უფალი თითოეულ ადამიანს იმ გზას სთავაზობს, რომლითაც ყველაზე მეტად გაუადვილდება მასთან მისვლა
უფალი თითოეულ ადამიანს იმ გზას სთავაზობს, რომლითაც ყველაზე მეტად გაუადვილდება მასთან მისვლა
ადამიანი რომ ცხონდეს, მარადიული ნეტარებით დატკბეს, უპირველესად ღმერთი უნდა ირწმუნოს, უფლის ძიებისა და შემეცნებისთვის დაიხარჯოს, ამის გარეშე გადარჩენა, სულის ხსნა შეუძლებელია. სული მხოლოდ უფალში პოვებს მოსვენებას. ღვთის შემეცნების გზებსა და მნიშვნელობაზე გვესაუბრება ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა კირიონ მუშკუდიანი:

- სახარების თანახმად, ერთ-ერთი მწიგნობრის მიერ დასმულ კითხვას, თუ რომელია უმთავრესი მცნება სასუფევლის დასამკვიდრებლად, მაცხოვარი პასუხობს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა". სწორედ ეს მცნებაა საფუძველი ქრისტიანული სჯულისა. უპირველესად ღვთის სიყვარულს უნდა მივაღწიოთ, უფალთან მივიდეთ და შევიმეცნოთ. ღვთის მაძიებელი ადამიანი ჯერ გულით შეიყვარებს ღმერთს, რაც თანდათან სულშიც გადადის. ამის შემდეგ იწყებს ღმერთის გონებით შეცნობას, გონებით განჭვრეტს ჭეშმარიტებას. საბოლოოდ ადამიანი აღწევს იმას, რომ "ყოვლითა ძალითა" - სხეულით ანუ საქმეებით ადიდოს უფალი, საქმეებითაც გამოხატოს ღმერთის სიყვარული.

წყარო, საფუძველი ღვთის შემეცნებისა არის რწმენა, ღვთის არსებობის დაჯერება. თუ ადამიანმა არ ირწმუნა ღმერთის არსებობა, მას არც მისი შემეცნების სურვილი გაუჩნდება. ადამიანს ჭეშმარიტებამდე ვერც მხოლოდ რწმენა მიიყვანს და ვერც მხოლოდ შემეცნება; ღმერთთან მისასვლელად მან ორივე უნდა შეიძინოს.

რწმენა ანუ არხილულის დაჯერება უმოკლესი გზაა ღმერთთან მისასვლელად, როდესაც ადამიანი ყოველგვარი კვლევა-ძიების გარეშე ენდობა საეკლესიო სწავლებას, სჯერა გარდამოცემის. მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ღმერთთან მისასვლელად, ღვთის არსებობის დასაჯერებლად მეცნიერული კვლევა-ძიება და არგუმენტები სჭირდება. წმინდა თომა მოციქულის მაგალითი გავიხსენოთ...

პეტრე მოციქული ყოველგვარი კვლევა-ძიების გარეშე მივიდა ღვთის რწმენამდე, შეიმეცნა უფალი, როდესაც მაცხოვარს უთხრა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა". ამ აღიარების გამო მიმართავს უფალი მას: "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". წმინდა მამები განმარტავენ, რომ აქ მაცხოვარი პეტრე მოციქულის რწმენას გულისხმობს - "კლდეს" უწოდებს არა პეტრეს, არამედ მის რწმენას ძე ღვთისას მიმართ. ე.ი. პეტრე მოციქულმა მხოლოდ რწმენით შეიმეცნა ღმერთი.

თომა მოციქულს კი ღმერთთან მისასვლელად კვლევა-ძიება და არგუმენტები დასჭირდა. გავიხსენოთ, რას ეუბნება თომა დანარჩენ მოციქულებს, როდესაც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ახარეს: "ვიდრე მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და მასში საკუთარ თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი საკუთარ ხელს, არ ვიწამებო!" მას უფალი ეცხადება და უჩვენებს იმას, რაც მისთვის ჭეშმარიტებამდე, ღმერთამდე მისასვლელადაა საჭირო. თომა მოციქული ხომ სწორედ ამის შემდეგ აღიარებს მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს ღმერთად: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი" - მიმართავს მას. ასევე ეჩვენება ყველა ადამიანს უფლის ძალა, თუკი ის ღმერთს ეძიებს. ღვთის მაძიებელს თავად უფალი შეეწევა ჭეშმარიტებამდე მისვლაში.

თომა მოციქულის ეჭვი უფალმა ჩვენი ეჭვის გასაფანტად გამოიყენა, ჩვენ ხომ, თომასგან განსხვავებით, ხორციელი თვალით ვერ ვხედავთ უფალს. ისიც გავიხსენოთ, რას ეუბნება მაცხოვარი თომას: ნეტარ ხარ შენ, რამეთუ მიხილე და მირწმუნე, მაგრამ უფრო ნეტარი ისაა, ვინც არ მიხილავს და ისე მირწმუნებს.

ღმერთთან ყველა ინდივიდუალური გზით მიდის. ზოგი მეცნიერული, სამყაროს შემეცნების გზით რწმუნდება ღვთის არსებობაში. წმინდა ბარბარემ ხომ სწორედ ამ გზით დაიწყო ღვთის ძიება - კოშკში გამომწყვდეული ქალწული შვებას ბუნების სილამაზის ჭვრეტაში პოვებდა. იგი გრძნობდა, რომ ამ უჩვეულო მშვენიერების შემქმნელი ყოვლისშემძლე არსება უნდა ყოფილიყო. სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოველივესი. წმინდა ქალწულს გული კარნახობდა, რომ სამყაროს ერთი შემოქმედი უნდა ჰყოლოდა და არა მრავალი, როგორც ამას წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ...

ზოგი განსაცდელს ან დიდ სიხარულს მიჰყავს ღმერთთან. უფალი თითოეულ ადამიანს იმ გზასა და საშუალებას სთავაზობს, რომლითაც ყველაზე მეტად გაუადვილდება მასთან მისვლა, ღვთის შემეცნება.

- უფლის შემეცნების შესაძლებლობა ხომ ყველა ადამიანს ენიჭება?

- ღმერთთან მისვლის შესაძლებლობა ყველას აქვს ბოძებული, მაგრამ უპირველესად ამის სურვილი უნდა ჰქონდეს. ადამიანი ხომ თავისუფალი ნების მქონე არსებაა. ზოგი თავისი თავისუფალი ნების გამოხატულებას ღმერთის ძიებაში პოვებს, ზოგი - გარემო პირობების მოწყობაში. წუთისოფელს მიჯაჭვული ადამიანის თავისუფალი ნებაც ხორციელი სიამეების მოპოვებაზე ზრუნვისკენაა მიმართული. თუ კაცმა გულისა და გონების განწმენდაზე არ იზრუნა, მიწიერზე არ ამაღლდა, ღმერთს ვერ დაინახავს.

წმინდა ბარბარე წარმართი დიდგვაროვანის შვილი გახლდათ. მამას კოშკში ჰყავდა გამომწყვდეული, მაგრამ რადგან ჭეშმარიტების შემეცნების, სამების დიდების სურვილი გაუჩნდა, უფალმა ისეთი ადამიანები მიუვლინა, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთთან მისვლაში, უფლის შემეცნებაში დაეხმარნენ.

ეთიოპიელი საჭურისის მოქცევაც გავიხსენოთ. მასაც მოუვლინა უფალმა ბარაბა მოციქული, რომელმაც ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცია.

უფალს არ ჰყავს გამორჩეული ხალხი, მას ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს და ყველას ცხონება სურს. ცხოვრების მანძილზე თითოეულ ადამიანს აძლევს ჭეშმარიტების შემეცნებისა და ცხონების საშუალებას. არ არსებობს ადამიანი, - სადაც არ უნდა იყოს დაბადებული და რომელ სარწმუნოებასაც არ უნდა მისდევდეს, - რომ უფალმა მასთან მისვლის საშუალება არ მისცეს, რადგან ღვთის წინაშე წარდგომისას სასაყვედურო არ ჰქონდეს, უფალს არ აყვედროს, - შენ რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი, გადავრჩებოდიო.

ღმერთის რწმენისა და შეცნობის შესაძლებლობა ადამიანს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეძლევა, უმძიმეს ცოდვაში მყოფსაც კი. იუდას მაგალითი გავიხსენოთ. როდესაც იგი თავს იკლავდა, ხის ტოტი ძირს დაიწია - უფალმა კიდევ ერთხელ მისცა მისკენ მიბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ მასში იმდენად დიდი იყო ამპარტავნების გრძნობა, რომ ჭეშმარიტება ვერ დაინახა. ფეხები მოკეცა და თავი მაინც ჩამოიხრჩო. უფლის გვერდით ჯვარცმულმა ავაზაკმა კი სწორედ სიცოცხლის ბოლოს შეიმეცნა უფალი, შეინანა და ცხონდა. ფარისევლებმა და მღვდელმთავრებმაც სწორედ ამპარტავნების გამო ვერ შეიმეცნეს უფალი. ყველა მღვდელმთავარმა, მწიგნობარმა და ფარისეველმა ზუსტად იცოდა მაცხოვრის გამოჩენის ნიშნები, მაგრამ იმდენად იყვნენ ამპარტავნებით შეპყრობილნი, ამ ცოდვით იმდენად ჰქონდათ დაბნელებული გონება, რომ რადგან უფალი მათთან არ მივიდა, მათ არ გამოეცხადა, მისი დანახვა და შეცნობაც არ ისურვეს. უფალი სიმდაბლით მოვიდა, მათ კი ამ სიმდაბლეში ვერ დაინახეს ზეციური, ღვთაებრივი ძლიერება. მათი ამპარტავნებით დაბნელებული გონება ამქვეყნიური დიდებისა და სიკეთისკენ იყო მიმართული.

- შეძლებს თუ არა ადამიანი გულისა და გონების განწმენდას, გამზადებას უფლის მისაღებად და შესამეცნებლად ეკლესიისა და მოძღვრის გარეშე?

- უფალმა ჯერ მამამთავრები მოავლინა ამქვეყნად, შემდეგ - პატრიარქები, მეფეები, მაგრამ რადგან ხალხმა ვერ გაიგო ჭეშმარიტების გზა, თვითონ მოვიდა, რომ კაცობრიობისთვის ჭეშმარიტების შემეცნებისა და თავის გადარჩენის გზა ესწავლებინა. ეს არის უფლის ცხოვრება შობიდან ჯვარცმამდე, კაცობრიობის გამოხსნამდე. ვინც თავისი ცხოვრებით განკაცებულ უფალს მიემსგავსება, ამისთვის დაიხარჯება, გადარჩება კიდეც, რადგან მან პოვა ცხონების გზა.

უფალმა ეკლესია დააარსა და ღვთისმსახურები დაგვიდგინა, რათა მათი მეშვეობით სწორი გზით ვიაროთ მისკენ, უფლის შემეცნება გაგვიადვილდეს. ეკლესიისა და ღვთისმსახურის გარეშე ღმერთთან მისვლა და ცხონება შეუძლებელია. აქ არის განსაზღვრული გზაც და ჭეშმარიტებაც. ეკლესია ქრისტეს სხეულია, თავი ეკლესიისა კი ქრისტეა. უფალმა იმიტომ მოგვცა სხეული, რომ თავისთან მიგვიყვანოს.

- შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა ღმერთის შემეცნებაში სრულყოფილებას მიაღწიოს?

- უფლის შემეცნებას დასასრული არ აქვს. ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდება, ვიდრე ადამიანი წუთისოფლიდან არ გავა.

- უფლის მაძიებელი, მოღვაწე ადამიანის სული ამ სოფლიდან გასვლის შემდეგ დაუსრულებელი ნეტარებით, უფალთან მყოფობით დატკბება. წუთისოფელშიც ხომ შეიძლება მოვიპოვოთ ნეტარების განცდა ღვთის შემეცნებისკენ განუწყვეტელი სწრაფვის, მოღვაწეობის სანაცვლოდ?

- ბევრმა წმინდანად შერაცხულმა ადამიანმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი უდაბნოებსა და უკაცრიელ ადგილებში განმარტოებულ მოღვაწეობაში გაატარა, სრულიად მოიზღუდა თავი წუთისოფლისგან. არც საზრდელი ჰქონდათ, არც შესამოსელი, არც საცხოვრისი, მხოლოდ უფალს უძღვნიდნენ თავს. მათი სული სწორედ ნეტარებას განიცდიდა უფლის შემეცნებისკენ განუწყვეტელი სწრაფვის სანაცვლოდ. ამიტომაც, ღმერთთან მყოფობის, მისთვის მოღვაწეობის გარდა, აღარაფერი აინტერესებდათ. ამ ადამიანებმა უფალი დაინახეს და მათთვის ყველაზე აღმატებული ეს განცდა გახლდათ.

უფლის შემეცნება, ღვთის შენს გულში შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად შორდები წუთისოფელსა და მის სიამეებს. რაც მეტად შეიმეცნებ ღმერთს, მით მეტად განერიდები, მოიკვეთ მატერიალურ, ხორციელ სიკეთეებზე ზრუნვასა და წუხილს და ნეტარებისკენ იწყებ სვლას.
ბეჭდვაელფოსტა
22.01. 2017
....
წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი კია სურათზე, მაგრამ წაღვრის წმინდა ნინოს ეკლესიაა.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat