თუკი ცხოვრების წესად ვაქცევთ ჯვრის გადასახვას, დაცულნი ვიქნებით ყოველგვარი უკეთურობისგან და ჩვენი ცხოვრება წარმატებით წარიმართება
თუკი ცხოვრების წესად ვაქცევთ ჯვრის გადასახვას, დაცულნი ვიქნებით ყოველგვარი უკეთურობისგან და ჩვენი ცხოვრება წარმატებით წარიმართება
ქრისტიანები ჯვრის პატივისცემას, კრძალულებას, რწმენას და სასოებას პირჯვრის გამოსახვითაც გამოხატავენ, ამავდროულად ეს იმ სარწმუნოების გარეგნული გამოხატულებაა, რომელსაც შინაგანად ვატარებთ, ე.ი. ამ ქმედებით ვადასტურებთ, რომ გვწამს და ვაღიარებთ ჯვარცმულ უფალს - იესო ქრისტეს, მისი მიმდევრები და მსასოებლები ვართ. ჯვრის გადასახვისას ასოებივით ვიწერთ სხეულზე ჩვენს სარწმუნოებას, - ბრძანებენ წმინდა მამები. საიდან მომდინარეობს პირჯვრის გადასახვა? როგორ გადავისახოთ პირჯვარი მართებულად? რატომ ვისახავთ ჯვარს მარჯვენა ხელით? როდისაა აუცილებელი პირჯვრის გამოსახვა ღვთისმსახურების მიმდინარეობისას? შეიძლება თუ არა პირჯვრის გამოსახვა ცოდვადაც კი შეგვერაცხოს? - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა კირიონ მუშკუდიანი.

- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, პირჯვრის გადასახვის გარეშე ქრისტიანი იგივეა, რაც მეომარი უიარაღოდ. რა ძალა შესწევს ჯვრის გადასახვას?

- ჯვარი ადამიანის ხელში ბოროტის ძლევის უდიდესი იარაღია, მისი გადასახვით ჩვენგან განიდევნება ეშმაკი. ბოროტ სულს ჯვრის აჩრდილის ხილვაც კი აკრთობს: ადამის ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანებს მემკვიდრეობით ერგოთ ცოდვა და ცოდვილი ბუნება. ცოდვის მონებზე ეშმაკი უფლობდა. მას შემდეგ კი, რაც მხოლოდშობილი ძე ღვთისა მსხვერპლად შეეწირა ცოდვის, მარადიული სიკვდილისა და ეშმაკის მონობაში მყოფი კაცობრიობის გამოხსნას, განქარდა ცოდვისა და ეშმაკის ძალაუფლება ადამიანზე. რადგან ეს სწორედ ჯვრის მეშვეობით მოხდა ანუ მაცხოვარმა სიკვდილი ჯვარზე გაკვრით დაამარცხა და ეშმაკის მეუფებისგან განწმინდა სამყარო, ამიტომ ბოროტი სული კრთის ჯვრის დანახვაზე, რომლის ძალით დაიძლევა და განიდევნება კიდეც.

პირჯვრის გადასახვა განგვინათლებს გონებასაც. ამასთანავე განწმენდს ადამიანის გულს, გრძნობებს, აზრებსა და საქმეებს.

თუკი ცხოვრების წესად ვაქცევთ ჯვრის გადასახვას - ამ ნიშნით დავიბეჭდავთ თავს შინიდან გასვლისას და შემოსვლისას, ყოველი საქმის დაწყებისა და დასრულების შემდეგ, საზრდელის მიღების წინ, საწოლიდან წამოდგომისას, მუშაობის დროს, დაცულნი ვიქნებით ყოველგვარი უკეთურობისგან და ჩვენი ცხოვრება წარმატებით წარიმართება.

პირჯვრის გადასახვას რომ უდიდესი ძალა შესწევს, ამის დასტურად არაერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ წმინდა მამათა ცხოვრებიდანაც. რომიდან კონსტანტინოპოლში მიმავალმა წმინდა ილარიონ ქართველმა ქალაქ თესალონიკში, მთავრის სასახლესთან შეისვენა. ამ დროს მხევალმა მთავრის ოთხი წლის დამბლადაცემული ვაჟი გამოიყვანა და მზის გულზე დააწვინა. წმინდა მამას შეებრალა ყრმა. მხევალს სთხოვა, წყალი მომიტანეო. ქალი სასახლეში შევიდა თუ არა, მამა ილარიონმა ბავშვს ჯვარი გადასახა. ყრმა ფეხზე წამოხტა და მშობლებთან გაიქცა.

მონასტრის ბერებმა დიდი ხვეწნით დაითანხმეს იღუმენობაზე წმინდა ბენედიქტე, მაგრამ შემდეგ ვერ გაუძლეს მისეულ მკაცრ ტიპიკონს და გადაწყვიტეს, მოეწამლათ. ღვინოში საწამლავი ჩაყარეს და იღუმენს ტრაპეზობისას საკურთხებლად მიართვეს. მამა ბენედიქტემ ღვინოს ჯვარი გადასახა. ჭურჭელი მაშინვე დაიმსხვრა და მოწამლული ღვინო დაიღვარა.

ერთხელ წმინდა კვიპრიანე კართაგენელს დემონები დაესხნენ თავს და მის ძლევას ცდილობდნენ. წმინდანმა პირჯვრის გადასახვა მოახერხა და უფალს შემწეობა შესთხოვა. ბოროტი სულები მაშინვე განეშორნენ.

ცნობილია ასეთი შემთხვევაც: რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ სამი გოგონა მიდიოდა. მოულოდნელად მატარებელმა ჩაუქროლათ, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩნენ - არც ერთ მათგანს არაფერი დაშავებია. გოგონებს უჩვეულო ხმები ჩაესმათ: როგორ გავუშვით ასეთი შემთხვევა, შეგვეძლო სამივე ხელში ჩაგვეგდო, მაგრამ ვერ შევძელით, რადგან ერთს გულზე ჯვარი ჰკიდია, მეორემ შინიდან გამოსვლისას პირჯვარი გადაისახა, მესამეს კი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სრულიად ურწმუნოა, შინიდან გამოსვლისას დედამ გადასახა პირჯვარიო. გოგონებს იმ ბოროტი სულების ხმები მოესმათ, რომლებმაც ვერ სძლიეს ჯვრის ძალას და ვერ მოახერხეს მათი დაღუპვა.

- პირჯვრის გადასახვის სანაცვლოდ რომ ღვთის მადლი და შეწევნა მივიღოთ, ვიგრძნოთ მისი ძალა, საჭიროა ვიცოდეთ ჯვრის მართებულად გადასახვა, რადგან პირჯვრის არასწორად გადასახვით შეურაცხვყოფთ ღმერთს და ცხადია, სანაცვლოდ მადლი და შეწევნაც არ მოგვეცემა. როგორ გადავისახოთ პირჯვარი მართებულად?

- მართლმადიდებლურად პირჯვრის გამოსახვა ხდება შემდეგნაირად: მარჯვენა ხელის სამ თითს - ცერს, საჩვენებელს და შუათითს - მჭიდროდ ვაერთებთ, მოხრილ არათითსა და ნეკს კი ხელისგულზე ვაბჯენთ. მჭიდროდ შეერთებული სამი თითი ნიშნავს ყოვლადწმინდა სამებას, ე.ი. ერთარსება ღმერთის სამგვამოვნებაზე მიანიშნებს. მოხრილი ორი თითი ქრისტეს ორბუნებოვნების - ღვთაებრივის და ადამიანურის მიმანიშნებელია. ხელისგული - დედამიწისა, სადაც მოგვევლინა უფალი ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებით. თითების მოხრა კი მიუთითებს სიმდაბლესა და უბრალოებაზე, რომლითაც მოგვევლინა ღმერთი დედამიწაზე.

მჭიდროდ შეკრული სამი თითი ჯერ მიგვაქვს შუბლთან და ვამბობთ - "სახელითა მამისათა", იმიტომ, რომ პირველი ჰიპოსტაზი წმინდა სამებისა არის მამა ღმერთი, რომლის ერთ-ერთი სიმბოლო სიბრძნეა, რადგან მან ყველაფერი სიბრძნით ქმნა და ყველა სახის დასაბამი არის და უნდა იყოს სიბრძნე. ამ სიტყვების წარმოთქმით აღვავლენთ ლოცვას მამაზეციერის მიმართ, ყოვლისმპყრობელისა და შემოქმედისა ანგელოზთა და კაცთა, ცისა და მიწისა, ხილულისა და უხილავისა. შევთხოვთ, განგვიწმინდოს და განგვინათლოს გონება და მოგვცეს სიბრძნე.

შემდეგ ამავე თითებით ვეხებით მუცელს და ვამბობთ: "და ძისათა". ჩვენ ვიცით, რომ ძე ღვთისა - იესო ქრისტე ადამიანში შემოდის პურისა და ღვინის სახით, ეს ნივთიერებები ზიარების საიდუმლოს აღსრულებისას იქცევა უფლის სისხლად და ხორცად, წმინდა ზიარების მიღებით კი ხვდება ადამიანის სტომაქში და განწმენდს მას (ადამიანს) ფიზიკურ და სულიერ უძლურებათაგან. სწორედ ამის ნიშნად წარმოვთქვამთ სიტყვებს "და ძისათა" სამი შეერთებული თითის საქამრესთან შეხებისას, ამავდროულად, ამ სიტყვების წარმოთქმით, როგორც წმინდა სერაფიმე საროველი გვასწავლის: "ვიხსენიებთ ძე ღვთისას - იესო ქრისტეს მიერ ჩვენი ხსნისთვის დათმენილ ვნებებს. ვიხსენიებთ ჯვარცმას ჩვენი გამომხსნელისას, მამისაგან შობილისა და არა ქმნილისა. განვიწმენდთ გულსა და გრძნობებს და მივაპყრობთ მათ მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებას". აქ არის კიდევ ერთი სიმბოლო - ერთობა - ჩვილი ჭიპლარითაა მიერთებული დედის მუცელს და უერთდება სამყაროს.

შემდეგ ხელს მარჯვენა მხარისკენ მივმართავთ და ვამბობთ: "და სულისა წმიდისათა". ამ ქმედებით სულიწმინდის მადლით ვდევნით ეშმაკს, რომელიც სწორედ მარჯვენა მხრიდან ებრძვის ადამიანს - ამის შესახებ პირდაპირ მიანიშნებს დავით მეფსალმუნე: "დადგეს ეშმაკი მარჯვნით მისა". ამავდროულად შევთხოვთ სულიწმინდას, განწმინდოს ჩვენი ნება და მოწყალე გვეყოს, რათა ჩვენი ძალი იქითკენ მივმართოთ, რომ ჩვენს გულში სულიწმინდამ დაივანოს. ბოლოს კი მივმართავთ ხელს მარცხენა მხრისკენ და წარმოვთქვამთ: "აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ", რომ ეს იყოს უკუნითი უკუნისამდე, ანუ სამარადისოდ განიდევნოს ჩვენგან ეშმაკი, გვფარავდეს და შემწედ გვეყოს ყოვლადწმინდა სამების ძალა და მადლი და ასე გადავიდეს მარადიულობაში.

- წმინდა სამების სადიდებელი ლოცვის გარდა, კიდევ რომელი ლოცვები შეიძლება წარმოვთქვათ ჯვრის გადასახვის დროს?

- შეგვიძლია წარმოვთქვათ რომელიმე მოკლე ლოცვაც: "უფალო, შეგვიწყალენ", "იესოს ლოცვა", "ჯვარო პატიოსანო, შემიწყალენ და დამიცავი მე" და სხვა.

- საიდან მომდინარეობს პირჯვრის გადასახვის ტრადიცია?

- ჯვრის გადასახვის ტრადიცია მოციქულთა ხანიდან მომდინარეობს, ამის შესახებ არაერთგზის გვაუწყებს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ჯვრის ნიშს მხოლოდ ცერა თითით ისახავდნენ, ის წესი კი, რომლითაც ამჟამად ვისახავთ პირჯვარს მართლმორწმუნე ქრისტიანები, მოგვიანებით, მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიიღეს და დააკანონეს ეკლესიის წმინდა მამებმა.

- რატომ არის მიღებული პირჯვრის გამოსახვა წმინდა ხატებთან თუ სხვა სიწმინდეებთან მიახლებისას?

- წმინდა ხატების, წმინდა ნაწილებისა თუ სხვა სიწმინდეების წინაშე პირჯვარს ვისახავთ, რათა ჯვრის ძალით განწმენდილნი მივეახლოთ მათ.

- რატომ ვსახავთ ჯვარს ტრაპეზს და საერთოდ რამდენად მნიშვნელოვანია საზრდელზე ჯვრის გადასახვა?

- როგორც აღვნიშნეთ, ჯვარი უძლეველი იარაღია ბოროტი სულის - ეშმაკის განსადევნად. ის კი ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს ჩასაფრებული, მათ შორის საკვებ პროდუქტებსა თუ მომზადებულ საზრდელზე. მათი მეშვეობით შესაძლოა ადამიანის ორგანიზმშიც მოხვდეს. ჯვრის გადასახვა კი განწმენდს საზრდელს და იგი არა მხოლოდ ხორციელ, სულიერ საზრდოდაც მოგვეცემა.

ძველი აღთქმის პერიოდში ცოდვებისგან განწმენდისთვის პირველშობილ ვერძს სწირავდნენ. იგი შემწირველს ახალი აღთქმის ტაძრის კართან მიჰყავდა და კლავდა. დაკლული ცხოველის სისხლს მღვდელმსახური საკურთხევლის გარშემო ასხურებდა. დაკლული ცხოველი კი იდებოდა სამსხვერპლოზე - ტრაპეზზე (საკურთხეველზე), იწვებოდა ცეცხლთან და ადიოდა ზეცაში. პირველშობილი ვერძი მოასწავებდა ღვთის ტარიგს, კრავს ანუ მხოლოდშობილ ძე ღვთისას - იესო ქრისტეს, რომელიც მსხვერპლად უნდა შესწირვოდა ცოდვით დაცემული კაცობრიობის გამოსყიდვას, სამსხვერპლო - ტრაპეზი კი ჯვარს, რომელზეც უნდა მომხდარიყო მსხვერპლშეწირვა. რადგან ქრისტე იყო ტარიგი (როდესაც იოანე ნალისმცემელი მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა და მასთან განკაცებული უფალი იესო ქრისტე მივიდა, მან განაცხადა, - აჰა, ტარიგი ღმრთისაო. ეს სახელი სწორედ იოანე ნათლისმცემელმა უწოდა მაცხოვარს), რომელიც აღესრულა ჯვარზე და განწმინდა სამყარო, ამიტომ ჯვარიც წმინდათაწმინდა იარაღად იქცა, რომლის ძალითა და მადლით ყოველივე იწმინდება. ამის შესახებ პირდაპირ გვაუწყებს თავად უფალი იესო ქრისტე მათეს სახარებაში, როდესაც ფარისევლებს ამხელს: "ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმენდს?" (მათე 23,19), ამიტომაც ჯვრის ძალით, მისი გადასახვით არა მხოლოდ საკვები პროდუქტები და მომზადებული საზრდელი, არამედ ნებისმიერი ნივთი და საგანი უნდა განვიწმინდოთ.

- მიზანშეწონილია თუ არა პირჯვრის გადასახვა, როდესაც ტრანსპორტში ვზივართ?

- თუკი ტრანსპორტით მიმავალს ტაძარი ან გზაზე აღმართული ჯვარი შეგვხვდება და მათ მოსალოცად ჩამოსვლას ვერ ვახერხებთ, მათდამი მოკრძალება და პატივისცემა ჯვრის გადასახვით უნდა გამოვხატოთ. სასურველია, ტრანსპორტში ჩაჯდომამდე ჯვარი ჩვენც გადავისახოთ და ტრანსპორტსაც გადავსახოთ. ასე მგზავრობისას განსაცდელთაგან დაცულნი ვიქნებით.

- აქვს თუ არა უფლება ადამიანს, პირჯვარი დაწოლილმა გადაისახოს?

- თუკი ადამიანი ფიზიკური უძლურების გამო ვერ ახერხებს ფეხზე წამოდგომას, შეუძლია ჯვარი დაწოლილმა გადაისახოს, მაგრამ თუ არანაირი უძლურება არ აწუხებს, ჯვრის გადასახვისას ფეხზე უნდა წამოდგეს.

- რატომ ვისახავთ პირჯვარს მარჯვენა ხელით?

- "აღ-თუ ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, და რამეთუ მუნცა ხელნი შენნი მიძღოდის და მარჯვენამან შენმან შემიწყნაროს მე", - ბრძანებს დავით მეფსალმუნე ერთ-ერთ ფსალმუნში. აქედან ჩანს, რომ მარჯვენის უპირატესობა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა. ეს კი ახალ აღთქმაშიც გადმოვიდა. ქრისტეს მიმდევრები, ქრისტიანობის უძველესი ხანიდან მოყოლებული, პირჯვარს მარჯვენა ხელით იწერენ. "ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ პირით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადაისახონ მარჯვენა ხელით, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმერთისადმი", - წერს წმინდა იუსტინე წამებული (165წ).

- ზოგიერთ ადამიანს შინაგანად ეუხერხულება პირჯვრის გადასახვა, მით უფრო - უცხოთა წინაშე.

- შინაგან უხერხულობას, სიმორცხვეს, რომელიც ჯვრის გადასახვას უკავშირდება, ადამიანს ეშმაკი შეჰყრის ხოლმე, რათა ჯვრის ძალასა და მადლს განარიდოს და სული წარუწყმიდოს. ასეთი გრძნობა ადამიანის შინაგან ამპარტავნებაზეც მიუთითებს, რაც ისევ და ისევ ბოროტი სულისგანაა შთაგონებული.

შესაძლოა ადამიანი ურწმუნოთა ან არაქრისტიანთა საზოგადოებაში მოხვდეს და ეუხერხულოს პირჯვრის გადასახვა, რათა სხვები არ დააბრკოლოს ან საკუთარ თავს არ შეუქმნას პრობლემა. მსგავს ვითარებაში ჯვარი თვალით უნდა გამოვსახოთ.

- წირვა-ლოცვის დროს როდისაა აუცილებელი პირჯვრის გადასახვა?

- წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას პირჯვრის გადასახვა აუცილებელია წმინდა წერილის კითხვის დასაწყისსა და დასასრულს; როდესაც იხსენიება ან განიდიდება წმინდა სამება: "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა"; გალობის დასაწყისში; ტროპარის და ფსალმუნის კითხვისას; ექვსფსალმუნის შუაში "ალილუიას" დროს; ცისკრის დაწყებისას, როდესაც მღვდელი ამბობს: "კურთხეულ არს ღმერთი..."; სარწმუნოების სიმბოლოს - "მრწამსის" კითხვისას თუ გალობისას: სიტყვებზე - "მრწამს", "და ერთი უფალი იესო ქრისტე", "და სულიწმიდა"; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენებისას; "ღირს არსის" ლოცვისას; დღის წმინდანის მოხსენიებისას; დიაკვნის ვედრებისას: "აცხოვნე, უფალო..."

- შეიძლება თუ არა, პირჯვრის გადასახვა ცოდვადაც შეგვერაცხოს?

- ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანი ჯვრის გადასახვის დამოწმებით ცდილობს დაამტკიცოს სიცრუე თუ სხვა არაღვთივსათნო საქმე, ეს კი ღვთის ნების წინააღმდეგობა ანუ ცოდვაა. ცოდვად შეგვერაცხება პირჯვრის ფარისევლურად, სხვათა დასანახად გადასახვაც.

- ეკლესიური მოძღვრებით, ჯვრის გადასახვისას უმთავრესი სულიერი ძალების: ნების, გონებისა და გრძნობის თავმოყრით ჩვენსა და ღმერთს შორის უხილავად ვლინდება ჯვრის სახე და ჩვენზე ღვთიური მადლი გადმოედინება, მაგრამ ღვთიური მადლის მისაღებად ამ ნიშნის რწმენით გამოსახვაც ხომ აუცილებელი პირობაა...

- ძველი აღთქმის თანახმად, უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის დროს ღმერთმა ისრაელიანებს უამრავი შხამიანი გველი მოუვლინა მათი დრტვინვისა და მცირედმორწმუნეობის გამო. გველების ნაკბენით უამრავი ადამიანი დაიხოცა. ხალხმა თავისი შეცდომა-შეცოდება იგრძნო და მოსეს ევედრა, შემწეობა ეთხოვა ღვთისთვის. ღვთის ბრძანებით, მოსემ გააკეთა სპილენძის გველი და დაკიდა მაღალ ძელზე. ვისაც შხამიანი გველი უკბენდა და რწმენით შეხედავდა სპილენძის გველს, განიკურნებოდა და სიკვდილს გადაურჩებოდა. სპილენძის გველი მოასწავებდა იესო ქრისტეს, ჯვარცმულს, ანუ ეს ქმედება სიმბოლურად მიანიშნებდა, რომ იესო ქრისტე დამოეკიდებოდა ძელზე. ისინი კი, ვინც ჯვარზე გაკრული უფლისას ირწმუნებდა, მისგან შემწეობას მიიღებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ უფლისგან მადლსა და წყალობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუკი ჯვარცმული უფლის რწმენითა და სასოებით აღვასრულებთ ნებისმიერ ქრისტიანულ ქმედებას, რაც, ცხადია, პირჯვრის რწმენით გადასახვასაც გულისხმობს.

- რა ასაკიდან მივაჩვიოთ ბავშვი პირჯვრის გადასახვას და როგორ შეიძლება ავუხსნათ ამ ქმედების მნიშვნელობა?

- ბავშვი ჯვრის გადასახვას ჩვილობიდან უნდა მივაჩვიოთ, ცხადია, თუ ჩვილობის ასაკში მოვნათლავთ. მართალია, ის ჯვრის გადასახვის მნიშვნელობას ვერ გაიაზრებს, მაგრამ იგრძნობს მის ძალას. ოდნავ მოზრდილ ბავშვს კი შეგვიძლია ვესაუბროთ ჯვრის მნიშვნელობაზე, სულიერი მოძღვრის კურთხევითა და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით ვუკითხოთ სპეციალური რელიგიური ლიტერატურა, სადაც ესა თუ ის ქრისტიანული საკითხი ბავშვისთვის გასაგები ენითაა გადმოცემული.
ბეჭდვაელფოსტა
06.03. 2015
ღმერთმა ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე დააყენოს სწორ გზაზე
<br />ღმერთმა ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე დააყენოს სწორ გზაზე და გაარჩევიოს რა არის სიმართლე და რა არის სიცრუე/ დაე დაწყევლილ იქნენ ვინც შეგნებულად ცდილობს ხალხის სწორი გზიდან გადახვევას და უბნევს ჭკუა გონებას სიცრუითა თუ უმეცრებით! ღმერთი ერთია, უკვდავი, უშობელი და განუყოფელი, დიდება უფალს/ ამინ!
14.09. 2014
უფალო შეგვიწყალენ!
უფალო შეგვიწყალენ!
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat