პატივი მივაგოთ და თაყვანი ვცეთ წმინდანებს ჩვენ, მორწმუნეებმა, იმით, რომ აღვუვლინოთ სულიერი ფსალმუნები, საგალობლები, გულშემუსვრილნი და მოწყალენი ვიყოთ შეჭირვებულთა მიმართ
პატივი მივაგოთ და თაყვანი ვცეთ წმინდანებს ჩვენ, მორწმუნეებმა, იმით, რომ აღვუვლინოთ სულიერი ფსალმუნები, საგალობლები, გულშემუსვრილნი და მოწყალენი ვიყოთ შეჭირვებულთა მიმართ
ჩვენ პატივს უნდა მივაგებდეთ და ვეთაყვანებოდეთ წმინდანებს, როგორც ქრისტეს მეგობრებს, როგორც შვილებსა და მემკვიდრეებს ღმერთისა, ვითარცა ამას ბრძანებს წმინდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი: "რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი". ისინი უკვე მონები კი აღარ არიან, არამედ შვილები, ძენი ღმრთისა", - ვკითხულობთ წმინდა იოანე დამასკელის წიგნში "ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა". მკითხველს ვთავაზობთ წმინდა იოანე დამასკელის გადმოცემას წმინდანთა და მათი ნაწილების თაყვანისცემის შესახებ.

***
თვით უფალი წმინდა სახარებაში ეუბნება მოციქულებს: "თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნენ თქვენ, არღარა გეტყვი თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი". "მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, - ეუბნება უფალი მოსეს, - ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი". თვით მოსეც ღმერთმა ღმერთად დაადგინა ფარაონსა ზედა. მე მათ (უფლის წმინდანებს) ღმერთებს, მეუფეებსა და უფალთ ვუწოდებ და არა ბუნებისმიერად, რადგან ისინი მეუფებდნენ და უფლებდნენ თავიანთ ვნებებზე და წაუხდენლად შეინარჩუნეს მსგავსება ღმრთის ხატისა, თავიანთი შემოქმედისა, რომლის სახედ და მსგავსად შეიქმნენ. კიდევ იმის გამოც, რომ ისინი თავიანთი თავისუფალი კეთილგანწყობით შეუერთდნენ ღმერთს, შეიწყნარეს იგი გულის სამკვიდრებელში და ეზიარნენ ღმერთს.

***
წმინდანნი შეიქმნენ საუნჯეთ-საცავად და წმინდა სამკვიდრებლად ღმერთისთვის. "დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის, - ამბობს უფალი, - და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად". "მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვა და სიკვდილი" (სიბრძნე სოლომ. 3,1), - ამბობს საღმრთო წერილი, რამეთუ წმინდანთა სიკვდილი უფრო ძილია, ვიდრე სიკვდილი და "არა იხილონ განსახრწნელი". და კვალად "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდანთა მისთა". ღმერთი არის სიცოცხლე და ნათელი და "ხელთა შინა ღმრთისათა" მყოფნი მარადის სიცოცხლით და ნათლით ჰგიებენ.

***
უფალმა ჩვენმა და მეუფემ იესო ქრისტემ წმინდანთა წმინდა ნაწილებიც გვიბოძა, როგორც მაცხოვნებელი წყარონი, რომელნიც მრავალფერ სათნოებათ და ქველს საქმეთ აღმოაცენებენ და კეთილსურნელ მირონსაც გამოადინებენ. დაე, ნურვის დააეჭვებს ეს! რამეთუ თუკი ღმერთის ბრძანებით უდაბნოში სალი კლდიდან წყარო გადმოდინდა, ხოლო მწყურვალი სამსონისთვის სახედრის პირიდან წარმოდინდა წყალი, მაშ, განა დაუჯერებელია, რომ უფლისთვის წამებულთა წმინდა ნაწილებიც კეთილსურნელი მირონით მდიდარნი იყვნენ?! - არა, ეს დაუჯერებელი არავითარ შემთხვევაში არ იქნება, იმათთვის მაინც, რომელთაც უწყიან ყოვლადძლიერება ღმრთისა და ისიც, თუ ვითარი პატივის ღირსად ჰყოფს იგი თავის წმინდანებს.

***
ძველი აღთქმის, სჯულის მიხედვით ყოველნი, ვინც კი მკვდარს შეეხებოდა, არაწმინდად შეირაცხებოდა, მაგრამ წმინდანნი არ არიან მკვდარნი. ისიც კი, ვინც თვით არის ცხოვრება და მიზეზიც სიცოცხლისა და მომნიჭებელიც ცხოვრებისა, მკვდრად შეირაცხა, და ამის გამო ჩვენ უკვე აღარ ვუწოდებთ მკვდრებს იმათ, ვინც ქრისტეს რწმენითა და მკვდრეთით აღდგომის იმედით შეისვენა. ან კი როგორ შეიძლება სასწაულთმოქმედებას არ ასრულებდეს მკვდარი სხეული?! როგორ ხდება ეს, რომ მათი (წმინდანთა ნაწილების) ძალით განიდევნება დემონები, განიკურნებიან სნეულებანი, აღდგებიან უძლურნი, თვალს აღიხელენ ბრმანი, განიწმინდებიან კეთროვანნი, დასრულდებიან საცთურნი და მწუხარებანი?! სწორედ მათი მეშვეობით გადმოდის და მოემადლება ყველა იმათ, ვინც კი წრფელი, შეუეჭვებელი რწმენით ითხოვს? ნუთუ პატივი არ უნდა მივაგოთ მთელი კაცთა მოდგმის მეოხმყოფელთა, რომელნიც ყოველი ჩვენგანისთვის აღუვლენენ ღმერთს ლოცვა-ვედრებას?! ჯერ პატივს უნდა მივაგებდეთ და ვეთაყვანებოდეთ მათ - მათ სახელზე ტაძრებს აღვუგებდეთ ღმერთს, მსხვერპლს შევწირავდეთ, პატივით აღვნიშნავდეთ მათი ხსენების დღეებს და სულიერად განვიხარებდეთ, რათა ეს სიხარული საფერი იყოს მათთვის, ვინც ჭეშმარიტი რწმენისკენ მოგვიწოდებს...

რამეთუ ის, რითაც ადამიანები სათნო-ეყოფიან ღმერთს, მის წმინდა სათნომყოფელთაც აამებს, ხოლო რაც შეურაცხყოფს ღმერთს, ის მის მხედართაც შეურაცხყოფს.

მაშ, პატივი მივაგოთ და თაყვანი ვცეთ წმინდანებს ჩვენ, მორწმუნეებმა იმით, რომ აღვუვლინოთ სულიერი ფსალმუნები, საგალობლები, გულშემუსვრილნი და მოწყალენი ვიყოთ შეჭირვებულთა მიმართ, რაც ყველაზე მეტად სათნო ეყოფა ღმერთსაც, აღვუგოთ ხოლმე მათ მოსახსენებელი ნიშები და შევუქმნათ ხილული გამოსახულებანი, წმინდანთა ქველისსაქმეთა მიბაძვით თვით შევიქმნათ მათ ცოცხალ ძეგლებად და გამოსახულებებად. თაყვანს ვცემდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორც საკუთარი მნიშვნელობით და ჭეშმარიტად დედას ღმრთისა. თაყვანს ვცემდეთ წინასწარმეტყველ იოანეს, როგორც უფლის წინამორბედსა და ნათლისმცემელს, როგორც მოციქულსა და მოწამეს, რამეთუ როგორც თვით უფალმა თქვა, "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოანე წინასწარმეტყველისა", რადგან სწორედ ის იყო პირველი მქადაგებელი ღმრთის სასუფევლისა. თაყვანს ვცემდეთ წმინდა მოციქულებს, როგორც ძმებს უფლისა, თვითმხილველთ და მმსახურებელთ მის ვნებათა, იმ მოციქულებს, "რომელნი იგი ღმერთმან წინასწარ განაჩინა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თვისისა". და "დაადგინა... ეკლესიათა პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარმეტყველნი და მესამედ - მოძღვარნი".

თაყვანი ვცეთ უფლის წმინდა მოწაფეებს, რომელთაც, აღმორჩეულებმა ყოველი წოდებისგან, შესვეს მისი სასუმელი და ნათელ-იღეს უფლის სიკვდილის ცხოველსმყოფელი ნათლისღებით, თაყვანი ვცეთ მათ, როგორც მოზიარეთ მისი ტანჯვისა და დიდებისა, რომელთაგანაც უპირველესი და უმთავრესი არის ქრისტეს მთავარდიაკვანი და პირველმოწამე სტეფანე. თაყვანი ვცეთ ჩვენს წმინდა მამებს, ღმერთშემოსილ მოსაგრეთ, რომელთაც დაუთმენიათ ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე მძიმე მოწამეობა სინდისისა... თაყვანს ვცემდეთ იმათ, ვინც მადლის მოვლინებამდე ცხოვრობდა - წინასწარმეტყველთ, მამამთავრებს, მართალთ ღმერთის წინაშე, რომელნიც წინასწარმაუწყებელნი იყვნენ უფლის ამქვეყნად მოსვლისა და მოვიხილავთ რა ყველა ამ წმინდანის ცხოვრების სახეს, მივბაძოთ მათ სარწმუნოებაში, აღვენთოთ მათი სიყვარულით, სასოებით, საღმრთო შურით, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებით, სიმტკიცითა და მოთმინებით ტანჯვათა შორის ისე, რომ სისხლსაც არა ვრიდოთ მათივე მსგავსად, რათა ჩვენც მათთან ერთად მივაგოთ გვირგვინი დიდებისაი.

ხატთა თაყვანისცემის შესახებ
ზოგნი გვკიცხავენ, რომ თაყვანს ვცემთ და საფერ პატივს მივაგებთ გამოსახულებას ჩვენი მხსნელისა იესო ქრისტესი და ჩვენი დედოფლისა - ღვთისმშობელისა, აგრეთვე ქრისტეს წმინდანებისა და სათნომყოფელებისა. დაე, ისმინონ, რომ დასაბამად ღმერთმა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისა შექმნა. განა ამიტომ არ ვუხრით ერთმანეთს ქედს, რომ ღმრთის ხატად ვართ შექმნილნი?! რამეთუ როგორც ბრძანებს ღმრთივმესიტყვე და საღმრთო საქმეთა შინა მრავლის მცნობელი ბასილი, ის პატივი, რომელსაც ხატს მივაგებთ, მის პირველსახეზე გადადის. პირველსახე კი ისაა, ვისგანაც კეთდება გამოსახულება, ვინც აღბეჭდილია ხატზე. რატომ სცემდა თაყვანს მოსეს ერი (სჯულის) კარავს, რომელსაც ყველა სხვა ქმნილებაზე მეტად ჰქონდა სახე და მსგავსება ზეციურისა? თვით ღმერთი ეუბნება მოსეს: "იხილე და ჰქმენ ყოველივე მსგავსად სახისა მის, რომელი გიჩვენე შენ მთასა ზედა". და განა ქერუბიმნიც, საკურთხეველს რომ განაცისკროვნებდნენ, ადამიანის ხელით არ იყვნენ შექმნილი? ანდა იერუსალიმის საყოველთაოდ ცნობილი ტაძარი? - განა ხელით ქმნული არ იყო იგი და ადამიანთა ხელოვნებით აღმართული?!

საღმრთო წერილი კიცხავს იმათ, ვინც კერპებს ეთაყვანება და მსხვერპლს დემონებს სწირავს. მსხვერპლს ელინებიც სწირავდნენ და იუდეველებიც, მაგრამ ელინები დემონებს სწირავდნენ, იუდეველები კი ერთ ღმერთს, ამიტომაც ელინთა მსხვერპლშეწირვა იგმობოდა (საღმრთო წერილით), ხოლო მართალთა მსხვერპლი სათნოეყოფოდა ღმერთს, რამეთუ (წარღვნის დასრულების შემდეგ) ნოემ მსხვერპლი შესწირა ღმერთს, იწონებდა და შეიწყნარებდა რა მისადმი მიმართული სიყვარულის კეთილსურნელებას, წარმართთა კერპები კი, როგორც გამომსახველნი დემონებისა, უარყოფილ და აკრძალულ იქნა.

***
უკიდურესი უგუნურება და უკეთურებაა, როცა ღვთაებას რაღაც სახეს (ფორმას) ანიჭებენ ხოლმე. ამიტომაც ძველ აღთქმაში, ანუ მისი მოქმედების ჟამს, ხატები არ გამოიყენებოდა, რადგანაც ღმერთი თავისი სათნოებითა და კეთილმოწყალებით ჭეშმარიტ ადამიანად შეიქმნა ჩვენი (ადამიანთა) ხსნისთვის და მხოლოდ სახით ადამიანისა კი არ მოვლენილა ამქვეყნად, როგორც აბრაჰამსა და წინასწარმეტყველთ ევლინებოდა, არამედ ჭეშმარიტად განკაცდა, ცხოვრობდა ამქვეყნად, იქცეოდა ადამიანთა შორის, სასწაულთმოქმედებათ აღასრულებდა, ევნებოდა, ჯვარცმულ იქნა, სიკვდილი დაითმინა, მკვდრეთით აღდგა და ზეცად აღმაღლდა. ყოველივე ეს ჭეშმარიტად აღასრულა ხილულად ადამიანთათვის და ყოველივე აღწერილიცაა იმისთვის, რომ მარად გვახსოვდეს ეს და ჭეშმარიტებას გვასწავლიდეს ყველას, ვისაც უფლის ამქვეყნად ყოფნის ჟამს არ გვიცხოვრია, ცხადად არ გვიხილავს იგი, მაგრამ მოვისმენთ და წავიკითხავთ რა მის შესახებ, ვირწმუნებთ ჭეშმარიტ ღმერთს. რადგანაც ყველამ არ იცის წერა-კითხვა და არ შეუძლია საღვთო წერილი წაიკითხოს, ამიტომ წმინდა მამებმა კეთილად განსაჯეს, რომ ყველა ეს საქმე და ვნება უფლისა, მსგავსად ზოგიერთი სასახელო საქმისა, ხატებზე ყოფილიყო გამოსახული მათ შესახსენებლად.

***
ხშირად არც კი ვფიქრობთ უფლის ვნებაზე, მაგრამ ვიხილავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებას, გვახსენდება მისი მაცხოვნებელი ტანჯვა, მუხლს მოვიყრით მის წინაშე, თაყვანს ვცემთ არა რაღაც ნივთს, არამედ ამ ნივთზე გამოსახულს, ისევე როგორც სახარებისა და ჯვრის შემთხვევაში ჩვენ ქაღალდსა თუ ხეს კი არ ვეთაყვანებით, არმედ იმას, რაც დაუწერიათ ამ ქაღალდზე და რაც შეუქმნიათ ამ ხით.

ღვთსმშობლისა და მისი გამოსახულების შესახებაც იმავეს ვიტყვი. ის პატივი, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მივაგებთ, მისგან განკაცებულს მიეგება. ასევე, წმინდა მამათა ღვაწლიც მხნეობას განაღვიძებს ჩვენში, რწმენას განგვიმტკიცებს და ძალას გვმატებს, რათა უშიშრად მივბაძოთ მათ სათნოებას და ამით ღმერთი განვადიდოთ.

თანამოსაგრეთაგან ყველაზე გულმოდგინეთათვის მიგებული პატივით ვამტკიცებთ სიყვარულს ჩვენი საერთო მეუფისადმი და ის პატივიც, რომელსაც წმინდა ხატს მივაგებთ, მის პირველსახეს მიეგება, ანუ იმას, ვინც არის გამოსახული ამ ხატზე. ეს არის დაუწერელი გადმოცემა ქრისტეს წმინდა ეკლესიისა.

***
ასეთივე გადმოცემა აღმოსავლეთის მხარეს თაყვანისცემის, ჯვრის თაყვანისცემის შესახებ და მრავალი სხვა მსგავსისა ჩვენ ზეპირად გადმოგვეცა წმინდა მოციქულთა და მამათაგან.

გადმოგვცემენ ერთ ამბავს უფლის ხატის შესახებ: ქალაქ ედესაში გამეფებულმა ავგაროზმა მხატვარი გაგზავნა უფლის მიმსგავსებული გამოსახულების შესაქმნელად. ეს მხატვარი დადგა უფლის პირისპირ, მაგრამ მისი დახატვა ვერ შეძლო - სახე უფლისა დამაბრმავებელი ნათლით იყო გაბრწყინებული. მაშინ უფალს თვით აუღია ტილოს ნაჭერი, დაუდვია თავის ღვთაებრივ და ცხოველმყოფელ სახეზე და ამგვარად აღუბეჭდავს მასზე საკუთარი ხატი, რომელიც მხატვარს მეფისთვის გაუგზავნია. ასე შექმნილა უფლის პირველი ხელთუქმნელი ხატი.

ხოლო იმას, რომ უფლის წმინდა მოციქულებმა ბევრი რამ დაუწერლად გადმოგვცეს, გვიდასტურებს ღვთაებრივი პავლე. წარმართთა მოციქული ამბობს: "მიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღვრება ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩვენითა". კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში იგი წერს: "მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე - ქრისტესა მიმართ, ხოლო მე გაქებ თქვენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე, ვითარცა იგი მიგეც თქვენ მოძღვრებაი, შეიკრძალეთ".

წმინდა მამის გადმოცემებს მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ, ახლა კი გავიცნოთ, ვინ იყო წმინდა იოანე დამასკელი.

წმინდა იოანე იმ ღვაწლს შეუდგა, რომელიც ღვთისგან ჰქონდა დაკისრებული
წმინდა იოანე დამასკელი
წმინდა იოანე დამასკელი დაიბადა ქალაქ დამასკოში დაახლოებით 675 წელს, მართლმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში. მამამისი - სერგი მანსური წარჩინებული კაცი იყო. იოანეს გარდა მას შვილობილიც ჰყავდა - სიყრმეში დაობლებული კოზმანი. სიყრმეში დაწყებული მეგობრობა და ძმობა მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა ამ ორ ღირსეულ ადამიანს, რომელნიც მრავალი წლის განმავლობაში ერთად მოღვაწეობდნენ წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში (კოზმანი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, შემდეგ ქალაქ მაიუმის ეპისკოპოსადაც იქნა დადგენილი იერუსალიმის პატრიარქის მიერ), სადაც ორივე ბერად აღიკვეცა და მთელი სიცოცხლე უფლის სამსახურს და მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებას მიუძღვნა.

ყრმა იოანემ აღზრდა-განათლება მიიღო საკუთარ ოჯახში ვინმე ბერის - კოზმანისგან, რომელიც სერგი მანსურს დამასკოს მონათა ბაზარზე ეყიდა ვაჟიშვილთა აღსაზრდელად.

***
იმ ხანებში ბიზანტიის იმპერატორი იყო ლევ III ისავრიელი. მწვალებელი ხელმწიფე, ხატმებრძოლი, რომელიც სასტიკად დევნიდა წმინდა ხატების თაყვანისმცემლებს... იოანემ ისარგებლა თავისი მაღალი მდგომარეობით, ეპისტოლეებით მიმართა მახლობელ ეკლესიებს და მღვდელმთავრებს, რომელთაც იცნობდა. დაიცვა წმინდა ხატები და ყველას მოუწოდა, მტკიცედ ყოფილიყვნენ ჭეშმარიტ რწმენაზე, არ დაეთმოთ უკეთურ ხატმებრძოლთათვის.

იოანეს თავგამოდების ამბავი შეიტყო იმპერატორმა და მისი მოშორება გადაწყვიტა. ხელოვან კალიგრაფებს შეადგენინა ყალბი წერილი, ვითომცდა იოანეს ხელით დაწერილი, რომელშიც თითქოს იგი აქეზებდა ბიზანტიის იმპერატორს სირიის დაუცველი ქალაქების დასაპყრობად. ეს ყალბი წერილი იმპერატორმა სირიის მმართველს გამოუგზავნა დამასკოში... განრისხებულმა განმგებელმა დაიჯერა თავისი კარისკაცის ღალატი და ბრძანა, მისთვის მარჯვენა მოეკვეთათ, ის მარჯვენა, რომლითაც მას თითქოსდა დაეწერა გამცემლური წერილი. სასჯელი საჯაროდ აღასრულეს და მოკვეთილი ხელი იოანეს ქალაქის მოედანზე გამოკიდეს ყველას დასანახად და ჭკუის სასწავლებლად. ღამით იოანე საპყრობილეში ჩააგდეს და მოკვეთილი ხელიც იქვე მიუგდეს. იოანემ იცოდა, რისთვისაც ევნებოდა და ღამით მხურვალე ლოცვით მიმართა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს - ხელის გამრთელებასა და სამართლიანობის აღდგენას ევედრა. მან იხილა ხატი წმინდა ქალწულისა, რომელიც მოწყალედ და ნათელი თვალებით უყურებდა რწმენისთვის წამებულს და ეუბნებოდა: "აჰა, შენი მარჯვენა განმრთელდა! მაშ, ნუღარ ჰყოვნი, არამედ ჰქმენ იგი საწერელი მწიგნობარისა ხელოვანისა". მართლაც, ხელი იოანესი სასწაულებრივად განმრთელებულიყო, თუმცა მოკვეთის ხაზი კვლავაც ეტყობოდა, ალბათ იმისთვის, რომ ყველასთვის მარად საჩინო ყოფილიყო წმინდა იოანე დამასკელის ღვაწლი.

როცა ამ სასწაულის შესახებ შეიტყო და საკუთარი თვალითაც იხილა, განმგებელი მიხვდა შეცდომას, გაათავისუფლა თავისი კარისკაცი და სთხოვა, შენს თანამდებობას დაუბრუნდი, ამიერიდან ჩემი პირველი მრჩეველი უნდა იყოო. იოანეს კი მონასტერში განმარტოებული ცხოვრება ჰქონდა გადაწყვეტილი.

***
იოანემ მთელი ქონება ქვრივ-ობლებსა და ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, თვითონ კი ძმასთან და თანამოაზრესთან - კოზმანთან ერთად იერუსალიმს გაემართა, სადაც უბრალო მორჩილის ღვაწლს შეუდგა წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში. სავანის ძმათაგან მხოლოდ ერთი, ყველაზე გამოცდილი და მოხუცი ბერი დათანხმდა, იოანეს მოძღვარი გამხდარიყო. მოძღვარმა თხზულებათა წერა აუკრძალა იოანეს, რადგან ფიქრობდა, ამ სარბიელზე მოსალოდნელი წარმატებანი ამპარტავნების სულს განუღვიძებდა. იოანემ მორჩილად მიიღო ბერმონაზვნური ცხოვრების უღელი.

ღვთის ნებით, იოანემ რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ განაახლა სამწერლო მოღვაწეობა. ერთხელ მონასტერში ვინმე ბერი გარდაიცვალა და მისმა დამწუხრებულმა ხორციელმა ძმამ იოანეს სთხოვა, - საგალობელი შექმენი ჩემი ძმის სულის მოსახსენებლადო. იოანემ დაარღვია აღთქმა და შექმნა საგალობელი გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად, რომელიც იწყება სიტყვებით "ყოველივე ამაო არს კაცისა", რომელიც დღემდე იგალობება წმინდა ეკლესიაში. მოძღვარმა ამ ურჩობის გამო გადაწყვიტა, დაესაჯა მორჩილი - თავისი სენაკიდან გააძევა იოანე და მძიმე საქმეც დაავალა - თუ გსურს დანაშაული შეგინდო, შიშველი ხელით უნდა გაიტანო ხოლმე მონასტრიდან ყოველი უწმინდურებაო. ამით მას სურდა გამოეცადა თავისი მოწაფის სიმდაბლე. იოანემ სიხარულით მიიღო ეს სასჯელი და მაშინვე გაეშურა საქმის აღსასრულებლად. ამის დანახვაზე მოძღვარმა შეუნდო სულიერ შვილს და კვლავ თავის სენაკში დააბრუნა. იმავე ღამით მოძღვარს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ნება დაერთო იოანესთვის საგალობელთა და თხზულებათა წერისა. იმ დღიდან მოყოლებული, წმინდა იოანე იმ ღვაწლს შეუდგა, რომელიც ღვთისგან ჰქონდა დაკისრებული და მთელი სიცოცხლე საეკლესიო საგალობლებს, საღვთისმეტყველო შრომებს და ხატმებროლი მწვალებლების წინააღმდეგ მიმართულ ეპისტოლეებს და აპოლოგიებს წერდა.

ის არასდროს განშორებია წმინდა საბას სავანეს, მხოლოდ ერთხელ, ისიც მცირე ხნით დატოვა მონასტერი, რათა კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაში მიეღო მონაწილეობა, სადაც დაიცვა მართლმადიდებელი სარწმუნოება ხატმებრძოლი მწვალებლებისგან. ყოველ საქმეში წმინდა იოანეს შეეწეოდა ღირსი მამა კოზმანი. კოზმანს არ უნდოდა ეპისკოპოსად კურთხევა, მაგრამ დაუთმო სავანის ძმათა თხოვნას და დაემორჩილა იერუსალიმის პატრიარქს, რომელმაც მღვდელმთავრად დაასხა ხელი. ამავე პატრიარქმა წმინდა იოანე დამასკელიც ხუცესად აკურთხა და მქადაგებლად განაწესა თავის საკათედრო ტაძარში. წმინდა მამა მალე დაუბრუნდა თავის სავანეს.

წმინდა იოანე დამასკელი 754 წელს მიიცვალა. ეკლესია 4 დეკემბერს აღნიშნავს მის ხსენებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat