როგორ მოვიპოვოთ ნამდვილი ბედნიერება?
როგორ მოვიპოვოთ ნამდვილი ბედნიერება?
უფალი ყველას იმ მდგომარეობას ანიჭებს, რომლის საშუალებითაც ყველაზე უკეთ შეძლებს სულის ცხონებას
"გქონდეს ჭეშმარიტი კეთილზნეობა და ჭეშმარიტი ბედნიერებაც გექნება", - ბრძანებს წმინდა ტიხონ ზადონელი. ბედნიერება ორგვარია - მიწიერი, რომელსაც წუთისოფლის სიამეები გვანიჭებს, და ჭეშმარიტი - სულიერი, ზეციური, რომელიც სასუფეველში გველის. ღმერთმა ყველა ადამიანი ბედნიერებისთვის შექმნა, შემოქმედს ხომ თითოეული ჩვენგანის სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ, როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს, ჭეშმარიტი ბედნიერება შემთხვევით და უმიზეზოდ არ მოგვენიჭება...

როგორ მოვიპოვოთ ნამდვილი ბედნიერება? როდისაა ადამიანი მართლაც ბედნიერი? რა არის ჭეშმარიტი ბედნიერების საფუძველი? რატომ ისწრაფვიან ადამიანები მეტწილად მიწიერი ბედნიერებისკენ? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ზესტაფონის წმინდა გიორგისა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრების მოძღვარი, მამა ნაზარ მეგრელიშვილი:

- ქრისტიანისთვის ცნება - ჭეშმარიტი ბედნიერება ამ ქვეყნად არ არსებობს, რადგან ის ყოველთვის ეძიებს ღმერთს და მასთან ბედნიერებას. ადამიანი არ შექმნილა წუთისოფლისთვის, არამედ წუთისოფელი გვეძლევა ღმერთთან მყოფობის მოსაპოვებლად.

ადამიანი გონიერი არსებაა, მას აზროვნების უნარი მიეცა და უნდა დაფიქრდეს, რატომ მოვიდა დედამიწაზე, სად მიდის გარდაცვალების შემდეგ... თუკი ამის არსს ჩასწვდება, სახარებისეული სწავლება ექნება და ქრისტიანულად იცხოვრებს, მისთვის ერთადერთი ბედნიერება ქრისტეში მყოფობა იქნება, რომლის სანაცვლოდაც სასუფეველს მოიპოვებს.

სამწუხაროდ, დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი მიწიერი სამოთხისა და ბედნიერი ცხოვრებისკენ ისწრაფვის. მათ ბოროტი სული ურევს გონებას, მაგრამ არა იძულებით, არამედ ისევ და ისევ მათივე თავისუფალი ნებით. როგორი განცხრომითაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა დედამიწაზე, თუკი ის უფალში არ მყოფობს, ისე არ ცხოვრობს, როგორც ღმერთი გვავალდებულებს, ჭეშმარიტ ბედნიერებას ვერასოდეს მოიპოვებს და შეიგრძნობს. თუ უფალს ვეძიებთ, სულიწმინდის ტაძრად შექმნილ სხეულს მართლაც სულიწმინდის სამკვიდროდ ვაქცევთ, ბედნიერებას უკიდურესი სიღატაკისა და უქონლობის ჟამსაც კი ვპოვებთ. ამის მაგალითს გვაძლევენ წმინდა მამები, რომლებმაც ყოველგვარი მიწიერი სიამე დათმეს, კლდეებსა და უდაბურ ადგილებში გავიდნენ სამოღვაწეოდ და იქ პოვეს ბედნიერება, რადგან მათთან ღმერთი მყოფობდა. წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები გავიხსენოთ: თუ ღმერთი ჯოჯოხეთშიც არ მიმატოვებს, იქაც ბედნიერი ვიქნებიო. დავით მეფსალმუნე კი ამბობს: "უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა". თუკი ყოველივე უფლისაა, ჩვენ კი მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრებით უფლის მეგობრები, შვილები გავხდებით - ის რაც უფლისაა, ჩვენიც იქნება და ჩვენზე მდიდარი და ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს. იობის მდგომარეობაც გავიხსენოთ. მან ყველაფერი დაკარგა, მაგრამ უბედურად არ ჩაუთვლია თავი, რადგან ღმერთი არ დაუვიწყებია და უფალიც არ ტოვებდა მას. ასე რომ, მთავარია, უფალთან კავშირი არ დავკარგოთ.

- იობისგან განსხვავებით, მცირე განსაცდელის ჟამსაც კი უბედურად მივიჩნევთ თავს. ბევრს სასოწარკვეთილებაც კი ეუფლება...

- თუ მიწიერად შევხედავთ, შესაძლოა, მცირე განსაცდელმაც კი მწუხარებაში ჩაგვაგდოს და უბედურად ჩავთვალოთ თავი. მაგრამ თუკი მას სულიერად მივიღებთ, ჩავთვლით, რომ ნებისმიერი განსაცდელი ღვთისგანაა მოცემული და, ბუნებრივია, ისევ და ისევ ჩვენს სასიკეთოდ, სულის განსაწმენდად და საცხოვნებლად გვეძლევა, თავს უბედურად აღარ მივიჩნევთ, პირიქით, ბედნიერებას ვიგრძნობთ, რამეთუ უფალი ჩვენთან არის. წმინდა მამები ხომ ბრძანებენ - განსაცდელი უფალთან ყოფნის ჟამიაო. როგორც ფოლადისთვისაა აუცილებელი ცეცხლი, ასევე აუცილებელია სულისთვის განსაცდელი. ადამიანი მაშინაა უბედური, როცა განსაცდელი არ ეწევა, ეს ხომ იმას მიანიშნებს, რომ მის სულს ეშმაკი დაეპატრონა. გმადლობთ, უფალო, ყველაფრისთვის! - წმინდა იოანე ოაქროპირის ამ სიტყვებით უნდა შევღაღადოთ შემოქმედს ნებისმიერი განსაცდელის ჟამს.

განსაცდელი ჩვენი სულიერი მდგომარეობის საზომიცაა - თუკი მცირე განსაცდელიც აგვაფორიაქებს და უფლის იმედს დაგვაკარგვინებს, ჩვენში მიწიერი გრძნობები გაიღვიძებს, ჩავთვალოთ, რომ ჯერჯერობით წილი არ გვაქვს სასუფეველში. რამდენადაც, როგორი სულიერი სიმტკიცითაც დავითმენთ განსაცდელს, იმდენად მტკიცენი ვართ სულიერებაში, იმდენად მივუახლოვდებით უფალს.

- სულის ნეტარი, ბედნიერი მდგომარეობის მოსაპოვებლად ხომ ცოდვებთან და ცოდვილ ჩვევებთან განუწყვეტელი ბრძოლაა საჭირო...

- ჩვენი ეკლესია, ჩვენი მიწიერი ქვეყანა მებრძოლია. ვიდრე დედამიწაზე ვცხოვრობთ, ვიდრე ხორცში ვიმყოფებით, მებრძოლ მდგომარეობაში ვართ - ცოდვებს, უკეთურებებს - ბოროტ სულს ვებრძვით. ბრძოლას დაჭრა და დაცემაც მოჰყვება. ხშირად ვეცემით წუთისოფელში ეშმაკთან ბრძოლისასაც, მაგრამ აღდგომის შესაძლებლობა ყოველთვის გვაქვს, მთავარია, ბრძოლის, გამარჯვების, აღდგომის ჟინი არ დავკარგოთ.

- ქრისტიანს არ უნდა ესწავლებოდეს, რომ მიწიერი ბედნიერება, მიწიერი საუნჯე და სიამეები წარმავალია. მარადიულად მხოლოდ ზეციური ბედნიერება გაგვყვება, რომლის ღირსნიც დედამიწაზე უნდა გავხდეთ. პატრიარქიც ხშირად ბრძანებს - სამოთხეც და ჯოჯოხეთიც დედამიწაზე იწყებაო...

- სახარებისეულ იგავს გავიხსენებ: ერთმა კაცმა დიდძალი მოსავალი მიიღო და დამწუხრდა, სად დავაბინავო ამხელა საუნჯეო. განიზრახა, ძველი სათავსები დაენგრია და დოვლათის მოსათავსებლად ახალი, უფრო დიდი ბეღლები აეშენებინა. იფიქრა, ვეტყვი ჩემს სულს: მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისთვის, მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულეო. მაგრამ იქვე განჩინება მიიღო: ამაღამვე მიიღებენ შენს სულს და სად უნდა წაიღო, რაც დაიმზადეო?

რას ნიშნავს ეს? ადამიანმა ყურადღება არ უნდა გაამახვილოს მიწიერ საუნჯეზე, მის დაგროვებაზე ზრუნვას არ შეალიოს სიცოცხლე და ამის გამო მთავარი - ზეციური საუნჯე არ დაკარგოს. ეშმაკთან კი არ ვაგროვოთ, არამედ უფალთან. ვინც ჩემთან აგროვებს, მას შეენახება; ვინც არ აგროვებს, იმასაც განაბნევს, რაც აქვსო, - ბრძანებს მაცხოვარი. უფალთან კი მადლი, სიყვარული და სიკეთე უნდა ვაგროვოთ.

- პირველ ქრისტიანებს, მიუხედავად დევნისა, უფლის რწმენა და სიყვარული უფრო მხურვალე და ცეცხლოვანი ჰქონდათ, ვიდრე თანამედროვე კაცობრიობას...

- დღეს ქრისტიანული ცხოვრება მინავლდა, თანამედროვე ცივილიზაციამ ღვთის რწმენა და სიყვარული გაანელა, ცოდვილი ჩვევებიც მომრავლდა - ცოდვა ხომ გადამდებია, მაგრამ თუკი ადამიანი უფლის მცნებებს დაიცავს, ნებისმიერ დროში გადარჩება და სულს იცხონებს. სოდომ-გომორში მხოლოდ ლოთი მისდევდა ღვთის მცნებებს და გადარჩა. ასე რომ, ადგილი, დრო და მდგომარეობა კი არ განწმენდს ადამიანს, არამედ მან უნდა განწმინდოს თავისი ცხოვრებით დროც, მდგომარეობაც და გარემოცვაც.

- ღვთის სიახლოვისკენ ქვეცნობიერად მაინც ყველანი ვისწრაფვით, ბევრი ჩვენგანი იწყებს კიდეც უფლისკენ სვლას, მაგრამ ბევრს ქრისტიანული ცხოვრება ემძიმება, უჭირს...

- უფალი ბრძანებს: "ტვირთი ჩემი სუბუქ არს და უღელი ჩემი ტკბილ არსო". მართალია, ღვთის წინაშე მართალი, ქრისტიანული ცხოვრება ტვირთი და უღელია, მაგრამ მსუბუქი და ტკბილად, სასიამოვნოდ სატარებელი - თუკი მას სიხარულით და უფლის სიყვარულით ვზიდავთ, მაგრამ თუ უფლის უღელთან ერთად ეშმაკის უღელსაც დავიდგამთ, ორი უღლის ტარება გაგვიჭირდება. ეშმაკის უღელი ხომ მძიმე და ძნელად სატარებელია.

- იმის დასტური, რომ სწორედ სულიერი ბედნიერებაა უპირატესი, იმ მოწამეთა და მარტვილთა მაგალითებიცაა, რომლებმაც ქრისტეს სარწმუნოებისთვის, უფალთან მყოფობისთვის ყოველგვარი მიწიერი სიამე დათმეს - სიმდიდრე, კაცთა შორის დიდება და პატივი. ბევრ მათგანს ეს ყველაფერი ჰქონდა ან ჰპირდებოდნენ ქრისტეს უარყოფის, სჯულის გამოცვლის სანაცვლოდ.

- ქრისტეს მოწამეებისთვის სამყარო, წუთისოფელი და მისი სიამენი მკვდარი იყო, მათთვის მთავარი ერთი რამ გახლდათ - ღმერთთან ერთობა. ბერ-მონაზონთა უმეტესობა ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ მიწიერი ცხოვრება დატოვეს და უდაბნოებსა და უდაბურ ადგილებს მიაშურეს სამოღვაწეოდ, რათა მათსა და ღმერთს შორის სხვა არავინ და არაფერი ჩამდგარიყო. სიხარულსა და ბედნიერებას მხოლოდ უფალთან მყოფობაში ხედავდნენ. კარგად უწყოდნენ, რა ელოდათ თავიანთ საქმეთა სანაცვლოდ. ამიტომაც დაუთმეს და მიუძღვნეს თავი უფალს.

- ადამიანთა უმეტესობას სხვისი ბედნიერება წყენას, ზოგჯერ კი შურსაც აღუძრავს, არ შესწევთ მოყვასის სიხარულის თანაგანცდის უნარი...

- შური, შუღლი, ამპარტავნება და სხვა უკეთური ზრახვები ყველა ჩვენგანში ბუდობს - ეს ადამიანურ ბუნებას ახასიათებს, მაგრამ ისინი თითოეულ ჩვენგანში მეტ-ნაკლებად იჩენს თავს. როცა მოყვასის ბედნიერება, მიწიერი უპირატესობა წყენას ან შურს აღგვიძრავს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ეშმაკისგან მოწოდებული აზრია და განხორციელების - გონებიდან გულამდე მისვლის საშუალება არ მივცეთ. შური მძიმე, სულის დამღუპველი ცოდვაა.

განსაკუთრებული ყურადღება იმ ცოდვილ ჩვევებსა და მიდრეკილებებს უნდა მივაქციოთ, რომლებიც ყველაზე ხშირად შემოდის ჩვენში. შესაძლოა, ესა თუ ის ცოდვილი ჩვევა მთელი ცხოვრება გაგვყვეს, მაგრამ მთავარია, ვებრძოლოთ მას, არ მივცეთ ჩვენი სულის დამორჩილების საშუალება.

- მიწიერ ცხოვრებაში ზოგს სიმდიდრე მიენიჭება, ზოგი კი სიღარიბესა და სიღატაკეში ცხოვრობს. ხომ შეიძლება, ორივე მდგომარეობაში მოვიხვეჭოთ სულიერი ბედნიერება, ვიცხონოთ სული?

- ღარიბი სულიერი გაგებით მაშინ არის ბედნიერი, როცა კმაყოფილია თავისი ყოფით, სიღარიბეშიც კი ადიდებს უფალს. გავიხსენოთ სახარებიდან ღარიბი დედაკაცის მაგალითი, უფალმა ორი ლეპტის შეწირვის სანაცვლოდ ბევრად მეტი მადლი რომ მიანიჭა, ვიდრე მდიდარს, რომელმაც გაცილებით მეტი შესწირა. ქალმა ხომ თავისი ნაკლოვანებიდან გაიღო, რაც ებადა, ყოველივე უფალს მიუძღვნა, მდიდარმა კი თავისი ნამეტნაობიდან შესწირა. მაგრამ თუკი კაცი სიღარიბის გამო ყვედრის უფალს, წუხს თავისი მდგომარეობის გამო, სულს ვერ იცხონებს. სიმდიდრეც და სიღარიბეც ღვთის სადიდებლად უნდა გამოვიყენოთ - მდიდარმა მოწყალების საქმეებით უნდა ადიდოს უფალი, ქონება ღვთივსათნოდ განაგოს და ამ გზით მოიპოვოს ზეციური ბედნიერება.

სოლომონ ბრძენს უფალმა არჩევანის შესაძლებლობა მისცა, ჰკითხა - რომელი მოგანიჭო: სულიერი სიბრძნე თუ ხორციელი სიმდიდრეო. მან სულიერი აირჩია და ხორციელიც მიეცა. სახარებაში უფალი ბრძანებს: სოლომონზე მდიდარი ადამიანი არ შობილა დედამიწაზე, მაგრამ უბრალო მინდვრის შროშანიც კი მასზე უკეთ იმოსებაო. მეფისთვის ხორციელ სიმდიდრეს სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაში ხელი არ შეუშლია.

უფალი ყველას იმ მდგომარეობას ანიჭებს, რომლის საშუალებითაც ყველაზე უკეთ შეძლებს სულის ცხონებას. ერთ პატერიკს მოგითხრობთ: ერთ-ერთი ქრისტიანი ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. რასაც მოიპოვებდა, ნახევარს მოწყალებად გასცემდა და ბედნიერად გრძნობდა თავს. მისმა მოძღვარმა ლოცვით შესთხოვა ღმერთს, მისთვის მეტი მიენიჭებინა, რათა მეტი მადლი ეკეთებინა. უფალმა მიანიშნა, რომ სულის საცხოვნებლად მისი სულიერი შვილისთვის სწორედ ის მდგომარეობა იყო საუკეთესო, რომელშიც იმყოფებოდა, მაგრამ მოძღვარი თავისას მაინც არ იშლიდა. მაშინ უფალმა დაუშვა, რომ კაცი გამდიდრებულიყო - ერთხელ, როცა ჩვეულებისამებრ შრომობდა, მიწას წერაქვი დაჰკრა და დიდძალი საუნჯე იპოვა. ამოთხარა განძი და ქალაქს მიაშურა, იქ მოიწყო ცხოვრება. შრომაც მიატოვა და გლახაკთა მოწყალებაც დაივიწყა. უმძიმეს და უწმინდურ ცოდვებში ჩავარდა. გამოეცხადა უფალი მის მოძღვარს და უთხრა: ხომ ხედავ, სიმდიდრემ რა დღეში ჩააგდო ეს მოწყალე ადამიანი, მისი სული დაღუპვის გზით მიდისო. ყოვლადსახიერ უფალს არ მიუტოვებია კაცი - რამდენიმე ხნის შემდეგ განსაცდელი მოუვლინა და კვლავ პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნა, ისიც კვლავ მშრომელი, გულმოწყალე და კეთილი გახდა, მძიმე შრომით მოპოვებულ გროშებს გაჭირვებულებს უნაწილებდა. ასე მიაბარა სული უფალს.

ადამიანმა აუცილებლად უნდა შეიგნოს, რომ წუთისოფელი წარმავალია, - სხვაგვარად სულის ცხონება შეუძლებელია. ალექსანდრე მაკედონელმა დაიბარა: როცა მოვკვდები, ცალი ხელი სასახლიდან გადმომაწევინეთ - ყველამ დაინახოს, რომ ამ ქვეყნიდან ხელცარიელი მივდივარო. ჩვენ მხოლოდ მადლის, კეთილი ან ცოდვილი საქმეების წაღება შეგვიძლია თან - სულის ბედნიერების მოსაპოვებლად ან წარსაწყმედად.

ცხადია, მიწიერ საქმეებზე ზრუნვა არ გვეკრძალება, მაგრამ ხორციელზე ფიქრმა არ უნდა გარდაამეტოს მთავარს - სასუფევლის მოპოვებისთვის ზრუნვას. უფალი ხომ პირდაპირ მოგვიწოდებს: "პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ყოველივე კეთილი შეგეძინოთ თქვენ". უნდა ვიშრომოთ იმის მოსაპოვებლად, რაც არსებობისთვის გვჭირდება, მაგრამ ისევ და ისევ უფლის შეწევნის იმედით, და იმას დავჯერდეთ, რასაც ღმერთი მოგვმადლებს.

- ზოგიერთი, მიწიერ საქმეებში რომ არ უმართლებს, უბედურად მიიჩნევს თავს...

- ეს უმძიმესი ცოდვაა! როგორ შეიძლება უბედურად ჩავთვალოთ თავი, როცა არსებობს უფალი, რომელიც ყოველგვარ განსაცდელში შეგვეწევა და გამოსავალს გვაპოვნინებს, ცხადია, თუკი გულსა და გონებას მისკენ მივაპყრობთ და გულწრფელად შევთხოვთ შემწეობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat