"ადამიანის გონება წმინდა წერილში უნდა ცურავდეს"
"ადამიანის გონება წმინდა წერილში უნდა ცურავდეს"
ჩვენს საზოგადოებაში იშვიათად წააწყდები ინტელექტისა და ჭეშმარიტი განათლების ნაზავს
ადამიანი გონიერი არსებაა, სხვა ნიჭებსა და უნარებთან ერთად მას გონებაც ებოძა. უმთავრესი ნიჭი და უნარი კი ღვთის განსაკუთრებული ქმნილებისა თავისუფალი ნებაა, რომლის გამოყენებაც გონების მართვა-გამგებლობით შეიძლება. როგორც წმინდა მამა ალექსი (შუშანია) ბრძანებს: "საქმე გონებისა არის გამოცხადებულის შეთვისება, დაცვა-მართვა..." ხოლო თუ როგორ გამოიყენებს, დაიცავს და მართავს, ეს ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.

რატომ ეძლევა გონება ადამიანს? რა როლი ეკისრება გონებას ჩვენი ცხონების საქმეში? რას ნიშნავს მახვილი გონება? შეუძლია თუ არა გონებას ერთ მდგომარეობაში გაჩერება? რა არის მიზეზი გონებაგაფანტულობისა? რატომ კარგავს ზოგჯერ ადამიანი გონებას? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისა, მისცა მას უკვდავი სული, თავისუფალი ნება, გონება, სინდისი, მეტყველების, წონასწორობის, შემოქმედების, თავშეკავების უნარი... ყოველივე ის, რაც ფლორისა და ფაუნისგან განგვასხვავებს. ამიტომ ადამიანი გასაკუთრებული ქმნილებაა, ის ერთადერთი არსებაა, რომელსაც აქვს ინტელექტი, შეუძლია განსაჯოს, განსაზღვროს, იაზროვნოს, გონივრულად იკვლიოს როგორც ხილული, ქმნული სამყარო, ასევე იმსჯელოს ღმერთზე დ ადიდოს იგი არა მხოლოდ სულითა და გულით, არამედ გონებით, გრძნობებითა და სხვა მისთვის ღვთის ხატად და მსგავსად მიცემული უნარებით. გონება ერთ-ერთი მთავარი უნარია, რომლის მეშვეობითაც ღმერთი შეიმეცნება - იმ დოზით, რა დოზითაც ადამიანს უფლის შემეცნების უნარი შესწევს, თორემ შემოქმედის სრულყოფილად, მთელი სისავსით შემეცნება კაცს არ ძალუძს.

ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სვეტი, რომელზეც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანური ტაძარი დგას, არის გონება და გული, ანუ ინტელექტი და გრძნობები, ცოდნა და რწმენა. ცოდნა უფრო გონებით მიიღწევა, რწმენა კი გულით მიიღება. დღეს უამრავ ინფორმაციას ვიღებთ. ადამიანი რომ გადარჩეს, ჭეშმარიტი ცოდნის შეძენაა აუცილებელი - ასეთი ცოდნა ჩვენს გადარჩენას ემსახურება. ცოდნის მიღების მთავარი საშუალება კი, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი გონება, გონებრივი გადაწყვეტილებისა და არჩევანის უნარია.

- გამოდის, გონების ჩარევის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება...

- ცხადია. ჩვენ თავისუფალი ნების მქონე არსებები ვართ და, საბედნიეროდ, გვაქვს უნარი, ვიმსჯელოთ და ავირჩიოთ. სამწუხაროდ, ადამიანი ზოგჯერ მართებულ, გონივრულ არჩევანს ვერ აკეთებს და ცოდვაში ვარდება. თუკი კაცი მხოლოდ გონებრივად ცხოვრობს, მისი გონება სულიწმინდის მადლით არ არის გაჟღენთილი, მისი ცხოვრებაც წარუმატებელია, რასაც ადამიანის გამოფიტვა და გაცივება მოსდევს. ამიტომაცაა აუცილებელი გონების განღმრთობა, გონების განწმენდა სულიწმინდის მადლით. პავლე მოციქული "ქრისტეს გონებას" ახსენებს. სწორედ ქრისტეს მადლით განღმრთობილ გონებას, რომელიც იჯერებს და ასრულებს ღვთის მცნებებს, ძალუძს სწორად გაიაზროს და აირჩიოს ის, რაც ჩვენთვის მაცხოვნებელი იქნება.

მოდით, ისიც ვიკითხოთ, რას ნიშნავს სწორი არჩევანი. ეს არის იმის შეგნება, თუ რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან, რა არის მისი წმინდა ნება ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ამისთვის აუცილებელია გონება. სწორ არჩევანს კი მაშინ გავაკეთებთ, როცა ჩვენი ნება და გონება ღვთის ნებას მიჰყვება.

- არსებობს გამოთქმა - მახვილი გონება აქვსო. როდის აქვს ადამიანს მართლაც მახვილი გონება სულიერი თვალსაზრისით?

- თუკი გონებას, ისევე როგორც ღვთის ხატად და მსგავსად მოცემულ სხვა შესაძლებლობებს, ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრებით, ღვთის, სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებით არ ვავითარებთ, ის ჩანასახოვან მდგომარეობაში რჩება. გონებრივი ძალების ჩანასახოვან მდგომარეობაში ყოფნა - გაუნათლებლობა, უცოდინარობა, ღვთის ნების ურჩობა - გონებას აჩლუნგებს, რასაც შედეგად ადამიანის ცხოვრების გამრუდება მოჰყვება. გაუღმრთობელი და დაბლაგვებული გონება კაცს უცილობლად ცდომილებამდე, დაცემის პირას მიიყვანს, რაც საბოლოოდ ადამიანს ბოროტი ძალების მარიონეტად აქცევს. როცა გონებას ვავარჯიშებთ, განვაღმრთობთ ქრისტესმიერი სწავლებით, წმინდა მამათა მოძღვრებით, სწორი აზროვნებით, ზიარებით, მართალი შეგრძნებებითა და მართალი ცხოვრების წესით, მისგან ინტელექტუალური, ინფორმაციული "ტოქსინები" და "შხამები" გამოიდევნება - გონება იწმინდება და მახვილი ხდება, ქრისტესმიერი, სულიერი გაგებით მახვილი და არა ინტელექტუალური თავსატეხების ამოხსნის უნარის შეძენით. ასეთი გონება უმეტესწილად მართებულ არჩევანს აკეთებს.

ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ სამი რამ - სიბრძნე, ცოდნა და ინფორმაცია. შესაძლოა, ადამიანმა დიდი ინფორმაცია მიიღოს, მაგრამ სიბრძნე და ცოდნა არ გააჩნდეს. გონება მაშინაა სულიერად მახვილი და მადლით გაცოცხლებული, როცა ღვთის სიბრძნეს ეწაფება, როცა ცოდნა ღვთის მცნებების აღსრულებით რეალიზდება. სიბრძნე კი მაშინ ცოცხლობს ინდივიდში, როცა ის ხორცს ისხამს, ცხოვრებაში რეალურად ვლინდება.

ურწმუნო გონება ყოველთვის დაცემისკენ მიიდრიკება. სწორედ ურწმუნო გონებრივი მიდგომით მოხდა პირველმშობელთა დაცემა. პირველქმნილ ცოდვაში სხვა ცოდვათა თაიგულიც იყო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ურწმუნო გონებითი მიდგომა გახლდათ.

თუკი ადამიანი კარგად არის ინფორმირებული, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ღვთის ნებას მიჰყვება, შეიგრძნობს და განჭვრეტს მას. შესაძლოა, ადამიანი ნაკლებინფორმირებული იყოს, ვერც ნაკითხობით დაიკვეხნიდეს, მაგრამ იმდენად მტკიცე რწმენა ჰქონდეს, რომ მისი გონება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მართებულ გადაწყვეტილებებს იღებდეს, მეტისმეტად ინფორმირებული და ნაკითხი ადამიანი კი მუდმივად ცდომილებაში იყოს. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ურწმუნო არისტოკრატიისა და ინტელიგენციის სახით, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ათეიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ.

- შეუძლია თუ არა გონებას ერთ მდგომარეობაში გაჩერება?

- თუ არ დააძალე, არ ავარჯიშე, გონება საკმაოდ ზანტია და შესაძლოა, მცირე მიღწევას დასჯერდეს, ინტელექტუალური ბარიერები აღარ გადალახოს და ჩანასახოვანზე ოდნავ მაღალ მდგომარეობაში დარჩეს - იმ დონეზე, ყოველდღიური მოხმარებისთვის რომ სჭირდება. ვგულისხმობ ძილს, გამრავლებას, რასაც მინიმალური ინტელექტუალური მარაგით აღწევს.

როდესაც გონება არ ვითარდება, ბუნებრივია, იყინება, მრუდდება, ჩლუნგდება და ბინძურდება. ხდება გონების სტაგნაცია ანუ უძრაობის მდგომარეობაში ჩავარდნა.

- განვითარება კი, როგორც ბრძანეთ, ჭეშმარიტებაში, ქრისტეში უნდა მოხდეს. უფლის მადლით არა მხოლოდ გონება, ალბათ მთელი ადამიანი უნდა განიღმრთოს...

- სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში იშვიათად წააწყდები ინტელექტისა და ჭეშმარიტი განათლების ნაზავს. ეს არის ჩვენი სავალალო მდგომარეობის კიდევ ერთი მიზეზი. ქრისტესმიერ მადლს მოწყვეტილი გონება არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რასაც ადამიანში ირაციონალური ვირუსი შეაქვს - ის შავი ძალების მარიონეტი ხდება. როცა ადამიანში სულიწმინდა არ მკვიდრობს, მასში სხვა ძალები შედის და ის ცენტრები, გონება და გული რომ ჰქვია, შავი ძალებით უზურპირდება.

გონება აუცილებელი შრომის იარაღია, აუცილებელი დამხმარე საშუალებაა, კაცმა ღვთის ნება თავისი დაცემული ნებისგან რომ გაარჩიოს. თუკი გლეხს შრომის იარაღი - თოხი ან ნაჯახი დაუბლაგვდება, კი არ გადააგდებს, გალესავს და კვლავ გამოიყენებს. ასევე, თუკი გონება ცოდვებისა და უმოქმედობის გამო დაგვიბლაგვდება, უქმად კი არ უნდა გადავდოთ გვერდით, არამედ ვავარჯიშოთ, განვწმინდოთ, აღვადგინოთ ქრისტეში სულიერი საშუალებებით და კვლავ წარმატებით გამოვიყენოთ სადიდებლად უფლისა და საცხოვნებლად სულისა. გონებას კარგი თვისებებიც აქვს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, უფლის მადლს მოკლებული ჩვენი მტერი ხდება და შესაძლოა, ჩვენი სულიერი თვითმკვლელობის მიზეზადაც კი იქცეს.

ერთ-ერთი წმინდა მამა ბრძანებს, თივა და ფოლადის ხანჯალი ცეცხლში რომ ჩადოთ, თივა დაიწვება, ხანჯალი კი არა მხოლოდ ჭრის, ცეცხლოვან თვისებებსაც შეიძენს. ასეთივეა ჩვენი გონებაც - თუ მადლში, როგორც ღვთაებრივ ბუხარში, გამოიწრთობა, ყოველგვარი უარყოფითი თვისება მოსცილდება, თივის მსგავსად დაიწვება ცოდვები და შავბნელი ინსტინქტები და არა მარტო სწორად და მახვილად "ჭრის", ცეცხლოვან თვისებებსაც მიიღებს - განიღმრთობა.

- ზოგჯერ გონება გვეფანტება, განსაკუთრებით ეს მაშინ ხდება, როცა სულიერ საქმეს აღვასრულებთ...

- ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ზოგჯერ გადაღლილობის შედეგია, ზოგჯერ - ზერელე მიდგომისა, ერთ საქმეს რომ აკეთებ და მეორეზე ფიქრობ. სულიერი საქმის აღსრულებისას გონებაგაფანტულობის ძირითადი მიზეზი კი ამა სოფლის საზრუნავებზე გადაგება, მიწიერზე მიჯაჭვულობაა. ამის გამო უხარისხოდ წარმოვთქვამთ ლოცვას, ვასრულებთ სხვა საღმრთო საქმეს, რითაც სათნოვეყოფით არა ღმერთს, არამედ სხვა ძალას - თუ რომელს, ამას დიდი დაფიქრება არ სჭირდება.

ზოგჯერ ადამიანმა არ იცის, რას რისთვის აკეთებს - ეს კიდევ ერთი მიზეზია გონებაგაფანტულობისა. როცა არ იცი, რა არის ლოცვა, ვერ აცნობიერებ მის არსსა და მნიშვნელობას, წარმოთქვამ სიტყვებს, მაგრამ უგულისყუროდ, - ცხადია, უხარისხო გამოგივა. ამდენად, კონცენტრაცია, ხარისხიანობა ჩვენი ღვაწლისა პირდაპირ უკავშირდება ცოდნასა და სიყვარულს. გონება მაცხოვნებელი ცოდნით უნდა იყოს აღჭურვილი, უნდა იცოდე, რას რისთვის აკეთებ. ეს კი თავის იძულებით მიიღწევა.

- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, საკუთარ გონებას მინდობილი კაცი ხიბლში ვარდება. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ თავსა და გონებას არ უნდა მიენდოს, არამედ თავისი გონება და ნება ღვთის ნებას შეუსაბამოს...

- მართლმადიდებლური ცხოვრების ერთ-ერთი წესია ასკეტიკა (ნებისმიერი ქრისტიანი მეტ-ნაკლებად ასკეტი უნდა იყოს). ეს მოძღვრება იწყება სიტყვებით - არ მიენდო შენს თავს; იმას კი არ გვასწავლის, ინტელექტი გამორიცხე, უგუნური იყავი და ინსტინქტებით იცხოვრეო, არამედ, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, უპირველესად ღმერთს დაეყრდენი და მერე - საკუთარ თავსო. როგორც წმინდა წერილში წერია: "ჯერ ეძიებდე სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და დანარჩენი ყოველივე შეგეძინოს შენ". თუ ღმერთს დავეყრდნობით, ჩვენი გონება უფრო წარმატებულად იფუნქციონირებს.

ზოგი იქამდეც კი მიდის, ამოწმებს, ემთხვევა თუ არა მისი აზრი ღვთის ნებას, იმის ნაცვლად, რომ ღვთის მცნებებს მიჰყვეს - სურს თავის გონებას მოარგოს ღვთის ნება, რაც, ცხადია, უმართებულოა.

- გონების კეთილად დაცვას - ხორციელი საზრუნავისგან სრულიად გათავისუფლებას და გონებით მთლიანად ღმერთში ყოფნას მიწიერი ცხოვრების ჟამს ალბათ ყველაზე მეტად წმინდა მამები აღწევდნენ...

- ყველა ქრისტიანმა იცის, რომ არსებობს "იესოს ლოცვა", რომლის მეშვეობითაც ისიქასტები, მაღალსულიერი ასკეტები საოცარ სულიერ მდგომარეობას აღწევდნენ - მათი გონება და გული ერთიანდებოდა, ინტელექტი და გრძნობები ერთად ადიდებდნენ ღმერთს.

საზოგადოდ, ლოცვის შედეგად ადამიანში ხდება აფეთქება სიყვარულისა, საოცარი შერწყმა გულისმიერი და გონებისმიერი ძალებისა. გვეძლევა საოცარი უნარი - თავმდაბლობისა, ლოცვათა გამო ტირილისა, ღვთის შემეცნებისა, მოყვასის თანაგრძნობისა, დამოძღვრისა...

ასკეტი მამები მართლაც აღწევდნენ გონებით სრულიად ღმერთში ყოფნას. მათ ქრისტეს გონება ეძლეოდათ, უპირველესად, როგორც მოგახსენეთ, "იესოს ლოცვით". ასკეზის მიზანიც ხომ ეს არის - კაცმა სრული სისავსით მიიღოს მადლი და გამთლიანდეს - ერთითა პირითა და ერთითა გულითა ადიდოს უფალი, მთელი ადამიანი განიღმრთოს - სულიც, სამშინველიც და სხეულიც.

- როდის არის გონება განღმრთობილი?

- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ჩვენი გონება წმინდა წერილში უნდა ცურავდეს, მასში ჩაიძიროს, მისით მეტყველებდეს და აზროვნებდეს. ასეთ შემთხვევაში ღვთის ნების კალაპოტში იქნება. გონება მაშინაა ცოცხალი, როცა აქცენტს ღვთის ნებისა და მადლის მიღებაზე აკეთებს - იმ შვიდი საიდუმლოთი, რომლებიც ეკლესიამ დაგვიწესა. მადლი მთელ ადამიანს, მათ შორის - გონებასაც, განაღმრთობს. უფალი შეუძლებელსა და მიუღწეველს არაფერს გვავალებს, ამიტომ ნებისმიერს გვაქვს ამის მიღწევის შესაძლებლობა. ღვთის ნებისადმი მიდრეკა და განღმრთობის პროცესში მონაწილეობა ყველას ერთნაირად ევალება, მნიშვნელობა არ აქვს, სად და რა ხარისხში ვიმყოფებით; ყველამ ღმერთში უნდა დაივანოს - ეს უნდა იყოს ადამიანის უმთავრესი მიზანი.

- "რაც მეტად თავისუფლდება გონება ხორციელი საზრუნავისგან, მით მეტად ხედავს ბოროტი სულის ვერაგობას და მასთან ბრძოლას იწყებს", - ბრძანებს ერთ-ერთი წმინდა მამა...

- წინააღმდგომი ძალები ადამიანს ებრძვიან და სწორად აზროვნების საშუალებას არ აძლევენ. ზიარების, აღსარებისა თუ სხვა საღმრთო საქმის აღსრულების დროს გონება გამოეყოფა ამა სოფელს, მაღლდება და ჩვენი ნებაც უფრო გამჭვირვალე ხდება. დაბინდული და მიწიერი საზრუნავებით დამძიმებული გონებით კი ვეღარ ვარჩევთ, რა არის ჩვენთვის მთავარი. ეს სიმძიმე ვერ შევა სასუფევლის ვიწრო კარში, ამიტომ ყოველივე, რაც სულიერ წინსვლასა და ცხონებაში შეგვიშლის ხელს, უნდა მოვიკვეთოთ და მოვიცილოთ. ნათქვამია: კეისარს - კეისრისა და ღმერთს - ღვთისაო. როცა ჩვენში კეისრისა ზედმეტი შემოდის, ღვთისას აკლდება. ჩვენს გონებას მაშინ მიეცემა სწორი მიმართულება, თუკი უარყოფითი ბალანსით, ზედმეტი ტვირთით არ იქნება დამძიმებული.

- წმინდა იოსებ ათონელი გონებას სულის იკონომოსს უწოდებს. რას ნიშნავს ეს?

- გონება სულის კეთილმოწესეა. მართებულად მოქმედი გონება, გონებრივად სწორად მოქმედი ადამიანი ღვთისგან მიღებულ მადლს თვითონაც სრულად შეინარჩუნებს და მოყვასსაც გაუნაწილებს, უგუნური კი განაბნევს - არა თუ ღვთის სადიდებლად გამოიყენებს, არამედ ცოდვად აქცევს.

ადამიანს ამ მძიმე, ცოდვებითა და განსაცდელებით სავსე ცხოვრებაში აუცილებლად სჭირდება ღვთის მადლი, მას კი იმის გამო ვიღებთ, რომ ცხოვრებისეული ჯვარი შეგვიმსუბუქდეს. თუ მადლი შენგან მყისვე გაედინება, შენი უგუნური საქციელით ვერ ინარჩუნებ მას, ზიარებაც და მადლის მიღების სხვა წყაროც სასჯელად და დასასჯელად გექცევა. როცა სულიწმინდა გადის, სული ცარიელდება და მასში ბოროტი ძალა ისადგურებს. ამიტომ მიღებული მადლი გონივრულად, წარმატებით უნდა გამოვიყენოთ.

- ე.ი. თუკი ადამიანს გონება კეთილად აქვს დაცული, მისი სულიც დაცულია უკეთურებისგან?

- სწორად, კეთილად მიმართული გონება სულის ზღუდეა. თითოეულ ჩვენგანს უფალმა მოგვანიჭა მფარველი ანგელოზი, რომელიც გვიცავს და გვიფარავს, რადგან გონიერი ძალა, გონიერი არსებაა, ადამიანზე მეტი გონიერი ძალები აქვს. როცა გონივრულად ვცხოვრობთ, მფარველი ანგელოზისგან სულიერი გონებით ვართ დაცული - იმ სულიერი განზომილებებითა და ზღუდეებით, რომლებსაც ანგელოზი გვაწვდის.

- ზოგიერთი ადამიანი გონებას კარგავს...

- გონების დაკარგვა უდიდესი სასჯელია. ასეთ დროს ადამიანი ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში ექცევა - მფარველი ანგელოზი ეცლება და ადვილად მისაწვდომი ხდება ბოროტი ძალებისთვის. გონებადაკარგული ვეღარც ინსტინქტებით ცხოვრობს; სამწუხაროდ, მხოლოდ დემონური იმპულსებით მოქმედებს, თუმცა მისი განკურნება ეკლესიური გზით შესაძლებელია - ღვთის მადლი ყველაფერს კურნავს. ასეთ მდგომარეობაში მყოფს სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ.

- საიდან ეძლევა ადამიანს გამოგონების უნარი?

- ადამიანს ორი წიგნი აქვს მიცემული. პირველი - წმინდა წერილია, რომელშიც ღვთის სიტყვა, ღვთის ნებელობა, ცოდნა და სიბრძნეა გადმოცემული; მეორე კი ქმნული სამყაროა - ასევე ღვთის ნებით შექმნილი. მასში ღვთის ხელი ამოიცნობა იმ საბუნებისმეტყველო კანონებით, რომელთა შემეცნების უნარიც ღმერთმა მოგვცა. ჩვენში ბუნებრივად ჩადებულია ბუნების ცოდნა, გვევალება კიდეც გარკვეული სახით ბუნების შემეცნება, მაგრამ მთავარია, ეს ისე მოხდეს, რომ არც თავი დავიზიანოთ და არც ბუნება დავაზარალოთ, გარემო ეკოლოგიურ კატასტროფამდე არ მივიყვანოთ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლაში მიღწეული წარმატება ადამიანმა ბოროტი მიზნით არ უნდა გამოიყენოს, გამოგონების უნარი მოყვასის სასიკეთოდ, ღვთის სადიდებლად და სულის საცხოვნებლად უნდა წარმართოს. დანით შეიძლება ადამიანს პურიც მოვუჭრათ და ჭრილობაც მივაყენოთ. ის ძალებიც, უნარებიც, რომლებიც ადამიანში ღვთის ხატად არის ჩადებული, სწორად, ჯანსაღად უნდა გამოვიყენოთ.
ბეჭდვაელფოსტა
29.09. 2016
ნიკოლოზი
დღეს დღეობით ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ... მსოფლიო მართლმადიდებლობამ ფერი იცვალა, მსოფლიო მართლმადიდებლობის 70 % გზას არის უკვე აცდენილი და ეს იმის მანიშნებელია რომ დედამიწა ამ 30 % დაყრდნობილი და მერწმუნეთ რომ ამ 30 პროცენტმა თუ შეწყვიტა ლოცვა იმ დღესვე დაიგრგვინებს დედამიწა და თავის გულში შთანთქავს ვნებებში ჩახრჩობილ კაცობრიობას... ადამიანებს დღეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ვიდრე რელიგიული იმიტომ რომ ადამიანი დღეს მოძღვრებმა უნდა შეძლონ რომ ერის კაცები ჩამოაყალიბონ ადამიანებად და მერე ადამიანად ჩამოყალიბებული ოქროს შუალედის პოზიციაზე დგება და აი იქ კი ირთვება თავისუფალი ნება როდესავ ადამიანი ანუ როგორც პირველი ადამი ირჩევს მხარეს ჭეშმარიტების რაინდად ყოფნას თუ ვნების ეშმაკთან ტკბობით კარს მომდგარ საუკუნო სიკვდილს... ძალიან სამწუხაროა რომ ძალიან ბევრ მამაოს არა აქვს სიბრძნის ტალანტი და ამით თვითონაც იტანჯებიან და სხვასაც სტანჯავენ... ბევრა მამაომ არ იცის უფალმა ერის კაცს ინდივიდუალურად რა სიმძიმის ჯვარი აჰკიდა და ესეთი მამაო თავისი ჯვრის სიმძიმეს ხშირად სულიერ შვილებს გადაჰკიდებს ხოლმე და რომ არა უფლის წყალობა ეს ხალხი სასოწარკვეთის მორევში დაიხრჩობოდა... მაპატიეთ ასეთი ხმამაღალი ნათქვამი...
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat