შიში
შიში
ძნელი სათქმელია, სად მთავრდება ღვთის შიში და სად იწყება ღვთის სიყვარული
ისე არაფერი უშფოთებს სულს ადამიანს, როგორც შიში. მამაცი კაცი თავიდან იცილებს საშიშროებას, განსჯის უუნარო მშიშარა კი დაუცველია და უფსკრულისკენ მიექანება. "დღეს მე განვერიდე ყოველგვარ საფრთხეს, ან, უფრო უკეთ, თვითონვე განვირიდე იგი, რადგან საფრთხე ჩემს გარეთ როდი იყო, არამედ თვით ჩემში - ჩემსავ წარმოდგენაში", - წერდა ცნობილი ფილოსოფოსი, რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი. მართლაც, ხშირად შიშიც და საშიშროებაც ჩვენსავე სულში ბინადრობს და ჩვენვე ძალგვიძს მისგან თავის დაღწევა, საჭიროა მხოლოდ გონივრული მიდგომა.

გვესაუბრება ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი).

- მეუფეო, როდის გაჩნდა შიში?

- სანამ შესცოდავდა, ადამს შიშის გრძნობა განცდილი არ ექნებოდა; მას არც ცხოველების ეშინოდა და არც მთლიანად სამყაროსი. უფალთანაც ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, რომ გამოცდილება ღვთის შიშისა არ გააჩნდა. ცოდვის ჩადენის შემდეგ კი ადამს შიში უჩნდება, ემალება უფალს, აცნობიერებს, რომ რაღაც ისეთი ჩაიდინა, რის გამოც დაისჯება. აქედან გამომდინარე, შიშის გრძნობა დაცემული ბუნების ნაყოფია.

- ხორციელი შიში საიდანღა იღებს სათავეს?

- ხორციელი შიშის სათავე კი ის არის, რომ ადამიანს ღმერთის არ ეშინია. ხოლო როცა უფლის შიში არ გაქვს, მაშინ ყველაფრის გეშინია. თუკი ადამიანს ღვთის ჭეშმარიტი შიში აქვს, არაფრის ეშინია. თუ შემოქმედს ბოლომდე არ მიენდობი, ხორციელი შიში ყოველთვის შემოგეპარება. შიშის განცდა ყველა ადამიანს აქვს, ხოლო რამდენადაც ძლიერია უფლისადმი მინდობა, იმდენად ნაკლებია სხვაგვარი შიში.

ღვთის შიში ის მთავარი შიშია, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს. ის სრულიად განსხვავდება სხვა ხორციელი შიშებისგან. განსხვავდება იმით, რომ, პირველ ყოვლისა, უფლისადმი დამოკიდებულებაა სხვაგვარი. როდესაც აცნობიერებ, რომ ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფი, ყოვლადმოწყალე უფლის წინაშე დგახარ და მასთან შედარებით მტვრის ნამცეციც კი არ ხარ, ცხადია, გეუფლება საოცარი მოწიწების, რიდის, კრძალვისა და შიშის გრძნობა. როცა უფალთან მარტო რჩები, ხვდები, რა ახლობელი და საყვარელია ის შენთვის, გრძნობ უდიდეს ძალას და მადლს, ამავე დროს - საკუთარ უმწეობასაც. რუსთაველი წერს: "შიში შეიქმს სიყვარულსაო". მართლაც, მხოლოდ ღვთის შიში შეიქმს სიყვარულს. ნამდვილი შიში უფლისა სიყვარულსაც გულისხმობს. ძნელი სათქმელია, სად მთავრდება ღვთის შიში და სად იწყება ღვთის სიყვარული.

- ღვთის შიში სიმშვიდის დაკარგვას ხომ არ ნიშნავს?

- პირიქით, ის უდიდეს სიმშვიდეს მოიცავს. შიში უფლისა სულაც არ მოითხოვს მუდმივ მოლოდინს იმისას, რომ ღმერთი დაგსჯის. ღვთის შიში ნიშნავს, მოერიდო მრუდე გზით სიარულს, ღმერთის საწინააღმდეგო ქმედებებს.

- სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, ქრისტიანობა ღმერთის შიშს არ ემყარება...

- თუ ამას არ იზამ, დაისჯები - ამ პრინციპს არ ეფუძნება ქრისტიანობაში ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა. ასეთი იყო ძველი აღთქმის ეკლესია, სადაც პირდაპირ იყო განსაზღვრული, რის გამო რით ისჯებოდა ადამიანი. ახალი აღთქმის ეკლესია კი დაფუძნებულია უფლის სიტყვებზე: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი". მიუხედავად უამრავი ცოდვისა, ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ჩაეჭიდოს უფლის ხელს და ისე ამოვიდეს ცოდვის მორევიდან. ცოდვებს მხოლოდ ჩვენ ვერ მოვერევით; ამისთვის უფლის შეწევნაა საჭირო. მაცხოვარმა თავის თავზე აიღო ჩვენი ხსნა. ჩვენ კი მხოლოდ ერთს მოგვიწოდებს: ვაღიაროთ შეცოდებანი, მოვინანიოთ და ვეცადოთ, აღარ გავიმეოროთ. უფლის ამგვარი დამოკიდებულება უდიდესი ნუგეშია ადამიანისთვის, ჩვენს საქმესა და ღვაწლს კი იმიტომ ითხოვს, რომ თანამონაწილენი ვიყოთ ჩვენივე ცხონებისა, გადარჩენისა.

ღმერთი თავისთან მოგვიწოდებს. უფალთან მიმავალ გზაზე კი ხან წაიქცევი, ხან ეკალ-ბარდებში ჩავარდები, ხან დაიღლები, მაგრამ მაინც აგრძელებ სვლას. მთავარია, ისე არ დაეცე, რომ ადგომა ვეღარ შეძლო. წაქცეული მალევე უნდა წამოდგე და გაორმაგებული შემართებით განაგრძო უფლისკენ სწრაფვა. ამ ბრძოლას, მასთან მისვლის სურვილს აუცილებლად შეიწირავს უფალი. სხვათა შორის, ამ გზაზე უამრავი შიშია, მაგრამ ყველა მათგანი დაიძლევა უფალზე მინდობითა და სიყვარულით.

- რამდენად შესაძლებელია შიშის დაძლევა და როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?

- ადამიანები ვართ, ხან გვეშინია, ხან - არა. ხანდახან საფრთხე იმდენად რეალურია, რომ არ გეშინოდეს, გიჟი უნდა იყო. შიშთან დამოკიდებულებაა მთავარი. გონივრული მიდგომით ხორციელი შიშის დათრგუნვა შესაძლებელია. უშიშრობა და თავდადებაც სწორედ აქედან ჩნდება. ბუნებრივი თავდაცვის ინსტინქტი მოგვიწოდებს, ესა თუ ის ნაბიჯი არ გადავდგათ, მაგრამ შიშზე უფრო მაღალი ჭეშმარიტი ღირებულება გვიბიძგებს, თავი დავდოთ ღვთისა თუ მოყვასისთვის. სწორედ ესაა უშიშრობა და არა ის, რომ ადამიანს საერთოდ არ გააჩნდეს შიშის გრძნობა, ვერ გრძნობდეს საფრთხეს - მაშინ აზრი დაეკარგება თავდადებასაც და მოწამეობასაც.

მახსენდება, ერთხელ საფარის მონასტერში მივდიოდი. ზამთარი იყო, თოვლი იდო. მანქანამ ვერ შეძლო მონასტრამდე მისვლა. ბევრი არ მიფიქრია, გადავწყვიტე, ფეხით გამეგრძელებინა გზა. მოსაღამოებული იყო, მალე ჩამობნელდა კიდეც. გზად ერთი ფერმა უნდა გამევლო, სადაც ძაღლები ჰყავდათ. მივუახლოვდი ფერმას და გამოცვივდნენ კიდეც ყეფით. რა თქმა უნდა, შიშიც თავისთავად მოვიდა. ვიფიქრე: "რომ გავიქცე, არ ივარგებს; არ გავიქცევი და დამგლეჯენ..." არადა, ყვირილი და საშველად ხმობაც მომერიდა. დავფიქრდი: მონასტერში მივდივარ, კეთილ გზას ვადგავარ, თუ უფალს სურს, ამ გზაზე რაიმე შემემთხვეს, იყოს ნება ღვთისა. ასეთ ადგილას მიმავალი რომც მოვკვდე, არაფერია-მეთქი. ამით ვინუგეშე თავი. შემდეგ ისიც გავიფიქრე, იქნებ უფალმა ასეთი წრილმანის გამო არ გამიმეტოს, დამკბინონ ძაღლებმა და ამით გადავრჩე-მეთქი. ამასაც ავიტანდი ჩემი ცოდვების საზღაურად. მესამე ვარიანტიც რჩებოდა: ეგებ მშვიდად გავეტარებინე ძაღლებს. ასე გავაანალიზე შექმნილი ვითარება. სამივე შედეგი მისაღები გახდა ჩემთვის, თითქოს შიშიც სადღაც გაქრა. იესოს ლოცვას ვიმეორებდი და პირჯვრის წერით განვაგრძობდი გზას. ძაღლები მომცვივდნენ, ლაქუცი და კუდის ქიცინი დამიწყეს. ფერმიდან მონასტრამდე ტყე მქონდა გასავლელი. ამ ტყეში მგლებიც იყვნენ. ერთ-ერთი ძაღლი მცველივით გამომყვა და ტყეს რომ გავცდი, უკან გაბრუნდა. უფალს მინდობილი ასე მშვიდობითYმივედი მონასტერში.

- ლოცვა ახსენეთ. რამდენად გვეხმარება ის შიშის დაძლევაში?

- ცხადია, ლოცვა შიშის დაძლევაში გვეხმარება. ყველა ლოცვა, ფაქტობრივად, სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ან შეწევნა ვთხოვოთ უფალს, ან მადლობა გადავუხადოთ. როგორც კი სასიკეთო რამ მოხდება, მაშინვე უნდა გაგვახსენდეს ღმერთი და მადლობა შევწიროთ. სამწუხაროდ, ზოგჯერ გვავიწყდება, მადლიერება გამოვხატოთ ღვთის მიმართ; გვგონია, რაც ხდება, ჩვენივე დამსახურებაა.

შიშის გრძნობის დაძლევისთვისაც უფალს უნდა მოვუხმოთ, შეწევნა ვთხოვოთ და მივენდოთ.

- გვმართებს თუ არა ბოროტის შიში?

- თუკი იტყვი, ისეთი მაგარი ვარ, ბოროტი ვერაფერს დამაკლებსო, აუცილებლად გავნებს ეშმაკი. ამ მხრივაც ზომიერნი უნდა ვიყოთ. ფსალმუნში ვკითხულობთ: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!" ნუ შეგეშინდება ბოროტისა ისე, რომ ღვთის ნება უარყო და უსასოობაში ჩავარდე, მაგრამ იმდენად კი უნდა გეშინოდეს, რომ სიფრთხილე გამოიჩინო. არ გათავხედდე ისე, რომ თქვა: აი, მოვერიე ბოროტსო - ამ დროს უფალს კარგავ. ნუ გგონია, შენით დაამარცხე ეშმაკი - ღვთის შემწეობის გარეშე ეს კაცს არ ძალუძს.

- ადამიანს ყველაზე ხშირად სიკვდილის შიში აწუხებს...

- სიკვდილის შიში იმ მოვლენის წინაშე დგომის შიშია, რომელიც ჯერ უცნობია შენთვის. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანი სიკვდილის შიშს ღვთის შიშზე წინ აყენებს. ასეთ დროს მას შეუძლია, უღალატოს კიდეც ღმერთს. არადა, სიკვდილის შიში ყველაზე დიდია ხორციელ შიშებს შორის. თუკი ის წარმოშობს განწყობას, მუდმივად აცნობიერებდე გარდაცვალების შემდეგ უფალთან წარდგომის გარდუვალობას, - ამას სიკვდილის ხსოვნა ჰქვია. სიკვდილის ხსოვნა კი აუცილებელია ადამიანისთვის. ყველა ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება გავიდეს ამ ქვეყნიდან და თავისი ცოდვები მძიმე ტვირთად დააწვება. გვახსოვდეს: ყოველი დღე შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს, ამიტომ ნურასოდეს გადავდებთ სინანულს ჩვენი ცოდვების გამო.

თუ ღვთის შიშს სიკვდილის შიშმა აჯობა, ლაჩარი გამოდიხარ. თუკი ვერ გაიაზრებ, რომ სიკვდილის შიშზე მაღლა უფლისა და მოყვასის სიყვარული დგას, - ეს შიში ადამიანობას დაგაკარგვინებს. ცხოველსაც კი შეუძლია იმდენი ერთგულების გამოვლენა, რომ სიკვდილის შიშზე მაღლა პატრონის სიყვარული დააყენოს. ამის უამრავი მაგალითი ვიცით წმინდანთა ცხოვრებიდან. წმინდა გერასიმეს მოთვინიერებულმა ლომმა წმინდანის სიკვდილის შემდეგ უარი თქვა საკვების მიღებაზე და მის საფლავზე დალია სული. ადამიანი კი ხშირად სიკვდილის შიშის გამო ისეთ უმწეობას ავლენს, ბრძოლის ველიდანაც გარბის და მეგობარს საფრთხეში ტოვებს... არადა, დიდი შოთასი არ იყოს: "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი".

- თანამედროვე ადამიანს, რომელიც თითქოს უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე მისი წინაპრები, უფრო მეტი რამის ეშინია...

- ძველადაც და ახლაც უფალზე მინდობილ კაცს ერთნაირი დამოკიდებულება აქვს ხორციელი შიშების მიმართ. განსხვავება ამ მხრივ, ვფიქრობ, არ არის. უბრალოდ, დღეს უფრო მეტნი არიან ისეთები, რომლებიც უფალს კი არ ანდობენ თავიანთ ცხოვრებას, არამედ მატერიალურზე, ტექნიკის მიღწევებზე ამყარებენ იმედს. არსებობს უამრავი თანამედროვე დაცვის სისტემა, რომელთა ტყვეობაში მოქცეული ადამიანიც, ფაქტობრივად, კარგავს თავისუფლებას.

არსებობს ავადმყოფობის შიშიც. ზოგიერთს ისე პანიკურად ეშინია სხვადასხვა სნეულებისა, რომ ე.წ. პროფილაქტიკის მიზნით მზად არის, უამრავი ახალი პრეპარატი მიიღოს და ასე დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა. არადა, ვინც ბევრ წამალს სვამს, შესაძლოა, ის სხვაზე მეტად იყოს მიდრეკილი ავადმყოფობისკენ. როცა ადამიანი ავადაა, ცხადია, მკურნალობა ესაჭიროება, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. მცირე დოზით შიშიც სასარგებლოა, რათა გამოფხიზლდე. შიში ზოგჯერ იმპულსია იმისა, რომ საფრთხის მოახლოება იგრძნო და სწორად მოიქცე. როცა მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობ, ბუნებრივია, შიშიც გიჩნდება. ამის შემდეგ უნდა გამოიჩინო იმდენი გონიერება, რომ განსაჯო - დაემორჩილო ამ შიშს თუ ამაღლდე მასზე. თუკი მანქანა გეჯახება, შენ კი, ნაცვლად იმისა, გვერდი აუქციო, მაინც მისკენ მიდიხარ, - მხოლოდ იმიტომ, რომ არ გეშინია, - ეს უკვე სისულელეა. სახარებაშიც წერია: თუ შენ ხუთი ათასი მებრძოლი გყავს, მტერს კი ათი ათასი, გაუგზავნე მოციქული, რათა შეუთანხმდე, რომ ბრძოლა არ დაიწყო და არ დამარცხდე. ეს შიში როდია, ამას სიფრთხილე ჰქვია.

ავადმყოფობასა და განსაცდელს ადამიანი ისე უნდა ხვდებოდეს, როგორც წყალობას ღვთისას. მათ გამო კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ უნდა უხაროდეს. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ უფალი განსაცდელს განსაკურნებლად გვიგზავნის. მაშინ შიშიც აღარ გვექნება.

- ადამიანებს მეორედ მოსვლის შიშიც აქვთ, ეშინიათ განკითხვის დღისაც...

- ხშირად მეორედ მოსვლას საშინელებად ხატავენ და, ბუნებრივია, ადამიანს შიში იპყრობს. ცხადია, ყოველივე, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია ახლა, წაიშლება და თავდაყირა დადგება, მაგრამ ერთადერთი მიზნით: ბოროტება უნდა დაითრგუნოს და საბოლოოდ დამარცხდეს. ეს კი ქრისტიანისთვის სიხარულის მიზეზი უნდა იყოს და არა პანიკური შიშისა. უფალი მობრძანდება - ეს ხომ უზარმაზარ სიხარულს ნიშნავს და მისთვის მზადებაა საჭირო. მართალია, მეორედ მოსვლის ჟამს ადამიანი ბევრ განსაცდელს გაივლის, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება და სიხარულით შეიცვლება. მაცხოვარი ამბობს კიდეც: "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი". უფალი აგრეთვე ბრძანებს: "ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი, გრწმენინ ღმრთისა..." ვინც ბოლომდე მიენდობა უფალს, საფრთხის დროსაც კი არ დაკარგავს სიმშვიდეს.

რაც შეეხება განკითხვის დღის შიშს, ადამიანი მუდმივად უნდა ფიქრობდეს, ისე იცხოვროს, რომ უფალთან წარდგომილი არ შერცხვეს გავლილი გზის გამო და ჯოჯოხეთი არ დაიმკვიდროს. ჩვენი სულიერი დაცემულობის გამო შეშფოთება გვმართებს, თუმცა მხოლოდ შეშფოთება როდი კმარა; საჭიროა მუდმივი მცდელობა, რათა ამოვიდეთ ცოდვის მორევიდან და იმაზე ბევრად უკეთესნი გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით.

გვახსოვდეს: არ უნდა შეგვეშინდეს იმდენად, რომ ამ შიშმა უფალი დაგვაკარგვინოს. მედგრად დგომა კი მხოლოდ უფლის შეწევნითაა შესაძლებელი.
ბეჭდვაელფოსტა
21.12. 2015
Violeta
Gaixaret meufeo da gmadlobt sworad da garkvevi gadmochemistvis,shishi uflisa unda gagvachndes,magram chvenive shishma ufali ar unda dagvakargvinos.bevrs nishnavs morwmunes sworad miawodo azri gvtisa.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat