მადლის მოზღვავება მაშინ იგრძნობა, როცა ადამიანი განიცდის დაცემულ ბუნებას
მადლის მოზღვავება მაშინ იგრძნობა, როცა ადამიანი განიცდის დაცემულ ბუნებას
მგლოვარე გულით უფრო მეტად ვუახლოვდებით უფალს
ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი და დადგენილ იქნა სამოთხეში, რათა აღესრულებინა ღვთის კანონი და ნეტარებაში, მარადიულ ცხოვრებაში ყოფილიყო. მაგრამ ამპარტავნების გამო ადამიანი შეცდა, ბოროტს დაუჯერა და დაისაჯა. როცა ადამი გამოდევნილ იქნა სამოთხიდან, მცნებად დაედო უფლისგან, რომ საშუალება მიეცემოდა დაბრუნებულიყო ღვთის საუფლოში. ადამიანმა თავად ვერ შეძლო დაბრუნება სასუფეველში და ცოდვების გამო დაშორდა ღმერთს, მას შემდეგ დაირღვა ადამიანის ნეტარებაში ყოფნა...

გვესაუბრება ვარძიის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე).

- "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ" - ეს არის ცხრა ნეტარებიდან ერთ-ერთი მცნება და საფუძველი ქრისტიანული ცხოვრებისა. სინანული არის ადამიანის განმაახლებელი. როცა კაცს სინანული ეუფლება, მასში ხდება სულიერი ფერისცვალება. ეფრემ ასურის ლოცვებში ვკითხულობთ: "მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". როდესაც ადამიანი შინაგანად მგლოვარეა და თან სინანულშია, დაზღვეულია განკითხვისაგან, სხვადასხვა ცოდვისაგან და მხოლოდ საკუთარი თავის გამოსწორებაზე ფიქრობს. სწორედ ამას გულისხმობს "მგლოვარენი გულითა". ადამიანი ხვდება, რომ იგი ცოდვილია და ამას მთელი სულითა და გულით განიცდის, თან უფალს ევედრება, მიუტევოს ცოდვები. თითოეული მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ზრუნავდეს. უფალი ამგვარ გულმტკივან მონანულთ, შინაგანად განწმენდილთ აუცილებლად ნუგეშს მიაგებს. ნუგეშინისცემა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში როდია მოსალოდნელი. ჭეშმარიტად მონანული ადამიანები ამ ქვეყანაზევე იღებენ ნუგეშს და ბედნიერებას განიცდიან. მონანული შინაგან სიმშვიდეს გრძნობს და მასზე უდიდესი მადლი მოდის.

მგლოვარებას ორგვარი სახე აქვს. გამოვყოფდი იმას, რაც დღეს ბევრს ახასიათებს. ადამიანი სულიერად გაღარიბდა, დაკარგა ნუგეში, სასოება და უფლის სიყვარულს განეშორა. ამგვარ მგლოვარესა და ნეტარებაში მყოფის მგლოვარე გულს შორის განსხვავებაა. თუნდაც იმაში, რომ ცოდვების განცდის შემდეგ გულით მგლოვარე ადამიანს საოცარი სიმშვიდე და სიტკბოება ეუფლება. ასეთ ადამიანს აქვს უფლის რწმენა და იმედი. იცის, რომ უფალი მიუტევებს ცოდვებს. ურწმუნო ადამიანი კი მუდამ უიმედოდაა და უფალს განეშორება, სასოწარკვეთილებას ეძლევა. ამგვარი გლოვა, რა თქმა უნდა, ღვთის წინაშე არასასურველია. გლოვა, განცდა თვისთა ცოდვათა, უდიდესი მადლის მომნიჭებელია. იყო ერთი წმინდა მამა, რომელიც ჩამოთვლიდა ისეთ ცოდვებს, რაც არ ჩაუდენია... როდესაც ამღვრეულია მდინარე, იქ დიდი ლოდებიც არ ჩანს, თუკი დაიწმინდება, წვრილი კენჭებიც გამოჩნდება. ამღვრეული მდინარე წააგავს ცოდვილ ადამიანს, რომელსაც არ აქვს განცდა საკუთარი ცოდვებისა. ასეთი ლოდებსაც ვერ ხედავს საკუთარ თავში. როდესაც ადამიანი განიცდის საკუთარ ცოდვას, მისი სული, გული, გონება იწმინდება. შინაგანად მგლოვარე და მონანული ადამიანის სული ცოდვებისგან იწმინდება და მეტად მგრძნობიარე ხდება. ასეთი ადამიანი თანაუგრძნობს ცოდვაში მყოფ მოყვასს და არ განიკითხავს. ლოცულობს მისი კეთილდღეობისთვის. წარმოიდგინეთ მგლოვარე დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და გულით გლოვობს. უკვე ვეღარ იცლის სხვისთვის და მხოლოდ საკუთარს გლოვობს. მისთვის მიუღებელია მოყვასის განკითხვა. როდესაც ადამიანი საკუთარ ცოდვებს გლოვობს, ის წააგავს შვილმკვდარ დედას, რომელიც გლოვობს ცოდვილ სულს და ცდილობს სულის გადარჩენას, ცხონებას და სასუფევლის დამკვიდრებას.

ცხოვრებაში უამრავი განსაცდელი მოდის. ჭეშმარიტად მონანულისთვის განსაცდელი ძალას კარგავს. ასეთი ადამიანი, რაც არ უნდა შეემთხვეს, მუდამ ურყევია, რადგან მის ცხოვრებაში ყველაფერი მეორეხარისხოვანია, გარდა იმისა, რომ უყვარდეს ღმერთი და მის გვერდით იყოს. ასეთი ადამიანი, გნებავთ მივაყენოთ შეურაცხყოფა, დავამციროთ, მაინც იტყვის, რომ ბედნიერია და წუთისოფლისგან კი არა, უფლისგან მოელის ნუგეშს.

***
ადამიანი ნეტარებას მაშინ განიცდის, როდესაც ჭეშმარიტად მგლოვარეა. მგლოვარება შეერთებულია სინანულთან, იმედთან, სასოებასთან. თუ ეს ყველაფერი კაცმა საკუთარ თავზე არ განიცადა, ვერასდროს გაიგებს მის სიტკბოებას. ძნელია, აუხსნა ბრმას, რომ გარემო მშვენიერია.Aასევეა ადამიანი, რომელიც სინანულს ვერ განიცდის, ვერ აცნობიერებს საკუთარ დაცემას ღვთის წინაშე. ასევე შეუძლებელია აუხსნა, რომ სინანული ძალიან ტკბილი და სასიამოვნოა, რაც სულიერ სიმშვიდეს ბადებს. "განცდა თვისთა ცოდვათა" აქტიური ქრისტიანული ცხოვრების შედეგია. საკუთარ თავში ბოროტების შებრძოლების შედეგად უფალი უდიდეს ნეტარ საჩუქარს - სინანულის განცდას გვიწყალობებს. გულიდან გამოსული სინანული ღვთისგან მიღებული ნიჭია, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს ეძლევათ.

***
გული უნდა იყოს მტკივნეული იმის გამო, რომ ოდესღაც შევცოდეთ. მტკივნეულ გულს სული განიცდის და მისი განწმენდა იწყება. განწმენდილ გულს მუდმივად სინანული ახასიათებს. შეუძლებელია ასეთმა ადამიანმა შეწყვიტოს სინანულის განცდა.Yყველაფერი რომ დაკარგოს ცხოვრებაში, ის მუდამ მტკიცედ იქნება რწმენაში. წმინდა იობმა ყველაფერი დაკარგა, მაგრამ მაინც ადიდებდა უფალს. ფიზიკურად შეეხო მას ეშმაკი, საოცარი დაავადებები დამართა. ამის მიუხედავად, უდიდესი სიმტკიცე გამოიჩინა. საკუთარ ცოდვებს განიცდიდა და ყოველდღე უფალს მსხვერპლს სწირავდა.

***
თუ ამქვეყნადვე სძლია ადამიანმა წუთისოფელს, იგი სასუფეველს დაიმკვიდრებს. უფალმა ცხრა ნეტარება არა მხოლოდ ბერ-მონაზვნებისთვის დაამკვიდრა, არამედ ყველა ქრისტიანისთვის. მგლოვარე გულით ყოფნა თითოეულ ჩვენგანს მოგვეთხოვება. თუკი ყველა მართლმადიდებელი ასე იცხოვრებს, გაცილებით ლამაზი იქნება ჩვენი ცხოვრება.

***
თანამედროვე ადამიანისთვის, შესაძლოა, ეს ყველაფრი ძნელად აღსაქმელი იყოს? ძნელი იქნება, თუ ადამიანი გარედან უყურებს მოვლენებს და ღრმად არ არის ჩახედული ეკლესიურ ცხოვრებაში. მისთვის უცხოა განცდა თვისთა ცოდვათა, მგლოვარება გულითა. შეიძლება გავიდეს წლები და ამას ვერ მიაღწიოს. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ეკლესიური ცხოვრებისგან შორს დგას და არ ცდილობს საკუთარი თავის გამოსწორებას. თუკი ქრისტიანი ადამიანი სწორად ცხოვრობს და სურს ჩაუღრმავდეს საკუთარ ნაკლოვანებებს, მაშინ უფლის მიერ ბოძებული ნეტარების მიმართ გულგრილი ვერ იქნება.

***
საკუთარი დაცემული ბუნების აღიარება ღვთის უდიდესი წყალობაა. ალბათ ამ ყველაფერმა გაიღვიძა ჩემში და ამიტომაც მივედი ეკლესიაში. დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. რამდენადაც აქტიურად ვცხოვრობდი ეკლესიურად, იმდენად უფრო მიღრმავდებოდა განცდა საკუთარი ცოდვებისა. მერე უკვე წიგნებს მივეძალე. როდესაც წმინდა მამების წმინდა ცხოვრებასა და მოღვაწეობას გავეცანი, გამიორმაგდა სინანულის გრძნობა და სწრაფვა, მათი მსგავსი ცხოვრების გზა ამერჩია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერი მოღვაწის ცხოვრებაში ასეთი მგლოვარება მუდმივი არ იქნება. მადლის მოზღვავება მაშინ იგრძნობა, როცა ადამიანი განიცდის დაცემულ ბუნებას. მადლობა ღმერთს, რომ დღესაც არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როცა აშკარად ვგრძნობ მადლის მოზღვავებას. აქედან გამომდინარე, ვგლოვობ მოზღვავებულ ცოდვებს. ბერმონაზვნური ცხოვრება ამის საუკეთესო საშუალებას მაძლევს.

ჩემთვის ცოდვათა განცდა ერისკაცობიდან დაიწყო.

მოკრძალებით ვურჩევდი მრევლს, რომ უფრო მეტად განიცადონ საკუთარი ცოდვები და მეტად მიაქციონ ყურადღება საკუთარი თავის გამოსწორებას. რამდენადაც უფრო კრიტიკულები ვიქნებით საკუთარი თავის მიმართ, წარმატებულები ვიქნებით სულიერ ცხოვრებაში და ლამაზად წარიმართება ცხოვრება. მომთხოვნი გავხდეთ საკუთარი თავისა და დამთმობნი - მოყვასის მიმართ. ქრისტიანისთვის ეს საუკეთესო თვისებაა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat