როგორ აღვზარდოთ ბავშვი
როგორ აღვზარდოთ ბავშვი
მცოდნე კაცი შესაძლოა ბოროტის მსახურებაშიც იყოს, განათლებული ადამიანი კი მხოლოდ სიკეთეს ემსახურება
ამქვეყნად ადამიანის საქმიანობის, მათ შორის, სწავლა-განათლების შეძენის მიზანი არის მიახლება ზნეობრივი წარმატების იმ იდეალთან, რომელიც მაცხოვრის სიტყვებითაა გამოხატული: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს" (მათ. 5,48). სწავლა-განათლებასაც და სიცოცხლესაც უფალი გვანიჭებს, ამიტომ მხოლოდ ღვთის სიტყვის შესწავლის საფუძველზეა შესაძლებელი მოზარდი თაობის აღზრდა-განათლების სწორი წარმართვა.

"სიტყვა "განათლების" ძირი და არსი ნათელში მდგომარეობს. ეს არის სწორედ ის ნათელი უფლისა, რომელიც ღვთისგან ენიჭება ადამიანს და აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს ირგვლივ მყოფი სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი არსი".

სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რას ეფუძნება დღევანდელი ჩვენი განათლება და მეცნიერება, რა ღირებულებათა სისტემაზეა აგებული ჩვენი დღევანდელი მსოფლმხედველობა.

გვესაუბრება ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი):

- ბავშვის ჩამოყალიბება ხდება უფროსი თაობის გავლენით. მშობლებს სურთ, ბავშვი აღზარდონ ისე, როგორც მათი მსოფლმხედველობისთვისაა მისაღები. თუმცა შესაძლოა გარემომ შექმნას სხვა პირობები ბავშვის განვითარებისთვის. სახელმწიფო პოლიტიკა კი დაინტერესებულია, თავის გარკვეული მიზნების მისაღწევად ამა თუ იმ მიმართულებით აღზარდოს ბავშვი. იდეალური შემთხვევაა, როდესაც ღვთის დიდება არის ყველგან: ოჯახშიც, საზოგადოებაშიც, სახელმწიფოშიც. ამ დროს ბავშვი სწორად აღიზრდება, მის გულსა და გონებაში ინერგება ღვთისგან დადგენილი ზნეობრივი კატეგორიები. სწორედ ეს გახლავთ ბავშვის სულიერი განვითარების პირობა. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის სწავლა-აღზრდაზე, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, რამდენად სწორად ვუყალიბებთ ბავშვს აზროვნებას ჭეშმარიტებასთან მიმართებაში, რა ზნეობრივ სისტემაზე ვაგებთ მის ცნობიერებას და რა მიმართულებით გვინდა მისი განვითარება.

- მაშასადამე, მეცნიერება და განათლება ჭეშმარიტ საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული. როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს?

- დღეს გაბატონებული ამქვეყნიური მსოფლმხედველობა ჭეშმარიტების საკითხს ზერელედ უდგება. მიაჩნია, რომ ჭეშარიტება - ფარდობითობის თეორიის ფარგლებში მოქცეული ცნებაა. ასე რომ, ყველა ადამიანს თავისი "ჭეშმარიტება" გააჩნია. ასე იშლება ზღვარი სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის, ასე ებნევა გზა თანამედროვე "ცივილიზებულ" ადამიანს, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ერევა და ყველაფრის დაჯერება შეუძლია, გარდა ჭეშმარიტი ღმერთის ერთადერთობისა. მხოლოდ ის არის "მტყუანი", ვინც იტყვის, ჭეშმარიტება არ არის შეფარდებითი ცნება, აბსოლუტური კატეგორიააო. ყველა დანარჩენი კი "თავისებურად მართალია". ასეთი მსოფლმხედველობის გაბატონებამ შედეგად მოიტანა ღვთის საწინააღმდეგო ქმედებები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე მიზანმიმართულად ამკვიდრებდნენ ნებსით თუ უნებლიეთ ამ პროცესში ჩართული ადამიანები.

მეცნიერებასა და განათლების სისტემაში ათეისტური იდეოლოგიის შემოჭრამ მრავალი საკითხი უკუღმა დააყენა. დღეს ეს პრობლემები მტკივნეულად აწევს ჩვენს მეცნიერებასა და განათლების სისტემას და პრაქტიკულად ამუხრუჭებს საზოგადოების განვითარებას.

მსოფლმხედველობის ბიბლიური კონცეფცია საოცარი სისავსითა და სისრულით გამოირჩევა. მასში ყველაფერს თავისი ბრძნულად განკუთვნილი ადგილი უკავია. ყოველი სიტყვა და აზრი ჭეშმარიტების სულით არის ნასაზრდოები და ჭეშმარიტ განათლებას იძლევა. რატომ უნდა უარვყოთ აზროვნების ეს მყარი და ბრძნული სისტემა და ვენდოთ თითიდან გამოწოვილ "მეცნიერულ" ჰიპოთეზებს?

ღვთიური მსოფლმხედველობის უარყოფით ადამიანი საკუთარი აზროვნების იმედად დარჩა, ადამიანური აზროვნება კი შეზღუდულია. აბსოლუტური კატეგორიების უარყოფით ყველაფერი ფარდობითი გახდა, ანუ დაიკარგა ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ადამიანებს გამოეცალათ მყარი ორიენტირები.

თუ ჭეშმარიტებას არ დავეფუძნეთ, თუ მყარ, აბსოლუტურ კატეგორიებს არ ჩავეჭიდეთ, ჩვენი "მეცნიერული" ძიება მხოლოდ სიბნელეში ხელების ფათური იქნება. რაღაცას წავაწყდებით, გვგონია, რაღაც აღმოვაჩინეთ, მეორე წუთში ეს ყველაფერი თავდაყირა დგება...

ადამიანმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება კონცეფციურ საკითხებზე, უსათუოდ უნდა შევთანხმდეთ რაღაც სიმყარეზე, თორემ სხვა შემთხვევაში ყველაფერი შეგვიძლია ჩავთვალოთ ცოდნად და ყველაფერზე შეიძლება ვიმსჯელოთ, როგორც სწორსა და მეცნიერულზე.

ჩემი აზრით, დადგა დრო, ჩვენი მეცნიერება და განათლება ჭეშმარიტ საფუძვლებს დაუბრუნდეს და სწორი ორიენტაციით განვითარდეს.

- ბოლო დროს ბავშვებსა და მოზარდებში გახშირდა დანაშაულის ჩადენის ფაქტები. უამრავი გადაცემა მიეძღვნა ამ საკითხს, უამრავი წერილი დაიბეჭდა. იყო მკაცრი განცხადებები, ბავშვებისადმი მოწოდებები. ყოველივე ეს გამოცხადდა წარსულის მავნე გადმონაშთად, ჯერ კიდევ აღმოუფხვრელი კრიმინალური მენტალიტეტის გამოვლინებად, მშობლებისა და მასწავლებლების მიერ დაშვებული შეცდომების ნაყოფად და ა.შ. უამრავი კითხვა დაგროვდა. და მაინც, რა არის ნამდვილი მიზეზი ყველაფრისა, როგორი აღზრდა შეაჩერებს ძალადობის ამ ტალღას?

- უწმინდესი ბრძანებს: "ცუდი ბავშვები არ არსებობენ, ყოველი მათგანი გენიოსია. ზოგიერთს მოზღვავებული ენერგია აქვს და თუ მას სწორად წარვმართავთ, საოცარ შედეგებს მივიღებთ".

ამ ძალადობის ტალღას შეაჩერებს, რა თქმა უნდა, სიყვარული. სწორედ სიყვარული და არა დამსჯელი ღონისძიებები! ჭეშმარიტ სიყვარულზე აღზრდა და არა კომერციულ ინტერესებზე "შემოსკუპებული" ე.წ. სქესობრივი აღზრდა.

მანამდე კი პასუხი უნდა გავცეთ კითხვებს: "რატომ აიკრძალა სკოლაში შემოქმედის დიდება? ვინ არის წყარო განათლებისა და სიყვარულისა? რატომ არ შეიძლება სკოლაში ლოცვა? რატომ არ შეიძლება სკოლაში იყოს ხატები მათი პირდაპირი დანიშნულებით? რატომ აღარ ტარდება საღვთო სჯულის გაკვეთილები? ჩვენი ბავშვები არ არიან დაცულნი იმ მავნე ზეგავლენისგან, რომელსაც მასმედია ახდენს მათზე. სამწუხაროდ, დღევანდელი ტელევიზია ცოდვის პროპაგანდას ეწევა. მასმედიისთვის უკვე ჩვეულებრივი გახდა და მის თავისუფლებადაც კი საღდება მკვლელობის, სისხლის, ძალადობის, ურცხვი სცენების, ბილწსიტყვაობის მოწოდება. უკვე მულტფილმებსაც კი ვეღარ უყურებს არათუ ბავშვი, არამედ ზრდასრული ადამიანიც, იმდენი ურჩხული და მოჩვენება, მკვლელი და მოძალადე, ჯადოქარი და ეშმაკია მათში. ასეთ პროდუქციას ხალხი არ მოითხოვს. მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე და ამ შეტევის გამო ყველაზე მეტად ჩვენი ბავშვები ზიანდებიან.

პროგრესის მოწინააღმდეგე არავინაა, მაგრამ ბავშვების უმრავლესობა კომპიუტერებთან ძალადობითა და მკვლელობით გაჯერებული კომპიუტერული თამაშებით ერთობა. ვირტუალურად დღეში ათასობით ადამიანს კლავენ, აფეთქებენ და ანგრევენ შენობებს, მანქანებს...

და ყოველივე ამის შემდეგ გვიკვირს - საიდან აქვთ ბავშვებს ამდენი აგრესიაო.

როგორ ავტორიტეტებს ვაწვდით ბავშვებს? ნიაღვარივით მოედინება ინფორმაცია ე.წ. ვარსკვლავების შესახებ. მათზე ყველაფერი იციან - როგორ საცვლებს იცვამენ, სად გაერთნენ, რამდენი ავტოგრაფი დაარიგეს.

იქმნება "ახალი ვარსკვლავები" - ე.წ. რეალითი შოუების "გმირები", გამარჯვებული თუ დამარცხებული სპორტსმენები, კონკურსანტები, ტოპ-მოდელები.

ერთმა ურცხვმა და თავხედმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა განაცხადა - გმირობა უნდა ჩავიდინო, საჯაროდ უნდა გავშიშვლდეო. ეს არის გმირობა?

სად გაქრნენ ნამდვილი გმირები, ღვთისა და სამშობლოს ერთგული ადამიანები? რატომ გვასწავლიან დღედაღამ ჭკუას ცრუ კაცნი? სად გაქრა თბილი და კეთილი ფილმები, ბავშვების უმწიკვლო სულის წარმომჩენი გადაცემები? რატომ ინერგება საბავშვო გადაცემების სახელით ძალადობითა და გარყვნილებით აღსავსე პროგრამები?

ნუთუ სეკულარიზაციასა და კომერციულ ინტერესებს უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მომავალი?

რა შედეგი მოიტანა განათლების რეფორმამ?

ბავშვებს ვერაფერს გამოაპარებ. მათ არ სჯერათ "რეფორმირებული" დილეტანტებისა, ცრუ იდეოლოგ-პროპაგანდისტებისა, არაგულწრფელი ურთიერთობებისა.

და აი, შედეგიც! სიძულვილზე სიძულვილით პასუხობენ, უხეშობაზე უხეშობით, ძალადობაზე ძალადობით. შეუძლებელია საზოგადოების ასე განვითარება. ეს დეგრადაციას იწვევს. თუ ეს ბედოვლათობით ხდება, დროზე უნდა გამოვფხიზლდეთ, რეალური ბერკეტები შევიმუშაოთ, თორემ დავიღუპებით. ზნეობრივი კატასტროფა იწვევს დემოგრაფიულ კატასტროფას, რაც, სამწუხაროდ, უკვე სახეზეა. ქრისტიანული პედაგოგიკა ამბობს, რომ ყველანი ცოდვილები ვართ და უნდა ვისწავლოთ ცოდვისგან თავდაცვა. ამისთვის კი საჭიროა ვისწავლოთ ჩვენი თავის მართვა. ადამიანი მაშინ არის თავისუფალი, როცა შეუძლია საკუთარი სურვილებისა და ქმედებების მართვა სინდისის ხმით. როდესაც ამ ყველაფერს სწორად გაიაზრებს და ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე შეეცდება პასუხისმგებელი იყოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს, მოყვასის წინაშე, იგი განტკიცდება სულიერად. სწორედ ღვთაებრივი ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა არის ყველაზე დიდი დამცავი მექანიზმი მავნე ზეგავლენისგან.

- რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ღვთისაგან დაშორებულმა ცოდნამ? მოაქვს თუ არა სიკეთე ცოდნის თვითმიზნად დასახვას?

- ცოდნა კომპიუტერსაც აქვს, თანამედროვე ტექნოლოგიები ისე იხვეწება, რომ არ იქნება გასაკვირი, ადამიანის ხმაზეც ალაპარაკდეს მანქანა. მაგრამ ის, რაც არ ექნება მას, არის აღზრდა, სულიერება.

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ კაცობრიობა უფრო და უფრო შორდება ღმერთს. დღევანდელი "ცივილიზებული" ადამიანის მსოფლმხედველობა გამოირჩევა ღვთის შემეცნებისადმი ზერელე მიდგომით, ფსევდომეცნიერული ფილოსოფიებისა და "მეცნიერული" ზღაპრებისადმი (ჰიპოთეზებისადმი) გადაჭარბებული ინტერესითა და რწმენით. ასეთ ადამიანებს ძლიერ აინტერესებთ ასტროლოგია, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, აღმოსავლური მედიტაციები, მაგები და ექსტრასენსები, ბილწი ფილმები, არ აღელვებთ ჭეშმარიტების საკითხი, ცხონების გზა, მარადიულობისა და უსასრულობის რეალური შემეცნება.

მცოდნე კაცი შესაძლოა ბოროტის მსახურებაშიც იყოს, განათლებული ადამიანი კი მხოლოდ სიკეთეს ემსახურება. სიტყვა "განათლება" გულისხმობს ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებას. ინფორმაციათა ამ ნამდვილ ნიაღვარში როგორ მოვნახოთ ღმერთი, რომელი გზა მიდის მისკენ - აი, კითხვა, რომელიც უნდა აწუხებდეს ყველა ადამიანს, მით უფრო - ნამდვილ მეცნიერს, ფილოსოფოსს, მწერალს, ანუ მცოდნე საზოგადოებას. მათ უნდა გაიაზრონ ეს საკითხები და მიაწოდონ საზოგადოების დანარჩენ ფენებს.

- დღევანდელ მსოფლიოში ორი დაპირისპირებული ტენდენცია გამოიკვეთა - ეროვნული თვითმყოფადობისა და გლობალიზაციისა. ამგვარი ვითარება, ბუნებრივია, მშობლებსა და მასწავლებლებზეც ახდენს გავლენას. ისმის კითხვა: როგორ აღვზარდოთ თანამედროვე ბავშვი, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული სულისკვეთების გაღვივება?

- გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. მაგრამ მონსტრად არ უნდა დავსახოთ ეს პროცესი. რაც უფრო გაიზარდა ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მით უფრო სწრაფი გახდა ურთიერთობები. ამას თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები მოაქვს. დადებითი ის არის, რომ, ვთქვათ, მრავალი ქვეყნის კულტურის გაცნობის შესაძლებობა გვაქვს, უარყოფითი კი ის არის, რომ გარკვეულწილად შეიძლება მოხდეს ეროვნული ნიველირება. ეკლესიური სწავლებით, დადგება დრო, როდესაც ერთიანი მსოფლიო ერთ მმართველს დაემორჩილება.

მეორე მხრივ, ღმერთმა ადამიანს მისცა სამშობლო, თავისი განვითარების გარკვეული არეალი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დადებითი მიმართულებით მოვახდინოთ ჩვენი ინტეგრაცია, ამ სამყაროში ჩვენი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ. უნდა გვქონდეს ჩვენი ეროვნული პრიორიტეტები, რომლებიც შერწყმული იქნება გლობალიზაციის პრიორიტეტებთან. ჩვენ მივესალმებით გლობალიზაციის ჯანსაღ გაგებას, როდესაც ამ მრავალფეროვნების ერთიანობაში ადგილი აქვს თვითმყოფადობის გამოვლენასაც, სადაც დაცული იქნება თითოეული ერი და პიროვნება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლამაზია სამყარო, მაგრამ ასეთი სამყაროს მმართველი შეიძლება იყოს მხოლოდ უფალი. წარმტაცი და მრავალფეროვანი სამყაროს შექმნის იდეა დედამიწაზე სამოთხის შექმნის უტოპიური, ადამიანური გეგმაა. ასეთი იყო, მაგალითად, კომუნიზმი. კომუნისტთა მებრძოლი ათეიზმი მიწიერი "სამოთხის" - კომუნიზმის იდეალით და ფსევდორელიგიურობა - რელიგიათა თანასწორუფლებიანობისა და მაძღარი "დემოკრატიული" კეთილდღეობის იდეებით საოცრად ერთსულოვანი არიან საბოლოო მიზნებში. წმინდა წერილში მკაფიოდაა ნაწინასწარმეტყველები უღვთოდ "განვითარებული" კაცობრიობის აღსასრული. არც ერთ "იზმს" არ მოუტანია კაცობრიობისთვის სასიკეთო შედეგი. ღვთისგან გაუცხოებული კაცობრიობა სწრაფი დეგრადაციისა და საშინელი კატაკლიზმების წინაშე სრულიად უსუსური აღმოჩნდება. რაც არ უნდა საზოგადოებრივი ფორმაციები შევქმნათ და ვცვალოთ, შედეგი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ილუზიებით სამოთხეს ვერ დავამყარებთ. ჭეშმარიტი გზა არის ღვთის მცნებებით ცხოვრება, პასუხისმგებლობის გაცნობიერება - ღვთის, ოჯახის, სამშობლოსა და მსოფლიოს ხალხების წინაშე. უფალმა შეგვიქმნა სამოთხე და ადამიანში ამქვეყნიური ცხოვრების საბოლოო მიზანი სამოთხეში დამკვიდრებაა, სადაც სუფევს ბედნიერება, ჭეშმარიტება და თავისუფლება. აღზრდის მთავარი მიმართულებაც სწორედ ეს უნდა იყოს - ზეციური სამოთხისა და არა მიწიერი სამოთხის შენება.

ეროვნული სულისკვეთების გაღვივებაც არის ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი. როგორც ოჯახი სჭირდება ადამიანს თავისი ფასეულობებისა და ღირებულებების შესანარჩუნებლად, ასევე სჭირდება ეროვნული ღირებულებები, რომლის გარემოშიც ცხოვრობს გარკვეული საზოგადოება. ამ საზოგადოებას აქვს თავისი კულტურული შრე და მისთვის დამახასიათებელი გარკვეული მისწრაფებები. უფალმა ადამიანს სამშობლო მისცა, რათა გაუცხოებულად არ იგრძნოს თავი და ჰქონდეს თავისი დამოკიდებულება რაღაც ერთობისადმი, რომელსაც ერი ჰქვია. ეროვნული სახელმწიფო კი არის ერის დამცავი მექანიზმი. სწორი ეროვნული აღზრდა და ეროვნული ნიადაგის შეთვისება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მსოფლიო ისტორიიდან კი არ უნდა განვიხილოთ ჩვენი ისტორია (ანდა სხვა საგანი), არამედ ჩვენი ისტორიიდან უნდა განვიხილოთ მსოფლიო ისტორია, იმიტომ, რომ ჩვენ ქართველები ვართ და აქედან ვუყურებთ სამყაროს.

KARIBCHE- რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვს განუვითარდეს აქტიური, ანალიტიკური აზროვნება?

- აზროვნების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ყოველ წუთს უამრავი ახალი ინფორმაცია შემოდის. დარგების სპეციალიზაციაც განაპირობა იმან, რომ შეუძლებელია ერთმა ადამიანმა დაიტიოს უამრავი ინფორმაცია. არ შეიძლება აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ ბავშვმა დააგროვოს რაც შეიძლება მეტი ცოდნა, მთავარია, მან შეძლოს თავისი უნარის სწორად განვითარება. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, იაზროვნოს ანუ ჩვენ უნდა ვასწავლოთ მას აზროვნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა გარკვეული იდეოლოგიური კლიშეებით, არამედ უფრო ღრმად. განვითარების პირველ ეტაპზე ბავშვი კითხვებს სვამს, რასაც ეტყვი, ყველაფერს იჯერებს. ამიტომ ბავშვს თავიდანვე უნდა მივაწოდოთ ჯანსაღი საზრდო. სწორედ აქ არის საჭირო მასწავლებელმა გამოიჩინოს ძალისხმევა. თავიდან ბავშვს უჩნდება კითხვები - რა როგორ არის. მერე კი ეს კითხვები უფრო რთულდება. "რატომ არის ასე?" უკვე კამათსაც იწყებს. ეს ნორმალური პროცესია და ამ დროს მშობელი, მასწავლებელი, მოძღვარი სწორად უნდა მიუდგეს მას, მისცეს საშუალება, ჩაუღრმავდეს იმ საკითხებს, რასაც ეძებს. მასწავლებელი ამაში უნდა დაეხმაროს და არ უნდა მიუშვას გაურკვევლობის ლაბირინთში. მასწავლებელმა ბავშვი კი არ უნდა დატვირთოს უხვი ინფორმაციის ნაკადით, არამედ უნდა უხელმძღვანელოს მას და მის აზროვნებას მისცეს სწორი მიმართულება. როცა დასრულდება გაცნობიერების ეტაპი, ბავშვი თავად გააკეთებს არჩევანს.

- სქესობრივ აღზრდას შეეხეთ. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ "განათლებას"?

- სქესობრივი აღზრდა პრაქტიკულად არის მავანთა იდეოლოგიური კონცეფცია, რომელთაც სურთ, ბავშვი მაქსიმალურად დააშორონ ღმერთს, ცოდვისკენ უბიძგონ მას. დიახ, ცოდვისკენ და არა თავისუფლებისკენ. თავისთავად, გარკვეულ ასაკში ბავშვი აქტიურდება. უჩნდება ინტერესი, რომელზეც პასუხს ითხოვს. მაგრამ ხვდება, რომ ეს საკითხი არ არის საჯაროდ განსახილველი და ყველასთან სათქმელი. ამიტომ ცდილობს ნახოს მესაიდუმლე. აქ გავლენა უნდა იქონიოს მშობელმა, მოძღვარმა. მათ დელიკატურად უნდა მიაწოდონ ბავშვს ამის შესახებ ინფორმაცია. კი არ უნდა გაუხსნან ბავშვს ფიზიოლოგიური მომენტები, არამედ უნდა დაანახონ ამ საკითხის სულიერი მხარე, დაანახონ, თუ რა არის ცოდვისკენ მისწრაფება და მადლი; უნდა აუხსნან, რაოდენ მნიშვნელოვანია თავშეკავება, რომ ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს აყოლილი ადამიანი პირუტყვს ემსგავსება, რადგან ბაძავს მას. დავით მეფსალმუნის სიტყვებით: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო. ბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მას". სქესობრივი აღზრდა უნდა წარიმართოს დელიკატურად და არა საჯაროდ, გაკვეთილების სახით. ზოგიერთს სურს თავისი შვილი "უკომპლექსო" აღიზარდოს, რადგან ეს კარგი ჰგონია, არადა ეს ფაქტობრივად არის უზნეობისთვის თავისუფლების მინიჭება, რასაც საბოლოოდ ადამიანის დეგრადაცია მოჰყვება.

- როგორ უნდა შეახამოს აღმზრდელმა სიყვარული სიმკაცრესთან?

- ნათქვამია: ბავშვი აკვნიდან უნდა გაზარდოო. თავნება ბავშვი ოჯახის უბედურებაა. იგი ხშირად მონსტრად ყალიბდება. მშობელმა უნდა გაარჩიოს, რა არის ბავშვური გამოვლინება, იგივე არცოდნით გამოწვეული შეცდომები, რის გამოც არ ღირს ბავშვის მკაცრად დასჯა. როდესაც ბავშვი გააზრებულად სჩადის უმსგავს საქციელს, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს, რათა იგივე აღარ გაიმეოროს. არ შეიძლება ბავშვისთვის თავისუფლების მინიჭება მანამ, სანამ იგი ჩამოუყალიბებელია, არ იცის, რა არის კარგი და რა - ცუდი. მხოლოდ შემდეგ, როცა გაიზრდება და გაიგებს ცხოვრების ანბანს, საღვთო სიბრძნესაც ეზიარება, თავად გააკეთებს არჩევანს. მხოლოდ სრულწლოვანს შეუძლია განკარგოს თავისი სულიერი ცხოვრება. მანამდე კი მშობლის სარწმუნოებას უნდა გაჰყვეს. მშობელმა უნდა აღზარდოს იგი წესიერ და ღვთისმოშიშ ადამიანად.

თანამედროვე ბავშვს კარგად არ ესმის თავისი უფლება-მოვალეობები. ხშირად აჭარბებს კიდეც მათ. ჰგონია, რომ ეს უფლებები მისთვის სასარგებლო და სასიკეთოა. სინამდვილეში კი დათვური სამსახურია. მაგალითად, ბავშვებს ახლა მისცეს უფლება, თავად აირჩიონ, როგორი მასწავლებლები სურთ. ასეთ დროს ბავშვი უმეტესად ირჩევს კონიუნქტურულად ანუ ირჩევს ისეთ მასწავლებელს, ვინც ნაკლებ პრობლემებს შეუქმნის, არ დასჯის, არ მოსთხოვს, ლმობიერად მოექცევა და ა.შ. მას ჯერ არა აქვს იმის შეგნება, რომ აირჩიოს სამართლანი და კეთილი, ამავე დროს, მომთხოვნი მასწავლებელი. ეს, რა თქმა უნდა, სასიკეთო შედეგს ვერ მოიტანს.

- რას იტყვით საღვთო სჯულის სწავლებაზე სკოლებში?

- საღვთო სჯულის სწავლება სკოლებში საკონსტიტუციო ხელშეკრულებით არის გარანტირებული მშობელთა და მოსწავლეთა ნება-სურვილის მიხედვით. სამწუხაროდ, ეს ხელშეკრულება არ აისახა განათლების კანონში. ამის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები სკოლაში მართლმადიდებლობის სწავლების გამო. ვფიქრობ, კანონმდებლობაც და ყველა ნორმალური ადამიანი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ სკოლაში მოქმედებდეს სწორი აღმზრდელობითი სისტემა. ყველაზე ეფექტიანი ბავშვისთვის უფლის სიყვარულის სწავლებაა.

რადგანაც საღვთო სჯული განიდევნა სკოლებიდან, ამიტომ შეიქმნა სამრევლო სკოლები. თავიდან ასეთი სკოლები შეიქმნა დასავლეთის ქვეყნებში, როცა ძლიერი სეკულარიზაცია დაიწყო. მშობლებმა მოითხოვეს მათი ბავშვების სულიერად აღსაზრდელად ამგვარი სკოლების დაარსება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკვირაო სამრევლო სკოლა ვერ ქმნის ადამიანში მთლიან ღირებულებათა სისტემას, ის მხოლოდ მცირედ ეხება მას. ყველა საგანში, მეცნიერების ყველა დარგში: ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში და ა.შ. უნდა იყოს ღვთის დიდება, რათა სწორად აღიზარდოს ადამიანი. სასურველი შედეგის მისაღწევად უკეთესია საპატრიარქოსთან არსებული გიმნაზიები, სადაც სასწავლო სისტემა ქრისტიანულ პედაგოგიკაზეა დაფუძნებული. აქ ხდება ზოგადი განათლების ჩვეულებრივი სტანდარტებით მიწოდება, ამავე დროს, ზნეობრივი ღირებულებები სწორად არის მიმართული და ის საკითხები, რომლებიც ეხება ღვთის არსებობა-არარსებობას, სწორადაა განსაზღვრული და განმარტებული. ვფიქრობ, ასეთი განვითარების შედეგად ბავშვს ეძლევა გაცილებით მეტი შესაძლებლობა ცხოვრებაში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებისა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, მაგალითად, ცაგერის წმინდა ილია მართლის გიმნაზიაში ბავშვებს აცვიათ ფორმები, რაც შინაგანი დისციპლინისა და წესრიგის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat