თუ კაცი მიაღწევს იმ სულიერ მდგომარეობას, რომ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი აზრები, მას ბოროტი ვნებას ვეღარ მიაყენებს
თუ კაცი მიაღწევს იმ სულიერ მდგომარეობას, რომ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი აზრები, მას ბოროტი ვნებას ვეღარ მიაყენებს
ადამიანი ბოროტთან ბრძოლაში გამოიწრთობა
ამქვეყნიური ცხოვრება განუწყვეტელი ჭიდილია სიკეთესა და ბოროტებას შორის, ამიტომაც წუთისოფელში ყოფნის ჟამს ადამიანს ბოროტების ჩადენაც უხდება და სიკეთესაც იქმს. მიზანი კი სიკეთისკენ სწრაფვა უნდა იყოს, რადგან ადამიანი სწორედ სიკეთის, კეთილი ცხოვრების სანაცვლოდ ცხონდება.

ვიცით, რომ თავიდან ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა: "ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა, ძალიან კარგი იყო" (დაბ. 1,21). ბიბლიის ეს სიტყვები ცხადად მოწმობს, რომ ღმერთის მიერ არარსებობიდან არსებობაში მოყვანილი ყველა ქმნილება კეთილი და უცოდველი იყო. ქრისტიანული მოძღვრებით, ცოდვა ანუ ბოროტება გაუკუღმართებაა იმისა, რაც ღმერთმა კეთილად და უცოდველად შექმნა. ვიცით, რომ პირველი ცოდვა ზეცაში მოხდა ერთ-ერთი მთავარანგელოზის ცოდვით დაცემის სახით. ეს იყო ყველაზე დიდი ცოდვით დაცემა, საიდანაც იღებს სათავეს ბოროტება. დაცემულმა ანგელოზმა - ეშმაკმა ბოროტება თვითონვე შექმნა, შვა საკუთარ თავში - საკუთარი თავისუფალი ნებით გააკეთა არჩევანი, განდგომოდა სიკეთეს და ბოროტებაში ჩავარდნილიყო. წმინდა იოანე დამასკელი წერს: "ანგელოზურ ძალთაგან დედამიწისეული წესის თავმდგმური, ვისაც ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი, არათუ ბუნებით უკეთური შეიქმნა, არამედ, იყო რა კეთილი, შექმნილი სიკეთისთვის, ვერ გახდა დამტევი იმ ნათელმოსილებისა და პატივისა, რაც მიენიჭა შემოქმედისგან, არამედ თვითუფლებრივი არჩევანით მიიქცა ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ, თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა მასთან დაპირისპირება და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა, ბოროტება კი გონისეული სიბნელე..."

ამ თემაზე უფრო ვრცლად გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელმსახური, მამა დიმიტრი ჯანგულაშვილი:

- ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა, რომელიც დასაბამს ნათლის ანგელოზის - ლუციფერის ცოდვით დაცემიდან იღებს. იგი გახლდათ ღმერთთან განსაკუთრებულად ახლოს მყოფი ანგელოზი, რომელიც მოიხიბლა თავისი აღმატებული მდგომარეობით. სხვა ანგელოზები მისი მეშვეობით იღებდნენ ნათელსა და მადლს. ნათლის ანგელოზი სილამაზითაც გამოირჩეოდა. ამის გამო ამპარტავნებამ და ღვთის მიმართ შურმა შეიპყრო და აღიძრა უკეთური სურვილით, გატოლებოდა ღმერთს, თვითონ მოინდომა გაღმერთება. ეგონა, სილამაზე მისი ნაყოფი იყო და მას ეკუთვნოდა. როდესაც უფალს შეეწინააღმდეგა, დაუპირისპირდა და დაეცა, უფალმა კი ამის გამო დასაჯა და მოიშორა, ღვთის მადლი მოაკლდა და ღვთაებრივი ნათელიც განეშორა, საშინელი სახილველი გახდა, საძულველ არსებად იქცა. დაცემულმა ანგელოზმა თან გაიყოლა მასზე დაქვემდებარებული აურაცხელი ანგელოზები. ისინიც ეშმაკებად, ბოროტ სულებად იქცნენ. ეს მოხდა ანგელოზის მტკიცე ნების გამო - ანგელოზს ადამიანზე გაცილებით მტკიცე ნება აქვს, ამიტომაც გაჰყვნენ ლუციფერზე დაქვემდებარებული ანგელოზები დაცემულ სულს, მასთან ერთად ქვესკნელში იქნენ ჩაყრილნი და მას შემდეგ ბოროტებას ემსახურებიან. ღმერთთან დაცილების შემდეგ თავიანთი თავის გამოვლენა მხოლოდ დამღუპველი, ბოროტი ქმედებებით შეუძლიათ.

- ეშმაკმა დედამიწაზეც მოახერხა ბოროტების შემოტანა. სამოთხეში დამკვიდრებულმა ადამიანებმა ხომ ბოროტის შთაგონებით იხმიეს ღვთისგან აკრძალული კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფი, ამით ღმერთის მორჩილების გზიდან გადაუხვიეს და სცოდეს. სწორედ პირველმშობელთა ცოდვით დაცემა, მათ მიერ ქმნილი პირველი ცოდვა გახდა საფუძველი, დასაბამი დედამიწაზე ბოროტების, ყოველგვარი უკეთურების აღმოცენებისა...

- ღვთის მადლისგან განძარცვულმა დაცემულმა ანგელოზმა ბრძოლა დაიწყო ღმერთის წინააღმდეგ. თავის ქმნილებათაგან უფალს ყველაზე მეტად ადამიანი უყვარს, მან იგი შექმნა "ნამეტნავისა სიყვარულის" გამო და სურდა, განსაკუთრებულად ეზრუნა მასზე, ეშმაკს კი ჰგონია, როდესაც ადამიანს რაიმეს უშავებს, ამით ღმერთს ვნებს და ამარცხებს. ეს ჰქონდა შთაგონებული ეშმაკს იმ პერიოდში, როდესაც ადამისა და ევას ცდუნებას შეეცადა და მოახერხა კიდეც. ცდუნებულმა ადამიანებმა ღმერთის მიერ აკრძალული ხის ნაყოფის ხმევით დაარღვიეს მარხვის, მორჩილების მცნება, შედეგად კი დედამიწაზე შემოვიდა ყოველგვარი უკეთურება, პირველ ყოვლისა, ადამიანი ხრწნადი სხეულით შეიმოსა და სიკვდილსა და ხრნილებას დაემორჩილა.

- ცხადია, როდესაც უფალი ანგელოზებს ქმნიდა, ისიც იცოდა, რომ მათი ნაწილი ცოდვით დაეცემოდა, ერთ-ერთი მთავარანგელოზი გახდებოდა შემოქმედი ბოროტებისა. მეორე მხრივ, ადამიანს, როგორც თავისუფალი ნების მქონე არსებას, რომელიც უფალმა ბოროტების წარმოქმნის, ანგელოზთა ნაწილის ცოდვით დაცემის შემდეგ შექმნა, ბოროტთან ბრძოლა სჭირდება. პირველ ადამიანებსაც, რომლებიც ბუნებით უცოდველნი იყვნენ, მათი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, ჰქონდათ ბოროტების, ცოდვის ჩადენის შესაძლებლობა.

- ადამიანის ბუნება ბოროტთან ბრძოლის, მისი ძლევის სანაცვლოდ უნდა განმტკიცდეს, უკეთურ ძალთა და უკეთურებათა წინააღმდეგ ბრძოლით უნდა გამოიწრთოს სული, მიაღწიოს სულიერ სიმაღლეებს და ცხონდეს. ბოროტ სულს ადამიანზე უფალი მიუშვებს, რათა გამოიცადოს. უფლის დაშვების გარეშე ეშმაკი ადამიანს ვერც მიუახლოვდება.

კაცი ბოროტთან ბრძოლაში გამოიწრთობა. წმინდა მამები, რომლებიც განუწყვეტელი ბრძოლით ეტაპობრივად სძლევდნენ ბოროტ სულს, ცოდვებსა და ცოდვილ მიდრეკილებებს, დიდ სულიერ სიმაღლეს აღწევდნენ. ცხოვრების მანძილზე ადამიანს არაერთხელ უხდება ცოდვით დაცემა და წამოდგომა. ამით ხვდება, როგორი სუსტია, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით, ღვთის შეწევნის გარეშე არაფერს წარმოადგენს, მისი არსებობა და ცხონებაც უფალზეა დამოკიდებული. ამის შემეცნების შემდეგ ადამიანი იწყებს ღვთის მადლისა და შეწევნის ძიებას, უფრო და უფრო აფასებს ღვთის არსებობას. შესაბამისად, უფრო და უფრო მტკიცე და ძლიერი ხდება სულიერად. უფალს ჩვენში სწორედ ეს სიძლიერე აინტერესებს, სულიერი სიმტკიცითა და სიძლიერით უნდა შევიდეს ადამიანი სასუფეველში.

როდესაც უფალმა ადამი და ევა შექმნა, იცოდა, რომ სუსტი ბუნების იყვნენ, მაგრამ მაინც მისცა თავისუფალი ნება, არჩევანის შესაძლებლობა. თავისუფალი ნების მართებულად გამოყენებით სწორედ ამ სუსტ ბუნებაზე უნდა გაიმარჯვოს ადამიანმა, რათა ცხონდეს, ღმერთმა ადამიანი ხომ სწორედ სასუფევლისთვის, ცხონებისთვის შექმნა.

- თავისუფალი ნება, არჩევანის შესაძლებლობა იმასაც გულისხმობს, რომ ბოროტ სულს ადამიანზე ძალადობის უფლება არ აქვს, ბოროტებას ძალით ვერ ჩაადენინებს...

- წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "ნურავინ იფიქრებს, რომ ეშმაკი იმდენად ძლიერია, შეეძლოს სათნოებისა და მადლისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა. იგი ხიბლავს და აცდუნებს დაუდევართ. ეშმაკს ადამიანის ძალადობით დაპყრობის ძალაუფლება არ გააჩნია, მხოლოდ ცდილობს, ცოდვისკენ გადავიხაროთ..." ეშმაკს ჩვენი აზრების წაკითხვაც კი არ შეუძლია. გულთამხილავი მხოლოდ უფალია, მაგრამ ბოროტი სული ხვდება, როდის და რა ვითარებაში მოახერხებს ყველაზე იოლად ადამიანის ცდუნებას, ბოროტების ჩადენაზე დაყოლიებას. ის ადამიანს განუწყვეტლივ და ყოველი მხრიდან ებრძვის, რომ როგორმე ღვთის გზას განაშოროს. შესაძლოა, სიკეთეც ჩაადენინოს, - მაგალითად, მისცეს ძალა "ფსალმუნთა" მთელი წიგნის წაკითხვისა, - შემდეგ კი ამპარტავნებაში ჩააგდოს, ხიბლისკენ მიმართოს. ბოროტი სული ხშირად სწორედ შენიღბულად მოქმედებს. თუ ადამიანი მიაღწევს იმ სულიერ მდგომარეობას, რომ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი აზრები, რასაც მამები განსჯის უნარს უწოდებენ, მას ბოროტი ვნებას ვეღარ მიაყენებს.

- როგორ გავლენას ახდენს ბოროტება ადამიანის სულზე?

- პირდაპირი გაგებით ამახინჯებს და ანგრევს სულს. რაც მეტადაა ადამიანის სული დაბინძურებული ცოდვებით, მით მეტად უნელდება ეკლესიის წიაღში მისვლისა და ღმერთთან დაახლოების სურვილი. შესაძლოა, შინაგანად იცოდეს, რომ უფალი არსებობს და აუცილებელია მასთან სიახლოვე - ლოცვით, მარხვით, ზიარებით... მაგრამ მაინც უკეთურებაში დარჩენას ირჩევს - რომელიმე ცოდვილი ჩვევის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, თვლის, რომ ამ ჩვევას ვერ დათმობს.

უფალს და ეკლესიის წიაღს დაშორებულ ადამიანს ბოროტი გაცილებით ადვილად აცდუნებს და იმორჩილებს.

- მიუხედავად იმისა, რომ სარწმუნოებრივი მოვალეობა სიკეთის წყაროსკენ - ღვთისკენ განუწყვეტელ სწრაფვას გვავალდებულებს, რაც კეთილი ცხოვრებით, კეთილი საქმეებით უნდა ვლინდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი სული ცოდვას ძალით ვერ ჩაგვადენინებს, პირველქმნილი ცოდვის შედეგად ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნების გამო მაინც ხშირად გვიხდება უკეთურებათა ქმნა. მაგრამ ერთია ბოროტების ჩადენა და მეორე - განიცდის თუ არა ადამიანი ჩადენილ ცოდვებს, აქვს თუ არა სინანული მასში არსებული ბოროტების გამო, ცდილობს თუ არა განეშოროს ბოროტებას. ცოდვილნი ხომ ორ კატეგორიად იყოფიან: უნანიებელ და მონათლულ ცოდვილებად.

- სინანულის უნარი ყველაზე უებარი საშუალებაა სულიერ სენთაგან განსაკურნებლად. ბოროტებისგან განშორების სურვილსა და სინანულის გრძნობას ადამიანში ღვთის რწმენა და სასოება შობს. ცოდვათაგან განწმენდა აუცილებად ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს.

ადამიანმა უკეთური საქციელი რომ ინანოს, გული უნდა გაუთბეს. ეს რა მომენტში მოხდება, არ ვიცით. პატერიკებში მოთხრობილია ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთ გამოქვაბულში ავაზაკი ცხოვრობდა. მას მრავალი ადამიანი ჰყავდა მოკლული, რათა მათი ქონება მიეთვისებინა. ერთხელაც, როდესაც ჩვეული საქმე შეასრულა, ნადავლით დაბრუნდა გამოქვაბულში, ჩამოჯდა და დაფიქრდა - სწორად იქცეოდა თუ არა. საბოლოოდ იმხელა სინანულს მიაღწია, მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა, მთელი ცხოვრება უფალს და საკუთარ ცოდვათა გლოვას მიუძღვნა.

არ არსებობს ადამიანი, რომელი აღმსარებლობის მიმდევარიც უნდა იყოს იგი, რომ ღმერთმა ერთხელ მაინც არ გაუთბოს გული ცხოვრებაში და არ დააფიქროს საკუთარ ცოდვებზე, არ შთააგონოს, როგორ მოიქცეს, მაგრამ შემდეგ უკვე ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ განავითარებს ამ მდგომარეობას. როდესაც ადამიანს სინანული გაუჩნდება, ის ეკლესიის წიაღში, ღვთის მცნებათა აღსრულებით უნდა განავითაროს. ეკლესიასთან ურთიერთობის გარეშე ნაყოფიერი სინანულის მიღწევა შეუძლებელია. შესაძლოა ეკლესიას დაშორებულ ადამიანს გაუჩნდეს სინანული, მაგრამ თუ ეკლესიას არ მიმართა, მას სწორად ვერ წარმართავს, არასწორ სინანულს კი კაცი სასოწარკვეთილებამდე, ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც კი მიჰყავს.

- როგორი ცოდვებითაც არ უნდა იყოს დაცემული ადამიანი, სიცოცხლის ბოლოსაც რომ გაუჩნდეს სინანული და მართებულად განავითაროს ეს განცდა, მის ცხონებას ხომ არ დააბრკოლებს?

- ეკლესიის ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი არსებობს - სწორედ აღსასრულის ჟამს შეუნანებიათ და ცხონებულან. ამის კლასიკური მაგალითია უფლის გვერდით ჯვარცმული ერთ-ერთი ავაზაკი, რომელიც უფალმა პირველი შეიყვანა სასუფეველში. მაგრამ არ უნდა ველოდოთ სიცოცხლის ბოლო ჟამს, რომ უკეთურებათაგან განვიწმინდოთ, რადგან არ ვიცით, როდის და რა ვითარებაში დაგვიდგება ეს დრო. არ ვიცით, უფალი მოგვცემს თუ არა აღსასრულისას ცოდვათა მონანიების საშუალებას, ამიტომ ყოველ წუთს მზად უნდა ვიყოთ სულიერად უფლის წინაშე წარსადგომად.

- ვისგან უნდა ავიღოთ სიკეთის, ღვთის წინაშე მართალი ცხოვრების მაგალითი?

- უპირველესად, მაგალითად უნდა დავისახოთ მაცხოვარი, განკაცებული უფლის მიწიერი ცხოვრება, ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც მაცხოვარმა იცხოვრა წუთისოფელში ყოფნის ჟამს - შობიდან ჯვარცმის ჩათვლით. მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება ხილული სახიერებაა, სიკეთე - გამოვლენილი განკაცებული უფლის მიერ. უფალი ხომ იმისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ გამოეხსნა ადამის მოდგმა და ჩვენთვის სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა მოეცა, ცხონების გზები დ საშუალებები ესწავლებინა.

გვყავს ასევე არაერთი წმინდანი, რომლებიც, განკაცებული უფლისგან განსხვავებით, ჩვენივე მსგავსი ადამიანები იყვნენ. მაგალითად მათი ცხოვრებაც უნდა გავიხადოთ. ბევრი მათგანი ღარიბი გახლდათ და ამ სიღარიბით ცხონდა. ვინც სიღარიბეში ცხოვრობს და მიაჩნია, რომ ეს აბრკოლებს სიკეთის ქმნაში, მათი ცხოვრების გაცნობა შეამეცნებინებს, როგორ შეიძლება ცხონდე სიღარიბეში. ბევრი წმინდანი მდიდარიც გახლდათ და ეს სიმდიდრე გამოიყენეს საცხოვნებლად. ბევრი, ვიდრე ღვთისთვის მოღვაწეობას დაიწყებდა, უდიდესი ცოდვილი იყო. ზოგჯერ ადამიანს ჰგონია, რომ მასში არსებულ ცოდვებს, ბოროტებას ვერ დაძლევს, რადგან ეს მის ძალებს აღემატება, მაგრამ როდესაც გაიგებს, რომ რომელიმე წმინდანი მასზე უკეთურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მასზე მეტი ცოდვილი იყო, ვიდრე ღვთისკენ მოიქცეოდა და უფლისთვის მოღვაწეობას შეუდგებოდა, იმედი უჩნდება, თუ სწორად იცხოვრებს, ისიც შეძლებს დაძლიოს ბოროტება და სულიერ სიმაღლეს მიაღწიოს.

- ზეცაში მომხდარი ცოდვით დაცემის შემდეგ ანგელოზები ბოროტ და კეთილ ანგელოზებად გაიყვნენ. რომლებიც სიკეთეში დარჩნენ, სიკეთის წყაროსთან, უფალთან ყოფნა არჩიეს, სამუდამოდ გამყარდნენ სიკეთეში თავიანთი მტკიცე ნების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ნება არ წართმევიათ, მათი ბუნება უკეთურებისკენ აღარ შეიცვლება...

- მამათა სწავლებით, სწორედ ასეა. კეთილი ანგელოზების საქმე ღვთის დიდებაა, ისინი განუწყვეტლივ აქებენ და უგალობენ უფალს. როდესაც შემოქმედი მათ ადამიანთა მფარველობას ავალებს, ეცხადებიან და იცავენ მათ. თითოეულ ადამიანს თავისი მფარველი ჰყავს, რომელიც მის სიკეთეში განმტკიცებას, სიკეთისკენ მიდრეკას ცდილობს, შთააგონებს კეთილ აზრებს და შეეწევა ცხონებაში. მათი შეწევნა რომ არა, მხოლოდ საკუთარი გონებით ვერ მივხვდებოდით, რა არის კეთილი და რა - ბოროტი. ბოროტი ანგელოზი შთააგონებს კაცს, შური იძიოს მოყვასზე და სთავაზობს სხვადასხვა უკეთურ ხერხს, რომელთა საშუალებითაც აღასრულებს შურისძიებას, კეთილი ანგელოზი კი შთააგონებს, მიუტევოს და აპატიოს. ბოლოს, ცხადია, ადამიანი წყვეტს, რომელი ძალის შთაგონებას დაჰყვეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat