განსაცდელების დაძლევით ნელ-ნელა ქრისტეს მეომარი ხდები
განსაცდელების დაძლევით ნელ-ნელა ქრისტეს მეომარი ხდები
მთავარია, საკუთარ თავს სიმართლე უთხრა - ვინა ხარ და რა გინდა
რაც დრო გადის, ღვთის სათნომყოფელი ადამიანი სულ უფრო მეტად ხვდება, რომ წუთისოფელი ამაოა. ხვდება იმასაც, რომ უფლის გარეშე გატარებული ყოველი წამი ფუჭად არის დაკარგული და ამ უგუნურებისთვის ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება. გამუდმებით მიწიერ საზრუნავში ვართ ჩაფლულნი და ზეციურზე ფიქრისთვის დროს ვეღარ ვპოულობთ. სულიერი სიცარიელე გვტანჯავს და ვდრტვინავთ. თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ მთავარი გვაკლია - სულიერება, ღვთის სიყვარული, ეკლესიური ცხოვრება... სულის ფერისცვალება ხომ ეკლესიური ცხოვრების კეთილი ნაყოფია.

უფალთან მიახლოებული ადამიანი სულიერად იზრდება, შეხედულებები ეცვლება და მთელი მისი ცხოვრებაც დღითიდღე გადასხვაფერდება. ზოგს იმდენად სწადია უფალთან ყოფნა, რომ თავს ღმერთს სწირავს და მონასტერში მიდის. ამით სრულიად ცვლის წარსულ ცხოვრებას, ერისკაცულ ჩვევებს მოიშლის, საკუთარ ნებას უარყოფს და ღვთის ნებას ემორჩილება.

მღვდელმონაზონი იოაკიმე
ბორჯომში სტუმრობის დროს გავიცანი. მამაო მწვანე მონასტრის წინამძღვარია, გამოცდილი და მლოცველი მოძღვარი. ასე იცნობენ მას ბორჯომში და ამაში თავადაც დავრწმუნდი. საუბარზე უარი ვერ მითხრა და მოკრძალებულ ინტერვიუზე დამთანხმდა.

- მონასტერში 30 წლისა წავედი. როგორც ყველა ქართველი, მეც შინაგანად მორწმუნე გახლდით, მაგრამ ეკლესიური არ ვიყავი. თბილისში ვცხოვრობდი, უმაღლესიც იქ დავამთავრე, სპორტსაც მივდევდი, თითქმის ყველაფერი მქონდა, მაგრამ ეს ყოველივე მეორეხარისხოვანი ყოფილა.

უცბად ამეხილა სულიერი თვალი და 1994 წელს ქვემო ბეთლემში მივედი. მალევე წამოვედი მონასტერში. დაახლოებით ხუთი წელიწადი ულუმბოში ვცხოვრობდი, 1999 წელს კი ბორჯომის ხეობაში გადმოვედი. ჩემი სულიერი მოძღვარი ტიმოთესუბნის წინამძღვარი, იღუმენი იერომიელი (ფილიშვილი) გახლავთ.

- თქვენი სულიერი ფერისცვალებაც ასე დაიწყო?

- ადამიანი ვერ ხვდები, თორემ უფალი წინასწარ გამოგარჩევს, მან ხომ ყოველივე უწყის. მაგრამ თავად უნდა მიხვიდე იმ დასკვნამდე, რომ მონაზონი გახდე. ეს დრო, როგორც გითხარით, 30 წლის ასაკში დამიდგა. ბერად აღკვეცამდე დაახლოებით ექვსი წელი მორჩილი ვიყავი. ასეთი საოცარი დღეები ჩემს ცხოვრებაში არ მქონია. მორჩილების დროს ვისწავლე ყველაფერი.

სულიერ გზაზე სიარული ძალიან რთულია, მართლმადიდებლობა ხომ ქრისტეს მეომრობას ნიშნავს, ხოლო მეომარი რომ გახდე, ბრძოლის უნარი უნდა შეგწევდეს. თუ არ იშრომე და არ იბრძოლე, სიზარმაცით და უქმად ყოფნით ვერ გამოიბრძმედები. მონასტერში შინაგანად ჩამოვყალიბდი. აქ მორჩილებას, სიყვარულს, სინანულს, თავმდაბლობას ასწავლიან. ადამიანმა ყველაფერი ეს რომ შეითვისოს, უზარმაზარი შრომა სჭირდება.

- მამაო, შინაგანი ფერისცვალება ადამიანის გარეგნობაზე თუ აისახება?

- სულიერება ყველაფერზე აღიბეჭდება, მათ შორის, ცხადია, გარეგნობაზეც. ძალიან ღრმაა სულიერება. ყველაზე დიდი მცნება კი ის არის, რომ გიყვარდეს ღმერთი შენი და ამ მცნებას უახლოვდება მოყვასის სიყვარული. ზოგჯერ ვინმე ცუდად რომ მომექცეოდა, ვბრაზდებოდი, სამაგიეროს გადახდის სურვილი მიჩნდებოდა. ადამიანში ხომ მყისვე შემოდის მსგავსი ზრახვები. მერეღა ხვდები, რომ ცუდის ჩადენის შემდეგ თავად ხარ ცუდად. ამის შემდეგ უკვე ცდილობ, ასე აღარ მოიქცე და ადამიანის სიყვარულს სწავლობ. როგორია, არა? ადამიანი გეჩხუბება, გყვედრის, შენ კი უნდა გიყვარდეს.

მონასტერში ყველაზე დიდი მორჩილი მე ვარ, წინამძღვარი, ყველას ვემორჩილები. ეს ჩემი შინაგანი ბუნებაა. ვცდილობ, თუ ვინმეს რაიმე არ სიამოვნებს, არ გავაკეთო. თუ საჭირო გახდება, ფეხაკრეფით ვივლი. რა ვიცი, იქნებ რამეზეა გაბრაზებული ან ვერ იხსნება წინამძღვართან. ამ დროს მოძღვარმა უნდა გამოამჟღავნებინოს გულისნადები და ხასიათი.

ქრისტიანობას წმინდა მამები მეცნიერებათა მეცნიერებას ეძახიან. ჯერ თვითონ მეცნიერება რა რთული შესასწავლია და მეცნიერებათა მეცნიერება როგორი იქნება. ძალზე რთულია, მაგრამ თანდათან ეჩვევი ბრძოლას. ამ დროს მოწყენილობა ქრება და სული დუღს. ბერი მუდამ სენაკშია განმარტოებული, მაგრამ მოწყენილობას ვერ გრძნობს. არადა ყველაზე ძნელი სენაკში ჯდომა და საკუთარ თავზე მუშაობაა. კარგი ბერი ამას ახერხებს კიდეც. სენაკში ულოცველად ვერ გაჩერდები. ასეთი ცხოვრების წესი კი სრულიად გცვლის. თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყნის ორომტრიალში ჩაბმულებს სენაკიდან უკეთესად ვხედავთ. ასე გვზრდის უფალი ბერ-მონაზვნებს.

ჯავახეთში მსახურებისას შეუძლოდ გავხდი. ახალნაკურთხი მღვდელი ვიყავი და სულიერადაც ჩამოუყალიბებელი (ხუთი წლის წინანდელ ამბავს გიყვებით). სენაკში ცუდად, უხასიათოდ ვგრძნობდი თავს, სული მქონდა დამძიმებული. არადა, საშველი არ ჩანდა. დედების გარდა არავინ იყო, ტელეფონით კი შენი სულიერი მდგომარეობის ახსნა ძნელია. რამდენიმე დღე რომ დავითმენდი, გარეთ არ გავიდოდი, სენაკში ვიყავი და კანონს ვასრულებდი, სასწაული ხდებოდა - ორ-სამ დღეში კარგად ვხდებოდი, სულიერი სიხარული შემოდიოდა. მერე საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ცუდად რატომ ვიყავი ან ახლა რატომ ვარ კარგად-მეთქი. თუ სწორად დაითმენ ყველაფერს, კარგად გახდები. უფალი განსაცდელს ხომ იმიტომ უშვებს, რომ ის ღვთისთვის სათნოდ გადალახო, გაიზარდო, სანაცვლოდ კი ჯილდოს მიიღებ. განსაცდელების დაძლევით ნელ-ნელა ქრისტეს მეომარი ხდები. მაგრამ ამ გზაზე სიფხიზლეა საჭირო - სირთულე შენი მეთი კი არა, ღვთის შეწევნით, სიმდაბლით უნდა დაძლიო და უფალი ხელს მოგიმართავს.

- მამაო, თანამედროვე ბერ-მონაზვნები, თუნდაც ერისკაცნიც, ხომ არ განსხვავდებიან ძველთაგან?

- რა თქმა უნდა. დღეს ნაკლებად არიან გამოცდილი ბერები. მლოცველ ბერებს ვგულისხმობ, რომლებიც დღედაღამ მუხლებზე იდგნენ და ლოცულობდნენ. მადლი ისევ არის, რადგან უფალი იყო, არის და მარადჟამ იქნება. იმედი მაქვს,
5-10 წელიწადში სულიერად უფრო ძლიერი ბერებიც გვეყოლება.

ადრე მადლიანი მოხუცებით იყო სავსე ქვეყანა. დღეს ადამიანი აღარ ბერდება. ღვთიური სიბრძნე აღარ არის ხალხში, ასაკობრივი ზღვარი თითქოს წაიშალა, პატივისცემა დაიკარგა. შვილები მშობლებს სახელით მიმართავენ. თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება. თუ ზომიერად მოიქცევი, ამას ვეღარ გაკადრებს, შერცხვება და დედას, დეიდას დაგიძახებს, როგორც უწინ იყო.

თავისუფალი რომ გახდე, ღვთის მცნებები უნდა შეასრულო, ამისთვის კი თავად უნდა შეიცვალო და რაც მთავარია, საკუთარ თავს სიმართლე უნდა უთხრა - ვინა ხარ და რა გინდა. თუ ადამიანმა ღვთის არსებობა არ იწამა, მის ცხოვრებას ფასი არ ექნება. თუ უფალს იწამებს და, ისე კი არ უნდა ადიდოს, როგორც თავად სურს, არამედ როგორც უფალი გვასწავლის, მცნებები დაიცვას და მამათა სწავლების მიხედვით იცხოვროს. ამას კი დრო სჭირდება. როდესაც ადამიანი განსაცდელის გადატანას სწავლობს, თავს ბედნიერად გრძნობს და მას სიხარულით იღებს. ეს არის ადამიანის სულიერი ფერისცვალება.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ვისურვებდი, უფრო ახლოს ვყოფილიყავით ეკლესიასთან და ერთად დაგვემკვიდრებინოს ცათა სასუფეველი.

ახლა კი სადგერის დედათა მონასტრის მონაზონს დედა ბასილისას (გოგოლაძე) მოვუსმინოთ:

- იმიტომ გავჩნდით ამქვეყნად, რომ კვლავ მოვიპოვოთ სასუფეველი, ის დაკარგული სამოთხე, რომელიც ჩვენი ურჩობით დავკარგეთ. ეს არის ადამიანის უპირველესი მოვალეობა.

როცა მონასტრულ ცხოვრებას იწყებ, შინაგანად ფერს იცვლი. თუ კეთილშობილი ბუნების ხარ, ეს უდიდესი საჩუქარია ღვთისა, რადგან კეთილი ნიადაგი უფრო ნაყოფიერია. მაგრამ ზოგჯერ მავნე ჩვევები, მანკიერი თვისებები განმტკიცებულია ჩვენში და ჯოჯოხეთური შრომა გვიწევს, მათზე რომ ავმაღლდეთ და საკუთარ თავზე გავიმარჯვოთ. ყველაზე ძნელი ხომ ვნებების დამარცხებაა. პირადად მე ისინი ვერ დამიმარცხებია. თავისუფალი დრო, რომელიც მონასტერში მორჩილებისთვის, შრომისთვის, ლოცვისთვის, სასულიერო ლიტერატურის კითხვისთვის გვეძლევა, საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და განსჯას უნდა მოვახმაროთ. მონასტერში ადამიანი იმისთვის მოდის, რომ სულიერად გაძლიერდეს და ამდენად, თავის თავთან განმარტოება სჭირდება. ერული ცხოვრების დათმობასთან ერთად მონასტერში მოსულმა სრულიად უნდა უარყოს საკუთარი მე და უფალს მიენდოს, სხვაგვარად ვერ შეიცვლება და სრულყოფილი მონაზონი ვერ გახდება, ისევ ერის ადამიანად დარჩება, სულიერი ფერისცვალების თანაზიარი ვერ გახდება.

ვისურვებდი, ყველა ადამიანი უფლისკენ მოქცეულიყოს და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებაში დახარჯულიყოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat