მე შეგიყვარებ, უფალო, მადლს შემოგწირავ და ვაღიარებ შენს სახელს, რადგანაც იმდენი ბოროტება შემინდე და იმდენი უკეთურება მომიტევე
მე შეგიყვარებ, უფალო, მადლს შემოგწირავ და ვაღიარებ შენს სახელს, რადგანაც იმდენი ბოროტება შემინდე და იმდენი უკეთურება მომიტევე
"აქებდენ უფალსა მაძიებელნი მისნი"
ღმერთს ჩვენი მადლობა არ სჭირდება, რადგან იგი სრულყოფილია, მაგრამ ჩვენ კი აუცილებლად გვჭირდება უფლის სიკეთე. ღვთისადმი მადლიერებით ღრმავდება ჩვენი სიყვარული მის მიმართ. წმინდა ისააკ ასური წერს: "წყალობის მიმღების მადლიერება აღძრავს მის გამცემს, უწინდელზე მეტი წყალობა მოიღოს". ყოველგვარი სიკეთე ღვთისგანაა და ადამიანის ვალია, ღმერთს მადლობდეს ამისთვის.

მაგრამ ვინ აძლევს რწმენას კაცს, რათა მოუხმოს მას? - ისევ და ისევ უფალი. თვითონ ღმერთი მოუხმობს ადამიანს ყველა იმ ნიჭის წყალობით, რომლებსაც ანიჭებს მას.

მარად ახალი და მარად ძველი
უსაზღვრო და გამოუთქმელია ღვთის დიდება, ადამიანი უნდა მადლობდეს უფალს იმიტომ, რომ ღმერთი არის "უზენაესი, უკეთილესი, მძლეთამძლე, ყოვლადძლიერი, ყველაზე გულმოწყალე და სამართლიანი; ყველაზე იდუმალი და ყველგან მყოფი; უმშვენიერესი და უმტკიცესი; უძრავი და გონებამიუწვდომელი; თვით უცვლელი და ყოვლის მცვლელი; მარად ახალი და მარად ძველი; მარად ქმედითი და მარადიულ სიმშვიდეში დავანებული... იგი კრებს, თუმცა არაფერი სჭირდება; ქმნის, ზრდის, სრულყოფს; ეძებს, თუმცა ყოვლის მფლობელია; უყვარს, მაგრამ როდი მღელვარებს; ეჭვობს, მაგრამ არ შფოთავს; ნანობს, მაგრამ როდი ვალალებს; მრისხანებს, მაგრამ აუმღვრეველია; ყველაფერს აგროვებს, რასაც პოულობს და არაფერს კარგავს; მან არ იცის, რა არის ნაკლულოვანება და მოგებით ხარობს; არ არის ხარბი და ვახშს კი მოითხოვს; არავის არაფერი აქვს ისეთი, რაც ღმერთის კუთვნილება არ არის; იგი ვალს იხდის, მაგრამ მას არავისი არაფერი მართებს; სესხს აბრუნებს, მაგრამ არაფერი აკლდება" (ნეტარი ავგუსტინე). ვინ დათვლის ღმერთის სიკეთეებს? მასზე ვერაფერს ვიტყვით ისეთს, მისი ღირსი რომ იყოს.

რას ნიშნავს ღმერთი ადამიანისთვის
ან რას ნიშნავს ადამიანი ღმერთისთვის?
გავიხსენოთ უფლის ქველმოქმედებანი ადამიანების მიმართ. წმინდა ბასილი დიდი წერს: "არმყოფობიდან მოყვანებულნი ვართ მყოფობად; შექმნილნი ვართ ხატად დამბადებლისა; გვაქვს გონება და მეტყველების უნარი, რაც ჩვენი ბუნების სრულყოფილების გამომხატველია და რომელთა მეოხებითაც შევიცანით ღმერთი. შეცოდების შემდეგ უცხო ვექმენით რა ღმერთს, კვლავ მოწოდებულნი ვართ მასთან თანაზიარობისთვის, ოდეს გამოგვიხსნა მხოლოდშობილმან მან სისხლითა თვისითა, სამარცხვინო მონობისგან. ხოლო სასოება მომავალი აღდგომისა, ანგელოზებრივი ნეტარებით ტკბობისა, ზეციური სამეფო, აღთქმული სიკეთენი მრავლად აღემატება გამოთქმის უნარს". ამას ემატება ყოველი ადამიანისათვის პირადად მინიჭებული სიკეთეები. უფალი თავისი გულმოწყალებით ეუბნება ადამიანის სულს: "არქუ სულსა ჩემსა, მხსნელი შენი ვარ მე" (ფს. 34). ამის გაგონებისთანავე იგი მყის მიაშურებს და მიეახლება უფალს.

ღმერთი მფარველობს ადამიანს დედის საშოდანვე. მშობლები და ახლობლები, ღვთის მიერ ჩანერგილი სიყვარულის წყალობით, უშურველად უძღვნიან ბავშვს ყველა იმ სიკეთეს, რაც ღვთისგან მიუღიათ. ღმერთი ზრუნავს ადამიანზე ჩვილობიდანვე. მას "ჩვენი თმაც დათვლილი აქვს" (მათე 10, 30).

უფალი მოწყალეა მაშინ,
როცა ჩვენი ცოდვების გამო "გვსჯის"
ღმერთს უნდა ვმადლობდეთ არა მხოლოდ სიკეთისთვის, არამედ განსაცდელებისთვისაც, რომლებიც მისი განგებით მოგვევლინება ხოლმე. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის განგება სამართლიანია და მას ჩვენი სულისთვის უმჯობესი სურს. მაგრამ ადამიანი იკითხავს, თუკი განსაცდელის გამო დრტვინვას დავიწყებ და ცოდვაში ჩავვარდები, მაშინ როგორღა უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემი სულისთვის უმჯობესია? დრტვინვას მოუთმენლობა იწვევს, როდესაც ადამიანი ღვთის ნებას ეწინააღმდეგება. მაგრამ ღმერთმა იცის, რა საზომით მოუშვას ჩვენზე განსაცდელი: "სარწმუნო არს ღმერთი, და არა გიტევნეს თქვენ განცდად უფროს ძალისა თქვენისა" (I კორინ. 10, 13). ზოგჯერ გვგონია, რომ უფალი დუმს და უგულისხმოდ ტოვებს ჩვენს ტკივილებს მოწეული განსაცდელების გამო. როდესაც ჩვენ არ ვითმენთ განსაცდელს, სიმდაბლით არ შევიწყნარებთ და მისგან გაქცევას ვცდილობთ, მაშინ იგი უფრო მძაფრდება. განსაცდელის ჟამს ხშირად ვშფოთავთ, თავს ვიმართლებთ და სხვას ვადანაშაულებთ. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, ვერანაირ სარგებელს ვერ ვპოულობთ.

პავლე მოციქული ევედრებოდა ღმერთს, ტანჯვა ამარიდეო, მაგრამ ღმერთმა არ უსმინა, რადგან მისთვის უმჯობესი უნდოდა: "კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (II კორინთ. 12,9). რაც არ უნდა მოხდეს, მაინც არ უნდა ვთქვათ, რომ ღმერთი უსამართლოა. წმინდანები, რომლებმაც უმაღლეს სათნოებას მიაღწიეს, თავს განსაცდელების ღირსად მიიჩნევდნენ. მიიჩნევდნენ, რომ უარეს მწუხარებას იმსახურებდნენ. ერთხელ, როდესაც ერთი წმინდანი ღმერთმა განსაცდელისაგან გაათავისუფლა, მან იკითხა: "უფალო, არა ღირს ვარ, რაითამც მცირე რაიმე გულსა შემაკლდა შენთვის?" დავით მეფსალმუნე აკნინებდა თავის თავს და ამბობდა: "მატლ ვარ და არა კაც, საყვედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა" (ფს. 21).

განსაცდელი ადამიანს ამდაბლებს: "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფს. 50) ან "მოიქეცით ჩემდა, შვილნო, და მე განვკურნე წყლულებანი თქვენნი, იტყვის უფალი" (იერემია 3,22). ამბა დოროთე ამბობს, "ტანჯვა უფლის მოწყალებას მოიზიდავს, როგორც ქარი - წვიმას და როგორც ხშირი წვიმა ალპობს ხის ჯერ კიდევ უსუსურ ნაყოფს, ხოლო ქარი ახმობს მას და განამტკიცებს, ასევე, სულს აზიანებს შვება, უზრუნველობა და განსვენება. ხოლო ჭირი და განსაცდელი აძლიერებს მას და ღმერთთან შეაერთებს, როგორც წერილ არს: "უფალო, ჭირსა შინა მოგიხსენონ შენ" (ესაია 33,2).

***
ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, "ღმერთი ჩვენი ცოდვებისთვის სამართლიანად მოგვაგებს სანაცვლოს, რადგან ყოველი შეცთომილი სული თავის თავშივე იმარხავს სასჯელს". სულში ხმას იმაღლებს უფლის სიმართლე (სინდისი - გულში ჩაწერილი ღვთის კანონი) და იგი ყვირის: "არ არის ასე, არ არის ასე!" რა სურს კაცის სულს? იგი მაშინ მშვიდდება, როცა ადამიანი გმობს თავის ცდომილების გზას, რათა უფლის წრფელი გზა შეიყვაროს. უფლის გულმოწყალებით განერიდება ადამიანი ყოველგვარ საცთურს. "შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე" (ფს. 102). ცოდვა-ბრალის მორევში დანთქმული ადამიანი შორდება უფალს, მაგრამ ახლოსაა უფლის ყოვლისმძლეობა, თუნდაც ჩვენ თვითონ შორს ვიყოთ მისგან. უფალს საზარელი უფსკრულიდან ამოჰყავს სული: "იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთიდან ქვესკნელისა" (ფს. 85).

ჩვენს უკეთურ ზრახვებს უფალი აღკვეთს: "თავისი მოალერსე ხელით გლეჯს იმ წვეტიან ეკლებს, რომლებიც არ ხარობენ მის სამოთხეში. ვერავინ გაექცევა უფლის მათრახს. მაშინ, როდესაც სიტკბოებას ცოდვაში ვეძებთ, იგი თავისი მკაცრი გულმოწყალებით უმწარეს იმედგაცრუებას უზავებს ცოდვის სიტკბოებას, რათა ვეძებოთ ის სიტკბოება, რომლისთვისაც უცხოა იმედგაცრუების სიმწარე. მხოლოდ ღმერთშია შესაძლებელი წარუვალი სიტკბოების პოვნა. უფალი ტკივილით გვინიღბავს შეგონებას, გვწყლავს, რომ განგვკურნოს; გვკლავს, რომ უიმისოდ არ მოვკვდეთ". უფალია ერთადერთი პატრონი ადამიანის სულისა.

ნეტარი ავგუსტინე წერს: "მე შეგიყვარებ, უფალო, მადლს შემოგწირავ და ვაღიარებ შენს სახელს, რადგანაც იმდენი ბოროტება შემინდე და იმდენი უკეთურება მომიტევე! შენს წყალობას და გულმოწყალებას ვუმადლი იმას, რომ ყინულივით დაადნე ჩემი ცოდვები: ის ბოროტებაც, ჩემივე ნებით რომ ჩავიდინე, და ისიც, რისი ჩადენაც შენმა გულმოწყალებამ აღმიკვეთა. ვინ, თავის უმწეობაზე დაფიქრებული რომელი კაცთაგანი გაბედავს, საკუთარ ძალმოსილებას მიაწეროს თავისი უმანკოება თუ უბიწოება და ამრიგად მის გულში თანდათანობით მიინავლოს შენი სიყვარული, თითქოს აღარ სჭირდებოდეს შენი გულმოწყალება, რომლითაც მიუტევებ ცოდვებს შენდამი მოქცეულთ? მაშ, დაე, ნუ დამცინებს კაცი, ვისაც უხმე და ვინც კვლავაც გამოჰყვა შენს ხმას, რისი წყალობითაც თავი დააღწია იმას, რასაც ჩემს აღსარებებში ამოიკითხავს; მე ხომ სნეული ვიყავი და შენ განმკურნე, ან, უფრო სწორად, საშუალება არ მიეცი სნეულებას, უფრო ღრმად გაედგა ფესვი ჩემს სულში. დაე, ამის გამო ჩემსავით არა, ჩემზე მეტადაც შეგიყვაროს, რაკიღა დაინახავს, ვინ დამიხსნა ცოდვათა კირთებისგან, და მიხვდება, ვის უნდა უმადლოდეს, რომ თვითონაც არ გაებას ცოდვის მახეში".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat