სიმშვიდე უფლის დიდი მადლია და უხვად ეძლევა მათ, ვინც შერიგებულია ღმერთთან
სიმშვიდე უფლის დიდი მადლია და უხვად ეძლევა მათ, ვინც შერიგებულია ღმერთთან
როცა კაცი შფოთსა და სასოწარკვეთილებაშია, თანაც ვეღარ პოულობს ნავსაყუდელს, ასეთ დროს უფალი მას მშვიდობისმყოფელ მოყვასს მოუვლენს. ნუგეშს და მომავლის რწმენასაც მისცემს. გაგიკვირდებათ და, ქრისტიანულად, ეკლესიურად მცხოვრები ადამიანებიც ხშირად არიან ხოლმე მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ უფალი მათ შუა გზაზე არასდროს ტოვებს... რადგან თავად უფალია მშვიდობისმყოფელი, ბუნებრივია, რომ უფლის შვილები ანუ ჩვენ, ადამიანებიც, მის მსგავსად და ხატად უნდა ვსულდგმულობდეთ და ქვეყნად მშვიდობას ვფენდეთ... საკმარისია, უფლის მცნებებს ოდნავ აუქციო გვერდი, რომ ანგელოზის მსგავსად მოვლენილ ადამიანში დაიკარგება ყოველგვარი უფლისმიერი. ხოლო თუ ვის მიემსგავსება, ეს უკვე ადვილი მისახვედრია.

წირვის დროს მსახურებაში ითქმის: "ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ". თუ ამ სიტყვებს გულისგულამდე მივუშვებთ და ყურს მივუგდებთ, ამ ქვეყანაზე თითოეული ჩვენგანის ოჯახში თუ ახლობლებში უფლისმიერი სიმშვიდე დაივანებს და თავადაც გავხდებით მშვიდობისმყოფელნი.

ხშირად ადამიანებს მშვიდობისმყოფელად მონასტრული ცხოვრებაც მოევლინებათ. ზოგჯერ გულის კარნახით, ზოგჯერაც მოკეთეთა რჩევით, ისინი გარკვეული ხნით, შესაძლოა სამუდამოდაც, ბერმონაზვნებთან ყოფნას ირჩევენ. როცა იქაურ ცხოვრებას ითავისებენ და ხედავენ, თუ როგორი თავგანწირვით ემსახურებიან გამჩენ ღმერთს და როგორი დიდი სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ მონაზვნებს, უჩნდებათ სურვილი, მიემსგავსონ მათ და იცხოვრონ ანგელოზებრივი ცხოვრებით. თანაც სხვის მიმართაც გამოიჩინონ მშვიდობისმყოფლური და ღვთისნიერი დამოკიდებულება.

წმინდა ნექტარიოს დიდაქეს სწავლებით: "სიმშვიდე უფლის დიდი მადლია და უხვად ეძლევა მათ, ვინც შერიგებულია ღმერთთან და ასრულებს მის მცნებებს. სიმშვიდე არის სინათლე. ცოდვილს არ ძალუძს დამშვიდება. ებრძოლეთ ცოდვებს და ნუ დაგაფრთხობთ თქვენში აღგზნებული ვნებები. თუ გაიმარჯვებთ, მაშინ ვნებათა ეს წაქეზება გახდება მიზეზი თქვენი დამშვიდებისა და სიხარულისა. თუ დამარცხდით, მაშინ იშვება შფოთი და მწუხარება. თუ დიდი ბრძოლის შემდეგ კიდევ რჩება ცოდვის რაღაც ნაწილი, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ ბრძოლას, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებ და ისევ დაგიბრუნდება სიმშვიდე.

ეცადეთ, მშვიდობა გქონდეთ ყველას მიმართ და სიწმინდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს".

გვესაუბრება თბილისის ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი იოანე (გვაჯაია).

- ეკლესიაში მოსული ადამიანის სული მუდამ სიმშვიდეს გრძნობს. იგი მთელი არსებით გულღიაა ღვთის წინაშე და ცდილობს, ღვთის მიერ დადგენილი მცნებებით იცხოვროს. ღვთის სათნოდ მცხოვრები გამუდმებით ფიქრობს, რათა მის სულში, გულში დამკვიდრდეს სიმშვიდე და ამით მის გვერდით მყოფებსაც სიმშვიდე მოუტანოს.

ბოლო დროს მონასტერში მოდიან განსაკუთრებულ ცოდვაში მყოფი ახალგაზრდები - ნარკომანები, ლოთები, აზარტული თამაშების მიმდევარნი. მათ აბსოლუტურად დაკარგული აქვთ სიმშვიდე. მშვიდობისმყოფელად კი ეკლესია ევლინებათ. როდესაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი მერე სახეშეცვლილი კვლავ ბრუნდება ოჯახში, მისი ახლობლებიც თავს მშვიდად გრძნობენ. ადამიანი აღწევს სიმშვიდეს და ამით გარშემო მყოფებიც სიმშვიდეს ინარჩუნებენ. თუ ადამიანი თავად არ პოვებს სიმშვიდეს, ის ვერასდროს დაანახვებს მოყვასს მშვიდობისმყოფელობას.

მშვიდობისმყოფელები რომ ვიყოთ, ამისთვის აუცილებელია შევთხოვოთ უფალს მოწყალების მოღება - აღსარება. მოძღვართან, ოლარის ქვეშ უფალს შენდობას ვთხოვთ. მერე შენდობილი ადამიანი ეზიარება და მადლიერი ხდება. მადლიერი ადამიანი კი გარშემო სიმშვიდეს ჰფენს. ეკლესიის წიაღში მყოფი უდიდეს მადლს ღებულობს წმინდა ზიარების შემდეგ.

მონასტერში მოსული კი მთელი არსებით თავის ცხოვრებას ღმერთს უკავშირებს და მონასტრის ძმებთან და დებთან ერთად ღვთის დიდებაშია. მართალია, ოჯახის წევრებთან სიახლოვე ხშირად არ აქვთ, მაგრამ ლოცვითი კავშირი ერთმანეთის მიმართ მშვიდობისმყოფელად ევლინებათ.

- მამაო, მოძღვრებიც ხომ ხშირად გვევლინებიან მშვიდობისმყოფელებად?

- როდესაც ადამიანს მცირედმორწმუნეობა, განკითხვის ცოდვა, უსიყვარულობა, მრისხანება სძლევს, მოძღვარი ყველანაირად ცდილობს, მრევლს დაანახოს, თუ როგორ შეიძლება ადამიანის დამშვიდება. საკუთარ თავზე მინდობილი აუცილებლად შეცდება, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით მცხოვრები მუდამ დალოცვილი და ღვთივკურთხეული იქნება.

სარწმუნოებრივი სიმტკიცე, სულის სიმშვიდე, სათნოებით ცხოვრება შეუძლებელია ეკლესიის გარეშე. შეიძლება ეკლესიის გარეთ პატიოსნად ცხოვრობდე, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი საცხოვნებლად? უფალი ამბობს: "მე ვარ კარი ცხოვრებისა". ეკლესიის წიაღში მოსულ თითოეულ ცხოვარს უფლისგან ნაკურთხი მოძღვარი სულიერ შვილად მიიჩნევს და მშვიდობისმყოფელად ევლინება სულიერი მღელვარებისას.

მოძღვარი ისეთი პიროვნება უნდა იყოს, რომელიც შეძლებს ყველა ადამიანთან ურთიერთობას, სიმშვიდის ქადაგებას. მოგეხსენებათ, არსებობს მოძღვრის ლოცვები, რომელთაც მრევლი კითხულობს. აუცილებელია მოძღვრის გაძლიერება, რათა სულიერ სამწყსოს მშვიდობა მოჰფინოს. მოძღვრის სიხარული ის არის, როცა ხედავს, როგორ ვითარდება მრევლის სულიერი მდგომარეობა. როდესაც მოძღვარი ხედავს რომელიმე სულიერი შვილის სულიერ სიმძიმეს, მასზე განსაკუთრებულად ლოცულობს და განიცდის.

- მამაო, თქვენ ვინ გამოგიჩნდათ სულიერი ცხოვრების გზაზე მშვიდობისმყოფელად?

- თავად ეკლესია გამომიჩნდა. სულიერი სიმშვიდე ეკლესიაში ვპოვე. რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, ღვთის მადლით, მივაკვლიე. ხშირად ადამიანები სიმშვიდეს იქ ეძებენ, სადაც ვერასდროს ნახავენ. ჭეშმარიტი სიმშვიდე, ნეტარება და განცდა თვისთა ცოდვათა ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ღვთის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით მოვედი ეკლესიაში და მივხვდი, სადაც იყო ჩემი ადგილი. მადლობა უფალს, რომ ბერული ცხოვრება მარგუნა. რა თქმა უნდა, ეკლესიის წიაღში მრავალი განსაცდელი და დაბრკოლებაა, მაგრამ ამით არავინ არ უნდა შეშინდეს. ყველაზე დიდ მშვიდობისმყოფელობას ადამიანს დედაეკლესია გაუწევს.

ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი მუდამ უნდა ცდილობდეს, მოიხვეჭოს სათნოებები და უფალს მადლობდეს ყველაფრისთვის. უმადურობა არის ერთ-ერთი ძირითადი, რომელიც ადამიანს სიმშვიდეს უკარგავს. უმადურის სულში მშვიდობისმყოფელობა ვერასდროს დაიმკვიდრებს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ განსაცდელში მყოფი ადამიანი ამ დროსაც მადლიერი უნდა იყოს. რაც უფრო მეტად სწავლობ ღვთის სიტყვას, მით მეტად ხედავ შენს სულს და უახლოვდები უფალს. მშვიდი ადამიანი ნებისმიერ განსაცდელს ებრძვის. იცის, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. რაც ხდება, ისიც მისი სულის საცხოვნებლადაა მიმართული.

სამწუხაროა, რომ ეკლესიურად მცხოვრებნი ხშირად ვარდებიან ამა თუ იმ ცოდვაში და კარგავენ სიმშვიდეს. ისინი გარშემომყოფებისთვისაც აღარ არიან მშვიდობისმყოფელნი.

ბოროტი გამუდმებით ცდილობს, ადამიანებს სიმშვიდე დააკარგვინოს. მაგრამ თუ ვიქნებით ეკლესიის წიაღში და ვიცხოვრებთ მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, ყოველივეს კეთილად დავძლევთ.

მსახურების დროს მოძღვარი მრევლს ჯვარს სახავს და ეუბნება, "მშვიდობა თქვენთანა". ეს სიტყვები მათ შთააგონებს, რომ მშვიდობით ყოფნა ნიშნავს წირვა-ლოცვაზე სათნოებებით, სიყვარულით დგომას. ღვთისმსახურების შემდეგ მრევლს მუდამ თან უნდა გაჰყვეს წირვის მადლი და ამით დაამკვიდროს ყველგან მშვიდობისმყოფელობა.

მონასტრის წევრები მუდამ უფლის დიდებაში არიან. მონასტრული ცხოვრების წიაღში შემოსული ერის ადამიანი მაშინვე გრძნობს სიმშვიდეს და ნეტარებას და ავიწყდება ამქვეყნიურ ამაოებათა საზრუნავი. ამაოებას გამოქცეული ადამიანები ცხოვრობენ მონასტერში. გარკვეული დროის შემდეგ გრძნობენ, რომ ზედმეტი ყოფილა ამა თუ იმ საზრუნავზე ფიქრი. მონასტრიდან გამოსული მუდამ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ შეინარჩუნოს ეს მდგომარეობა და სხვებისთვისაც მშვიდობისმყოფელი იყოს.

როდესაც უფალი იესო ქრისტე სუფევს ადამიანის სულში, გულში, მასში აუცილებლად დამყარდება მშვიდობა. თავად ღმერთია მშვიდობა და სიყვარული. ღმერთმა მოგვფინოს მშვიდობა ჩვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგვაძლებინოს სიყვარული. ჩვენ ვართ მებრძოლი ქრისტეს მხედრები - მშვიდობისმყოფელობის მაძიებელნი. გამარჯვება იმისთვის გვინდა, რომ მშვიდობა მოვფინოთ ჩვენს სულს და მშვიდობით დავიმკვიდროთ სასუფეველი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat