ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ
ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ
ადამიანები, რომლებიც სიტყვით, საქმითა თუ სხვა სახის ქმედებით - ცდილობენ კაცთა შორის სიმშვიდის ჩამოგდებას, ყვეალზე მეტად ემსგავსებიან უფალს
ათ მცნებასთან ერთად ქრისტიანებს მოცემული გვაქვს ცხრა ნეტარება , რომელთა მეშვეობითაც გვმართებს სულიერი ცხოვრების წარმართვა, განღმრთობისკენ, ღვთის მსგავსებისკენ სწრაფვა. ნეტარების მცნებების შესახებ საუბარია მათეს სახარების მეხუთე თავში, რომელსაც ეწოდება "ქადაგება მთაზე". მათში უფალი იმ სულიერ თვისებებზე, სათნოებებზე მიუთითებს, რომელნიც ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად არის საჭირო: "ისინი ერთდროულად არიან ჭეშმარიტი ცხოვრების როგორც ნაყოფნი, ასევე ნიშნები. მათში და მათი მეშვეობით ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ვუგებთ გემოს მომავალი ცხოვრების ნეტარებას", - გვმოძღვრავს წმინდა ეკლესია. ერთ-ერთი სათნოება გახლავთ მშვიდობისმყოფელობა. სწორედ ამ სულიერი თვისების შესახებ გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- ცხრა ნეტარების ყველა მუხლი იწყება სიტყვებით "ნეტარ იყვნენ". რატომ იქნებიან ცხრა ნეტარებაში წარმოჩენილი სულიერი თვისებებით შემკული ადამიანები ნეტარნი?

- ცხრა ნეტარების სახით უფალმა მოგვცა წესი იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა მარადიული, ნეტარი ცხოვრება დავიმკვიდროთ. თითოეული ნეტარება შეიცავს რომელიმე კონკრეტულ სათნოებას და ამ სათნოების შედეგს - რას მოიპოვებს ადამიანი ამა თუ იმ სათნოების სანაცვლოდ. იმ პერიოდში, როცა უფალმა ცხრა ნეტარება წარმოთქვა, ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ სულიერად ამაღლებულნი, რაც შემდგომ ქრისტიანობის მიღებამ განაპირობა, არამედ მიდრეკილნი იყვნენ მიწიერი სარგებლისკენ. ძველი აღთქმა გავიხსენოთ. ძველი სჯულის მცნება გახლდათ "კბილი კბილისა წილ" - ყველაფერი მიწიერებაზე იყო აგებული. ძველი აღთქმა იყო აჩრდილი ახალი აღთქმისა, მოსამზადებელი პერიოდი მაცხოვრის მისაღებად. როდესაც უფალი - კაცობრიობის მხსნელი მოვიდა, ადამიანთა ყურადღება და გონება ზეცას მიაპყრო, გვასწავლა, რომ სარგებელი ჩვენი ცხონებისა არა ამქვეყნად, მიწაზე უნდა ვეძებოთ, არამედ ზეცაში. ცხრა ნეტარების ყველა მუხლშიც სწორედ სულიერი სარგებლის მინიჭებაზეა საუბარი.

- ადამიანს ნეტარებას ღვთივსათნო საქმეები განაცდევინებს, თუმცა ზოგიერთს ის სიამოვნებასა და განცხრომაში ერევა.

- სიამოვნება მიწიერი ცხოვრებისთვის არის დამახასიათებელი, ის ხორცის თვისებაა, სიამოვნებას მიწიერი სიკეთეების, სიამეების სანაცვლოდ განვიცდით. ნეტარება კი სულის თვისებაა, სულის მდგომარეობაა. მას უფალთან მყოფობით, სულიერი საქმეების სანაცვლოდ განიცდის სული. ნეტარებას სიწმინდეში მყოფი, ღვთის წინაშე ჭეშმარიტად წმინდა და მართალი ცხოვრებით მცხოვრებნი აღწევენ.

- ნეტარების მეშვიდე მცნება გავიხსენოთ, რომლის თანახმადაც ნეტარებად, ბედნიერებად მშვიდობისმყოფელნი იწოდებიან. რა თვისებებით ვლინდება ეს სათნოება ადამიანში და რატომ იწოდებიან მშვიდობისმყოფელნი ღვთის ძეებად?

- მშვიდობისმყოფელს განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქცია ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში. ასეთი ადამიანი მშვიდად და მყუდროებით ცხოვრობს, ცდილობს, არა მხოლოდ თვითონ იქონიოს კეთილგანწყობილი და უშფოთველი ურთიერთობა მოყვასთან, არამედ თავისი კეთილგონიერი და სამართლიანი შუამდგომლობით ურთიერთშუღლსა და მტრობაში მყოფთ შორისაც აღმოფხვრას უთანხმოება და სიმშვიდე და სიყვარული ჩამოაგდოს.

ვიცით, რომ ძე ღვთისა დედამიწაზე უპირველესად იმისთვის მოვიდა, რომ ადამიანი ღმერთთან შეერიგებინა. მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით ადამის მოდგმას გაეხსნა სასუფევლის კარი და სამარადისო სიმშვიდე და მშვიდობა დამყარდა. ასე რომ, ვინც მშვიდობას ჰყოფს სიტყვით, საქმითა თუ სხვა სახის ქმედებით - ყველაზე მეტად ემსგავსება უფალს. ამიტომაც იწოდებიან ასეთნი ღვთის შვილებად.

- მართალია, გამოხსნის შემდეგ ადამიანებსა და უფალს შორის კვლავ დამყარდა მშვიდობა, დავიბრუნეთ ის, რაც პირველშობილთა შეცოდების შემდეგ დავკარგეთ - სამოთხე, უფლის ჭვრეტის, უფალთან საუბრისა და ყოფნის უნარი, მაგრამ ამ ყველაფრის მხოლოდ მოპოვების საშუალება მოგვეცა, ბოლომდე გაცხადდა, როგორ უნდა მივიდეთ სასუფევლამდე. ამის შემდეგ კი თითოეულ ჩვენგანს უნდა სურდეს ღვთის ამ უდიდესი მადლისა და წყალობის სათავისოდ მოპოვება და გამოყენება. ვინც არაღვთივსათნოდ ცხოვრობს, არც ცდილობს სჯულისმიერ ცხოვრებას, ხომ მაინც დაშორებულია უფალს, მათსა და ღმერთს შორის მშვიდობა არ სუფევს...

- მართლაც ასეა. ასეთი შედარება მოვიყვანოთ: მაცხოვრის ნათლისღებით მთელმა კაცობრიობამ ნათელიღო, მაგრამ თითოეული ადამიანიც პირადად უნდა მოინათლოს, ნათელღებულ კაცობრიობას ყველა ჩვენგანი პირადად ჩვენზე აღსრულებული ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით უნდა შეუერთდეს.

- წმინდა წერილიდან ვიცით, რომ პირველი შფოთი და განხეთქილება ზეცაში, ანგელოზთა სამყაროში მოხდა...

- ზეცაში ასეთი რამ ერთადერთხელ მოხდა, ამის შემდეგ ზეციურ სამყაროში მშვიდობა აღარავის დაურღვევია. პირველად საწინააღმდეგო ვნება ერთ-ერთ მთავარანგელოზში შევიდა, რისი მიზეზიც ამპარტავნება გახლდათ - მან ღმერთს გაუყადრა თავი, მისი სულიერი მდგომარეობა ღვთაებრივ სიყვარულსა და სიმართლეს ასცდა და უდიდესი თავისმოყვარეობით განიმსჭვალა. ბრწყინვალე ქერუბიმი იქცა სატანად ანუ წინააღმდგომად - ღვთის მოწინაღმდეგედ. დაცემული მთავარანგელოზი და მისი მომხრე ანგელოზები ზეციდან განიდევნენ და, როგორც მოგახსენეთ, ზეცაში კვლავ მშვიდობა დამყარდა.

როცა უფალმა ადამი და ევა შექმნა, ეშმაკს შეშურდა მათი - ისინი ხომ სამოთხეში სრულ ნეტარებაში ცხოვრობდნენ, რომლის მიზეზიც ღმერთთან ერთობა და ღვთაებრივი მადლი იყო. ახლა უკვე ადამიანს დაუწყო ბრძოლა, რათა ისიც დაეტოვებინა იმის გარეშე, რაც თვითონ დაკარგა. მიაღწია კიდეც მიზანს, ადამიანი თავისი ნებისკენ მიდრიკა - ადამი დაეცა და სამყაროშიც ყველაფერი შეიცვალა. მანამდე სრულყოფილმა სამყარომ დაკნინება დაიწყო, ქვეყნად ხრწნილება შემოვიდა, დასრულდა მშვიდი და უშფოთველი ცხოვრებაც.

საზოგადოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესია ნაკლებად საუბრობს ზეცაზე; იგი გვაუწყებს, თუ როგორ ვიცხოვროთ დედამიწაზე, რათა ზეციური სასუფეველი მოვიპოვოთ. ზეციური სამყარო ენით აღუწერელია, ადამიანის გონება მას ვერც წარმოიდგენს. სასუფეველი, სულიერი, კეთილი სამყარო სათნოებებითაა აღსავსე.

- ცხადია, სასუფევლის მოსაპოვებლად მშვიდობისმყოფელობაც აუცილებელი პირობაა.

- ერთ მცნებასაც თუ არღვევს ადამიანი, სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. როდესაც ვცოდავთ და ამ ცოდვის მოკვეთას არ ვცილობთ, ვფიქრობთ, მას სხვა სათნოებები გადაფარავს და უფალი მათ სანაცვლოდ გვაცხოვნებს, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ასეთი ცოდვა, სწორედ ის წარგვიწყმედს სულს. თუნდაც თვითონ არც იყოს შფოთისა და მტრობის ჩამომგდები, თუკი სხვებს შორისაც არ ცდილობს მშვიდობის დამყარებას - ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. არაფერს ვიტყვი ძმათა შორის მტრობის მოსურნეებზე...

- მშვიდობისმყოფელი რომ გახდე, უპირველესად ალბათ საკუთარ სულსა და გულში უნდა მოიპოვო სიმშვიდე. მშვიდობისმყოფელობა ხომ სიმშვიდის გამოვლინებაა...

- თუ დავუკვირდებით, მშვიდი ადამიანის გარშემო მუდამ სიმშვიდე იმკვიდრებს. სიმშვიდე უძლიერესი იარაღია ქრისტიანისა. ამ სათნოების მფლობელი თვით დაცემული ანგელოზის წინაშეც კი მშვიდია და ამ სიმშვიდით ამარცხებს ბოროტ სულს. ერთ-ერთი წმინდა მამა თავის სენაკში შევიდა და საწოლზე მწოლი ეშმაკი იხილა. ადგა და მშვიდად შეწვა საწოლის ქვეშ. ბოროტი მაშინვე გაეცალა - მან სწორედ მისი სიმშვიდე ვერ დაითმინა. მრისხანებითა და შფოთით ვერავითარ კეთილ საქმეს ვერ ვიქმთ: "მრისხანებამან კაცისამან სიმართლე ღვთისა ვერა ქმნეს", - ბრძანებს პავლე მოციქული. მრისხანებით გაკეთებული სიმართლე ღვთაებრივი სიმართლე არ იქნება, რადგან მას საფუძვლად ყოველთვის ბოროტება უდევს.

საზოგადოდ კი, გაცილებით ძნელია, შინაგანად მოიპოვო ესა თუ ის სათნოება, ვიდრე გარეგნულად აღასრულო, მაგრამ თუ გარეგნულად არ დავიწყეთ, შინაგანად ვერც ერთს ვერ მოვიპოვებთ. სათნოების გარეგნულად გამოხატვა ვარჯიშია სათნოებაში. შეუძლებელია სათნოებებში გამოწრთობა, წარმატების, სრულყოფილების მიღწევა, თუ ჯერ ამ სახით არ ვივარჯიშეთ. არ ვამბობ, კარგია-მეთქი, როცა გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, შინაგანად კი შფოთითა და მრისხანებით ვართ აღსავსე, მაგრამ ეს იმას მაინც სჯობია, როცა კაცი შინაგანადაც მრისხანებს და ამას გარეგნულადაც გამოხატავს.

სიმშვიდის მოპოვება კი მაჭირვებელთათვის ლოცვით უნდა დავიწყოთ, მტრების სიყვარული ვისწავლოთ.

- მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას?

- ეს მართლაც ძნელია, მაგრამ თავის იძულებით ყველაფერი მიიღწევა. შესაძლოა, ვმრისხანებთ და ვბრაზობთ მაწყინართა მიმართ, მაგრამ თავი უნდა ვაიძულოთ და ლოცვად დავდგეთ. ღმერთს შევთხოვოთ მტრების სიყვარულის უნარის მონიჭება. უფალი შეგვეწევა. მრისხანებისთვის გონებას ბოროტი ძალა აღძრავს, შემდეგ კი ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით ვარდება მრისხანების მდგომარეობაში, მაგრამ როცა ლოცვას ვიწყებთ, ჩვენს გონებას ბოროტი აზრებისგან უფლის ანგელოზები იცავენ და თავისთავად ვმშვიდდებით. ჩვენი ლოცვის სანაცვლოდ თავად მაჭირვებელთაც დაიცავს უფალი კაცთა მაჭირვებელი საქციელისგან.

- ერისკაცთათვის ამა თუ იმ სათნოებით სრულად აღვსება მართლაც მეტად ძნელია. ამ მდგომარეობას ალბათ წმინდა მამები თუ აღწევდნენ...

- წმინდა მამანი და ღვთის წინაშე მართალნი ამქვეყნიურზე არ ზრუნავდნენ, ერისკაცთა უმეტესობა კი წუთისოფელს, მიწიერებასაა მიჯაჭვული და დრო აღარ რჩებათ, სულიერ მდგომარეობას რომ მიხედონ. წმინდა მამები განშორდნენ ამა სოფელს, მთელი არსებით თავიანთ აზრებს, თავიანთ ვნებებს უღრმავდებოდნენ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ სრულყოფილებისკენ სათნოებასა თუ სხვა საღვთო საქმეში. ისინი ჯერ სწორედ გარეგნულად იწყებდნენ სათნოებათა მოხვეჭას, შინაგანს კი ებრძოდნენ. ბოლოს სრულიად აღარ გამოხატავდნენ გარეგნულად. საბოლოოდ კი უვნებლობის მადლს იღებდნენ და ბოროტი ძალებისთვის მიუწვდომელნი ხდებოდნენ. ისინი მიწაზევე განიღმრთნენ, მიწაზევე დაიწყეს ზეციური ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ებრძოდათ ბოროტი, მათ დაყოლიებას, დამორჩილებას მაინც ვერ ახერხებდა - სწორედ ბოროტთან ბრძოლაში მოიპოვეს სრულყოფილება. რა კარგი ჯარისკაციც არ უნდა იყოს ადამიანი, რაოდენ კარგადაც არ უნდა ასრულებდეს ჯარისკაცის მოვალეობას, თუ ბრძოლის ველზე არ გამოავლინა მამაცობა, არავინ დააჯილდოებს. ადამიანიც ბოროტ ძალებთან ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების გამო იღებს ჯილდოდ ცათა სასუფეველს.

მართალია, ერისკაცთათვის სიმშვიდე ძნელი მოსაპოვებელია, მაგრამ შეუძლებელი მაინც არ არის. უფალი ჩვენგან არასოდეს ითხოვს იმაზე მეტს, რისი ძალა და უნარიც შეგვწევს. ადამიანი მაშინ ვერ აღწევს წარმატებას სულიერ საქმეში, როცა თვლის, რომ მისი გაკეთება არ შეუძლია; არ სწამს, რომ თავად უფალი შეეწევა. ამით კი ბოროტ სულს საშუალებას აძლევს, დაეპატრონოს და თავისი ნებით ამოქმედოს.

- ზოგჯერ ადამიანი ცდილობს, მოსპოს შუღლი და მტრობა, მაგრამ მისი შეგონება არ ჭრის.

- ასეთ დროს წმინდა მამები მოშუღართათვის ლოცვას გვირჩევენ. თუ უფალს მივანდობთ, ის ყველაფერს კეთილად მოაგვარებს.

- სიმშვიდისა და მშვიდობისმყოფელობის მაგალითი უპირველესად განკაცებული უფლისგან უნდა ავიღოთ. ბრძანებს კიდეც მაცხოვარი: "აღიღეთ უღელი ჩემი და ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"...

- ნებისმიერი სათნოების, საზოგადოდ ქრისტიანული ცხოვრების მაგალითი მაცხოვარია. როდესაც იესო მოციქულებს მოძღვრავს - "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" და მომბაძეთო, არა მხოლოდ სიმშვიდესა და სიმდაბლეში მიბაძვას გულისხმობს, არამედ ასწავლის, ყველაფრის მაგალითი მისგან აიღონ. ცხადია, ეს ყველა ქრისტიანს ეხება.

რადგან სიმშვიდისა და მშვიდობისმყოფელობის შესახებ ვსაუბრობთ, მაცხოვრის სიმშვიდეზე გავამახვილოთ ყურადღება. უფალი ჩვენი ყველაფერს უდრტვინველად ითმენდა, არა მხოლოდ იუდეველთაგან, თავის მოწაფეთაგანაც კი. გავიხსენოთ პეტრეს მიერ მაცხოვრის გაცემა.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, უპირველესად მის ჯვარცმასა და ვნებაზე რატომ არ გავამახვილეთ ყურადღება. ჯვარცმა სიმშვიდისა და სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინებაა. მოწამეობა, მარტვილობა გმირობაა, გმირობას კი ყველას ვერ მოვთხოვთო, - ბრძანებს წმინდა ილია მართალი. მოწამეობა უმაღლესი საფეხურია ქრისტიანობისა, თუმცა უფლის მსგავსებას მარტვილობით ყველა ვერ შეძლებს. ეს არც მოგვეთხოვება. "წვრილმანებით" კი, რომელთა არაერთი მაგალითი გვხვდება სახარებაში, უფრო იოლად შეგვიძლია ვემსგავსოთ უფალს.

- ხშირად ადამიანს სურს, მოიპოვოს სათნოებები, მათ შორის - სიმშვიდეც, გახდეს მშვიდობისმყოფელი, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, სათნოებათა შესაბამისად მოქმედება უჭირს...

- უმთავრესი მიზეზი მისი დაცემული ბუნებაა. სწორედ დაცემული ბუნება საჭიროებს ვარჯიშს, რათა ადამიანი სულიერებაში განმტკიცდეს. ვნებებსა და ცოდვებთან ბრძოლას შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეს. მთავარია, ბრძოლა არ შევწყვიტოთ. ანგელოზთა ბუნებაა არდაცემა, ან - დაცემა და არაღდგომა; ხოლო კაცთა ბუნებაა დაცემა და კვლავ აღდგომა, - გვასწავლიან წმინდა მამები. ადამიანი განუწვეტლივ ჩავარდება ცოდვაში, მაგრამ განუწყვეტლივ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მშვიდი კაცი თუ მოულოდნელად დაკარგავს სულის მშვიდობას, კვლავ სიმშვიდის დაბრუნებას უნდა ეცადოს.

როცა ადამიანი დაცემულ ბუნებას სძლევს - მიიღებს სრულყოფილებას, აღარავითარი ვნება აღარ ექნება. ამდენად, თავიდათავი ნებისმიერი სათნოების ვერმოპოვებისა, არაღვთივსათნო ცხოვრებისა ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნებაა, რომელზეც დაცემული ძალები მოქმედებენ. ისინი შეეწევიან ადამიანს უკეთურებათა ქმნაში.

- დღევანდელი ცხოვრება შფოთითა და კონფლიქტებითაა აღსავსე. ეს, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანზე ახდენს უარყოფით გავლენას და მართლაც ხშირად ვკარგავთ სიმშვიდეს. სამწუხაროდ, არათუ უცნობ ადამიანებს შორის შფოთი და მტრობა, ახლობლების უთანხმოებაც ნაკლებად გვაღელვებს...

- ქრისტიანობის ისტორიას გადავხედოთ. სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ქრისტიანები ტოვებდნენ ამა სოფელს და უდაბნოში გადიოდნენ. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანი გაცილებით ნაკლებინფორმირებული იყო, ვიდრე დღეს არის. არა თუ მსოფლიოში არსებული ვითარების, თავიანთი ქვეყნის მდგომარეობის შესახებაც არ უწყოდნენ. ამის გამო უფრო მშვიდნი იყვნენ, სიმშვიდით ცხოვრობდნენ. ბევრი ინფორმაციის გადამუშავება ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. გადაუმუშავებელი ინფორმაცია კი შინაგან შფოთს იწვევს. თანაც, თუ დავაკვირდებით, ჩვენამდე მოსული ინფორმაცია უმეტესწილად უარყოფითია, სკანდალურია, რადგან ასეთი ამბები უფრო მომგებიანია. ჩვენ კი ისეთ სულიერ სიმაღლეზე არ ვდგავართ, ეს ყველაფერი სიმშვიდით რომ მივიღოთ. ზოგჯერ თვითონაც უკვირს ადამიანს, რატომ მრისხანებს, როცა ამის მიზეზი არ აქვს. მიზეზი კი უარყოფითი ინფორმაციით დატვირთული გონებაა, რომელიც ვეღარ აკონტროლებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ასე რომ, თუ სიმშვიდის შენარჩუნება გვსურს, ვეცადოთ, მიწიერი ინფორმაცია ნაკლებად მივიღოთ.

- როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე განსაცდელისას?

- ამაში, უპირველესად, ლოცვა შეგვეწევა. ლოცვა უძლეველი იარაღია ბოროტის დასაძლევად. ყველაზე დიდი ძალა "იესოს ლოცვას" შესწევს. ამიტომ შფოთის მდგომარეობაში ჩავარდნისას იგი გულში განუწყვეტლივ უნდა ვიმეოროთ, ვიდრე უკეთურ აზრებსა და სურვილებს არ მოვერევით. ამის შემდეგ კარგია გახსენება იმისა, თუ რა დაითმინა სრულიად უდანაშაულო უფალმა ჩვენი ხსნისთვის. წმინდა მამები სიმშვიდის მოსაპოვებლად მუდამჟამს სიკვდილისა და პირადი სამსჯავროს ხსოვნასაც გვირჩევენ, როცა ჩვენ მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვისა და ქმედების სანაცვლოდ მოგვიხდება პასუხისგება უფლის წინაშე. საერთოდ კი, ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრებით, უფლის მცნებათა დაცვა-აღსრულებით მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, რათა ნებისმიერ შფოთს მომზადებულნი შევხვდეთ.

- რატომ უშვებს უფალი, რომ დედამიწაზე არ იყოს მშვიდობა?

- ადამიანი შფოთში თავისი თავისუფალი ნებით ვარდება. ამას უფალი კი არ უშვებს, არამედ ჩვენი თავისუფალი ნება იქმს. უფალი, პირიქით, ცდილობს, თითოეულ ჩვენგანს აგვარიდოს უსიამოვნება - სინდისი ხმას აღიმაღლებს; სხვადასხვაგვარად გვიღობავს გზას, ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმე რომ არ ჩავიდინოთ. შესაძლოა ვინმემ იკითხოს - მაშ, რაღატომ მოგვცა უფალმა თავისუფალი ნება? ასე რომ არ ყოფილიყო, ადამიანი რობოტს ემსგავსებოდა. ღმერთმა კი კაცი თავის ხატებად შექმნა - მისცა ის, რაც მხოლოდ მას ჰქონდა - თავისუფალი ნება და შემოქმედების უნარი. როგორ გამოიყენებს, ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული. სწორედ ამის გამოა, რომ ზოგნი მოიპოვებენ სასუფეველს, ზოგნი კი - ვერა, პირიქით, მსჯავრს მოიწევენ. მათ უფალი კი არ სჯის, არამედ თავიანთივე საქციელის შედეგს იღებენ - იმის არადანიშნულებისამებრ გამოყენების გამო, რაც უფალმა საცხოვნებლად და მარადიული ნეტარების მოსაპოვებლად მოგვცა.

ყველამ ვიცით, რაც მოგველის არაღვთივსათნო საქმის ჩადენის სანაცვლოდ. და თუ არ ვიცით, საკითხავია - რატომ? ამბობენ: არცოდნა არცოდვააო. ღვთაებრივი კანონით კი, არცოდნა თავად არის უკვე ცოდვა, რადგან ადამიანი ქრისტიანულად რომ ცხოვრობდეს, ცდილობდეს მაინც ამას, ყველაფერი ეცოდინება. ამდენად, არმცოდნე კაცი არ იკვლევს, რა არის მისი დანიშნულება.

- შეძლებს თუ არა ადამიანი ეკლესიის წიაღში ყოფნისა და ღვთის მადლის მოქმედების გარეშე რომელიმე სათნოებაში განმტკიცებას?

- ღვთის მადლის გარეშე შეუძლებელია, რომელიმე სათნოებაში სრულყოფილებას მივაღწიოთ; სიკეთეში განმტკიცება, განღმრთობა არის ჯილდო ჩვენი მცდელობისა და მოქმედების სანაცვლოდ. თუ ადამიანი ცდილობს, სიმშვიდე მოიპოვოს - იღვწის, უფალს ევედრება, დგება დრო, როდესაც უფალი ამ სათნოებას ანიჭებს.

ღვთისგან ყველას გვეძლევა სათნოებების, სიკეთის ქმნის უნარი. ამიტომ შესაძლოა, ესა თუ ის სათნოება ზოგჯერ მართლაც გამოვავლინოთ, მაგრამ ეკლესიის წიაღში ყოფნისა და ღვთის რწმენის გარეშე ვერც ერთ სიკეთეში ვერ განვმტკიცდებით და ვერც სულს ვარგებთ. ჩვენი სიკეთეები სარგებელად მაშინ გვექცევა, თუ მათი მეშვეობით უფალთან მივალთ. სასუფეველში მიმყვანებელი ერთადერთი გზა კი მართლმადიდებელი ეკლესიაა.

- თუკი ღვთისგან ყველა სათნოების ნიჭი მოგვეცა, რაღატომ ვამბობთ, სათნოება შევიძინოთო?

- სათნოების შეძენა წრთობას, ვარჯიშს ნიშნავს, რათა მასში განვმტკიცდეთ. მაგრამ ადამიანი მხოლოდ ერთი სათნოების მოსაპოვებლად კი არ უნდა იღვწოდეს, არამედ ყველა სათნოების შეძენისკენ უნდა ისწრაფვოდეს.

- არათუ პიროვნებამ, მთელმა ერმაც ხომ შეიძლება დაიმსახუროს მსჯავრი ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეთა მომრავლების გამო, ეს კი ქვეყანაში არეულობისა და ბრძოლის სახითაც მოხდეს?

- ისრაელზე მაშინ მოდიოდა სასჯელი, როდესაც ერი ღვთის საწინააღმდეგო საქმეებს სჩადიოდა. დღესაც, როცა ქვეყანაზე ღვთის სასჯელი მოიწევა - ეს ერის ცოდვების ბრალია. ცხადია, მათ შორის ისეთებიც არიან, ამ ცოდვებში ბრალი რომ არ უდევთ, მაგრამ ასეთები მეტისმეტად მცირენი არიან და ერის ცოდვას ვერ გამოასწორებენ. სწორედ ერის ცოდვების გამოსასწორებლად უშვებს უფალი

ომს, მიწისძვრას, ეპიდემიას...

მიწის მთავარი დანიშნულება ადამიანის ზეცაში აღყვანებაა. სწორედ პიროვნების სასუფეველში მიყვანას ემსახურება ყველაფერი - ერის აღზევებაც და დაცემაც.

- სიმშვიდის საპირისპირო მდგომარეობაა მრისხანება, რაც ერთ-ერთი მომაკვდინებელი, სულის დამღუპველი ცოდვაა.

- ადამიანს ყველა უნარი, მათ შორის - მრისხანებისაც, უფალმა უბოძა იმისთვის, რომ კეთილად გამოიყენოს, მოყვასის წინააღმდეგ არ გამოიყენოს. მოყვასზე კი არა, ბოროტებაზე, ცოდვებსა და ბოროტ სულზე უნდა ვმრისხანებდეთ.

თავისთავად ცოდვა არ არსებობს; არსებობს სიკეთის მოკლება - რამდენადაც არ არის ადამიანი მშვიდი, იმდენად არის მრისხანე. ამიტომ ადამიანი უნდა ცდილობდეს, თანდათან გაზარდოს სიმშვიდე და შეავიწროოს მრისხანება. რაც მეტად ვცდილობთ სათნოებათა გაზრდას და ცოდვილი ჩვევების შევიწროებას, მით მეტად წარვემატებით სულიერად და მით უფრო იოლად შევალთ სასუფეველში. როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს, ყველა ადამიანი იმისდა მიხედვით განისჯება, ვინ წინ წავიდა ან ვინ უკან ჩამორჩა ღვთისკენ სავალ გზაზე. საღვთო გზაზე კი სწორედ სათნოებათა გაზრდით წარვემატებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat