უფალს სურს, განსაცდელებით მიგიახლოვოს და მასთან იყო
უფალს სურს, განსაცდელებით მიგიახლოვოს და მასთან იყო
ბერ იოსებ ათონელის წიგნში "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა" ვკითხულობთ: "სოლომონ ბრძენი ამბობს: "შიში უფლისა - დასაბამი სიბრძნისა". მამები ეთანხმებიან. მეც გეუბნებით: ნეტარი და სამგზის ნეტარია "კაცი, რომელსა ეშინის უფლისა". ამ შიშისაგან ჩნდება ნდობა ღვთისადმი და ადამიანს მთელი არსებით სწამს, რადგან ღმერთს მიუძღვნა თავი, ღმერთიც ზრუნავს მასზე; და საჭმლისა და თავშესაფრის გარდა, რომელზე საფიქრალადაც ისევ ღმერთი აღძრავს ადამიანს, სხვა საზრუნავი არ აქვს, უფლის ნების მიმდევარი გულწრფელად ემორჩილება მას.

მაშ ასე, როდესაც ეს რწმენა დამკვიდრდება, სრულიად უსარგებლო გახდება ცოდნა, რომელსაც ეჭვი შეაქვს ყველაფერში, ასუსტებს და ხშირად ართმევს კაცს რწმენას.

მაგრამ როცა მრავალი გამოცდის შემდეგ რწმენა გაიმარჯვებს, მაშინ ცოდნა გარდაიქმნება და მას ეძლევა სულიერი ცოდნის ნიჭი, რომელიც რწმენას კი არ უპირისპირდება, არამედ მისი ფრთებით დაფრინავს და საიდუმლოთა სიღრმეებს იკვლევს. ამის შემდეგ რწმენა და ცოდნა, ცოდნა და რწმენა - განუყრელი დები ხდებიან.

მოდით, ჩვენ, ვინც თავი ღმერთს მივუძღვენით, გამოვცადოთ საკუთარი თავი, გვაქვს თუ არა ასეთი რწმენა, თუ ცოდნა ბატონობს. და თუკი რწმენის მიმღები ყველაფერს ღმერთს მიანდობ, მაშინ ღმერთს აუცილებლად შემწედ გაიხდი. ამიტომ თუნდაც ათჯერ გამოიცადო და სატანამ ცდუნება დაგიწყოს რწმენის შესასუსტებლად, ათასგზის სიკვდილი არჩიე და ცოდნას არ დაუჯერო. ამით საიდუმლოების კარი გაიღება და გაგიკვირდება, რომ ადრე ცოდნის ბორკილებით იყავი შებოჭილი, ახლა კი, მიწიდან ამაღლებული, ღვთაებრივი ფრთებით დაფრინავ და თავისუფლების სხვაგვარ ჰაერს სუნთქავ, რასაც სხვები მოკლებულნი არიან.

თუ ხედავ, რომ ცოდნა ზეობს და უმნიშვნელო საფრთხის დროსაც კი იბნევი და სასოწარკვეთილება მოგიცავს, იცოდე - ჯერ არ შეგიძენია რწმენა და, ამდენად, ჯერ კიდევ არ ამყარებ ღმერთზე მთელ იმედს, რომ მას შეუძლია შენი ხსნა ყოველგვარი ბოროტებისგან. ამიტომ შეეცადე, გამოსწორდე, რომ არ მოაკლდე ამ უდიდეს სიკეთეს.

და როცა თავიდანვე შევიცნობთ, რომ ღმერთია ყოველგვარი სიკეთის შემოქმედი, მამა, განმგებელი და მფარველი, მაშინ უნდა ვირწმუნოთ ის მთელი სულითა და გულით და მხოლოდ მისი იმედი გვქონდეს. როცა ჩვენს თავზე გამოვცდით მის წყალობას, შევიყვარებთ, მაშინ მოყვასიც საკუთარი თავივით შეგვიყვარდება, რადგან გვეცოდინება, რომ ჩვენ, ყველანი, ბუნებით ადამისმიერი, ხოლო მადლით - ქრისტესმიერი ძმები ვართ... ვიდრე გაინძრევი ან რაიმე კეთილს თუ ბოროტს გაიფიქრებ, მაშინვე სუნთქვა, სული, როგორც ღვთიური შთაბერვა, ღმერთს შეატყობინებს. მოასწარი გააზრება, რას გააკეთებ და შემდეგ აამოქმედე სული ან სხეული.

ახლა წინასწარმეტყველის სიტყვებს ჩაუკვირდი: "წინაისწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის". მაშ ასე, განა ყოველთვის ღიაა შენი სულის თვალი, თუ გგონია, რომ რადგან ვერ ხედავ ღმერთს შენ გვერდით, ვერც ის გხედავს? ან, რადგანაც შენი გონება დახშულია, გგონია, შეგიძლია ღვთისგან დაფარულად აკეთო რამე? მაგრამ ის გხედავს, დარდობს და მხედველობაში არ იღებს შენს უძლურებებს, კიცხავს შენს მცირედმორწმუნეობასა და გონების დაბნელებას.

განა არ იცი, რომ ყოველთვის, ყოველგვარი საჭიროებისას იესოა მომნიჭებელი, ანუ აძლევს: მშიერს - საჭმელს, მწყურვალს - წყალს, ავადმყოფს - ჯანმრთელობას, შიშველს - სამოსს, მგალობელს - ხმას, მლოცველს - უწყებას, ყველას - ყველაფერს ხსნისთვის.

დამიჯერე, შვილო, რაც უნდა გვჭირდეს, ყველაფერში ქრისტეა სულისა და სხეულის საუკეთესო მკურნალი. საკმარისია გვქონდეს სრული თავისუფლება, სრულყოფილი სარწმუნოება და უყოყმანოდ ვენდობოდეთ მას.

რატომ გადავიწუროთ იმედი, თუკი ჩვენი ტკბილი იესო ასეთი კეთილი, მოწყალე და სახიერია? მცირედს ვითხოვთ, ის კი ბევრს გვაძლევს. სინათლის ერთ სხივს ვთხოვთ, ის მთლიანად თავის თავს - სრულ სინათლეს, ჭეშმარიტებას, სიყვარულს გვიბოძებს. ასე რომ, დამდაბლდი და მთელი შენი სასოება მასზე დაამყარე.

დამიჯერე, რადგან მართალს გეუბნები - მას შემდეგ, რაც მონაზონი ვარ, რამდენჯერაც ავად გავმხდარვარ, სრულებით არ მიზრუნია თავზე. არც არავისთვის მიმიცია უფლება, ჩემი სხეულის ჯანმრთელობისათვის ეზრუნა. მთელ სასოებას უსასყიდლო მკურნალზე ვამყარებდი.

რაღა გადარდებს, თუკი ღმერთი მუდამ გვერდითაა? "მის მიერ ცხოველი ვართ და ვიქცევით". ის თავის წიაღში გვატარებს. ღვთით ვსუნთქავთ, ღმერთი გვმოსავს, ღმერთს შევიგრძნობთ, ღმერთს ვიგემებთ საიდუმლოში. საითაც მიბრუნდები, საითაც გაიხედავ - ყველგან ღმერთია: ზეცაში, მიწაზე, უფსკრულში, ხეებში, ქვებში, შენს გონებაში, შენს გულში. განა ის ვერ ხედავს, რომ წვალობ და იტანჯები? უთხარი მას შენი საწუხარი და მიიღებ ნუგეშს, კურნებას, რომელიც არა მარტო სხეულს, არამედ უფრო მეტად შენი სულის ვნებებს განკურნავს.

***
გვესაუბრება ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი სქემმღვდელმონაზონი სვიმეონი (ცაკაშვილი):

- ნებისმიერი ქრისტიანის, სასულიერო პირის თუ ერისკაცის ცხოვრება ღვთის ნებით უნდა მიმდინარეობდეს. ადამიანისთვის უფლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. როგორც თევზი ვერ ცოცხლობს უწყლოდ, ასევე ვერ იქნება კაცი უფლის გარეშე. როცა ადამიანს ეკლესიასთან მუდმივი ურთიერთობა ექნება, მისი აზროვნებაც ღვთის ნებაზე იქნება აგებული და ღვთით გადაწყვეტს ყოველივეს.

თუკი გვსურს ღვთის ნება გამომჟღავნდეს, სასურველია, ხშირად ვიკითხოთ სახარება. ადამიანის ცხოვრების წესია სახარება, რამეთუ მასში უფალი ხშირად მოგვიწოდებს, იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი, და იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედნიო; ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხოთო; ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითაო. სახარებაში უფალი ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. ყოველდღიურად უნდა კითხულობდეს ადამიანი სახარებას და ცხოვრებაში ახორციელებდეს უფლის სწავლებას. ბასილი დიდი ამბობს: თუ გსურს ბოროტმა არ დაგცეს, მოძღვრის მიმართ გულწრფელი და მიმნდობი უნდა იყოო. ეს ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია სწორი, ქრისტიანული ცხოვრებისა და ბოროტისაგან თავის ასარიდებლად. ხშირად ჰგონიათ, ეკლესიურად ცხოვრობენ ან რაღაცისთვის ცხოვრობენ, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარ თავში არიან ჩაკეტილნი და საკუთარი წარმოდგენებით კმაყოფილდებიან. ხშირად ხიბლის გამო ზოგს ჰგონია, თუკი დიდხანს დადის ეკლესიაში, სხვების სწავლების უფლება აქვს. ხიბლი არის, როცა უსიყვარულოდ აკეთებ საქმეს. ამ დროს გგონია, რომ ამით ღვთისმსახურებას აღასრულებ. როგორ შეიძლება გაიგოთ, ამპარტავნებაში თუ ხართ? წმინდა მამები ამბობენ, თუ გწყინს საყვედური, შენიშვნა, ეს ამპარტავნების გამოხატულებააო.

ადამიანი ყველანაირად უნდა ცდილობდეს, სულიერად არ დაიჩაგროს და მუდამ ძლიერად იდგეს. ნებისმიერს შეიძლება უფალმა თავისი ნება განუცხადოს, მაგრამ მოძღვართან ამის გადამოწმება აუცილებელია. ამისთვის უნდა გყავდეს მოძღვარი. თუ მინდობილი ვიქნებით ღმერთსა და მოძღვარზე, მერწმუნეთ, რომ ღვთის ნებას მივიღებთ და არა იმას, რაც ჩვენ გვსურს. ღვთის ნების გაცხადებისთვის კარგი იქნება, თუ აღსარებით ჩვენს სინდისს განვიწმენდთ და სინდისის ხმას მივაქცევთ ყურადღებას. შინაგანად ადამიანს რამდენიმე ხმა აქვს - ღვთის, ადამიანის და ბოროტის. კარგი იქნება, თუ სინდისის ხმას გამოვარჩევთ და საკუთარ თავს ვკითხავთ სწორ არჩევანს. სინდისის ხმა არასოდეს გიღალატებთ, თუმცა, ისიც სიფრთხილით უნდა გამოვარკვიოთ. საკუთარი სინდისი და სახარება უნდა გავაიგივოთ. თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ეს სინდისის გამოძახილია.

ხშირად ბოროტი მრავალ კეთილ აზრს მოგგვრის. მერე ისეთს გაგიკეთებს, რომ ყველაფერს წყალში ჩაგიყრის. განსაკუთრებით ებრძვის ადამიანს ბოროტი ლოცვის დროს. თუ ვინმეზე გაბრაზებული ხარ, ძვირის ხსენებით მოგიდგება. თუ ამას აღიარებ, მოძღვარი გეტყვის, რომ ეს ბოროტისაგან მოდის. ბოროტიც ხომ გრძნობს ამ კარნახს. თუ ხედავს, რომ ბოროტ აზრებს აღარ იღებ, მერე უკვე ლოცვის დროს ისეთ კეთილ აზრებს გაწვდის, რომ მოგწყვეტს ლოცვას. გგონია, უფლისგან მოდის ამგვარი აზრები.

***
რატომ აღასრულებს ადამიანი ღვთის ნების საწინააღმდეგოს? კაცი ღვთის ქმნილებაა. შეუძლებელია ბოროტებას ემსახურებოდეს, მაგრამ უფალმა ხომ ყველას საკუთარი ნება მისცა - ნათელის ან ბნელის არჩევის უნარი. უფალი ბრძანებს: ადამიანი სულიერად ვაჭარი და მუდამ საუკეთესოს მძებნელი უნდა იყოსო. მაგრამ კაცი ცოდვის და ტკბობის მოყვარულია, კარგს კი არა, რაც მის ხორცს და ამ წუთისოფელს ესიამოვნება, იმას იძენს. ყველა ადამიანი სიკეთისა და სასუფევლისთვისაა შექმნილი, რამეთუ სასუფეველი კეთილი და წმინდა ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. რასაკვირველია, იქ ბოროტი ვერ შევა. კაცი მისი მაძიებელი უნდა იყოს. სასუფეველი იძულებით მოიპოვება. იძულება იმიტომაა საჭირო, რომ ბოროტი გაიძულებს - რაღაც განსაცდელით ან ტკბობით უნდა მიგიყვანოს ცოდვამდე. ზოგი ადამიანი საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ზოგიც მუდამ ძიებაშია. ხშირად ამ ძებნაში მხოლოდ ცუდს პოულობს.

***
უფალმა იცის, ვის რა დრო აქვს და ვინ როგორ იცხოვრებს. სნეულს, რომელიც ტკივილებს განიცდის, წმინდა მამების გადმოცემით, უფალი წმენდს ცოდვებისგან.

თითოეული ჩვენი ფიქრი, ეჭვი, განცდა კარგად იცის ღმერთმა და ნუგეშსაც გვაძლევს. ღმერთი სიყვარულია და მას სიყვარულითვე უნდა უპასუხო. ადამიანი ბედნიერი იქნება, თუ ღმერთთან ერთად იცხოვრებს. განსაცდელები მოვა, მაგრამ ბედნიერი მაინც იქნები. იობ მრავალვნებული ითმენდა ყოველივეს სიხარულით და მოთმინებით - იცოდა, რომ ღვთისგან იყო, ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც. ნებისმიერი განსაცდელი, პრობლემა, შეურაცხყოფა, ცილისწამება - ყველაფერი ღვთისგანაა.

***
შემთხვევით არაფერი ხდება. ვიდრე რაიმეს გადაწყვეტ, კარგად უნდა გააანალიზო. ბერობა შემთხვევით არ ხდება. ბერი მუდამ სიმდაბლისკენ უნდა მიილტვოდეს. ადამიანს მაგალითს აძლევს ეკლესია, ღვთისმსახური, ბერი, მონაზონი. თუ ბერმონაზვნობაში ვერ ხედავს საღვთო მოშურნეობას, მაშინ ისიც დაუძლურდება. თუ ბერი შემართებით ცხოვრობს, მის გვერდით მყოფი ერის ადამიანიც მიმბაძველია. თუ ბერი უდებებით, სიზარმაცით ცხოვრობს, ისიც სიზარმაცით იცხოვრებს. ადამიანი მარტო თავის ცოდვებს ვერ გადალახავს, თუ მოძღვარი არ დაეხმარა. ჩვენი ნუგეშიც ის არის, თუ ადამიანი მორჩილებით და ღმერთზე მინდობით იცხოვრებს.

რაც უფრო მეტად უახლოვდები უფალს, განსაცდელები მატულობს. ნებისმიერი განსაცდელი ღვთისგანაა და დასათმენია. ამით უნდა ვნუგეშობდეთ. უფალს სურს, განსაცდელებით მიგიახლოვოს და მასთან იყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat