მეგობარი უფლისა
მეგობარი უფლისა
"მართალი სარწმუნოება და უფლის მცნებათა აღსრულება აქცევს ადამიანს უფლის მეგობრად"
რა ამეგობრებს უფალთან ადამიანს, ან ვინ არიან ის ნეტარნი, ვინც ღვთის მეგობრობა დიდი ღვაწლით მოიმუშაკეს? რა არის ის, რაც ურთიერთობას მეგობრობად აქცევს, რა გზა უნდა განვვლოთ ღვთის მონობიდან მეგობრობამდე, ან ვის უნდა დავემგზავროთ წუთისოფლის უძნელეს გზაზე?

გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.

- მამა ზაქარია, ვინ იწოდება უფლის მეგობრად და როგორ უნდა დავუმეგობრდეთ ღმერთს?

- ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები, ასევე, ყოველი კეთილმსახური კაცი ადამიდან დღემდე უფალთან სამეგობროდაა შექმნილი, თუმც, სამწუხაროდ, ხშირად ცოდვასთან მეგობრობას ვირჩევთ ხოლმე.

მართალთა გზა - რწმენის, ღვთის ნების ძიების და აღსრულების გზაა. ამ გზით სიარული მართალი სარწმუნოებისა და უფლის მცნებათა აღსრულებითაა შესაძლებელი. სწორედ ეს ორი რამ - მართალი სარწმუნოება და უფლის მცნებათა აღსრულება აქცევს ადამიანს უფლის მეგობრად; ამიტომ, თუ ღმერთთან სიახლოვე გვსურს, ღვთის დიდ სათნომყოფელთ უნდა მივბაძოთ და მათგან კეთილმსახურება, ცოდვასთან ბრძოლის ხერხები, სიმდაბლე, სინანული და სიყვარული ვისწავლოთ. თუ სწორად ვიმოღვაწებთ, ღვთისგან კურთხევასაც მივიღებთ. იმის თქმა მსურს, რომ ეს ქარიზმა უფალთან სიახლოვისა თავის დროზე სწორად მოღვაწეს მიენიჭება.

შესაძლოა, ადამიანთა აღიარებაც მოვიხვეჭოთ, პოპულარობაც და სიყვარულიც, მაგრამ უფლის კურთხევა არ გაგვაჩნდეს. უფლის კურთხევა სხვაგვარია, მას სხვა გავლენა და ძალა აქვს. ხშირად ადამიანი თავის ეპოქაში დევნილი და დამცირებულია, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში უფლის დიდი სათნომყოფელი და მეგობარი ყოფილა და უზარმაზარი გავლენა ჰქონია არა მხოლოდ თანადროულობაზე, მომავალზეც.

ღვთის კურთხევა ადამიანს ყველაზე სანატრელ სიახლოვეს აუწყებს უზენაეს სულთან, მაგრამ მისი მფლობელი მაინც უკიდეგანო სიმდაბლეს ინარჩუნებს.

მცნებების პრაქტიკულ შესრულებას მათი თეორიული შესწავლა უძღვის ხოლმე წინ, რაც დაუღალავ და უწყვეტ შრომას ითხოვს და ამაში ადამიანის სიყვარული ჩანს უფლისადმი, მისკენ სწრაფვაც, რაც ღვთის ლოცვა-კურთხევით გვირგვინდება ხოლმე.

- ღვთის მეგობრებს ხომ რწმენასთან ერთად ცოდნაც სჭირდებათ?

- უნდა განვასხვავოთ განყენებული ცოდნა, რომელიც არ რეალიზდება, დაცემული ადამიანის საკუთრებად რჩება ხოლმე და ცოდნა, რომელიც დაცემულ ადამიანს სულიერ ადამიანად აქცევს. ცოდნას უცილობლად სულიერებისაკენ უნდა მივყავდეთ, რაც სიმდაბლეში, გარშემომყოფთა სიყვარულსა და თანალმობაში გამოვლინდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოდნა საზიანოა. თუ კონფლიქტი იზრდება (ამპარტავნებიდან წარმომდგარ კონფლიქტს ვგულისხმობ, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ განსაკუთრებულ უნარებს ფლობს, ვერავინ უგებს და ყველას სძულს), ესე იგი, არასწორ გზას ვადგავართ და სასწრაფოდ თავს უნდა ვუშველოთ.

- რა გზაა გასავლელი უფლის მონობიდან უფლის მეგობრობამდე?

- უფლის მონობა ცუდი არ არის, ცუდი - ცოდვის მონობაა.

არსებობს ცოდვის მონობა, უფლის მონობა და ამათგან ყველაზე აღმატებული - უფლის მეგობრობა. ცოდვასთან ბრძოლის უმძიმესი გზა უნდა განვვლოთ, რომ უფლის მონობის სტატუსი მივიღოთ.

ადამიანი განღმრთობისკენაა მოწოდებული, სრულყოფა და განღმრთობა კი - უკვე უფლის მეგობრობაა. ეს სრული ცოდნა და იმ დიდი საიდუმლოს ფლობაა, რომელიც განწმენდილ, ნაკურთხ სულს ეძლევა, ეს იშვიათი ნიჭია, რომელსაც ადამიანები მოსაგრე ცხოვრების მიწურულს თუ აღწევენ ხოლმე.

ღვთის მეგობრობა - უდიდესი საოცრება, საუნჯე და მართლაც მოვლენაა, მასთან შეხებით უხილავ სამყაროს, მარადიულ ფასეულობებს, მარადიულ ნათელს და ცხოვრების ნამდვილ საზრისს ვეზიარებით, რადგან ყოველივე ეგოიზმმა, ეგოცენტრიზმმა, სახმართმოყვარებამ, ფარულმა ამპარტავნებამ, სულიერმა მსახიობობამ და თეატრალურმა სიწმინდემ წალეკა, ძნელად საპოვნია ყველაფრისგან თავისუფალი, ნამდვილი სულიერება. მაშინ ვხვდებით, თუ რაოდენ სნეულია ადამიანი და რომ ეს სნეულებაა მისი გაჭირვების, განსაცდელის, მწუხარებისა და უბედურების მიზეზი და მხოლოდ ამ ეკლიან გზაზე სვლა თუ მოგვიშუშებს სულიერ იარებს.

- მენელსაცხებლე დედათა კვირიაკე დაგვიდგა, ისინიც ხომ უფლის მეგობარნი იყვნენ?

- ამ დედათა ღვაწლი მართლაც განსაკუთრებულია, სხვაგვარად ეკლესია ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საღვთისმსახურო პერიოდში მათ ხსენებას არ დააწესებდა.

ყველამ ვუწყით, რა არის მათი ღვაწლი: მაშინ, როდესაც უფალი ყველამ, მათ შორის ყველაზე მტკიცე მოციქულებმაც კი, მიატოვა, მენელსაცხებლე დედებმა საკვირველად უერთგულეს.

ხშირად ამბობენ, რომ ეს სანტიმენტალური, ქალური ბუნების "ბრალია", რაც, ცხადია, არასწორია. უბრალოდ, ქალურ ბუნებას აქვს სულიერებისა და სიწმინდის აღქმის თავისებური უნარები, რომლითაც ხშირად მამაკაცურ სულიერებასაც აღემატება. ქალის ბუნებას სწორედ ჭეშმარიტებისადმი თავგანწირვა და მისი სიყვარული აკეთილშობილებს და აღამაღლებს. ამის გამო უფალი უძლურ ჭურჭელს უდიდეს შესაძლებლობებს ანიჭებს, რისი თვალნათელი მაგალითებიც ეკლესიის ისტორიას უამრავი აქვს და რაოდენ სავალალოა, რომ ჩვენს დროებაში ჭეშმარიტების შემეცნების ამ საოცარ, უნიკალურ უნარებს ქალი ან ანადგურებს, ან სხვა მიზნებს ახმარს.

მენელსაცხებლეთა ღვაწლი ეკლესიაში გრძელდება. უნდა ითქვას, რომ სწორედ დედებმა შეინარჩუნეს დევნის დროს ეკლესია. კომუნისტური ტერორის ერთ-ერთი მემატიანე იგონებდა, რომ ეშელონები, რომლებსაც ე. წ. სინდისის პატიმრები ციმბირული "გულაგებისაკენ" მიჰყავდა, სავსე იყო მოხუცი ქალბატონებით, რომლებმაც საკვირველად უერთგულეს ეკლესიას, რწმენა შეინახეს და შემდეგ შთამომავლებს გადასცეს. მრავალი ეპისკოპოსი, სასულიერო პირი და მორწმუნე სწორედ ამ ბებიების მადლმა აღზარდა. კომუნისტურმა რეჟიმმა სარწმუნოება ოჯახებიდან და ქალის გულიდან ვერაფრით განდევნა. ბევრი დეკანოზი, მღვდელი, ბერი, ეპისკოპოსი თუ მორწმუნე ერისკაცი დააბრკოლა იმ შავმა დროებამ, მაგრამ ამ ქალების უბრალო და უმტკიცესმა რწმენამ შეინარჩუნა ეკლესია. მე თავად მინახავს ამგვარი ქალები.

- მამა ზაქარია, რას გულისხმობს მეგობრობა, რა მისია და მოვალეობანი აკისრიათ ერთურთის მიმართ მეგობრებს? ეს ურთიერთობა, ალბათ, ერთგვარი თანამზრახველობა უნდა იყოს ცხონების საქმეში...

- მოდით, ამ ფენომენის კლასიკური განმარტება მოვიშველიოთ: მეგობრობა ადამიანებს შორის უანგარო ურთიერთდამოკიდებულებაა, რომელიც ნდობას, გულწრფელობას, ურთიერთსიმპათიებს, საერთო ინტერესებსა და მისწრაფებებს ეფუძნება. მეგობრობის უდავო ნიშნებია: ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის პატივისცემა და, რაღა თქმა უნდა, ნდობა.

ვფიქრობ, მეგობრობა საღვთისმეტყველო მცნებაა. ჩვენ ხომ ერთი ოჯახიდან მოვდივართ, ამიტომ ვალდებულნიც ვართ, ერთურთის მოყვასნი და მეგობარნი ვიყოთ. ნებისმიერი ურთიერთობა, თუ მეგობრობას არ ეფუძნება, სახეს კარგავს და მახინჯდება.

ეკლესიაში იერარქიული ურთიერთობა ორ პრინციპს ემყარება: იერარქიულსა და ძმურს. თუ აქედან ერთ-ერთი ირღვევა, ირღვევა ურთიერთობებიც.

როდესაც ორი ადამიანის ურთიერთობაში მეგობრობისა და თანასწორობის ბალანსი ირღვევა, მათ შორის მყის დაპირისპირება და ბრძოლა იწყება.

მეგობრობა რთულად მიიღწევა. ამ ურთიერთობის იდეალური ვარიანტი ეკლესიის ისტორიის ქარიზმატული პერიოდია. თუმც ადამიანური სისუსტე იქაც ვლინდება (მაგალითად, ბარნაბა მოციქულსა და პავლე მოციქულს შორის მომხდარი უთანხმოება). ღმერთთან ვერ ვიქნებით, თუ ადამიანებთან ვერ მოვახერხებთ ურთიერთობას. მეგობრობა ადვილი რომ იყოს, მაშ, რატომ ჰყავს მდიდარს ბევრი მეგობარი, ღატაკს, დევნილსა და სნეულს კი - ცოტა?! რატომ ტოვებენ ძველ მეგობრებს ისინი, ვინც პატივს, ძალაუფლებას და ქონებს მოიხვეჭს? ან რატომ არის დღეს ასე მარტო ადამიანი? იმიტომ, რომ სიყვარულის და სულიერების დეფიციტია. ყველამ უნდა გამოვიღოთ ხელი, რომ უსიყვარულობისა და სიცივის ამ უმძიმეს ეპიდემიას როგორმე ვუწამლოთ.

რა განაშორებს ერთურთისაგან ადამიანებს? - რაღა თქმა უნდა, ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი, სახარების მოწინააღმდეგე სული, რომელსაც თუ არ შევებრძოლეთ, ბოროტებას ვერ გადავურჩებით. ბოროტება ჩვენშია და გამალებით იბრძვის, რომ ერთურთს დაგვაშოროს, დაგვაცალკევოს და ამის მაგალითი უამრავია. ადამიანები ერთურთს ხვდებიან, მეგობრდებიან და შემდეგ რატომღაც სამუდამოდ შორდებიან. ერთმანეთის შენარჩუნებას იშვიათნი თუ ცდილობენ და ახერხებენ. ხშირად ერთურთის ღირსებას ვერ ვხედავთ და არც ვუფრთხილდებით. ჭეშმარიტებას თავისი ენა აქვს - გულის ენა. ჭეშმარიტების გარეშე ნამდვილი მეგობრობა შეუძლებელია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ანგარებისა და ეგოიზმისაგან გათავისუფლება. მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს ნამდვილი მეგობრობა.

- წმინდანებთან, მფარველ ანგელოზთან უხილავ ურთიერთობას შეიძლება მეგობრობა ვუწოდოთ?

- სრულიად შესაძლებელია ამ კავშირის მეგობრობად სახელდება.Yყოველ ჩვენგანს განსაკუთრებულად გვესათნოება ესა თუ ის წმინდანი და ეს ჩვენგან არ მომდინარეობს. ყოველ რელიგიურ გრძნობას ზეციური წარმომავლობა აქვს. წმინდანთა მფარველობაც მეგობრობაა, ოღონდ ცოტა სხვაგვარი.

მფარველი ანგელოზი უფლისაგან გვყავს დადგენილი და ყოველი კეთილი აზრი და ზრახვა მის მიერ აღიძვრის. იგი მხოლოდ მაშინ განგვეშორება, როდესაც ჩვენს გულში სიბილწე იწყებს ცხოვრებას. მფარველი ანგელოზი თავგანწირულია, მუდმივად თან გვდევს, გვიცავს, მოკლედ თუ ვიტყვით, ნამდვილი მეგობარია. მეგობარი კი მეგობარს ჯოჯოხეთში არ მიჰყვება, არც საროსკიპოში... მეგობარს ცოდვაში არ უნდა თანავეზიაროთ. მავანნი ხშირად იტყვიან: თუ ჩვენი მეგობარი ხარ, მოდი და შენც ჩვენსავით იცხოვრეო, მაგრამ ყველაზე დიდი მეგობრობა ის არის, ჩვენი ცხოვრების წესით უკეთესი გზა ვუჩვენოთ მოყვასს.

- როგორ ვირჩევთ და როგორ უნდა ვირჩევდეთ მეგობარს, ან რამდენად თანამონაწილეობს ამ ყველაფერში უფლის ნება?

- აქ გადამწყვეტი ადამიანის არჩევანია... მართალია, უფალი გვაძლევს, მაგრამ არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ. როგორც ვთქვი, კეთილგანწყობა ყოველი ადამიანისადმი გვმართებს, მაგრამ ყველასთან მჭიდრო და მეგობრული კავშირი ალბათ შეუძლებელია, რადგან ამ ურთიერთობას სხვა საფუძველი სჭირდება: შინაგანი მსგავსება, სიყვარული, სულიერი ერთობა... ყველაფერი ის, რაც ერთურთისადმი მსგავსებას გვაგრძნობინებს და გვაერთიანებს.

თუმცა ერთია გამორჩევა, მეორე, უფრო რთული კი - შენარჩუნება. სქემიღუმენ საბას (ოსტაპენკოს) ცხოვრებიდან ერთი შთამბეჭდავი მაგალითი გამახსენდა: მის ორ სულიერ შვილ გოგონას შორის უთანხმოების გამო მეგობრობა დაირღვა, რის გამოც ორივე იტანჯებოდა. მამა საბა აღსარებისას ერთ-ერთს დაეკითხა: შვილო, თუ ემთხვევი ხოლმე შენს გულსაკიდ ჯვარს და შენი მტრადქცეული მეგობრისთვის თუ ლოცულობ? თუ არა, დღეიდან შეუდექი და რამდენჯერაც მისი ხსოვნა გაგიელვებს, რაც გირჩიე, აღასრულეო. მეორე მათგანსაც იგივე კურთხევა მისცა.

გამოხდა ხანი. მამა საბას ამ კეთილმა რჩევამ ნაყოფი გამოიღო და გოგონები კვლავ დამეგობრდნენ.

ხშირად ხელს ჩავიქნევთ ხოლმე, ძალიან იოლად და თან სამუდამოდ ვცილდებით მეგობრებს და ისე ვჭრით და ვანადგურებთ ხიდებს, რომ ერთმანეთთან მისასვლელ ბილიკებსაც აღარ ვიტოვებთ. არაფერი გამოვა, თუ პირველ ნაბიჯს სხვისგან დაველოდეთ. მხოლოდ ორივე მხარის კეთილი ნებით, ძალისხმევითა და ლოცვით დამარცხდება დემონი და გაიმარჯვებს ქრისტე.

- ხშირად ის, რასაც მეგობრობას არქმევენ, გარკვეულ ინტერესებს, ძალადობას ან სულაც ანგარებას ეფუძნება...

- ამგვარი ურთიერთობის საფუძველი ხშირად კორპორაციული ან სხვა სახის ინტერესია, მაგრამ სიმახინჯეს ყოველი პატიოსანი ადამიანი ყველგან შეიგრძნობს. ამგვარ "საძმოთა" და "სამეგობროთა" წევრები ერთურთს გულში განიკითხავენ და უჩივიან... ხანდახან სულიერებაზე აგებულ ურთიერთობებშიც ვცდებით და სიყალბეზე დაფუძნებულ ურთიერთობებში რაღა გველის? ან რა მეგობრობაზე შეიძლება ამ შემთხვევაში საუბარი? თუ გულში ცოდვა და ეშმაკია, ქრისტეს გარეშე დავმარცხდებით და ეს უკეთურება უცილობლად მოგვიტანს განხეთქილებას.

- შესაძლებელია თუ არა მეგობრობა მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს ან განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანებს შორის?

- ამ შემთხვევაშიც მეგობრობა არათუ შესაძლებელია, პირიქით, უმისოდ ნებისმიერი ურთიერთობა წარმოუდგენელია, თუმცა, კვლავ ვიმეორებ, ძმურთან ერთად, იერარქიული პრინციპითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადგან თუ სუბორდინაცია ირღვევა, ქაოსი და ბაკქანალია იწყება, მაგრამ თუ მხოლოდ იერარქიას დავეყრდნობით, დესპოტიზმს მოვიმკით და ორივე შემთხვევაში ნეგატიურ შედეგს მივიღებთ. დღეს, მოგეხსენებათ, ადამიანი საოცრად უსუსურია, მასში გაბატონებული ცოდვა ყველა საუკეთესო მისწრაფებას ანადგურებს. უახლოესი ადამიანები ხშირად უფრო მეტად აზარალებენ ერთმანეთს, ვიდრე შეეწევიან. მაგრამ მიუხედავად ამისა მინახავს ქრისტიანული ოჯახები, სადაც საოცარი მეგობრული სული სუფევს. ვფიქრობ, მიზეზი ამისა მათი სულიერებაა. ასეთი ოჯახები ნამდვილი ოაზისებია ამ უკაცრიელ სულიერ უდაბნოში. მხოლოდ აქ შეიძლება შეხვდე ერთგულების, თავგანწირვის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთთანამშრომლობის საოცარ მაგალითებს. რაც შეეხება სხვა აღმსარებლობის ადამიანებს, ქრისტიანები საოცარი ხალხია. ისინი ყველა დროის ყველა ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები არიან და ახერხებდნენ ყოფილიყვნენ უკომპრომისონი რელიგიურ საკითხებში და, ამასთანავე, ტოლერანტულები ადამიანურ ურთიერთობებში. ამის შესაძლებლობას იძლევა საოცარი ქრისტიანული მოძღვრება. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში კი ვიზიარებ კონსერვატიულ შეხედულებას, რომ ქალის მეგობარი შეილება მხოლოდ მისი ქმარი იყოს.

- როგორ უნდა შევეწიოთ მეგობარს, რომელიც განსაცდელშია, იღუპება, ან ჩვენს დახმარებაზე უარს ამბობს? ან რა შემთხვევაში დგება მეგობრული ურთიერთობის შეწყვეტის აუცილებლობა?

- როდესაც მეგობარი ცოდვაშია და ფიზიკურად მისი დახმარება არ ხერხდება, უპირველესად, უფალს უნდა შევავედროთ და გვახსოვდეს, რომ უძლურნი ვართ, საკუთარ თავზე მეტისმეტი არ ავიღოთ, უფლის და ეკლესიის უნდა გვეიმედებოდეს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ადამიანს დახმარება არ სურს, მას ვერაფრით ვაიძულებთ.

როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, როდესაც მავანი ჭაობში იხრჩობა, მასთან ერთად ჩვენც ხომ არ შთავიძირებით, არამედ სამშვიდობოს მყოფნი საშველად ჯოხს ვუწვდითო. ისე უნდა შევეწიოთ, რომ თვითონ არ გადავყვეთ. ერთი მხრივ, საკუთარი შესაძლებლობები კარგად უნდა შევაფასოთ და მეორე მხრივ, უყურადღებობაც არ უნდა გამოვიჩინოთ. ბევრი იღუპება ჩვენი უყურადღებობის, სიცივის, არასულიერების "წყალობით" და წყვდიადში სამუდამოდ იკარგება. მათ დახმარება, სულიერი შეწევნა, ლოცვა სჭირდებათ, მაგრამ თავადაც უნდა სურდეთ გადარჩენა. ყველაზე ძლიერი დახმარება ამ დროს სწორედ მათთვის ლოცვა და ღვთისმსახურებისას მოხსენიებაა.

ურთიერთობის გაწყვეტა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - ამის შესახებ თავად უფალი გვმოძღვრავს: ,,ხოლო უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი.

ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი.

ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა, ხოლო უკეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი" (მათე 18).

უფალი ურთიერთობის გაწყვეტის უფლებას (რაც ვალდებულებაცაა) მაშინ გვაძლევს, როდესაც ადამიანი ჭეშმარიტებას, ეკლესიას, სამშობლოს, პატიოსან ადამიანებს ებრძვის... ერთი სიტყვით, ბოროტების მონა და მსახური ხდება, მაგრამ მხილება დიდი სიმდაბლითა და სიყვარულით უნდა აღვასრულოთ და არა ამპარტავნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უარეს ცოდვაში თავად ჩავვარდეთ.

- რა უნდა იყოს მიზანი მეგობრობისა?

- ჩვენში ყოფითი უფრო მეტია, ვიდრე სულიერება და მეგობრობასაც ამ გადასახედიდან განვიხილავთ, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით, მეგობრობა ფასდაუდებელი საგანძურია.

ამქვეყნად მწირნი და მარტოსულნი ვართ, მარტოობა კი საკმაოდ მძიმე ჭაპანია. როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, თუ ერთ ჭეშმარიტ მეგობარს მაინც პოვებ, შენზე ბედნიერი კაცი არ იქნება. დიდი და საკვირველი მეგობრობის უთვალავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მათ შორის: ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველისა, იოანე ოქროპირისა და ოლიმპიადასი, ბეთანიელი ბერების, აწ წმინდანად შერაცხული გიორგი მხეიძისა და იოანე მაისურაძისა და მრავალი ქრისტიანი მეუღლისა თუ ბერ-მონაზვნის, რომლებიც სოფლისთვის შეუმჩნევლად ტვირთულობენ ამ ჭაპანს. ყველგან ერთურთისთვის თავგანწირვა და დიდი ერთობაა, რაც იმის ცხადი მაგალითია, რომ სწორედ იგი აცისკროვნებს წყვდიადში ჩაძირულ ჩვენს სამყაროს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat