არ იმრუშო
არ იმრუშო
ყოველგვარი ბილწების, უსჯულოების, ხრწნილების, დაცემის სათავე ღვთის მცნებათა დავიწყება და საკუთარი თავის უფალზე წინ დაყენებაა

"არა იმრუშო" - გვასწავლის მეშვიდე მცნება - ერთ-ერთი იმ მცნებათაგანი, დღეს ყველაზე მეტად რომ ირღვევა. უხამსი შოუებით დაწყებული, ვირტუალური სამყაროთი დამთავრებული - ყველაფერი ამ ცოდვისაკენ გვიბიძგებს. როგორ მოიქცეს ქრისტიანი, რომელიც "დროს ფეხს ვერ უწყობს" და სიწმინდის დაცვა სურს?

გვესაუბრება ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გრიგოლ კუმელაშვილი.

- მამაო, რა არის მრუშობა და რატომ ითვლება ეს საქციელი ცოდვად?

- მრუშობაა ორი ადამიანის სქესობრივი კავშირი ჯვარდაუწერლად. იმის გასაგებად, თუ რატომ არის მრუშობა ცოდვა, უნდა ვიცოდეთ, როგორია ზოგადად ცოდვის არსი.

ცოდვა ღვთის საწინააღმდეგო ქმედებაა, საქციელი, რომელიც ადამიანის პირველქმნილ ბუნებას ეწინააღმდეგება. მოგეხსენებათ, ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისა, ჩადო მის არსებაში ღვთაებრივი თვისებები: სიწმინდე, სიყვარული, თავისუფლება, უკვდავება... ადამი ნეტარებაში ცხოვრობდა და ერთადერთი რამ ევალებოდა: დაეცვა ღვთის მცნება და არ ეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი. მაგრამ ადამმა შესცოდა. შესცოდა არა იმით, რომ ხის ნაყოფი იგემა, არამედ იმით, რომ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ მოიქცა. ამის კვალობაზე, ცოდვად ითვლება ყოველგვარი ქმედება, რომელიც ღვთის სიტყვას ან მის ბუნებას ეწინააღმდეგება. ცოდვა ღვთის ურჩობაა. ცოდვის ჩადენით ადამიანი უფალს უპირისპირდება.

ადამის დაცემით ადამიანის არსებაში შემოვიდა ცოდვა, რომელიც მტკიცედ შეესისხლხორცა მის ბუნებას, ცოდვამ კი ხრწნილება, სიკვდილი მოიტანა. მთელი სამყარო ცოდვის სულით გაიჟღინთა. უკვდავება ხრწნილებამ შეცვალა, სიყვარული - სიძულვილმა, სიკეთე - ბოროტებამ... ძმამ ძმა შეიძულა, მოყვასმა მოყვასზე აღმართა ხელი. ადამიანმა დაკარგა თავისუფლება და ცოდვის მონად იქცა. თუ დაცემამდე ადამიანის მთავარი საფიქრალი ღმერთი იყო, ამიერიდან მისი სულიერი ცენტრი მისივე "მე" გახდა... მრუშობა იმიტომაც არის უდიდესი ცოდვა, რომ კაცს ხელს უშლის, დაიბრუნოს თავდაპირველი, უცოდველი ბუნება და, შესაბამისად, თავდაპირველი ნეტარი მდგომარეობა.

- ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ცოლ-ქმრის სქესობრივი ურთიერთობაც ცოდვაა?

- ქორწინება ღვთისგან არის ნაკურთხი. ეს მაშინ გამოჩნდა, როცა უფალი გალილეის კანაში მივიდა და იქ, ქორწილში, პირველი სასწაული მოახდინა. თავისთავად, ურთიერთობის ეს სახე დაცემის შედეგია და მისი საშუალებით - "მიდგომითა და შობით" - გადაეცემა ბავშვს პირველქმნილი ცოდვა, მაგრამ მეუღლესთან ხორციელი კავშირი ცოდვა არ არის. ცოლქმრულ კავშირს ღმერთი აკურთხებს. "ერთი ქმარისა ცოლ და ერთი ცოლისა ქმარ" - ასეთია უფლის კურთხევა, რომლის აღსრულებაც ევალება ყველას, ვინც მონაზვნობისთვის არ არის მოწოდებული.

მეოთხე საუკუნეში წარმოიშვა აზრი, თითქოს ცოლქმრული კავშირი ცოდვა იყო, რომ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე ქალწულება უნდა დაეცვა. ამ მწვალებლურ აზრს ყველაზე მწვავედ წმინდა იოანე ოქროპირი დაუპირისპირდა. ქორწინება ცოდვა რომ იყოს, როგორღა შევასრულებდით ღვთის კურთხევას, გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანაო?! ქორწინების ძალით ადამიანები უხილავად ერთდებიან და ხდებიან ერთ სულ და ერთ ხორც. სწორედ ეს სულიერი და ხორციელი ერთობაა ქრისტიანული ოჯახის სიმტკიცის, სიწმინდის საწინდარი.

- როგორ ვლინდება მრუშობის ცოდვა? ყველა ფორმა ერთნაირად მძიმეა თუ არა?

- ვიწრო მნიშვნელობით, მრუშობაა ორი ადამიანის ხორციელი ურთიერთობა, როცა ერთ-ერთი ან ორივე სხვაზეა დაქორწინებული და ღალატობს მას. არსებობს ამ ცოდვის მეორე სახეც - სიძვა, როცა არც ერთი მათგანი სხვასთან ქორწინებაში არ იმყოფება, მაგრამ არც ჯვარდაწერილები არიან, არ შეერთებულან ეკლესიის წმინდა საიდუმლოთი. ორივე ცოდვა მძიმეა, მაგრამ მრუშობას უფრო მეტად ამძიმებს ღალატი.

არსებობს მრუშობის კიდევ ერთი სახე - მამათმავლობა და დედათმავლობა.Eეს უზომო გახრწნილება თავისი არსით ამაზრზენია. ამ ცოდვის ჩამდენი საკუთარი ხელით იმზადებს უდიდეს სასჯელს.

- მრუშობას ხორცის ცოდვას უწოდებენ. აქვს თუ არა ამ ვნებას კავშირი ადამიანის სულთან? სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქვს თუ არა მრუშობას სულიერი საფუძველი?

- ცხადია, მრუშობის იარაღი ხორცია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ პიროვნება განუყოფელი მთლიანობაა. მისი სული, სამშვინველი და ხორცი ერთმანეთთან მუდმივ კავშირშია.

წმინდა მამები ცოდვას რამდენიმე ეტაპად ყოფენ. თავდაპირველად ეშმაკი ადამიანს ცოდვის ჩადენას ჩააგონებს. თუ ადამიანი უკეთურს დაეთანხმა (რაც უკვე ცოდვად ითვლება), ცოდვის ჩადენის შესახებ ფიქრი გონებიდან გულში გადავა. ამ დროს ადამიანი წარმოისახავს ცოდვას, გადაწყვეტს მის აღსრულებას და ეძებს საამისო გზას. ამის შემდეგ ხდება ცოდვის საქმით განხორციელება. ცოდვა მეტწილად რამდენიმეჯერ მეორდება, საბოლოოდ გულში მტკიცედ დაიდებს ბინას და ადამიანის მთელ არსებას დაიმონებს. ასე რომ, ცოდვა მთელ პიროვნებას მოიცავს: ხორცსაც, სულსაც, სამშვინველსაც.

- კერძოდ, საიდან იღებს სათავეს მრუშობის ცოდვა?

- ამ თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვალს. თვალით ნანახი გონებაში ილექება, გონებიდან გულში გადადის და საბოლოოდ მთელ ჩვენს არსებას მოიცავს. ნანახმა შესაძლოა ძალიან დიდი ხნის შემდეგ გამოიღოს მძიმე შედეგი, ამიტომაც თვალის წმინდად დაცვას ნებისმიერ ასაკში უნდა ვეცადოთ. ეს სხეულის სიწმინდის საწინდარია.

ერთი შეხედვით უწყინარი გართობა არაერთხელ ქცეულა მრუშობის სათავედ. ცოდვას შეიძლება ბიძგი მისცეს უხამსმა საუბარმა, ამაოდმეტყველებამ, ზღვარგადასულმა სიცილმა, სიზარმაცემ, ხორცის ზედმეტმა ფუფუნებამ, ნაყროვანებამ... ქრისტიანი უნდა ერიდოს ყველაფერს, რაც შეიძლება ამ ცოდვის მიზეზად ექცეს.

- ტელევიზორში ხშირად აჩვენებენ ეროტიკულ სცენებს. მათი ყურებაც ცოდვაა?

- ამ სცენებმა ადამიანს შეიძლება მრავალი უმართებულო აზრი და სურვილი აღუძრას. განსაკუთრებით კი, ცხადია, ბავშვები უნდა მოვარიდოთ მათ ყურებას. ბავშვის გონება ყველაფერს ისრუტავს, კარგსაც და ცუდსაც, ეს ინფორმაცია მის გონებაში ილექება და ოდესმე აუცილებლად გამოიღებს მწარე ნაყოფს.

ტელევიზია და ინტერნეტი ახალგაზრდობას დიდ დაბრკოლებად ექცა ღვთისკენ მიმავალ გზაზე. ის, რაც ადრე მიუღებლად მიიჩნეოდა, ნორმად მკვიდრდება. უხამსი ტელეშოუები, ფილმები ამ ცოდვის თანაზიარს გვხდის. თვალი თუ არ დავიცავით, ვერც გონებას დავიცავთ, რადგან უფალი ამბობს: "უკეთუ თვალი შენი ბოროტ არს, ყოველი გვამი შენი ბოროტ არს და უკეთუ თვალი შენი კეთილ არს, ყოველი გვამი შენი კეთილ არს".

- ჩვენზე ალბათ ვერც უხამსი სანახაობა, ვერც ბილწი საუბარი მოახდენს გავლენას, თუ ჩვენსავე არსებაში ვერ პოვა დასაყრდენი...

- ცოდვისთვის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი ადამიანის გულია. ისევე როგორც ყველა სხვა ვნებისა, მრუშობის სათავეც ამპარტავნებაა. ადამიანს ცოდვით დაცემულს თუ ნახავ, იცოდე, ის უწინარესად ამპარტავნებით დაეცაო, ამბობენ წმინდა მამები. მართლაც, თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ყოველგვარი ბილწების, უსჯულოების, ხრწნილების, დაცემის სათავე ღვთის მცნებათა დავიწყება და საკუთარი თავის უფალზე წინ დაყენებაა, ამიტომ ნებისმიერ ცოდვასთან ბრძოლისას ომი პირველ ყოვლისა ამპარტავნებას უნდა გამოვუცხადოთ. თუ ეს ვნება ჩვენს გულში დარჩა, ვერც სხვა ცოდვებისგან განვიწმინდებით.

-  არის თუ არა განსხვავება თვალით ან გონებით მრუშობასა და საქმით მრუშობას შორის?

- უფალი ამბობს, ვინც გონებით სცოდა, მან უკვე სცოდაო. ამრიგად, გონებით ან თვალით მრუშობა ადამიანს ცოდვად შეერაცხება. თუმცა, ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქმითა და გონებით მრუშობას შორის განსხვავება არ არის. თუ ადამიანს სურდა შეცოდება, მაგრამ რაიმე ფაქტორმა ხელი შეუშალა, ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მას ეს ცოდვა არ ჩაუდენია - უფალი ადამიანებს გულით სჯის, გულში კი ამ პიროვნებას შეცოდება გადაწყვეტილი ჰქონდა. მეორე მხრივ, თუ კაცს ცოდვისკენ მიუწევს გული, მაგრამ თავს ებრძვის და ამას საქმით არ აღასრულებს, ცხადია, ცოდვის ხარისხი უფრო ნაკლები იქნება.

- მრუშობად ითვლება თუ არა გამომწვევი ჩაცმულობა, ქცევა, საუბარი?

- ამგვარი ქმედებით ადამიანი სხვებს აცდუნებს, ეს კი მრუშობის ტოლფასია. ცხადია, ეკლესია ლამაზად, გემოვნებით ჩაცმას არ კრძალავს, მაგრამ ზღვარი უნდა ვიცოდეთ. სამოსი სხეულის ინტიმურ ნაკვთებს ხაზს არ უნდა უსვამდეს. ქრისტიანი არ უნდა იცვამდეს, არ უნდა იქცეოდეს გამომწვევად. ქრისტეს მიმდევრები ოდითგანვე უბრალოებით გამოირჩეოდნენ. პირველ საუკუნეებში მრავალი ისე მოექცა ქრისტიანობაზე, წესიერად არც კი იცოდა, რას ქადაგებდა ეს რელიგია. ისინი პირველი ქრისტიანების გარეგნობამ და ქცევამ მოაქცია - მათ გარეგნობასა და საქციელში სწორედ შინაგანი სიწმინდე ჩანდა.

დღეს გამომწვევად თუ არ გაცვია, დაცინვით, სიბრალულით გიყურებენ. ვიცი, რომ ეს ბევრს თრგუნავს, მწუხარებაში აგდებს. მინდა ვუთხრა მათ: ნუ გაცვლიან უფალს ტანსაცმელზე, ფერუმარილზე. ნუ გაცვლიან მარადიულ ნათელს იმაზე, რაც დღეს ბრჭყვიალებს, ხვალ კი ბრწყინვალებას დაკარგავს, რაც დღეს ლამაზია, ხვალ კი მიწად იქცევა, ნუ გაცვლიან სულს ხორცზე, უკვდავებას - სიკვდილზე, მარადიულს - წარმავალზე. სჯობს, გვაკლდეს ხელ-ფეხი, კეთილდღეობა, დიდება, მაგრამ გვქონდეს მთავარი - ღვთის რწმენა. სჯობს, ვიყოთ ღატაკნი და გვერდით გვყავდეს უფალი, ვიდრე გვქონდეს ყველაფერი და უფლის გარეშე ვიცხოვროთ.

KARIBCHE- ბევრი მიიჩნევს, რომ ის, რასაც ეკლესია ქადაგებს, განუხორციელებელია, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ბუნებრივ მოთხოვნილებაზე უარი თქვას, რომ ეკლესია ფეხს არ უწყობს თანამედროვეობას...

- ასე ამბობს ის, ვინც ეკლესიური ცხოვრების ანბანიც კი არ იცის, მაგრამ თავს უფლებას აძლევს, ქრისტიანობა აკრიტიკოს. ყველამ ვიცით, რომ დროსთან ერთად იცვლება სტერეოტიპები, დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენების მიმართ, სოციალური გარემო. ამიტომაც ეკლესიამ დათმო. ძველი კანონებით რომ ვსჯიდეთ, დღეს არავინ იქნებოდა ზიარების ღირსი, მაგრამ ეკლესიამ გაითვალისწინა დროის თავისებურებები და საგრძნობლად შეამსუბუქა საღვთო კანონები. თუმცა არის რაღაც, რასაც ვერ შევცვლით. მაგალითად, ვერ შევცვლით მცნებას "არ იმრუშო", რადგან ღვთის მცნებები მარადიულია და ერთი კონკრეტული ადამიანისა თუ ეპოქისთვის არ დაწერილა. ასე რომ, ეკლესია ცვლის, ამსუბუქებს იმას, რისი შეცვლაც, შემსუბუქებაც შეიძლება, მაგრამ არსებობს დოგმები, რომელთა შეცვლაც არ შეიძლება, ვინაიდან მათზეა დაფუძნებული წმინდა ეკლესია.

- იმასაც გაიგონებთ, ქრისტიანობა ადამიანს ამქვეყნიურ სიხარულს უკრძალავსო. მართლაც, ქრისტიანული პრინციპებიდან გამომდინარე, ადამიანებს ზოგიერთ "სიამოვნებაზე" უარის თქმა უწევთ. რატომ უნდა მოიკლოს ქრისტიანმა ამქვეყნიური სიხარული და ბედნიერება?

- გახსოვთ, რას ეუბნება ეშმაკი ადამსა და ევას? იგემეთ ხის ნაყოფი და ღმერთებად იქცევითო. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ევა სწორედ ღმერთად ქცევის სურვილმა აცდუნა. ეშმაკი ადამიანებს ცოდვის სანაცვლოდ ყოველთვის აუარება სიკეთეს ჰპირდება. ადამიანიც ებმება ამ მახეში და სცოდავს, მერე კი აღმოაჩენს, რომ ეს ფუჭი ოცნება ყოფილა, მწუხარებს, სასო წარეკვეთება და ცოდვაში უფრო ღრმად ეფლობა. ბედნიერებისკენ სწრაფვა უბედურების მიზეზად ექცევა.

ეშმაკი ბევრს გვპირდება, მაგრამ არაფერს გვაძლევს. ცოდვის მიერ მონიჭებული ბედნიერების განცდა წამიერია, მსწრაფლწარმავალი.

წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "თუ გართობა გინდა, გაისეირნე ბაღში, მდინარის ან ტყის ნაპირას, უყურე ყვავილებს, უსმინე ჩიტების გალობას, ესტუმრე წმინდა ადგილებს, - ასე მოიპოვებ სხეულის სიჯანსაღეს და სარგებლობას სულისას. არ ინანებ ამ გზით მიღებული სიამოვნების შედეგს, არ გეწვევა მწუხარება, რომელიც ცოდვილ სანახაობებზე დასწრების შემდეგ იჩენს თავს".

რაც შეეხება იმ აზრს, რომ მრუშობისგან თავის შეკავება შეუძლებელია, შორიდან შესაძლოა მართლაც ასე ჩანდეს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია. თუ უფალი შეგვეწევა, ყველაფერს შევძლებთ. ადამიანები ღვთის შეწევნით ისეთ რამეებს სჩადიოდნენ, რაც ადამიანური გონებისთვის გაუგებარი, მიუწვდომელია. მაგალითად, იყო ერთი მოწამე, რომელსაც კერპთაყვანისცემას აძალებდნენ. ის უარზე იდგა. ერთ დღეს კერპთან მიიყვანეს, მისცეს საკმეველი და უბრძანეს, კერპისთვის ეკმია. მან უარი განაცხადა. მაშინ ხელი გაუკავეს და ქვემოდან კოცონი შეუნთეს. ფიქრობდნენ, ხელი რომ დაეწვება, უნებურად გაშლის და საკმეველი ცეცხლზე დაცვივდებაო, მაგრამ შეცდნენ. წმინდანს სულმთლად შემოადნა ხორცი, ალმა ძვლამდე ჩააღწია, ის კი იდგა და ითმენდა... ასევე, შესაძლებელია მრუშობისგან თავის შეკავებაც. მით უმეტეს, ქრისტიანობის ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. დღესაც არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც ღვთისთვის ქალწულებას იმარხავენ.

- როგორ ვებრძოლოთ მრუშობის ცოდვას? როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?

- პირველ ყოვლისა, უნდა მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება - არ შევცოდოთ და ამისთვის ნებისმიერი განსაცდელის დასათმენად მზად ვიყოთ. ნათლობისას ადამიანი აღთქმას დებს, რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს. ეს აღთქმა მან სიცოცხლის ბოლომდე არ უნდა დაივიწყოს.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტს განეშოროს ცოდვას, ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ მარტო ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს, რომ ღვთის მადლის გარეშე მისი ყოველი მცდელობა უშედეგო იქნება. ამიტომაც არ უნდა შეწყვიტოს ლოცვა, უფალს დაუღალავად უნდა ევედროს შემწეობას, ერიდოს ისეთ სიტუაციებს, რომლებიც შეიძლება ცოდვის მიზეზად ექცეს; ერიდოს ამ თემაზე საუბარს, თუნდაც მამხილებელს, რადგან ასეთ საუბრებში ზოგჯერ თვით მრუშობის ვნება იმალება; დაიცვას თვალი მავნე სანახაობებისგან. გვახსოვდეს: უმჯობესია, თვალი ამოვითხაროთ და ასე შევიდეთ ცათა სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალი საღი გვქონდეს, მაგრამ დავკარგოთ ღვთის მადლი. მაგრამ თვალის განწმენდა საკმარისი არ არის. მთავარი გულის განწმენდაა. უამისოდ დავემსგავსებით ფარისევლებს, რომლებიც გარეგნულად სჯულს აღასრულებდნენ, შინაგანი ცხოვრებით კი მასვე ეწინააღმდეგებოდნენ. უნდა ვეცადოთ ხორცის მოთოკვას, უზომო ჭამა-სმა ხორციელ გულისთქმას ამრავლებს, ეს კი ცოდვის სათავედ იქცევა. თუ გვსურს, სულმა იზეიმოს, ხორცი უნდა მოვაუძლუროთ. "ვერ ხელგვეწიფება ღვთისა მონებად და მამონაისა; შეუძლებელ არს ორთა უფალთა მონება". მარხვა, მღვიძარება, შრომა ის იარაღებია, რომლებიც მრუშობასთან ბრძოლისას უნდა გამოვიყენოთ. ნურასოდეს განვიკითხავთ მას, ვინც ამ ცოდვით დაეცა, რადგან ამით მრუშობას ჩვენსავე გულში ვუმზადებთ ნიადაგს.

მრუში გულისთქმა ხშირად ლოცვის დროს გვიტევს. ამან არ უნდა შეგვაშინოს. გვეწვევა თუ არა ასეთი აზრი, მყისვე განვაგდოთ. როცა ეს ვნება განსაკუთრებით ძალუმად დაგვიწყებს ბრძოლას, გავიხსენოთ, რა გააკეთა ჩვენთვის უფალმა, გავიხსენოთ ქრისტეს ცხოვრება, ეპიზოდები სახარებიდან, ვიფიქროთ უფალზე, გულში იესოს ლოცვა ვიმეოროთ.

- მიიღებს თუ არა ეკლესია მათ, ვინც მრუშობით სცოდა?

- ეკლესია მიიღებს ყველას, ვინც სინანულით დაუბრუნდება უფლის წიაღს. ამის მაგალითი მრავლად გვაქვს. უფალი თავად ამბობს: არა მოვედი ცოცხალთა კურნებად, არამედ სნეულთაო. ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე მის გვერდით სწორედ მემრუშეები და მეზვერეები იყვნენ, მაგრამ ეს იყო ხალხი, რომელსაც ჰქონდა სინანული და რომლის ცხოვრებაშიც ამ განცდამ იმხელა მადლი შეიტანა, რომ განკაცებული უფლის ცნობა შეაძლებინა. გვახსოვდეს, რომ სინანული არასდროს არის გვიან. თუ ადამიანი სიკვდილის წინ მაინც შეინანებს, განმართლდება უფლის წინაშე და სასუფეველს დაიმკვიდრებს. ამის დასტურად წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაც კმარა.

- ზოგი ფიქრობს, ქრისტემ მრუში დედაკაცი არ განიკითხა, ამიტომ ასეთი საქციელი ცოდვა არ არისო.

- ეს შეცდომაა. ქრისტემ თქვა: ვინც უცოდველია, იმან ჩაქოლოსო. საქმე ის არის, რომ ყველა, ვინც ის ქალი ჩასაქოლად მიიყვანა, თავადვე სცოდავდა ფარულად. ქრისტეს ქმედებაც უპირატესად მათ სამხილებლად იყო მიმართული. გახსოვთ ალბათ - ამ დროს მაცხოვარი ქვიშაზე რაღაცას წერდა. გადმოცემით, ის იმ ქალის ცოდვებს წერდა. ასე მიახვედრა მრუში დედაკაცი, რომ მის შესახებ ყველაფერი იცოდა და თუ აღარ შესცოდავდა, შეუნდობდა. წადი და ნურღარა სცოდავო, - ამ სიტყვებით განუტევა იგი და არა - მრუშობა განაგრძეო. უნდა ვისწავლოთ, რომ არავის განკითხვის უფლება არ გვაქვს. ამის გამო შესაძლოა იმაზე მეტადაც დავისაჯოთ, ვიდრე ის, ვისაც განვიკითხავთ. შევიძულოთ ცოდვა, მას დამონებული ადამიანი კი გვიყვარდეს, გვებრალებოდეს. ასეთი დამოკიდებულება ჩვენც გადაგვარჩენს და ჩვენს ირგვლივ მყოფთაც.

- ოჯახურ ცხოვრებაში ღალატი გახშირდა. ბევრი, განსაკუთრებით - მამაკაცები, ამას შეცოდებად არც კი მიიჩნევს. როგორ მოიქცეს ადამიანი, თუ მეუღლემ უღალატა? რა სჯობს ამ დროს - ჯვრის აყრა თუ ოჯახის მთლიანობისათვის ბრძოლა?

- მრუშობა მრუშობაა, განურჩევლად იმისა, ქალია შემცოდე თუ მამაკაცი. უფლის თვალში ყველა ერთნი ვართ. რაც შეეხება ღალატს, ეს მეტად ფაქიზი თემაა. ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ყველა ოჯახი ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ეს საკითხი ლოცვით, ღვთისადმი ვედრებითა და მოძღვრის რჩევა-დარიგებით უნდა გადავწყვიტოთ. საზოგადოდ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ოჯახის მთლიანობის შენარჩუნებას ვეცადოთ, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია. ისე კი, სჯულის კანონით, ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანს მეუღლესთან გაყრის უფლება ეძლევა, სწორედ ღალატია.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat