ვის უნდა მივიჩნევდეთ ავტორიტეტებად?
ვის უნდა მივიჩნევდეთ ავტორიტეტებად?
ქრისტიანისთვის უმთავრესი საყრდენი ღვთისა და ადამიანის სიყვარულია, ავტორიტეტი კი - იესო ქრისტე
ჩვენი ახლო წარსული უღმერთობით, ურწმუნოებით, ცრუ ფასეულობებით იყო გაჯერებული. ცხოვრებიდან და აზროვნებიდან სარწმუნოების განდევნამ დააკნინა პასუხისმგებლობის გრძნობა ღვთისა და მოყვასის მიმართ. თანამედროვე, ზნეობრივად დეგრადირებული საზოგადოების შესახებ ბერი ფილოთეოსი წერს: "დღევანდელი ადამიანი თავშეუკავებელია, ერი თუ ბერი თავაწყვეტილი ცხოველივით გარბის ცოდვისაკენ. არ ფიქრობენ ღმერთზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე. მხოლოდ მატერიალური ინტერესი, მხოლოდ სხეულის სიამოვნებანი, მხოლოდ სახელი და დიდება. ძალიან ცოტაა, ვისაც ჭეშმარიტი მიზანი გააჩნია, და უფალი, ალბათ, მათი გულისთვის ინარჩუნებს ქვეყნიერებას".

ნიჰილიზმის, ღირებულებათა გაუფასურების გარემო ადამიანს ყალბი სიამოვნების ძიებისკენ უბიძგებს. ასეთი გარემო თავის შესაფერის სუროგატ გმირებსა და ავტორიტეტებს შობს. მაგალითად, იყო დრო, როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილში ავტორიტეტულ პიროვნებებად ითვლებოდნენ ე. წ. ქუჩური სამყაროს წარმომადგენლები, რომელთაც ჰქონდათ თავიანთი გაგება "კაიკაცობისა" და "კაიბიჭობის" შესახებ. სამწუხაროდ, ამ "შავმა გაგებამ" არაერთი თაობა იმსხვერპლა როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. კრიმინალურმა მენტალიტეტმა არნახულ მასშტაბებს განსაკუთრებით 80-იან წლებში მიაღწია. "კანონიერი ქურდების" ტრადიციები საზოგადოების თითქმის ყველა ფენას მოედო და მან სკოლებშიც შეაღწია. ქურდული იდეოლოგია იმდენად წახალისებული და რომანტიზებული იყო, რომ ბავშვები "კანონიერ" ქურდობაზე ოცნებობდნენ, ცდილობდნენ მიებაძათ მათი ავტორიტეტებისათვის, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს იყო თავისუფალი, უტეხი სულის გამოვლინება. ქურდს უყურებდნენ, როგორც პატივსაცემ პიროვნებას. სამწუხაროდ, დღესაც მეტ-ნაკლებად შეინიშნება ამგვარი იდეოლოგიის გავლენა.

"კაიკაცობა კაიბიჭობიდან იწყება და, რადგან ახალგაზრდობა ჩვენი ხვალინდელი დღეა, აუცილებელია, ესმოდეთ, რა ძალებზე უნდა იყოს დაფუძნებული კაი კაცის გაგება: შავსა და ბნელზე თუ ნათელსა და ღვთიურზე". სწორედ დამნაშავეთა სამყაროს ცნობიერების შეცვლასა და უმთავრესად მომავალი თაობის სულიერ გადარჩენაზე ზრუნვა დაედო საფუძვლად ოთარ ნიკოლაიშვილის წიგნს "პატიმართა იმედი და ნუგეში". წიგნის გარეკანზე წერია: "ჩვენი ნატვრაა, მალე ვიხილოთ გაბრწყინებული საქართველო. საქართველო - აღდგენილი ტერიტორიებით, სულიერად და ზნეობრივად ამაღლებული; საქართველო - არა ხელგაშვერილი, არამედ ენით, მამულით და სარწმუნოებით სხვებისთვის მაგალითის მიმცემი.

ვნატრობთ, მაგრამ ვიდრე ჩვენი ახალგაზრდობა ნარკომანიის ტყვეობაშია, ჩვენი მომავალი თაობა ყალბი კრიმინალური "ფასეულობებით" არის შეპყრობილი, სანამ ახალგაზრდებში საგანგებოდ მატულობს დაუნდობლობა და მკვლელობათა რიცხვი და ქვეყანაში იზრდება ახლად აშენებულ ციხეთა და პატიმართა რაოდენობა, გაბრწყინებამდე შესაძლოა კიდევ ბევრი სასჯელი, მსხვერპლი და კატაკლიზმები ვიწვნიოთ". ავტორის მოკრძალებული სურვილია, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ერთი-ორი ადამიანი მაინც გადაურჩეს ცოდვას და მარადიულ სატანჯველს.

რა ძალებზე უნდა იყოს დაფუძნებული "კაიკაცობის" გაგება; ვის უნდა მივიჩნევდეთ ავტორიტეტებად; ვის უნდა მივაგებდეთ და ვცემდეთ თაყვანს; როგორ უნდა მიმართოს ადამიანმა ლიდერობის ნიჭი, ყველა ის თვისება, უნარი და გაგება, რომლითაც ის აშკარად გამორჩეული და აღმატებულია სხვა ადამიანებზე; რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრებიან წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ზურაბ მჭედლიშვილი და სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო მენაბდე.

- რა სულიერ დეფიციტს განიცდიდა თქვენი თაობა?


მამა შიო: - ყოველივე სიკეთის საფუძველი არის ღმერთი, ადამიანი კი არის შესაქმის გვირგვინი. ღმერთმა ადამიანს მისცა ყველაფერი (სულიერი, ფიზიკური, მშვინვიერი მონაცემები), რაც მისი ბედნიერებისთვის არის საჭირო. უფალმა მოგვცა სილამაზის, ტკივილის, სიხარულის შეგრძნების, თანაგრძნობის უნარები და ეს თავისთავად არის სრულყოფილების გამომხატველი. როცა ადამიანი ეჯახება ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს, ჩნდება მისი გადალახვის აუცილებლობა. თუკი ადამიანი უფალთან ახლოსაა, ღმერთი ეხმარება ამ წინაღობის გადალახვაში. მაგრამ როცა ასე არ არის, ჩიხში მოქცეული ადამიანი იწყებს გამოსავლის ძიებას. ჩემმა თაობამ გამოიარა დრო, როცა ეკლესიის ზარები არ რეკდნენ, არ მოგვიხმობდნენ, არ იყვნენ მოძღვრები, სულიერი ავტორიტეტები. ამ თაობის გმირებად, გამორჩეულ და მისაბაძ ადამიანებად ითვლებოდნენ ქუჩის, "შავი სამყაროს" ავტორიტეტები, რომელთაც პატივს მიაგებდნენ ახალგაზრდები.

- მაშ, თუ ვაღიარებთ, რომ სიცოცხლე და სხვა ყოველივე ადამიანს ეძლევა ღმერთისაგან, მაშინ ყველაზე დიდ ავტორიტეტად ეკლესია, მასში დავანებული სიბრძნე და ნათელი სულით აღვსილი ადამიანები უნდა მივიჩნიოთ. ე.ი. თავიდათავი ურწმუნოებაა, რომელიც საფუძვლად უდევს კრიმინალური მენტალიტეტის ჩამოყალიბებას...

მამა ზურაბი: - დიახ, ადამიანი, როგორც ქმნილება და ხატება, კოსმოსის მეუფედაა შექმნილი. თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში მეუფებრიობას ატარებს, მმართველად, განმგებლად განიცდის თავს. ჩვენში ყოველთვისაა სწრაფვა მართვის, პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განხორციელებისა. როცა ამ უნარს ღვთისა და მოყვასის სიყვარული ავსებს, მაშინ ყველაფერი კარგად მიდის. ეს ნათლად ჩანს ქრისტიანული ოჯახის მაგალითზე. თუ მის სათავეში ღირსეული, პასუხისმგებლობით აღსავსე, კეთილად განმგებელი მამაკაცი დგას, მაშინ ოჯახში წესრიგი და სიმყუდროვეა, რადგან აქ სიყვარულით გვარდება ყველაფერი. ნებისმიერი პასუხისმგებლობის მტვირთველისათვის პირველწყარო სიყვარული უნდა იყოს. ადამიანის ამგვარ ფორმირებას უცილობლად სჭირდება სულიერი მასაზრდოებელი და ქართულ სინამდვილეში ამ მისიას ოდითგანვე ეკლესია ასრულებდა. ეკლესიის წიაღში აღზრდილი თაობებისათვის მისაბაძი მაგალითი ყოველთვის იყო, არის და იქნება კაცობრიობის გამომხსნელად ჯვარცმული მაცხოვარი. შემდგომ უკვე ამგვარად აღზრდილი ადამიანები ხდებოდნენ მისაბაძი სხვათათვის. სამწუხაროდ, ათეიზმის ეპოქაში ქვეყანა და საზოგადოება დაიცალა ჭეშმარიტი ღირებულებებისგან. ამ პერიოდში გაბატონებულმა იდეოლოგიამ უარი თქვა ღმერთზე და შესაბამისად, მისგან მომდინარე წყარო გადაიკეტა. მას ჩაენაცვლა საბჭოთა სოციალიზმი, რომლისთვისაც მთავარი იყო არა ადამიანის სულიერი აღზრდა, სიყვარული, კეთილდღეობა, არამედ ზრუნვა თავსმოხვეული იდეოლოგიის შესანარჩუნებლად. პიროვნება ამ დროს ბოლომდე იყო იგნორირებული. მოხდა მისი ღირებულებების გადაფასება, რასაც ადამიანის მანკიერად ჩამოყალიბება მოჰყვა. სწორედ ამ მანკიერების ერთ-ერთი გამოვლინებაა ე. წ. ქუჩური სამყარო.

- მაინც რა ითვლებოდა თქვენს თაობაში ვაჟკაცობად?

მამა შიო: - ვაჟკაცობა ყოველთვის დაფასებული იყო ყველა საუკუნეში. ვაჟკაცი, "კაი ყმა" უნდა ყოფილიყო გულადი, გაუტეხელი, მხნე, უშიშარი, ბრძოლაში შეუდრეკელი და ა. შ. ყველა ადამიანში შინაგანად არის ბრძოლის ჟინი. როდესაც ჩემი თაობის ბიჭებს პოლიციაში იჭერდნენ, მათი მხრიდან ვაჟკაცობის გამოვლინებად ის ითვლებოდა, რომ არ გათქვამდა, არ დააბეზღებდა მეგობარს, ვისთან ერთადაც დანაშაული ჩაიდინა. სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება მაშინ ვაჟკაცობად აღიქმებოდა და ეს ხდებოდა მისაბაძი მაშინდელი თაობისთვის.

მამა ზურაბი: - რაც შეეხება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას, თუ ამის მტვირთველს ნამდვილი, ჭეშმარიტი დახმარების სურვილი ამოძრავებს, მაშინ იგი გამართლებულია. ამ ქმედებას უცილობლად უნდა მოჰყვეს ისეთი მხილება, რომელსაც მაცხოვარი გვასწავლის: "უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი. ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენთანა ერთი ანუ ორი სხვაი, რათა პირითა ორისა და სამისა მოწამისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყვა. ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზვერე და წარმართი" (მათე 18,15-17). ასე რომ, დიდი ვაჟკაცობა ისაა, დანაშაულის ჩამდენისთვის სიმართლის თქმა შეგეძლოს. პირველ რიგში, ამას დიდი სიყვარული სჭირდება საიმისოდ, რომ მეგობრის სასიკეთოდ იმოქმედო. მითითება, მხილება, განსჯა, შეგონება სიყვარულით უნდა მოხდეს და არა შეურაცხყოფის, დამცირებისა და დაჩაგვრის მიზნით. შენიშვნა კონკრეტული მანკიერების აღმოსაფხვრელად და გამოსასწორებლად უნდა ითქვას. ამათ გაუთვალისწინებლად დანაშაულის დაფარვა იგივეა, რაც თანამონაწილეობა, ადამიანის დამნაშავედ ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა. ხშირ შემთხვევაში, ის, ვინც ავტორიტეტად აყალიბებს თავის თავს, საკუთარი ბნელი მიზნებისთვის იყენებს ადამიანებს, რომელთაც შიშის ფონზე ატვირთვინებს პასუხისმგებლობას ისეთ დანაშაულზე, რაც მას არ ჩაუდენია. იქ, სადაც შიში და ძალადობაა, სიყვარულს აღარ რჩება ადგილი. განა შეიძლება, მსგავსი მოქმედება მისაბაძი იყოს?! განა ცოტაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუნდაც უახლოეს წარსულში გმირობისა და მოყვასისთვის თავდადების მაგალითები?!

- მაინც, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ასე იცვალა სახე ვაჟკაცობის კლასიკურმა ფენომენმა და ამ სახითღა შემორჩა თანამედროვე ყოფაში, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების რაღაც ნაწილის ცნობიერებაში?

მამა შიო: - ომის პერიოდში ადამიანს ჰქონდა ღვთისგან ჩადებული თავდადებისა და სიმამაცის გამოვლენის საშუალება. მას ჰქონდა ასპარეზი. მაგრამ, როცა მშვიდობა დამყარდა, ადამიანს უკვე აღარ ჰქონდა შინაგანი სულიერი მუხტის დახარჯვის საშუალება. თუკი ადრე იყვნენ ომის გმირები, მერე უკვე წამოვიდნენ სოციალისტური შრომის გმირები. ახალგაზრდა თაობისთვის ისინი ნაკლებად მისაბაძნი იყვნენ. ასპარეზი თითქოს დაცარიელდა. ახალგაზრდობას პროტესტი გაუჩნდა კომუნისტური მენტალიტეტის მიმართ, რადგან მის მიერ თავსმოხვეული იძულებითი ჩარჩოები ადამიანური ბუნებისთვის მიუღებელი იყო. ალტერნატივა არ არსებობდა: ადამიანი უნდა გამხდარიყო ან კომუნისტური იდეოლოგიის მსახური, ანდა შავი სამყაროს წარმომადგენელი. ამ დროს თითქოსდა უფრო თავისუფალი იყო ადამიანი და უფრო მეტად შეეძლო ბუნებრივი ღირსების რეალიზება, თავისი "სიმართლის" გატანა, რადგან სიმართლე არც მეორე მხარეს იყო, იმიტომ რომ უღირსი მეთოდებით ხდებოდა კარიერის გაკეთება. ხოლო მესამე, ჭეშმარიტების გზა, რომელსაც ჰქონდა კანონებისა და ღირსებების აბსოლუტურად სწორი საფუძველი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი თაობისთვის დაფარული იყო. ეს ადამიანები ვითომდა უარესში უკეთესს ირჩევდნენ. კომუნისტები, საერთოდ, ღმერთს ებრძოდნენ; "შავი სამყაროს" წევრები კი "არა იპარო" მცნებას არღვევდნენ, მოპარვით თავს იწონებდნენ, თუმცაღა მკერდზე ჯვრებს მაინც ატარებდნენ. ეს ორივე გზა მცდარი იყო. ჭეშმარიტი გზა იყო ღვთის მცნებების დაცვის, ნამდვილი ვაჟკაცობის, ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალებისა და პრინციპების განხორციელების გზა. ქრისტიანობა გამორიცხავს ქურდობასაც და დაბეზღებასაც. იგი ადამიანს ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს.

- ცნობილია, რომ "კანონიერი" ქურდების ინსტიტუტი საბჭოური ფენომენია. იგი საბჭოთა ხელისუფლების ფარული ხელშეწყობითა და ნებართვით შეიქმნა კრიმინალური სამყაროს გასაკონტროლებლად. საფუძველმოკლებულია ვიფიქროთ, რომ ეს იყო უსამართლობისადმი შეურიგებლობა და კომუნისტური მმართველობის მიმართ პროტესტის გამოხატულება. პირიქით, ეს იყო ბნელ ძალებთან თანამშრომლობა.

მამა ზურაბი: - როდესაც ადამიანი მეუფებრიობის უნარს სიკეთის ქმნისთვის კი არ იყენებს, არამედ საკუთარი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად, ის უცილობლად მრავალნაირი ძალადობის სახით ყალიბდება. მოძალადის ცნობიერება კი იმისკენაა მიმართული, რომ თავად იყოს ეპიცენტრი, აკონტროლებდეს ყველაფერს, მხოლოდ ის წყვეტდეს, რაც თავიდან ბოლომდე ეგოცენტრულია. თუ ქრისტიანისთვის უმთავრესი საყრდენი ღვთისა და ადამიანის სიყვარულია, ავტორიტეტი კი – იესო ქრისტე, ე. წ. შავი სამყაროს ლიდერთათვის საკუთარ თავზე ზემდგომი არავინაა, მათთვის ავტორიტეტი საკუთარი "მე"-ა. აქედან გამომდინარე, ამგვარი ცნობიერებისათვის უცხოა სხვაზე ზრუნვა, სიკეთე, პატიება, შეცდომის აღიარება. ის ყველაფერს თავისი შეხედულებებით, შეგნებით წყვეტს და უმეტესწილად ეს გადაწყვეტილება ძალადობრივი და შიშზე აგებულია. ვაჟკაცობა, მათი გაგებით, გულისხმობს სხვის დაჩაგვრას, შეურაცხყოფას, საწინააღმდეგო აზრის შეუწყნარებლობას. "კაი ბიჭებს" თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ჭეშმარიტებად მიაჩნიათ და საკუთარი აზრის პატივისცემის დანერგვას ძალადობით ცდილობენ. ასე რომ, ერთი შეხედვით იმ წრეში მათი პატივისცემა თავიდან ბოლომდე შიშითაა გამოწვეული და არა ამ ადამიანების პიროვნული ღირსებებით. მათი "ავტორიტეტი" თავის დროზე კარგად გამოიყენა საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ, რომელიც თავადაც შიშზე იყო დაფუძნებული. ეს დიქტატორული რეჟიმი ხალხის სამართავად იყენებდა მათ როგორც ციხეში, ასევე გარეთ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამ სამყაროს წარმომადგენლები საკუთარ თავს "მართალს" უწოდებენ. ისინი ყოველთვის "მართალ" სიტყვას ამბობენ, მათი მოქმედება ყოველთვის "მართალია". ეს უკიდურესი ამპარტავნება, ზეობაა საკუთარი თავისა. ნამდვილი ვაჟკაცობის პირველწყარო ყოველთვის სიყვარულია, მართალი ადამიანი კი თავმდაბალი და მოკრძალებულია. თითქმის საუკუნე დასჭირდა იმას, რომ ჩვენი ერის მოამაგე მამისთვის, დიდი ილიასთვის საქართველოს ეკლესიას წმინდა ილია მართალი ეწოდებინა. ის, რომ მართალი კაცი, მართალი ადამიანი ხარ, შენი ცხოვრების წესით უნდა დაამტკიცო. ძალადობაზე დაფუძნებული ყველა მოქმედება თავდაყირა აყენებს ჭეშმარიტ ადამიანურ ფასეულობებს. კაცი, რომელიც საკუთარ თავს "კაი ბიჭს" უწოდებს, ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი ვერანაირად ვერ იქნება! ის მოტყუებულ მდგომარეობაშია. ამ იდეოლოგიამ ბევრ თაობას მიაყენა ზიანი, მრავალი ადამიანი დაღუპა, დაიკარგა ის პოტენციალი, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა და გაღება შეეძლო. ქრისტიანული თვალთახედვით, ადამიანის ყოველი მოქმედება, რომლის მიზანი სხვისი შეურაცხყოფაა, ამავდროულად უფალსაც შეურაცხყოფს. რა საერთო აქვს ყოველივე ამას გმირობასთან?! რა მნიშვნელობა აქვს, ათეისტთა მსგავსად სიტყვით აცხადებ შენს ურწმუნოებას თუ ამას მოქმედებით ამტკიცებ?! პირიქით, მით უარესი, თუკი ამბობ, აღიარებ, რომ მორწმუნე ხარ და რწმენას ამოფარებული ათასგვარ უბედურებას სჩადი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler