კამათი ჭეშმარიტებას კი არ ემსახურება, არამედ მსმენელთა განადგურებას
კამათი ჭეშმარიტებას კი არ ემსახურება, არამედ მსმენელთა განადგურებას
ყველა კაცმა იქ უნდა იცხოვროს, სადაც ღმერთმა განუჩინა
(დასასრული, დასაწყისი წინა ნომერში)
ბევრი შეკითხვა აწუხებს თანამედროვე ქრისტიანს: როგორ იცხონოს სული? როგორ სძლიოს ვნებებს? ოჯახის სარჩენად გაურიგდეს თუ არა სინდისს? რით დაიწყოს ბავშვების სულიერი აღზრდა? - და სხვა მრავალი.

უამრავი ჩვენნაირი ერისკაცი მიდიოდა რჩევისთვის წმინდა მაკარი ოპტელთან. ღირს მამასთან სიახლოვეც კი ადამიანებს საკეთილოდ ცვლიდა. გვსურს, ერთი ერისკაცის მოგონება გაგაცნოთ.

"გეგმები შემეცვალა. გადავწყვიტე, ზამთრობით აღარ ჩავსულიყავი დედაქალაქში. მამა მაკართან საუბრის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე მივხვდით, რომ დედაქალაქიდან მოშორებით უფრო გონივრულად და მშვიდად ვიცხოვრებდით. შეძლებისდაგვარად ვასრულებდი მამა მაკარის დარიგებებს. ქრისტეშობის მარხვას მკაცრად ვინახავდი, მაგრამ ვაი, რომ ნელ-ნელა ხორცი ამიჯანყდა, სული ამიფორიაქდა. დამაეჭვა ჩემმა საქციელმა, აღვშფოთდი და ამის მიზეზად უკვე მამა მაკარის ვთვლიდი, რომლის დარიგებებმა სინდისის სიმშვიდე დამირღვია. ცოლსაც მკაცრად ვუთხარი, სოფელში ყოფნა მომწყინდა, პეტერბურგში უნდა წავიდე-მეთქი. ცოლი მეხვეწებოდა, დაუჯერე მამა მაკარისო. უქეიფობის მიზეზი სამარხვო საჭმელი მეგონა. სახსნილოს მივეძალე. ახლა შელანძღული სინდისი არ ჩერდებოდა. საბოლოოდ, პეტერბურგში წასვლის ნაცვლად წერილი მივწერე მამა მაკარს: "ვწუხვარ, რომ თქვენს ბრძანებებს ვერ ვასრულებ, თქვენზე გაბრაზებული ვარ. რატომ არ მირჩევთ ქალაქში წასვლას? თქვენს რჩევებს ვერ ვასრულებ და ეს მაღელვებს. მე ხომ ბერი არა ვარ, სოფლის დატოვება რომ შემეძლოს. მაწუხებს ისიც, რომ ქალაქის ერისკაცულ მხიარულებას ვაკლდები"... წერილი გადავწერე და გავგზავნე. შავად ნაწერს რომ გადავხედე, შევწუხდი, მაგრამ უკან ვეღარ დავიბრუნებდი. მამა მაკარის პასუხი მივიღე:

"მწერთ, ზოგიერთ შემთხვევაში სათანადოდ ვერ ასრულებთ, როგორც თქვენ ამბობთ, ჩემს ბრძანებებს. მაგრამ მე ვინ ვარ? განა შემიძლია, ვინმეს რაიმე ვუბრძანო? თუ არ მკითხეს, რჩევასაც ვერავის მივცემ. როცა რაიმეს მეკითხებიან, მაშინ ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ შეწევნას, თუ ვის რა უნდა ვუთხრა, კი არ ვუბრძანო, არამედ ვურჩიო მას ღმრთის მცნებათა და ეკლესიის დადგენილებათა მიხედვით. თუ არ შეასრულებენ, არ ძალმიძს მათ პასუხი მოვთხოვო ან ვაზღვევინო, რადგან მე ჩემით არაფერს ვურჩევ. თითოეულმა საკუთარი სინდისი უნდა შეამოწმოს, რითი შესცოდა ღვთის წინაშე, შეინანოს და დასაბამი დაუდოს თავის გამოსწორებას.

თქვენ შეგეშინდათ გამომტყდომოდით, რომ იფიქრეთ, რახან ბერი არ ხართ, სოფლის მიტოვებაც არ შეგიძლიათ. მე კი თურმე გიკრძალავთ ქალაქში წასვლას და ერისკაცულ მხიარულებას. განა ამის უფლება მაქვს? მაგრამ არა როგორც ბერს, არამედ როგორც ქრისტიანს, უნდა შეგახსენოთ წმინდა იაკობ მოციქულის სწავლება: "სიყვარული სოფლისაი ამის მტერობა არს ღმრთისაი" (იაკობ 4,4) და კიდევ: "ნუ გიყუარან სოფელი ესე, ნუცა-ღა რაი არს სოფლისაი ამის. უკეთუ ვისმე უყვარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისაი მის თანა" (1 იოან. 2,15). ხედავთ, რა არის სოფელი, რომელთან მეგობრობაც გატოლებულია ღვთის მტრობასთან? - სოფელი ხალხი კი არა, ვნებებია, რომელშიც გარშემო მყოფი სამყაროს მიბაძვით ვვარდებით. არ გეგონოთ, სოფელთან ურთიერთობას გიკრძალავდეთ, მე მხოლოდ გაფრთხილებთ მოციქულთა სწავლების შემოთავაზებით. თქვენ გაქვთ თავისუფლება, გონება და სული. განა შემიძლია ვაიძულო თქვენი თავისუფლება, გონება, განსჯა და ნება? თქვენ კი აირჩიეთ, რა გნებავთ: კარგი თუ ცუდი".

დიდი მღელვარებით წავიკითხეთ მამა მაკარის წერილი და პეტერბურგის ნაცვლად ოპტის მონასტერში გავემგზავრეთ. ღირსი მამა დიდი სიყვარულით შეგვხვდა, მე კი გამეხუმრა: "ხედავთ, როგორი საშინელი ვარ! თქვენ ასი ვერსის დაშორებითაც გეშინიათ ჩემი. გულახდილად გეტყვით, რომ მიხარია და ვმადლობ ღმერთს თქვენ გამო. თქვენ მე კი არა, ის გაშინებთ, რომ კარგად არ ცხოვრობთ. მაგრამ ეს ნუ შეგაცბუნებთ, ღმერთი დაგეხმარებათ. დაიწყეთ საკუთარი თავის გამოსწორება. გქონდეთ მხოლოდ კეთილი განზრახვა და ღმერთი თქვენი ცხონების საქმეს აღასრულებს. მე თუ გამოუცდელი ვარ და ისე ვერ დაგმოძღვრეთ, რომ არ აღელვებულიყავით, მაპატიეთ. მეც ხომ კაცი ვარ, სხვებზე ბევრად ცოდვილი. ჩვენ ქრისტიანები ვართ და მოვალე ვართ, მივუტევოთ ერთმანეთს, ძმის უძლურება ვიტვირთოთ, მოციქულთა სიტყვისაებრ: "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ამით აღასრულეთ სჯული ქრისტესი" (გალ. 6,2). დამშვიდდით, გთხოვთ".

კიდევ მცირე ხანს მესაუბრა მამა მაკარი და წავიდა. დავრჩი საოცრად მშვიდი და გაოგნებული. მისმა ქრისტიანული სიყვარულით გამთბარმა სიტყვებმა დამიცხრო სულში მობობოქრე ქარიშხალი. როგორ მოახერხა ეს ერთმა უბრალო ბერმა?! თითქოს ხელახლა დავიბადე. "ამიერიდან, კაცო ღვთისაო, თავს აღარ დაგანებებ და რამდენიც ძალი მეყოფა, აღვასრულებ შენს დარიგებებს".

ოპტის უდაბნოში გატარებული დღეებიდან განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა. საუბარი მაშინ მაკარის ბოლო წერილს შეეხო, რომელმაც მონასტერში მიმიყვანა. მამა მაკარიმ მითხრა: "გახსოვთ, მე გწერდით, რომ თქვენ ფლობთ: თავისუფლებას, გონებას და სჯულს. გონივრულად განსაჯეთ, თქვენ მოგეცათ ნება თქვენი სურვილისებრ ცხოვრებისა. მოგვეცა ჩვენ ყველას სჯული, რომლის მიხედვითაც უნდა ვიცხოვროთ, დაბოლოს, გონება, რომ სჯული შევიცნოთ და დავაკვირდეთ, როგორ ვმართავთ ჩვენს ნებას. ეთანხმება სჯულის კანონს ჩვენი ნებით აღსრულებული საქმეები? რისი სურვილი უფრო მეტია ჩვენში - მცნებათა აღსრულების მტკიცე განზრახვა თუ მატყუარა, მომხიბვლელი საცთურები ცხოვრებისეული სიტკბოებისა?

ვინ არის, თავით თვისით რომ შეუძლია წინ აღუდგეს ეშმაკის განსაცდელებს? ვინ არის, ცხოვრების ზღვაში მცურავს არ ებრძოდეს ტალღები? უნდა ვისწრაფოდეთ მყუდრო ნავსაყუდლისკენ, ჩვენი უფლისკენ, რომელიც მოგვიწოდებს მაშვრალთა და ტვირთმძიმეთ, რათა განგვისვენოს. ჩვენ აქ დროებით ვართ და არავინ იცის, როდის წარვდგებით ღვთის დიდების წინაშე. მაგრამ იცოდე, ვის როგორ მოგვასწრებს, ისე განგვსჯის უფალი. თუ თავისუფლებას ბოროტად გამოვიყენებთ და ჩვენს გონიერ ნებას სჯულს არ დავუმორჩილებთ, მაშინ საშინელი იქნება ცოდვილისთვის ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა! ნუ იფიქრებთ, თითქოს მე შემოგთავაზეთ გაქცეოდით სოფელთან ურთიერთობას, დაშორებოდით ნაცნობებს, კარგ და კეთილ ადამიანებს. არა. ყველა კაცმა იქ უნდა იცხოვროს, სადაც ღმერთმა განუჩინა. თქვენ ერისკაცი ხართ, წევრი ჩვენი საზოგადოებისა. ნუ დაშორდებით მას, მაგრამ ეცადეთ, ღვთისმოშიშად იცხოვროთ, არავინ განიკითხოთ, ყველა გიყვარდეთ. ყოველი ცხოვრებისეული დაპირისპირებისას განაქიქეთ საკუთარი თავი, ეცადეთ სხვის გამართლებას, თუ ვინმემ გაწყენინათ, იფიქრეთ, რომ ეს ღვთის დაშვებით მოხდა, რათა რამდენადმე გამოიცადოს თქვენი ქრისტიანული მოთმინება. ხშირად მოიხსენიებდეთ ღვთის დიდებას და საკუთარ არარაობას. იყავით ყურადღებით ყოველი საქმის კეთებისას და ნუ დაუშვებთ გულში ფარისევლურ ფიქრს საკუთარ ღირსებებზე. უფრო ხშირად იმეორეთ მეზვერის ლოცვა. იკითხეთ მამათა სწავლებანი. ეს განგამტკიცებთ სულიერ ცხოვრებაში".

დავუახლოვდი სოფელს, გავიცანი მეზობლები. უცებ გავიგე, რომ მათ სურდათ ჩემი დეპუტატად არჩევა, მაგრამ მე არ მინდოდა თავისუფლების შეზღუდვა. მამა მაკარიმ მირჩია: "თქვენ არ უნდა ეძებდეთ რაიმე თანამდებობას, მაგრამ თუ აგირჩევენ, უარი არ უნდა თქვათ. არ იქნება კარგი ხალხის, საზოგადოების სამსახურზე უარის თქმა, მით უმეტეს, თუ ეს მათ სურთ. ცხადია, ამაში ღვთის ხელი ურევია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი თავმდაბლობით და სიყვარულით უნდა დავემორჩილოთ. თუ კეთილისმზრახველთა და მცოდნეთაგან არც ერთი არ ინებებს ხალხის მსახურებას, მაშინ ამ ადგილს უნებურად დაიკავებს ვინმე ნაკლებმცოდნე ანდა უკეთური. თქვენს მიერ არჩეული ნაკლებშემოსავლიანი კაცი შეიძლება წინ ვერ აღუდგეს ფულის მოხვეჭის საცთურს, თქვენ კი მის ლანძღვას, განკითხვას დაიწყებთ. არადა მისი გაცუდკაცება თქვენი ბრალი იქნება, რადგან არ მოინდომეთ იმ ადგილის დაკავება, თუმცა შეგეძლოთ და არც უკანონო შემოსავლისკენ გაიხედავდით. თქვენც ხომ არ გაცთუნებთ ფულის მოხვეჭის სურვილი?" - მკითხა და ალერსიანად შემომხედა. "რა თქმა უნდა, მე ამის არ მეშინია, რადგან საერო თუ სამხედრო სამსახურისას არასოდეს მქონია უკანონო შემოსავალი, არც მექნება", - ვუთხარი. მან კი თითქმის მრისხანედ შემაწყვეტინა: "რა ამპარტავნული აზრები გაქვთ! როგორ შეიძლება ასე დაიმედებით ლაპარაკი?! განა არ იცით, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას პატიოსნები ეგონა, მაგრამ შეცდნენ? ისინი ადრე მართლაც იყვნენ პატიოსნები, მაგრამ როცა დიდი თანხა ჩააბარეს - ეშმაკმა გამოსცადა ისინი. თავისი გაიტანა ამპარტავნულმა თავმოყვარეობამაც და დაეცნენ იმის გამო, რომ მათი პატიოსნება დაფუძნებული იყო მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულზე. თავდაჯერებულები იყვნენ თავიანთ სიწმინდეში, მხოლოდ ამ სოფლის ეშინოდათ, არ ფიქრობდნენ მომავალ ცხოვრებაზე, ცოცხალთა და მკვდართა ყოვლადმართალი მსაჯულის წინაშე წარდგომაზე. ამიტომაც განსაჯეთ თავმდაბლობით და არა თავდაჯერებულობით. გასაგებია, რომ ასი, ათასი ანდა მეტი მანეთი თქვენი შეძლების კაცისთვის არაფერია. მაგრამ თუ საშუალება მოგეცემათ მილიონის აღებისა, ანდა რამდენიმე მილიონისა, თუნდაც ისე, რომ კაცი ვერ გაიგებს, მაშინ რას იზამთ? ამაზე ასე გიპასუხებთ: ან მიმართავთ ლოცვით უფალს, ის დაგეხმარებათ და დაგიფარავთ დაცემისგან, ან დანაშაულს ჩაიდენთ, რისგანაც დაგიფაროთ ღმერთმა და ყოვლადწმინდა დედოფალმა".

მამა მაკარისთან ოპტის უდაბნოში მრავალი სასულიერო წიგნი წავიკითხე და როგორც პატივმოყვარე კაცთა წესია, სხვადასხვა საზოგადოებაში ყოფნისას ჩავებმებოდი ხოლმე რელიგიურ საკითხებზე კამათში. როცა მამა მაკარის მოვუყევი ეს ყოველივე, მითხრა: "თუ თანამოაზრეებთან ერთად შეიყრებით, რატომ არ უნდა ისაუბროთ რელიგიაზე? ეს საუბარი სჯობს უქმმეტყველებას. ანდა რატომ არ უნდა მოუსმინოთ კეთილად მოფიქრალი კაცის გონივრულ, სულიერ საუბარს, მოუყვეთ, რაც იცით? მაგრამ თუ კამათი ატყდება, უფრო გონივრული იქნება, მოციქულთა სიტყვისაებრ, გავერიდოთ მას. რადგან კამათი ჭეშმარიტებას კი არ ემსახურება, არამედ მსმენელთა განადგურებას. ოღონდ კამათი უეცრად არ შეწყვიტოთ, რადგან თქვენმა უეცარმა დუმილმა შეიძლება მოკამათეს აფიქრებინოს, რომ არად გიღირთ მისი ნათქვამი ანდა არ გსურთ მასთან საუბარი, რადგან ამის ღირსად არ თვლით. ადამიანი უნდა დაამშვიდოთ, მრისხანების ვნებისკენ არ უნდა უბიძგოთ. იცოდეთ, მოკამათის სწავლება მხოლოდ მაშინ არის ნაყოფიერი, როცა მას სურს და ეძიებს ამ სწავლებას".

მრავალ სულის სარგოს მეტყოდა და მასწავლიდა ღმრთივგანსვენებული მამა მაკარი, მაგრამ ესეც საკმარისია ამ ღვთის კაცის სულიერი სიბრძნის გასაცნობად".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat