დროში დრო იმიტომ მოგვეცა, რომ მისით მარადიულობა მოვიპოვოთ
დროში დრო იმიტომ მოგვეცა, რომ მისით მარადიულობა მოვიპოვოთ
როგორც სტუმრად მისულმა უწყის, რომ გარკვეული დროის შემდეგ შინ დაბრუნდება, ასევე ადამიანმაც უნდა იცოდეს, რომ იგი სტუმარია მიწაზე, უცხო ქვეყნიდან სამშობლოში მიმავალი მგზავრია და რომ მას აუცილებლად ზეცა ელოდება. უგუნურია ისეთი სტუმარი, რომელიც საკუთარ სახლს ივიწყებს იმ იმედით, რომ უკან დაბრუნება აღარ მოუწევს, არც ისეთი მგზავრი არსებობს, რომელმაც არ იცის, საიდან მოვიდა და საით უნდა წავიდეს.

სახარება არის წიგნი მიწიერი ცხოვრების აზრისა და ამ მიზნისკენ მიმავალი გზის შესახებ, მაგრამ, უპირველესად, ცხოვრების აზრზე, რამეთუ პირველად უნდა უწყოდე, თუ საით, ხოლო შემდგომ - როგორ მიდიხარ (წმინდა ნიკოლოზ სერბი).

ადამიანი ცხოვრობს დროში, მაგრამ არა დროისთვის, მიწაზე, მაგრამ არა მიწისთვის. იცხოვრე ისე, რომ სიკვდილის წუთი კი არ გაშინებდეს, არამედ გახარებდეს. ჭეშმარიტი სიცოცხლე ხომ ჭეშმარიტ სიკვდილშია, რადგან სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა ზღვარი, დამაკავშირებელი ორი სიცოცხლისა - მიწიერისა და ზეციურისა. დროში დრო იმიტომ მოგვეცა, რომ მისით მარადიულობა მოვიპოვოთ.

ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი თავისი აღნაგობითაც ზეცისკენ არის მიმართული, მისი გონება, აზრი, მზერა ზეცას შესცქერის და დასანანია, როდესაც იგი თავისი ცხოვრებით არა ფრთიან ანგელოზებს, არამედ ოთხფეხ ცხოველებს ემსგავსება, მიწას ეწებება, როგორც სულით, ასევე სხეულით.

ხშირად გაიგონებთ: ვინ იცის, რომ არსებობს ადამიანთა სულები, ვის უნახავს სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ვინ მობრუნებულა იქიდან? და ა.შ. დავუშვათ, იქიდან დაბრუნებული არავინ გინახავს, მაგრამ აქ დარჩენილი თუ გიხილავს ვინმე? ის ხომ მაინც იცი, რომ შენი სხეული მიწაა და მიწად იქცევა, დღეს რომ ასე დაჰფოფინებ, ხვალ და ზეგ მატლი და ჭია შეჭამს, რატომ არ ფიქრობ ამაზე? თუკი ასე ემსახურები შენს ხორცს, რომელიც უმადური ადამიანის მსგავსად ყოველი სიკეთის საფასურს სიკვდილით გიხდის, რატომ არ გიყვარს და უარყოფ სულს, რომელიც უკვდავია და მცირე შრომისთვის, გარჯისთვის მარადიულობას, ზეციურ სასუფეველს გპირდება? შენი ადამიანობა არა ფიზიკურობით, მატერიალური მდგომარეობითა და სიმდიდრით განისაზღვრება, არამედ სულიერი, შინაგანი ფასეულობებით, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე, სულგრძელობა, სარწმუნოება და ა.შ. ეს სულის ნიჭებია, სულის თვისებანია, "საგზალია" როგორც აქ, ისე მომავალ საუკუნო სიცოცხლეში. ნუთუ ისინი ხორცთან ერთად კვდებიან? ეს რომ ასე იყოს, მაშინ ადამიანის სიკვდილთან ერთად აღარც ისინი იარსებებდნენ, მაგრამ ჭეშმარიტება მარადიულია, ამიტომაც უკვდავია სული, რომელიც მისი მატარებელია. მეორეც: სულის უკვდავების, ზეციური სიცოცხლის შესახებ ადამიანმა ან ანგელოზმა კი არა, თვით მაცხოვარმა, განკაცებულმა ღმერთმა გვახარა, გვიქადაგა. რატომ არ მიენდობი მას, რომელმაც ბრძანა: "ჩემი მორწმუნე რომც მოკვდეს, მაინც იცოცხლებსო" ან "მე ვარ გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება"? თუ ღმერთისა არ გჯერა, მკვდრეთით აღმდგარისას დაიჯერებდი?

საბრალოა ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი სიჯიუტის, სიბრმავისა და ურწმუნოების გამო იკლებს ზეციური სამყაროს სიხარულს, ნუგეშს, იგი მხოლოდ არსებობს და არ ცოცხლობს. თვით სიტყვა სიცოცხლე უკვდავებას, მარადიულობას ნიშნავს. თუ არ გჯერა ამის, მაშინ იცოდე, რომ არ ცოცხლობ. ტირილით იწყება მიწიერი ცხოვრება და მისითვე მთავრდება, შიშით მოიპოვებ და შიშითვე კარგავ, ან შენ ტოვებ მიწას (როდესაც აღესრულები), ან მიწა მიგატოვებს შენ (მიწიერი სიმდიდრე, ამქვეყნიური სიამენი). უგუნურებაა, როდესაც შენი ცხოვრებით ღამურას ემსგავსები, დღის სინათლეს გაურბიხარ, თვალს ხუჭავ და ღამით იწყებ ცხოვრებას. ასევეა ურწმუნო ადამიანიც, იგი მხოლოდ მიწისთვის ცხოვრობს... ვისაც სულის უკვდავების, მარადიულობისა და ზეციური სიხარულისა არ სწამს, ცოცხლად მკვდარია.

ყოველი ადამიანი უნდა ფიქრობდეს თავის მიწიერ აღსასრულზე - სიკვდილზე, მაგრამ ამავე დროს ხსოვნა სიკვდილისა შერწყმული, შესისხლხორცებული უნდა იყოს ღვთის იმედთან, სულის უკვდავებასთან, რადგან უფლის რწმენაზე დაშენებული სიკვდილი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლე რწმენისა და იმედის გარეშე - სიკვდილი. როგორც ბოროტებას არა აქვს არსი და სათავე, რამეთუ ის სიკეთის ნაკლოვანებაა და როგორც წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: "ბოროტება მაშინ არსებობს, როდესაც მას სჩადიან", ასევე არც სიკვდილს გააჩნია არსი, რადგან ის ურწმუნოებისა და უღმერთობის ნაყოფია, რაც არის დედა (უღვთოება, ბოროტება), ის არის შვილი (სიკვდილი და ტანჯვა-წამება). ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ სწამს, სიცოცხლისგან, სინათლისგან დაშორებულია, უმადლოა, რაც სულის სიკვდილის დასაწყისია. უღვთო ადამიანი სიცოცხლეშიც, მიწაზევე მკვდარია, განსხვავებით მორწმუნისაგან, რომელიც მკვდარიც ცოცხალია. ფიზიკური სიჯანსაღე, კეთილდღეობა არ არის განმსაზღვრელი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, არამედ შინაგანი, სულისმიერი.

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და გასაჭირია. ქრისტემ თავისი ჯვარცმით, სისხლით ჯვარს აცვა ყოველივე მიწიერი, ხორციელი და წარმავალი. ჯვარცმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს აღდგომას, ცხონებას, რისი ნათელი მაგალითიცაა მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი. მან, რომელმაც უფალთან ერთად მოიძულა სიცრუე ამა სოფლისა და უდიდესი რწმენის გამომხატველი სიტყვებით ადიდა შემოქმედი თვისი: "მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა", ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა, ხოლო რომელმაც უარყო მისთვის სისხლდაღვრილი მაცხოვარი და შეიყვარა ამქვეყნიური სიამენი და თავისუფლება, ორივე დაკარგა, როგორც მიწა - სიცოცხლე, ასევე უფალი. სოფელი თითოეულ ადამიანს ტანჯავს, ვნებს, ჯვარს აცვამს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ყველა ადამიანი არ აცვამს სოფელს ჯვარს, პირიქით, დიდი ერთგულებით ემსახურება თავის დაუძინებელ მტერს. ადამიანს რომ ისე სძულდეს ეს მიწა, როგორც მიწას სძულს იგი, მაშინ მისთვის ცხონება და ცათა სასუფეველი შორს აღარ იქნებოდა. ამიტომაც მოვიძულოთ მიწა, რომელმაც ქრისტე მოიძულა, ჯვარს ვაცვათ იგი, რამეთუ მან ჯვარს აცვა შემოქმედი ჩვენი, რათა ღირსნი გავხდეთ, რომ აღსრულდეს ჩვენზე მაცხოვრის სიტყვები: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა". ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat