაცი დაზვინულია დედის კურთხევით და აღარ იცის, ვის გაუნაწილოს. ასეთი ადამიანი მალამოს მაგონებს, ანდა წყაროს, საჰარის უდაბნოში ხეტიალისას რომ გადააწყდი. ნელ-ნელა ეს ყველაფერი მიდის და იკარგება.

ერთი კაცი მოვიდა ჩემთან, კალივაში, ატირებული: - დედამ დამწყევლა და ოჯახში ყველაფერი ცუდად მიმდის, ერთიანად ავად ვართ, არც სამუშაო გვაქვსო. ეტყობა, საბაბი მიეცი, თორემ ასე ტყუილ-უბრალოდ ხომ არ დაგწყევლიდა-მეთქი. მართალი ხარ, მამაოო, - მიპასუხა. "მაშინ წადი და დედას შენდობა სთხოვე", - ვურჩიე. "მაკურთხე, მამაო და წავალ" - მითხრა. "კურთხევას კი მოგცემ, მაგრამ თავი დედას აუცილებლად უნდა დაალოცვინო და თუ არ გაკურთხებს, მაშინ ჩემგან გადაეცი: დადგება დრო და უფალს სულს შენც ჩააბარებ-თქო. მივიდა დედასთან ის კაცი. ქალმა კი ასე დალოცა: "ჩემო შვილო, მოვიდეს შენზე კურთხევა აბრაამისა". რამდენიმე ხნის შემდეგ იმ კაცმა ტკბილეული მომართვა. სიხარულით ფეხზე აღარ იდგა - ბავშვები გამოჯანმრთელდნენ და სამუშაოზეც კარგად მიმდის საქმეებიო. თვალცრემლიანი დაუსრულებლად მადლობდა უფალს. ამ კაცის ცხოვრება შეიცვალა, ის მხოლოდ სულიერ საკითხებზე საუბრობდა და რაღა ითქმის იმ ადამიანზე, თავიდანვე პატივს რომ სცემს მშობლებს. განა შეიძლება ასეთი ღმერთმა არ აკურთხოს?
ბეჭდვაელფოსტა
07.03. 2019
MAGNOLIA
ღმერთმა კარგად გამყოფოთ მამაო, როგორ მჭირდებოდა ეს თქვენი სიტყვა რომ იცოდეთ, მადლობა უფალს ყველაფრისათვის
27.07. 2017
მაია
გული ამიჩუყა ამ სტატიამ მოვკვდი ტირილით.ღმერთმა დალოცოს ჩვენი შვილები და მშობლები
21.10. 2016
მანანა
დედაც ვარ,ბებიაც, სიდედრიც და დედამთილიც, გაოცებული ვარ, თუ ეხმარები და პატივს სცემ ჰგონიათ რომ ეს ყელაფერი ჩემი ვალდებულებაა , მაგრამ ახალგაზრდებო იქნებ ჩაიხედოთ გულში და თქვათ ,,თქვენი ვალდებულება ყოველივეს დაფასებაა და პატივისცემას ვიმსახურებთ რომ კარგი ქალიშვილი ან ვაჟი აღიზარდეთ და ჩაგაბარეთ". თქვენი კეთილდღეობა ხომ ჩვენ მოვიტანეთ აქამდე მხრებით.დარწმუნებული ვარ დედის ლოცვას დიდი ძალა აქვს, დედა შვილიბა ამოუწურავი მცნებაა , როგორ უნდა გაამწარო დედა ადამიანმა ისე რომ დაგწყევლოს, აქამდე დედა არ უნდა მიიყვანო, დედ-მამა ხომ არჩევით არა არის, ვინცა გყევართ ისა ვართ და პატივი უნდა გვცეთ,რომელსაც მე ირგვლივ ნაკლებად ვხედავ,რაც ძალიან სამწუხაროა
20.10. 2016
Ketino
Gemma shvilma da realms caikitxos es statis
13.05. 2015
ამინ
ჭეშმარიტად დიდია ძალა ღვთისა.დაგვლოცოს უფალმა.ამინ!.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler