გვიპოვნიეს სასურველი
გვიპოვნიეს სასურველი
კაცი, რომელიც ღმერთს ვერ აღმოაჩენს თავის ცხოვრებაში და არ მიუძღვნის მას თავის მომავალს, უნაყოფო ხეს ემსგავსება
ადამიანთა უმეტესობა ცხოვრებაში სიმშვიდესა და ბედნიერებას ვერ პოულობს, იმიტომ რომ იქ არ ეძებენ, სადაც შეიძლება იპოვონ. ბედნიერება თავად უფალშია, იმ რწმენაშია, რომელსაც ღმერთამდე მივყავართ. ბედნიერებაა, როცა შევიგრძნობთ უფალს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ეს რატომღაც არცთუ ისე იოლია. ვინ იცის, ღმერთი რამდენჯერ მოგვიკაკუნებს გულის კარზე, ჩვენ კი ვპასუხობთ: "მაპატიე, ახლა არ მცალია, დაკავებული ვარ..." ანდა სულაც არ ვცემთ ხმას - არც კი გვესმის კაკუნი კარზე ჩვენი გულისა, ჩვენი გონებისა, ჩვენი ცნობიერებისა თუ სინდისისა - ჩვენი ცხოვრებისა.

გვესაუბრება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი.

- როგორ იპოვეს მოციქულებმა მაცხოვარი?

- მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს თორმეტის გარდა 70 მოციქულიც ჰყავდა. ყველა მათგანი წარმოშობით ებრაელი და, ამდენად, ძველი აღთქმის სჯულის მემკვიდრე იყო. ძველი აღთქმა კი სხვა არაფერია, თუ არა მზადება ახალი აღთქმისთვის. ძველი აღთქმის ყოველი წიგნი, ყოველი წინასწარმეტყველება გამსჭვალულია მაცხოვრის, მესიის მოლოდინით. ცოდვით დაცემისთანავე ადამიანს მიეცა ნუგეში, რომ მუდმივ მწუხარებაში არ დარჩებოდა, მოვიდოდა დრო, როცა კვლავ სამოთხეში დაბრუნდებოდა. ამიტომაც დღიდან კაცობრიობის დაცემისა არ შეწყვეტილა მოლოდინი გამოხსნისა. მოციქულები, რომლებიც გულით ელოდნენ მესიას, შინაგანად იყვნენ გამსჭვალულნი გადარჩენის მოლოდინით. ისინი გახდნენ ღირსნი უდიდესი სასწაულისა - განკაცებული უფლის ამქვეყნად მოვლინებისა.

კანონიკურ სახარებებში საუბარია მოციქულთა გამორჩევის შესახებ. მაგალითად, იოანეს სახარება მოგვითხრობს, როგორ გამოირჩია უფალმა ზებედეს ძენი იაკობი და იოანე, აგრეთვე მოციქულები პეტრე და ანდრია. საუბარია იმაზეც, თუ როგორ მივიდა უფალთან ნათანაელი...

ამ ყველაფრიდან საცნაური ხდება ჩვენთვის, რომ ეს ხალხი შინაგანად განიცდიდა სინანულს როგორც პიროვნული ცოდვების, ისე კაცობრიობის ცოდვილი მდგომარეობის გამო.

მათი მოლოდინი მესიისა იმდენად ძლიერი იყო, რომ უფლის წინამორბედს, იოანე ნათლისმცემელსაც კი ემოწაფებოდნენ. მაგალითად, ზებედეს ძენი თავდაპირველად იოანე ნათლისმცემელს დაემოწაფნენ, ხოლო შემდეგ - მაცხოვარს.

ამრიგად, ეს გახლდათ ლოგიკური შედეგი იმ სულიერი მოლოდინისა, რომელიც ძველი აღთქმის მთელ რიგ ადამიანებს ჰქონდათ, ამ შემთხვევაში - მომავალ მოციქულებს, რომლებიც შემდგომში უფალმა ცოდვათა გახსნისა და შეკვრის უდიდესი სულიერი ძალით აღჭურვა.

- იქნებ გვესაუბროთ იუდაზე, მოციქულზე, რომელმაც იპოვა უფალი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგა...

- ვიცით, რომ მოციქული იუდა თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. მას შემდეგ, რაც უფალმა ქადაგება დაიწყო, გვერდიდან არ მოშორებია, ვიდრე გასცემდა. იუდა გახდა მოწმე სასწაულებისა, იმ ქადაგებებისა, რომლებსაც წარმოთქვამდა მაცხოვარი იერუსალიმსა თუ გალილეაში.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე სახარებაში რამდენჯერმე წინასწარ მიანიშნებს იმ ფაქტზე, რასაც მომავალში ისკარიოტელი მოიმოქმედებს. "განა თორმეტი არ გამოგირჩიეთ, ერთი თქვენგანი კი ეშმაკია", - ამბობს იგი. ხოლო საიდუმლო სერობაზე უფალი პირდაპირ განაცხადებს, თამამად, ყველას წინაშე, რომ მისი გამცემი იქვეა, ახლოს. მოციქულები იწყებენ დრტვინვას, ეჭვის მიტანას ურთიერთზე. უფლის გამცემი კი იუდა ისკარიოტელი აღმოჩნდა.

აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ვიდრე უფალი ამაღლდებოდა ზეცად და მოციქულებზე სულიწმინდის მადლი გადმოვიდოდა, მაცხოვრის მოწაფეები მეტ-ნაკლებად ნაკლულევანნი იყვნენ რწმენაში. მოციქულებს ბოლომდე არ ჰქონდათ გაცნობიერებული, ვინ იდგა მათ წინაშე. მათ ჭეშმარიტება სრული სისავსით არ ჰქონდათ გაცხადებული. ეს მოხდა მხოლოდ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ. თუმცა სხვებზე გაცილებით ნაკლულევანი აღმოჩნდა იუდა ისკარიოტელი. მოციქული იოანე პირდაპირ წერს მასზე, იუდას ყულაბა ებარა, სინამდვილეში კი ქურდი იყოო. მას უზნეო თვისებებიც ჰქონია.

იუდამ მაცხოვარი 30 ვერცხლად გასცა - მოხდა ის, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ძველ აღთქმაში. თუმცა იუდას შეეძლო შეენანა ჩადენილი დანაშაული. მაგრამ მისი სინანული ნაყოფიერი არ აღმოჩნდა - გამცემი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მორწმუნეს შეიძლება დღესაც დაებადოს კითხვა: "მაპატიებს კი უფალი?" უნდა გვახსოვდეს, ღმერთი მოწყალეა და თუ ჭეშმარიტი სინანული გვაქვს, აუცილებლად შეგვინდობს.

სამწუხაროდ, იუდას ჭეშმარიტი სინანული არ აღმოაჩნდა და თავისი სასოწარკვეთილება საქმით დაადასტურა - თავი მოიკლა. თვითმკვლელობით კი სამუდამოდ დაიხშო სასუფევლის კარი.

მოციქული პეტრეც უარყოფს სამგზის უფალს, ამბობს, რომ არ იცნობს მას; მაგრამ უჩნდება უდიდესი სინანული, რომელსაც უფალი იწყნარებს.

"საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ როგორ აირჩევენ მოციქულები იუდას ნაცვლად მატათას, რომელიც ათორმეტი მოციქულის რიცხვში შედის.

- მენელსაცხებლე დედებს წილად ხვდათ ბედნიერება ადამიანთა საცხოვნებლად განკაცებული ძე ღვთისას ხილვისა და მსახურებისა, ისინი გახდნენ უფალი იესო ქრისტეს ტანჯვის მოწმენი...

- უდიდესია მენელსაცხებლე დედათა ღვაწლი. ისინი ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა, ვითარცა მოციქულთა სწორნი. მენელსაცხებლე დედები მაცხოვარს დღედაღამ ემსახურებოდნენ, მის ქადაგებებს ისმენდნენ და ყოველივეს გულში ინახავდნენ. როცა მაცხოვრის ჯვარცმისას მოციქულები შეშინდნენ, დედებმა სძლიეს შიშს და არ განეშორნენ იესო ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ჯვარცმისას ისინი ღვთისმშობელთან ერთად იდგნენ გოლგოთის მთაზე. მენელსაცხებლე დედებმა იესო ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების შემდეგ თავიანთი ოჯახები დატოვეს და სახარების საქადაგებლად წავიდნენ. თითქმის ყველა მათგანი მოწამებრივად აღესრულა.

წმინდა წერილში მოხსენიებულია მათი სახელები: მარიამ მაგდალინელი, მარიამ კლეოპა, იოანა, სალომეა, მართა, მარიამი, სუსანა და მრავალი სხვა.

ზატიკის პერიოდში, თომას კვირის შემდგომ კვირას, ეკლესია დიდებითა და სიხარულით აღნიშნავს მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს.

როდესაც მათზე ვსაუბრობთ, გვახსენდება, რომ სახარების მიხედვით სწორედ ისინი გახდნენ პირველი მხილველნი მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრისა, თუმცაღა საეკლესიო ტრადიცია მკვეთრად განაჩინებს, რომ აღდგომილი უფალი პირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გამოეცხადა.

მენელსაცხებლე დედებმა არა მარტო იპოვეს უფალი, არამედ ბოლომდე ღირსეულად უერთგულეს მას.

- მამაო, რა შეიძლება იყოს ჩვენს მიერ უფლისთვის შეწირული ნელსაცხებელი?

- სიმბოლურად ნელსაცხებელი ყველა ადამიანმა უნდა შესწიროს უფალს. ჩვენი ნელსაცხებელი, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს სინანული და მისგან გამოწვეული გულწრფელი ცრემლი. გარდა ამისა, ყოველი კეთილი საქმე, სათნოებისკენ სწრაფვა, რაც უწყვეტ ჯაჭვად უნდა გასდევდეს ქრისტიანის ცხოვრებას, თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ უფლისთვის შეწირულ ნელსაცხებლად.

- ღმერთთან მიახლების პროცესი მთელი ცხოვრება გრძელდება. ზოგი სიყრმიდანვე უფლის სიყვარულითა და რწმენით არის დაჯილდოებული, ზოგიც მწუხარებითა და განსაცდელებით მიდის უფალთან, ზოგი კი ცდილობს იწამოს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან არ ან ვერ მისდევს მაცხოვრის ხმას...

- ადამიანის ცხოვრების საზრისი უფლის ძიება, მასთან ყოფნაა. კაცი, რომელიც ღმერთს ვერ აღმოაჩენს თავის ცხოვრებაში და არ მიუძღვნის მას თავის მომავალს, უნაყოფო ხეს ემსგავსება. უფალთან მისასვლელი გზები სხვადასხვაგვარია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება მყარი აფექტიდან აღმოცენებული რწმენა. ცხადია, განსაცდელს ხშირად მივყავართ უფალთან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით მყარი და ძლიერია რწმენა მაშინ, როცა ადამიანი გაცნობიერებულად, გონივრული გამოკვლევის შედეგად მიდის ქრისტეს ეკლესიაში და გადაწყვეტს, ამიერიდან არც ერთი წამი აღარ იყოს მის ცხოვრებაში უფლის გარეშე.

ღმერთმა უკეთ იცის ჩვენი გზები, ჩვენი მომავალი. წმინდა სახარებაში უფალი ბრძანებს, თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ ჩამოვარდება ჩემი ნების გარეშეო, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთის ნებაა, როდის დადგება ჩვენს ცხოვრებაში სულიერი გარდატეხის პერიოდი და როდის მივუძღვნით ცხოვრებას შემოქმედს.

უნდა გვახსოვდეს: თუკი ადამიანს გულით სურს უფლის პოვნა, შეუძლებელია ეს ვერ შეძლოს, ისევ და ისევ ღვთის შემწეობით.

ზოგჯერ ამბობენ: მინდა ვირწმუნო, მაგრამ არ მეძლევა რწმენაო. არ ეძლევა იმიტომ, რომ არ ცდილობს; მხოლოდ სიტყვიერად ეძებს რწმენას, საქმით კი არასოდეს ადასტურებს, ამიტომაც მუდმივად განიცდის მსოფლმხედველობრივ კრიზისს. შესაძლოა, ასეთი ადამიანი ისე გავიდეს ამ სოფლიდან, რომ ღმერთი ვერ აღმოაჩინოს, ანდა სიკვდილის წინ გააცნობიეროს, რომ ამაოდ იცხოვრა. მაგალითად, ცნობილი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა შუალედური მდგომარეობით მართლმადიდებლობასა და ანტიმართლმადიდებლობას შორის. მთელი ცხოვრება ცდილობდა, უფალი ეპოვა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი აზროვნება - ნაცვლად იმისა, თანდათანობით დაახლოებოდა შემოქმედს - სულ უფრო და უფრო შორდებოდა მას. საბოლოოდ, 1900 წელს ეკლესიამ განკვეთა კიდეც ტოლსტოი თავისი რიგებიდან.

ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის, ფილოსოფოსის, მწერლის, ხელოვანის, მეცნიერის ცხოვრებაში შეიძლება აღმოვაჩინოთ მსგავსი ბიოგრაფიული ხარვეზები.

ყველა იმ ადამიანმა, რომელიც სულიერ კრიზისში იმყოფება, შეიძლება თავი ინუგეშოს სახარებისეული სიტყვებით: "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ"; ხოლო ვინც გულით ეძებს, ის უეჭველად იპოვის.

- როდესაც გული შეხვდება უფალს, იპოვის მას, ამის შემდეგ რამდენად რთულია ამ მდგომარეობის შენარჩუნება? უფალი ხომ მუდმივ თავგანწირვასა და ერთგულებას მოითხოვს ჩვენგან...

- ეს ყველაზე პრობლემური კითხვაა თანამედროვე სამრევლო ცხოვრებაში. თვითონ ჩემი, როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი მღვდლის, ქადაგებების დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხის გაშუქებას ეძღვნება; განსაკუთრებით მრევლის იმ ნაწილთან, რომელიც დღეს აქტიურად, ერთგულად დადის ტაძარში. მახსენდება ჩემი ბავშვობა, როდესაც ეკლესიაში, ჩემს მოძღვართან დავდიოდი. იმხანად იყვნენ ადამიანები, რომლებიც წირვა-ლოცვას არ აცდენდნენ, მოციქულთა ეპოქის ქრისტიანთა დარ მოშურნეობასაც კი იჩენდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეკლესიისკენ მიმავალი გზაც აღარ ახსოვთ, ბევრი მათგანი დაშორდა უფალს...

სამწუხაროა, როცა ადამიანი აფექტის შედეგად აღმოჩნდება რწმენაში. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, სასწაულზე დამყარებული რწმენა არასოდეს იქნება მყარიო. ჭეშმარიტად! თუ ჩვენს თანამედროვე სამრევლო პრაქტიკას დავუკვირდებით, დიდი მღვდელმთავრის სიტყვები საცნაური გახდება.

ხანდახან ადამიანი თვითონაც ვერ ხვდება, ისე კარგავს ეკლესიურ ცხოვრებას. ეს იმის შედეგია, რომ მას არ სურს მოშურნეობა, საკუთარი თავის მართვა. გერმანელი ფილოსოფოსი ემანუელ კანტი ამბობს: "მართე შენი თავი, შენი ბუნება, თორემ ის გმართავს შენ". ეს მართლაც ასეა, რადგან თუკი ადამიანმა საკუთარი თავი არ აიძულა, მაშინ ქვენა გრძნობები, გულისთქმები, მცონარება დაიწყებენ მის მართვას, ამ პროცესის ლოგიკური შედეგი კი ქრისტესგან დაშორება იქნება.

ადამიანი, რომელიც უფლის სახლში მივიდა, აიყვანა სულიერი მოძღვარი, ჩააბარა აღსარება, სურს ცხონება, ქრისტემდე მისვლა, არც ერთი წამით არ უნდა იყოს მოშვებული, მოდუნებული, რადგან როცა არ ელის, სწორედ მაშინ ამოვარდება სამრევლო ცხოვრების კალაპოტიდან.

ყველაზე მეტად რისიც უნდა ეშინოდეს თანამედროვე მრევლის თითოეულ წევრს - ეს არის მისი აწმყო. უნდა ახსოვდეს, თუკი რამ გააჩნია, მხოლოდ უფლის შემწეობით და შესაძლოა დაკარგოს ყოველივე მცონარებითა და ამპარტავნებით. ამიტომაც უნდა გავაძლიეროთ ლოცვა სწორედ ღრმა ეკლესიურობის დროს, რათა ხვალინდელმა დღემ ღმერთს არ დაგვაშოროს.

ერთი პატარა სულიერი მარცხიც კი თუ ადვილად აპატია ადამიანმა თავს, დაწყებული ყოფილა მისი დაცემა, უკუსვლა ქრისტიანობაში.

- გამოდის, მორწმუნე არასოდეს უნდა დაკმაყოფილდეს სულიერ ცხოვრებაში მიღწეულით...

- რა თქმა უნდა. მაგალითად, ჩვენმა მრევლმა ზეპირად იცის პავლე მოციქულის სიტყვები: "მარადის უკანასკნელსა დავივიწყებ და წინასა მას მივეწევი". ეს ჩვენი სამრევლოს საღვთო ლოზუნგად გამოვაცხადეთ.

ჭეშმარიტი ქრისტიანი არასოდეს ჯერდება ერთხელ მიღწეულს, ის მუდმივად წინ მიისწრაფვის. ქრისტიანული ცხოვრება ხომ მარადიული წინსვლაა უფლისკენ. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ არა მარტო აქ, მიწიერ ცხოვრებაში, არამედ იქაც - მარადიულ ცხოვრებაში სული მუდმივად წინ მიისწრაფვის წმინდა სამების შემეცნებისკენ. ეს სწრაფვა დაუსრულებელია.

თუ დღეს რომელიმე ვნება ჩამოვიშორეთ, ხვალ სხვა ვნების ჯერი უნდა დადგეს. ვინაიდან ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში მუდმივად ცოდვის ჩადენის საშიშროების წინაშე დგას, ამიტომ არასდროს დადგება სულიერი ფარ-ხმლის დაყრის დროც.

- ხშირად ისეც ხდება, რომ უფალი გულის კარზე გვიკაკუნებს, ჩვენ კი გულგრილნი ვართ...

- ამ შეკითხვაზე პასუხი კითხვითვე უნდა დავიწყოთ: რა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი უფალს გულის კარს ვერ უღებს?

გავიხსენოთ იოანეს სახარების ის თავი, რომელიც ბზობის შესახებ მოგვითხრობს: მაცხოვარი იერუსალიმში შედის. უამრავი ადამიანი ეგებება, პალმის რტოებს, შესამოსელს უფენს და ადიდებს ღვთის ძეს. ამის შემდგომ მახარებელი ერთგვარად აფასებს ამ მოვლენას და ამბობს: ბევრმა ფარისეველმა იწამაო იმ დღეს იესო ქრისტე, მაგრამ იმის შიშით, სინაგოგებიდან არ მოეკვეთათ, არ აღიარეს, რადგან უფრო მეტად უყვარდათ დიდება კაცთა, ვიდრე დიდება ღმრთისა.

ხშირად ადამიანებს უფრო მეტად გვიყვარს მიწიერი ცხოვრება, ამქვეყნიური კეთილდღეობა, წუთისოფლისეული დიდება, ვიდრე დიდება ღვთისა. ქრისტეს უმთავრესი მოწოდება კი არის მზადება მარადიულობისკენ, იმ უხრწნელი სახლის შენება, რომელიც მხოლოდ სასუფეველში შეიძლება არსებობდეს და არა წარმავალ, მატერიალურ სამყაროში. აქედან გამომდინარე, სანამ ადამიანი ბოლომდე არ შეიძულებს წუთისოფელს, ჭეშმარიტად ვერ გაუხსნის გულს უფალს. სახარების თანახმად, ორი ბატონის მსახურება ხომ შეუძლებელია - ან ერთი უნდა უყვარდეს და მეორე სძულდეს კაცს, ან მეორე უყვარდეს და პირველი სძულდეს. თუ გსურს, ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, წუთისოფელს ვერ ემეგობრები. წმინდა წერილი ბრძანებს, წუთისოფლის მეგობარი ღვთის მტერიაო. იოანე სინელი კი წერს: თუ ჭეშმარიტად ფიქრობ სიკვდილზე, მარადიულ ცხოვრებაზე, ეს საქმით უნდა გამოავლინო; მაგრამ თუ სიკვდილსა და უფალზე ფიქრობ, იმავდროულად კი წუთისოფელიც გიყვარს, იმ ადამიანს ემსგავსები, რომელმაც ცურვის სწავლა გადაწყვიტა და წყალში ხელფეხშეკრული გადახტაო. რა არის მიზეზი, რომ ადამიანი ვერ უღებს უფალს გულის კარს? წუთისოფელზე მიჯაჭვულობა, ეჭვები... ადამიანი ფიქრობს, დავადგე კი ამ გზას? არის კი ეს გზა ჭეშმარიტი?

ბოროტს უამრავი სულიერი ხაფანგი აქვს. ერთ-ერთი მათგანი ეჭვია. ეშმაკის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება მაშინ მოხდა, როცა მან ადამიანს ათქმევინა, ბოროტება და, შესაბამისად, დაცემული ანგელოზი არ არსებობსო. ბოროტისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი იყო მაშინ - თუ ადამიანმა ჩათვალა, რომ ბოროტება არ არსებობს, ეშმაკს გაცილებით მეტი გასაქანი მიეცემა წუთისოფელში.

- ლოცვის დროს მორწმუნე უფრო ახლოსაა უფალთან?

- სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანს უფალთან საუბრისთვის დრო აღარ რჩება. როცა ვლოცულობთ, დაუჯდომელ საგალობლებს ვკითხულობთ, ძალიან ხშირად ამას მექანიკურად ვაკეთებთ, ამიტომ ამ დროსაც, ნაცვლად იმისა, რომ უფალს ვესაუბროთ და მასთან უხილავი კავშირი დავამყაროთ, ისევ მარტო ვრჩებით. ადამიანებს უჭირთ წირვა-ლოცვაზე დგომა ხმაურის გარეშე, ჯანმრთელი სულიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბება სიწმინდეების მიმართ. სამწუხაროდ, მრევლის დიდი ნაწილი არ ლოცულობს დილა-საღამოს, ან თუ ლოცულობს, ნაძალადევად, არ უხარია. ეს ყველაფერი გარკვეულწილად გამოიწვია მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმაც, რომლის წინააღმდეგი, სხვათა შორის, არც არასდროს ყოფილა და არც ახლაა ეკლესია. გერმანელი ფილოსოფოსი ჰაიდეგერი ამბობდა, ტექნიკა აუცილებელია, მაგრამ მას თავი არ უნდა შევაჭმევინოთო. თუკი ტექნიკური პროგრესის სამყაროში ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო შორდება, მას სულიერი სარგებელი აღარ ჰქონია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat