გული გონიერი
გული გონიერი
ღვთისმოშიშება გულიდან მომდინარე სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს
სახარების თანახმად, ერთ-ერთი მწიგნობრის მიერ დასმულ კითხვას, თუ რომელია უმთავრესი მცნება სასუფევლის დასამკვიდრებლად, მაცხოვარი პასუხობს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა..." უპირველესად გულით უნდა შევიყვაროთ ღმერთი, რადგან, როგორც პავლე მოციქული გალატელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში ბრძანებს, ადამიანი უფალს სწორედ გულში ხვდება. გული უფლისკენ სვლის, საბოლოოდ კი ზეციური ნეტარი ცხოვრებისა და ღვთის დიდების ხილვის საფუძველია. უფლის ძიებას და ღმერთის გულით შეყვარებას გული სიწმინდემდე მიჰყავს. სულის ხსნა სწორედ განწმენდილ, მხედველობის უნარის მქონე ანუ გონიერ გულში მდგომარეობს. ამიტომაც უსურვებს პავლე მოციქული ეფესელთ - ღმერთმა თვალნი გულისა განგინათლოთო...

გვესაუბრება მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა კონსტანტინე ლეკიშვილი:

- როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის დიდი გრძნობა, რომელსაც უფალი ჰქვია, ის მადლიანი გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია, გულში ჩაუდო და არა გონებაში. ღმერთმა სიყვარულის გრძნობა ყველა ჩვენგანის გულში ჩადო. ადამიანი თავის მხრივ უნდა აზროვნებდეს კიდეც და გონებით აკონტროლებდეს გრძნობებს, რათა სწორი, მართებული მიმართულება მისცეს, რადგან შესაძლოა მან თავისი გრძნობა ცოდვას დაუკავშიროს, ცოდვა შეიყვაროს. სწორედ გრძნობების მართებულად სამართავად მოგვცა ღმერთმა გონება.

რწმენა, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა უსაზღვროდ უნდა მოდიოდეს გულიდან, თუმცა აქაც კონტროლია საჭირო, რათა უკიდურესობამდე არ მივიდეთ. ის მოზღვავებული სიყვარულიც, გულში რომ გვაქვს, გონებით უნდა დავაბალანსოთ, დავარეგულიროთ.

ზოგჯერ ადამიანის გულში სიყვარულის გრძნობა მიძინებულია, მას არ შეუძლია უყვარდეს სათანადოდ. ამის გამოსწორება შეიძლება - შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღმერთისთვის. ამიტომ მას უნდა ვევედროთ, გულში მიძინებული სიყვარულის გრძნობა გამოაღვიძოს და გააღვივოს.

როდესაც ადამიანი ღმერთის გულით შეყვარებას მიაღწევს, მისი ცხონება რეალურია, მაგრამ ამ სიყვარულმა გულის წიაღში უნდა დაივანოს, ღრმად უნდა იდოს ჩვენს გულში.

- განწმენდილი ანუ მხედველი, გონიერიც ასეთი გული ხდება. როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას?

- უფალმა იმიტომ შექმნა ეკლესია, იმისთვის დაგვიდგინა მოძღვარი, რომ მათ აკონტროლონ და მართონ ყველაფერი, რაც ჩვენს სულიერ ცხოვრებას ეხება. სწორედ სულიერი მოძღვარი მიუძღვის ადამიანს ღვთისკენ სავალ გზაზე, რაშიც, ცხადია, გულის განწმენდა და გონიერ მდგომარეობამდე მიყვანაც იგულისხმება. როდესაც სულიერი შვილი მორჩილია თავისი მოძღვრისა, ასრულებს მის კურთხევას, ღვთის მადლითა და წყალობით ადამიანის ღვთისკენ სვლა წარმატებით სრულდება.

- ნეტარების მეექვსე მცნება გავიხსენოთ, რომლის თანახმადაც, უფალი ნეტარებს, ბედნიერებს უწოდებს წმინდა გულის ადამიანებს, რადგან მათ ელით უდიდესი სიხარული და ბედნიერება ღმერთის ხილვისა...

- უფალი ზეციურ ნეტარებას, განუზომელ ბედნიერებას - სასუფეველს ჰპირდება მათ, ვინც გულის სიწმინდეს მიაღწევს, გულში ცოდვას არ შეუშვებს - გონებით ისეთ მდგომარეობას მიაღწევს, რომ სრულად აღუდგება წინ გონებაში შემოსულ ცოდვილ აზრებს და გულამდე არ ჩაუშვებს. აქედან გამომდინარე, განიწმინდება ადამიანის გული, რომელიც საზღაურად სულის ცხონებას მიიღებს.

- თუ ადამიანი გულში არ იმარხავს ღვთის სიტყვას, ღვთის სწავლებას, მხოლოდ გონებით, შემეცნებით სულიერად ვერ წარემატება, ვერც მისი გული გახდება გონიერი, ვერ გააკეთებს სწორ, მართებულ არჩევანს, რომელიც მისი სულის ხსნას წაადგება...

- ამიტომაც არის საჭირო მოძღვართან შეთანხმება. ზოგიერთნი ძალიან კარგად აზროვნებენ, საუკეთესოდ ითვისებენ სასულიერო ლიტერატურას, მაგრამ თუ სულიერმა მოძღვარმა სწორი მიმართულება არ მისცათ, შესაძლოა მცდარ გზაზე დადგნენ. არიან უაღრესად განათლებული ადამიანები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ნაკლები რწმენა აქვთ. ეს საკმაოდ საშიშია, უპირველესად მათთვისვე, შემდეგ კი - ეკლესიისთვის. პიროვნება, რომელიც კარგად აზროვნებს, კარგად ითვისებს სასულიერო ლიტერატურასა თუ დოგმატებს, თუკი მთლიანად მიენდობა თავის გონებას, მოძღვართან ურთიერთობას და მორჩილებას კი გვერდზე გადადებს, - ბოროტის გზას გაჰყვება. ამიტომაც არის საჭირო, ადამიანი გულით მივიდეს უფალთან და არა გონებით. ღმერთთან გულით მისულ კაცს სიყვარული ამოძრავებს. ამ სიყვარულში მორჩილებაც იგულისხმება, რადგან სიყვარული მორჩილებას შობს. ან უნდა გეშინოდეს ღვთისა. ცხადია, უფლის უნდა გვეშინოდეს, მაგრამ, პირველ რიგში, სიყვარული უნდა გვქონდეს. ღვთისმოშიშება გულიდან მომდინარე სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს.

- სოლომონ მეფემ უფალს უპირველესად შესთხოვა, მიეცა მისთვის გული გონიერი. სანაცვლოდ კი ყოველივე სიკეთე ებოძა. რაზე მიანიშნებს, რაზე უნდა დაგვაფიქროს ამ მაგალითმა?

- როცა ადამიანი უფალთან მიდის, პირველ რიგში, გულს უნდა მიენდოს, რადგან, როგორც მოგახსენეთ, სიყვარულის უნარი სწორედ გულში ჩაგვიდო ღმერთმა.

უფალს შევთხოვთ: "გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა" - წმინდა გულსა და წრფელ სულში უკვე ყველაფერია ნაგულისხმევი. მთავარია უფალს დავით ფსალმუნთმგალობლის სიტყვებით გულით, გულწრფელად ვევედროთ.

- სამწუხაროდ, ზოგიერთი სრულებით არ ცდილობს გულის განწმენდასა და გონიერ მდგომარეობამდე მიყვანას...

- ამის უმთავრესი მიზეზი მცირედმორწმუნეობა ან ურწმუნოებაა. ადამიანი, რომელიც შორს არის უფლის რწმენისგან, შორს არის ეკლესიისგან, ცხოვრებასაც არაწორად წარმართავს, რადგან არ იცის, როგორ წარმართოს იგი, ამიტომ სიტყვიერადაც, გონებრივადაც და საქმითაც უმეტესწილად ცოდვას ემსახურება. ცხადია, ცოდვებს მორწმუნენიც სჩადიან, მაგრამ ისინი ცდილობენ, იღვწიან, რომ ცოდვისკენ მიდრეკილი გონება, გული და მთლიანად ადამიანური ბუნება უფლისკენ მიმართონ. სწორედ დაცემულ ბუნებასთან ბრძოლაში უნდა გავატაროთ ცხოვრება.

- თუნდაც მცირედმორწმუნე იყოს ადამიანი, თუკი ის ეკლესიის წიაღისკენ გადადგამს ნაბიჯებს, დაიწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, არ შეწყვეტს ღვთისკენ სვლას, არ დატოვებს ეკლესიის წიაღს, - საბოლოოდ გულითაც შეიყვარებს უფალს, მიაღწევს იმას, რომ მისი გული გახდეს გონიერი, - რასაც საბოლოოდ მთელი ადამიანის უფალში ყოფნა, განღმრთობაც მოჰყვება. მთავარია, სწრაფვა და წადილი არ შევწყვიტოთ...

- თუ კაცი წლების მანძილზე ურწმუნოდ, ეკლესიის გარეშე ცხოვრობს, ერთ დღეს კი ეკლესიური, სულიერი ცხოვრების დაწყებას გადაწყვეტს, ტაძარში, ეკლესიის წიაღში მის მისვლას, თავისთავად, გონება განაპირობებს და თავიდან მექანიკური იქნება. როცა ქალი შვილს შობს და პატარა მის გვერდით იზრდება, მათ შორის დედაშვილური გრძნობა თავიდანვე ღვივდება გულში და ბუნებრივია, მაგრამ ღვთის სიყვარული, სიყვარულის უნარი, რომელიც ღმერთმა ჩვენს გულებში ჩადო, თუ არ გავაღვივეთ, ჩანასახურ მდგომარეობაში დარჩება. თუკი შევთხოვთ უფალს, გაგვიღვივოს ეს სიყვარული, აუცილებლად შეგვისმენს და ადრე თუ გვიან, სწორედ იმ დროს, როცა საჭირო იქნება ჩვენი სულისთვის, მოგვანიჭებს გულისხმიერ სიყვარულს. მერწმუნეთ, აუცილებლად დადგება დრო, როცა ამას ვისწავლით.

- გულის განწმენდის, გონიერი გულის სანაცვლოდ რას იღებს ადამიანი?

- ჩვენი საბოლოო სულიერი მდგომარეობა სულის გადარჩენა, სულის ცხონებაა - ამისკენ უნდა მივმართოთ გონებაც, გულიც და ყველა ძალა, რომელიც უფლისგან მოგვეცა. ჩვენი პატრიარქი ქადაგებაში ხშირად ბრძანებს, ადამიანის სულის გადარჩენა ამქვეყნად იწყებაო. სამოთხეც და ჯოჯოხეთიც დედამიწაზევე იღებს სათავეს. ადამიანი აქვე აკეთებს არჩევანს - ირჩევს ან სამოთხის გზას და ცხონებას, ან ჯოჯოხეთს და დაღუპვას. თუკი კაცი წმინდა, მართალი გზით მიდის, - რაც, ცხადია, ცოდვების ჩადენას არ გამორიცხავს, - იგი ამ ცხოვრებაშივე იმზადებს ადგილს სასუფეველში. მართალ ცხოვრებაში, თავისთავად, განწმენდილი გულით, გონიერი გულით ცხოვრებაც იგულისხმება...

- ღმერთი გულთამხილავია, კარგად უწყის, რა ხდება თითოეული ადამიანის გულში. წყალობას, მადლსაც და სასჯელსაც გულის მდგომარეობის მიხედვით გვანიჭებს. უფალი ხომ ბრძანებს: "მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკმელთა" (გამოც. 2,23). ზოგჯერ ადამიანი გარეგნულად ყველაფერს სჯულისა და მცნებათა თანახმად ასრულებს, მაგრამ მის გულში საქმე სულ სხვაგვარადაა...

- მართლაც არსებობენ ადამიანები, - და შესაძლოა ჩვენც მათ რიცხვს ვეკუთვნოდეთ, - რომლებიც გარეგნულად მოწესრიგებულნი არიან, ღრმად მორწმუნეებს ჰგვანან, მაგრამ სული და გული დაბინძურებული აქვთ. თუმცა თუკი კაცი ფიქრობს თავის სულიერ მდგომარეობაზე, აკონტროლებს კიდეც მას და ცდილობს, გამოასწოროს. როცა ადამიანი ამას ცდილობს, მაგრამ ჯერ მხოლოდ გარეგნულად ასრულებს ეკლესიის მიერ მოცემულ წესებს, შინაგანად, გულით კი ვერ მიჰყვება, თუმცა ამის სურვილი აქვს, - უფალი მაინც შეიწყნარებს და ადრე თუ გვიან ამ მდგომარეობას მიაღწევს, მთავარია, არ თამაშობდეს, ნიღაბი არ ჰქონდეს აფარებული.

- სიკეთის ქმნისა თუ უკეთურების ჩადენის არჩევანსაც ხომ გულში ვაკეთებთ. ავი და კარგი ქმედებაც გულში ისახება და შემდეგ ხორციელდება. საბოლოოდ გული წყვეტს, შეიწყნაროს თუ არა გონებისგან მიწოდებული ესა თუ ის აზრი, გრძნობა...

- გულს თავისი დანიშნულება აქვს, მას შეუძლია უდიდესი სიყვარულიც დაიტიოს და უდიდესი სიძულვილიც, მაგრამ ამას გონება უნდა განსაზღვრავდეს. გონება ერთგვარი ფილტრია - ფილტრავს იმ რეალობას, იმ გრძნობებსა და აზრებს, რომლებიც ჩვენში შემოდის და შემდეგ უშვებს გულში. ამიტომაც არის, რომ თუ გონებაში ცოდვიან აზრს გავივლებთ, ცოდვად არ გვეთვლება, მაგრამ თუ გონებაში შემოსულ უკეთურ აზრს გულში ჩავუშვებთ, ცოდვის ჩადენამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩება. ასევე ხდება კეთილი, ღვთივსათნო აზრის შემთხვევაშიც.

თუ გონება გადაგვარებულია, არასწორად ფიქრობს, გულიც დაზიანებულია, გულიც დაავადებულია. ეკლესიაში კი იმიტომ მივდივართ, იმიტომ ვუერთდებით მის წიაღს, რომ სულიერად განვიწმინდოთ, განვიბანოთ და გონებაც და გულიც ღმერთისკენ მივმართოთ.

- ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა, სულის ცხონების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ლოცვაა, მაგრამ ლოცვაც გულისმიერი, გულიდან ამომავალი უნდა იყოს...

- ადამიანი მოწადინებული უნდა იყოს, რომ მისი ლოცვა გულიდან ამოდიოდეს, გულზე აისახოს. გულისმიერი ლოცვის შესახებ ძალიან ბევრი წმინდა მამა წერს, გვმოძღვრავენ, როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას. იესოს ლოცვა ძალზე ძლიერი ლოცვაა, მაგრამ შესაძლოა ისიც კი ზედაპირული, მხოლოდ გონებაში გამავალი დარჩეს და გულამდე ვერ ჩააღწიოს. წმინდა მამებს იესოს ლოცვისას სუნთქვის რიტმიც კი შერჩეული აქვთ, რომ იგი გულით წარმოვთქვათ და არამხოლოდ გონებითა და ენით. ზოგჯერ კი ლოცვა გონებაშიც არ რჩება და მას მექანიკურად წარმოვთქვამთ.

გულისმიერი ლოცვის ძალა ადამიანს უფალმა უნდა მისცეს. როცა ამას მივაღწევთ, ლოცვის თითოეულ ფრაზას გონებითა და გულით წარმოვთქვამთ, ხდება სინთეზი - შერწყმა გონებისა და გულის მდგომარეობისა. თუ კაცი შეძლებს, გულით ღმერთთან იყოს, გულში უფალი ჰყავდეს - ქვეყანაზე ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

წმინდა მამათა ცხოვრებიდან ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება: წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილს მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ გულზე სიტყვა "იესო" ეწერა ოქროს ასოებით.

- გულის განწმენდას, და საერთოდ, მთელი არსებით ღმერთში ყოფნას მიწიერ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ხომ სწორედ წმინდა მამები და უფლის წინაშე მართალი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები აღწევდნენ?

- სიტყვა წმინდაში, თავისთავად, უკვე ყველაფერია ნაგულისხმევი და ნათქვამი. მოღვაწე მამებს წმინდას ღვთის წინაშე მათი ჭეშმარიტად მართალი ცხოვრების გამო ვუწოდებთ. ისინი სიწმინდეში ცხოვრობდნენ, თუმცა ამავდროულად თავს უდიდეს და უკანასკნელ ცოდვილებად თვლიდნენ - სწორედ ეს იყო საფუძველი მათი სიწმინდისა, წმინდა ცხოვრებისა. წმინდა ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ზედმიწევნით შეასრულოს ყველა წესი და უცოდველად იცხოვროს; ეს არის საკუთარი სულიერი მდგომარეობის, საკუთარი ცოდვიანობის შეგრძნება და გააზრება. რაც მეტად შეიგრძნობს და შეიმეცნებს ადამიანი საკუთარ ცოდვებს, მით მეტად განიწმინდება. თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო - შესაძლოა, ცოდვათა დანახვამ და ცოდვილობის შეგრძნებამ კაცი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს.

ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა: ერთ სათნო ქალბატონს, რომელიც დავრდომილი გახლდათ, სამი წლის მანძილზე ვაზიარებდი. მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, სულიერად მხნედ იყო. ერთ დღეს იმდენად სასოწარკვეთილი დამხვდა, რომ ის სულიერი სიმაღლე და სიმტკიცე, რაც სამწლიანი ზიარების სანაცვლოდ მიეღო, სრულიად დაეკარგა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ საეჭვო სასულიერო გაზეთში ამოუკითხავს ასეთი ფრაზა - ჩვეულებრივი ადამიანი კი არა, შესაძლოა ზოგი წმინდანიც კი ვერ ცხონდესო. სწორედ ეს იყო მიზეზი მისი სასოწარკვეთილებისა. ამბობდა, თუკი წმინდანებიც ვერ ცხონდებიან, რაღა აზრი აქვს ჩემს ან აღსარებას, ან ზიარებასო. უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა, მისი სულიერი მდგომარეობა უწინდელ კალაპოტში რომ ჩამეყენებინა.

- ადამიანი საღვთო, საეკლესიო საიდუმლოებებს უპირველესად ხომ გულით შეიგრძნობს?

- ღვთიურ საიდუმლოთა შეგრძნება პირველ ყოვლისა მართლაც გულით ხდება, მაგრამ ამასაც გონება უნდა სდევდეს თან. როცა მორწმუნე საღმრთო ლიტურგიას ესწრება, უნდა აცნობიერებდეს, რისი სიმბოლოა ესა თუ ის ქმედება, რას მიანიშნებს და რას მოასწავებს. ცხადია, ადამიანი გულით უნდა იდგეს, გულით ლოცულობდეს, გულით მიენდოს და მიიღოს ყოველივე, რაც საღმრთო ლიტურგიისა და სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულების დროს ხდება, მაგრამ გონებითაც უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს ყოველივე, რაც ღვთისმსახურებისას ხდება.

- ზოგჯერ გული თითქოს რაღაცას გკარნახობს. გულს წინათგრძნობის უნარიც აქვს. როგორ ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევებში?

- ადამიანის სულიერ მდგომარეობას გააჩნია. თუკი კაცი ქრისტიანულად ცხოვრობს, ხშირი და მჭიდრო კავშირი აქვს მოძღვართან, შეუძლია, გულის კარნახს მიენდოს, ხოლო ღმერთს დაშორებული ადამიანის გულის კარნახი უმეტესწილად მართებული ვერ იქნება. საზოგადოდ კი, თუკი გული რაიმე მნიშვნელოვანს გვკარნახობს ან რაიმე მნიშვნელოვანი წინათგრძნობა გვაქვს, აუცილებლად უნდა მივმართოთ სულიერ მოძღვარს და მისი კურთხევით ვიმოქმედოთ, რადგან თვითმორჩილებით, საკუთარ თავზე მინდობით შესაძლოა სულიც კი დავიღუპოთ.
ბეჭდვაელფოსტა
29.07. 2021
dodo_mariami@yahoo.com
გაიხარეთ, მამა კონსტანტინე! საკვირველად შემეწია და, ვფიქრობ, სხა მრავალსაც, დღეისათვის ესოდენ საჭირბოროტო და საშური საკითხის თქვენმიერი განმარტება... უფრო კი იმ საქმეში, რომელითთაც, ღვთის წყალობით. ბოლოხანს ვარ დაკავებული. გმადლობ!!! უფალმა გაგაძლიეროთ და გულის სიხარულებით აღგავსოთ!
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat