უკუნითი უკუნისამდე მოიხსენებიან ისინი, ვინც ღვთის საქმისთვის მოწყალებას გაიღებს
უკუნითი უკუნისამდე მოიხსენებიან ისინი, ვინც ღვთის საქმისთვის მოწყალებას გაიღებს
რატომ უნდა გავცე მოწყალება? რატომ უნდა მივცე ჩემი მძიმე მუშაობით შეძენილი ქონების ნაწილი უცნობს? - კითხულობენ არა მარტო ურწმუნონი, არამედ მორწმუნენიც. წყალობა ადრე თუ გვიან აუცილებლად ბრუნდება მწყალობელთან, ხშირად მოულოდნელად და გაცემულს მრავალჯერ აღემატება. ესწრაფეთ, თქვენი სიკეთის შესახებ არავინ გაიგოს. "ხოლო შენ რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაი შენი, რასა იქმოდის მარჯუენა შენი, რაითა იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად".

მაინც რით უნდა გავცეთ მოწყალება, ხშირად ხომ ჩვენ თვითონაც არა გვაბადია? - იკითხავს მავანი. მაგრამ არის ის, რის მიცემაც უკანასკნელ ღარიბსაც შეუძლია. ეს არის თანაგრძნობა, კეთილი რჩევა და ლოცვა.

***
ბერი გაბრიელი (ურგებაძე) ამბობს: ყველაფერში ღვთის განგება და წყალობა უნდა დავინახოთ. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს მათხოვრები ღვთისგან დაჩაგრულნი და განწირულნი არიან. პავლე მოციქული ბრძანებს: "შემთხვევით ერთი თმა არ ჩამოვარდება თავიდან". ესე იგი, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მით უმეტეს უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის ნების გარეშე არ არსებობს მდიდარი და ღარიბი, ღატაკი და მათხოვარი. ისინი ჩვენი ცხონების საკითხს ემსახურებიან და ხშირად ჩვენი განკითხვისა და სულის ცხონების მიზეზნიც არიან. ამქვეყნად ტანჯვა-ვაების სანაცვლოდ, მარადიულ სამყოფელში ჩვენზე გაცილებით დიდ ნეტარებაში იქნებიან. უფალი ბრძანებს: "რაც ერთ ადამიანს უყავ კეთილი, ის მე მიყავ". არსებობს ასეთი ხატი: დავრდომილ მათხოვარს მოწყალე მდიდარი ხელში ქისას უდებს და იგივე ქისა ხელში უჭირავს ციდან გამოწვდილ მაცხოვრის ხელს. ხშირად კი არ ვიცით, ფიზიკურად ვინ დგას ჩვენ წინ მათხოვრის სახით. წმინდა წერილში მრავალი მაგალითია მოყვანილი, როცა მათხოვრისა და გზაზე დავარდნილის სახით თვით უფალი იესო ქრისტე ითხოვდა გამვლელთაგან შველასა და დახმარებას. მაგალითად, ბერი მარტინი ერთხელ თავისი მონასტრიდან სხვა მონასტერში მიდიოდა ტაძრის დღესასწაულზე მოსალოცად. გზად ნახა დავრდომილი მათხოვარი. მან მარტინს დღესასწაულზე წაყვანა სთხოვა. მიუხედავად სიძნელისა, კეთილმა ბერმა დავრდომილი ზურგზე შეისვა და ასე წვალებით მიუახლოვდა მონასტრის კარებს. მათხოვარი დაბლა დასვა, რათა დაეკაკუნებინა. ამ დროს კარი მონასტრის ყველა წევრმა ერთდროულად გააღო. თურმე წინამძღვარს გამოცხადება ჰქონდა: - ჩქარა, კარები გააღეთ, უფალი მობრძანდებაო. ბერი მარტინი და მონასტრის წევრები ერთმანეთს გაკვირვებულნი უყურებდნენ, დავრდომილი მათხოვარი კი არსად ჩანდა, გამქრალიყო. ცოტა ხანში ციდან გაისმა უფლის ექოსავით ხმა: - მარტინ, როგორც შენ არ მიმატოვე მიწაზე დავრდომილი, ასევე მე არ მიგატოვებ ზეცაში განკითხვის დღესო.

მსგავსი მრავალი მაგალითია. შესაძლოა, ხშირად ჩვენივე სულის საცხოვნებლად თვით უფალი, ანგელოზი ან რომელიმე წმინდანიც მოგვევლინოს გაჭირვებულის, მშიერის, დავრდომილის, მათხოვრის ან თუნდაც მგზავრის სახით და ჩვენ ჩვენივე ნებით ვღებულობთ ან უარვყოფთ ღვთის ასეთ დიდ მაცხოვნებელ წყალობას.

მათხოვრები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გასაჭირმა მათი რიცხვი ძალიან გაზარდა. შესაძლოა, თითოეულ მათგანს დღეში ასობით ადამიანმა რომ ჩაუაროს და მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიღოს მოწყალება. თუ ფული არა გაქვს, შესაძლოა ერთი ვაშლი მიაწოდო, პური მოუტეხო ან რითაც შეგიძლია, იმით დაეხმარო. თუ არაფერი გაქვს, შეცოდება ხომ შეგიძლია, გულით თქვა: ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულსო და ესეც შენგან გაღებული მოწყალება იქნება.

კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმე არ არის, ვინ რისთვის მათხოვრობს. თუ შეგვიძლია, მათი დახმარება გვმართებს და არა განკითხვა, მით უმეტეს, დაცინვა. უნდა გვწამდეს, რომ ღვთის განგებით მათხოვრებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღვთის მართლმსაჯულების აღსრულებაში, თუ ვინ დადგინდეს განკითხვის დღეს უფლის მარჯვნივ და სამუდამოდ ლხინებისათვის და ვინ მარცხნივ - სამუდამო ტანჯვისათვის. უფალმა მოგვმადლოს განცდა, რომ სხვათა შეწყალებით ჩვენც შეწყალებულ ვიქნეთ.

***
მიუხედავად დუხჭირი ყოფისა, ჩვენს გვერდით კვლავაც არიან ისეთი ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც მოწყალებისა და კეთილი საქმეების კეთებას უკავშირდება. უფალი მათ შთაბერავს მადლმოსილებას და ღვთისთვის სათნოდ წარმართავს წუთისოფელში ცხოვრებას. ზოგს მეტს აძლევს, ზოგს - ნაკლებს, ზოგი მდიდარია, ზოგიც - ღარიბი. ამიტომაცაა, რომ უფალი მათგან გამოარჩევს ისეთებს, რომელთაც თავის სამსახურში ჩააყენებს და თავიანთ მონაგებს უფლის სახლის შენებისთვის გააღებინებს. ბედნიერია ასეთი ადამიანი, მით უმეტეს, როცა იქიდან სამაგიეროს მიღებას არ ცდილობს და დაუყვედრებლად დგას უფლის სამსახურში.

მიხარია, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ცოტა ხნის წინ გავიცანი ავჭალის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერში სტუმრობისას. "კარიბჭესთან" საუბარი მისი სულიერი მოძღვრის, ამავე მონასტრის წინამძღვრის, იღუმენ იოანეს (გვაჯაია) თხოვნით შედგა. ბატონმა ჯემალ ბაღათურიამ კარგად უწყის, რომ ღვთისთვის კეთილი საქმეების კეთებას არ სჭირდება საჯაროდ აღიარება, რადგან თავად უფალია ამის ფარულად დამნახავი.

როცა მამა იოანემ მას უწმინდესის ლოცვა-კურთხევა გაუმხილა მამათა მონასტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, გაიხარა და მატერიალური დახმარებაც არ დააყოვნა. მოძღვარს დაუდგა გვერდით და ავჭალის ნათლისღების მონასტრის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში. მამა იოანემ საუბარში ახსენა, თუ როგორ გახარებია, როცა მისთვის დახმარება შეუთავაზებია. თითქოს ამ დღეს გულმოდგინედ ელოდა, რათა თავისი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან წვლილი შეეტანა მონასტრის მშენებლობაში.

მართლაც ასეა, საქმის მკეთებელი ადამიანები ნაკლებად საუბრობენ საკუთარ თავზე და იმ საქმეზეც, რასაც შესჭიდებიან. არადა კეთილისმყოფელი ადამიანების გაცნობა მკითხველისთვის არცთუ ისე ურიგო იქნება.

- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, ბავშვობა ამ ულამაზეს კუთხეში გავატარე. დღემდე მენატრება იქაურობა. აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების, სიწმინდეების მოლოცვამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, რათა დამეწყო ეკლესიური ცხოვრება, - მიამბობს ბატონი ჯემალი, - მადლობა ღმერთს, რომ ცხოვრების მეგზურად ჩემი მეუღლის სახით ისეთი ადამიანი შემხვდა, რომ ეკლესიასთან კიდევ უფრო მეტად დამაახლოვა, გამიღვივა ღვთის სიყვარული და უფლის სამსახურში ჩამაყენა. სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ მოსკოვში ვცხოვრობდით. იქაურ ტაძარში მსახურობდა მამა შიო - დღეს უკვე მღვდელმთავარი გახლავთ. ოჯახთან ერთად დავდიოდი ტაძარში მამა შიოსთან. ვეზიარებოდით ქრისტეს სისხლსა და ხორცს. როცა საქართველოში ჩამოვედით, ღვთის წყალობით გავიცანი მამა იოანე და მისი სულიერი შვილები გავხდით. როცა მან დახმარება შემომთავაზა, ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ. ვერც წარმომედგინა, თუ ოდესმე მომეცემოდა საშუალება, ახლოს ვყოფილიყავი ეკლესიასთან, სამღვდელოებასთან და მცირე წვლილი შემეტანა მონასტრის მშენებლობაში.

- როცა უწმინდესს გავაცანი ბატონი ჯემალის კეთილი ნება, აკურთხა, დალოცა და დიდი სიხარულით ჯვარი გადასახა, - მიამბობს მამა იოანე, - უკუნითი უკუნისამდე მოიხსენებიან ღვთის საქმეში წვლილის გამღებნი. ერთ-ერთი წმინდა მამა ბრძანებს: ყოველ ადამიანს მიეცემა ის ტალანტი, რომლითაც ის უნდა ცხონდესო. არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ მიეცემა საცხოვნებელი ტალანტი. ქართველობა ხომ ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთანაა გაიგივებული. მისთვის აუცილებელია, რომ მისი შვილები საქართველოში იყვნენ, აქ მიიღონ განათლება და აღიზარდონ ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად. როგორც უწმინდესი ბრძანებს, ოჯახი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც მისი ყველა წევრი აღმოსავლეთით ანუ ღვთისკენ იხედება და ერთ ენაზე საუბრობსო. მართლაცდა, ამგვარი შეფასება ეკუთვნის ბატონი ჯემალის ოჯახს, რომლის თითოეული წევრი თავისი ცხოვრების წესით ემსახურება ერს და დედაეკლესიას. საოცარი ის არის, რომ მეუღლემ, მანანა ანჯაფარიძემ, ძალიან მოინდომა, მონასტრის მშენებლობაში წილი დაედო ბატონ ჯემალს. მიუხედავად მცირე დაბრკოლებებისა, მორალურად ამხნევებდა და ტაძრის მშენებლობის გაგრძელებაში სტიმულს აძლევდა. ანუგეშებდა, რომ ღვთისთვის სათნო საქმეში ყოველთვისაა დაბრკოლებები, მაგრამ ამით არ უნდა შეეჩერებინა მშენებლობა. ღვთის წყალობით ყველაფერი მოგვარდა. ეს კეთილი ადამიანები ამჟამად ნაქულბაქევის წმინდა გიორგის მონასტერში დადიან. როცა ამ მონასტრის მშენებლობას დავასრულებთ, ღვთისმსახურებას აქ დაესწრებიან. ღმერთმა დალოცოს კეთილი ადამიანები. სახარებაში ვკითხულობთ: ილოცეთ დაფარულში მამის წინაშე და მოგეცემათ ცხადში ანუ სასუფეველში. ვისურვებდი, ვისაც შეუძლია, ყველამ იფიქროს მოწყალების გაღებაზე. ამგვარად ავაშენებთ ძლიერ მართლმადიდებლურ საქართველოს. მსგავსი ადამიანების თანადგომაზე დგას ეკლესია, რომელზეც არის ნათქვამი, "კლდესა ზედა აღვაშენე და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ეკლესია მხოლოდ ქვა კი არ არის, ააშენო და ამით დამთავრდეს ყველაფერი. იქ მადლმა უნდა დაივანოს, რომელიც ღვთისგან არასდროს დაყოვნდება, თუ თავად ხარ მისი მიმღები. სახარებაში წერია: - მოგიწოდა უფალმა? მიიღე. ბატონმა ჯემალმა ერთი სიტყვით მიიღო მოწოდება და ეს იყო ჩემთვის დიდი სიხარული.

მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ არაფრის შეგვეშინდეს, ჩვენს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომელთა თანადგომით კეთილი საქმე არასდროს გადაიდება. ამ კეთილი საქმეების აღსრულებაში კი უწმინდესის ლოცვა-კურთხევა შეგვეწევა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat