წყარო უკვდავებისა
წყარო უკვდავებისა
მე კი არ მწამს, არამედ ვიცი, რომ ვარ მარადიული არსება, რომელიც არასოდეს მოკვდება
როგორც მამები ამბობენ, სული თავისი ბუნებით ქრისტიანია. ამიტომ იგი ბუნებრივად იღებს იმ რეალობას, რასაც მართლმადიდებლობა სთავაზობს. ამ რეალობიდან გამომდინარე, ურწმუნო ადამიანიც კი მუდმივად გრძნობს, რომ არსებობს უკვდავება, რომ ასე, ხელის ერთი მოსმით არ მთავრდება სიცოცხლე. უკვდავების თემას მრავალ ზღაპარშიც შევხვედრივართ - ადამიანები ეძებენ უკვდავების წყაროს, უკვდავების ხეს, უკვდავების ქვეყანას და ა.შ. მადლობა უფალს, რომ დღეს არ გვაქვს საძიებელი, ყველასათვის ხსნილია გზა უკვდავების წყაროსკენ, რომელიც არის ჩვენი სიყვარულის გამო ჯვარცმული და აღდგომილი, ჯოჯოხეთის შემმუსვრელი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

- თემა უკვდავებისა ძალზე დამაინტრიგებელია, არ არსებობს ადამიანი, რომელზეც ეს სიტყვა განსაკუთრებულად არ მოქმედებს, რადგანაც ეს ეხება სიცოცხლეს. სიცოცხლის გარეშე არაფერს აქვს ფასი - ჩვენს ადამიანობას, მისწრაფებებს, გრძნობებს. ყველაფერი მაშინაა ღირებული და აზრიანი, როდესაც ვცოცხლობთ.

ოღონდ არის ერთი პრობლემა - სიცოცხლე ზოგჯერ გაიგივებულია არსებობასთან ანუ ადამიანები ამ ორ ცნებას არ განყოფენ და არსებობა სიცოცხლედ მიაჩნიათ, რაც სინამდვილეში ასე არ არის. გონიერი არსება შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის გარეშეც. თუნდაც მცირე საღვთისმეტყველო განათლების მქონე ქრისტიანმა, ვისაც სულიერი ცხოვრების მეტ-ნაკლები გამოცდილება გააჩნია, იცის, რომ შეიძლება ადამიანი არსებობდეს და არ იყოს ცოცხალი. ეს არის ჯოჯოხეთი - მდგომარეობა, როცა ადამიანი არსებობს, მაგრამ მის არსებობას ეწოდება მარადიული სიკვდილი. ხორციელი სიკვდილით ადამიანის ხორციელი არსებობა მთავრდება, მარადიული სიკვდილისას კი ადამიანი დაუსრულებლად კვდება.

- რა არის სიკვდილი და რა სხვაობაა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის?

- სიკვდილი არის სიცოცხლისაგან მოკლება და არა არსებობისაგან, რადგანაც რაკი გაჩნდება ადამიანი, არასოდეს დამთავრდება მისი არსებობა. სიცოცხლე კი ღმერთთან ერთად არსებობაა. და რადგანაც ღმერთი არის წყარო ბედნიერებისა, სიცოცხლე ბედნიერებაში არსებობა ყოფილა. სიკვდილი არის ღვთისაგან, იმავე სიცოცხლისაგან, ბედნიერი არსებობისაგან დაცილება. ფიზიოლოგიურად მკვდარი ვერ ხედავს სინათლეს, სულიერად მკვდარი კი, თუნდაც ჯერ კიდევ ხორცში იყოს, ვერ ხედავს ხელთუქმნელ მზეს - ღმერთს, ანუ ადამიანი შეიძლება ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ ცოცხლობდეს, მაგრამ სულიერად მკვდარი იყოს. ხოლო თუ ხორცში ყოფნისას აქვს კავშირი უფალთან ანუ ბედნიერების წყაროსთან, არ კვდება. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ასეთი ადამიანი გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. როგორც კი მისი ხორციელი თვალი დაიხუჭება, აღიხილება სულიერი თვალი. უღმერთო ადამიანსაც აღეხილება თვალი ტანჯვისა და სიბნელისათვის.

სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: სიკვდილი ნიშნავს მარადიულ მარტოობასაც. სულიერად მკვდარი ადამიანი მარადისობაში სრული მარტოობისათვის არის განწირული. სიცოცხლე გულისხმობს ურთიერთობასაც, მაგრამ არა მარტო ბედნიერების წყაროსთან, ღმერთთან, არამედ იმ არსებებთანაც, რომლებიც ასევე არიან ამ ბედნიერების წყაროსთან. ე.ი. სიცოცხლე არის ადამიანური ურთიერთობის პერსპექტივის შესაძლებლობა. ჩვენი, ორი ადამიანის ურთიერთობას მაშინ აქვს პერსპექტივა, თუ ორივენი სიცოცხლეში ვიქნებით, იმიტომ რომ აქ ჩვენ ერთად ვართ, გვიყვარს ერთმანეთი, როცა ვერ ვნახულობთ, გვენატრება ერთმანეთი და იქაც ერთად ვიქნებით, ღმერთთან ერთად.

შესაბამისად, როდესაც უკვდავებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ არა მარადიულ არსებობაზე, არამედ მარადიულ სიცოცხლეზე. უკვდავება თავისთავად დადებითი ჟღერადობის მატარებელი სიტყვაა: სიხარული, ბედნიერება, მუდამ სიკეთის გარემოცვაში ყოფნა, რომელიც არასოდეს მთავრდება.

ნებისმიერი ადამიანური ქმედების მიზანი, ცხოვრების საზრისი ის არის, რომ კაცმა გაიაზროს, სად არის ეს სიცოცხლე. რადგანაც შეიძლება ფიქრობდეს, სიცოცხლისაკენ მივდივარო, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ არსებობს და სიკვდილისაკენ მიემართება.

ჩვენ ყველანი ვხედავთ იმ რეალობას, რომ ადამიანი, როგორც ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური არსება, ამთავრებს ცხოვრებას და კვდება. მან ეს ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური არსებობა რომ შეინარჩუნოს, აუცილებელია, იკვებოს. თუ არ იკვება - რამდენიმე ათეულ დღეში, თუ წყალი არ დალია - რამდენიმე დღეში, ხოლო თუ არ ისუნთქა - რამდენიმე წუთში მოკვდება. ესე იგი იმისათვის, რომ ეს ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური სიცოცხლე შეინარჩუნოს, გარედან მუდმივად რაღაც წყაროა საჭირო. ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ თავად მასში სიცოცხლის ენერგია არ არის. თუ მას გარკვეული რწმენა აქვს და იცის, რომ იგი არ არის მარტო ხორცი, როგორც პირუტყვი, არამედ უკვდავი სულიც, მაშინ უნდა იცოდეს, რომ არც სულშია წყარო სიცოცხლისა. სულს აქვს არსებობა, რომელიც ღმერთმა მისცა, მაგრამ სიცოცხლის წყარო მას არა აქვს. მასში არის პოტენცია სიცოცხლისა. სიცოცხლისათვის მას გარედან მიწოდებული ენერგია სჭირდება, ოღონდ - ღვთაებრივი, რომელიც მხოლოდ ღვთისაგან მოედინება.

- ორივე - ხორციელი და სულიერი სიცოცხლისთვის განკუთვნილი ენერგია უფლისაგან მოგვეცემა. რა გზით ხდება ეს?

- როგორც აღვნიშნეთ, ადამიანში, არც მის სულში არ არის წყარო სიცოცხლისა. სამყაროში შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის ერთადერთი წყარო - უფალი, რომელიც გვაძლევს როგორც ბიოლოგიურ, ისე სულიერ სიცოცხლეს. ბიოლოგიურ სიცოცხლეს გვაძლევს ნივთიერებების საშუალებით, საიდანაც ვიღებთ ჩვენთვის საჭირო ენერგიას, სულიერ სიცოცხლეს კი უშუალოდ თვითონ გვაძლევს მადლის საშუალებით, რომელიც არის ღვთაებრივი, ხელთუქმნელი ენერგია - თავად ღმერთი.

ღვთისაგან მოცემულ ნიჭებში არის კიდევ ერთი, რომელიც ადამიანს არასოდეს წაერთმევა - ეს არის ნიჭი თავისუფლებისა, თავისუფალი არჩევანისა. ეს ორი ნიჭი - არსებობისა და თავისუფალი არჩევანისა - მიგვიყვანს სიცოცხლემდე, ანუ იმ ბედნიერებამდე, რასაც ღმერთი გვაძლევს. საკმარისია ადამიანს თავისუფლების ნიჭი წაერთვას, მისი არსებობა პირუტყვის არსებობად გადაიქცევა. თავისუფლების ანუ არჩევანის შესაძლებლობის ნიჭის საშუალებით ადამიანს აქვს უნარი, აირჩიოს სიცოცხლე. არსებობა ღვთისაგან ნომინალურად გვეძლევა, როგორც კი სამყაროში არაფრიდან გვაჩენს უფალი, ხოლო როდესაც ვსაუბრობთ უკვდავებაზე, ეს ჩვენი არჩევანია. ღმერთი არ გვაძალებს, რომ ვიცოცხლოთ. ამიტომ არის სიცოცხლე ბედნიერება. სიცოცხლე ჩვენთვის თავსმოხვეული რომ იყოს, ბედნიერებას არ მოგვიტანდა, ისევე, როგორც არსებობას თავისთავად ბედნიერება არ მოაქვს, რადგანაც ის ჩვენ არ აგვირჩევია. რახან სიცოცხლე ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგია, ამიტომ ვართ ბედნიერნი, გვინდა ღმერთი, რომელიც სიცოცხლეა, მარადისობაა, ბედნიერებაა, სიყვარულია.

- როგორც ბიბლიიდან ჩანს, ადამი და ევა დაცემამდე არა მხოლოდ სულით, არამედ ხორცითაც უკვდავები იყვნენ. როგორი იყო მათი ხორციელი უკვდავება?

- ადამი და ევა სამოთხეში სულითა და ხორცით მყოფობდნენ. ისინი არა მარტო უკვდავები იყვნენ, არამედ იდგნენ სიცოცხლის კარიბჭესთან, სიცოცხლის გზაზე. შეიძლება ასეც ვთქვათ, რომ სიცოცხლეში იყვნენ, ოღონდ ეს იყო დასაწყისი სიცოცხლისა. ჯერ არ ჰქონდათ გაკეთებული არჩევანი, რომელიც საბოლოოდ დააყენებდა მათ სიცოცხლის გზაზე. ჩვენ ვიცით, როგორ გააკეთეს ეს არჩევანი - უარყვეს სიცოცხლე, იგი ჩაანაცვლეს რაღაც მაგიური რიტუალით, რომელიც თითქოს მათ ამ სიცოცხლეს მოუტანდა. მაგრამ შეუძლებელია, ღმერთი შეურაცხყოფილი იყოს, ამიტომ ისინი სიცოცხლის გარეშე დარჩნენ.

სამოთხეში ადამისა და ევას უკვდავება ხორციელიც იყო, მაგრამ მათი ხორციელი ბუნება არ ჰგავდა ჩვენსას. ის იყო სამოსელი ნათლისა, ჩვენ კი გვაქვს სამოსელი ტყავისა. ტყავის სამოსელში იგულისხმება ის, რაც ხორცის სახით გვაქვს, მაგრამ რა იგულისხმება ნათლის სამოსელში, ეს არ ვიცით. ეს დაახლოებით ის არის, რაც ჰქონდა უფალს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ვიცით, რომ ნათლის სამოსელი აღარ არის დამამძიმებელი სულისა ისე, როგორც დღევანდელი ჩვენი ხორცი ამძიმებს მას. თუმცა ჩვენს სხეულს თავისი დადებითი მხარეც აქვს - იგია ჯავშანი, რომელიც არ აძლევს დემონურ ძალებს ჩვენს სულში შემოღწევის და დაპატრონების საშუალებას, ისინი მხოლოდ ადამიანის ტვინზე მოქმედებენ აზრების სახით. როგორც კი სხეულიდან ამოვალთ, თუ ამოსვლისთანავე არ შევიმოსებით სიცოცხლის, უკვდავების მადლით, მაშინ მათ შემოსვლას ხელს აღარაფერი შეუშლის.

ადამი და ევა იყვნენ არა უკვდავები, არამედ პოტენციური უკვდავები, მათ მიერ არჩევანის გაკეთება აუცილებელი იყო, რადგანაც ნაჩუქარი უკვდავებით ბედნიერები ვერ იქნებოდნენ და ვინაიდან სიყვარულიც ყოველთვის არჩევანს უკავშირდება, მათ არც სიყვარული შეეძლებოდათ.

იციან ხოლმე თქმა, თუ იცოდა ღმერთმა, რომ შესცოდავდნენ, რატომ დაურგო ის ხეო. ეს ისეთი ადამიანის ნათქვამია, ვისაც სიღრმეში ჩახედვა არ სურს. ყველამ იცის, რომ სიყვარული მხოლოდ თავისუფალ არსებას შეუძლია. შეუძლებელია, კაცს თავი ძალად შეაყვარო ან ძალად შეიყვარო. ეს მისი არჩევანი უნდა იყოს. ადამმა და ევამ უფლის საწინააღმდეგოდ თვითონ გააკეთეს არჩევანი, და ეს ღმერთის ბრალი არ ყოფილა.

- ეკლესიის წიაღში მრავალი მაგალითი არსებობს სხეულის უხრწნელებისა. რის მიმანიშნებელია ეს მოვლენა? რატომ ვერ ნახულობენ ზოგიერთ წმინდანს საფლავში ან ყოველწლიურად რატომ უცვდება წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს ფეხსაცმელი?

- როდესაც ვსაუბრობთ იოანე ღვთისმეტყველზე, წინასწარმეტყველებზე - ილიასა და ენუქზე, ვიცით, რომ მათი სხეულები დედამიწაზე არ იმყოფება. სად არიან და როგორ, ეს ჩვენი გამოცდილების მიღმაა და გამოკვლევას აზრი არა აქვს.

რაც შეეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დანამდვილებით ვიცით, რომ იგი სასუფევლის მერვე დღის მოქალაქეა ანუ საშინელი სამსჯავროს მიღმაა, რომ იგი სასუფეველში სულითა და ხორცით - სრულ ადამიანად იმყოფება, რაც ცხონების შემთხვევაში ჩვენც გველოდება. მაგრამ ეს როგორ არსებობას ნიშნავს, არ ვიცით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ადამიანებს ეცხადება არა მხოლოდ სულით, არამედ ხორცითაც, როგორც სრული ადამიანი. თუმცა ჩვენ იმასაც ვერ ვხვდებით, რას ნიშნავს წმინდანის გამოცხადება მარტო სულით ან ხორცითაც, რადგანაც ის ხორცი, რომელიც მას აქვს, ისეთივე მიუწვდომელი და გაუცნობიერებელია, როგორც თავად სული. რა თქმა უნდა, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის ორივე ერთი და იგივეა.

რაც შეეხება წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მაგალითს, რა თქმა უნდა, მისი სხეული არსად დადის. მისი ფეხსაცმელი სიარულის გამო კი არ ცვდება, არამედ ეს ნიშანია ღვთისაგან, რომ ეს წმინდანი მრავალ ადამიანს შეეწევა და მრავალთან "მიდის", მაგრამ არა ფიზიკურად. რაღად გვინდა სასწაულის დამატება, განა განსაცვიფრებელი არ არის, რომ წმინდა სპირიდონი მეოთხე საუკუნის მამაა, მისი სხეული კი დღესაც რბილია?

უხრწნელება ღვთის ნიშანია. ეს არც გარდაცვლილს სჭირდება, ცხადია, არც ღმერთს და არც მკვდრეთით აღდგომის სასწაულს, რომელიც მომავალში მოხდება. ამ სასწაულით ღმერთი გვაჩვენებს, რომ კონკრეტული ადამიანის სულიცა და სხეულიც იმდენად განმსჭვალული იყო სულიწმინდის მადლით, რომ ეს მადლი მის სხეულს დღესაც არ მოშორებია, დღემდე გაჟღენთილია მისით, დღემდე მადლმოსილია, დღემდე სასწაულთმოქმედია. ზოგიერთი წმინდანის ძვლებიდან მირონი მოედინება, ზოგის სხეული უხრწნელია, ზოგისა რბილიც არის. ეს ჩვენთვის ხდება, რათა ხელშესახები ფორმით კიდევ ერთხელ გვქონდეს მადლთან ურთიერთობის საშუალება.

- ნებისმიერ მორწმუნეს თვალწინ გვაქვს უხრწნელების კიდევ ერთი გამოვლინება ნაკურთხი წყლის სახით, რაც თითქოს ნივთიერზე მინიჭებული უკვდავებაა.

- ღმერთისთვის თანაბრად შორს არის როგორც მატერიალური, ისე სულიერი სამყარო. ნურავინ ვიტყვით, რომ სული უფრო ახლოს არის ღმერთთან, ვიდრე სხეული. ღმერთის ქმნილებაა სულიცა და სხეულიც, ანგელოზიცა და ადამიანიც. არაფრისაგან შექმნა უფალმა ერთიცა და მეორეც. მხოლოდ ჩვენ ვხედავთ მათ შორის რაღაც განსხვავებას. უფალი მადლს ანიჭებს როგორც სულიერ, ისე ხორციელ არსებებს და ასევე მატერიასაც. იგი განწმენდს ნებისმიერ სტიქიას: ცოცხალს, ბიოლოგიურს, სულიერს, ნივთიერს თუ მინერალურს. განწმენდს, რომ დავინახოთ ღმერთის მყოფობა, თომა მოციქულივით ერთხელ კიდევ შევეხოთ მას. ამას ღმერთი ძალიან ფაქიზად და არა საყოველთაოდ აკეთებს, რათა ჩვენზე ძალადობით არ იმოქმედოს. იგი მთელი ძალმოსილებით რომ ავლენდეს თავს, სხვა გზა არ გვექნებოდა, გარდა იმისა, რომ გვეთქვა - ღმერთი ნამდვილად არსებობს. უფალი საკუთარ თავს მსუბუქად ავლენს ნივთიერებებში, ადამიანთა სულებში, ჩვენს ცხოვრებაში, ისტორიაში. მსუბუქად, რათა ჩვენ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა დაგვიტოვოს.

ანტიქრისტეს მეფობის ჟამს სამყაროში თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მოისპობა. მაშინ უფალი უკვე არა მსუბუქად, არამედ სრული ძალმოსილებით ჩაერევა და შეწყვეტს ასეთი სამყაროს არსებობას.

- თუ დაფიქრებისა და რეალობის დანახვის საშუალება მოგვეცა, ადამიანები ვძრწით სიკვდილის წინაშე, ვინ - არსებობის შეწყვეტის შიშით, ვინ - სულის არაშესაფერისი მზაობის გამო და სხვა. მაინც რა არის ძირითადი მიზეზი სიკვდილის შიშისა?

- სიკვდილის შიში მრავალი მიზეზითაა განპირობებული. პირველი მიზეზი ძალიან ბუნებრივია - საზოგადოდ, ადამიანის არსებისათვის, ადამიანური პიროვნებისათვის სიკვდილი უცხოა, სიკვდილი ცოდვის შედეგია. რა თქმა უნდა, პოტენციურად ჩვენში თავიდანვე არსებობდა სიკვდილი, ისევე როგორც სიცოცხლე. მართალია, ეს ჩვენი არჩევანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადამიანი არ შექმნილა სიკვდილისათვის. უფალმა იმგვარად შეგვქმნა, რომ გამოსადეგნი ვყოფილიყავით სიცოცხლისათვის და არა სიკვდილისათვის. დღეს სიკვდილი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ადამიანისათვის არსობრივად არაბუნებრივია. ამიტომაც ძრწის ადამიანი სიკვდილის წინაშე, ამიტომაა სიკვდილი მისთვის საზარელი. ეს ბუნებრივია და გასაკვირი და დასაძრახიც არაფერია. სიკვდილი იმდენად დიდი ტკივილია ადამიანისთვის, რომ თავად უფალი ატირდა, როცა მართა და მარიამი გარდაცვლილ ლაზარეს ტიროდნენ.

არსებობს სიკვდილისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაც. სიკვდილი მოწამისათვის არის შეხვედრა ღმერთთან, მარადისობასთან. როცა საქმე საქმეზე მიდგება და ადამიანმა დანამდვილებით იცის, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ აქვს, რომ უკვე თითქმის გასულია ამ ქვეყნიდან და მაინც ემალება სიკვდილს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ იგი გაურბის ღმერთთან შეხვედრას. როგორც ქრისტიანობა გვასწავლის, მორჩილება უდიდესი სათნოებაა. მაგრამ მორჩილება მხოლოდ ის კი არ არის, როდესაც მოძღვრის მიერ დადებულ სულიერ კანონს, თუ რა ილოცო, როგორ ილოცო და როგორ იმარხულო, პირნათლად შეასრულებ ან მშობელს დაემორჩილები; მორჩილებაა, როცა ემორჩილები, უდრტვინველად იღებ იმ ჯვარს, რასაც ღმერთი გაძლევს, განიჭებს. და როდესაც ღმერთი გადაწყვეტს, რომ წაგიყვანოს, ესეც მორჩილებით უნდა მიიღო.

ამის მაგალითები არიან წმინდანები, მოციქულები და სხვები, რომლებიც სიხარულით ეგებებოდნენ სიკვდილს. როდესაც ჩვენს ერთ-ერთ თანამედროვე მოღვაწეს - პაისი ათონელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ისე გაიხარა, თითქოს კარგი საჩუქარი მიართვესო. მას ეს შესაძლებლობას აძლევდა, უფალს შედარებით მალე შეხვედროდა. ხედავთ, როგორი დამოკიდებულებაა? პავლე მოციქულს ენატრებოდა სიკვდილი, ვახტანგ გორგასალი, დიდი მეფე, დიდი წმინდანი, ეძიებდა ქრისტესათვის სიკვდილს და შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ისე აღესრულა, როგორც მოწამე.

ნუ ვიფიქრებთ, რომ ასეთი რამ დღეს აღარ ხდება. უამრავი მაგალითი არსებობს, როცა მორწმუნე ადამიანი საღად უყურებს სიკვდილს და კი არ გაურბის მას, არამედ გმირულად ემზადება ეშმაკთან უკანასკნელი ბრძოლისათვის.

ურწმუნო ადამიანს აქვს გაუცნობიერებელი, წარმართული, შეიძლება ითქვას, პირუტყვული შიში სიკვდილისა, უფრო სწორად, თვითგადარჩენის ინსტინქტი. მაგრამ იგი იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ ყოველთვის ამ ინსტინქტით მოქმედება არასწორია.

როდესაც კაცი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხისადმი გონივრულ მიდგომას იწყებს, იგი წასვლის ჟამისათვის ნელ-ნელა ემზადება. ემზადება, რომ მისი გული აივსოს ქრისტეთი და არ იყოს ამქვეყნიურზე მიწებებული, რაც არ არის იოლი საქმე. რომ დავფიქრდეთ და დავუშვათ, რომ დღეს მივყავართ უფალს, ჩვენს გულებში ისეთ მიდრეკილებებს აღმოვაჩენთ, რომლებიც იქ ნამდვილად არ გამოგვადგება - რაღაც სიამოვნებას ტოვებს ჩვენში, რაღაც ზედმეტად გვიყვარს, რაღაც არ გვეთმობა, რაღაც გვენატრება. ეს პრობლემაა. ქრისტიანები ყოველთვის უნდა ვემზადებოდეთ სიკვდილისათვის, რადგან არ ვიცით, ის როდის მოვა. უნდა მივისწრაფოდეთ, რომ გულში მხოლოდ ქრისტეს სიყვარული გვქონდეს და კიდევ იმისი, რაც მასში ქრისტესთან ერთად დაეტევა. ქრისტესთან ერთად საკმაოდ ბევრი რამ ეტევა, მაგრამ ამას თითოეული საკუთარი გამოცდილებით უნდა მიხვდეს.

- ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობა უკვდავებას სრულიად განსხვავებულად აღიქვამს. მხედველობაში მაქვს რეინკარნაციის თეორია, რომლის მიხედვითაც "სხვადასხვა ცხოვრებაში" ადამიანი შეიძლება ცხოველიც იყოს, სხვა ადამიანიც, მატერიაც და ა.შ.

- მაგრამ ხომ ხვდებით, რომ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ იგი რამდენიმე საუკუნის წინ ცხოვრობდა, მაგრამ არ ახსოვს, ვინ იყო, რა იყო, რას აკეთებდა, ფაქტობრივად თავს იტყუებს. თუ არ ახსოვს, რა იყო და მისი პიროვნული ცნობიერება მის სხეულთან ერთად შეწყდა, მაშინ მომკვდარა ერთი და დაბადებულა მეორე. ინკარნაციის პირველი წყარო იყო ინდუიზმი, ბუდიზმი - აღმოსავლური რელიგიები, სადაც პიროვნების ცნება არ არსებობს. დღეს ის ქრისტიანული ელფერის შეძენას ცდილობს, რათა როგორმე მოერგოს ჩვენს რეალობას. მაგრამ მათი ღმერთი არ არის პიროვნება, ადამიანიც არ არის პიროვნება. მათთვის პიროვნული თვისებები ტანჯვის საფუძველია და ამიტომ მისგან გაქცევას ცდილობენ. თუ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემი თვისებები სხვა კომბინაციით დალაგდება სხვა ხორციელ არსებაში, მაშინ არც მეტი, არც ნაკლები, ის სხვა არის და მე სხვა ვარ.

ფაქტობრივად, თუ იმას არ ვიტყვით, რომ ეს ინსპირირებულია ბოროტისაგან, "რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" - როგორც ფსალმუნი გვასწავლის, - მაშინ ეს არის ადამიანის გონების უსუსური მცდელობა, როგორმე გამოსავალი ნახოს, რადგან ხედავს, რომ სიკვდილი არაბუნებრივია ადამიანისათვის, მაგრამ რეალურად ვერაფერს პოულობს, რადგანაც ინკარნაციის ის თეორიები, რომლებიც აღმოსავლეთში არსებობს, პიროვნულ უკვდავებას არ გვპირდება, თვით მათი რელიგია არ გვპირდება უკვდავებას.

- როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა, რომ იგი უკვდავია?

- ამის ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს - ჰქონდეს პიროვნული კავშირი უკვდავების წყაროსთან - უფალთან. როდესაც ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს, მას ეძლევა საშუალება, გაიცნოს საკუთარი თავი (ვგულისხმობ სულს), მეტ-ნაკლებად გაიცნოს უფალი, გაიცნოს ეშმაკი, რომელსაც მანამდე არ იცნობდა და საკუთარ თავში რეალურად განიცადოს მარადისობა, უკვდავება.

უკვდავება მარადისობაა. არავის ეგონოს, რომ ეს არის უსასრულოდ გაჭიანურებული დრო - დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ და ასე დაუსრულებლად. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს საშინელი ტანჯვა იქნებოდა! მარადისობა არის დაუსრულებელი აწმყო. ჩვენ ხომ აწმყო არ გვინახავს? ჩვენ ვიცით, რა არის წარსული და რა არის მომავალი. ჩვენ დროში ვცხოვრობთ, დროში კი აწმყო რეალურად არ არსებობს; დროში მუდმივი მდინარებაა. წარმოვიდგინოთ, რომ მდინარეში ვართ. ხომ არ ვიცით, რა შეგრძნება გვექნება, მდინარე რომ გაჩერდეს? იგი არ გაჩერდება, მუდმივად მიედინება. როგორც სული არ გვინახავს, სანამ ხორცში ვართ, როგორც არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი სხეული მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ასევე არ ვიცით, რას ნიშნავს აწმყო. მაგრამ უკვდავება სწორედ აწმყოა, იქ დრო არ არის. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით.

თუ გვინდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მხოლოდ თეორიად, ინტელექტუალურ მედიტაციად არ დარჩეს, საჭიროა ცხოვრება უფალთან ერთად. ის, რაზეც ვისაუბრეთ, ფილოსოფიური მსჯელობის მსგავსად მხოლოდ გონებით არ შეიმეცნება, იგი გულით შეიგრძნობა და შეიმეცნება. გულით ხვდება ადამიანი, რომ ეს რეალობაა. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ ამ რეალობის, რა შევთავაზოთ მათ? დაიწყონ ამგვარად ცხოვრება და ისინიც იგრძნობენ რეალობას, და დადგება ჟამი, როცა იტყვიან - მე კი არ მწამს, არამედ ვიცი, რომ არის ღმერთი და არის მარადისობა. მე კი არ მწამს, არამედ ვიცი, რომ ვარ მარადიული არსება, რომელიც არასოდეს მოკვდება. და ეს გამოცდილება ყოველთვის დაკავშირებულია ბედნიერების შეგრძნებასთან, რომელიც აქ იწყება და მარადისობაში გრძელდება.

ღმერთმა ქნას, თითოეული ჩვენგანი, ყველა ქართველი და ყველა ადამიანი გაერთიანებულიყოს იმ უდიდეს სიხარულში, ღმერთთან სიცოცხლე ანუ ბედნიერებაში სიცოცხლე რომ ჰქვია. ამინ!

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
14.12. 2014
ნინო
ამინ. საოცარი მოძღვარი ბრძანდებით მამაო თეოდორე...ნეტავი მქონდეს ბენიერება და თქვენ ლექციებს დამასწრო...
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat