მორწმუნის მოვალეობანი
მორწმუნის მოვალეობანი
ფორმალობა თუ სულიერი სრულყოფის საშუალება მართლმადიდებლობასა და ისლამში
სიტყვა "მოვალეობას" მართლმადიდებლობაში ისლამთან შედარებით რამდენადმე განსხვავებული დატვირთვა აქვს. ვინაიდან ქრისტიანობა ნების რელიგიაა, მორწმუნის მოვალეობანიც მისი თავისუფალი ნების გამოხატულება უნდა იყოს, რაც თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ გარეგან იძულებას. მართლმადიდებლური სწავლებით, "ვისაც აქვს მცნებანი და იცავს მათ" (ინ. 14,21), ყოველთვის თავისუფალია, "რადგან სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება" (2 კორ. 3,17). როდესაც ერთმანეთს ვადარებთ მორწმუნის მოვალეობებს ისლამსა და მართლმადიდებლობაში, შესაძლებელია, გავავლოთ პარალელები. გარეგნული ფორმებით ისინი შეიძლება ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს (ამას ერთი მხრივ ისიც განსაზღვრავს, რომ ისლამმა ბევრი რამ აიღო ქრისტიანობიდან), თუმცა მათი მიზანი და შესაბამისად შესაძლო შედეგები რადიკალურად განსხვავდება. ამაში დასარწმუნებლად, შევეცდები, შევადარო ისინი ერთმანეთს.

შაჰადა და ნათლისღება
მუსლიმის ხუთი ძირითადი მოვალეობიდან პირველია "შაჰადა" ("მოწმობა"), რაც ფაქტობრივად ნიშნავს, იყო მუსლიმი. ეს არის მუსლიმური რწმენის აღიარება. შაჰადა გამოიხატება ფორმულით: "მე ვადასტურებ, რომ არ არის სხვა ღმერთი, გარდა ალაჰისა და მუჰამედია მისი მოციქული". ეს ფორმულა არ არის ყურანში, მაგრამ იგი მუსლიმთა თვითშეგნების საფუძველია და მისი წარმოთქმა სავალდებულოა ყოველი მუსლიმისთვის. ის უნდა გამოითქმოდეს სრული შთაგონებითა და დარწმუნებით. შაჰადას ხშირი განმეორება ნიშნავს მის აღიარებასაც, რაც თავისთავად გამოხატავს პიროვნების მუსლიმობის დადასტურებასაც. ეს კი ისლამურ რწმენაში ყველაზე სწორი გზაა სამოთხისკენ - არა მარტო კეთილ მუსლიმს, არამედ ცოდვილსაც შეიძლება ჰქონდეს სამოთხეში განცხრომის იმედი, მაშინ როცა არამუსლიმთ ჯოჯოხეთის მარადიული წამება უწერიათ. როდესაც არამუსლიმი შაჰადას წარმოთქვამს მაჰქამაში, ყადის წინაშე, მუსლიმი მოწმეების თანდასწრებით, ის მუსლიმი ხდება.

ქრისტიანად გახდომის პირველი აუცილებელი პირობა რწმენით ნათლისღებაა, რადგან თავად მაცხოვარი ბრძანებს: "რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, ჰსცხონდეს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯეს" (მარკ. 16,16). ნათლისღების საიდუმლო ერთ-ერთია შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან. მართლმადიდებლური სწავლებით, ნათლისღებაში მორწმუნე განმართლდება და განიწმინდება როგორც პირველქმნილი, ისე პირადი ცოდვებისგან, რომლებიც ჩაუდენია ნათლისღებამდე. აღსანიშნავია, რომ ნათლისღების ჟამს მოსანათლი (ან მიმრქმელი ნათელღებადის მაგივრად) კითხულობს "მრწამსს". მრწამსი ანუ რწმენის სიმბოლო არის მოკლე გადმოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისთვის აუცილებელია. ნათელღებადის მიერ მრწამსის წაკითხვა ნიშნავს იმას, რომ ის ეთანხმება, აღიარებს და ინათლება იმ ჭეშმარიტებების მიმართ, რაც მრწამსშია გადმოცემული.

ისლამისგან განსხვავებით, მართლმადიდებლობაში, ქრისტიანი რომ გახდე, საკმარისი არაა მხოლოდ ნათლისღება და მრწამსის აღიარება. რწმენა საქმით უნდა დაამტკიცო. ამის შესახებ წმინდა წერილი გვასწავლის: "საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით, რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე" (იაკ. 2,24-26).

ლოცვა
თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ლოცვა ისლამის დოგმებში, ამას ადასტურებს დღეში ხუთჯერ მისი შესრულება. ლოცვა არის ალაჰის მოგონება: "მე ვარ ღმერთი, არა არს სხვა ღმერთი ჩემსა თვინიერ. მაშ, თაყვანი მეც და ლოცვა ჰყავ ჩემს მოსაგონებლად" (ყურ. XX,14). ისლამის თანახმად, ლოცვის დროს ადამიანი წმინდაა სულიერადაც და ფიზიკურადაც. ამ უკანასკნელის მისაღწევად საჭიროა ლოცვის წინ განბანა, რაც, ფაქტობრივად, განწმენდას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ აქ იგრძნობა ძველებრაული რიტუალის გავლენა. განბანის წესთან დაკავშირებით მუჰამედს მიეწერება სიტყვები: "სისუფთავე რწმენის ნახევარია". ამიტომაც ამ წესის დაცვა სავალდებულოა. ყურანი კრძალავს მთვრალის ლოცვას, რადგანაც ამ დროს ადამიანი არ არის გაწონასწორებული. ამასთანაა დაკავშირებული ღვინის სმის შეზღუდვა და საბოლოოდ კი მისი აკრძალვაც. ლოცვის დროს მორწმუნემ ლოცვისთვის განკუთვნილი პატარა ხალიჩა უნდა გაშალოს, რომელსაც "საჯადა" ეწოდება, ხოლო თუ ეს უკანასკნელი არა აქვს, მაშინ წრე უნდა შემოხაზოს და შიგ ჩადგეს. ითვლება, რომ "საჯადა" ან წრე გამოყოფს მლოცველს გარესამყაროსგან და წარმოადგენს წმინდა ადგილს. "საჯადა" არ გვხვდება ყურანსა და ჰადისებში, X-XI საუკუნეებამდე არ მოიპოვება რაიმე უტყუარი ცნობა, რომ ის გამოიყენებოდა ადრეისლამურ ხანაში. ყოველდღიური ხუთჯერადი კანონიკური ლოცვა, რომელსაც "სალათი" ეწოდება, მუსლიმთა ხუთი ძირითადი მოვალეობიდან ერთ-ერთია. ლოცვის შესრულება მეჩეთში არ არის აუცილებელი, შეიძლება შინაც, ჰაერზეც... ლოცვის დროს მუსლიმმა სახე აუცილებლად უნდა მიაპყროს მექისკენ (კებლა), უფრო ზუსტად, ქააბასკენ. ხუთივე ლოცვას აქვს თავისი დრო: I სრულდება განთიადზე, II - შუადღისას, III - ნაშუადღევს, მზის ჩასვლამდე, IV - მზის ჩასვლის შემდეგ, V - ღამით, ძილის წინ. ლოცვის დროს მუსლიმი რამდენჯერმე იცვლის სხეულის მდგომარეობას და აქაც ყველაფერს თავისი "მნიშვნელობა" აქვს. მის შესახებ ყურანში ნათლად არ არის ნათქვამი და ფიქრობენ, რომ ლოცვის ეს წესი უნდა ჩამოყალიბებულიყო მუჰამედის სალოცავი პოზებისა და მოძრაობების ზეგავლენით, რომლებიც აღიბეჭდა პირველი მუსლიმების მეხსიერებაში.

KARIBCHEყოველდღიურ ხუთჯერად ლოცვასთანაა დაკავშირებული "აზანი" - მოწოდება ლოცვისკენ (მუეძინი დღეში 5-ჯერ მეჩეთის მინარეთიდან სალოცავად მოუწოდებს მუსლიმებს). "სალათი" უნდა შესრულდეს დადგენილი ფორმულებით არაბულ ენაზე, თუნდაც მლოცველს არ ესმოდეს მისი შინაარსი. ამით ცხადად ჩანს, რომ ისლამში ლოცვა მკაცრი ვალდებულებაა და არა გულის გახსნა ღვთის წინაშე. ლოცვებისგან თავისუფლდებიან ავადმყოფები, მაგრამ ისინი ვალში რჩებიან ალაჰის წინაშე, რაც შემდეგ უნდა აანაზღაურონ. ამგვარი დამოკიდებულება ლოცვისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იგი მხოლოდ გარეგნული ხასიათისაა.

ლოცვა ქრისტიანის სულიერი ცხოვრების სახეა. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ყოველი სახის ლოცვა როდია ლოცვა. ხატის წინ დგომა შინ თუ ტაძარში და მეტანიების აღსრულება ჯერ კიდევ არ არის ლოცვა, არამედ ლოცვის კუთვნილი მოქმედებაა. ლოცვის წაკითხვა წიგნიდან ან მეხსიერებით, ან კიდევ მისი მოსმენა სხვისგან ჯერ კიდევ არ არის ლოცვა, არამედ მისი შესრულების საშუალებაა მხოლოდ. ჭეშმარიტი ლოცვა - ეს ჩვენს გულში ერთიმეორის მომდევნო კეთილკრძალული გრძნობების აღძვრაა ღვთისადმი. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს ეუფლება სიმდაბლე, მადლიერება, თავდადება, გულისშემუსვრილება, ღვთის ნებისადმი მორჩილება და ა.შ. ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ ლოცვა ღმერთთან საუბარია. მართლმადიდებლები წმინდა მამათა მიერ დაწერილ ლოცვებს აღავლენენ, რადგანაც ქრისტიანობა გამოცხადებითი რელიგიაა და ამ გამოცხადებათა ნაწილია ეკლესიის მამების მიერ აღვლენილი ლოცვები. ისინი სულიწმინდის ნაყოფია და მათი საშუალებით ჩვენ ღმერთის შემეცნებას შევძლებთ ანუ გავიგებთ, რას ითხოვს უფალი ჩვენგან, როგორ ვესაუბროთ მას და როგორ შევიმეცნოთ საკუთარი თავი. ეს ლოცვები ქრისტიანის ცხოვრების ერთგვარი სამოქმედო პროგრამაა.

უფლისთვის სათნოა განმარტოებული, ფარული ლოცვა. მაცხოვარი გვასწავლის: "როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე მამის შენის მიმართ ფარულად, და მამამან შენმან, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად" (მთ. 6,6).

იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ვისაც სურს, იგი ეკლესიაშიც შეასრულებს უფლის მცნებას ფარული ლოცვის შესახებ. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ შინ ლოცვას ისეთი მადლმოსილი ძალა არ გააჩნია, როგორიც საზოგადო ერთობლივ ლოცვას, რომელიც ეკლესიაში სრულდება. ამის შესახებ თავად უფალმა ბრძანა: "თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ მამის ჩემის ზეციერისგან. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის" (მთ. 18,19-20).

ამრიგად, მართლმადიდებლობაში ლოცვა, წმინდა ნილოს სინელის სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი ხედვის დასაბამია.

მარხვა
მარხვა ანუ საკმი ისლამის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა. მეცნიერთა ვარაუდით, მას შეიძლება წარმოშობის ორი წყარო ჰქონდეს. არაბეთის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, არაბები პაპანაქება სიცხეში ერთი თვე დღის განმავლობაში შეზღუდულად იკვებებოდნენ და ეს ისლამის აღმოცენების შემდეგ ტრადიციად შემორჩათ. მეორე ვერსიით, მარხვის წესი პირველ მუსლიმებს, შესაძლოა, იუდეველებისა და ქრისტიანებისგან ესესხებინათ. მუჰამედმა დააწესა ერთგვარი მარხვა რამადანში (რამადანი - მუსლიმური კალენდრის მეცხრე თვე). ისლამის მიხედვით, ამ თვეში იქნა ზეგარდმოვლენილი ყურანი. რამადანის თვის მარხვა საყოველთაო სავალდებულო მარხვაა ისლამში. მისი დაწყება ოფიციალურად ცხადდება. მორწმუნემ ახალი მთვარის გამოჩენისას მოწმის ან ყადის თანხმობით სიტყვიერად უნდა დაადასტუროს, რომ მარხვას იწყებს. მარხვა იკრძალება შაბათს, ებრაელების წმინდა დღეს, და კვირას, ქრისტიანების აღდგომის დღეს. რამადანის თვეში მუსლიმს დაბინდებამდე კატეგორიულად ეკრძალება ჭამა, სმა, თამბაქოს მოწევა, ცოლქმრული კავშირი, ყველაფერი ის, რაც ხელს უშლის ღვთისმოსაობაში. აკრძალვები იხსნება დაბინდებისთანავე, "როცა შეუძლებელი ხდება თეთრი ძაფის გარჩევა შავისგან". მორწმუნე მსუბუქად ვახშმობს და შემდეგ ერთხელ კიდევ საუზმობს ალიონზე, მარხვის დაწყებამდე. გავრცელებული აზრით, მარხვა რამადანის თვეში წლის მანძილზე ჩადენილი ცოდვების მონანიების საუკეთესო საშუალებაა. ვინც უარყოფს მარხვის აუცილებლობას, ურწმუნოდ ითვლება. ისლამი დაუნდობელია იმის მიმართ, ვინც თავს აარიდებს მარხვას. ასეთი, შესაძლოა, ციხეშიც კი მოხვედრილიყო. მარხვის დაცვას თვალყურს ადევნებს ყადი, მმართველი, პოლიცია და ყველა მუსლიმი. მისი აშკარა უგულებელყოფა და დარღვევა მკრეხელობად, წინასწარგანზრახულ სამართალდარღვევად ითვლება და კანონით ისჯება. მარხვისაგან საპატიო მიზეზით გათავისუფლებულნი ვალდებულნი არიან, "აანაზღაურონ" გამოტოვებული დღეები.

გამოდის, რომ მარხვა ისლამში უბრალო, დროებითი თავშეკავებაა, ატარებს იძულებით ხასიათს, რადგან დარღვევის შემთხვევაში შეიძლება მუსლიმმა სამართლებრივი სასჯელიც კი დაიმსახუროს. მარხულობენ ერთმანეთის დასანახად და მარხვის მიზანიც არაა სულიერი, შინაგანი სრულყოფა.

ისლამისგან განსხვავებით, მარხვის დროს ქრისტიანი არ უნდა ფარისევლობდეს; სხვის დასანახად კი არ უნდა იმარხულო, არამედ - ღვთის მოსაწონად, სულის განსაწმენდად, საბოლოოდ, სულის საცხოვნებლად. ბასილი დიდი ამბობს, "ვინც საჭმლისაგან იკავებს თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობს, ემსგავსება ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას".

მართლმადიდებლობაში, განსხვავებით ისლამისგან, მარხვა ნების გამოვლენაა, ნებსით თავშეკავებაა ყველაფერი იმისაგან, რაც შეიძლება ღმერთსა და ადამიანს შორის ჩადგეს, ეს საკუთარ თავში ჩაღრმავებაა და იქ უფალთან პირისპირ ყოფნაა, ეს თვითანალიზის დროა, საკუთარი ცხოვრების ყურადღებით გადახედვაა, მეტ-ნაკლებად აქტიური სულიერი ღვაწლის პერიოდია, რაც ნაკლულოვანებათა გამოსწორებას, ვნებათა აღმოფხვრას, სხეულისა და სულის განწმენდას ემსახურება. მართლმადიდებლობაში მარხვა მხოლოდ გარეგან თავშეკავებას გამორიცხავს და უარყოფითად აფასებს. ხორციელი მარხულობა, თუ ის სულიერ მარხულობასთან არ არის შეერთებული, ამაოა; "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს. 33,15). ეს არის ქრისტიანული მარხვა.

მოწყალება
"ზაქთი" ანუ სავალდებულო მოწყალება მუსლიმთა ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა. ისლამში მოწყალება განწმენდის ერთ-ერთი საშუალებაა. ამის შესახებ ყურანში ვკითხულობთ: "სრულს ღვთისნიერებას მისწვდეთ მხოლოდ მაშინ, როცა სამოწყალო გაიღოთ მისგან, რაც ყველაზე უფრო გეძვირფასებათ. რაც გასცეთ, ღმერთმა შეიტყოს" (ყურ. III,86). "ზაქთი" თავდაპირველად მოწყალების სახით გაიცემოდა და შეეხებოდა ყველა მუსლიმს, ვისაც რაიმე საკუთრება გააჩნდა. თუმცა თავად ყურანი ასწავლის მუსლიმთ, რომ "ღმერთს არ უყვარს იგინი, რომელნიც მოწყალებას საჩვენებლად გაიღებენ" (ყურ. IV,42), ბოლოს მან სავალდებულო გადასახადის სახე მიიღო (რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ის გახდა საჩვენებელი მოწყალება) და საერთო შემოსავლის ან ქონების მეათედით განისაზღვრება.

წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ იესო ქრისტემ მთაზე ქადაგებისას ქრისტიანებს დაგვიტოვა სწავლება ცხრა ნეტარების შესახებ (მთ. 5,3-11), რომელთაგან ერთი სწორედ მოწყალებას შეეხება: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მთ. 5,7). ახლა დავუკვირდეთ, რა არის მოწყალება. ესაა "მწუხარება სხვისა ბოროტებასა ზედა". როცა ადამიანი წუხს სხვის ცუდზე, ე.ი. წუხს მისი სულისა და ხორცისთვის. აქედან გამომდინარე, ეკლესიაში არჩევენ სულიერი და ხორციელი მოწყალების სახეებს.

შვიდი საქმე ხორციელი მოწყალებისა არის:

1) ჭმევა მშიერთა

2) სმევა მწყურვალთა

3) შემოსვა შიშველთა

4) შეწყნარება უცხოთა

5) მოკითხვა სნეულთა

6) მიხედვა პატიმართა

7) დაფლვა მიცვალებულთა

ხოლო სულიერი მოწყალების სახეებია:

1) მოქცევა ცოდვილთა

2) სწავლება უმეცართა

3) განმართვა დაბრკოლებულთა

4) ნუგეშისცემა მწუხარეთა

5) მოთმინებით ატანა უსამართლობისა

6) მიტევება შემცოდეთა

7) ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხოვნებლად

უნდა გვახსოვდეს, რომ უფალს არ უყვარს ისეთი მოწყალება, რომელიც კეთდება თვალთმაქცურად, ანგარებით, რომლის მიზანია, დაიმსახუროს ქება ან რაიმე მიიღოს სანაცვლოდ...

პილიგრიმობა
"ჰაჯი" - პილიგრიმობა მექაში მუსლიმის ხუთი ძირითადი მოვალეობიდან ერთ-ერთია. მის შესრულებას მოუწოდებს ყურანი. ჰაჯი სიცოცხლეში ერთხელ მაინც სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის. ვისაც ეს არ ძალუძს, შეუძლია მექაში თავისი წარმომადგენელი გაგზავნოს. ჰაჯისაგან თავისუფლდებიან გონებასუსტები, უძლურები, ღარიბები, მონები, ქალები, რომელთაც არ ჰყავთ ქმარი და ნათესავები გზაში გამყოლად.

რა თქმა უნდა, ქრისტიანობაშიც მიღებულია პილიგრიმობა, თუმცა ისლამისგან განსხვავებით იგი არ ითვლება მორწმუნის ვალდებულებად და ისევე, როგორც ყველაფერი მართლმადიდებლობაში, ესეც დამოკიდებულია ადამიანის თავისუფალ ნებასა და ფიზიკურ შესაძლებლობაზე.

ამრიგად, როგორც ნახეთ, ისლამში მორწმუნის მოვალეობანი ერთგვარი ფორმალობაა, ვინაიდან ყურადღება გამახვილებულია მათ გარეგნულ შესრულებაზე და უგულებელყოფილია შინაგანი მხარე. მართლმადიდებლობა კი არა მხოლოდ ქრისტიანულ დოგმატთა, უბრალო დაცვით, არამედ საქმით ემსახურება ღმერთს. არ შეიძლება, ამასთან დაკავშირებით არ გავიხსენოთ გრიგოლ ღვთისმეტყველის გამონათქვამი: "მადლი ეძლევა არა იმას, ვინც კარგად ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც კეთილად ცხოვრობს".

მართლმადიდებლობა სულიერი, პიროვნული სრულყოფის რელიგიაა. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობაში მორწმუნის მოვალეობანი სულიერი სრულყოფის საშუალებაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat