ღვთის ნება ყოველთვის ჩვენკენ არის მომართული, მაგრამ ჩვენი ნება ყოველთვის არაა ღვთისკენ მიმართული
ღვთის ნება ყოველთვის ჩვენკენ არის მომართული, მაგრამ ჩვენი ნება ყოველთვის არაა ღვთისკენ მიმართული
გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):

- ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აზრი და დასაბამი ადამიანური ცხოვრებისა - აღდგომა რომ არ ყოფილიყო, ამჟამინდელ კაცთა სიცოცხლეს ფასი არ ექნებოდა, რადგან აღდგომის გარეშე ყოველი სული განწირული იყო ჯოჯოხეთისთვის. ქრისტემ ადამიანებს ახსნა ჯოჯოხეთის ბორკილები და დასაბამი დაუდო ადამიანის განღმრთობას ანუ სული შექმნილი ხატად და მსგავსად, ისევ ქრისტეს აღდგომით, თანაზიარი გახდა ზეციური საუკუნო სუფევისა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მოგველის საუკუნო აღდგომა, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი და გადმოგვცემს "მრწამსი" - "ქრისტე მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ". ამაში იგულისხმება ქრისტეს მეორედ მოსვლა. როდესაც მოვა უფალი განსასჯელად ყოველი სულისა, ყოველი ტომისა, ვისაც კი უარსებია ოდესმე დედამიწაზე, მერე ამ მიწიერ ყოფას ექნება თავისი დასასრული. დასრულდება წუთისოფელი და დაიწყება მარადიული სოფელი ანუ მარადიული სუფევა უფალთან. ადამიანის ხილული მიწიერი ცხოვრების დასასრულს აქვს ორი შედეგი - სამოთხე და ჯოჯოხეთი.

- მეუფე ეფრემ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ჯოჯოხეთი და როგორ შევძლოთ ცათა სასუფევლის მოპოვება?

- მთავარი აზრი და დანიშნულება ადამიანის სულიერი ცხოვრებისა ის არის, რომ მან თავიდან აიცილოს ჯოჯოხეთის სატანჯველები და მოიპოვოს ცათა სასუფეველი. მთავარი მიზანი კი ცათა სასუფევლის დამკვიდრებაა. როგორც "ბიბლია" გადმოგვემს, უფალმა შექმნა ხილული სამყარო და ამ სამყაროს გვირგვინად შექმნა თავისი ხატი და მსგავსი ადამიანი. პირველი კაცი, ადამი დაასახლა სამოთხეში. ღმერთმა შექმნა თავისი სახიერი განგებულებით სამოთხე - ნეტარი ადამიანის სულიერი სამყოფელი. სასუფეველში ადამიანთა რწმენა და სულები ნეტარებენ საღმრთო ჭვრეტით. უფალთან ახლოს არიან და თანაზიარებენ. ამ მდგომარეობაში იყო ადამი, როდესაც, როგორც მოსიყვარულე მამას, თავის შემოქმედს ისე უჭვრეტდა და ამით ტკბებოდა და ნეტარებდა. ეს იყო მისი მასულდგმულებელი, თუმცა ადამს თავისუფალი ნება ჰქონდა. ამ თავისუფალი ნების არასწორი გამოყენება მოახდინა მან, რისთვისაც დაკარგა ნეტარებაც, მარადიულობაც. ღმერთთან მყოფობის სიყვარულიც თითქოს განშორდა მას და შემოვიდა გულისტკივილი, მწუხარება, რის შედეგადაც ამ წუთისოფელს, ხილულ სამყაროს მიეცა დასაბამი. მაგრამ ამით არ გაწირა უფალმა სოფელი და ისევ თავისი ჯვარცმით, ვნებით, სისხლითა და საბოლოოდ აღდგომით, სიკვდილზე გამარჯვებით კვლავ დაუბრუნა ადამიანს შესაძლებლობა, რომ ისევ დაბრუნდეს ნეტარ სამოთხეში.

თავდაპირველად ღმერთმა სახიერი განგებულებით შექმნა ყველაფერი და ღვთის ნება იყო იქით მიმართული, რომ ადამიანს დაუსრულებლად ნეტარებით ეცხოვრა სამოთხეში. ადამი და ევა თავისი ნამრავლით შემდგომ იყო განმსაზღვრელი სამოთხეში ცხოვრებისთვის. მაშინ რა მოხდა, რამ დაარღვია მათი ნეტარება? რატომ ხდება ადამიანთა სულების ტანჯვა ჯოჯოხეთში? ვიდრე ადამი შეცდებოდა, ცვლილება მოხდა უმაღლეს ზეციურ არსებებზე - ანგელოზებზე. როდესაც ერთ-ერთი მთავარანგელოზი სატანა (რომელიც მოწინააღმდეგეს ნიშნავს) თვით მოიხიბლა საკუთარი მაღალი ყოფით, მოინდომა საღმრთო ადგილის მითვისება და თავისუფალი ნებით აუჯანყდა უფალს. ამდენად მან იქ განიგდო საკუთარი თავი და დაკარგა ის, რაც იყო მისთვის განკუთვნილი. შემდგომ ღვთის ნებით ის დასჯილ იქნა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ. ანგელოზთა დასმა გადმოყარა ზეციური სასუფევლიდან სატანა და მისი ურიცხვი მიმდევარი ნათლის ანგელოზებიდან. ისინი იქცნენ ქვესკნელის ანუ ბნელეთის ანგელოზებად, ეშმაკებად. ანგელოზების ხილვადი, ცეცხლოვანი გარეგნობა შეიცვალა შავად, ბნელად, როგორც კუპრი. ასე წარმოგვიდგებიან დღეს წარწყმედილი სულები, ეშმაკები. უფალმა ჩაყარა ისინი ქვესკნელში, სადაც მატლი არის დაუძინებელი და ცეცხლი დაუშრეტელი. ამ მძიმე ცდუნების შედეგად მათ დაკარგეს ნეტარება და დაიმკვიდრეს ქვესკნელი. ქვესკნელი კი ჯოჯოხეთია, რომელიც მოკლებულია საღვთო მადლს.

- რა შეიძლება ჩაითვალოს მიწიერ ყოფაში ჯოჯოხეთის ერთგვარ ასახვად ან თუნდაც სამოთხის მიმსგავსებად?

- მაშინ, როდესაც ადამიანი თავისი ურწმუნოებით, უგუნურებით, უსჯულოებით სრულიად განეშორება ღმერთს, ფაქტობრივად, ის ჯოჯოხეთშია, უფლისთვის მთავარი ის კი არაა, ადამიანი კეთილმოეწყოს ამ ქვეყანაზე, არამედ ადამიანის სულმა დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ჯოჯოხეთი და სამოთხე რომ ნამდვილად არებობს, უფალმა ეს სახარებაში მოგვცა იგავის "მდიდრისა და ლაზარეს" სახით. თქვენ იცით, თუ როგორ ცხოვრობდა საწყალი ლაზარე. თუმცა უდრტვინველი და მადლობელი იყო თავისი ხვედრისა და გარდაცვალების შემდეგ ის მოხვდა სასუფეველში, სადაც განცხრომით ცხოვრობდა და არც ფიქრობდა, ოდესმე ეს უზრუნველი ცხოვრება შეწყდებოდა. ის ხვდება ჯოჯოხეთში. ლაზარესა და მდიდარს შორის გამართულ დიალოგში ჯოჯოხეთში მყოფი მდიდარი ითხოვს, დანებდეს ის უშრეტი ცეცხლი, თუნდაც ერთი წვეთი წყალი მიეწოდოს მას და წამიერი შვება იგრძნოს იმ ყოფაში. საპირისპიროდ ამისა კი ლაზარე ნეტარებაში გრძნობს თავს. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ასაკს. ყოველთვის უნდა ვემზადებოდეთ უფალთან შესახვედრად, რა პირით წარვდგებით. საშუალო მდგომარეობა არ არსებობს ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის. ასეთი ცრუ სწავლება გააჩნია კათოლიკურ სარწმუნოებას, რომელიც შუალედურ სალხინებელს დაგვისახავს ხოლმე, რომ ადამიანი შეიძლება არც სამოთხეში მოხვდეს და არც ჯოჯოხეთში. დასასრული შეიძლება შეფასდეს ან დადებითით ან უარყოფითით. ამის პირუთვნელი შემფასებელი თავად ღმერთია. ამდენად მიზანი ადამიანური, მიწიერი ცხოვრებისა - ეს არის ცათა სასუფევლის - სამოთხის დამკვიდრება.

- ბევრ ადამიანს, ჭირისუფალს შეიძლება გაუჩნდეს ასეთი აზრი - მაშინ რა საჭირო იყო ადამიანის შექმნა, თუკი უნდა გარდაცვლილიყო?

- ღმერთი არის უსაზღვრო სიყვარული. ამას წერს კიდეც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. ამ სიყვარულის ნაყოფია ადამიანი. ღმერთს არ უნანია, ადამიანი რომ შექმნა მაშინაც კი, როდესაც თუნდაც შეცდომა დაუშვა ადამიანმა. ზოგი გაუთვითცნობიერებლად დასვამს შეკითხვას - ხომ იცოდა უფალმა ეს? მაშინ რატომ შექმნა, ადამიანი? ღმერთმა თავისი წინასწარი განსაზღვრებით, რა თქმა უნდა, იცოდა ეს, რადგან უფალი ყოვლის მცოდნეა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღმერთი წავიდა ამ დაშვებაზე, ადამს და ევას მისცა თავისუფალი ნება. უფალმა დაუშვა ეს, იმიტომ, რომ ადამიანი თავისი მორჩილებით, გონივრული ზრახვით მიახლებოდა უფალს, შემდეგ კი სინანულისა და განწმენდის გზით, თავისი მაცხონებელი უფლის გამომსყიდველი ჯვარცმის გზით, ისევ დაებრუნებინა განახლებული ადამიანი სამოთხეში.

ასე რომ, ჩვენ უნდა გავამართლოთ ჩვენი არსებობა დედამიწაზე. უნდა გავამართლოთ ის, რომ ღმერთმა მოგვავლინა, სული ჩადო ჩვენში და ამდენად არ უნდა შეურაცხვყოთ განგებულება ღვთისა. ადამიდან დაწყებული დღემდე ღმერთმა, მიუხედავად შეცდომისა, ყველა ადამიანს დაუტოვა შანსი სასუფეველში დასაბრუნებლად, ამ გამოცდილებით, ცოდვადაძლეული ადამაინი უფრო მყარად დადგება სამოთხეში.

- მეუფე ეფრემ, რის მიხედვით განისჯება ადამიანის განვლილი ცხოვრება და რა განსაზღვრავს მისი სულის სამოთხეში და ჯოჯოხეთში დამკვიდრებას?..

- უფალი ამბობს - მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვინც ამ ნათლით ივლის, ის გავა კიდეც გვირაბის ბოლოს და დაიმკვიდრებს ნეტარ სასუფეველს. ერთადერთი პირუთვნელი და მიუკერძოებელი ღმერთია. უფალი შეაფასებს საბოლოოდ ყველას და ყველაფერს. უფალი განსჯის მსაჯულს, ხელმწიფეს, თუნდაც მოძღვარი იყოს თუ სოფლის მფლობელი. უპირატესი არავინ არის. საღვთო განსჯას ადამიანი ვერასოდეს ჩასწვდება. ვის რა მდგომარეობით, როგორ შეაფასებს ან ვის რომელი სიკეთე შეერაცხება, ეს მხოლოდ უფალმა იცის. უფალი ყველაფერს ხედავს და მისი საღმრთო თვალი შეუმცდარია. ჩვენ, ადამიანები, ხშირად მიკერძოებაშიც ვვარდებით, სჯულის მიხედვით ვაფასებთ და ვამბობთ კიდეც - იმან სიკეთე გააკეთა. კი ბატონო, შეიძლება ახლოს იყოს ღვთის ნებასთან. ის ცოდვილია და დამნაშავეა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, აბსოლუტური განაჩენი გამოვუტანოთ ადამიანს. მოვიყვან წმინდა ბასილი დიდის სიტყვებს - მე სამი რამე გამიკვირდება ამ ქვეყანაზე - პირველი ის, რომ ვინც მგონია, რომ ცხონდება და ისინი ვერ მოხვდებიან სასუფეველშიო; მეორე ის, რომ ვინც მგონია, რომ ვერ ცხონდება და იმათ ვიხილავ სასუფეველშიო; მესამე ის გამიკვირდება, მე რომ ვცხონდეო. ასე სიმდაბლით ამბობდა საკუთარ თავზე წმინდა ბასილი დიდი. ადამიანის განსჯაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ საზოგადოებას მიუჩნევია ადამიანი ცოდვილად. ასეთი რამ ბერების ცხოვრებაშიც გვინახავს. გლახაკად, მათხოვრად იყვნენ ქრისტესთვის სულელები, სალოსები, უჩინონი, უდაბნოს მამები, რომლებიც გარეგნულად არაფრით გამოირჩეოდნენ. პირიქით, შეურაცხადის შთაბეჭდილებასაც ტოვებდნენ, მაგრამ შინაგანად უდიდესი წმინდანები იყვნენ. ერისათვის მდარედ შეფასებული ადამიანი უფალთან დიდი აღმოჩნდა. პირიქით - ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანს ლამის კერპად გაიხდის საზოგადოება. უდიდესი ავტორიტეტი გააჩნია, ყველა ეთაყვანება, მაგრამ ღვთის წინაშე არ გამართლდება.

მამათა ცხოვრებიდან მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. ერთ მონასტერში ბერი ცხოვრობდა, რომელსაც მოწაფე მორჩილი ჰყავდა. ერთხელაც ამ მოძღვარს მხეცი დაესხმება თავს და ასეთი ტანჯული ცხოვრებით მას შეჭამს. მორჩილი ხედავს, რომ თავისი საყვარელი მოძღვარი ტანჯვით, სასტიკი აღსასრულით აღესრულა და ეჭვი შეეპარება ღვთის განგებულებაში, ტირის და მოთქვამს, - უფალო, რით ავხსნა ეს მდგომარეობა. ჩემი მოძღვარი, რომელიც შენ გადიდებდა, ასეთ მდგომარეობაშია. შემდეგ წავა ქალაქში და იქ დაინახავს ვიღაც დიდებული ადამიანის დასაფლავების პროცესს. ამან კიდევ უფრო საგონებელში ჩააგდო მორჩილი და ისევ დაიწყო ტირილი და მოთქმა. ამ გოდებაში მყოფი უფალს საყვედურობს, უფალო, ჩემი მოძღვარი შენ გემსახურებოდა და ასეთი აღსასრული არგუნე. ეს მდიდარი, რომელიც უღირსი იყო და შენი მცნებების შეურაცხმყოფელი, ასეთი პატივით რატომ დაიკრძალაო. მაშინ ღვთის ანგელოზი გამოეცხადება და ეტყვის: მსჯავრი ღვთისა და განგებულება ღვთისა არის სამართლიანი. შენი მოძღვარი, რომელიც ღმერთს ადიდებდა, მას ერთი მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდა დარჩენილი. იმის გამო, რომ ის დაიტანჯა ასეთი მწარე აღსასრულით, მას ამით გამოუსყიდა უფალმა. ამით მიტევების შესაძლებლობა მისცა და ამ ტკივილით შეუნდო დარჩენილი ცოდვა. მან სასუფეველი დაიმკვიდრა. ხოლო ის მდიდარი, რომელიც უდარდელად, ცოდვით ცხოვრობდა და ბოლოს ასეთივე ზეიმით დაიკრძალა, პირდაპირ ჯოჯოხეთში წავიდა, სადაც დაუსრულებელი ტანჯვა და უშრეტი ცეცხლია. ანგელოზი ეკითხება - არის თუ არა სამართლიანობის განდიდებაო. მაშინ მორჩილი ადიდებს და მადლობას შესწირას უფალს და დარწმუნდება, რომ ნამდვილად ღვთის ნება არის სახიერი და მოწყალე.

ხშირად ასე ხდება, რომ ახალგაზრდა ადამიანი გადის წუთისოფლიდან. დედა არის შვილმკვდარი. ხშირად მათი ახლობლები ვარდებიან სასოწარკვეთილებაში და ამბობენ, რატომ, უფალო, ეს რატომ მოხდა? ღვთის ნებაა ადამიანის მოვლინება ამქვენად და უფალმა იცის, ვინ როდის გაიყვანოს. ერთი რამ უნდა გვწამდეს, რომ ღმერთს ყველა ადამიანი უნდა სახიერი და კეთილი. როდესაც ადამიანი ამისთვის მზადაა, მაშინ გაჰყავს წუთისოფლიდან. ჩვენ არ ვიცით, მომავალში რა ელოდება ასეთ ადამიანს, იქნებ უდიდესი ცოდვა და ამას გაარიდა. ამიტომაც მადლობა უნდა შევწიროთ უფალს ყველაფრისთვის და ვევედროთ, რომ მოგვაშოროს წუთისოფლის ცოდვებს და შენდობით მივიღოთ სასუფეველი ცათა.

- მეუფე ეფრემ, როგორ იქნება მეორედ მოსვლის ჟამს ჩვნი ყოფა, წუთისოფელი?..

KARIBCHE- ჩვენ ვახსენეთ, რომ მეორედ მოსვლის დროს იქნება წუთისოფლის აღსასრული. ამაზე უფალი ღიად საუბრობს, როდესაც არიგებს უკანასკნელად თავის მოწაფეებს. უფალი აცხადებს ყველა იმ ნიშნებს, რომლებიც წინ უძღვის ქრისტეს მეორედ მოსვლას. შედარებულია მშობიარობის ტკივილთან, მშობიარე დედაკაცთან. ამის ნიშნები ფაქტობრივად თანდათანობით იკვეთება ჩვენს თვალწინ, მაგრამ ერთადერთი რამ, რაც უფალმა არ დაუშვა და შეგნებულად ჩვენს სასიკეთოდ არ განაცხადა, ეს არის დრო. ჩვენ არ ვიცით დრო. ადამიანები ყოველთვის უნდა ველოდეთ ბოლო ჟამს. წმინდა მამები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ თვლიდნენ, რომ მათთვის შეიძლება მეორე დღე ყოფილიყო მეორედ მოსვლა. როდესაც წარვდგებით სამსჯავროს წინაშე, უკვე იქ სხვა საშველი, გარდა ჩვენი კეთილი საქმეებისა და ეკლესიის ლოცვისა, არ არსებობს. მეორედ მოსვლისთვის ადამიანი უნდა ემზადებოდეს და ვლოცულობდეთ, რათა უფალმა მოგვცეს დრო, შევინანოთ და უცაბედად არ გვეწვიოს სიკვდილი და უფლის სამსჯავრო. სახარებაში განგვისაზღვრა უფალმა, თუ რითი განისჯება ადამიანი. ესეც ხომ უდიდესი წყალობაა ღვთისა. ვიცით, უფალი რას მოგვთხოვს. განიყოფა კაცობრიობა მარჯვენით და მარცხენით, აღდგება საუკუნითგან მიხრწნილი და მიწად ქცეული ადამიანის ნეშტი. შემდგომ ანგელოზები განყოფენ თიკნებად და ცხვრებად და რას მოითხოვს უფალი - არ მომეცით საკვები, როცა მშიოდა, ან წყალი მწყურვალს, ან საპატიმროში არ მინახულეთ, ან დავრდომილი ვიყავი და ასე შემდეგ. ეს არის მსჯავრი, რასაც ღმერთი უყენებს ადამიანებს. უფალი ადამიანებს ბრალს სდებს ერთადერთ რამეში - უსიყვარულობაში, ვინაიდან ღმერთი არის სიყვარული, თავად უფალიც ადამიანების მიმართ სიყვარულს ითხოვს. უსიყვარულობაში გვედება ბრალი და ჩვენი გულგრილობა და უსიყვარულობა იქნება ჩვენი გამასამართლებელი მეორედ მოსვლის დროს. ყოველ საღამოს ძილი ჩვენ შეიძლება შევადაროთ მცირე სიკვდილს. ყოველი ძილის წინ ადამიანი უნდა წარმოიდგენდეს მარადიულ მდგომარეობას. თუკი იმის ფიქრში იქნება ადამიანი, რომ ყოველი დღე უკანასკნელია და განისჯება უფლის წინაშე თავისი საქმეებით, მაშინ არ შესცოდავს. მაგრამ ხშირად არ გვსურს საკუთარი თავი გამოვიკვლიოთ და ცოდვა ვეძებოთ. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია - ეს სიტყვები გაბრიელ ბერის (ურგებაძე) საფლავზეა წარწერილი.

- გარდაცვალებას ხომ ყოველთვის აღდგომა მოსდევს?

- დიახ, გარდაცვალებას ყოველთვის აღდგომა მოსდევს. აღდგომის წინასახე თავად უფალმა მოგვცა. ქრისტე რომ არ აღმდგარიყო, ადამიანთა აღდგომა ვერ იქნებოდა. ქრისტემ მასში აღადგინა ყოველი ადამი. პირველი ადამის აღდგინებით მასში მთელი კაცობრიობა ანუ ადამიანური მოდგმა აღდგა. მაგრამ იმისათვის, რომ ქრისტესთან ერთად ჭეშმარიტი აღდგომა ვიზეიმოთ, ანუ სასუფეველში დამკვიდრება, ამისათვის არა მარტო საღმრთო მსხვერპლია საკმარისი და ღვთიური ნება, ამავე დროს აუცილებელია ადამიანური ნება. თუ ადამიანს არ უნდა, მას ღმერთი ვერ უშველის. ღვთის ნება ყოველთვის ჩვენკენ არის მომართული. ჩვენი ნება ყოველთვის არაა ღვთისკენ მიმართული. ერთ-ერთი მამა გვასწავლის ჯოჯოხეთის შესახებ, რომ იცოდეს ადამიანმა, რა ტანჯვაა ჯოჯოხეთში, ის ცალ ფეხზე მდგომი გაძლებდა მთელი ცხოვრება, რომ იქ არ მომხვდარიყოო. ამავე დროს, ადამიანმა რომ შეიგრძნოს, რა ნეტარებაა სასუფეველში, ასევე ცალი ფეხით დამდგარი გაატარებდა მთელ ცხოვრებას, ოღონდ მოხვედრილიყო ცათა სასუფეველში. კიდევ ერთ მაგალითს ვიტყვი წმინდა მამათა ცხოვრებიდან - თუ როგორ ტკივილს განიცდიან ადამიანები ჯოჯოხეთში. ერთი ბერი იყო, რომელსაც ძალიან დიდი სენი ჰქონდა. ამ ბერის ტკივილი და ავადმყოფობა მისი სულის განწმენდას ემსახურებოდა, მაგრამ მან ვერ გაუძლო ბოროტ განსაცდელს. როგორც ადამიანს, არ ეყო ამდენი სულგრძელება და ლოცვით შესთხოვდა უფალს, უფალო, მაკმარე და მიიღე ჩემი სულიო. უფალმა იცის, ვინ როდის გაიყვანოს წუთისოფლიდან, რამდენია მისი ცხონებისთვის საკმარისი. ამ დრტვინვაშია და გამოეცხადება უფლის ანგელოზი, რომელიც ეტყვის: რისთვის დრტვინავ, მადლობა შესწირე უფალს, ღმერთს შენთვის კეთილი უნდა და კიდევ ერთი წელი დაგრჩა. მიიღებს უფალი შენს სულსო. იმდენად გაუსაძლისი იყო ეს ტკივილი, რომ ბერმა მაშინვე სთხოვა უფალს ამქვეყნიდან გასვლა. მერე ანგელოზი არჩევანს მისცემს: თუ შენ სამი საათი გაძლებ ჯოჯოხეთში, მაშინ უფალი მოგაშორებს ამ ერთი წლის ტანჯვას და შენდობილი იქნები, სასუფეველში დაამკვიდრებს შენს სულსო. აირჩიე, რომელი გინდა, სამი საათი ჯოჯოხეთში ყოფნა თუ ერთი წელი ისევ ამ მდგომარეობაში დარჩეო. ბერმა უთხრა - კიდევ ერთი წელი როგორ გავძლო ასეთ მდგომარეობაშიო და დათანხმდა სამი საათი ჯოჯოხეთში წასვლაზე. ანგელოზმა გაიყვანა მისი სული ჯოჯოხეთში, სადაც იყო აუწერელი ტანჯვა-წამება ცოდვილი ადამიანებისა. ტირილი, გოდება, სიბნელე, მატლი დაუძინებელი. უნუგეშო მდგომარეობა. ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ნებისმიერ ტკივილს, განსაცდელს. ადამიანი იმ იმედით არის, რომ დღეს თუ ხვალ ეს ყველაფერი დასრულდება, მაგრამ წარმოიდგინეთ ჯოჯოხეთის მდგომარეობას რა ამძიმებს. ეს არის დაუსრულებელი ტანჯვა, სადაც ვერავინ გიშველის. შეწუხებული ბერი შველას ითხოვდა. იქ კი ყველას თავისი გასჭირვებოდა და შველა არსაიდან ჩანდა. ბოლოს სინათლის სხივი შემოვა, გამოჩნდება მფარველი ანგელოზი და ისევ ამოიყვანს მის სულს. ბერი დაფიქრდება და იტყვის, თუკი ერთ საათით ჯოჯოხეთში ყოფნა ასეთი ტანჯვა და უბედურება არის, მაშინ მზად ვარ, კიდევ ერთი წელი დავითმინო ჩემი ავადმყოფობაო და მადლობით დაასრულებს თავის დარჩენილ ცხოვრების წლებს. მისი სული კი სასუფეველში დამკვიდრდება. ამდენად, უნდა იფიქროს თითოეულმა ადამიანმა, რას ვკარგავთ, როდესაც არ ვცხოვრობთ ეკლესიურად, არ ვემორჩილებით ღვთის ნებას, არ ვინანიებთ ცოდვებს მოძღვრის წინაშე და არ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat