"მართალი სამართალი საჯეთ"
"მართალი სამართალი საჯეთ"
(რა უნდა იცოდეს მოსამართლემ, ადვოკატმა და ცრუმოწმემ)
ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში (#3 (90), 7-20/II.2008) გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებებიდან შემოგთავაზეთ გამონაკრები იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს პატიმარმა. ამჟამად გვსურს შემოგთავაზოთ, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლეს, ადვოკატსა და ცრუმოწმეს. თავის ქადაგებებში წმინდა გაბრიელი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელნიც, ვფიქრობთ, დღესაც აქტუალურია.

ჩვენი სულიერი და ხორციელი წარმატება და ბედნიერება მოითხოვს, პატივი და მორჩილება გვქონდეს კანონის
"ის ქვეყანა, რომლის საზოგადოებაშიც პატივისცემა და მორჩილება სუფევს სამოქალაქო რჯულის, უფრო მშვიდობიანი და წარმართებულია. იქ ძლიერი (ძალაუფლების მქონე) ვერ დაჩაგრავს სუსტს, სიმართლე არასოდეს არავის დაეკარგება. მაგალითად, სამოქალაქო რჯულით, წესით, ყოველი საქმე და სიმართლე უნდა დამტკიცდეს ფიცით. ახლა, თუ რომელიმე ქვეყანაში ყოველ მცხოვრებს აქვს პატივისცემა კანონის და ფიცს არასოდეს არ დაარღვევენ, იქ ყოველი კაცი მოსვენებულია, იცის, რომ მისი სიმართლე არ დაიკარგება, მას ვერავინ ვერ დაჩაგრავს.

მაგრამ წარმოიდგინე მეორე მხარე: წარმოიდგინე, რომ რომელიმე ქვეყანაში ისე გაფუჭდა ზნეობა, რომ ფიცი არაფრად მიაჩნიათ, ერთსა და იმავე საგანზე და კითხვაზე ხუთი ან ექვსი დაფიცებული პირი ამბობს - "ჰო!" და სხვა დაფიცებული პირნი ამბობენ - "არა!" რაღა მშვიდობა უნდა იყოს იმ ქვეყანაში და წარმატება? და თუ ამისთანა ჩვეულება თანდათან განმტკიცდა, იმ ქვეყანაში პატიოსან და მართალ კაცს ცხოვრება აღარ შეუძლია. და უმჯობესია, ტყეში იცხოვროს კაცმა პირუტყვებთან, ვიდრე ამისთანა საზოგადოებაში".

ვის ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე?
"მეტად დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, განსაკუთრებით ახლანდელ დროში, როდესაც ცხადად შეინიშნება საზოგადოების ზნეობითი და გონებითი რყევა და არეულობა. მთელი სახელმწიფოს ცხოვრებაში იმისთანა სამწუხარო მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, დიდი ხანია არ უნახავს კაცობრიობას ქვეყანაზე. ყოველთვის ყოფილან ქვეყანაზე ქურდნი, მძარცველნი, კაცისმკვლელნი, მაგრამ არასოდეს არ უნახავთ, თვით ველურ ხალხთა შორის, რომ ისინი შეერაცხოთ არადამნაშავედ (უდანაშაულოებად), ტაში დაეკრათ მათთვის და პატივი მიეცათ. მაგრამ რას ვხედავთ ახლა ჩვენ? დიდი ქალაქების საზოგადოება ამისთანა დამნაშავეთ არათუ ამართლებს, არამედ ტაშს უკრავს. მამის მკვლელებს, საზოგადოების ფულების მძარცველებსა და სხვა დამნაშავეთ პატივით იღებენ. ამისთანა საზოგადო, ველურ მოვლენათა დროს ყველანი, რომელთა გულშიც კიდევ დარჩა ცოტაოდენი პატივისცემა კაცის ღირსებისა, უნდა აღსდგეს დასაცველად სიმართლისა და სიკეთისა, დასაცველად გახრწნილთა, არა-კეთილთა პირთაგან. სიტყვით და საქმით უნდა აღვუდგეთ წინ ამისთანა სიმართლის დამაბნელებელ და დამამცირებელ მოვლენებს, ვიდრემდის არ გამქრალა ჩვენში უკანასკნელი ნაპერწკალი ღვთის ჭეშმარიტებისა და მამულის სიყვარულისა, რომელიც განათლებული ევროპის წინაშე დამდაბლებულია ამგვარი საოცარი მოქმედებებით".

რას უყურებს სასამართლო?
"შენ იქნებ იფიქრო, ძმაო, რას უყურებს სასამართლო. ამაზე გიპასუხებ: ჩვენს ქვეყანაში, ორი წელიწადია, რაც დაწესდა ფრიად გონიერი, სასარგებლო ქვეყნისთვის სასამართლო. ვინც კი იცნობს ახალი სასამართლოების სჯულ-დებულებას და წესს, და ამასთანავე გაიხსენებს, როგორი იყვნენ უწინდელი სასამართლონი, მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს! მაგრამ რა? უმჯობესად სრულდება თუ არა ახლა მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში? მართალი კაცი ყოველთვის მართლდება და დამნაშავე კაცი ყოველთვის ისჯება თუ არა? საუბედუროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს ასე არ არის".

სხვა რა არის ფარისევლობა?
"ვთქვათ, საუბედუროდ, ქრთამს იღებ. სინდისი კი გამხილებს, რომ არ ვარგა ეს, მაგრამ შენ ასე აჩუმებ მას: რა ვქნა, ცოტა ჯამაგირი მეძლევაო, ცოლ-შვილს რჩენა უნდაო; სხვანი ჩემზე მეტს იღებენო; ყველანი ასე იქცევიანო; მე მართალ მხარეს მაინც ვემსახურებიო და სხვანი კი მართალსაც და მტყუანსაც გლეჯენო; ან კი რა ცოდვა უნდა იყოსო, რომ სამართალი ვაღირსო და შევეწიო და ცოტა რამე მემსახუროსო. რა არის ასეთი თავის მართლება, თუ არა ფარისევლობა? განა ფარისევლობა არ არის ისიც, რომ შენს უფროსს სრულ და შეულამაზებელ სიმართლეს არ ეუბნები, რაკი იცი, რომ ეწყინება მას ეს სიმართლე და ცდილობ, მლიქვნელობით, მოფერებით გამოსტყუო მას შენთვის ჯილდო და წარმატება? იცოდე, თუ მცირე იგი ცომი ფარისევლობისა შეგეპარა გულში, ყოველ შენს საქმესა და სიტყვას ცუდ გემოს მისცემს".

იქნებ დაგავიწყდა, რომ კაცი, პირველ რიგში, ქრისტიანი უნდა იყოს და შემდეგ სამსახურის აღმასრულებელი?!
"თუ სახელმწიფო სამსახურში ხარ, როდესაც შეადგენ შენი სამსახურის ანგარიშს, მაშინ ესეც ჰკითხე შენს თავს: როგორ ასრულებდი სამსახურს, კეთილსინდისიერად თუ უსამართლოდ? საქმის წარმოებისას შენ იქნებ გახსოვდა მარტო ფორმა ანუ გარეგნული სახე საქმისა და არა შინაგანი მისი მნიშვნელობა? შენ იქნებ იმას ცდილობდი, რომ შენს უფროსს თავი მოაწონო და ჯილდო მიიღო, და არა იმას, რომ მოყვასს შეეწიო? იქნებ შენ დაგავიწყდა, რომ კაცი პირველ რიგში უნდა იყოს ქრისტიანი და მერე სამსახურის აღმასრულებელი?! ანუ უმჯობესია, ქრისტიანობა და სამსახურის აღსრულება ისე განუყოფლად იყოს შეერთებული შენში, რომ ერთი მეორეს ამშვენებდეს!"

კიდევ ვინ აბრკოლებს მართლმსაჯულების აღსრულებას?
"მართლმსაჯულება ახლაც არ სრულდება ისე კარგად, როგორც ჩვენ ველოდით. კიდევ რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზნი ვართ თვით ჩვენ, ჩვენი ხასიათის ნაკლულევანება და სისუსტე... გაჩნდა ახლა ჩვენს ქვეყანაში ერთი განსხვავებული გროვა კაცთა, რომელთაც თავიანთი ცუდი შეგონებით, რჩევით, დარიგებით გააძნელეს, დააბრკოლეს მართლმსაჯულების აღსრულება. ისინი თავიანთ თავს ადვოკატებს უწოდებენ, მაგრამ ისე შორს არიან ჭეშმარიტ, ქვეყნის სასარგებლო ადვოკატთაგან, როგორადაც ყორანი შორს არის არწივისაგან..."

ჭეშმარიტი ადვოკატი
"პატიოსანი ადვოკატი უნდა შეეწეოდეს სამართლის აღსრულებას... პატიოსანი და მართალი ადვოკატი, თუ მისი ჭკუა და სინდისი ხედავს, რომ ვინმე მთხოვნელთაგანი მართლა დამნაშავეა, ქურდი და კაცისმკვლელია, არც კი უნდა იღებდეს თავის თავზე მის დაფარვას და გამართლებას... პატიოსანმა ადვოკატმა თავისი მარწმუნებლის (დაცვის ქვეშ მყოფის) დაფარვისა და გამართლების მიზნით პატიოსანი ხერხები და საშუალება უნდა გამოიყენოს. ჭეშმარიტი ადვოკატი ხშირად კიდეც უნდა უშლიდეს უცოდინარ კაცს საქმის დაწყებას, ჩივილს, მან მომჩივანები უნდა შეარიგოს..."

ცრუ ადვოკატი
"ახლანდელი ცრუ ადვოკატები იმას ეძებენ, რომ განამრავლონ ერთიმეორის მომჩივანი, თვითონ შეაგონებენ და აღძრავენ საქმის დაწყებას, იმედს აძლევენ და ათამამებენ მათ. მერმე იშოვნიან ცრუ მოწმეებს. ზოგნი კიდევ ამაზე უარესს სჩადიან! ვაი სიავესა მათსა! ვაი არს მათი უსჯულოება! არწმუნებენ, რომ ჯვარზე და სახარებაზე დაფიცებას არა აქვს ძალაო... დაეცა ზნეობა! წახდა ქვეყანა! ესენი კი ამას არ უყურებენ, ოღონდ ფული იშოვონ მარწმუნებლისაგან, არ რცხვენიათ და არც აწუხებთ რჯულის საწინააღმდეგო საშუალებებით რამეს გახერხება".

ცრუ ადვოკატებს ღმერთი მოჰკითხავს
"ცრუ ადვოკატებს ოდესმე ღმერთი მოჰკითხავს მათს ცუდ ქმედებას და ხალხის გარყვნას. თუ სახარებაში არის თქმული, რომ უმჯობესია, კაცმა დიდი ქვა მოიკიდოს კისერზე და ზღვაში ჩაიგდოს თავი, ვიდრე აცდუნოს ერთი მცირე ამათგანიო, რაოდენ მომეტებული სასჯელის ღირსი იქნებიან ისინი, ვინც არათუ ერთ მცირეთაგანს შეაგონებს ცრუ მოწმობას და ფიცის გატეხას, არამედ მრავალს?..

თუ შენ, ძმაო, სიტყვით ან საქმით აცდუნე ვინმე მოყვასთაგანი, ე.ი. ცოდვა ასწავლე, ცუდ საქმეში შეიყვანე, გარყვნილებას მიაჩვიე, ეს ას-წილ უმწარესი ცოდვა არის, ვიდრე ნივთიერი ზარალი, რომელსაც ქურდი მიაყენებს კაცს. ამისთანა მოქმედება (ცრუმოწმეობა) საუკუნოდ წარწყმედს კაცის სულს... ამისთვის ამბობს საღმრთო წერილი: უმჯობესი არის, კაცმა კისერზე ლოდი მოიკიდოს და თავისი თავი ჩაიგდოს ზღვაში, ვიდრეღა აცდუნოს ერთი ამათ მცირეთაგანიო".

მე მარტო ადვოკატების მოქმედებაზე არ ვსტირი
"თუ ცუდი კაცის (ადვოკატის) რჩევა დაიჯერე და აღასრულე, შენ უფრო დამნაშავე იქნები, ვიდრე შენი მრჩეველი. ვტირი და ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ მრავალნი იპოვებიან იმდენად გამოუცდელნი და სუსტნი, რომ ფიცსაც სტეხენ და ცრუ მოწმობასაც აღასრულებენ. ესენი უფრო მეტად ბრმანი არიან, ვიდრე სახარებაში მოხსენიებული ბრმა. უბედურნი და საწყალნი! ადვოკატებს ამდიდრებენ, თვითონ კი საუკუნოდ იღუპებიან. მართალ მხარეს ღუპავენ თავიანთი ცრუ მოწმობით, ხოლო დამნაშავე მხარეს და ადვოკატებს ახარებენ და მათს სასჯელს და ცოდვას თავიანთ თავზე იღებენ. ღმერთო, იხსენ ქვეყანა ჩვენი ცრუ ადვოკატებისგან და ცრუ მოწმეთაგან!"

დიდი ცოდვაა, როცა კაცი დაიფიცებს სიცრუეზე
"დიდი ცოდვაა ღვთის სახელის ამაოდ ხსენება ანუ როცა კაცი დაიფიცებს სიცრუეზე (სასამართლოში მოწმეც, ბრალდებულიცა და ბრალმდებელიც ბიბლიაზე დაფიცების შემდეგ იძლევა ჩვენებას - ე.ქ.). ეს იქნება უსაშინლესი ცოდვა! მაგრამ მე ამაზე აღარ გავაგრძელებ სიტყვას, რადგან სიცრუეზე დაფიცება ისეთი საძაგელი რამ არის, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ სინდისგარეცხილ კაცს (სრულიად სინდისისგან გამოსრულს) და ამისთანა კაცისთვის ჩვენი შეგონება სრულიად უსარგებლო დარჩება".

"ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისთვის და არა კაცთათვის"
"ვთქვათ, ვინმე არის სასამართლოს მოხელე, რასაკვირველია, იგი ემსახურება არა სულის ცხონებას, არამედ იღვწის ხორციელი წარმატებისათვის, მაგრამ თუკი არ დაივიწყებს ღმერთს, თუკი მარად ემსახურება მას სიმართლით და სიწმიდით, ქრთამს მოერიდება, ყოველ საქმეს გამოიკვლევს საფუძვლიანად და კანონიერად, მაშინ ის ამგვარად ღვთის მცნების აღმსრულებელი ხდება, და თავისი მსახურება შეერაცხება თავის უარყოფად ("უარყავ თავი შენი...") და სულიერ მოღვაწეობად".

მოამზადა
ეკატერინე ქორიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat