თუ ქრისტიანი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრობს, რისი უნდა ეშინოდეს?
თუ ქრისტიანი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრობს, რისი უნდა ეშინოდეს?
უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?
ადამიანებს სხვადასხვაგვარი ქვეცნობიერი შიში გვახასიათებს. ხშირად ამგვარი დამოკიდებულება ნაკლებად ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. უფრო ცრურწმენას უკავშირდება და მთელ ცხოვრებას ამ სიცრუეში ვლევთ.

ნამდვილი რწმენისაგან უნდა განვასხვაოთ ცრურწმენა. ცრურწმენაა, როცა სხვადასხვა მოვლენას აღვიქვამთ რაღაც მინიშნებებად და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხელისგულის, ცხვირის ქავილს, ცარიელი ვედროებით შემხვედრს, გზიდან მობრუნებას, კოვზის, ჩანგლის, დანის დავარდნას... ზოგჯერ ვინმეს ვითომდა წმინდა წერილს უგზავნიან და აიძულებენ მის გადაწერას და სხვისთვის გაგზავნას, თუ არადა, უბედურება დაგატყდება თავსო. ყოველივე ამას საერთო არა აქვს რწმენასა და ქრისტიანობასთან.

ხშირად ადამიანები სიზმრისეულ ცხოვრებას მისდევენ და ძილში ნანახით ტკბებიან, ხანაც დამფრთხალნი მთელი დღეები შფოთავენ. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: "სული რითაც არის დაკავებული და რაზეც ცხადი ლაპარაკობს, ძილშიც იმავეზე ოცნებობს და ფილოსოფოსობს: მთელ დღეს მიწიერ საზრუნავებში ატარებს და მათ ირგვლივ ფუსფუსებს სიზმრებშიც; თუ დღენიადაგ ღვთაებრივ და ზეციურ საგნებში განისწავლება, ძილის დროსაც ყოველივე ეს სიზმრებში თავისებურად აისახება და სულიც ჩვენებებით (ხილვებით) განიბრძნობა. ამგვარადვე წერს ღრმა ფსიქოლოგი, მამა ალექსანდრე ელჩანინოვი: "როდესაც ძილში ჩვენი ნორმალური ცხოვრება ქრება, ქრება კონტროლიც საკუთარ თავზე: როდესაც სავსებით გულწრფელნი ვართ და არაფრის სირცხვილი არა გვაქვს - მაშინ სიღრმეებიდან ჩვენი არსების ქვეცნობიერი პირველადი საფუძვლები ამოტივტივდებიან, შიშვლდებიან ყველაზე ძირეული პლასტები სულისა და ჩვენ ამ დროს უფრო მეტად წარმოვადგენთ იმას, რაც ვართ რეალურად. ჩვენი სიზრებისათვის დამახასიათებელი სახეები, ჩვენებები, ზმანებები და შინაგანი მდგომარეობანი - ჩვენი ნამდვილი პიროვნების შეუბღალავი, შეუფარავი და ყველაზე მართალი გამოვლინებებია".

შესაძლოა, გვძაგდეს არაწმიდება (ურწმუნოება) და რომელიმე ცოდვა, მაგრამ ხშირად განცვიფრებულნი დავრჩენილვართ იმით, რომ ძილში ისეთი ცოდვები ჩაგვიდენია, რაც ცხადში არასდროს გაგვიფიქრებია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ განწმენდა ჩვენი სულისა ჯერ კიდევ ზედაპირულია, რომ მის სიღრმეში ჯერ კიდევ იმალება ცოდვა. წმინდა მამები ამბობენ, რომ მხოლოდ გულის სრულყოფილი განწმენდისას გახდება სიზმრები ნათელი და წმინდა. თუ ადამიანი ღვთით არ ცხოვრობს და მასში სული ღვთისა არ არის დავანებული, მაშინ ცხადში ცოდვითი მიდრეკილებების, ვნებებისა და ამაოების ძალაუფლებაში იმყოფება. მაცდური სულის ზეგავლენის ქვეშაა, რომელიც მასში განუწყვეტლივ ღვთის საწინააღმდეგო აზრებსა და გრძნობებს თესავს. ბოროტი სული იმავეს აგრძელებს ძილშიც. აქ მისთვის უფრო იოლია, დაეუფლოს სულს კაცისას, რადგან ძილში მისი ნება შესუსტებულია. თითქოსდა ბოროტი სული დასცინის თავის მიერ დამონებულ საბრალო სულს, უაზრო, ზოგჯერ კი ბინძურ, უხამს განცდებსა და მდგომარეობაში ამყოფებს აზრებსა და გრძნობებს იმ უწმინდურობის შესატყვისად, რომელიც ადამიანს ცხადში გააჩნია.

წმინდა ნიკიტა სტიფატი (მოწაფე წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა) სიზმრებს ყოფს უბრალო სიზმრებად, ჩვენებებად და გამოცხადებებად. უბრალო სიზმრები აქვთ ვნებისადმი დამონებულ ჩვეულებრივ ადამიანებს, "ჩვენება" - მათ, რომელნიც თავიანთ შინაგან თვისებათა განწმენდას ესწრაფვიან - უფალი სიზმრებს უგზავნის, რათა სიზმარში ნანახის მეშვეობით ღვთაებრივი ნების უკეთ წვდომისა და სულიერი აღმავლობისაკენ ისწრაფონ. "გამოცხადება" აქვთ სრულყოფილ ადამიანებს, რომელნიც სულიწმინდით აღივსნენ და უკიდურესი თავშეკავებით ღვთის რჩეულ წინასწარმეტყველთა ხარისხს მიაღწიეს.

წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "ვისაც სიზმრების სწამს, ის თავისი ჩრდილის მადევარს ემსგავსება. პატივმოყვარეობის დემონები სიზმრებში წინასწარმეტყველებად გარდაისახებიან, გაიძვერობითა და მოხერხებულობით ხვდებიან მომავალს და გვამცნობენ მას, რათა სიზმარში ნანახის ცხადში ახდენით განვცვიფრდეთ და, თითქოსდა უკვე წინასწარმცნობელობის ნიჭის მქონენი, გულისთქმებით გავამაყდეთ. მათთვის, რომელნიც დემონს უჯერებენ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველია, ხოლო მათთვის, რომელნიც არად აგდებენ მას, ყოველთვის მატყუარაა. დემონი სულია, ამიტომ ის ხედავს იმას, რაც საჰაერო სივრცეში ხდება და გაიგებს თუ არა, ვინმე კვდებაო, გულუბრყვილო ადამიანებს სიზმარში ამცნობს. დემონები ხშირად სინათლის ანგელოზებისა და წამებულთა იერსახეს იღებენ და სიზმრებში გვიჩვენებენ ჩვენს ურთიერთობას მათთან, ხოლო გამოღვიძებულებს სიხარულსა და ამპარტავნებაში გვძირავენ. დაე, ეს შენთვის ნიშანი იყოს ხიბლისა და ეშმაკისეული საცდურისა. წმინდა ანგელოზები გვიჩვენებენ სატანჯველს, არსს სიკვდილისას, რის გამოც გაღვიძებისას თრთოლა და ურვა-წუხილი გვიპყრობს. თუ სიზმრებში დემონებს დავემონებით, მაშინ ისინი ცხადშიც დაგვცინებენ. სიზმართდამჯერე სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვისაც არანაირი სიზმრის არ სჯერა - ჭეშმარიტად სირძნისმოყვარეა.

KARIBCHE

წმინდა ათანასე ალექსანდრიელის მამათა მონასეტრი

ენდე მხოლოდ იმ სიზმრებს, რომლებიც სამსჯავროსა და სატანჯველს წარმოგისახავენ, მაგრამ თუ მათი მიზეზით სასოწარკვეთილება მოგეძალება, გულისხმაჰყავი, რომ ასეთი სიზმრებიც დემონისგანაა.

წმინდა თეოფანე დაყუდებულის გადმოცემით, უმჯობესია, სიზმრების არ გვჯერიდეს, რადგან მტერი ცხადშიც მრავალ წვრილმანს გვახვევს თავს, ძილში კი ეს მისთვის უფრო მოსახერხებელია. თუ რომელიმე სიზმარი ასრულდება, მადლობა შესწირეთ უფალს. სასიამოვნო და ჭკუისსასწავლებელი სიზმრებისთვისაც მადლობა უთხარით. მაცდუნებელი სიზმრებისგან გამოღვიძებისთანავე განიწმინდეთ სული და მეხსიერება. საამისოდ საუკეთესო საშუალება ლოცვა და კეთილი მოვლენების, განსაკუთრებით სახარებისეული ამბების გახსენებაა.

ცუდი აზრები მაშინვე დაუძლურებას იწყებს და გაქრება".

***
ძამის ხეობაში, ქართას წმინდა ათანასე ალექსანდრიელის მამათა მონასტრის წინამძღვარს, სქემმღვდელმონაზონ ისიდორეს (ოქროპირიძე) ვთხოვე, ღვთისმოშიშებაზე ესაუბრა.

- თითოეულ ადამიანს აქვს ღვთის შიში, ოღონდ ზოგს - მეტად, ზოგს - ნაკლებად. როდესაც ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, კარგად არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა უფალთან მისაახლოებლად. ის კი გამეგო, რომ აღსარების თქმა საჭირო იყო ცოდვათა მისატევებლად. ამიტომაც ქვეცნობიერად მქონდა გამჯდარი, რომ ჩემს ცხოვრებაზე უფლის წინაშე პასუხს ვაგებდი. ადამიანს ბოროტი ებრძვის და მას უფლის შიში უნელდება. ალბათ მიწიერი სიყვარული უფრო მეტია და ღვთის შიშით არ ვცხოვრობთ. ღმერთის შიში წინა ეტაპია ღვთის სიყვარულისა. თუ ღვთის შიში არ გვექნება, ღმერთს როგორ შევიყვარებთ? "დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა". ღვთის შიში ადამიანს შეეძინება და მოემატება მაშინ, როცა ეკლესიასთან დაიწყებს ურთიერთობას. თავიდან ყველას ერთნაირად ვერ მოსდის დიდი მადლი და უცბად ვერ გახდებიან ეკლესიურები. ამის პასუხისმგებლობა ნელ-ნელა უნდა იტვირთო. წმინდა ადგილების მოლოცვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სიწმინდეებთან მიახლებისას უფლის სიახლოვეს ვგრძნობთ. მერე შინაგანად იბადება უფლისადმი კრძალვა. ლოცვის, მარხვის, ეკლესიური ცხოვრების ნაყოფია უფლის სიყვარული. როცა უფლის სიყვარულია, ეკლესიაში სიარული მოვალეობად კი აღარ გვექცევა, არამედ უფლის სიყვარული წაგვიყვანს.

ბევრისგან მსმენია, ეკლესიურად ვცხოვრობო, მაგრამ ვერაფერს იღებს ეკლესიისგან და შინაგან სიცარიელეშია ჩაფლული. ნათქვამია, ზოგს ბამბასავით მსუბუქი ხასიათი აქვს და ზოგს კიდევ რკინასავით მძიმეო. ზოგ ადამიანს დიდხანს ლოცვა და ტაძარში სიარული სჭირდება ღვთის შიშის გასაძლიერებლად, ზოგს კიდევ მალე ეძლევა უფლის შიში და მალევე უყვარდება ღმერთი. თუ უფლის შიში გვექნება, ცოდვას ნაკლებად ჩავიდენთ. ბერის ცხოვრებას დიდი განსაცდელები ახლავს, მაგრამ ყველაფერში ღმერთი გაძლებინებს. ზოგჯერ გიმძიმს კიდეც ცხოვრება. წმინდა ისააკ ასური ამბობს: - როცა მწუხარების ჟამი დაგიდგება ბერს, დაეგდე შენს სარეცელზე, თავზე საბანი წაიფარე და ღვთის წყალობას დაელოდეო. ბერის ცხოვრებას მუდამ ახლავს უფლის შიში, რათა ცოდვაში არ ჩავარდეს. ერისკაცებთან შედარებით ბერს მეტი მოეთხოვება. თუ უფლის იმედით იქნები, ყოველივე დაიძლევა. ღმერთის უნდა გეშინოდეს - ეშმაკისა კი არა. ფრთხილნი უნდა ვიყოთ ბოროტთან, მაგრამ შიში არ უნდა გვქონდეს. მშიშარას გაუჭირდება სულიერ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა. "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?" - ბრძანებს დავით მეფსალმუნე. თუ ქრისტიანი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრობს, რისი უნდა ეშინოდეს? ღმერთი ეხმარება და ყველანაირად დაცული იქნება.

სიზმრები ბოროტისგან მოდის. გავიხსენებ სიზმარს, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა. თავიდან ძალიან განვიცდიდი მონასტერში წასვლას. ხელმოკლედ მყოფი მშობლები მეცოდებოდნენ. ძმაც ავადმყოფი მყავს. გულში მიტირია კიდეც. სიზმარში მღვდლები ვნახე, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრებს ეჩხუბებოდნენ. ცხადში მივხვდი - ეს ეშმაკმა დამასიზმრა. დამანახა, თუ როგორ უჭირდა ჩემს ოჯახს. ბოროტი იმაზე მიანიშნებდა, რომ მონასტერი და მოძღვრები ჩემი ოჯახის მტრები იყვნენ. ვინც სიზმრებს აჰყვება, ის ამახსოვრდება და ამის მიხედვით მოქმედებს. ეს არ შეიძლება. თუ უფლისაგან რაიმე დაგვესიზმრება, ამას ღმერთი მაინც განახორციელებს. სამწუხაროდ, ცრურწმენებს დღესაც მნიშვნელობას ანიჭებენ. ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, როგორც უფალს სურს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat