სულგრძელობა
სულგრძელობა
ამპარტავან ადამიანს დიდსულოვნების ნიჭი არ გააჩნია
თუ ადამიანის სული სათნოებებით არ არის შემკული, მას ჭეშმარიტ ქრისტიანს ვერ ვუწოდებთ. სათნოებანი სამკაულია სულისა. ცხონება, მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვება, რაც ჩვენი მიწიერი ცხოვრების მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს, საითკენაც დღენიადაგ უნდა მიისწრაფოდეს კაცი, შეუძლებელია ქრისტიანულ სათნოებათა გარეშე. სათნოებათაგან განძარცვული ადამიანი კი შორდება უფალს და კარგავს მასთან მყოფობის შესაძლებლობას.

ერთ-ერთი ქრისტიანული სათნოებაა სულგრძელობა, დიდსულოვნება. რა თვისებებით ვლინდება ადამიანში ეს სათნოება? უპირველესად ვისგან უნდა ავიღოთ სულგრძელობის მაგალითი? ყველა ადამიანში დევს თუ არა სულგრძელობის ნიჭი? შესაძლებელია თუ არა ჭეშმარიტი დიდსულოვნების შეძენა ეკლესიასთან სიახლოვის გარეშე? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ვაზისუბნის ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გურამ გურამიშვილი.

- სულგრძელობის ნიჭი, რომელიც უპირველესად მიმტევებლობით, გულმოწყალებითა და მოთმინებით ვლინდება, ყველას უნდა ჰქონდეს, ადამიანი ხომ ხატება და მსგავსებაა ღვთისა. შემოქმედის განსაკუთრებული ქმნილება - ადამიანი ვალდებულია იცხოვროს სათნოებებით - იყოს მიმტევებელი, კაცთმოყვარე, მართალი, თავმდაბალი, მორჩილი და სხვა სიკეთეებით შემკული. სხვაგვარად მისი ცხოვრება აზრს კარგავს, ამაო და ფუჭია. ყოველივე, რაც გვაშორებს უფალს, ამაოებაში გვაგდებს, სათნოებათა გარეშე კი ადამიანი ყველაზე მეტად შორდება ღმერთს. ცხადია, ეს სულგრძელობასაც ეხება.

ადამიანი არა მხოლოდ ფიზიკურად, სულიერადაც უნდა იზრდებოდეს, რწმენასთან ერთად იძენდეს სათანადო ცოდნას - წმინდა წერილის, წმინდა მამათა ცხოვრებისა და თხზულებების თუ სხვა ქრისტიანული ლიტერატურის კითხვით, ეკლესიასთან სიახლოვით. სწორედ სულიერი ზრდა გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი ნებისმიერი სათნოების, მათ შორის - სულგრძელობის მოპოვებისა, რადგან ხელს უწყობს საკუთარ ცოდვათა და უარყოფით თვისებათა ჭვრეტის უნარის ჩამოყალიბებას. როცა ადამიანი თავის ცოდვებს ხედავს, ცდილობს მათ დაძლევას, გაცილებით იოლად ახერხებს მოყვასის შეცოდებათა და ნაკლოვანებათა მიმართ სულგრძელობის გამოჩენას, დათმენას, მიტევებას.

- სამწუხაროდ, სულგრძელობის, დიდსულოვნების გამოჩენა ყველაზე მეტად სწორედ მოყვასის ნაკლოვანებათა მიმართ გვიჭირს. ხშირად მცირედსაც კი ვერ ვპატიობთ ერთმანეთს, რომ აღარაფერი ვთქვათ შეურაცხყოფისა და წყენის დაუთმენლობაზე...

- გვავიწყდება, რომ ჩვენ თვითონ უამრავ ცოდვას ვჩადით სიტყვით თუ საქმით. ლოცვისას ყოველდღიურად შევთხოვთ უფალს, შეგვინდოს და მოგვიტევოს შეცოდებანი, მაგრამ თვითონ იმასაც ვერ ვახერხებთ, ნებისმიერ ადამიანს თუ არა, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მაინც მივუტევოთ, მათ მიმართ გამოვიჩინოთ სულგრძელობა. უფალი მაშინ იქნება გულმოწყალე და მიმტევებელი ჩვენს მიმართ, თუკი ჩვენ თვითონვე გამოვავლენთ ამ თვისებებს.

მიუტევებლობა და დაუთმენლობა ამპარტავნების გამოხატულებაა, მიმტევებლობა და დათმენა კი ერთგვარი გამოვლინებაა ჩვენი პატიოსანი, კეთილი, გონიერი, ეკლესიური ცხოვრებისა. არ უნდა დაგვავიწყდეს - ჩვენ არა ვართ მსაჯულნი და უფლება არ გვაქვს, განვსაჯოთ სხვისი საქციელი, შეუნდობლობით და ამპარტავნებით კი მსაჯულის ტვირთს ვიღებთ. ერთადერთი მსაჯული ადამიანისა, მისი უღირსი საქციელისა უფალია. ჩვენი მოვალეობა კი დათმენა და მიტევებაა.

- დიდსულოვნება, გულმოწყალება არა მხოლოდ მოყვასის შეცოდებათა მიტევებით, წყენისა და შეურაცხყოფის დათმენით, უპოვართა და გასაჭირში მყოფთა შეწევნითაც ხომ უნდა გამოვხატოთ?

- ეს ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. არა მხოლოდ უპოვართა, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფ, ნებისმიერი სახის გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანთა შეწევნა, - როგორი სახითაც შეგვიძლია: მატერიალურად, სიტყვით, საქმით, - სულგრძელობის, დიდსულოვნების გამოვლინებაა.

ზოგჯერ უფალი იმაზე მეტს გვაძლევს, ვიდრე არსებობისთვის გვჭირდება, რათა გაჭირვებულთ შევეწიოთ და მოწყალების საქმეებით სული ვიცხონოთ. ადამიანი არის არა ბატონ-პატრონი, არამედ გამგებელი ქონებისა, რომელიც ღვთისგან ებოძა. როგორც განაგებს მას, იმის მიხედვით მიეზღობა ღვთისაგან. სამწუხაროდ, მატერიალურად უზრუნველყოფილთა უმეტესობას, რომელთაც შინ აურაცხელი ქონება და საზრდელი აქვთ და ხშირად ნაგავშიც ყრიან, იმის უნარიც არ შესწევს, მეტიც, აზრადაც არ მოსდის, მშიერ-მწყურვალთ, თუნდაც მეზობელს, დაეხმაროს და ამ გზით გამოხატოს სიყვარული მოყვასისა. ასეთი ადამიანი ამპარტავნების ცოდვაში იმყოფება.

- გამოდის, ყველაზე მეტად ამპარტავანს უჭირს, იყოს სულგრძელი.

- ამპარტავან ადამიანს დიდსულოვნების ნიჭი არ გააჩნია. დანაშაულსა და ცოდვებს ყოველთვის სხვებში ეძებს და არა საკუთარ თავში; მიაჩნია, რომ უცოდველია, რადგან თავის ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. ამიტომაც უჭირს დათმენა და მიტევება. შესაძლოა მოწყალებაც გაიღოს და სხვა კეთილი საქმეებიც ქმნას, მაგრამ ეს რწმენასა და ღვთის სიყვარულზე არ იქნება დაფუძნებული - ამპარტავანთა გულში უფალი ვერ დაივანებს. ასეთი კაცი მოწყალებას ან ანგარების, პირადი სარგებლის მიღების მიზნით აკეთებს, ან კაცთა წინაშე განსადიდებლად, რასაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ქრისტიანულ მოწყალებასთან, რომელიც ჩუმად, დაფარულად უნდა ვაკეთოთ. უფალი ყველაფერს ხედავს და ნებისმიერი კეთილი საქმის სანაცვლოდ ასწილად მოგვაგებს. სხვა შემთხვევაში მადლს ვკარგავთ და არც ასეთი მოწყალება გვეთვლება სულგრძელობად.

- გამოდის, ადამიანის დიდსულოვნება შესაძლოა ზოგჯერ მოჩვენებითი, მხოლოდ გარეგნულად გამოხატულიც იყოს, რაც არა მხოლოდ მატერიალური შესაწირის გაღებისას გამოვლინდება, არამედ დათმენისა და მიტევების შემთხვევაშიც. ზოგჯერ ადამიანი უსიტყვოდ ითმენს წყენასა თუ შეურაცხყოფას, თითქოს ყურადღებას არ აქცევს მოყვასის ნაკლოვანებას, მაგრამ გული მრისხანებითა და სიძულვილით აქვს სავსე. ასეთი დიდსულოვნებაც ხომ მოჩვენებითია?

- ცხადია, მოჩვენებითია. თითქოს ვითმენთ, მივუტევებთ, კაცთმოყვარეობას ვავლენთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჭეშმარიტი დათმენა და მიტევება ის არის, როცა შინაგანად, გულით შევუნდობთ, ბოლომდე დავივიწყებთ, გულიდან ამოვიგდებთ შუღლსა და ბოროტებას, უფალს მივანდობთ, განსაჯოს მტყუან-მართალი. ჩვენ ვინ ვართ, რომ სხვათა უღირს საქციელს განვსჯით?! იქნებ მათზე ბევრად ცოდვილნიც ვართ, ვისაც განვსჯით. მიუტევებლობით თუ სხვა სახის ადამიანური სასჯელის გამოვლინებით იმ ადამიანზე მეტად ვცოდავთ, უღირსად ვიქცევით, რომელმაც გვაწყენინა, თუნდაც ჩვენი დაუთმენლობა გარეგნულად - სიტყვით და საქმით არ იყოს გამოხატული.

- განსაცდელთა დათმენაც ხომ დიდსულოვნების გამოვლინებაა...

- ადამიანმა არათუ უნდა დაითმინოს განსაცდელი, მადლობაც უნდა შესწიროს უფალს მისი მოვლინებისთვის, რომ უღირსი ადამიანი გაიხსენა და წყალობა მიაგო. განსაცდელი ხომ ღვთისგან ისევ და ისევ ჩვენს სასიკეთოდ გვეძლევა - რწმენაში განსამტკიცებლად და იმ უღირს საქციელთა მისატევებლად და დასაძლევად, რომელთაც ადამიანური უძლურების, ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნების წყალობით ვჩადით. დიდსულოვნება უნდა გამოვავლინოთ ღვთისგან მომადლებული სიკეთის დროსაც, მადლობა შევწიროთ უფალს ბედნიერებისა და სიხარულის მონიჭებისთვისაც, შევღაღადოთ: "გმადლობ, უფალო, ამის ღირსი არ ვარ!" თავმდაბლად მივიღით ღვთის წყალობა და არამც და არამც არ ვიფიქროთ, მოწყალე ვარ, კეთილი და დავიმსახურე ეს ყველაფერიო.

- ალბათ დიდსულოვნების, კაცთმოყვარეობის გამოხატულებაა იმ ადამიანთა მიმართ ყურადღების გამოჩენა, რომელთაც ფიზიკური ნაკლი აქვთ.

- შესაძლოა ადამიანს გარეგნულად რაიმე ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ შინაგანად, სულიერად იმ ადამიანზე ბევრად მშვენიერი იყოს, ვინც ლამაზად გამოიყურება. ადამიანის მთავარი ღირსება ხომ სწორედ სულის მშვენიერებაა. ჭეშმარიტი ქრისტიანი უფრო მეტ სიყვარულს, პატივისცემასა და ყურადღებას უნდა იჩენდეს ფიზიკური ნაკლით დაბადებულ ადამიანთა მიმართ. მშობლებმა შვილებს პატარაობიდანვე უნდა ასწავლონ მათი პატივისცემა, დაარიგონ, არ დასცინონ ადამიანს ფიზიკური ნაკლის გამო, რაც ხშირად სჩვევიათ ბავშვებს. მაგალითის მიმცემნი კი თავად უფროსები უნდა იყვნენ, რათა სიტყვა და შეგონება ფუჭი არ აღმოჩნდეს.

- საერთოდ, ბავშვის სულგრძელ და დიდსულოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის, სრულფასოვან ადამიანად აღზრდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში იზრდება ის. ნებისმიერი ქრისტიანული სათნოების მაგალითის მიმცემნი უპირველესად მშობლები და უფროსები უნდა იყვნენ, თუმცა ამავდროულად საჭიროა კონკრეტული ქმედებებიც. მაინც რა არის მთავარი, რა ქმედებებით უნდა ცდილობდნენ მშობლები შვილის სათნოებებით შემკულ - ჭეშმარიტ ქრისტიან პიროვნებად ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად სულგრძელობისა და დიდსულოვნების შეძენასაც გულისხმობს?

- შვილს ყრმობიდანვე უნდა შევაყვაროთ უფალი, ჩვილობიდან ვაზიაროთ. როდესაც წამოიზრდება, ხშირად ვატაროთ ტაძარში, მივაჩვიოთ ლოცვას, ვუკითხოთ წმინდანთა ცხოვრება და სხვა სასულიერო ლიტერატურა. მივაჩვიოთ მორჩილებას, თავმდაბლობას. ვასწავლოთ კაცთმოყვარეობა, მოწყალება: უპოვართათვის მას მივაცემინოთ თანხა, მას შევაწირინოთ შესაწირი ტაძარში, მოვკიდოთ ხელი და უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში წავიყვანოთ... დანარჩენს მოძღვართან ურთიერთობით ისწავლის და შეიძენს.

მშობლებმა და უფროსებმა არ უნდა დაუშვან, რომ ბავშვის აღზრდა ძალადობას ეფუძნებოდეს. ძალადობაში ვგულისხმობ თუნდაც იმ მულტიპლიკაციურ თუ მხატვრულ ფილმებს, რომლებიც მტრობაზე, შუღლზე, ჯადოქრობაზეა გადაღებული. ბავშვი ნებისმიერი სახის ძალადობას უნდა მოვარიდოთ.

- შვილის აღზრდისას სულგრძელობის გამოვლინება მშობლების ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი მეტისმეტი სიმკაცრით ექცევა შვილს, უმოწყალოდ სჯის, არ ესმის მისი, ვერ იზიარებს მის წუხილს...

- თუ ბავშვის დასჯაა საჭირო, უნდა დაისაჯოს კიდეც, მაგრამ დასჯა არ უნდა გადაიზარდოს სისასტიკეში, არ იქცეს მშობლის ვნების გამოვლინებად. მასშიც მშობლის შვილისადმი სიყვარული უნდა ვლინდებოდეს, რათა ბავშვი მიხვდეს, რატომ სჯიან, რომ უფროსების ასეთ საქციელს საფუძვლად გამოსწორების სურვილი უდევს. ზედმეტი სიმკაცრით და მრისხანებით შვილს სრულფასოვან ადამიანად ვერ გავზრდით.

- თავის მხრივ, შვილებიც ხომ არიან მოვალენი, სულგრძელობა გამოიჩინონ მშობლების მიმართ?

- შვილი ვალდებულია, დიდსულოვნად შეუნდოს და აპატიოს მშობელს, მოკრძალებით, პატივისცემითა და სიყვარულით მოექცეს.

- ვისგან უნდა ავიღოთ სულგრძელობისა და დიდსულოვნების მაგალითი?

- ყველაზე დიდი მაგალითი დათმენისა, კაცთმოყვარეობისა, მორჩილებისა უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, რომელმაც უამრავი შეურაცხყოფა და წყენა, სრულიად უსამართლოდ მიყენებული, დაითმინა სულგრძელად და დიდსულოვნად, ისევ და ისევ კაცთათვის. მაგალითად უნდა გავიხადოთ მოციქულები თუ სხვა წმინდანები, მათი ცხოვრება. გავიხსენოთ თუნდაც დიდმოწამე ქეთევან დედოფალი. რამდენი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება დაითმინა მორჩილად, სულგრძელად! არც დიდება აკლდა, არც პატივი, შეეძლო, განცხრომით ეცხოვრა, მაგრამ უფლის რწმენას, ღვთის სიყვარულს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირა.

დღეს უფალი ჩვენგან მოწამებრივ აღსასრულს აღარ მოითხოვს, მაგრამ ღვთის დიდებით უნდა ვიცხოვროთ და არა ლოცვების მექანიკურად, უსულგულოდ კითხვით, მარხვის შენახვითა თუ სხვა საეკლესიო წესების დაცვით გამოვხატოთ ჩვენი ქრისტიანობა.

- უფლის მრავალმოწყალება და კაცთმოყვარეობაც, რომელსაც ჩვენ ცოდვილთა მიმართ იჩენს, ხომ მისი განუსაზღვრელი დიდსულოვნებისა და სულგრძელობის გამოვლინებაა?

- მართლაც ასეა. რომ არა უფლის მრავალმოწყალება და კაცთმოყვარეობა, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა. ჩვენ ხომ ყოველდღიურად არაერთგზის გადავდივართ ღვთის ნებას - ვცოდავთ სიტყვით, საქმით, გონებით. უფალი კი გვაძლევს დროს და სინანულის საიდუმლოთი ცოდვების მონანიებით მათგან განწმენდის შესაძლებლობას. მთავარია ჩვენვე გვსურდეს ეს.

- დათმენა და მიტევება შენიშვნის მიცემისა და დარიგებისგან თავშეკავებასაც გულისხმობს?

- შეიძლება სიყვარულით მივუთითოთ და ვასწავლოთ, თუმცა ადამიანის ცნობიერება იმდენად არის დაბინძურებული ცოდვებით, ძნელია გააგებინო, რომ ცუდად მოიქცა. ეს გაცნობიერებული, შეგნებული რომ ჰქონდეს, ასე არც მოიქცეოდა. თუკი ადამიანის შეგონებას მისი საქციელის განსჯით ვეცდებით, ვუსაყვედურებთ, ასე რატომ მოიქეციო, - არ იქნება მართებული. ნებისმიერი შენიშვნა ტაქტიანი უნდა იყოს. საზოგადოდ კი, სწავლება, შეგონება, რა არის კარგი და რა - ცუდი, მოძღვარს ევალება.

- ზოგიერთი ადამიანის მიმართ სულგრძელნი ვართ, ზოგს კი მცირედსაც არ ვპატიობთ. რა არის ამის მიზეზი?

- უმთავრესი მიზეზი მცირედმორწმუნეობა და სულიერი განათლების ნაკლებობაა. ყველა ადამიანში უფლის ნაწილს უნდა ვხედავდეთ, ისე უნდა გვიყვარდეს და მივუტევოთ, როგორც უფალს ვუყვარვართ და გულწრფელი სინანულის შემთხვევაში ყველაფერს შეგვინდობს და შეგვიწყალებს.

- არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიურად არ ცხოვრობენ, მაგრამ ზოგიერთ ეკლესიურზე მეტი სულგრძელობა და დიდსულოვნება აქვთ. წაადგება თუ არა კაცს ასეთი სულგრძელობა ღვთის წინაშე? დაეხმარება თუ არა სულის ცხონებაში?

- ეკლესიის, მისი სწავლების გარეშე სულს ვერ ვიცხონებთ. სულგრძელობა ან სხვა სათნოება, რომელსაც საფუძვლად რწმენა და ღვთისმოშიშება, ღვთის სიყვარული არ უდევს და მას უფლის სადიდებლად არ ვიყენებთ, არაფერს ნიშნავს. ჭეშმარიტ სათნოებებს კი უფალთან მყოფობით მოვიხვეჭთ, რასაც მხოლოდ ეკლესიის წიაღში მყოფნი აღწევენ.

- ყველა ადამიანს აქვს სულგრძელობის ნიჭი?

- რადგან ვამბობთ, რომ კაცი ხატება და მსგავსებაა ღვთისა, ამით იმაზეც მივანიშნებთ, რომ შემოქმედმა ყოველ ჩვენგანში ჩადო სიკეთის, სათნოებების მარცვალი - სულგრძელობის, მორჩილების, დათმენის, მოწყალების უნარი... მთავარია, ადამიანმა თავისუფალი ნებით გამოიყენოს, გააღვივოს სათნოების ნიჭი.

- სამწუხაროდ, ბევრს უჭირს ამა თუ იმ ვითარებაში დიდსულოვნების გამოჩენა. ზოგჯერ ქვეცნობიერად კი გვსურს, სულგრძელი ვიყოთ, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდებით, ამ სათნოების გამოვლენა გვიჭირს.

- ასე იმიტომ ხდება, რომ უფალს დავშორდით. თანაც, ადამიანის ბუნება ცოდვისკენ არის მიდრეკილი, ცოდვას უფრო იოლად სჩადის, ვიდრე სიკეთეს. მაგრამ თუ კაცი სათნოებათა განმტკიცებას ესწრაფვის და ორიენტირად უფალს გაიხდის, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

- ზოგიერთი ცოდვას ჩაიდენს და მერე ამაში ეშმაკს ადანაშაულებს...

- ეშმაკი ადამიანს ძალადობით ვერც ერთ ცოდვას ვერ ჩაადენინებს - მას ამის ძალაუფლება არ გააჩნია. ბოროტი გვთავაზობს საცდურს, სურს, გვაცდუნოს, მაგრამ მივიღებთ თუ არა მის შემოთავაზებას, ეს ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. ქრისტიანის მოვალეობაც სწორედ ის არის, შემოქმედისგან ბოძებული თავისუფალი ნება ისევ უფლის ნებას დაუმორჩილოს, ღვთის ნების შესაბამისად წარმართოს. თუკი უფალსა და ეკლესიას დავუახლოვდებით, შევძლებთ ბოროტების მოძულებას და სიკეთის კეთებას, განვსჯით, სად გადის ზღვარი ცუდსა და კარგს შორის. სხვაგვარად ცოდვათა ძლევა და სულის სათნოებებით შემკობა შეუძლებელია.

- მალე შევუდგებით დიდ მარხვას. მას წინ უსწრებს მოსამზადებელი კვირიაკეები, მათ შორის - მიტევების კვირიაკე, რომელიც სწორედ სულგრძელობისა და დიდსულოვნებისკენ მოგვიწოდებს.

- მარხვას ადამიანი განწმენდილი გულით უნდა შეუდგეს - ყველას მიუტევოს შეცოდებანი, არავიზე იყოს განაწყენებული, გარდა საკუთარი ცოდვებისა. სწორედ ამის საწინდარია, ამას ემსახურება მიტევების დღე. მარხვა ცოდვათა გამო გაძლიერებული წუხილისა და გლოვის დროა, შესაბამისად, მომეტებულად უნდა ვიზრუნოთ ცოდვათა და ვნებათა დაძლევაზე. ამპარტავანი, კაცთმოძულე, უმოწყალო ადამიანი ამას ვერ შეძლებს. მარხვის სანაცვლოდ სულიერი სარგებელი უნდა შევიძინოთ, სულიერად ავმაღლდეთ. თუ მოწყალება, სულგრძელობა, მიტევება, თავმდაბლობა არ შეგვეძლო, უნდა შევძლოთ, უნდა გამოვიმუშაოთ ძალა და უნარი უკეთურებათა ძლევისა და სათნოებათა შეძენისა. სხვაგვარად ჩვენი მარხვა მხოლოდ გარკვეული სახის პროდუქტისგან თავშეკავებით დასრულდება, სულიერებაში კი ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ.

მართალია, მარხვაში მომეტებულად უნდა ვებრძოლოთ ჩვენში არსებულ მანკიერებებს, ვნებებსა და ცოდვილ მიდრეკილებებს, ვეცადოთ ცოდვათა მოძულება და სათნოებებში განმტკიცება, მაგრამ ქრისტიანობა ამას მხოლოდ მარხვის პერიოდში როდი გვავალებს. ეკლესიური ცხოვრება, რაც სათნოებათა გამოვლენას ნიშნავს, ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.

სულგრძელი კაცი უდიდეს სულიერ სარგებელს იძენს - ეს არის უფლის მოწყალება, რასაც უნდა ესწრაფოდეს ადამიანი. სათნოებათა სანაცვლოდ ღმერთი ასწილად მოგვიზღავს წყალობასა და მადლს. დავფიქრდეთ მხოლოდ ჩვენს ცოდვებზე, მოვიძულოთ ჩვენი მანკიერებები, ვიცხოვროთ იმ შეგნებით, რომ უფალი შეეწევა და აცხონებს მართალთ. ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვას, მარხვას განუშორებლად უნდა ახლდეს პატიოსანი, კაცთმოყვარე, მორჩილი, გულწრფელი, სათნოებებით აღსავსე ცხოვრების წესი. სხვათა განსჯა და მტყუან-მართლის გარჩევა კი უფალს მივანდოთ. ჩვენ ეს არ გვევალება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat